11.20.2011

ცოტა რამ რომანტიზმზე-14-36:


   ნოვალისი: სამყაროს "გარომანტიულება":



 ჩვენ ჩვენში ვატარებთ ჩვენს ჭეშმარიტებას.

 როგორ დაინტერესდება ადამიანი რამით თუ კი მას ამ რამის თესლი, ჩანასახი მასში არა აქვს? ის რის გაგებასაც მთხოვენ უნდა გაჩნდეს და გაიზარდოს ჩემში როგორც ცოცხალი ორგანიზმი. და ის რაც თითქოს ვისწავლე არის ამ ორგანიზმის საკვები და სტიმულანტი (ჩვენ გვესმის მხოლოდ ის რასაც ჩვენში ვატარებთ. მხოლოდ თანდათანობით ჩამოყალიბებული შინაგანი ადამიანი გაგვაგებინებს სამყაროს მასთან გაიგივების გზით).


   ჩვენ ვოცნებობთ სამყაროში მოგზაურობაზე, მაგრამ განა სამყარო, კოსმოსი, ჩვენში არაა? ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენი სულის სიღრმეებს, სწორედ ჩვენს შიგნით მივყავართ ინტუიტიური და გლობალური ცოდნის იდუმალ გზას. მარადიულობა და მისი სამყაროები, წარსული და მომავალი უნდა ვეძებოთ სწორედ ჩვენში და არა სადმე სხვაგან.  გარე სამყარო არის ჩრდილის, ბინდის სამყარო (ის შეუღწევადია სულისთვის). ის თავის ჩრდილში აცევს სინათლის სამეფოს. ეხლა ჩვენი შინაგანი სამყარო ჩვენ გვეჩვენება ბნელი,ბუნდოვანი, მაგრამ რამდენად შეიცვლება ყველაფერი როდესაც სიბნელე გაიფანტება და მზის დაბნელებას მოეღება ბოლო.

      ჩვენ უფრო უხილავთან ვართ დაკავშირებული ვიდრე ხილულთან. ეს ჭეშმარიტება თავისი არსით ზეგრძნობადია.

    აი ყველაზე უტვინო ცრურწმენა: ადამიანს არა აქვს საკუთარი თავიდან გასვლის, ცნობიერად,შეგნებულად მის გრძნობების გარეთ ყოფნის უნარი.პირიქით,ადამიანს ყოველ წუთს შეუძლია ზეგრძნობად არსებად გახდომა (სხეულის გარეთ, სულში ცხოვრება). სხვა შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა მსოფლიოს მოქალაქე. ; ის იქნებოდა მხეცი და პირუტყვი. ძნელია საკუთარი თავის პოვნა და ამ მდგომარეობაში დარჩენა ვინაიდან ის განუწყვეტლად და აუცილებლად დაკავშირებულია ჩვენი სხვა მდგომარეობების (გრძნობადი ცნობიერების მდგომარეობათა) თანმიმდევრობასთან.  მაგრამ რაც უფრო შეგვიძლია ჩვენ ამ მდგომარეობის სრული ცნობიერებით განცდა (გავიხსენოთ მჭვრეტელთა ასკეზა), მით ძლიერდება ჩი მისგან გამომდინარე ცოცხალი, ძლიერი, აუცილებელი რწმენა:ნამდვილ სულიერ გამოცხადებათა რწმენა. ეს არაა ხილვები, ხმები, გრძნობა; ესაა ყველაფერი ერთად და მეტიც კი:  აბსოლუტური რწმენის, ჩემი ყველაზე მართალი, ნამდვილი ცხოვრების  შთაბეჭდილება.

      ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ჩვენს თავს მთლიანად, მაგრამ ჩვენ მოვახერხებთ
ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს გაგებაზე ბევრად უკეთესის გაკეთებას.

    რაც უფრო "არეულია", "ბუნდოვანია" ადამიანი, ასეთებს ხშირად  სულელს და ყეყეჩს უძახიან, მით უფრო შორს შეუძლია მას წასვლა საკუთარი თავის ბეჯითი და დაუღალავი შესწავლით. კარგად აწყობილ თავებს კი, პირიქით, უნდათ სწავლულებად, ყოვლისმცოდნე ერუდიტებად გახდომა. "არეულებს"
თავიდან ხვდებათ ურთულესი წინააღმდეგობები, ისინი საგანს მხოლოდ ნელა წვდებიან, დიდი ძალისხმევით მუშაობენ. მაგრამ შემდეგ ისინი სამუდამოდ მოძღვრები და ბატონები არიან. ორგანიზებული სული სწრაფად წვდება საგანს, მაგრამ სწრაფადვე კარგავს მას.ის სწრაფად ადის მეორე საფეხურზე, მაგრამ როგორც წესი იქ ბლოკირებული რჩება.  მას უჭირს ბოლო, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმა და მისი თავმოყვარეობა იშვიათად თანხმდება დამწყების ქცევის განმეორებაზე როდესაც ის მიაღწევს ოსტატობის გარკვეულ ხარისხს. " არეულობა" მოწმობს ძალთა და საშუალებათა ექსცესზე, ხელის შეშლაზე საპირისპირო გარემოებათა მიერ; მოკრძალებულ ძალებთან და საშუალებებთან დაკავშირებული იდეათა სიცხადე, ხელსაყრელი პირობები. სწორედ ამიტომა აქვს "ბუნდოვან" სულს სულიერი პროგრესის ესეთი უნარი,სწორედ ამიტომა აქვს მას სრულყოფის ესეთი უნარი, მაშინ როდესაც მოწესრიგებული ადამიანი ესოდენ სწრაფად იქცევა გაშეშებულ ბურჟუად. მარტო წესრიგი და სისუფთავე არ იძლევა ნათელს.მე-ს გამომუშავებით  "არეული" აღწევს ღვთაებრივ გამჭვირვალებას, მე-ს იმ განათება-გასხივოსნებას რომელსაც მოწესრიგებული სული ესოდენ იშვიათად აღწევს.  ნამდვილი გენიოსი აერთიანებს ამ ორ უკიდურესობას. ერთის სიმარდეს ის უკავშირებს მეორის სისავსეს.

      ფიზიონიმიის რელიგიური მნიშვნელობა.ადამიანის ყოველი ფიგურის წმინდა, შეუცნობი იეროგლიფები. ძნელია ადამიანთა მათ ჭეშმარიტებაში დანახვა. მშვენიერებისა და სიმახინჯის ცნებების პირობითობა და სიყალბე. ნამდვილად მახინჯი ადამიანები უსასრულოდ ლამაზები შეიძლება იყვნენ. ფიზიონომიის თამაშებზე ხშირი დაკვირვება ავლენს ამ იეროგლიფების განათების ზოგ მომენწ.

    საჭიროა სამყაროს "გარომანტიულება":

   სამყარო "გარომანტიულებული " უნდა იყოს. სწორედ ასე იპოვის ის თავის საწყის მნიშვნელობას,. სამყაროს " გარომანტიულება" არის მისი პოტენციური სათნოებების გამოვლენა.

 სამყარო არის სულის უნივერსალური გამოხატულება, მისი სიმბოლური ხატი.

 ჩვენ ვეძებთ სამყაროს "პროექწ": ეს "პროექტი" თვითონ ჩვენშია.

 უმაღლესი ფილოსოფიის მიზანია ბუნებისა და სულის დაქორწინება.

    გარე სამყარო არის საიდუმლოდ გადაქცეული შინაგანი სამყარო (და შეიძლება პირიქით).

  ტკივილი: უნდა ვამაყობდეთ ჩვენი ტკივილით. ყოველი ტკივილი არის ჩვენი მაღალი ღირსების შეხსენება.

  სიზმრები, ზმანებები: სიზმრები, ზმანებები ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგისთვისაც და ცივილიზაციათა ისტორიკოსისთვისაც. სიზმრებმა და ზმანებებმა დიდი წვლილი შეიტანეს კულტურაში და ადამიანობის, კაცობრიობის თშამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ ანიჭებდნენ სიზმრებს და ზმანებებს დიდ
მნიშვნელობას ოდესღაც.

   გამოღვიძება ახლოსაა მაშინ როცა გვესიზმრება ის რაც გვესიზმრება.

   ჯადოსნური ზღაპრები: ჯადოსნური ზღაპრები არის ყველგან და არსად მყოფი ჩვენი მშობლიური მხარის სიზმრები, ზმანებები და მეტი არაფერი.

   ბავშვობა: ოქროს ხანა იქაა სადაც არიან ბავშვები.

  სიყვარული: სიყვარული არის ისტორიის აბოლოო მიზანი, სამყაროს ამინ.

   სიკვდილი: სიკვდილი არის პრინციპი რომელიც რომანტიულ ხასიათს ანიჭებს ჩვენს არსებობას.

   პოეზიის არსი:

    თავიდან პოეტი და ქურუმი ერთი და იგივე იყო,ისინი შეადგენდნენ ერთ მთლიანობას. შემდეგმა ხანებმა დააშორეს ისინი ერთმანეთს.მაგრამ ნამდვილი პოეტი ისევ დარჩა ქურუმად და ნამდვილი ქურუმი ისევ პოეტია. და მომავალმა განა არ უნდა აღდგინოს ძველი ვითარება?

  პოეწ მეცნიერზე უკეთესად ესმის ბუნება.

   პოეტი სიტყვა-სიტყვით შეშლილია. მაგრამ ამის გამო ყველაფერი ხდება მასში. ის სიტყვა-სიტყვით ერთდროულად არის სუბიექტი და ობიექტი, სული და სამყარო.

    პოეზია არის სულის გამოხატვა,წარმოდგენა შინაგანი სამყაროსი მის  მთლიანობაში. მისი შუამავლები, სიტყვები, უკვე აღნიშნავენ ამას ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ამ ღრმა სამეფოს გარეგნულ მანიფესტაციას.პოეტურ განცდას ბევრი რამა აქვს საერთო მისტიკურ განცდასთან. ესაა განცდა ყველაფერი იმისა რაცაა განსაკუთრებული, პერსონალური,უცნობი, იდუმალი,იმისა რაც გაცხადებული უნდა იყოს,იმისა რაც ერთდროულად არის აუცილებლობაც და შემთხვევითობაც. ის გამოხატავს გამოუხატავს,ხედავს უხილავს, ის გრძნობს ვერსაგრძნობს.

   პოეზია არის აბსოლუტური რეალობა. აქაა ჩემი ფილოსოფიის ბირთვი. რაც უფრო პოეტურია რამე მით უფრო მართალია, ნამდვილია ის.

  ყოველგვარი საქმიანობა წყდება როდესაც ჩნდება ცოდნა. ცოდნის მდგომარეობა არის ბედნიერება,ნეტარი სიწყნარე, ციური  კვიეტიზმი ("ფრაგმენტები",1901).

     ნოვალისის გახსენება :
   ნოვალისი ( ნამდვილი სახელი და გვარი ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი (2.5.1772,ვიდერშტედტი, მასფელდის ახლოს, 25.3.1801,ვაისენფელს), გერმანელი პოეტი და ფილოსოფოსი, გერმანიის ადრეული რომანტიზმის წარმომადგენელი (ე.წ. იენის რომანტიკოსთა წრე). ფილოსოფიას და სამართალს სწავლობდა იენის,
ლაიპციგის, ვიტტენბერგის უნივერსიტეტებში.მოგვიანებით ის სამთო საქმეს სწავლობდა ფრაიბერგში.
ფ. შლეგელის და ფ.ვ. შელინგის მსგავსად თავიდან განიცდიდა ი.გ. ფიხტეს გავლენას. მაგრამ ფიხტეს ცნობიერების სუბიექტური დიალექტიკა ნოვალისმა გარდაქმნა ბუნების ობიექტურ-იდეალისტურ დიალექტიკად. მისი ძირითადი თეზისია სამყაროს დისკრეტულობის და ამავე დროს მისი სტიქიური საფუძვლის დაუნაწევრებლობის მტკიცება. ამის შედეგად სამყარო უნდა გავიგოთ როგორც ერთი მთლიანობა. ნოვალისისთვის სპეციფიურია წარმოდგენა  დაპირისპირებულებებზე როგორც მოვლენათა ორ რიგზე,რომელთაგანაც ერთი გამოდის როგორც მეორის აღნიშნვა,რაც იძლევა საყოველთაო გადასვლის,არსთა და სახელთა ექსტატური თამაშის საშუალებას ( ამის გამო ნოვალისმა თავის ფილოსოფიას დაარქვა "მაგიური იდეალიზმი").
ადამიანი როგორც მიკროკოსმი შინაგანი გათიშულობის დაძლევით უნდა მიისწრაფოდეს ერთიანობისაკენ; გონება,რაციო,ფანტაზია არის სიღრმეში ჩამალული და სიტყვათა ენისათვის მიუწვდომელი "მე"-ს ცალკეული ფუნქციები (გერმანული მისტიკის, და, განსაკუთრებით, იაკობ ბიომეს გავლენა). "მეც" და სამყაროც მათი შემეცნების , ურთიერთშეღწევის, ინდივიდის მიერ ობიექტის ინტუიტიური შეგრძნების პროცესში, რასაც ყველაზე სრულად აღწევს პოეტი პოეტურ აქტში, საბოლოო ანგარიშით უნდა შეერთდნენ. ხელოვნება როგორც სულიერი საქმიანობის უმაღლესი სფერო ახორციელებს მეცნიერების, რელიგიის,ფილოსოფიის ერთმანეთთან შერწყმას.ამას ისახავდა მიზნად ნოვალისი თავის შემოქმედებაში,კერძოდ პოეტურ-ფილოსოფიური ჟანრის, ფრაგმენტების შემუშავებისას. ლირიულ ციკლში " ჰიმნები ღამეს" (ჟურნალი " ათენეუმ",
1800)  ნოვალისის ალეგორიული მტკიცებით უსასრულო არყოფნა სჯობია სასრულ ცხოვრებას. " სულიერ საგალობლებში" ნოვალისი წმინდა წერილის ტექსტებს უყუ-
რებდა პიეტიზმის კუთხით. ნოვალისის დაუმთავრებელი რომანი " ჰაინრიხ პჰონ ოპჰტერდინგენ" იწყება როგორც ტრადიციული "აღზრდის რომანი" და  გადაიზრდება ზღაპრულ-კოსმიური მასშტაბის მითოლოგიური მოქმედებაში.

    საზოგადოებრივი იდეალის ძიებაში ნოვალისი მიმართავდა შუა საუკუნეებს და იქ ხედავდა სულიერი კულტურის ერთიანობას,სოციალურ ორგანიზაციათა მკაცრ იერარქიას,სულიერი ხელისუფლების ჰეგემონიას და "ზრუნვას" ინდივიდზე; შუა საუკუნეებში ნოვალისი ხედავდა მისი თანამედროვე ბუჟუაზიული  საზოგა-დოების საწინააღმდეგო მომავლის იდეალური სახელმწიფოს წინასახეს

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
         რეინკარნაცია ვიქტორ ჰიუგოს თანახმად I 

      მოწოდებით კულტურული და სოციალური ფილოსოფიური ასოციაცია " ახალი აკროპოლისი" (Nouvelle Acropole):

    ლუიზეტ ბადიე (Louisette Badie)
     
    კაცობრიობის გმირული სვლა თავისუფლებისაკენ

    2002 წელს საფრანგეთმა პატივი მიაგო საერთაშორისო სახელის მქონე მწერალს,პოეწ, დრამატურგს,პამფლეტისწ,მხატვარს და ასევე პოლიტიკურ მებრძოლს, გაჭირვებულთა დამცველს,სიკვდილით დასჯის მტერს, რესპუბლიკისა და საეროობის აქტივისტ ვიქტორ ჰიუგოს.

      ვიქტორ ჰიუგო ამავე დროს იყო ეზოტერიზმის მიმდევარი და მისი თანამედროვე ეზოტერისტების მცველი. ის ენდობოდა ეზოტერულ ჯგუფებს და არა მისი ხანის
დეტერმინისტებს, პოზიტივისტებს და მეცნიერებს.

   ჰიუგოს ძიების გულშია ცენტრისა და ღვთაებრივის ძიება.

   მისი მეტაფიზიკური გრძნობები მას აშორებდნენ ყველა ეკლესიას. ჰიუგო ღრმად მორწმუნე იყო,მაგრამ ის შორს იდგა არსებული ეკლესიებისაგან. ჰიუგოს
არჩევანი მის წინააღმდეგ ერთდროულად ამხედრებდა ეკლესიასაც და მატერიალისტებსაც.

  მას უწოდებდნენ "ვატიკანის ელდას" (effroi du Vatican).

  ჰიუგოს ლექსები ლამაზებია თავისთავად და მეტიც, ისინი ქმნიან ნამდვილ ფილოსოფიურ დოქტრინას ნათელი, ზუსტი  კონცეფციებით, წესრიგითა და წყობით.

  მიუხედავად გიგანტური ნაკლებისა ჰიუგო უზარმაზარი პოეტია რომელმაც თავისებურად განაგრძო საყოველთაო,უნივერსალური გენიოსების, ჰომეროსის,
დანტეს, შექსპირის,გოეთეს საქმე.

  მისი სული გღრმად გამსჭვალულია წმინდას, საკრალურის გრძნობით და ის მოსჩქეფს მთელს მის შემოქმედებაში. 

   ჰიუგო ქადაგებს ცნობიერების სუვერენობას, სულის უკვდავებას, პერსონალური ღმერთის, მორალური გრძნობისა და ინდივიდუალური და კოლექტიური ხვედრების გარანტი ღმერთის არსებობას.

   ფილოსოფოსი რენუვიეს  და ლიტერატურის პროფესორი სორას  აზრით ჰიუგო არის "XIX საუკუნის საფრანგეთში გზადაკარგული თავდაპირველი, საწყისი ინდოეთის გენიის უცნაური აღორძინება".

    "მე არ შევყურებ აქაურობას, მე ვუყურებ უხილავ სამყაროს" ( შინაგანი ხმები,"Les voix inérieures").

    ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედების ცენტრალური თემაა რეინკარნაციის დოქტრინა.

   ის     არის "ჭვრეტების" ("Contemplations) ფინალურ ბირთვში სახელად " აი რას ამბობს ჩრდილის პირი" ( "Ce que dit la bouche d'Ombre ),პოეტის ნამ-
დვილი სულიერი ანდერძი. ვიქტორ ჰიუგოს აზრით მისი ნაწარმოები " ჭვრეტები"  იყო მისი " პირამიდა".

    ჰიუგომ ეს "პირამიდა" ააგო რათა დახმარებოდა კაცობრიობას კოლექტიურ არაცნობიერში დამარხული სულიერი მეხსიერების ამოღებაში, დაბრუნებაში.

    მას უნდოდა გაეღვიძებინა მატერიალიზმით, სიძულვილით, ანგარებიანი ინტერესებით,ომებით მიძინებული დიდი ფრანგი ერი. ჰიუგო მთელი ძალ-ღონით ებრძოდა მატერიალიზმს.  

   მას უნდოდა მატერიალიზმის ტყვეობაში მოხვედრილ საუკუნეში  საფრანგეთისთვის სულიერი განახლების შთაბერვა.  ვიქტორ ჰიუგოს სურდა XIX საუკუნის საფრანგეთის რელიგიური და ფილოსოფიური აზრის გარდაქმნა. მას უნდოდა საფრანგეთის გენიის სამსახურში ჩადგომა, მას უნდოდა საფრანგეთის ხალხური ძალების გაძღოლა. ჰიუგომ აიტაცა სამართლისათვის,სიმართლისთვის და ჭეშმარიტებისათვის ყველა მებრძოლთა მიერ ნატარები წმინდა ჩირაღდანი. ჰიუგო ეკუთვნის კაცობრიობის მსვლელობის გამნათებელი და წინამძღოლი ძმობის პანთეონს,ის იყო ეროვნული გმირი.

    რეინკარნაციის იდეა არის დოქტრინა რომლის თანახმადაც სულს შეუძლია ზედიზედ მრავალი სხეულის გასულიერება.

   " სიკვდილის შემდეგ ჩვენ ვიცვლით სამოსს", თქვა ჰიუგომ. 

    ჰიუგო წარმოადგენს რეინკარნაციას როგორც იდეას რომლის თანახმადაც  სულს შეუდზლია ზედიზედ მრავალი სხეულის გასულიერება. ყოველ ცოცხალს აქვს სული რომელიც ისევ შეისხავს ხორცს მისი გარდაცვალების შემდეგ.

    სიბერეში შესული ჰიუგო აცხადებდა: 

  "თქვენ ამბობთ რომ სული არის მხოლოდ ხორციელი ძალების გამოხატულება: მაშ რატომ ასხივებს უფრო ჩემი სული მაშინ როდესაც მალე მიმატოვებენ ჩემი ხორციელი ძალები?.. ოჰ!  მე კარგად ვიცი რომ მე არ ვბერდები და რომ, პირიქით, ვიზრდები, და სწორედ ამაში ვგრძნობ მე სიკვდილის მოახლოებას. სულის არსებობის რა დამადასტურებელი საბუთია!  ჩემი სხეული უძლურდება,ჩემი აზრი უფრო ძლიერდება; ჩემი სიბერის ქვეშ გაფურჩქვნაა. ვგრძნობ რომ მივდივარ ახალი გარიჟრაჟისკენ...ჩემი ხორცი მიდის, ჩემი  სული იზრდება, ძლიერდება".

     ჰიუგოს მსოფლმხედველობა:

    "ყველაფერი სულია":

    " ყველაფერი სულია", ვიქტორ ჰიუგო, პირველყოფილი.

   ბატონი სორას (Saurat ) თანახმად ჰიუგო არის ერთი პირველყოფილი ვინმე.
ჰიუგოს  აზრით ყველაფერი სულიერია, კლდეები, მცენარეები, ვარსკვლავები,
ხეები ცოცხალი და მრავალი სულით დასახლებული არსებები  არიან.  წინაპართა
სულებმა შეიძლება იცხოვრონ ხის ნაჭრებში, ქვებში და ქვის ნამსხვრევებში. როგორც ჩვენ ამას ვხედავთ ზოგ ანიმისტ ტომში, მაგალითად ავსტრალიელებში რომლებსაც მათი წინაპრების სულები გადააქვთ ხის ნაჭრებით. 

   ჰიუგო ძალიან ამაყობდა თავისი ორიგინალობით და აცხადებდა: " ამ საუკუნეში მე პირველმა ვილაპარაკე არა მარტო ცხოველტთ,  არამედ საგანთა სულზეც".

   " ყველაფერი შენს მსგავსად მოსთქვამს, ოხრავს ან გალობს, შენს მსგავსად ლაპარაკობს. და ეხლა როგორ იცი შენ თუ რატომ ლაპარაკობს ყველაფერი? ქარები, ტალღა, ცეცხლი,ხეები,ვარდები, კლდეები, ყველაფერი ეს ცოცხლობს! ყველაფერი ეს სავსეა სულებით!" ტშვრეტები (Contemplations ). 

   ვიქტორ ჰიუგოს აზრით წარმოსახვა ამჟღავნებს, ხილულს ხდის რეალობას.
ხატები არაა სამკაულები პოეტისათვის, ისინი საგანთა არსის გამოხატულებებია.

  "ჭვრეტების" ერთი ლექსი "დაბრუნებული"//Revenant"//, "დაკარგული"
 კარგადაა ცნობილი ფრანგულ ფოლკლორში. ამ ამაღელვებელ ლექსში ვიქტორ ჰიუგო აღწერს ერთი დედის და მისი ბავშვის ბედნიერებას, იმედგადაწურულობას შვილისდამკარგავი ამ დედისა და ისევ ხორცშესხმული, აღმდგარი ბავშვის
დაბრუნების სასწაულს. 

  "ო ტკბილო სასწაულო, ო დაბრუნებულო ბედნიერების დედა!
      მას ესმის კარგად ნაცნობი ხმა, ახალშობილი ლაპარაკობს ჩრდილში მის
მკლავებს შორის, და ხმადაბლა ჩურჩულებს: ეს მე ვარ. არ თქვა ეს."

   Ariège-ში ისევ გავრცელებულია ხალხური თქმა : "დაკარგული ბავშვი,ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული ბავშვი".

  ვიქტორ ჰიუგო არის საფრანგეთის ბუნებრივი ფოლკლორის მემკვიდრე და მის
შემოქმედებაში თავს იჩენს ქრისტიანობის წინა ხანის ძველი იდეები, თავდაპირველი მაგიის რწმენა. 

   ჰიუგომ ნამდვილად მიიღო მემკვიდრეობად წინაპართა ცოდნა ვანდეელი დედის და ლორენელი მამის მეშვეობით. რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებაში თავი იჩინა გაცოცხლებულმა კელტურმა და გერმანულმა მოტივებმა.

   და განა შესანიშნავი არაა რომ ლორენულ დიალექტზე სახელი ვიქტორ ჰიუგო
ნიშნავს "სუნთქვას"?

   ვიქტორ ჰიუგო დიდი ხნის მანძილზე მეგობრობდა ერთ ებრაელ  კაბალისტთან რომელმაც მას ასწავლა კაბალა. ამ დოქტრინამაც დიდად შთააგონა ჰიუგო.

    ადამიანი არის სული: ისაა ღვთაებრივი ნაპერწკალის მატარებელი:

   ვიქტორ ჰიუგოს აზრით ადამიანი არაა მხოლოდ ღმერთის ჩრდილი. თავის სისხლში ის ატარებს  ღმერთის უსასრულო ძალის ნაწილს. იქ არაა მხოლოდ სინათლე.
აანთეთ მილიონობით სინათლე, მერე რა? ისინი მხოლოდ ნაწილები არიან,ერთადერთი სინათლის  სუნთქვები. სული, ღმერთის ეს ნაპერწკალი ბრუნდება იქ საიდანაც გამოვიდა.

   ვიქტორ ჰიუგო წერს:

  " ადამიანი დაკავშირებულია ღმერთთან ცეცხლის თოკით რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სულს და რომელიც არის დიდი ცენტრალური სინათლიდან ჩამოვარდნილი ნაპერწკალი.ის უჭირავს სხვა ნაპერწკალთა და სხვა შუამავალთა ჯაჭვს".

   "მატერია არ არსებობს და არსებობს მხოლოდ სული".

    თავისი შესანიშნავი ლექსებით ჰიუგო ლაპარაკობს ადამიანის საიდუმლოზე და ღმერთებისათვის მენტალურის ცეცხლის მომპარავ და ადამიანებისთვის მისი გადამცემი პრომეთეს მოქმედებაზე.პრომეთეს წყალობით  ადამიანმა მიიღო ღვთაებრივი ძალა და მას ძალუძს ღმერთებთან გათანასწორება 

************************************************
    საუკუნის უქეიფობა,საუკუნის ბოროტება, საუკუნის ავადმყოფობა
(le mal du siècle ):
      რომანტიული სულის აღტკინებულ მისწრაფებებს და "მე"-ს მაგიური სათნოებებით და შესაძლებლობებით სამყაროს გარდაქმნის უზომო იმედს აუცილე-
ბლად უნდა გამოეწვიათ სასტიკი იმედგაცრუებები და ამის მწარე შედეგები. არაა ესოდენ ადვილი რეალობის გადალახვა და მასზე მაღლა დადგომა, ამაღლება. რაც უფრო ძლიერ იყო დაიმედებული ადამიანი მათრობელა სიზმრებითა და ზმანებებით, რაც უფრო გამსჭვალული იყო რწმენით რომლის თანახმადაც ადამიანის ხვედრი იყო მისი კუთვნილი სულიერი სამეფო მით უფრო მწვავედ უნდა განეცადა მას ადამიანის ცხოვრებისეული პირობების მძიმე მოთხოვნები და მატერიის, ქმნილებათა ულმობელი წინააღმდეგობა. 

   ისტორიკოსების აზრით რომანტიულ განხიბლვას, იმედგაცრუებას ჰქონდა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზეზები. უეჭველია რომ ეს მიზეზები ნამდვილად იყო. მაგრამ ფაქტია ისიც რომ ღრმა ფესვი იმისა რასაც რომანტიზმში ეწოდება " საუკუნის ბოროტება", "საუკუნის ავადმყოფობა" თუ უქეუფობა (საძებარია ამ მოძრაობის მიერ გაჩენილი თავბრუსდამხვევი და ბუნდოვანი სულიერი ამბიციების გაქრობაში. 

   საუკუნის ბოროტება, საუკუნის ავადმყოფობა ტემპერამენტის თანახმად იღებს ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ და,გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთის საწინააღმდეგო ფორმას.

    პირველია მტკივნეული მელანქოლია რომელიც ქედს იხრის მიწიერი ცხოვრების განსაცდელებისა და ტანჯვათა წინაშე და ეგუება, იღებს მათ. ის თავის დიდებას ხშირად ხედავს ბედისადმი მორჩილებაში.


    საუკუნის ბოროტების, საუკუნის ავადმყოფობის მეორე ფორმაა ჯანყი. ხანდახან ის გამოიხატება საზოგადოებისა და ღმერთების წყევლასა და შეჩვენებაში, მათ ჯინაზე დანაშაულებებითა და ვნებებით თრობაში; ხან კი ის იხურება მოტყუებული, უკმაყოფილო ადამიანის სტოიკურ დუმილში. ამ უკანასკნელმა იცის რომ მტრულ ძალასთან დასაპირისპირისპირებლად და ადამიანთა საერთო სიბეჩავეში  ასხვებთან ერთად ადამიანის მოწოდების ღირსი მომავლის ასაგებად მას აქვს მხოლოდ საკუთარი გამბედაობა. 

   ასე წარმოგვიდგება ჩვენ რომანტიული დაუკმაყოფილებლობის დამახასიათებელი ნიშნები. რომანტიკული დაუკმაყოფილებლობის ენა დღემდე მოქმედებს ჩვენზე როგორც თავისი ძალადობით ისე  თავისი ბედისადმი მორჩილებით.

        ლეოპარდი: ყველაზე ამაღლებული ადამიანურ გრძნობათა შორის: 

     მელანქოლია თავისებურად არის ყველაზე ამაღლებული ადამიანური გრძნობა. ჩემს მხრივ მე არ მჯერა რომ მელანქოლიის შესწავლა მოგვცემს იმ შედეგს ( საიქიოს რწმენას) რომლის აღმოჩენაც უნდოდა მასში ზოგ ფილოსოფოსს; მაგრამ მელანქოლია გვართმევს ნებისმიერი მიწიერი სიკეთით, მეტიც, მთელი დედამიწით დაკმაყოფილების უნარს. დანახვა სივრცის უსასრულობისა და  უზომობისა,  სამყაროთა სიმრავლისა და საოცრებისა და აღმოჩენა იმისა რომ ყოველივე ეს პატარაა, მეტიც, პაწაწინაა, ჩვენი სულის უნართან შედარებით; წარმოდგენა სამყაროთა უსასრულო რაოდენობისა და უსასრულო სამყაროსი და განცდა იმისა რომ ჩვენი სული და ჩვენი წადილი კიდევ უფრო ვრცელია სამყაროზე; განუწყვეტლად განცხადება იმისა რომ ყველაფერი არასაკმარისია და არარაობაა, ტანჯვა გაჭირვებისაგან, უქონლობისაგან და ამის შედეგად მელანქოლიისაგან,აი რა მიმაჩნია მე ადამიანის ბუნების სიდიადისა და კეთილშობილების ყველაზე ნათელ ნიშნად. სწორედ ამიტომაა რომ მსუბუქ ადამიანებს იშვიათად განუცდიათ მელანქოლია  და ის სულ უცნობია სხვა ცოცხალ არსებებში 
(ასთერთმეტი აზრი, 1845//.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
     ლამარტინი: ადამიანი დიდი საიდუმლოა:

   ბუნებით შეზღუდული, წადილებით უსასრულო, ადამიანი დაცემული ღმერთია რომელიც იხსენებს ცას:

    ან ძველ დიდებაწართმეულს მას ახსოვს დაკარგული ცხოვრება     და ან მის წადილთა უზომო სიღრმე მას უწინასწარმეტყველებს მომავალ დიდებას.

    არასრულყოფილი თუ დაცემული, ადამიანი დიდი საიდუმლოა.

    გრძნობათა ციხეში მიჯაჭვული დედამიწაზე, მონა, ის გრძნობს  თავისუფლებისთვის გაჩენილ გულს;

     უბედური, ის ოცნებობს ნეტარებაზე:

     მას უნდა სამყაროს შესწავლა და მისი თვალი დებილია;

   მას სურს მუდამ სიყვარული და რაც მას უყვარს სუსტია!

    ყოველი მოკვდავი ჰგავს სამოთხიდან ლტოლვილს:
როდესაც ღმერთმა ის გააძევა ციური ბაღიდან, ერთის მზერით ფატალურ საზღვართა შემცნობი, ის ტირილით ზის აკრძალულ კარებთან.

   მას შორიდან ესმის ღვთაებრივ სადგომში მარადიული სიყვარულის ჰარმონიული ხვნეშა, ბედნიერების ხმები, ღმერთის მადიდებელ ანგელოზთა წმინდა კონცერტები,

  და ციდან მოწყვეტილი მისი მზერა საშინელი ძალისხმევით დაეცა მის ხვედრზე.  

   უბედურება მას ვისაც სიცოცხლიდან დევნილობის ფსკერზე ესმის მისი სასურველი  სამყაროს კონცერტები!..

   სინამდვილე ვიწროა, შესაძლებელი უზომოა; სული თავისი წადილებით იქ აგებს თავის სადგომს საიდანაც მუდამ იღებენ ცოდნასა და სიყვარულს; სადაც, მშვენიერების, სინათლის ოკეანეებში, წყურვილს იკლავს მუდამ მწყურვალი ადამიანი, და ლამაზი სიზმრებით მთვრალი, ის ვერ ცნობს საკუთარ თავს გაღვიძების დროს (პოეტური მედიტაციები,"ადამიანი", II,1820, ფრაგმენტის გაურითმავი თარგმანი ფრანგულიდან).

     გაბედულება,ღვთაებრივი რასის დაცემულო ბავშვო!
  შენ შუბლზე გაწერია შენი ბრწყინვალე წარმოშობა;
   ყოველი შენი მხილველი შენს თვალებში ხედავს ცის ბრწყინვალების ჩამქრალ სხივს!
      უკვდავ საგალობელთა მეფევ, შეიცან თავი შენი !

   დაუტოვე ღამის შვილებს ეჭვი და კილვა!

   ყურადღება არ მიაქციო აქ მორთმეულ ცრუ საკმეველს (ლამარტინის აზრით ჯანყი არის გულუხვობის და გამბედაობის ნაკლებობა) :

    დიდება ვერ იქნება იქ სადაც არაა სათნოება.

   დაიკავე შენი ადგილი პირველ ბრწყინვალებაში, დიდებისა და სინათლის ამ წმინდა ბავშვებს შორის,რომელთა განსულიერებაც სუნთქვით უნდოდა ღმერთს,

  და რომელმაც გააკეთა ეს გალობისთვის,რწმენისთვის და სიყვარულისთვის (პოეტური მედიტაციები, "ადამიანი", II,1820.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
     კლაისტი: ჩემმა ცხოვრებამ დაკარგა აზრი:
   უკვე ბავშვობაში მე შევითვისე იდეა რომლის თანახმადაც ქმნილებათა არსებობის აზრი იყო ჩვენი სრულყოფა. მე მდჯეროდა რომ მომავალში, ჩვენი სიკვდილის შემდეგ, ჩვენ გავასრულებდით სხვა პლანეტაზე  ჩვენს მიერ დედამიწაზე მოპოვებული სრულყოფის ხარისხს და რომ ჩვენ შეგვიძლია დედამიწაზე მოგროვებული განძის იქ გამოყენება.ამ იდეებმა თანდატანობით საფუძველი ჩაუყარეს პერსონალურ რელიგიას. ჩემი მოქმედებების ერთადერტ პრინციპად მალე იქცა აქ,ამ მიწაზე წამის დაუკარგველობისაკენ და კულტურის უფრო მაღალი დონეების მუდმივი დაპყრობისაკენ სწრაფვა. კულტურას მე ვუყურებდი როგორც ჩემი ძალისხმევის ერთადერთ ღირსეულ ემიზანს,ერთად-ერთ მოსაპოვებელ სიმდიდრეს. მე რელიგიურად ვცემდი თაყვანს ამ ორ იდეას,ჭეშმარიტებას და კულტურას. მე არ ვიცი იყავი თუ არა შენ განწყობილი ასევე. არა და ეს საჭიროა თუ კი გინდა ჩემი სულის ისტორიის გაგრძელების გაგება. ისინი ჩემთვის  იმდენად წმინდა იყო რომ მე მრავალი მსხვერპლი გავიღე ჭმარიტებების მოგროვების და კულტურული სრულყოფის ამ ორმაგი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  შენ ეს იცი, მაგრამ მე მინდა შევამოკლო.

   ბოლო ხანს მე შევისწავლე კანტისად წოდებული თანამედროვე ფილოსოფია და ეხლა მე უნდა გიჩვენო ამ ფილოსოფიის ერთი დამახსიათებელი ნიშანი, რომელმაც შენზე შეიძლება იმოქმედოს ღრმად და მტკივნეულად,ისევე როგორც მან ჩემზე იმოქმედა.   

     ადამიანებს საკუთარი თვალების მაგივრად  მწვანე სათვალეები რომ ჰქონდეთ ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ეფიქრათ რომ ისინი ხედავენ მწვანე საგნებს. ადამიანები ვერასოდეს ვერ გადაწყვეტდნენ ხედავენ ისინი საგნებს ისეთებად როგორიც ისინი არიან თუ ისინი უმატებებენ ნანახს ისეთ რაღაცას რაც ეკუთვნის არა ნანახს არამედ თვალს.იგივე ითქმის გონებაზეც. ჩვენ  ვერ გაგვირკვევია მართლაც არის ჭმარიტება ის რასაც ჩვენ ჭემარიტებას ვუწოდებთ თუ ის მხოლოდ ჭეშმარიტებად გვეჩვენება. და ამ შემთხვევაში აქ, ამქვეყნად მოგროვილი ჭეშმარიტება ჩვენი სიკვდილის შემდეგ აღარაფრად ღირს და ამაოა ჩვენი იმედი იმისა რომ შევძლებთ საიქიოში გამოსადეგი განძის შეგროვებას. 

    აჰ! ვილჰელმინა,თუ კი  ასეთი აზრი არ გიგმირავს გულს, თუ კი არ გეღიმება იმაზე ვინც მომსპარია თავის უწმინდეს რწმენებში. ჩემი ერთადერთი, ჩემი უმაღლესი იმედი მკვდარია; ჩემმა სიცოცხლემ დაკარგა არსებობის აზრი, მნიშვნელობა.

     მე არ გადამიშლია არც ერთი წიგნი მას შემდეგ რაც ჩემს სულს დაეუფლა რწმენა რომ აქ,ამქვეყნად არაა არავითარი ჭმარიტება. მე უსაქმოდ გარშემო შემოვუარე ჩემს ოთახს.
მე ვზივარ ღია ფანჯარასთან და მე საჩქაროდ გავედი გარეთ. ჩემი გულის ნაღველმა და შფოთმა ბოლოს და ბოლოს მიბიძგა წრეებისაკენ სადაც ეწევიან და სვავენ ყავას. მე გართობის მიზნით დავიწყე სიარული თეატრებში და კონცერტებზე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი საკუთარი თავის გარეგვნების, გაბრიყვების მიზნით მე ჩავიდინე ერთი სისულელე. მიუხედავად ამისა, ამ ამაო  ალიაქოთში მე მქონდა ერთადერთი აზრი რომელიც აგიჟებდა ჩემს სულს აუტანელი ნაღველით: შენი ერთადერთი, შენი უმაღლესი იმედი მკვდარია ( წერილი Wilhelmine von Dzenge-ს,1801 წლის 22 მარტი).
     
    მამენე: ლტოლვილი:

   ის  დახეტიალობდა დედამიწაზე. დაე ღმერთი უძღოდეს წინ საწყალ ლტოლვილს!

   მე გავიარე ხალხებში,და მათ მე შემხედეს, და მე მათ შევხედე,და ჩვენ ვერ ვიცანით
ერთმანეთი. ლტოლვილი ყველგან მარტოა.
   როდესაც მე ვხედავდი შებინდებისას ხეობის სიღრმიდან რაღაც ქოხიდან კვამლის ამოსვლას მე ვეუბნებოდი ჩემს თავს : ბედნიერია ის ვინც საღამოს ნახა ოჯახური კერა და ზის თავისიანებში!
ლტოლვილი ყველგან მარტოა.

   საით მიდიან ეს ღრუბლები რომლებსაც მიერეკება ქარი? ქარი ღრუბლების მსგავსად მიმერეკება მეც, და რა მნიშვნელობა აქვს საით? ლტოლვილი ყველგან მარტოა.

    ხეები მშვენიერია, ყვავილები მშვენიერია: მაგრამ ისინი სულაც არაა ჩემი ქვეყნის ხეები და ყვავილები;ისინი მე არაფერს მეუბნებიან. ლტოლვილი ყველგან მარტოა.

    ეს სიმღერები ტკბილია: მაგრამ მათ მიერ გამხელილი ნაღველი და სიხარული არაა ჩემი ნაღველი და სიხარული. ლტოლვილი ყველგან მარტოა.

   მას მეგობრები, მამები და ძმები ჰყავს მხოლოდ სამშობლოში. ლტოლვილი ყველგან მარტოა.

  საწყალო ლტოლვილო, შეწყვიტე მოთქმა-გოდება: შენსავით გაძევებულია ყველა, ყველა ხედავს მშობლების, ძმების, მეგობრების ჩავლას და გაქრობას.

   სამშობლო, მამული, სულაც არაა აქ, ამქვეყნად:
ადამიანი ამაოდ ედზებს მას აქ. ის რაც აქ, ამქვეყნად, ადამიანს სამშობლო ჰგონია ერთი ღამის თავსესაფარია მხოლოდ.

    ის დაეხეტება დედამიწაზე. დაე ღმერთი მიუძღოდეს წინ საწყალ ლტოლვილს (ერთი მორწმუნის სიტყვები, 1834).

          ჯანყი და მისი სიმთვრალეები :

    მაგრამ სამყაროს, მის საიდუმლოთა და მის ტანჯვათა პირისპირ მდგარ მწერალთა და პოეტთა მთელმა ჯგუფმა განავითარა დიამეტრალურად საწინააღმდეგო დამოკიდებულება. მან უარყო ტკბილთა და მჭვრეტელთა ბედისადმი მორჩილება.
ამ ადამიანებმა  უკმაყოფილება გამოთქვეს სამყაროში კაცობრიობის მიმართ გამოჩენილი უსამართლობით,იმით რომ ადამიანს მისჯილი აქვს
უმეცრება,შემოქმედის მიერ ადამიანთა გატანჯვით და სიკვდილის სკანდალური ფაქტით.საუკუნის ბოროტების, საუკუნის ავადმყოფობის სიმფონიაში
ისმის მათი მაჟორული ტონალობა. 

     ამ მოძრაობის დიდი შთამაგონებელი იყო ბაირონი. საუკუნის პირველი ათწლეულების მთელი ევროპა ჩაეფლო ბაირონისეულ ციებ-სხელებაში.

    ბაირონის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები თემაა მის მიერ საზოგადოების, მის პირმოთნეობათა,მის ლაჩრობათა ანათემას გადაცემა,მით უმეტეს რომ ანათემას უკავშირდება ველური და თავისუფალი ცხოვრების მოუთოკავი მოთხოვნილება, დითირამბული აღტაცება ბუნების ძალებით რომლებთანაც თავის გაიგივება უყვარდა პოეწ

       31.
     ბაირონი: ოკეანე:  

    გაშალე შენი ლაჟვარდის ტალღები დიდებულო ოკეანევ!
ათასი ფლოტი ამაოდ სერავს შენს უზომო გზებს : ადამიანი ფარავს მიწას მისი ნანგრევებით, მაგრამ მისი ძალაუფლება ჩერდება შენს ნაპირებთან. მხოლოდ შენ აოხრებ შენს ვრცელ არეებს: არ რჩება ადამიანის არავითარი კვალი და ნაშთი. ადამიანის ჩრდილი ძლივს ილანდება შენს ზედაპირზე როდესაც ის წყლის წვეთივით ეშვება შენს უფსკრულებში უსახელოდ, საფლავის, სუდარის გარეშე.  

    მისი ნაბიჯები სულ არ აჩნდება შენს ზედაპირს, ის ვერ იპყრობს შენს სივრცეებს. შენ ჯანყდები და იშორებ ადამიანს  თავიდან. ლაჩარი ძალა, რომელსაც ადამიანი იყენებს მხოლოდ დედამიწის მოსასპობად იწვევს მხოლოდ  შენს ზიზღს. შენი ქაფით შენ შენ ატყორცნი ადამიანს ღრუბლებამდე,თამაშით მოისვრი მას იქიტთ სადაც ის ათავსებს მთელ თავის იმედებს. მისი გვამი გდია პლაჟზე პორტის ახლოს. მას უნდოდა დაპყრობა,აი,მაშ, რა დარჩა მისგან!

     რა არის ის შემზარავი იარაღი რომელიც ფერფლად აქცევენ შენი სანაპიროების ქალაქებს,თავზარს სცემს ერებს, ძრწოლას ჰგვრის მონარქებს მათ დედაქალაქებში? რა არის ეს უზარმაზარი ვეშაპების მსგავსი მცურავი ციხე-სიმაგრეები რომელთა მშენებელი მოკვდავები ესოდენ ამაყები არიან რომ ბედავენ თავისი თავის შემკო-
ბას ომის მსაჯულებისა და ოკეანის ბატონთა ამაო წოდებებით? რას წარმოადგენენ ისინი შენთვის? რაღაც სა- თამაშოს: ჩვენ მათ ვხედავთ როგორც შენს ქაფს რომელიც ქრება  შენს მწარე ტალღებში,რომლებიც ასევე ანადგურებენ ქედმაღალ არმადას (ის 1588 წელს მოსპო ქარიშხალმა) თუ ტრაფალგარის ნაშთებს (ტრაფალგარი: საზღვაო ბრძოლა რომელმაც ბოლო მოუღო ნაპოლეონ პირველის ოცნებას  ზღვაზე ბატონობის შესახებ,1804 წელი).

    შენი სანაპიროები იმპერიებია.ისინი განუწყვეტლად იცვლება, მაშინ როდესაც შენ ერთი და იგივე, უცვლელი რჩები. რად იქცნენ ასურეთი, საბერძნეთი, რომი და კართაგენი?
შენი ტალღები ეხეთქებოდა მათ საზღვრებს თავისუფლების დღეებში, და მოგვიანებითაც, ტირანების ბატონობისას,მათი მონა თუ ბარბაროსი ხალხები ემონე-
ბიან უცხოელს; ხვედრმა სამეფოები აქცია უდაბნოებად, მაგრამ შენში არაფერი შეცვლილა გარდა შენი ტალღების კაპრიზებისა. დროს არაფერი დაუმჩნევია შენს ლურჯ შუბლზე. შენ დღესაც ისეთივე ხარ როგორიც გნახა შესაქმის დღის გარიჟრაჟმა.

    დიდებულო სარკევ, რომელშიც ქარიშხლების შუაგულში...,სიწყნარეში...პოლუსის ყინულებს ქვეშ თუ ეკვატორის დუღილში უყვარს საკუთარი თავის დანახვა ყოვლისშემძლეს. შენ ყოველთვის ამაღლებული და უსაზღვრო ხარ. შენა ხარ მარადიულობის ხატი,უხილავის ტახტი. შენი ნაყოფიერი ლარნაკი წარმოქმნის უფსკრულის მონსტრებს. დედამიწის ყველა რეგიონი გემონება მაშინ როდესაც შენ
საშინელი, შეუღწევადი და მარტოსული მიიწევ წინ.

    მე შენ ყოველთვის მიყვარდი, ოკეანევ !  ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე ტკბილი სიამოვნებები იყო თავის შენს წიაღში გრძნობა,  ზვირთთა მსგავსად თავგადასავალში გადაშვება. მე ბავშვობიდან ვთამაშობდი შენს მოქცევებთან, არაფერი მხიბლავდა მათზე მეტად. თუ კი გაღიზიანებული ზღვა მათ საშინელს ხდიდა ისინი მე კიდევ მხიბლავდნენ. როგორც შენი ერთ-ერთი ბავშვი მე მხიარულად ვენდობოდი შენს ტალღებს და ვეფერებოდი შენს სველ ფაფარს ისე როგორც ეხლა (ჩაილდ ჰატროლდის მოგზაურობა, საგალობელი IV,179-184 სტროფები).

      კიდევ ურო უარესი, აი პროტესტი ადამიანის მდგომარეობის წინააღმდეგ. შემოქმედი ღმერთი იძენს  ტირანის სახეს.ეს ღმერთი საზრდოობს კაცობრიობის ტანჯვით, ტკბება ადამიანთა მონური მორჩილებით და სასტიკად დევნის ძლიერებს ვინც ამხელენ მის ჩანაფიქრებს.
ნაკლები რიტორიკით ეს უიმედო დასკვნა აიტაცა კამიუმ... 

*****~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
  32.
ბაირონი : ძმები ჯანყში:

  ლუციფერი.-ისინი (ადამიანები) ამბობენ...იმას რაც მათ მისჯილი აქვთ სათქმელად იმის შიშით რომ იქნებიან ის რაც ვარ მე და  რაც ხარ შენ...მე სულებს შორის, შენ ადამიანებს შორის.

   კაენი. მაშ რა?

    ლუციფერი. სულები რომლებიც ბედავენ თავისი უკვდავების გამოყენებას,სულები რომლებიც ბედავენ ყოვლისშემძლე ტირანისათვის პირდაპირ სახეში შეხედვას და იმის თქმას რომ ბოროტება, რასაც წარმოადგენს მისი ქმნილება, არაა სიკეთე. თუ კი ის სიმართლეს ამბობს, რაც მე არ ვიცი და რისიც მე არ მწამს... თუ კი მან შეგვქმნა...მას არ ძალუძს ჩვენი მოსპობა: ჩვენ უკვდავები ვართ! ბევრად მეტიც, მას უნდა რომ ასეთები ვიყოთ რათა გვაწამოს. მაშ, დაე გვაწამოს!
ის დიადია,მაგრამ თავის სიდიადეში ის არაა ჩვენზე, წინააღმდეგობის გამწევებზე, უპჰრო ბედნიერი ( ის ჩვენ ვერ დაგვადუმებს და თშვენ ვიტყვით რომ სამყარო ცუდადაა გაკეთებული,ცუდადაა შექმნილი)! სიკეთეს არ სურდა ბოროტების შექმნა. და გააკეთა კი მან სხვა რამე? დაე დარჩეს ის თავის დიდ მზიურ ტახტზე და აკეთოს სამყაროები რათა მარადიულობა ნაკლებად დამღლელი იყოს მისი უზომო არსებობისათვის და მისი განუყოფელი მარტოობისათვის!  დაე დაახვავოს სფეროები სფეროებზე : ის მარტოა, განუსაზღვრელი, უხსნადია თავის ტირანიაში. მას რომ უბრალოდ ძალუძდეს საკუთარი თავის მოსპობა,ეს იქნებოდა მისი ძალის საუკეთესო დზღვენი: მაგრამ ის მეფობს და მრავლდება უბედურებაში... სულებს და ადამიანებს, ჩვენ სიმპატიები გვაქვს და ვიტანჯებით რა ერთად, ჩვენ უსასრულოდ ბევრ კაეშანს და ვაებას ვამსუბუქებთ იმით რომ ყველას უსაზღვრო სიმპატია ამოძრავებს... ყველას მიმართ. მაგრამ ის, საწყალი თავის სიდიადეში, შეწუხებულია თავისი სიღატაკის აქტივობით,მან უნდა შექმნას და ის კიდევ ქმნის.

    კაენი.- შენ მელაპარაკები იმაზე რაც უკვე დიდი ხანია უტევს ჩემს აზრებს ხილვებში: მე ვერასოდეს ვერ ვუთანხმებდი ნანახს გაგონილს.ჩემი მშობლები მელაპარაკებოდნენ გველებზე, ხილზე და ხეებზე (მითები ვერ აკმაყოფილებს ცოდნას დახარბებულ კაენს). მე ვხედავ კარიბჭეს რომელსაც უწოდებენ მათი სამოთხის კარებს, რომელსაც იცავს ჩემი მშობლების და ჩემი გამძევებელი ქერაბინის ცეცხლისმფრქვეველი ხმალი.მე ვგრძნობ ყოველდღიური შრომის სიმძიმეს და უწყვეტ ნაღველს ( შრომა წყევლადაა შექმნილი და ნაღველს იწვევს თავდაპირველი ბედნიერების გახსენება); როდესაც მე ვჭვრეტ ჩემს ირგვლივ არსებულ სამყაროს, სადაც თითქოს ვარ არარაობა, ჩემში აღძრული ფიქრები შესძლებდნენ ყველაფრის დამონებას... მამაჩემი შეეგუა, დაემორჩილა ამას; დედაჩემმა დაივიწყა  ის ვინც მარადიული შეჩვენების საფრთხეში ჩაიგდო თავი და მას გაუჩინა  მისწრაფება მეცნიერებისაკენ ( სახელგანთქმული ვაშლი რომელიც გველმა უძღვნა ევას მოგლეჯილი იყო ცოდნის ხიდან). ჩემი ძმა არის ახალგაზრდა მწყემსი რომელიც თავისი ნახირის  ახალშობილებს უძღვნის იმას ვისი ბრძანებითაც მიწამ არაფერი უნდა მოგვცეს ჩვენის მხრიდან ოფლის დაღვრის გარეშე. ჩემი და ზილა დგება ფრინველებზე ადრე და გალობს რწმენით აღსავსე საგალობელს; და ჩემ ადას, ჩემს საყვარელს , არ ესმის ჩემი ნაღველი. აქამდე მე ვერ ვიპოვე ვერავინ ვისაც ექნებოდა სიმპატია ჩემს მიმართ... კარგი, უკეთესი იქნებოდა საქმის დაჭერა სულებთან.

   ლუციპფრი.- და შენ რომ არ გქონდეს  ასეთი ურთიერთობის ღირსი სული მე სულაც არ დაგენახვებოდი ისე როგორც მხედავ!  გველი იქნებოდა საკმარისი შენს საცდუნებლად ისე როგორც საკმარისი იყო  ის დედაშენისთვის (კაენი, აქტი პირველი, სცენა პირველი).

// მთარგმნელის შენიშვნა:  ასეთი რომანტიზმი ფაქტიურად იყო თანამედროვე სატანიზმის ნაირი სამწუხარო მოვლენის მშობელი,რასაც ბაირონის თხზულებების გარდა ადასტურებს ბოდლერის "ლიტანიები სატანისადმი". მაგრამ ეს ცალკე თემაა.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
   33.
ბაირონი; შრომა-დაუმსახურებელი ტკივილი :

  კაენი (მარტო).- მაშ ესაა ცხოვრება! შრომა!
და რატომ უნდა ვიშრომო?.. იმიტომ რომ მამაჩემმა ვერ მოახერხა სამოთხეში ადგილის შენარჩუნება ( სამოთხეში არ შრომობდნენ. რუსოს აზრითაც პირველყოფილი,ბუნებრივი ადამიანი არ შრომობდა). მე რა გავაკეთე, მე?
მე არ ვიყავი გაჩენილი, ჩემი მიზანი არ ყოფილა გაჩენა; და მე სულაც არ მიყვარს მდგომარეობა რაშიც ჩამაგდო გაჩენამ. რატომ დაუთმო მან გველსა და ქალს? ან რატომ დაისაჯა დათმობის გამო? რა დააშავა მან? ხე დარგული იყო და რატომ მისთვის არა? რატომ უნდა ყოფილიყო ის ხის გვერდით და რატომუნდა გაეხარებინათ ულამაზესი ხე?  მათ არა აქვთ პასუხი ყველა ჩემს შეკითხვაზე: " ეს იყო მისი ნება. ის კარგია". განა მისი სიკეთე მისი ძლიერებიდან გამომდინარეობს? მე ვსჯი მხოლოდ ხილით...და ჩემს მიერ კი არა, სხვის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ჩემი საკვები ხილი მწარეა...

   მე იძულებული ვარ დავამუშავო მიწა, მაგრამ ჩემს გულს ომი არ გამოუცხადებია მიწისათვის; მე აღშფოთებული ვარ იმით რომ არ შემიძლია მიწის მიერ ნატარები სილამაზით უშრომველად სარგებლობა; მე აღშფოთებული ვარ იმით რომ ვერ ვიკლავ ცოდნის წყურვილს და ვერ ვამშვიდებ სიკვდილისა და სიცოცხლის გაუთავებელ შიშს.

     ადამიანის სასურველი მეცნიერება მას უჩვენებს მხოლოდ მის სისუსტეს, მის არარაობას სამყაროში. მაშ ადამიანმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს მისი გამხნევება, ნუგეშისცემა და სიამაყე: თავის გონიერებათი და თავის ქედუხრელ მისწრაფებაში დამოუკიდებლობისაკენ და თავისუფლებისაკენ ( კაენი, აქტი II, სცენა II;)

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~     34.
    ბაირონი: კოსმოსის გაკვეთილი:

   ლუციფერი ( მას კაენი მიჰყავს სამყაროთა უზომობაში).-მე შენ ისევ გადაგიყვან დედამიწაზე სადაც შენ გაამრავლებ ადამის რასას რომელსაც მისჯილი აქვს შენი შიმშილისა და წყურვილის მოკვლა,შრომა,ცახცახი, ტირილი, სიცილი,ძილი და სიკვდილი. 

   კაენი.- და რატომ მაჩვენე ის რაც ვნახე?

  ლუციფერი.- განა შენ ცოდნას არ ითხოვდი? და იმით რაც მე გაჩვენე განა არ გასწავლე შენი საკუთარი თავის ცოდნა?

   კაენი.- სამწუხაროდ როგორც ვხედავ არარაობა ვარ. 

   ლუციფერი.- და აი რა უნდა იყოს მთელი ადამიანური ცოდნის ჯამი... მოკვდავი ბუნების არარაობის შე ცნობა (ესაა საუკუნის ბოროტების, საუკუნის ავადმყოფობის ერთ-ერთი კომპონენტი:  არარაობის ეს განცდა რომლისთვის თავის დაღწევას ცდილობენ სუსტები. 

გადაეცი ეს ცოდნა შენს შვილებს. ის მათ თავიდან
ააცილებს ძალიან ბევრ ტანჯვას.

    კაენი.-ქედმაღალო სულო! შენ ლაპარაკობ ამაყი 
ზიღით, უკადრისობით!  მაგრამ რა ბრწყინვალეც არ უნდა იყო, შენც ხომ გყავს უფროსი? 

     ლუციფერი.-არა!   მის მიერ დაკავებული ცით,
ჩემს მიერ მასთან გაზიარებული სამყაროების და სიცოცხლის უზომობათა უფსკრულით... მე მყავს დამმარცხებელი ვინც დამამარცხა, მაგრამ არა მყავს არავითარი უფროსი : მას აქებს და ადიდებს ყველა, ჩემს გარდა. მე მას არასოდეს არ ვასხავ  ხოტბას. მე კიდევ ვებრძვი მას, როგორც ვებრძოდი

მას ცაში...მთელი მარადიულობის განმავლობაში,
ქაოსის შეუღწევად უფსკრულებში, კოსმოსის უსაზღვრო რეგიონებში, საუკუნეთა უსასრულობაში. მე ყოველთვის დავუპირისპირდები მას,ყოველთვის დავუპირისპირდები მას ყველაფრის გამო (აქ ლიუციფერი ავლენს თავის ნამდვილ მასშტაბს: უნივერსალური კამათი და დაპირისპირება არსთან). უკანასკნელი სამყარო, უკანასკნელი ვარსკვლავი, სამყაროები ზედიზედ აცახცახდებიან სასწორზე და იქანავებენ მანამდე 
სანამ არ შეწყდება ეს დიდი ბრძოლა, თუ კი ის ოდესმე შეტწყდება; და ის კი არ შეწყდება მის ან ჩემს მოსპობამდე. ეჰ! ვის ძალუძს ჩვენი უკვდავების ან ჩვენი  დაუძლეველი და გაუთავე ბელი ურთიერთსიძულვილის ჩაქრობა? ის როგორც გა
მარჯვებული დამარცხებულს უწოდებს ბოროტების ღმერთს,მაგრამ სადაა თვითონ მის მიერ გაკეთებული სიკეთე? მე რომ გამავარჯვებული ვიყო მხოლოდ მის ქმნილებებს ეწოდებოდათ ცუდი. და თქვენ, ახალო მოკვდავებო, სულ ეხლახანს გაჩენილნო, რა გიძღვნათ მან თქვენ თქვენს ღატაკ სამყაროში?

   კაენი.- ძალიან ცოტა... და ზოგი ძალიან მწარე ძღვენია.

   ლიუციფერი.- დაბრუნდი,მაშ, ჩემთან ერთად
დედამიწაზე რათა იქ გამოსცადო ციური  საჩუქრები რაც მან გაჩუქათ შენ და შენიანებს.  ბოროტება და სიკეთე ასეთებია მათი არსით და არა მათი გამანაწილებლის ნებით. მაშ თუ ეს საჩუქრები კარგია მასაც კარგი, კეთილი უწოდეთ. მაგრამ თუ ისაა ბროტების წყარო არ მომაწეროთ ეს ბოროტება მე მანამდე სანამ არ დაადგენთ მის ნამდვილ წყაროს: და თავი შეიკავეთ სიტყვებით, თუნდაც სულის სიტყვებით განსჯისაგან,უფრო
განსაჯეთ თქვენი არსებობის ნაყოფით. თქვენ ფატალური ვაშლისაგან  საჩუქრად მიიღეთ ის რასაც შეიძლება ეწოდოს კარგი...თქვენი გონება...
არ დააჩაგვრინოთ ის ტირანულ მუქარებს რომელთა მეშვეობითაც მას უნდა ყოველგვარი სიცხადის და გარეგანი განცდის საწინააღმდეგოდ თქვენი გონების დარწმუნება არარსებულში ; იფიქრეთ და იტანჯეთ... შექმენით თქვენს გულში შინაგანი სამყარო სადაც უპირატესობის მოპოვებას შესძლებს გარეშე სამყარო; ამით თქვენ დაუახლოვდებით სულების ბუნებას და გამარჯვებული გამოხვალთ თქვენი ბრძოლიდან (ისინი ქრებიან; კაენი, აქტი მეორე, სცენა II). 

***************************************************************************************
 35
  ბაირონი-დაკარგული სამოთხის მონატრება:

  ადა. -ჩუმად, რბილად იარე, კაენ.

  კაენი.- კარგი, მაგრამ რატომ?

  ადა.- ჩვენს პატარა ენოქს სძინავს ამ ფოთლებში კვიპაროსის ქვეშ...

   კაენი.- იღიმება და სძინავს, ისევ იღიმება და სძინავს,  შენსავით ახალგაზრდა სამყაროს ახალგაზრდა მემკვიდრე: სიცოცხლე შენთვის ჯერ კიდევ მხოლოდ ბედნიერება და უმანკოებაა; შენ არ დაგიკრეფია მეცნიერების ნაყოფი; შენ ჯერ არ იცი რომ შიშველი ხარ; მოვა დრო როდესაც შენ დაისჯები დანაშაულისთვის რომელიც არც შენ და არც მე არ ჩაგვიდენია!მაგრამ ეხლა იძინე მშვიდად.!უფრო ღრმა ძილი აფერადებს მის ლოყებს; მის გრძელ ქუთუთოებზე თრთიან მბრწყინავი წამწამები; და მათი ფერი ისეთივე შავია როგორც მის თავზე მოქანავე კვიპაროსი; მისი თვალების ფარდები  ოდნავ გადახსნილია და ჩანს მათი მასულდგმულებელი ლაჟვარდი.ის უეჭველად ხედავს სიზმარს... რას? ალბათ სამოთხეს!.. კი, მას ესიზმრება სამოთხე! ჩემი მემკვიდრეობადაკარგული ვაჟიშვილი! ეს უკვე მხოლოდ სიზმარია: ვინაიდან ვერც შენ,ვერც შენი შვილები, ვერც შენი მამები ვერ ნახავენ სიტკბოებათა ამ ადგილს.

   ადა.-  ძვირფასო კაენ, ნუ დასჩურჩულებ ჩვენს ვაჟს ამ მელანქოლიურ სინანულს წარსულის გამო: რა საჭიროა მუდამ მოთქმა-გოდება სამოთხის გამო,
განა არ შეგვიძლია ჩვენ სხვა სამოთხის გაკეთება?

    კაენი.- სად?

  ადა.- აქ და ყველგან სადაც გინდა. სადმე სადაც შენ ხარ,მე არ ვგრძნობ ამ დასანანი სამოთხის არარსებობას: განა არ მყავხარ? განა არ მყავს ჩვენი ბავშვები, ჩვენი მამა, ჩვენი ძმა, და ჩვენი ნაზი და ზილა, და ჩვენი დედა ევა, რომლისგანაც ამდენი მივიღეთ გარდა სიცოცხლისა?

    კაენი.-კი... სიკვდილის მოვალეობაც მისგან მივიღეთ.

    ადა.-  კაენ! ეს ქედმაღლობა რომელიც შენ მოიტანე შენს  გუნებას  კიდევ  უფრო  აფუჭებს. მე მეგონა რომ ეს დაპირებული საოცრებები, წარსული და დღევანდელი სამყაროების ეს ხილვები, შენს სულს მოჰფენდნენ სიმშვიდეს და კმაყოფილებას ცოდნით. მე ვხედავ რომ შენმა მეგზურმა შენ ცუდი რამ გიქნა...

     კაენი.- მე ვნახე უსასრულო არსებათა სამახსოვრო ქმნილებები. მე გავიარე ჩამქრალი სამყაროები; და მარადისობის ჭვრეტისას მე მეგონა რომ  მან კიდევ რაღაც აიღო თავისი უზომობიდან; სული მე კარგად მეუბნებოდა რომ მე არაფერი, არარაობა ვიყავი!

   ადა.- რატომ ამბობდა ასე? იეჰოვა არ ლაპარაკობდა ასე.

    კაენი.-არა, ის დაკმაყოფილდა ჩვენგან გაეკეთებინა ის რაც ვართ; და მას შემდეგ რაც ის მოეფერა მტვერს მისთვის სამოთხის და უკვდავების გაკვრით ჩვენებით, მან მას მიუსაჯა მხოლოდ მტვრად ყოფნა... რატომ?

      ადა.- შენ ეს იცი...ჩვენი მშობლების მიერ ჩადენილი ცოდვის გამო. 

      კაენი.- და რა არის ეს ცოდვა ჩვენთვის? მათ სცოდეს, დაე მოკვდნენ!

      ადა.- რაც შენ თქვი არაა კარგი...და ეს აზრი არაა შენი,ესაა აზრი სულისა რომელიც შენთან ერთად იყო. ღმერთს მოეწონება თუ კი მე შევძლებ მათთვის სიკვდილს და მათი ცხოვრების გამოსყიდვას!

      კაენი.- მე შენსავით ვამბობ... ერთმა მსხვერპლმა (ქრისტემ) შესძლო  დაკმაყოფილება არსებისა რომელსაც სტანჯავს სიცოცხლის უსასრულო წყურვილი,
რათა ჩვენს ჩაძინებულ ბავშვს ვარდისფერი ლოყებით არასოდეს არ სცოდნოდა სიკვდილი და ტკივილი მის შემდეგ გაჩენილებისათვის გადასაცემად.

       ადა.- იქნებ არსებობს რაღაც გამოსყიდვა ჩვენი რასისთვის?

       კაენი.-უმანკოს დამნაშავის გულისათვის გაწირვით? რა იქნება ასეთი გამოსყიდვა? ჩვენ ვართ უმანკოები;
რა გავაკეთეთ ისეთი რომ ვიყოთ მსხვერპლნი ჩვენს გაჩენამდე ჩადენილი დანაშაულისა? რატომ უნდა გვყავდეს მსხვერპლნი ამ იდუმალი და უსახელო დანაშაულის გამოსასყიდად... თუ კი დანაშაული არაა ცოდნის წყურვილი?

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
    36.
   მაგრამ კაენს ბოლომდე არ გადაუტანია თავისი უბედურება. მისი ხვედრია მკვლელად გახდომა. ის თავის ძმა აბელს მოკლავს პერიპეტიებით რომლებიც
გვაგონებს კამიუს " უცხოს". უმანკო კრიმინალი, ის განასრულებს ბაირონის ადამიანის იმ ტიპს რომელიც მისი უიმედობით გაგიჟებული გამოწვევითა და ქედმაღლობით ხდება სატანას თანამზრახველი.

   მრავალ ენაზე მაშინვე გადათარგმნილმა ბაირონის შემოქმედებამ გამოიწვია უზომო ემოციური შოკი. ის ხიბლავს იმათ ვისაც თავზარს სცემს და მათ ჰგვრის უფსკრულის ჟრჟოლას. აი ამის მრჭემეტყველური მოწმობა:

    ლამარტინი: ლორდ ბაირონს ( Lamartine à lord Byron, ფრაგმენტი):

" შენ, რომლის ნამდვილი სახელიც ჯერ არ იცის სამყა   რომ,იდუმალო სულო, ანგელოზო თუ დემონო, ვინც არ უნდა იყო,ბაირონ, ბოროტი თუ ფატალური გენია,
მე მიყვარს სენი კონცერტების ველური ჰარმონია, როგორც მიყვარს ჭექა-ქუხილის და ქარების ხმაური რომელიც ქარიშხალში ერევა ნიაღვრის ხმებს!
ღამეა შენი ბინა, ძრწოლაა შენი სამეფო..."

   ასე ესალმება ფრანგი რომანტიკოსი ინგლისელ რომანტიკოსს

 ასე განამტკიცა რომანტიზმმა ქრისტიანობის  და ყველანაირი
რელიგიური ცივილიზაციის მკვლელი ამორალურ-იმორალური ესთეტიზმი, რომლის ექოც სულ ბოლო ხანს გაისმა თანამედროვე ქართველი "ბაირონისტი" გენიოსი რობიკო სტურუას შემდეგ სიტყვებში : ამქვეყნად არაფერია აკრძალული, მთავარია რასაც აკეთებ ლამაზად  გააკეთოო (ესე იგი  ბოდიში,მაგრამ განავალის ჭამა აკრძალული  არაა, ნებადართულია, მთავარია განავალი ნაზად და ლამაზად
მიირთვაო), ამცნო მან გაოცებულ რუსულენოვან სამყაროს BBC-ს ტალღებით. ესაა პოსტკომუნისტური ნეორომანტიზმის ფუძემდებლური დებულება. 

No comments: