11.21.2011

ესეც ევროპაა: მატერიალისტური სამყაროს შუაგულში მატერიალიზმთან მებრძოლი ვიქტორ ჰიუგო :

ვიქტორ ჰიუგო-მოგვი
მოწოდებით კულტურული და სოციალური ფილოსოფიური ასოციაცია " ახალი აკროპოლისი" (Nouvelle Acropole):


ლუიზეტ ბადიე (Louisette Badie)
კაცობრიობის გმირული სვლა თავისუფლებისაკენ


 მთელი კულტურულიმსოფლიო პატივს მიაგებს საერთაშორისო სახელის მქონე მწერალს, პოეტს, დრამატურგს,პამფლეტისტს, მხატვარს და ასევე პოლიტიკურ მებრძოლს, გაჭირვებულთა დამცველს, სიკვდილით დასჯის მტერს, რესპუბლიკისა და საეროობის აქტივისტ ვიქტორ ჰიუგოს.


ვიქტორ ჰიუგო ამავე დროს იყო ეზოტერიზმის მიმდევარი და მისი თანამედროვე ეზოტერისტების მცველი. ის ენდობოდა ეზოტერულ ჯგუფებს და არა მისი ხანის დეტერმინისტებს, პოზიტივისტებს და მეცნიერებს.



  ჰიუგოს ძიების გულშია ცენტრისა და ღვთაებრივის ძიება.


   მისი მეტაფიზიკური გრძნობები მას აშორებდნენ ყველა ეკლესიას. ჰიუგო ღრმად მორწმუნე იყო, მაგრამ ის შორს იდგა არსებული ეკლესიებისაგან. ჰიუგოს არჩევანი მის წინააღმდეგ ერთდროულად ამხედრებდა ეკლესიასაც და მატერიალისტებსაც.


  მას უწოდებდნენ "ვატიკანის ელდას" (effroi du Vatican).


  ჰიუგოს ლექსები ლამაზებია თავისთავად და მეტიც, ისინი ქმნიან ნამდვილ ფილოსოფიურ დოქტრინას ნათელი, ზუსტი  კონცეფციებით, წესრიგითა და წყობით.


  მიუხედავად გიგანტური ნაკლებისა ჰიუგო უზარმაზარი პოეტია რომელმაც თავისებურად განაგრძო საყოველთაო, უნივერსალური გენიოსების, ჰომეროსის, დანტეს, შექსპირის,გოეთეს საქმე.


  მისი სული გღრმად გამსჭვალულია წმინდას, საკრალურის გრძნობით და ის მოსჩქეფს მთელს მის შემოქმედებაში. 


   ჰიუგო ქადაგებს ცნობიერების სუვერენობას, სულის უკვდავებას, პერსონალური ღმერთის, მორალური გრძნობისა და ინდივიდუალური და კოლექტიური ხვედრების გარანტი ღმერთის არსებობას.


   ფილოსოფოსი რენუვიეს  და ლიტერატურის პროფესორი სორას  აზრით ჰიუგო არის "XIX საუკუნის საფრანგეთში გზადაკარგული თავდაპირველი, საწყისი ინდოეთის გენიის უცნაური აღორძინება".


    "მე არ შევყურებ აქაურობას, მე ვუყურებ უხილავ სამყაროს" (შინაგანი ხმები,"Les voix inérieures").


    ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედების ცენტრალური თემაა რეინკარნაციის  დოქტრინა.


   ის არის "ჭვრეტების" ("Contemplations) ფინალურ ბირთვში სახელად "აი რას ამბობს ჩრდილის პირი" ("Ce que dit la bouche d'Ombre ),პოეტის ნამდვილი სულიერი ანდერძი. ვიქტორ ჰიუგოს აზრი
თ მისი ნაწარმოები "ჭვრეტები"  იყო მისი "პირამიდა".


    ჰიუგომ ეს "პირამიდა" ააგო რათა დახმარებოდა კაცობრიობას კოლექტიურ არაცნობიერში დამარხული სულიერი მეხსიერების ამოღებაში, დაბრუნებაში.


    მას უნდოდა გაეღვიძებინა მატერიალიზმით, სიძულვილით, ანგარებიანი ინტერესებით, ომებით მიძინებული დიდი ფრანგი ერი. ჰიუგო მთელი ძალ-ღონით ებრძოდა მატერიალიზმს.  


   მას უნდოდა მატერიალიზმის ტყვეობაში მოხვედრილ საუკუნეში საფრანგეთისთვის სულიერი განახლების შთაბერვა.  ვიქტორ ჰიუგოს სურდა XIX საუკუნის საფრანგეთის რელიგიური და ფილოსოფიური აზრის გარდაქმნა. მას უნდოდა საფრანგეთის გენიის სამსახურში ჩადგომა, მას უნდოდა  საფრანგეთის ხალხური ძალების გაძღოლა. ჰიუგომ აიტაცა სამართლისათვის, სიმართლისთვის და ჭეშმარიტებისათვის ყველა მებრძოლთა მიერ ნატარები წმინდა ჩირაღდანი. ჰიუგო ეკუთვნის კაცობრიობის მსვლელობის გამნათებელი და წინამძღოლი ძმობის პანთეონს, ის იყო ეროვნული გმირი.


    რეინკარნაციის იდეა არის დოქტრინა რომლის თანახმადაც სულს შეუძლია ზედიზედ მრავალი სხეულის გასულიერება.


 " სიკვდილის შემდეგ ჩვენ ვიცვლით სამოსს", თქვა ჰიუგომ. 


ვიქტორ ჰიუგოს ნახატი
   ჰიუგო წარმოადგენს რეინკარნაციას როგორც იდეას რომლის თანახმადაც  სულს შეუძლია ზედიზედ მრავალი სხეულის გასულიერება. ყოველ ცოცხალს აქვს სული რომელიც ისევ შეისხავს ხორცს მისი გარდაცვალების შემდეგ.


    სიბერეში შესული ჰიუგო აცხადებდა: 


  "თქვენ ამბობთ რომ სული არის მხოლოდ ხორციელი ძალების გამოხატულება: მაშ რატომ ასხივებს უფრო ჩემი სული მაშინ როდესაც მალე მიმატოვებენ ჩემი ხორციელი ძალები?.. ოჰ! მე კარგად ვიცი რომ მე არ ვბერდები და რომ, პირიქით, ვიზრდები, და სწორედ ამაში ვგრძნობ მე სიკვდილის მოახლოებას. სულის არსებობის რა დამადასტურებელი საბუთია! ჩემი სხეული უძლურდება, ჩემი აზრი უფრო ძლიერდება; ჩემი სიბერის ქვეშ გაფურჩქვნაა. ვგრძნობ რომ მივდივარ ახალი გარიჟრაჟისკენ.


.ჩემი ხორცი მიდის, ჩემი  სული იზრდება, ძლიერდება".


ჰიუგოს მსოფლმხედველობა:


"ყველაფერი სულია":


"ყველაფერი სულია", ვიქტორ ჰიუგო, პირველყოფილი.


   ბატონი სორას (Saurat ) თანახმად ჰიუგო არის ერთი პირველყოფილი ვინმე. ჰიუგოს  აზრით ყველაფერი სულიერია, კლდეები, მცენარეები, ვარსკვლავები, ხეები ცოცხალი და მრავალი სულით დასახლებული არსებები  არიან.  წინაპართა სულებმა შეიძლება იცხოვრონ ხის ნაჭრებში, ქვებში და ქვის ნამსხვრევებში. როგორც ჩვენ ამას ვხედავთ ზოგ ანიმისტ ტომში,მაგალითად ავსტრალიელებში რომლებსაც მათი წი-
ნაპრების სულები გადააქვთ ხის ნაჭრებით. 


   ჰიუგო ძალიან ამაყობდა თავისი ორიგინალობით და აცხადებდა: "ამ საუკუნეში მე პირველმა ვილაპარაკე არა მარტო ცხოველთა,  არამედ საგანთა სულზეც".


   " ყველაფერი შენს მსგავსად მოსთქვამს, ოხრავს ან გალობს, შენს მსგავსად ლაპარაკობს. და ეხლა როგორ იცი შენ თუ რატომ ლაპარაკობს ყველაფერი? ქარები, ტალღა, ცეცხლი,ხეები,ვარდები, კლდეები, ყველაფერი ეს ცოცხლობს! ყველაფერი ეს სავსეა სულებით!"
ვრეტები (Contemplations ). 


   ვიქტორ ჰიუგოს აზრით წარმოსახვა ამჟღავნებს, ხილულს ხდის რეალობას.
ხატები არაა სამკაულები პოეტისათვის, ისინი საგანთა არსის  გამოხატულებებია.


   "ჭვრეტების" ერთი ლექსი "დაბრუნებული"//Revenant"//, "დაკარგული"
 კარგადაა ცნობილი ფრანგულ ფოლკლორში. ამ ამაღელვებელ ლექსში ვიქტორ ჰიუგო აღწერს ერთი დედის და მისი ბავშვის ბედნიერებას,  იმედგადაწურულობას შვილისდამკარგავი ამ დედისა და ისევ ხორცშესხმული, აღმდგარი ბავშვის დაბრუნების სასწაულს. 


  "ო ტკბილო სასწაულო, ო დაბრუნებულო ბედნიერების დედა!
      მას ესმის კარგად ნაცნობი ხმა, ახალშობილი ლაპარაკობს ჩრდილში მის
მკლავებს შორის, და ხმადაბლა ჩურჩულებს:  ეს მე ვარ. არ თქვა ეს."


   Ariège-ში ისევ გავრცელებულია ხალხური თქმა : "დაკარგული ბავშვი,ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული ბავშვი".


  ვიქტორ ჰიუგო არის საფრანგეთის ბუნებრივი ფოლკლორის მემკვიდრე და მის შემოქმედებაში თავს იჩენს ქრისტიანობის წინა ხანის ძველი იდეები, თავდაპირველი მაგიის რწმენა. 


   ჰიუგომ ნამდვილად მიიღო მემკვიდრეობად წინაპართა ცოდნა ვანდეელი დედის და ლორენელი მამის მეშვეობით. რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებაში თავი იჩინა გაცოცხლებულმა კელტურმა და გერმანულმა მოტივებმა.


   და განა შესანიშნავი არაა რომ ლორენულ დიალექტზე სახელი ვიქტორ ჰიუგო ნიშნავს "სუნთქვას"?


   ვიქტორ ჰიუგო დიდი ხნის მანძილზე მეგობრობდა ერთ ებრაელ  კაბალისტთან რომელმაც მას ასწავლა კაბალა. ამ დოქტრინამაც დიდად შთააგონა ჰიუგო.


  ადამიანი არის სული: ისაა ღვთაებრივი ნაპერწკალის მატარებელი:


   ვიქტორ ჰიუგოს აზრით ადამიანი არაა მხოლოდ ღმერთის ჩრდილი. თავის სისხლში ის ატარებს  ღმერთის უსასრულო ძალის ნაწილს. იქ არაა მხოლოდ სინათლე.
აანთეთ მილიონობით სინათლე, მერე რა? ისინი მხოლოდ ნაწილები არიან,ერთადერთი სინათლის  სუნთქვები. სული, ღმერთის ეს ნაპერწკალი ბრუნდება იქ საიდანაც გამოვიდა.


  ვიქტორ ჰიუგო წერს:


  "ადამიანი დაკავშირებულია ღმერთთან ცეცხლის თოკით რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სულს და რომელიც არის დიდი ცენტრალური სინათლიდან ჩამოვარდნილი ნაპერწკალი.ის უჭირავს სხვა ნაპერწკალთა და სხვა შუამავალთა ჯაჭვს".


 "მატერია არ არსებობს და არსებობს მხოლოდ სული".


    თავისი შესანიშნავი ლექსებით ჰიუგო ლაპარაკობს ადამიანის საიდუმლოზე და ღმერთებისათვის მენტალურის ცეცხლის მომპარავ და ადამიანებისთვის მისი გადამცემი პრომეთეს მოქმედებაზე.პრომეთეს წყალობით  ადამიანმა მიიღო ღვთაებრივი ძალა და მას ძალუძს ღმერთებთან გათანასწორება 


    " პრომეთეს უნდოდა ამ ღამიდან გასვლა, ადამიანის განათლება საიდუმლოს ნაპირზე; შრომა, სწავლება, ცივილიზება და დედამიწის გადაქცევა ცოცხალ და ბრწყინვალე სფეროდ; ველური კლდიდან და სქელი ჯაგნარიდან წესრიგისა და
მშვიდობის მიღება. უღრანი ტყის გაწმენდა და ხვედრის მიერ გაჩენილებისათვის ცხოვრების საშუალების მიცემა. მას უნდოდა მიწის განწმენდა, კურთხევა,
თვალების ახელვა,ადამიანს რომ დაედგა ფეხი ცათა მასშტაბით...მხოხავი მატლის გადაქცევა ფრთოსან სულად. ხესა და ქალაქს შორის ოქროს ჯაჭვის დაჭიმვა,
ბინძური სიძულვილის სამუდამოდ ჩაკეტვა ტარტარში,საშინელი ბოროტების დაბმა ეკლიან ქაოსზე, და ადამიანების გულში ტაძრის დაფუძნება რათა ის ააგოს და განასრულოს გონებამ.
ატლასის სამართლით შეცვლა.
ღმერთებმა დასაჯეს პრომეთე. ის დაეცა მარტო, დამარცხებული,მას სდიოდა სისხლი. ის დაიტირეს მხოლოდ ზღვის ქალწულებმა;მე დავლიე მიჯაჭვულის სისხლი.  პრომეთეს გაკეთებული გაკეთდა;ცეცხლი ატაცებულია;ისაა სადღაც ამ მიწაზე; ადამიანს ძალუძს
მისი პოვნა, გაძლიერება;სიცოცხლე, არსებობა, თუ კი ეს უნდა!  თუ კი მან იცის ფიქრი, ასვლა;თხრა, დაჭერა, :მოხვევა,თუ კი ის არასოდეს დაუშვებს წმინდა ალის ჩაქრობას.
თუ კი ადამიანი გაიხსენებს რომ მას ძალუძს მასში ანთება მასზე უფრო დიდი რამისა,რომ მან უნდა იბრძოლოს,რომ გარიჟრაჟი ხსნაა,და რომ ცეცხლის ფლობა იმედის ფლობაა..."


    ადამიანის არის ტაძრის, წმინდა ცეცხლის მატარებელი.  ვიქტორ ჰიუგო თავის "ჭვრეტებში" აგრძელებს თავის ხილვას ადამიანური არსებობისა რომელიც ინტიმური, რეალური და დროის მიღმა მყოფი რეალობის თვალსაზრისით ილუზიაა.


   ის გრძნობს რომ ადამიანის თავგადასავალი ჩვენებაა მხოლოდ.


   ვიქტორ ჰიუგოსათვის " ჭეშმარიტი ცენტრია".  ის ეუბნება საკუთარ თავს: "ჭეშმარიტი ცენტრია. დანარჩენი ჩვენებაა ან ხმაური".


  ის გრძნობს რომ მასში იბადება ადამიანზე მეტი; ის ძილშიც გრძნობს შუქს, შუქს მის არსებაში, მზეთა ინფილტრაციას.


   ვიქტორ ჰიუგოს აზრით ტჩვენი სამყარო, ხილული და უხილავი სამყაროები, მოიცავენ მრავალ პლანს, სინამდვილის მრავალ დონეს. ვიქტორ ჰიუგოს აზრით სამყარო შედგება სხვადასხვა სფეროსაგან, ცნობიერების სხვადასხვა დონისაგან. არსებობს სამყაროთა სიმრავლე. ჩვენ საკუთარ მზის სისტემას ასულიერებს მრავალსაფეხურიანი ინტენსიური სიცოცხლე. მაგრამ არსებობს სხვა პლანეტები, სიცოხლის სხვა ფორმები. არსებობს არსებათა კიბე 



    არსებათა კიბე : ევოლუცია და ციკლები:


   ვიქტორ ჰიუგო დიდად უსვავს ხას არსებათა კიბის არსებობას.  ჩვენი ღირსებებისა და ჩვენი სულიერი როგრესის შესაბამისად ჩვენ ავდივართ ან ვეშვებით არსებათა ამ კიბეზე. 


   ვიქტორ ჰიუგოს აზრით ადამიანთა ქვევით სული აქვთ ცხოველებსაც,  მცენარეებსაც და საგნებსაც. ადამიანთა ზევითაც არსებობენ არსებები რომელტჰაც ჩვენ ღმერთებს ვუწოდებთ.  ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროები დასახლებულია ჩვენთვის უხილავი , მაგრამ ჰიუგოს აზრით რეალური არსებებით. 


   არსებობს აღმავალი და დაღმავალი ევოლუციები. ევოლუციის ერთი ნაკადი მატერიიდან მიემართება გჰმერთისაკენ. ევროლუციის მეორე, პირველის საწინააღმდეგო ნაკადი მიემართება ღმერთიდან მატერიისაკენ. შეცდომები სულს უშვებენ კიბის დაბალ საფეხურებზე და ხდება მისი რეინკარნაცია მდაბალ ფორმებში.


   ვიქტორ ჰიუგოს აღაშფოთებს ადამიანის მაიმუნიდან გამოყვანის მცდელობები და დარვინისტების მიერ მატერიალიზმის გავრცელება.


   ვიქტორ ჰიუგოს,ისევე როგორც მრავალი ოკულტისტის, აზრით ცხოველური სერიის ევოლუცია ამზადებს მხოლოდ სხეულებს. ამ სხეულების მაცოცხლებელი სულები დაცე-
მულები იყვნენ. ასე რომ ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობის მტკიცება ტყუილია; ევოლუციის მიერ მომზადებულმა მაიმუნის სხეულმა მიიღო უფრო  მაღალი არსების დაცემული სული. სწორედ მაიმუნია ადამიანის დეგრადაციის ნაყოფი და ადამიანი არაა
მაიმუნის ევოლუციის შედეგი; და მიუხედავად ამისა ადამიანის სხეული მომდინარეობს მაიმუნის სხეულისაგან, ხსნის დენის სორა (Denis Saurat ) "ვიქტორ
ჰიუგოს რელიგიაში" ( "Laა religion de Victor Hugo ).


   დენის სორა აზუსტებს რომ ვიქტორ ჰიუგოსთვის " ადამიანის ევოლუცია არ იხსნება მხოლოდ ქვედა სამყაროებით; ოკულტიზმა გამოავლინა ისტორიის წინა ისტორია რომელსაც ვიქტორ ჰიუგო კარგად იცნობდა...


   თავისი ფილოსოფიური ნააზრევის ცენტრში ჰიუგოს შეაქვს ღირსებაის,ძალისხმევის ცნება.


   სიცოცხლე ბრძოლაა მატერიაში ჩაფლული თავდაპირველი სინათლის  მოსაპოვებლად, მის გასანთავისუფლებლად. ბრძოლა მდგომარეობს სინათლის გამოღებაში ყველაფერი არსებულიდან. ასეთია ვიქტორ ჰიუგოს მიერ აღწერილი გმირული გზა,ცნობიერების გაფართოების და შინაგანი სინათლის დაპყრობის გზა

No comments: