10.01.2011

ახალი წიგნებიდან:დენის ბარო,ბერძენთა საკითხი,ფილელინური მოძრაობის ისტორია:

ეჟენ დელაკრუა, სასაკლაო ქიოსზე, 1824, ლუვრი

Denys Barau; La Cause des Grecs, Une histoire du mouvement philhellène,éd.honoré Champion.
 მეორე ბერძნული მითოლოგია მე-19 საუკუნეში:
 დენის ბარო აანალიზებს ტრანსეროვნულ მოძრაობას რომელიც ევროპაში მხარს უჭერს ბერძენთა ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის 1820-ან წლებში. ჭკუის სასწავლებელი მობილიზაცია.
ზოგჯერ ამბობენ რომ ალექსანდრეს თუ ნაპოლეონის დაპყრობები იყო ევროპის პირველი ;ონახაზი და მათი ამბიცია ევროპის პირველი იდეა.


    დენის ბაროს წიგნი ძალიან სასარგებლო იქნებოდა უკვე მაშინაც მას რომ მხოლოდ გამოევლინა ძველი ევროპული სოლიდარობის მოწმე მოძრაობა,

      მაგრამ მისი წიგნი რომელიც ლაპარაკობს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებული ბერძნების თანამგრძნობ და მხარდამჭერ მოძრაობაზე აკეთებს მეტს.
            ერთის მხრივ ვხედავთ თუ რამდენადაა დაკავშირებული ბალკანეთის რეგიონთან ტრანსეროვნული შეთანხმებული ქმედების იდეა. მეორეს მხრივ ავტორი შესანიშნავად აჩვენებს სირთულეს იმისა რასაც დღესაც უწოდებენ მოძრაობას...

   ომი საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო 1821 წელს. სარდალმა პეტრე მავრომიხალისმა მაშინვე ახსენა ევროპის ყველა ცივილიზებული ხალხის სოლიდარობა და დახმარება.

        სახელმწიფოებს დრო დასჭირდათ მოქმედების დასაწყებად, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებებმი ძალიან მალე გამოეხმაურენ მოწოდებას.

       ადამიანები ყველგან ჩაებნენ სხვადასხვა სფეროში //პოლიტიკურში,
ფილანტროპიულში,რელიგიურში,მხატვრულში და ლიტერატურულში//.

       ფენომენის შესასწავლად დენის ბარო განასხვავებს სამ მიდგომას:

      პირველი,პოლიტიკური ფილელინიზმს თვლის ჩარევად საერთაშორისო ურთიერთობებში. მეორე ეკუთვნის იდეათა ისტორიას და განიხილება როგორც იდეოლოგიური მიმდინარეობა. მესამე აერთიანებს ორ პირველს და განიხილება როგორც კულტურულისა და პოლიტიკურის ურთიერთობა და ყველაზე უფრო ორგანიზაციის კარგად დადგენილი პოლუსების ურთიერთობა თითქმის ურიცხვ სპონტანურ ინიციატივასთან.

            მას შემდეგ ისმის კითხვა თუ რას ნიშნავს მობილიზაცია. პირველ რიგში ესაა ინდივიდთა შეკრება ერთობლივი ქმედებისთვის. მთელ ევროპაში გაჩენილმა ინიციატივის ცენტრებმა მოახერხეს სპონტანური ქმედებებისთვის სტრუქტურის მიცემა და მათი ასე გარდაქმნა კოლექტიურ ქმედებად. სამ ტალღად //1821 წლის ზაფხული,1823 წლის ზამთარი და 1825 წლის თებერვალი// შეიქმნა ის რასაც დღეს დაარქმევდნენ განსაკუთრებით ვრცელ ორგანიზებულ ქსელს. ეს ანსამბლი არასოდეს გამხდარა კვლევის ობიექტი. 

     შემდეგ მობილიზაციის დინამიკა მოითხოვს დასაცავი და გასავრცელებელი ღირებულებების დადგენას.

           მრავალი ხერხებით აგანგაშებენ საზოგადოებრივ აზრს და იპყრობენ მის ყურადღებას:

          ჯერემი ბენტამი მიმართავს ბერძენ კანონმდებლებს, შატობრიანი წერს "შენიშნვას საბერძნეთზე", დელაკრუა ხატავს სურათს "ქიოსის სასაკლაო". 

           და ბოლოს ამ "ზურგის ფილელინების" ქმედება შეავსო "ფრონტის ფილელინების" ამედებებმა.  ყველაზე სახელგანთქმული ფრონტის ფილელინი რა თქმა უნდა მისოლონგისთან დაცემული ინგლისელი პოეტი ბაირონი იყო. მან თავისი ხარჯით აღჭურვა ალბანეთის საზღვართან არსებული სულის ციცაბო მასივის მკვიდრთა კორპუსი და შეუტია ლეპანტს. მაგრამ გამოცდილება ადგილზე თითქმის ყოველთვის იმედგამაცრუებელი იყო.

    მაგრამ ამის მიუხედავად მოძრაობამ მოიპოვა უეჭველი წარმატება.

    დენის ბარო დახვეწილი ანალიზით გვიჩვენებს თუ რას ნიშნავს რაღაც საკითხის დაცვა ეროვნული თუ პიროვნული ინტერესებისგან დამოუკიდებლად.

    და ჩვენ ვიცით რომ ეს ცნება მომავალში სულ უფრო და უფრო აუცილებელი იქნება პოლიტიკის ცნების შესანარჩუნებლადაც კი //მაქსიმ ბოვერის ეს საინტერესო წერილი დქიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში "ლიტერატურული ჟურნალი", სტეფან ცვაიგისადმი მიძღვნილ საგანგებო ნომერში,2009 წლის მაისი//.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

      ჩვენ ვიცით რომ ფართო ფილელინური ტრანსნაციონალური მოძრაობის გარდა არსებობს ფართო არმენოფილური ტრანსნაციონალური ანუ საერთაშორისო მოძრაობა.

     თანამედროვეობის და საქართველოს ზედაფენის ჟრიამულის შემყურეს უჩნდება აზრი რომ ბერძენი და სომეხი ხალხებისაგან განსხვავებით ქართველი ხალხის ესოდენ ხანგრძლივი და დატვირთული ისტორია ამაო იყო და ქართველი ხალხის არსებობა მსოფლიოში არავის აინტერესებს. დარწმუნებული ვარ რომ ეს შთაბეჭდილება არ შეესაბამება სინამდვილეს ან ნაწილობრივ შეესაბამება. "უბრალოდ " აჟრიამულებულმა ქართულმა ზედაფენამ ვერ გააგებინა ცივილიზებული მსოფლიოს განათლებულ ფენებს ისტორიული ქართული კულტურის მნიშვნელობა, ვერ დაანახა მათ  მისი სილამაზე, ანუ ვერ მოახერხა ის რაც მოახერხეს ფილელინური და არმენოფილური მოძრაობის მოღვაწეებმა.

           ფრანგული ჟურნალის ეს წერილი საინტერესო წიგნის შესახებ დაგვაფიქრებს ამაზეც...

No comments: