11.20.2011

ცოტა რამ რომანტიზმზე-14


„მზის ნათელში მდგომი 
ანგელოზი“, უილიამ ტერნერი
 ვილჰელმ შლეგელი:
ანტიკური ტრაღედია და რომანტიკული დრამა:
    ძველთა დრამატული სისტემის და რომანტიკოსთა, ესე იგი არსებითად შექსპირის დრამატული სისტემის დაპირისპირების ღრმა მიზეზი უნდა ვეძებოთ ძველი, ანტიკური პოეზიის პლასტიკურ ბუნებაში და რომანტიკული პოეზიის  მხატვრულ, ფერწერულ   ბუნებაში. ქანდაკება ჩვენი აზროვნების კონცენტრაციას ახდენს  წარმოდგენილ ჯგუფზე. ის წარმოდგენილ ჯგუფს  შეძლებისდაგვარად   აშორებს მის გარემოს; და თუ  კი მას არ  შეუძლია გარემოს სრული მიჩქმალვა ის ტოვებს მხოლოდ მოკრძალებულ მინინიშნებას. ფერწერა კი,პირიქით, თავს იწონებს მთავარ ფიგურებთან ერთად მათი გარემომცველი დეკორისა და დეტალების
გამოსახვით.უკანა პლანზე ის ხსნის  უსასრულო სიშორეების სიღრმეებს. მის საკუთარ მაგიას წარმოადგენს განათება და პერსპექტივა.  სწორედ ასე ხდება რომ ძველთა დრამატული ხელოვნება და განსაკუთრებით ტრაღედია, ყურადღებას არ აქცევენ სივრცისა და დროის გარეშე რეალობებს,მაშინ როდესაც რომანტიკული დრამა იყენებს მათ ვარიაციებს მისი სურათების შესამკობად და გასამრავალფეროვნებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ნტიკური პოეზიის პრინციპია იდეალი, რომანტიკული პოეზიის პრინციპი კი მისტიკაა. პირველი დროსა და სივრცეს სწირავს სულის თავისუფალი სჰემოქმედებითობის გულისათვის, მეორე პატივს მიაგებს გაუგებარ მონაცემებს, მაგალითად ზებუნებრივ ძალებს რომელბშიც არის რაღაც ღვთაებრივი....

     კრიტიკოსები რომლებიც ძველებს მიიჩნევენ სამაგალითოებად როგორც პოეზიაში ისე ყველა სხვა ხელოვნებაში თვლიან რომ ხსნა არის მხოლოდ მიბაძვაში. მათი მტკიცებით ერებმა რომლებიც არ დაადგნენ ამ გზას თეატრში შექმნეს მხოლოდ უწესო, უწესრიგო ნაწარმოებები რომლებთაც შეიძლება ჰქონდეთ ზოგი ბრწყინვალე იზოლირებული დეტალი, მაგრამ რომელთაც ყოველთვის ბარბაროსულად აკლიათ მთლიანობის ერთიანობა...

    ეს განცხადება ყურადღებით დაკვირვებისას ძალიან საკამათოდ  გამოიყურება. ყოველი პოეტური ქმნილება მოითხოვს შეზღუდვებს რათა მათ ფარგლებში თავისუფლად  გაიშალოს : ეს გააცნობიერა ყველა ხალხმა. კი, გენიოსი ემორჩილება, ასრულებს ბუნებიდან გამომდინარე კანონებს, საწინააღმდეგო შემთხვევაში მისი ძალა იკარგება სიცარიელეში.  

  მაშ ხელოვანს ჩვენ ვერ მივცემთ ფორმის უგულვებელყოფის უფლებას. სხვათა შორის შემოქმედი ვერასოდეს ვერ უგულვებელყოფს ფორმას.მაგრამ ამ კინკლაობის დასამთავრებლად საჭიროა ნატჰლად განისაზღვროს ფორმის ის კონცეფცია,რომელსაც კრიტიკოსთა უმრავლესობა, განსაკუთრებით ისინი ვინც მოითხოვენ წესების მკაცრად დაცვას, აღიქვამენ მხოლოდ მექანიკური და არა ისე როგორც საჭიროა,ორგანული მნიშვნელობით.

    ფორმა მექანიკურია მაშინ როდესაც მას მოცემულ მასალას აძლევს გარეშე ჩარევა როგორც შემთხვევითი მოდიფიკაცია მის საკუთარ ბუნებასთან კავშირის გარეშე; როგორც რბილ მასალაზე აღბეჭდილი ფორმა რათა მასალამ ის შეინახოს განმტკიცებისას.

    ორგანული ფორმა, პირიქით,ბუნებრივი წარმოშობისაა. ის ფორმას აძლევს შიგნიდან და სრულყოფას აღწევს მაშინ როდესაც თესლი მთლიანად გაიფურჩქნება. ასეთი ფორმები ყველგანაა ბუნებაში, სადაც მოქმედებენ ცოცხალი ძალები მარილთა და მინერალთა კრისტალიზაციიდან მცენარემდე და ყვავილამდე და იქიდან ადამიანის სახის აგებამდე

   სახვით ხელოვნებაშიც, ისევე როგორც ბუნების სამეფოში, ბუნებისა რომელიც არის უზენაესი შემოქმედი,ყველა ნამდვილი ფორმა ორგანულია,ისინი განსაზღვრულია ქმნილების არსით. ერთი სიტყვით ფორმა არის ყოველი რამის ექსპრესიული,მეტყველი ხასიათი,ფიზიონომია რომელსაც ვერ დაამახინჯებს ვერც ერთი შემთხვევითი დეტალი და რომელიც ერთგულად მოწმობს ამ რამის საიდუმლო არსზე.

    აქედან გამომდინარე პოეზიის არსი  ადამიანის სახეობაში ყოველი რეინკარნაციისას უნდა ახლებურად გამოისახოს და ამისთვის მან უნდა შეითვისოს ახალ დროთა სუბსტანცია. პოეზიის ორიენტაციასთან ერთად იცვლება ფორმებიც.არ შეიძლება ახალი ჟანრებისათვის ძველი სახელების დარქმევა და მათი განსჯა ძველი წესების შესაბამისად. ყველა უნდა განსადჯოს საკუთარმა სასამართლომ. უნდა შევთანხმდეთ ამაზე : ინგლისელ თუ ესპანელ პოეტთა დრამატული ნაწარმოებების უმრავლესობა არაა არც ტრაღედიები და არც კომედიები ძველებური გაგებით. -უბრალოდ იმიტომ ეს რომანტიკული პიესებია. როდესაც რომელიმე თეატრი მის შექმნისას და განვითარების პროცესში არ იცნობდა უცხოურ მოდელებს და მას არც უნდოდა მათი ცოდნა,მას უნდა ჰქონდეს ბევრი უცნაურობები და თავისებურებები და ის მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს სხვა ერების თეატრებისგან რომელთაც მისაბაძად თვალწინ აქვთ საერთო მოდელი.  აი რა ჩანს დაუბრკოლებლად და სხვა რამ გასაკვირი იქნება.

     მაგრამ როდესაც შინაგანი გარეგანი განსხვავებების გვერდით ნათესაობის ყველაზე თვალშისაცემ ნიშნებს ავლენენ ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფიზიკურად, მორალურად და პოლიტიკურად ესოდენ განსხვავებულ ხალხებში როგორებიც არიან ინგლისელები და ესპანელები, ყველაზე ბრმებმაც კი უნდა გაიგონ რომ ორივე შემთხვევაში მოქმედებს ერთი და იგივე,ან,სულ მცირე, მსგავსი პრინციპი.

    ანტიკური ხელოვნება ეფუძნება დაპირისპირებულთა მკაცრ განცალკევებას ერთმანეთისაგან. რომანტიკული ხელოვნება ეფუდძნება მათ მჭიდრო შერევას. რომანტიზმი განუყოფლად აერთიანებს და ერთმანეთს უზავებს ყველაფერს დაპირისპირებულს,ბუნებასა და ხელოვნებას,პოეზიასა და პროზას, სერიოზულს და გასართობს,მოგონებას და წინატჰგრძნობას,სულიერებას და სენსუალობას, მიწიერს და ღვთაებრივს, სიცოცხლესა და სიკვდილს.უძველესი კანონმდებლები ორგანიზაციის მათ პრინციპებს  და მათ კანონებს აფიქსირებდნენ რიტმულ სენტენ-
ციებში. სწორედ ასე წარმოგვიდგენს ლეგენდა ორფეოსს, რომელმაც პირველმა შეიტანა ცივილიზაცია ჯერ კიდევ ბარბაროს ხალხსჰი ( მთარგმნელი-ორფეოსი, სხვათა შორის ხელმძღვანელობდა არგონავტების ლაშქრობას კოლხეთში). მთელი ძველი,ანტიკური  ხელოვნება არის ერთგვარი რიტმის მქონე საგალობელი, მუდმივი და უცვლელი კანონების ჰარმონიული გამოცხადება.

   საწინააღმდეგოდ ამისა რომანტიკული ხელოვნება არის გამოხატულება იდუმალი მისწრაფებისა ახალ-ახალ სოცრებათა განუწყვეტლად მშობელი ქაოსისაკენ;  ქაოსი იმალება სამყაროს წესრიგის ქვეშ და მის წიაღშიც კი. აქ წყლებზე ისევ ქრის სიცოცხლისა და სიყვარულის თავდაპირველი, საწყისი სული. ასე ხდება რომ კლასიკური პოეზია უფრო მარტივია, უფრო ცხადია, უფრო ჰგავს ბუნებას მისი ყოველი ნაწარმოების ინდივიდუალურ სრულყოფაში. რომანტიკული პოეზია კი, მიუხედავად იმისა რომ ის წარმოგვიდგება " პჰრაგმენტების" სახით უფრო ახლოსაა სამყაროს საიდუმლოსთან. კონცეფცია განსაზღვრავს ყოველ საგანს და მოვლენას თავისთავად, თუმცა ისინი არასოდეს არ არსებობენ მხოლოდ თავისთავად. გრძნობა, პირიქით მთლიანობას უცებ მოიცავს  (მოხსენება დრამატულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე, 1808,).  

No comments: