11.22.2011

ცოტა ამ რომანტიზმზე, 41 (პოზიტიური რომანტიზმი):‏


 პოზიტიური რომანტიზმი!!!‏


 პერსპექტივა:
 რომანტიკული ფანტაზია : წყვეტები და მემკვიდრეობები:

სამყაროს უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სუბიექტის  საკუთარ თავში ჩაკეტვა მელანქოლიურ მოძრაობაში,რომელიც ერთმანეთს უზავებს მისწრაფებებსა და ილუზიების დაკარგვას, მაგრამ მან ასევე შეიძლება გააჩინოს სამყაროსათვის 
სულიერების, ხიბლის, მიმზიდველობის დაბრუნების სურვილი ან მასში ერთის შეხედვით შეუმჩნეველ  ახალ სიმდიდრეთა აღმოჩენით ან სხვა შესაძლებელი სამყაროებისაკენ მიმავალი გზების შესწავლითდიდ მნიშვნელობას იძენს ფორმათა და ჟანრების საკითხი. რომანტიკული ესთეტიკა გამომდინარეობს ნორმისა და წესის ეჭვის ქვეშ დამყენებელი დიდი მოძრაობიდან რომელიც სწორხაზოვანი და  რაციონალური ცხოვრების საპირისპიროდ წინ წამოსწევს სიცოცხლის  კლაკნილობას და ცვალებადობებს. რომანტიკულ  შემოქმედებას და ცხოვრების წესს ასე  თან ახლავს სამყაროში სხვანაირად ცხოვრების მცდელობა.

  სამყაროსათვის ხიბლის, სულიერების დაბრუნება:

მეცნიერებისა და ლოღიკის მექანიზებული სამყაროს საწინააღმდეგოდ რომანტიკოსები ცდილობენ სამყაროსათვის ხიბლის, სულიერების დაბრუნებას მაში უტოპიის ძალის შთაბერვით ან მისი საწყისი ვიტალიზმის, სამყაროში გამავალი ენერგიის ნაკადის  ჩვენებითა და გაცნობიერებით. ეს უტოპია ეფუძნება    თანამედროვე სამყაროს უარყოფას. ან საჭიროა აღმოაჩენა სამყაროსი რომელსაც მალავენ და ნიღბავენ წეს-ჩვეულება და აზროვნების დოგმები ან საჭიროა ახალი სამყაროს წარმოდგენა იმ იმედით რომ ეს ახალი სამყარო ოდესღაც შეცვლის არსებულს. ეს უტოპისტური მხარე წარმოადგენს სოციალიზმისაკენ თუ ანარქიზმისა
კენ მიმავალი მრავალი პოლიტიკური მიმდინარეობის საფუძველს. ყოველივე ამას თან ახლავს ისტორიის, რევოლუციის და 1830-ანი წლების სახალხო ჯანყების
გააზრება.

ფილოსოფოსი შარლ ფურიე ( Charles Fourrier, 1772-1837) მიდის მისი თანამედროვე მორალის წინააღმდეგ და მოუწოდებს წადილთა შეზღუდვის ნაცვლად მათი განთავისუფლებისაკენ. ის აკრიტიკებს თანამედროვე ინდუსტრიულ და კომერციულ საზოგადოებას და წარმოიდგენს იდეალურ და სასოფლო-სამეურნეო ( agricoleა ) აზოგადოებას რომელიც ორგანიზებული იქნება ავტონომიური თემის სახით.
ამ საზოგადოებას მან დაარქვა ფალანსტერი (le Phalanstère). იქ ყოველ ადამიანს ექნება მისი
ადამიანური ტიპისა და მის ვნებათა ბუნების შესაბამისი როლი,ბავშვებს აღზრდიან ერთად,ინდივიდუალური საკუთრება გაუქმდება. ამ თემის ორგანიზაციას წარმართავს ფურიეს სასურველ ღირებულებათა გამომხატველი ხილული და ინტელექტუალური სიმბოლური ფორმები. ეს უტოპია შთააგონებს XIX საუკუნის
დასაწყისის პირველ სოციალისტებს. კარლ მარქსმა (1818-1883) გერმანელ რომანტიკოსებთან ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ ზურგი შეაქცია ვიტალიზმს
და შექმნა სოციალიზმის საფუძვლები: ისტორიას წარმართავს კლასთა ბრძოლა და აღიარების სურვილი რაც აჯანყებისაკენ უბიძგებს პროლეტარიატს.ისტორია უნდა დასრულდეს რევოლუციის შედეგად სხვადასხვა კლასის დასასრულით, მშრომელი ხალხის ხელისუფლებით (პროლეტარიატის დიქტატურა). რომანტიკულ წყაროებში
ფესვგადგმული ეს აზრი იწყებს XX საუკუნის პოლიტიკური აზრისათვის ძალიან მნიშვნელოვან მიმდინარეობას.

ანარქისტული და სოციალისტური უტოპიები ჩნდება იმ დროს როდესაც რომანტიკული აზრის თანახმად ბუნება და მატერია  გამსჭვალულია ფარული ძალების მოქმედებით.ამ აზრს უნდა წარმოსახვისათვის, ფანტაზიისათვის თავისი უფლებების დაბრუნება. რომანტიზმმა ბიძგი მისცა არა მარტო  პოლიტიკური
თეორიების გაჩნენას, მან გააჩინა ლიტერატურული ფორმები რომლებმაც განაახლეს საოცრებათა აღმწერი  და ფანტასტიკური ლიტერატურა




***********************************************************************************************************************************

                                       38
    


                   რომანტიკული ფანტასტიკა და წარმოსახვა ხელისუფლებაში


   განმანათლებელი ფილოსოფოსები ცდილობდნენ
სამყაროს და ცოცხალის  მაორგანიზებელი პრინციპების
ამოცნობას და დაანგარიშებას მეცნიერული ფორ-
მით. რომანტიკოსების აზრით ასეთი ამბიცია არის
სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული:
კლასიკოსი ჰგავს ყასაბს  რომელიც ჩეხავს ლეშს
იმის მაგივრად რომ  აღფრთოვანებული იყოს ცოცხა-
ლი ცხოველის მშვენიერებითა და ენერგიით. სამყარო
გამსჭვალულია ენერგიებით რომელთა გამოყენე-
ბაც შეუდზლია შემოქმედს.


           რომანტიკული ილუმინიზმი : 


  მისტიკური პრინციპები- მეტაფიზიკის დაფასება ლოღიკის წინააღმდეგ წარმოსახვის დაფასება გონების საწინააღმდეგოდ იწვევს რელიგიურ განახ-
ლებას. არა და ის არაა მთლიანად უნახავი:
რომანტიკოსები აგრძელებდნენ უკვე XVIII საუკუ-
ნეში უფრო ფარულად  არსებულ მიმდინარეობას,
ილუმინიზმს (illuminisme ). ეს ცნება აღნიშნავს
წარმართული და ქრისტიანული რწმენების ,განსაკუ-
თრებით გამოცხადების და მატერიის გასულიერების,
გაცოცხლების ერთობლივად გააზრების მცდელობებს,
რაზეც გავლენა მოახდინა შვედმა ფილოსოფოსმა
სვედენბორგმა (,1688-1772) და შუა
საუკუნეების მისტიკამ. ლუი კლოდ დე სან-მარტანმა
(Louis Claude de Saint-Martin , 1743-1803) განა-
ვითარა ქრისტიანობის ერთი კონცეფცია, რომელიც ეფუძნება სულისა და უხილავის კავშირის რწმენას:


   ბუნებას აცოცხლებს, ასულდგმულებს საიდუმლო პრინ-
ციპი და ენა არის ღვთაებიდან ადამიანებისაკენ,
სამყაროს წესრიგიდან მის მრავალფეროვნებისაკენ
გადასვლის პუნქტი. შემდგომში მრავალმა მოაზ-
როვნემ გააგრძელა ეს ინტუიცია.მათ შექმნეს მი-
სტიკური წრეები სადაც იხმობდნენ სულებს და ეწეოდ-
ნენ ალქიმიურ ძიებებს ( ძიება პრინციპისა რომლის საიდუმლოც იძლევა მიწისა თუ ნებისმიერი ლითონის ოქროდ გადაქცევის საშუალებას). ამ ცერემონიებს
და პრაქტიკებს ზოგდჯერ უძღვებოდნენ შარლატანე-
ბი რომლებიც სარგებლობდნენ მათ თანამედროვეთა
გულუბრყვილობით,მიამიტობით. ასეთი შარლატანი იყო,
მაგალითად, გრაფი დე  კალიოსტრო , იგივე ჯუზეპე ბალზამო ( 1743-1795), რომელმაც დააარსა მასონური ლოჟები. მის წინასწარმეტყველებებს ყურადგჰებით
უსმენდნენ ევროპაში.მას ბრალად დასდეს ქურდობა. ხშირად ძნელია გარკვევა იმისა თუ სად მთავრდება მისტიკა და სად იწყება მისტიფიკაცია. ასე მაგალითად  ფრანც-ანტონ მესმერმა ( 1734-1815) მედიცინის თავის ცოდნა დაუკავშირა მაგნეტიზმის
გამოკვლევებს.ის ამბობდა რომ შეეძლო მკურნალობა დინებათა გავლენით,განსაკუთრებით ცერემონიისას როდესაც დამსწრეები იდგნენ იდუმალი ავზის
ირგვლივ და მისკენ იწვდიდნენ ხელებს.


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~                                       39



    ირაციონალური როგორც ცოდნის წყარო :


   ცდილობდნენ რა არარაციონალურ ძალთა გადაფასებას რომანტიკოსებმა წინა პლანზე ტსამოსწიეს არა გონიერება,რაციონალიზმი, არამედ გული,ვნება, ემო-
ცია, განცდა. მათ მიაჩნდათ რომ წარმოსახვას, ფანტაზიას, შეუძლია უმაღლესი ცოდნის მოცემა. ეს მოდა გავრცელდა შემოქმედებით ზრეებში, განსაკუთრებით ფრანკ-მასონურ საძმოებში რომლებმაც მიმართეს ყველაზე მისტიკურ ფორმებსა თუ რიტუალებს.  ამ ხანის მრავალი ავტორი ეკუთვნის ამ ძმობას რომელიც ადგილს უთმობს აგრეთვე გულმოდგინე მორწმუნეებს, მაგალითად როზენკრაიცერებს  ( les Rose-Croix-).  არის ხალხი ვისაც ისევ ურჩევნია ვოლტერიანელობა, მაგრამ ცოტა ვინმე თუ უძლებს მისტიციზმის ხიბლს ამ იდეოლოგიური
ბუნდოვანების და გაურკვევლობის პერიოდში.ირაციონალური პოპულარული ხდება, ზმანება და სიზმარი ითვლება ცოდნის მიღების საშუალებად.  'გასხივოსნებულებში' 
( ("Illuminés") ნერვალმა დააჯგუფა ჟურნალ-გაზეთების წერილები სადაც ის წინ წამოსწსევს ილუმინიზმის ძველ და თანამედროვე წარმომადგენლებს.  Aurelia-ს წინათქმაში თვითონ ნერვალმა განავითარა შინაგანი  სამეფოს თემა. ამ სამეფოში
მოხვედრის საშუალებას უნდა იძლეოდეს სიზმარი :


  '" სიზმარი არის მეორე სიცოცხლე. მე არ შემეძლო უხილავი სამყაროსაგან ჩვენი გამომყოფი სპილოს ძვლის თუ რქის კარის გაღება კანკალის გარეშე.
ძილის დრო სიკვდილის ხატია; ჩვენს აზროვნებას იპყრობს ბურუსიანი, ნაღვლიანი გაშეშება და ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განსაზღვრა მომენტისა როდესაც ჩვენი მე განაგრძობს არსებობას სხვა ფორმით. ესაა  გაურკვეველი, ბუნდო-
ვანი მიტსისქვეშეთი რომელიც თანდათან ნათდე-
ბა და სადაც ჩრდილიდან და ღამიდან გამოიკვე-
თებიან ლიმბის სადგომის მკვიდრი ფერმკრთალი უძრავი ფიგურები. შემდეგ იქმნება სურათი,ახალი შუქი ანათებს და ათამასჰებს უცნაურ ჩვენებებს; ჩვენთვის იხსნება სულთა სამყარო.


   სვედენბორგი   ამ ხილვებს უწოდებდა
მემორაბილია-ს; ის მათ ხედავდა უფრო ხილვებში ვიდრე სიზმრებში; ადამიანის სულის ამ გამოკვლევათა პოეტური მოდელებია აპულეუსის 'ოქროს ვირი' და
დანტეს  'ღვთაებრივი კომედია'. მე მათი მაგალითის მიბაძვით ვეცდები აღვწერო შთაბეჭდილებები ხანგრძლივი ავადმყოფობისა რომელმაც მთლიანად გაიარა ჩემი სულის საიდუმლოებებში; და მე არ ვიცი თუ რატომ ვხმარობს ცნებას  ავადმყოფობა, ვინაიდან რაც შემეხება მე, არასოდეს არ მიგრძვნია თავი ესოდენ კარგად როგორც მაშინ.
ზოგჯერ მეგონა რომ ჩემი ძალა და ჩემი აქტივობა გაორმაგებული იყო; მე თითქოს ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი მესმოდა; წარმოსახვას მოჰქონდა უსასრულო სიტკბოებები...


   ლათინ ავტორ აპულეუსის ხსენებით ნერვალი თავის
რომანს სწერს ნეოპლატონიზმის მისტიკის ტრადიციაში:
' ოქროს ვირი' ყვება ვირად გადაქცეული კაცის,ლუციუსის, ისტორიას. ლუციუსმა უნდა გაიაროს წყება განსაცდელებისა, გაუძლოს გარკვეულ გამოცდებს რის შემდეგაც ის იპოვის ვარდების თაიგულს რომლის დაღეჭვაც
მას დაუბრუნებს ადამიანის სახეს. ესაა
ცხოველურ გარსში მოხვედრილი სულის ისტორიის ალეგორიული
თხრობა. ამ სულმა ქალგჰმერთი იზისის  მიერ გამხელილ უმაღლეს მისტერიებში ინიციაციით მიიღო გამოცხადება. ნეოპლატონური და აპულეური მიმდინა-
რეობა არსებითი მოდელია რომანტიკოსებისთვის. ის იძლევა როგორც მისტიკური აზრის მხატვრულ ვერსიას ისე მის რომანულ ფორმას. ამ მითითებით ნერვალი თავის რომანს სწერს მეტამორფოზათა ჟანრში.
მეტამორფოზები არის მრავალი ინკარნაციის განმცდელი სულის ხატი და ამავე დროს  გარკვეული ჟანრის (რომანის) მოდელი. 


                          40


     სამყაროს ვიბრაცია : მაგრამ ყველაზე მთავარი ნერვალის ამ გვერდზე არის სიზმრის მოტივი. თუ კი ძველები სიზმარს  უყურებდნენ როგორც ღმერთების მიმართვას ადამიანებისადმი ან წინასწარმეტყველებებს,რომანტიკოსებს სიზმარი მიაჩნიათ სამყაროსათვის სულიერების, ხიბლის დაბრუნების საშუალებად. სიზმარი არაა გაუარესებული აზრი, სიზმარი არის ცნობიერ გონებაზე უფრო მაღალი მოვლენა ვინაიდან ცნობიერ გონებას უყურებენ როგორც საზოგადოების და ცნობიერების საზღვრების მიერ ნაკარნახევ და შეზღუდულ რამეს. ცხადი კავშირების არმქონე იდეების დამაკავშირებელი და ერთმანეთს დაშორებულ რეალობათა დამაახლოვებელი სიზმარი ხელოვნების იდეალური ფორმაა.ის უპირისპირდება განმანათლებელთა დაქუცმაცებულ და ლოღიკურ სამყაროს და აღმოაჩენს  სამყაროს განმასულიერებელ, მაცოცხლებელ ვიბრაციას, პირველ წადილს რომელიც ხიბლავს მატერიას, რომლის წინააღმდეგობის ძალები უნდა შეატრიალოს შემოქმედმა რათა ისინი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და  მათგან შექმნას თავისი ქმნილების ენერგია. მაგრამ რომანტიკოსთა მოწინააღ-
მდეგეები აკრიტიკებდნენ ბუნებრივის და იმპულსიურის ამ ზედმეტად დაფასებას და ხაზს უსვავდნენ იმას რომ "მეოცნებეები ცუდი პოეტები არიან".რომანტიკული ფორმის დაუხვეწაობა უნდა იყოს  თვითკმაყოფილება და არასაკმარისი შრომის შედეგი.ეს კრიტიკა ახალი არაა: ეს უკვე იყო ძველების მიერ ახლების წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტი,არგუმენტი რომელსაც დღესაც ვხედავთ თანამედროვე ხელოვნების ირგვლივ გამართულ პოლემიკაში,


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

                                                     41.‏


|                        წარმოსახვის და სიზმრის ძალები :

    რომანტიკოსთა შემოქმედების საყრდენებად ასე რჩება წარმოსახვა და სიზმარი. ჰიუგო უკვე 1831 წელს "შემოდგომის ფოტჰლებში" აჩვენებს რომ სიზმარი არის პოეტური ძალის წყარო.

   ეს პოეტური ძალა დაკავშირებულია წარმოსახვასთან რომელიც შემოქმედს აქცევს ვიზიონერად,ნათელმხილველად. სხვა მოგვიანო კრებულებში, განსაკუთრებით ' "ტსჰვრეტებსჰი" ("Contemplations") და " საუკუნეტჰა ლეგენდაში" ("La Légende de siècles") ჰიუგო აჩვენებს თუ
რამდენად ნაცნობია მისთვის ეს თვისება. უნდა ითქვას რომ რომანტიზმი და ალბათ საზოგადოდ ხელოვნება თავის ძალას აფუძნებს წარმოსახვის
ძალაზე,როგორც ამას აცხადებს ბოდლერი თავის
"1859 წლის სალონში" როდესაც ის ტუქსავს რეალიზმის
მომხრეებს და  " უნართა დედოფლისადმი"
მიძღვნილ თავში ის ხოტბას ასხამს ამ "მთავარ
უნარს" :

   " იდუმალი უნარია უნართა ეს დედოფალი ! ის ეხება
ყველა დანარჩენ უნარს,ის მათ აგზავნის ბრძოლის
ველზე. ის მათ ჰგავს იმდენად რომ ზოგჯერ იგივდე-
ბა მათთან და მიუხედავად ამისა ის არ იცვლება.
და იოლად ამოიცნობიან ისინი ვისაც ეს უნარი არ აღელვებს,მე არ ვიცი თუ რა ახმობს მათ ნაწარმოებებს ისე როგორც სახარების ლეღვის ხეს."

 
   წარმოსახვის და სიზმრის მთავარი წვლილი არის
სინამდვილის პოეტური გარდაქმნა,გარდაქმნა რომე-
ლიც, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს სუბიექტისა-
გან, მისი მზერისა და მისი შემოქმედებითი უნარი-
საგან,მაგრამ ყველაზე მეტად ის გამომდინარეობს
სვლიდან არსების არსისაკენ,მისი ღრმა ჭეშმარი-
ტებისაკენ, რომელიც ამგვარად ადგენს ერთგვარ
კონტინუუმ-ს "მე"-სა და სამყაროს შორის. აქ ვხე-
დავთ უკვე ნაცნობ თემატიკას: სუბიექტის ერთია-
ნობა, ზიარება სამყაროსთან ხდება აბსტრაქციით,
განსაკუთრებული სუბიექტის წაშლით იმგვარად რომ
ის თავის თავისებურებაში, განსაკუთრებულობაში,
უნივერსალური, საყოველთაო ხდება. მაშინ რომანტი-
კული ლირიზმი განისაზღვრება შესაბამისად წარმო-
სახვის ძალებისა რომელთაც სუბიექტი მიჰყავთ
მოშვებამდე, გაფართოებამდე და ამავე დროს
კონცენტრაციამდე. თავის დაღწევა 'მე'-საგან,
გაკეთება ისე რომ ' მე' გაიხსნას, გაიგივდეს სამ-
ყაროსთან,საგნებთან,ამავე დროს არის მისი უმაღლესი კონცენტრაცია. ' მე'-ს ეს მეფობა წაშლაში და უნივერსალიზაციაში ცხადია რომ არის
პოეტური სუბიექტის 'მე', არა-პერსონა, არა-პიროვნე- ბა რომელიც არის ყველა პერსონა, ყველა პიროვნება.
თავისი ' ტჭვრეტების'  წინასიტყვაობაში  ჰიუგო წერს :

   ' ეს წიგნი უნდა წაიკითხონ ისე როგორც წაიკით-
ხავდნენ გარდაცვლილის ტსიგნს... ვაი! როდესაც მე გე-
ლაპარაკებით ჩემზე მე გელაპარაკებით თქვენზე. როგორ ვერ გრძნობთ ამას? აჰ! გიჟო,
ვისაც გჯერა რომ მე შენ არა ვარ!'

   შემოქმედების პროცესი ასე დამოკიდებულია
სიზმრის,ზმანებათა ალიანსზე როგორც მყოფ ისე წაშლილ სუბიექტთან: რომ ვიარსებოთ უნდა ვიოცნებოთ, უნდა ვუყურებდეთ სიზმრებს, უნდა ვჭვრეტდეთ და უნდა განვდგეთ.


                  

No comments: