10.02.2011

თანამედროვე საფიქრალიდან: ფსიქიური სნეულებები:

 ფობიები, ჰალუცინაციები, ამნეზია, ალცჰაიმერი, შიზოფრენია, ბურნუ,აუტიზმი,
დისლექსია, ანორექსია. ჩვევები, მოსვენრობა, სევდა //ფრანგული ჟურნალი   „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დიდი დოსიეები ნომერი 20, ფსიქიური სნეულებები,ისტორია,სიმპტომები,მკურნალობა",2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერი...ფრაგმენტები...
       კრეტინი, დებილი, შტერი, იდიოტი, გიჟი,ისტერიული, გარყვნილი //cretin,débile;imbécile,idiot, dément,hystérique,pervers..... ევროპულ ენებში ფრინველების სახელებიდან აღებული და სწორად თუ უადგილოდ ნახმარი ეს სიტყვები მე-19 საუკუნეში იყო სამედიცინო ლექსიკონის
კუთვნილება და ისინი აღწერდნენ ძალიან ზუსტად აღწერილ-აღნუსხული სიმპტომებით გატანჯულ პაციენტებს.
დღეს უფრო ხმარობენ სიტყვებს აუტისტი, შიზო, პარანო...
    რეალურად ავდმყოფი ადამიანებისთვის დაღდასმა რეალობაა: თქმა იმისა რომ გტანჯავს დისლექსია ანუ გიჭირს წაკითხულის გაგება,მაგალითად, დამამცირებელია, მაშინ როდესაც საკუთარი თავის აღიარება შიზოფრენიკოსად ადამიანის ირგვლივ აჩენს სიცარიელეს.

    ესაა ერთდროულად როგორც ჩვეულებრივი ისე უცნობი სნეულებები. სპეციალისტებიც კი ძალიან ფრთხილობენ დასკვნების გამოტანისას.  არაა უმიშვნელო ბავშვის გამოცხადება ჰიპერაქტიურად ან დეპრესიულად და მისთვის ფსიქოტროპების დანიშვნა. ..

  ამას გარდა ყველა სნეულება არაა უნივერსალური,საყოველთაო. ზოგი ძალიან იშვიათია და ზოგი თითქოს გაქრა. სად გაქრნენ ისტერიულები რომლებიც იწვევდნენ დიდ მღელვარებას მათი ემოციური განმუხტვებითა და თეატრალურობით?  სხვები კი არ ითვლებიან ავადმყოფებად.

   1851 წელს ერთმა სამედიცინო ჟურნალმა გაქცეული შავკანიანი მონები გამოაცხადა თავისუფლების მანიით შეპყრობილ გიჟებად...ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ მხოლოდ 1973 წელს გადაწყვიტა ოფიციალურად  რომ ჰომოსექსუალიზმი არაა ფსიქიური ავადმყოფობა. 2010 წელს საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა რომელმაც გადაწყვიტა რომ ტრანსსექსუალიზმი,როდესაც ადამიანი გრძნობს რომ ის საწინააღმდეგო სქესისაა და გადაიცვავს შესაბამისად ან იკეთებს ოპერაციას,არაა სიგიჟე და ფსიქიური სნეულება.

  ორგანიზებულ პაციენტთა ზეწოლა  ისევე როგორც მთლიანობაში საზოგადოების ევოლუცია იწვევს დიაგნოზების გადასინჯვას...

   სოციალური ფობია,მორცხვობის უკიდურესი ფორმა,რეგულარულად მხილებულია როგორც ფარმაკოლოგებისთვის სასარგებლო ყალბი პრობლემა.


 ყველა ავადმყოფი?

    მრავალი კლასიკური გამოკვლევა იწვევს თავბრუსხვევას. 1954 წელს მიდტაუნ მანჰეტენის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევისას გაირკვა რომ 1660 გამოკითხულთა 81 პროცენტს ჰქონდა ფსიქიური  ავადმყოფობების სიმპტომები.დაახლოებით იგივე შედეგი ჰქონდა 30 წლის შემდეგ ჩატარებულ გამოკვლევას. ავადმყოფად ჩათვლილ მრავალ ადამიანს არ უმკურნალეს იმიტომ რომ ისინი არ ითხოვდნენ მკურნალობას ან იმიტომ რომ ახერხებდნენ მათი სიმპტომებით ცხოვრებას.

    2010 წლის კვლევის თანახმად  18-30 წლის ახალ ზელანდიელთა 50 პროცენტს აწუხებდა ფსიქიური პრობლემა,40 პროცენტო დეპრესიული იყო,20 პროცენტამდე-ნარკომანი...მაშ ყველა სუსტი და ავადმყოფია?

    ვინმე ზიგმუნდ ფროიდი უკვე თვლიდა რომ ფსიქიური ჯანმრთელობა და ფსიქოპათოლოგია უწყვეტი ფენომენია.

    ამ სირთულისთვის ანგარიშის გაწევით დღეს ფიქრობენ რომ ფსიქიურ სნეულებას განაპირობებს პერსონალური ისტორია,ბიოლოგიური გავლენები,სოციალურ ნორმასთან დამოკიდებულება,სხვის მზერა...

  სიგიჟე, რეალობაა თუ სოციალური კონსტრუქცია?

     ბორდოში გაზის ერთი კომპანიის თანამშრომელ ალბერ დადასს 1880-ან წლებში ტანჯავდა ერთი უცნაური სნეულება. დილით ახალგაზრდა კაცი გაუფრთხილებლად ტოვებდა ოჯახს და სამუშაოს და მიდიოდა. როდესაც გზაზე მავალს პოულობდნენ 50 თუ 100 კილომეტრის მოშორებით ხშირად აპატიმრებდნენ მაწანწალობის გამო. ალბერს კი თითქოს დავიწყებული ჰქონდა მისი ვინაობა და სახლიდან წასვლის მიზეზები. მას აბრუნებდნენ სახლში და ის უბრუნდებოდა ჩვეულებრივ არსებობას მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ ისევ გარბოდა. ასე ის ჩავიდა პარიზში,ნანტში,ლიონში,მეტიც,რუსეთში და აკჟირში.

      ისტორია უშედეგოდ დარჩებოდა რომ არ აღერიცხათ სხვა მსგავსი შემთხვევები ჯერ ბორდოს რეგიონში,შემდეგ პარიზში და ბოლოს მთელ ევროპაში //ამერიკელი ბიტ-თაობის და ჰიპების შემთხვევაც რაღაც ანალოგიური რამე შეიძლება იყოს,მთარგმნელი//..

     სნეულება გავრცელდა ეპიდემიის მსგავსად. 1887 წელს ფსიქიატრებმა დაიწყეს ლაპარაკი ახალ ავადმყოფობაზე,მოხეტიალე ავტომატიზმზე".

      ფსიქიატრები ფიქრობენ   ისტერიის ფორმის, ეპილეფსიის ფორმის ამ ავადმყოფობაზე რომელსაც თან ახლავს ცნობიერების დაკარგვა. ვრცელდება სპეკულაციები...

     კოლეჯ დე ფრანსის პროფესორმა და მეცნიერებათა ისტორიკოსმა ლან ჰაკინგმა ამ ავადმყოფობას მიუძღვნა შესანიშნავი წიგნი "გიჟი მოგზაურები"(1998). ეს სინდრომი იყო ნაწილი ფსიქიური სნეულებებისა რომლებსაც თითქოს ჰქონდათ ეფემერული არსებობა.

      ასეთი იყო "დიდი ისტერია",როდესაც ქალები ვარდებოდნენ ტრანსში,ყვიროდნენ და ლაპარაკობდნენ უცნობ ენებზე.  ასეთია ასევე "მრავალგვარი პიროვნების" სინდრომი რომელიც 1980-1990-ან წლებში გაჩნდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

     ეს სნეულებები ნამდვილი ავადმყოფობებია თუ მათ განაპირობებს სოციალური და ისტორიული გარემოებები?
  

No comments: