11.20.2011

ცოტა ამ რომანტიზმზე-1-13.‏


ეტიმოლოგია:
   სიტყვას " romantic" ინგლისელები იყენებდნენ 1650 წლიდან და ის აღნიშნავდა რაინდულ რომანებს და კელტურ ლეგენდებს რომლებიც ხიბლავდნენ როგორც
ხალხს ისე განათლებულ საზოგადოებას.ისინი იქ ნახულობდნენ საოცარის, იდილიური თუ სშემაძრწუნებელი სასწაულებრივის არეს.ესაა მოჯადოებული ტყეები, რაინდული სიყვარული, ჯადოსნური სასმელები და თავგადასავლები სასწაულთა ქვეყნებში, ჯადოქარი მერლინის და ფერია მორგანას ქვეყანა, ის სადაც წყაროები ლაპარაკობენ და ფრინველებს ამბები მიაქვთ დატყვევებული პრინცესებისათვის, სადაც მონსტრები თავზარს სცემენ შორეულ ქვეყნებს რომლებსაც ამ
მონსტრებისაგან ანთავისუფლებენ უშიშარი და უნაკლო რაინდები. აი სამყარო რომელსაც რომანტიულს უწოდებდნენ რომანტიზმის გაჩენამდე საუკუნენახევრით ადრე. უნდა აღინიშნოს რომ მასში  უკვე ჩანს რომანტიზმის დამახასიათებელი ნიშნები: მიმზიდველობა სამყაროსი რომელიც იმართება გულითადი, გულის მისწრაფებებით და არ ემორჩილება ბუნებრივ აუცილებლობათა რკინის კანონებს.  

   ეს სიტყვა გადავა საფრანგეთში და გერმანიაში სადაც ის სპორადულად ჩანს  ფაქტიურად მთელი XVIII საუკუნის მანძილზე დავიწყებულ თუ სახელგანთქმულ ტექსტებში. მაგრამ რომანტიზმის გასაბატონებლად საჭირო იყო კლასიკური სულის ამოწურვა და განმანათლებელთა პროგრესისტული ენთუზიაზმის დაუძლურება.

   2.‏
წყაროები და გავლენები:
  ყველა სფეროს ნოვატორთა ყველაზე ჩვეულებრივი რეფლექსებია ახლო თუ შორეულ წინამორბედთა პოვნა. გამონაკლისი არც რომანტიკოსები ყოფილან. ისინი ხშირად ფიქრობდნენ რომ მათი წამოწყება იყო წყაროებთან, საწყისებტთან დაბრუნება, რომ ისინი იყვნენ ნამდვილი თავდაპირველი დასავლური ხელოვნების პიონერთა მემკვიდრეები.

   ყველა ევროპულ ენაში ფაქტიურად არსებობდა მნიშვნელოვანი ცუდად შესწავლილი და ხშირად ევროპელებისათვის გაუგებარი ნაწარმოებები რომლებიც ახლოს იყვნენ ახალ სკოლასთან. იტალიაში, განსაკუთრებულად კლასიკურ ქვეყანაში, თვითონ ტალიელებზე მეტად უცხოელები სიხარულით პოულობდნენ გარკვეულ რომანტიულ კლიმატს, უფრო ძველს ვიდრე ყველგან სხვაგან, სასწაულებრივისა და მაგიის ატმოსფეროში რომელშიც არსებობდნენ არიოსტოს "გასჰმაგებული როლანდი" და ტასოს " განთავისუფლებული იერუსალიმი".
კიდევ უფრო განმაცვიფრებელი იყო თავისი მძლავრი რეალიზმით და ტრაღიკული სიდიადით "ღვთაებრივი კომედიის" უზარმაზარი მასივი. მეტაფიზიკურად
განწყობილებს იზიდავდა პეტრარკას პლატონიზმი და ჯორდანო ბრუნოს პანთეიზმი. ცნობილია ისიც თუ რა იქნება ვიკოს (Vიico) ისტორიის ფილოსოფია მიშლესათვის (Michelet),დიდი რომანტიკოსი ისტორიკოსისათვის,სინათლის სხივი რომელიც გაანათებს მთელს მის აზროვნებას.

   ახალი თვალით კითხულობდნენ აგრეთვე ესპანურ ტჰეატრსაც. მაგრამ ყველაზე მეტად ყველა ქვეყანაში სწავლობდნენ შექსპირს,რომელიც ყველამ და ყველგან გამოაცხადა თანამედროვე ხელოვნების მოდელად, " სულის ერთ-ერთ "უფსკრულად". მაკფერსონმა თვალი მიაპყრო გმირულ წარსულს,კატასტროფისა და ფატალურობის ცას. და ყველა აღაფრთოვანა
ბლეიკმა (Blake), რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა : ყოველ ჩვენთაგანს ნამდვილად შეუძლია ცხოვრება და ნამდვილად ცხოვრობს მის მიერ არჩეულ სამყაროში. შთაგონებული პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში ირჩევს მარადიულ მშვენიერებას. ის არის  ნამდვილი ალქიმიკოსი და ინერტულ მატერიას გარდაქმნის ცოცხალ ფორმად და მარადიულ სრულყოფილებად". ეს ფორმულები წინასტსარ გვამცნობენ ნოვალისის ეზოტერულ ინტუიციებს.

    გერმანიაში რომანტიზმი დაკავშირებულია გერმანული სულის ფარულ მის-
წრაფებებთან. ამას ადასტურებს ზღაპრების და ლეგენდების, ხალხური სიმღერების პოპულარობა, მისტიკური აზრის აყვავება- ნაწარმოებები რომელთაც უსჰუალო გავლენა მოახდინეს რომანტიზმის წარმოშობაზე როგორც წესი ახალია ან მისი თანამედროვეა.
ბურგერი, შილერი და გოეთე ცოტათი უფროსები არიან მათ თაყვანისმცემელ რომანტიკოსებზე. ყველაზე საკვირველია გოეთეს შემთხვევა.მას, კლასიკოსს,
ოლიმპიელს, ესალმებიან და აღმერთებენ შლეგელების, ტიკების, შელინგების წრეში და მისი პრესტჟი არანაკლებია ფრანგ და ინგლისელ რომანტიკოსებს შორის.

   შეუფასებელი არ უნდა დარჩეს არც ფრანგული წვლილი. რაინდული რომანები, ფაბლიოები (fabliaux ) და "მელას რომანი" ("Roman de Renart")კლასიკურ ხანაშიც ხიბლავდნენ როგორც უბრალო ხალხს ისე მწიგნობრებს. 1828 წელს სან-ბევი  ერთ შესანიშნავ ნაშრომში ლაპარაკობდა პლეადას პოეტების რომანტიკულ ასპექტზე. მაგრამ ყველაზე მეტია ჟან-ჟაკ რუსოს , ჟენევას მოქალაქის და დიდი ფრანგი მწერლის წვლილი.თუ კი დავინახავთ რომ რომანტიზმის მთელი არსი მდგომარეობს მის იმ რწმენაში რომ ადამიანური ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო არის ადამიანის გულში,რომ მხოლოდ გული გვაკავშირებს სამყაროსთან და გჰმერთთან მაშინ უნდა ვაღიაროთ რომ რომანტიზმი მთლიანად აღჭურვილი გამოვიდა " სიტყვიდან უთანაბრობაზე" და"ახალი ელოიზადან", მათი რევოლუციური ინტუიციიდან. ამის გამო ევროპული როლანტიზმის ყველა პრესტიჟულმა რუპორებმა ჰიოლდერლინიდან ბაირონამდე რუსოს მიაგეს პატივი როგორც თანამედროვე ლიტერატურის მამას.

   აი "წსყაროები" და "გავლენები" რომელთაც მრავლად ნახულობენ და კიდევ მრავლად ნახავენ ერუდიტები. მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ მათვის მეტისმეტად დიდი  მნიშვნელობის მინიჭებისაგან. ყველა ამ ფაქტორმა ხელი შეუწყო რომანტიკულ სინთეზს, მაგრამ მათ არ შეუქმნიათ ის. დიდი ლიტერატურული ეპოქის შემოქმედებითი სწრაფვა არ დაიყვანება ასიმილაციის პროცესზე.

  იგივე სიფრთხილეს გამოვიჩენთ ევროპული რომანტიზმის შიდა გავლენების განსაზღვრისას. ლაკისტები ძალიან ადრე იყვნენ მიღებული საფრანგეთში ვიწრო წრეებში. ბაირონმა დიდი ტრავმა მიაყენა ორი ათწლეულის ევროპულ პოეზიას. იტალიურმა დებატებმა არისტოტელურ ერთეულებზე  კარი გაუხსნეს ფრანგული რომანტიული თეატრის სიახლეებს. ეს დადგენილი ფაქტებია. მაგრამ ნაყოფიერი იქნება ფიქრი სან-ბევის (Sainte-Beuve ) ნათქვამზე. 1863 zელს ის სzერდა თავის ერთ-ერთ კორესპონდენტს : "ვქადაგებ რა იგივეს და გჰიად ვბაძავ ინგლისელ პოეტებს და ლაკისტებს, მე გაგაკვირვებთ, მე თქვენ გეტყვით თუ რამდენად ამოვიცანი მათში ნათესავები და უფროსი ძმები ბევრად უფრო ადრე ვიდრე მე მათ ახლოს გავიცნობდი და შევისწავლიდი... ხანდახან რამოდენიმე სიტყვა იყო საკმარისი ზმანებათა გასაღვიძებლად"
( წერილი W.Remond-ს).

    რა თქმა უნდა აქაა ავტორის კეკლუცობაც.ის ყოველთვის ცდილობდა თავისი ორიგინალობის ხაზგასმას,მაგრამ არსებითად შენიშვნა რჩება. რომანტიზმი იყო გლობალური და ერთიანი, მწყობრი მოძრაობა და მისმა თანდათანობითმა გავრცელებამ მთელს ევროპაში "გავლენებითა" თუ მათ გარეშე ბიძგი მისცა ერთნაირი პრობლემების, დამოკიდებულებების და გამოთქმების გაჩენას (გაგრძელება იქნება).

    3
ქრონოლოგიური ორიენტირები:
  •   რომანტიზმის გაჩენის თარიღად მიღებულია 1798 წელი.მას მოაქვს ორი გადამწყვეტი ფაქტი.ინგლისში ესაა Wordsworth-ის და Coleridge-ს " ლირიული ბალადების "გამოქვეყნება. ამ ბალადებით იწყება ლაკისტების ლირიზმი. წინასიტყვაობა იუწყება "ახალი პოეტური ენის, სპონტანური გამოხატვის" შესახებ. "ის განთავისუფლებულია XVIII საუკუნის საზოგადოებრივი პირობითობებისაგან და მიღებულია უბრალოთა ტუჩებიდან

    და იპოვის გულებისაკენ მიმავალ გზებს". ეს პოეზია თვალთმაქცი ფილოსოფიის ხრიკებზე უკეთესად გამოხატავს "დიდ გაკვეთილებს, მღელვარებებს, ზმანებებს რომლებზე უწყვეტი მედიტაციითაც იკვებება კაცობრიობა". 


      1798 წლის მეორე და კიდევ უფრო გადამწყვეტი ფაქტია გერმანიაში, იენაში, Athenaeum-ის დაფუძნება. ძმები შლეგელების ჟურნალი იყო დასაწყისის ნიშანი : ის ზედიზედ აქვეყნებს გამოკვლევებს და მანიფესტებს რომლებიც ქმნიან რომანტიზმის ნამდვილ ფილოსოფიას და ის გაავრცელებს ვაკენროდერის, ტიკის  და ნოვალისის თხზულებებს.  ამიერიდან რომანტიზმი ცხადდება პოეზიისა და ხელოვნების თანამედროვე ფორმულად. 


      დაუმატეთ ამას ფრანგულ გარემოებებთან შეგუებული დებატები დოქტრინაზე, რის პოპულარიზაციასაც 1800 წლიდან წსევა მადამ დე სტალის წიგნი "ლიტერატურაზე" . ყველაზე მეტად დაუმატეთ შატობრიანის "ქრისტიანობის გენია" და მაშინ თქვენ დაინახავთ რომ 1798-1805 წლებში იკვეთება რომანტიული მასივის პირველი მწვერვალი. 


       მეორე ტალღაც იწყება ინგლისიდან, ესაა ბაირონის დიდი სახელი და ხმა რომელიც

    ევროპას აავსებს ათიოდე ტსლის მანძილზე 1815-1825 წლებში. ამავე დროს ვინის მომადჯადოდებელი ჯანყის ცდუნებების პირისპირ ლამარტინი ავითარებს რამდენადმე

    მძაფრი სიდიადის ელეგიურ ლირიზმს. Bercheti  იტალიაში ახდენს ბურგერის და

    გოეთეს ადაპტაციას.  Manzoni  და Pellico  წერენ თავის პირველ დრამებს და აჩაღებენ კამათს არისტოტელური წესების თაობაზე. Hoffmann  და Eichendorf-იც სრულყოფენ გერმანული სულისთვის ძვირფას ფეერიულ თუ  ფანტასტიკურ წარმოსახვას.  ამასობაში კი თავის იტალიურ ლტოლვილობაში ორი დიდი ინგლისელი ლირიკოსი შელი და კიტსი

    მარტოობაში წერენ თავის ყველაზე პრესტიჟულ ლექსებს. ისინი თითქმის ერთდროულად გაქრებიან 1821 წელს, ოთხი წლით ადრე ბაირონის შთამბეჭდავ აპოთეოზამდე მისოლონგიში.


       მესამე რომანტიკული ტალღა 1828-1848 წლებში საფრანგეთშია.  განახლებისკენ სწრაფვა დაიმსხვრა გერმანიასა და ინგლისში; ის მეორე სუნთქვას ეძებს იტალიაში. სწორედ მაშინაა რომ კიდევ ერთხელ მწვერვალებს აღწევენ ჰიუგოსა და მიუსეს

    ტჰეატრი, " შემოდგომის ფოთლები", "ღამეები" და ვინის   მთავარი პოემები, ისტორიის აღმავლობა და სტენდალის და ბალზაკის რომანები.მათ გამოეხმაურება იტალია, სადაც მანზონი  " დაწინდულებით"  და ლეოპარდი " სიმღერებით" იტალიურ რომანტიზმს აძლევენ ყველაზე რეპრეზენტატიულ ნაწარმოებებს. 


       1848 წლის შემდეგ რომანტიზმის ხანა დასრულდა. ადამიანების სულში

    გაიმარჯვა პოზიტივიზმმა. ეკონომიკურმა აღმავლობამ განზე გასწია

    ფანტაზია და ოცნება და სახელი გაუტეხა მათ. მაგრამ რომანტიზმია არაჩვეულებრივად სიცოცხლისუნარიანი და მან გაგრძელება ნახა საუკუნის 

    მეორე ნახევარში.მწუხრის ამ წლებს თავის შუქს ჰფენენ ჰიუგოს ყველაზე თავბრუდამხვევი ნაწარმოებები, "ჭვრეტები", "სასჯელები"), "საუკუნეთა ლეგენდა"  და მისი აპოკალიპტური პოემები, "უმაღლესი მოწყალება""სატანას დასასრული","ღმერთი" (Dი. და უკვე მთელს ევროპაში რეალისტური ხანის მიღმა ვხედავთ მეორე რომანტიზმის გაჩენას. ის კი სხვადასხვა სახელებით (სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი თუ სხვ.) მოწმობს დიდი რომანტიული მისწრაფებების სიცოცხლისუნარიანობაზე.


    ძალის ხაზები:

    მაშ რა არის რომანტიზმი?


    ვალერის აზრით მისი განსაზღვრა სჰეუძლებელი იყო.


      რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ რომანტიზმის  რთული მოძრაობის საოცარი სიმდიდრის ჩაკეტვაზე ვიწრო ფორმულაში. მაგრამ შესაძლებელია  მისი დიდი ორიენტაციების ამოცნობა და ეს უნდა ვცადოთ (გაგრძელება იქნება). 


    4.‏
საწყისი არეულობა:

  რომანტიული თავგადასავლის საწყისში უეჭველად არის ერთი ძალიან გავრცელებული
კონსტატაცია რომელიც, და განსაკუთრებით დღეს ბანალური გახდა და რომელიც ხსნის
რომანტიზმის ძლიერ გავლენას და მუდმივობას.

  ამ საწყისის, ფუძემდებელი დებულების თანახმად ადამიანის წადილები და მისწრაფებები არ შეეფერება იმ სამყაროს რომელშიც ის არსებობს. მას შემდეგ რაც ადამიანი დაინახავს თავის მდგომარეობას და შეიცნობს თავის მისწრაფებებს მას იპყრობს მწარე იმედგაცრუებები. ადამიანი სწრაფად არწმუნებს საკუთარ თავს რომ ის ზედმეტია სამყაროში, ან, სულ მცირე, იმაში რომ ის ვერ პოულობს ამ სამყაროში თავის კუთვნილ ადგილს, რომ ამ სამყაროს ადამიანისა არ ესმის,რომ არავინ არ სცემს პასუხს ადამიანის ძახილს,რომ მას სააქაოში არა აქვს თავისი მოწოდების განხორციელების საშუალებები.

   "და რას გააკეთებენ ამ მდაბალ სამყაროში ჩვენი სიყვარული და ჩვენი რწმენა?"
(ნოვალისი).

 ამას უპასუხებენ რომ ასეთი უკმაყოფილება, დაბნეულობა იყო ყოველთვის, რომ ყოველ
ხანაში იყო ეჭვის, შფოთისა და ნაღველის მომენტები რომლებიც ყველაზე დარწმუნებულთა და უზრუნველყოფილთა ფეხქვეშ ხსნიდნენ უფსკრულებს.  შესაძლებელი იყო ლაპარაკი კლასიკოსთა რომანტიზმზე; ნამდვილი რომანტიული აქცენტები ნახეს ალექსანდრიელებში (Alexandrins) და რომაული ხანის დასასრულის
მზერლებში. მაგრამ რომანტიულ ნაღველსა და შფოთს არასოდეს არ მიუღია ისეთი გაქანება და მასშტაბი როგორც ეს მოხდა XIX საუკუნის დასაწყისში,ის არასოდეს არ წასულა ესოდენ ღრმად და ესოდენ შორს.გასულ საუკუნეებს ჰქონდათ წარმავალი, დროებითი ცდუნებები, მათ განუცდიათ ტრომანტიული გზნება,მაგრამ  ყველაფრის წამლეკავი რომანტიული ტალღა განიცადა მხოლოდ XIX საუკუნემ. თუ კი დავუშვებთ რომ  დასავლეთის ევოლუცია საბოლოო ანგარიშით დაიყვანება ინდივიდის თანდათანობით განთავისუფლებაზე ვალდებულებებისაგან და პასუხისმგებლობისგან (desengqgement), ინდივიდისა რომელიც ზედიზედ  ამსხვრევს სულიერების, საზოგადოების და მორალის კოლექტიურ
სტრუქტურებს, სათქმელია რომ რომანტიზმი წარმოადგენს ინდივიდის ვალდებულებებისაგან განთავისუფლების პირველ რადიკალურ მცდელობას, რომელიც, სხვათა შორის, კომპენსირებულია ახალი სულიერების, ახალი საზოგადოების და ახალი მორალის შემოღებით.

მთელი ეს სიახლე ეფუძნება ჟან-ჟაკ რუსოს მიერ გამოცხადებული ახალი ღმერთის, 'მე'-ს თავისუფლებას. 

   კლასიკოსები იცნობდნენ ამ საწყის შფოთს, მაგრამ მის გამოწვევას ისინი სხვანაირად პასუხობდნენ. ინსტიტუტების  დამამშვიდებელი გავლენით ისინი ფიქრობდნენ
რომ სამყაროსა და მათი ' მე'-ს გაყრა დროებითი მოვლენა იყო და ისინი თავს ირწმუ-
ნებდნენ იმაში რომ   კლასიკოსების  ძალისხმევის მიზანი იყო სწორედ გონიერ და სოციალურ არსებებად ყოფნა, რაც მათ აკისრებდა პასუხისმგებლობას მათ ბედზე, კომპრომისების განსაზღვრას, პერსონალური თუ კოლექტიური  შეთანხმებების შემუშავებას. ყოველივე ეს მათი აზრით  აუცილებელია იმისათვის რომ არსებობა ასატანი და ზომიერების და სიბრძნის წყალობით ბედნიერიც კი იყოს. საბოლოო ანგარიშით კლასიკოსი იღებს ადამიანურ თავგადასავალს და მიზნად ისახავს ამ თავგადასავლის წარმატებით განსრულებას.

   განსაკუტჰრებით მნიშვნელოვანია გოეთეს შემთხვევა. აი დიდი კლასიკოსი მწერალი რომელმაც ბევრზე უფრო ძლიერად განიცადა უიმედობის, უკმაყოფილებისა და დჯანყის ელდა და ზარი და ყოველივე ეს განსაკუთრებული ძალით გამოხატა ვერტერში, მაგრამ გოეთემ უარყო ამ გრძნობათა ტირანია და მტკიცედ გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა თავბრუსხვევისთვის და საკუთარი, როგორც ბუნებასთან და კაცობრიობასთან შერიგებული ადამიანის ბედის აგება ზომიერებისა და სიბრძნის შესაბამისად.

  რომანტიკოსი კი პირიქით, ინსტინქტურად უარყოფს სამყაროს და მიწიერ პირობებს. ის დარწმუნებულია რომ არის უსამართლო ბედის უმანკო მსხვერპლი.ის გადაწყვეტს თავისი პიროვნების აგებას  ანათემაზე და და მისი არარაობის შექმნასა და განცხადებას. ესაა სახელგანთქმული  "საუკუნის ბოროტების", "საუკუნის ავადმყოფობის' ("mal du siécle")  ფესვი.მოდამ ეს ავადმყოფობა რამოდენიმე წელიწადში გაავრცელა როგორც ნამდვილი მორალური ეპიდემია მთელს ევროპაში. ის ტემპერამენტების შესაბამისად წარ-
ოადგენს ორ  ერთმანეთისაგან განსხვავებულ ასპექტს: ბედისადმი მელანქოლიური მორჩილების მინორულ ტონალობას და ჯანყისა და გამოწვევის მაჟორულ ტონალობას. 
ზოგ რომანტიკოსს, მაგალითად ლეოპარდის, მოიცავს აბსოლუტური უიმედობა. სხვები,მაგალითად შელი  თუ ვინი,მას აქცევენ ამოსავალ წერტილად და იმედს ამყარებენ ადამიანის ძალისხმევაზე. მათი წინასწარმეტყველების თანახმად ადამიანი წმინდა სულის ეგიდით და მეცნიერებითა და ძმობით ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე დაამყარებს ' სამართლიანობის ხანას', " სამართლის ხანას".
და ბოლოს, უდიდესი უმრავლესობა, ტრადიციათა გაკოტრების მიღმა პოულობს რწმენას ღვთაებრივი პრინციპისა რომელსაც ადამიანი აღწევს თავისი ' მე'-ს ინტუიციით. ჩვენ მას დავუბრუნდებიტჰ. ეხლა დავაფიქსიროთ ის უმთავრესი მნიშვნელობა რაც რომანტიულ დემარშში აქვს საწყის უიმედობას. ის აფუძნებს ნოსტალგიას და ხსნის შემდგომი მისწრაფებების პათეტიკას.

"მე"-ს  აღმოჩენა:
   მის მიერ უარყოფილი სამყაროსათვის ზურგის შექცევის შემდეგ რომანტიკოსი გადაეშვება წარმოსახვის უსაზღვრო სივრცეებში. სწორედ იქ ნახავს ის თავშესაფარს და თავისი ბედნიერების ადგილს. . წარმოსახვა, ფანტაზია არის რომანტიკოსისათვის ადამიანის უნართა, ნიჭთა და შესაძლებლობათა დედოფალი. ფანტაზია უხსნის რომანტიკოსს უკიდეგანო სივრცეებს, ხან წმინდა ფიქციის სამყაროს და ხან ააღორძინებს წარსულს. ფანტაზია ზოგჯერ ადამიანს წარუდგენს გასულიერებულ სინამდვილეს. არსებობს რომანტიული რეალიზმი, განსაკუთრებით გამოკვეთილი ინგლისელებში. ის
ჩანს ბალზაკის აღწერების გულმოდგინებაში და ის ერევა ფანტასტიკის ყოველ ქმნილებაში, რითაც გამოირჩევიან კოლრიჯი,ჰოფმანი თუ ჰიუგო.

   წარმოსახვა, ფანტაზია, აი დიდ და პატარა რომანტიკოსთა ნამდვილი სამშობლო. ის უკლავს მათ ემოციათა წყურვილს. წარმოსახვაში პოულობენ რომანტიკოსები შემძვრელ, აღამაფრთოვანებელ და ნაღვლიან, შემაძრწუნებელ, მტანჯველ და სინაზით აღსავსე მომენტებს როდესაც სული  თავს უფრო ინტენსიურად და უფრო ნათლად განიცდის.

    მაგრამ სინამდვილის უარყოფა რომანტიკოსს ყველაზე მეტად უბიძგებს მისი შინაგანი სამყაროს გამოკვლევისკენ. თავის საკუთარ უფსკრულში ჩაძირული რომანტიკოსი აღმოაჩენს მთელს მის არსში ფესვგადგმული გონიერებისა და მოქმედების აბსოლუტურ
პრინციპს. რაც უფრო მეტს ჭვრეტს რომანტიკოსი ამ პრინციპს, მით უფრო  მოჯადოებულია ის ამ აღმაფრჰრთოვანებელი არსებობით და მით უფრო ხედავს ის მისი იდუმალი ძალების განვითარებას და ეს განვითარება შლის არსებებს შორის აქამდე არსებულ საზღვრებს, ხდება შესაძლებელი ურთიერთობა ბუნებასთან და საყოველთაო, უნივერსალურ სიცოცხლესთან. ასე აღმოაჩენენ რომანტიკოსები მათ"'მე"-ს, ამ პიროვნულ, პერსონალურ აბსოლუტს რომელიც იქცევა მათთვის ადამიანის და სამყაროს ახლებურად ხედვის წყაროდ. მისი ყველაზე კატეგორიული და ამბიციური ფორმულირება არის გერმანულ ფილოსოფიაში, ფიხტესთან: 


   " შეაქციე ზურგი ყველაფერს რაც შენს ირგვლივაა,შეხედე შენს შინაგან სამეფოს: აი პირველი მოთხოვნა რასაც ფილოსოფია უყენებს მის ადეპტებს, შენს გარეთ არსებულს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა: თვითონ შენ ხარ ერთადერთი პრობლემა".

   სწორედ აქედან გამომდინარე უნდა გავიგოთ რომანტიკული ინდივიდუალიზმი. ლაპარაკობდნენ ქედმაღლობაზე, ანარქიულ სუბიექტურობაზე. სინამდვილეში ლაპარაკია ამ ამოუძირკველ რწმენაზე რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს მის სიღრმეში აქვს ჭეშმარიტების მისი პერსონალური პრინციპი, რასაც არაფერი სჯობს. 
ასე გაჩნდა გულის მორალი და რა მნიშვნელობა აქვს იმას თუ კი ის უპირისპირდება არსებული საზოგადოების მორალს; ასე გაჩნდა გულის საზოგადოება. მერე რა რომ ის უტოპიურია, ის გრძნობს რომ მას აქვს ტრადიციის მობერებული სტრუქტურების უარყოფის უფლება; ასე ჩნდება გულის რელიგია,რომელიც განაახლებს ტრადიციულ რელიგიებს და უპირატესობას აჭებს თავის საკუთარ მისწრაფებებს.

   "მე"-ს ეს ავტონომია, სხვათა შორის, სულაც არ გამორიცხავს სულების, სულ მცირე მათი მოწოდების ერთგული სულების, ღრმა თანხმობას, ერთგვარ წინასწარგანსაზღვრულ ჰარმონიას ამ სულებს შორის. მაგრამ ყოველი მათგანი არის ჭეშმარიტების მისი პერსონალური პრინციპის მატარებელი და ყოველი მათგანი თავისუფალია
თავის გრძნობებში და თავის ქმედებებში ამ იდუმალი ზიარება-ერთობის შიგნით
 ( გაგრძელება იქნება).

 5.‏
 ბუნება და სიყვარული:
  ბუნების რომანტიულ განცდას ხშირად უყურებენ როგორც ბავშვურ ხატს რაც გზას უხსნის ყოველგვარ ირონიას და უხეშ ხუმრობებს.  პოეტი  რომელიც ურთიერთობს მთასთან და ქარიშხალთან, რომელიც  მათგან იღებს გაკვეთილებს, რჩევებს, უსმენს მათ აღსარებებს. მთები და ქარიშხლები ამხნევებენ პოეტს ისე როგორც დედა ამხნევებს თავის ბავშვს. აი უხეში და გამარტივებული ფიქციები რომლებიც სიტყვა-სიტყვით გაგებულნი სახელს უტეხავენ ოპერაციებს რომელთა აღწერაც სურთ. პოეტი მართლაც სხვებზე უფრო
ახლოსაა ბუნებასთან, მას ბუნებასთან აკავშირებს უფრო უშუალო სიმპატია, მაგრამ პოეტი თავიდან  არაფერს იგებს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ესოდენ გულუბრყვილო, ანტროპომორფული წარმოდგენით, ის ამ შემთხვევაში კარგავს ნდობას და ნამდვილი კონტაქტის შანსს.

  გაზაფხულს ფაქტიურად არასოდეს ულაპარაკია ადამიანთან; ყვავილს, ჩანჩქერს თუ მზეს არ ესმით რომ ისინი ესაუბრებიან ადამიანს. ისინი წარმოადგენენ ყველგან მოქმედ ვიტალურ ძალას,უნივერსალური, საყოველთაო სიცოცხლის ვიტალურ ძალას : მაგრამ ეს ესმის პოეტს. სტსორედ ის გრძნობს რომ ჩართულია ბუნებაში და ამას ადასტურებს მისი გულის ენთუზიაზმით აღსავსე ჩვენება. სწორედ პოეტი განიცდის თავს ამ საოცარი ჩქეფის ძმად და მესაიდუმლოედ მის ყოველ მანიპჰესტაციაში. რომანტიკოსებს ეს არასოდეს დავიწყებიატთ. ჰილდერლინმა  ნაღვლიანად განიცადა ეს დაკარგული ურთიერთობა ბუნებასთან, დიდ კოსმიურ ძალებთან, ღმერთებთან. და სწორედ ბუნებასთან აღდგენილი ურთიერთობის ირგვლივ ხდება ცოდვათა მონანიებაზე, გამოსყიდვაზე ოცნებების ორგანიზება.  და თუ კი მართალია რომ ყველა რომანტიკოსი ზოგჯერ ოცნებობდა  გაზაფხულთან გაიგივებაზე და იმის  სჯეროდათ რომ ისუნთქავდნენ ბუნებაში არსებულ  მთელ სიცოცხლესა და სიყვარულს, მართალია ისიც რომ მათ  უფრო ხშირად გულს უტეხავდა შორი და ცივი ბუნების გულგრილობა.

   რომანტიკოსებმა ფაქტიურად იციან რომ ბუნებასთან მათი საოცნებო ერთიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საიქიოში სადაც გაერთიანდება ყველაფერი რაც დაყო და გათიშა რეალურმა ცხოვრებამ. ესაა რომანტიკოსთა მისტიკის ერთ-ერთი პოსტულატი.

   სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოვაქციოთ ესოდენ ხშირად გამოხატული მათი ნატვრა, ბუნებასთან მჭიდრო კავსჰირის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზე, რაც შეიძლება გვიან მოჭრაზე ჭიპისა რომელიც მათ აერთიანებს ბუნებასთან საიდანაც ისინი არიან გამოსულნი ვინაიდან ინდივიდუალური ცხოვრება ადამიანს ჩამოაშორებს ბუნებას და აქცევს ქედმაღალ და ეგოისტ არსებად. აქ ჩანს ჟან ჟაკ რუსოს პირველი ინტუიცია. 

(მთარგმნელის ჩანართი:   ბუნებისაგან გარდაუვალ გაუცხოებას და ადამიანის შთან-
თქმას ბოროტების წყაროდ ქცეული საზოგადოების მიერ გმობს ლფრედ დე მიუსეც შემდეგ საშინელ ლექსსში :


"უბედურება ახალშობილებს !
უბედურება დედამიწის იმ კუთხეს
სადაც ღვივის თესლი,რომელსაც
ეცემა ორი გამხდარი ხელის ოფლი !
წყეულია  სისხლის და სიცოცხლის და-
მაკავშირებელი ძაფები !
წყეულია ოჯახი და საზოგადოება !
( "Malheur aux nouveaux-nés !
Mqlheur qu coin de la terre où gérme la semence. 
Où tombe la sueur de deux bras décharnés!
Maudirs soients les liens du sang et de la vie! 
Maudite famille et la société!
Musset, Prémières poesies).

 საერთო ჯამში რომანტიზმის ფუნდამენტური,მთავარი მისწრაფებაა ადამიანისა და ბუნების ზიარების, მათი ერთიანობის განახლება და ზიარება, ერტჰიანობა ღმერთთან.

   ამ ზიარების, ამ ერთიანობის აქტიური ძალა რომანტიკოსების აზრით არის
სიყვარული.


 6.‏
ცნება სიყვარული ფარავს მნიშვნელობათა ფართო წრეს:
   პირველი რიგში ნისჰნავს ვიტალურ ინსტინქტს, რომლის ძალითაც სახეო-
ბები მრავლდებიან და იგრძელებენ სიცოცხლეს: სიყვარული სიცოცხლის წყარო, რომელსაც უკვე განადიდებდა  ლუკრეციუსი  ბუნებისადმი მიძღვნილი თავისი მოემის მიმართვაში.

   მაგრამ უფრო ზოგადად ცნება სიყვარული აღნიშნავს ბუნების ყველა არსების გამაერთიანებელი უერთიერთსიმპატიის და ამ არსებების მიერ ერთმანეთის მოხიბლვის ძლიერ განცდას რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს ერთიანობასა და სიმწყობრეს. სიყვარული არის იდუმალი ძალა რომელიც ტყეებს მიმარ-
თავს სინათლისაკენ, რომელიც გადახსნის მზისკენ ყვავილს და ციური მაცოცხლებელი წყლებით აღადგენს გადამხმარ მიწას. ამ სიყვარულის
განსახიერებებია, ავატარებია კრისტალების მინერალური გეომეტრიაც, სამყაროთა ბრუნვაც კოსმოსში მათი მზეების ირგვლივ.  

   მართალია რომ სიყვარულის ამ ყველგან ყოფნას ხედავენ მხოლოდ პოეტები. გონიერი ადამიანები ხედავენ მოვლენათა მხოლოდ უკანა პირს. ისინი ლაპარაკობენ კანონებზე, ბუნებრივ საჭიროებებზე და წარმოიდგენენ ერთგვარ ულმობელ მექანიკას რომელიც აუხსნელს სტოვებს მხოლოდ მის მამოძრავებელ ძალას.  

     რომანტიკოსის აზრით ყველაფერი ცოცხალია და ყველაფერი ცოცხლობს სიყვარულით, ის გრძნობს თავის გულში სიყვარულის ტალღებს რომელიც შეყვარებულს უბიძგებს უსასრულო ძიების გზაზე შედგომისაკენ, გამოცხადების, ზმანების ძიებისაკენ. რომანტიკოსის  ' მე'-ს მუდამ ესმის გღვთაებრივის ძახილი. და სწორედ ასეთად წარმოიდგენს რომანტიკოსი ცისა და მიწის მამოძრავებელ ძალებს, თუნდაც ისინი არ ხედავდნენ მათ საერთო არსს. თავის უმდიდრეს ტსამებში რომანტიკოსი გრძნობს ერთიანობას სამყაროსთან, აქტიურად  მონაწილეობს სამყაროს ღრმა ცხოვრებაში . ისეც ხდება ხოლმე რომ ამ უნივერსალური,საყოველთაო სიყვარულით გამსჭვალული რომან-
ტიკოსის აზრით სასწაულიც, ბუნებისა და კაცობრიობის სიყვარულით  გარდაქმნის, აღორძინების სასწაულიც ხელის ერთ გაწვდენაზეა თითოს. საყოველთაო სიყვარულით გამსძვალული რომანტიკოსი გრძნობს რომ თვითონაცაა დაკავშირებული გარდაქმნა-აღორძინების ამ პროცესთან. ჩნდება სივრცისა და დროის მიღმა არსებული მაგიური სამყაროს, დაბრუნებული სამოთხის მირაჟი. ამ სამყაროში ბატონობს სიყვარული. განსაკუთრებით ნოვალისის მისტიკა ბრუნავს დაუღალავად ამ აკრძალული საზღვრების ირგვლივ. მაგრამ ეს გიჟური იმედები ნაკლებად ცხადად განსაზღვრული ჩნდება სხვებთანაც.ისინი აფერადებენ ყველა რომანტიულ გამოვლინებას. მართალია რომ ისინი იშვიათად წარმოადგენენ ტრიუმფის მოზეიმე აქცენტებს. უფრო ხშირად ისინი სულს სტანჯავენ აუხდენელი ოცნების სახით. და ეს შეუძლებლობა და აუხდენლობა არის ადამიანის წყეულობის ყველაზე  აშკარა, ყველაზე ხილული ნიშანი. შეუძლებელია დედამიწაზე პოვნა ყველა მისწრაფების დამაკმაყოფილებელი ქალისა: ეს ტრაღიკული განცდა სტანჯავს დონ ჟუანს. შეუძლებელია აღდგენა კონტაქტისა კოსმიურ ღვთაებებთან:
მზესთან, ცასთან, მდინარესთან თუ მთასთან; ეს დრამა უბნელებს გონებას ჰიოლდერლინს. და რამდენად მიუწვდომელია თავისუფალი საზოგადოება რომელზედაც განუწყვეტლად ოცნებობდა ამდენი სოციალური ტომანტიკოსი. და ყველაზე მეტად ეს კავშირი ღვთაებრივ პრინციპთან, რომელშიაც ხედავენ რომანტიკოსები თავის დანიშნულებას და რომლის ამქვეყნად, სიცოცხლეში, სიკვდილამდე რეალიზაციის იმედი მათ არ აქვთ.

   აქ ჩვენ ვეხებით რომანტიზმის თანდაყოლილ წინააღმდეგობას : ერთის ხრივ იმედი იდეალური სამყაროსი რომლის უარყოფაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის უარყოფის გარეშე ;მეორეს მხრივ სააქაოს, რეალობის მიერ უარყოფა ამ იდეალისა რომლის გარეშეც რომანტიკოსს არსებობა არ ძალუძს. სწორედ ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ორ პოლუსს შორის ჩქეფს რომანტიკული სულიერების ყველაზე პათეტიური გამოვლინებები.

    7.‏
ზეგრძნობიერებები ( ტtranscendances):
   საიქიოს იდუმალი სამყაროსაკენ სიყვარულის სამეფო კარიბჭის გარდა მივყავართ მრავალ საიდუმლო კარსაც. არასოდეს არ ყოფილა მათი მიდამოები ისე ყურადღებით შესწავლილი როგორც რომანტიზმის ხანაში.

აი პირველ რიგში ადრეული ბავშვობის ბუნდოვანი სივრცეები როდესაც თავის წყაროსთან ჯერ კიდევ სულ ახლოს მყოფ ადამიანს თითქოს ახსოვს რაღაც წინა ცხოვრებიდან. ვორდსვორტი და ჰიოლდერლინი მასში დიდხანს და შთამბეჭდავად ყურყუმალაობდნენ. მრავალ სხვასთანაც ამ დალოცვილი ასაკის მოგონებები შეიცავენ მისი წარმომშობი სამყაროს ლანდებს. ბავშვობის მოგონებების უწყვეტობაში პოეტები ხშირად ხედავდნენ დაცვას  ცხოვრებისეულ ბრძოლაში ჩაბმული სრულწლოვანი ადამიანის დაცემისა და უარყოფებისაგან. ბავშვობის სული მოქმედებს როგორც თილისმა და ინახავს ბუნების საწყის შთაგონებას.

   იგვე გავლენას ახდენენ დჯადოსნური ზღაპრები, რომლებიც არის ხალხთა ბავშვობის   ქმნილება.  ყველაზე საიდუმლო და ყველაზე უბრალო ჭეშმარიტებები სწორედ იქ გადაიქცევიან სპონტანურად პერსონაჟებად და მოქმედებებად. სწორედ იქ ემორჩილება ბუნება წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გულის კანონებს და აკმაყოფილებს სასწაულებრივის თანდაყოლილ ადამიანის მოთხოვნილებას.

   მაგრამ სამყაროს მიერ მათთვის დამალული  სულიერი სინამდვილის პოვნას
რომანტიკოსები ყველაზე მეტად სიზმარში ცდილობენ. წამოწყებამ შეიძლება მოითხოვოს ფსიქოლოგიური საფუძველი. ძილი წყვეტს კონტაქტს გრძნობად სამყაროსთან. ის ანთავისუფლებს სულს ფაქტების მუდმივი კონტროლისაგან.
ღამესავით, რომლის ეფექტიც მსგავსია, ის სულს აძლევს ასპარეზს და მოძრაობის ტოტალურ თავისუფლებას. ის სულს უბრუნებს მის საკუთარ თავს.
ამის საპასუხოდ იტყვიან რომ ამ მდგომარეობაში მყოფი სული სუფთა ფურცელია და სიზმარი, მაშ, არაფერს არ ამჟღავნებს. რომანტიკოსები კი დარწმუნებული არიან იმაში რომ სულის სიღრმეში არის სიცოცხლის წყარო და სამყაროსთან დამაკავშირებელი ღვთაებრივი პრინციპი.მას აქვს თავისი საკუთარი მისწრაფებები; მასში ჩაწერილია ადამიანის ბედი და სიზმარი სწორედ მას ამჟღავნებს, მაშინაც კი როდესაც მისი განზრახვები და წადილები შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დღის რეალობისაგან აღებული ხატებით.

   ბევრად მეტიც, სიზმარი განთავისუფლებულია დროისა და ადგილის მონობათაგან. მის წინაშე ერთდროულად არის აწმყო,წარსული, მომავალი. ის ტკბება ყველგან ყოფნის უნარით. ამას აქვს უცნაური შედეგი, რასაც ხშირად ახსენებენ სიზმრის პოეტები. ისინი განიცდიან ძველი სიახლოვის ამაღელვებელ შთაბეჭდილებას, მათ აქვთ  "უკვე ნანახის"  განცდა. ეს უცნობი ქვეყანა, ეს ნოსტალგიური არე, სადაც სიზმრის მნახველი ბოლოს და ბოლოს თავს საკუთარ სახლში გრძნობს, არის მისთვის თავიდანვე ცნობილი დავიწყებული სამშობლო. სიზმრის მნახველთან მისული ადამიანი თვითონ ისაა, მისი ორეულია, რომელიც მას გამოეცხადა მისი ცხოვრების ყველა მძიმე წუთში. ქალი, რომლის უეცარი გამოჩენაც მას აღელვებს და ავსებს, მან უკვე ნახა სხვა ცხოვრებაში. და ეს სწორედ ის ქალია რომელსაც ის ხედავს ყოველ საღამოს სცენაზე საითაც მიდის როგორც მოჯადოებული...

   ასე ხდება რომ სიზმარი ყოველ წუთს შემოდის ცხოვრებაში: სინამდვილე და სიზმარი ერევა ერთმანეთს, იგივდება ერთმანეთთან.  იშლება, განეფინება ერთი და იგივე არსებობა. ეს ხდება ხან დღის სინათლეზე და ხან შინაგანი სამეფოს უცნაური ცის ქვეშ. მაშინ როდესაც სიზმრის მაგია სჯობნის რეალობას ჩდება რომანტიკული იდეალიზმის აკვიატებული ამბიცია: მისი შინაგანი სინათლით გარდაქმნილი, ამაღლებული, განწ-
მენდილი ცხოვრება, რომელიც დაუბრკოლებლივ იშლება მეოცნების თვალწინ. ნერვალი წარმოიდგენს 'მისი მარადიული სიზმრის წარმართვას გარედან მოსული ამ სიზმრის განცდის ნაცვლად'.რა მნიშვნელობა აქვს იმას რომ მიუხედავად ამისა მისი მოკვდავი ორეული დასეირნობს  ექიმი ბლანშის საავადმყოფოს ბაღში.

    და ბოლოს  სამყაროს ნათელი სახის ნახვის გზა არის ხელოვნებაც. რომანტიკოსი მხატვრის აზრით პეიზაჟი, სტორიული სურათი თუ პორტრეტი მხოლოდ საბაბებია განსადიდებლად იმისა რაც სიუჟეტს აძლევს არსებობის აზრსა და აზრს კი მნიშნელობას. ამ თვალსაზრისით ოტო რუნგე პფიქრობდა რომ "ახალმა
ხელოვნებამ" პეიზაჟის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სულის ცხოვრება'. და ბოდლერი დელაკრუას ნაწარმოებებს წარმოადგენს როგორც  " უნივერსალური ადამიანის სიდიადის და ვნების ერთგვარ  მნემოტექნიკას" '.
ფერტსერის წყალობით მხატვრის არამდგრადი ხედვა ფიქსირდება ტილოზე და იქცევა საყოველთაო სიკეთედ. 

    მაგრამ რომანტიკული ხელოვნების მოთხოვნებს ყველაზე უკეთესად პასუხობს მუსიკა. მისი არამატერიალური ბუნება, მისი ძლიერი ზემოქმედება გრძნობებზე და ვნებებზე,მისი რიტმების და ეფექტების  საოცარი სიმდიდრე მას აქცევს სულიერი ცხოვრების გამოხატვის ყველაზე შესაბამის სასჰუალებად. მუსიკა იპყრობს სულის უნარებს, გადააქვს ისინი და იტაცებს, ხიბლავს მათ ისე რომ თვითონ მას არაფერი სჭირდება. ხელოვნების არც  ერთი დარგი არ აღწევს ადამიანის გულამდე ისე როგორც მუსიკა.

   პოეზიის ერთადერთი უპირატესობა მუსიკასთან შედარებით არის ის რომ პოეზია  ხელმძღვანელობს იდეებით, ხმარობს მათ. რომანტიზმის მკვლევარი გვერდს ვერ აუქცევს ამ ეპოქის მეტაფიზიკურ და სულიერ გამოცხადებებს.
  უნდა ვაღიაროთ რომ ეს რომანტიული აპოკალიფსი ძალიან უთავბოლო და არეულია. ის სესხულობს ყველა რელიგიიდან და ყველა მისტიკიდან. ის ხან შთაგონებულია იდეათა სამყაროს პლატონური კონცეფციებით, ხან მიუყვება ინდოეთის პრიმიტიულ, საწყის რიტმებს, ორფიკულ კულტებს და პითაგორულ სპეკულაციებს: სულთა მიგრაცია, განწმენდა ერთმანეთის მომდევნო ინკარნაციების მეშვეობით, მონანიება და ცოდვათა გამოსყიდვა გულმოტსყალებითა და სიბრალულით. ზოგი რომანტიკოსი, მაგალითად  ჰიოლდერლინი,ისევ აღმოაჩენს ბერძნული რელიგიის მასულდგმულებელ პანთეისტურ სულს: ღმერთებს და ტიტანებს,გღვთაებრივ მეფობათა თანმიმდევრობას. ისევ ჩნდებიან ოქროს და რკინის ხანები. ისინი იძენენ ახალ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება თავდაპირველი მნიშვნელობა იყო.

   ყველაზე მეტად კი რომანტიკულ სპეკულაციებს მასალას აძლევს ქრისტიანობა. ის ხშირად აბსურდულ სინთეზებში ერევა ხალხური ფანტაზიის ყველაზე ექსცენტრულ ქმნილებებს. ის ერთმანეთში ურევს ქრისტიანთა ეშმაკებს  და ლოკალური და წარმართული ცრურწმენების ბნელ ფიგურებს. ქრისტიანობა თავისი მისტიკოსებით რომანტიზმს ზოგჯერ  ჟღინთავს ილუმინიზმისა და ზმანებების ყველაზე უცნაური
ქმნილებებით.  ქრისტიანული სულიერება რომანტიზმში ამას გარდა ჩნდება ექსტაზებითა და ილუმინაციებით რომლებიც გვახსენებენ წმინდა ლიტერატურის საუკეთესო ფურცლებს. მრავალმა რომანტიკოსმა  ნოვალისიდან ლამარტინამდე დაწერა მრავალი დიდებული ჰიმნი და საგალობელი. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, როგორც ეს გააკეთეს
შატობრიანმა თუ ჟან-პოლმა, რომანტიზმის დაყვანა ხელოვნების ,,ქრისტიანულ ფორმაზე“ . რომანტიზმის მისტიკა სინამდვილეში აღორძინებს და მოკლედ იმეორებს ყველა ზმანებას, ოცნებას და ხილვას, ყველა აპოკალიფსს, რაც კი კაცობრიობას ჰქონია საწყისი ხანიდან.

  8.‏
რომანტიზმის განვრცობა:
  რომანტიკული სულის გავლენა არ შემოიფარგლება ლიტერატურისა და ხელოვნება-
თა სფეროებით. მან აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინა ეპოქის მეცნიერებასა და პოლიტიკაზე.

    მეცნიერებათა სფეროში განმანათლებელთა ფილოსოპჰიამ გზა გაუხსნა კვლევის მკაცრად ობიექტურ მეთოდებს : ბუნებისა და საზოგადოების ფენომენები იქ ჩანან როგორც მოცემულ თვისებათა სისტემა და მათემატიკური კანონები,გულგრილნი ნებისა თუ მიზნის ყოველგვარი ცნების მიმართ.რომანტიზმთან ერთად მეცნიერება სიმკაცრის უარყოფის გარეშე  გაეხვია ვიტალისტური დინამიკის ზოგად ატმოსფეროში. ვიკოთი შთაგონებულმა მიშლემ  განავითარა ისტორიის სპირიტუალისტური ხედვა : ყოველი ხალხი თავის წინსვლაში ასრულებს მისი "დიდი სულის" იდუმალ ბრძანებებს.
სავინიმ (Savigny შესძრა სამართალი იმით რომ ის დააფუძნა უკვე არა უნივერსალურ და რაციონალურ კონცეფციებზე, როგორც ამას აკეთებდა მონტესკიე, არამედ ყოველი ხალხისათვის დამახასიათებელ საწყის მისწრაფებებზე და თავდაპირველ ზნეჩვეულებებზე; ნატურალისტი შუბერტი  იკვლევს მეცნიერებათა ღამიურ (nocturne) მხარეს. და ფილოსოფოს შელინგს უნდა ყველა მეცნიერების მოკლედ განმეორება
ბუნების ფილოსოფიაში.


  რომანტიზმმა გავლენა მოახდინა პოლიტიკაზეც.მისი  ინდივიდუალიზმისა და " მე"-ს კულტის კვალზე ახალი მნიშვნელობა შეიძინა ეროვნებამ.ის მეტ-ნაკლებად გრძელვადიან პერსპექტივაში შეცვლის ძველი დნასტიური ევროპის რუკას. თავისუფლების კულტმა გააჩინა ახალი პოლიტიკური მისწრაფებები
და ენთუზიაზმები. რომანტიკულ ევროპაში ყველგან, საფრანგეთიდან რუსეთამდე,იტალიიდან პოლონეთამდე და საბერძნეთამდე აგიზგიზდა ეროვნული განმანთავისუფლებელი კოცონები. რუსოისტული თუ ქრისტიანული შეფერილობის უტოპიური სოციალიზმის თუ იდეალიზმის და ბუნებასთან დაბრუნების დიდმა სუნთქვამ ეჭვს ქვეშ დააყენა და დაამსხვრია ძველი სოციალური სტრუქტურები.


   დასკვნის სახით უნდა ვთქვათ რომ რომანტიზმი შეეხო,მან პასუხი გასცა ცოდნისა და სიცოცხლის ყველა კითხვას და ამ პასუხებმა განაახლეს მთელი კონტინენტის მენტალური მიდგომები. რომანტიზმი დარჩება ევროპული ცივილიზაციის ზრდის და განახლების ერთ-ერთ დიდ მომენტად,ადამიანის დასავლური თავგადასავლის დიდ ეპოქად. 

   9.‏      
აქტუალობა და მუდმივობა:  
   დასახასიათებელი დარჩა რომანტიკული მოძრაობის ბოლო ნიშანი-მუდმივი აქტუალობა.
    მწერლობაში და ხელოვნებაში არის სკოლები რომლებიც დიდხანს ვეღარ არსებობენ მათი დამფუძნებელი თაობების ტსასვლის შემდეგ. ამის მიზიზეზი უეჭველად უნდა იყოს უნივერსალობის, ადამიანური სიღრმის ნაკლებობა.
სწორედ ეს თვისებები წარმოადგენს ერთგვარ ფარს დროის შეტევათაგან თავის დასაცავად. ასე იყო საფრანგეთში სიმბოლიზმის და გერმანიაში ექსპრესიონიზმის შემთხვევაში. ისინი ერთ დროს პოპულარულები იყვნენ ევროპაში, მაგრამ ისინი ვერ იქცნენ ევროპული სულის განახლების ფერმენტად.


   რომანტიზმი კი, პირიქით, მოქმედებდა მის მომდევნო ეპოქებში და იმათზე ვინც ცდილობდნენ მწერლობაში თუ ხელოვნებებში ახალი ჰორიზონტებისაკენ გზის გაკაფვას რომანტიზმი მოქმედებდა როგორც პროვოკაცია ან როგორც დამცველი ჯებირი. იყო დრო როდესაც რომანტიზმს ირონიულად უწოდებდნენ ყველაფერს რაც უპირისიპირდებოდა რეალიზმს და პრაქტიკულ რაციონალიზმს. დღეს კი ახალგაზრდობა ხალისით აცხადებს თავს ნეო-რომანტიზმის მიმდევრად. ტექნიკური პროგრესის, მისი მკაცრად უტილიტარული მიზნების გესლიანი


        კრიტიკა და შიში იმისა რომ შეიძლება დაგვიმონოს მოსოფლიო  ინდუსტრიულმა ცივილიზაციამ რომელსაც ახასიათებს დრო და დრო გაბარბაროსება და უყურადღებობა ბედნიერებისადმი და სულიერი ცხოვრებისადმი აძლიერებს რომანტიზმით, მისი მისწრაფებებით დაინტერესებას. ახალ თაობათა მიზანი არაა მოდზველებული ისტორიული ფორმების განმეორება. ჩვენს თანამედროვეებში თავს იჩენს რომანტიზმის ტიპიური სულიერი  მიდრეკილებები და განწყობები.


 პირველ რიგში უარყოფენ გუშინდელ ფილოსოფიურ და სოციალურ ტრადიციებს. დღევანდელი მოზარდი პირველ რიგში არის ის ვინც ამბობს "არა". ის არ ენდობა თანამედროვე ინსტიტუტებსა და ზნე-ჩვეულებებს მათი ლეგიტიმიურობის გამოცდამდე. შეიძლება ესაა რამდენადმე გიჟური, მეტისმეტად რომანტიული "არა" რომელიც აფიქრებს მეტისმეტად რაციონალურ ადამიანებს, მაგრამ მხსნელი "არა", რომელსაც შეუძლია მრავალი გაშეშებული სტრუქტურის გამოცოცხლება.


   რომანტიზმის მეორე თანამედროვე გამოვლინებაა დაბრუნება ბუნებასთან. ახალგაზრდები დღეს როგორც არასდროს წუხან იმის გამო რომ შეიძლება გაწყდეს ადამიანის კავშირი ბუნებასთან. ტექნიკურ სამყაროში მოხვედრილი ადამიანი წყდება მის ბუნებრივ გარემოს, რაც, სხვათა შორის, ადამიანს ჩამოაქვეითებს მასალის დონეზე. ამის სასაპასუხოდ ჩვენი თანამედროვენი გრძნობენ მუშაობისას თუ დასვენებისას მწვანე ბუნებასთან და სინათლესთან, ზღვასთან და მთასთან კავშირის აუცილებლობას, თუნდაც მათ ამ კავშირის შესანარჩუნებლად მოუწიოთ, მოუხდეთ უარის თქმა სიუხვის საზოგადოების ხელოვნურ სილამაზეზე და კომფორტზე. ყველაფერი გვაფიქრებინებს რომ ახლო მომავალი გააძლიერებს ამ დამოკიდებულებას.


 და ბოლოს,პირველ პლანზე ისევ გამოდის შეგნებული დაყრდნობა "მე"-ზე როგორც ღირებულების პრინციპზე. ის იწვევს პრაქტიკული ეფექტურობის, სოციალური წარმატების,ფინანსური სარგებლიანობის კრიტერიუმების სულ უფრო და უფრო ძლიერ უარყოფას. ჩვენს თვალწინ უძლურდება გარკვეული ამერიკული ტიპის საქმიანობა. ახალგაზრდები დაინტერესებული არიან მორალური  მოგებით, სულიერი კმაყოფილებით და გულის კარნახით ცხოვრებით, რისთვისაც საჭიროა მათი შრომა და ძალისხმევა. ანუ შინაგანი ადამიანი ისევ დაფასებულია და სული, რომელიც უკვე თითქმის იქცა სამყაროს ტექნიკური ექსპლუატაციის იარაღად, ისევ საინტერესოა თავისტჰავად როგორც ნამდვილი პრბლემა და ნამდვილი საიდუმლო,რომელთა გადაწყვეტა და ამოცნობა აუცილებელია.  ესაა XX საუკუნის ბოლო მესამედში რომანტიული პრიორიტეტების აღმავლობის სხვა სიმპტომი.  ისინი აწონასწორებენ გავლენებს რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ადამიანის რობოტიზაცია ტერმიტთა ბუდის ცივილიზაციის პჰარგლებში


  10          
რომანტიზმის დოქტრინის ზოგი ტექსტი:


   თანამედროვე ხელოვნება:
  მონტესკიეს კონცეფციების ხელოვნებათა და მწერლობის სფეროებზე განვრცობით მადამ დე სტალმა (Mme de Staël ) განაცხადა რომ  კლასიციზმი შეეფერებოდა ანტიკური ხანის, ძველ საზოგადოებას, რომანტიზმი კი -ახალ საზოგადოებას.


    მადამ დე სტალი: თანამედროვე კლასიციზმი, ფესვებიდან მოგლეჯილი ლიტერატურა (ეს დებულება მადამ დე სტალმა გადმოსცა მის თხზულებაში" ლიტერატურაზე ("De lq littérature , 1800). მადამ დე სტალი განაცვიფრა
ფერმანული განათლებული წრეების მიერ ანტიკური ცივილიზაციის
ცოდნამ):  


  სიტყვა "კლასიკური" ხანდახან ჰგონიათ სიტყვა "სრულყოფის" სინონიმი. მე სხვა აზრი მაქვს და კლასიკური პოეზია მიმაჩნია ძველთა პოეზიად და რომანტიული პოეზია რაინდულ ტრადიციებთან დაკავშირებულ პოეზიად. ეს დაყოფა ეხება აგრეთვე სამყაროს ორ ხანად დაყოფას.:
ხანად ქრისტიანობის გავრცელებამდე და ხანად ქრისტიანობის
გავრცელების შემდეგ...


   ძველთა ლიტერატურა ჩვენში, თანამედროვეებში, გადმონერგილი ლიტერატურაა. რაინდული ლიტერატურა ჩვენში მკვიდრია, ადგილობრივია,მის გაფურჩქვნას საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა რელიგიამ და ჩვენმა ინსტიტუტებმა...

    ზოგმა ფრანგმა კრიტიკოსმა თქვა რომ გერმანელ ხალხთა ლიტერატურა ჯერ კიდევ განეკუთვნება ხელოვნების ბავშვობის ხანას: ეს აზრი მთლიანად ტყუილია; ძველთა ენების და ნაშრომების საუკეთესოდ მცოდნეებმა ნამდვილად იციან მათ მიერ მიღებული თუ მათ მიერ უარყოფილი ჟანრების დადებითი და უარყოფითი მხარეები; მაგრამ მათმა ჩვეულებებმა და მსჯელობებმა ისინი მიიყვანა იქამდე რომ მათ ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას ამჯობინეს რაინდობის, შუა საუკუნეების სასწაულების მოგონებებზე დაფუძნებული ლიტერატურა. რომანტიული ლიტერატურა არის ერთადერთი ლიტერატურა რომლის სრულყოფაც კიდევ შესაძლებელია იმიტომ რომ მისი ფესვები ჩვენს საკუთარ ნიადაგშია გადგმული. ამიტომ ის არის ერთადერთი რომელსაც ისევ შეუძლია ზრდა და გახარება; ის გამოხატავს ჩვენს რელიგიას; ის შეგვახსენებს ჩვენს ისტორიას; მისი საწყისი ძველია, მაგრამ არაა ანტიკური.


    კლასიკურმა პოეზიამ ჩვენამდე მოსაღწევად უნდა გაიხსენოს წარმართობა:  გერმანელთა პოეზია ხელოვნებათა ქრისტიანული ხანაა: ჩვენი გრძნობების გასაღვიძებლად ის იყენებს ჩვენს პერსონალურ შთაბეჭდილებებს: მისი შთამაგონებელი გენია მიმართავს უშუალოდ ჩვენს გულს და ჩვენს სიცოცხლეს იხსენებს როგორც უძლიერეს და უსაშინლეს ფანტომს" (გერმანიაზე, De l'Allemagne,II,XI,1810).  
                
  11.‏
ბერშე: ცოცხალთა პოეზია და მკვდართა პოეზია
(Berchet: Poésie des vivants et poésie des morts):

   პოეტები რომლებიც მწერლობის აღორძინებიდან დღემდე შეადგენდნენ ევროპის დიდებას და რომელთაც განურჩევლად თანამედროვეებს უწოდებდნენ ფაქტიურად მისდევდნენ ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო გზას. მათ ნაწილს სურდა გაცოცხლება მშვენიერებისა რომელიც აღაფრთოვანებდა ბერძნებს და რომაელებს და ისინი იმეორებდნენ, ბაძავდნენ და იღებდნენ ანტიკური ხანის ხალხების ზნე-ჩვეულებებს, იდეებს, ვნებებს და მითოლოგიას. სხვები მიმართავდნენ უშუალოდ ბუნებას; და ბუნებამ მათ გაუმხილა არა ანტიკური აზრები და გრძნობები არამედ თანამედროვე იდეები და გრძნობები.მათ შეისწავლეს ხალხის რწმენა და პასუხად მიიღეს ქრისტიანული რელიგიის საიდუმლოებები , მხსნელი ღმერთის ისტორია, მომავალი ცხოვრების რწმენა და მარადიულ სასჯელთა შიში.მათ შეისწავლეს ცოცხალთა სული და ის მათ ესაუბრა მათ საკუთარ და მათ თანამედროვეთა გრძნობებზე; რაინდულ თუ რელიგიურ თუ ბუნებრივ ინსტიტუტებთან დაკავშირებულ მაგრამ მუდამ აქტუალურ და ცოცხალ , ან სულ მცირე, ყველასათვის ცნობილ გრძნობებზე, ჩვენი თანამედროვე ცივილიზაციის მთლიანობასთან დაკავშირებულ გრძნობებზე.

    პირველთა პოეზია "კლასიკურია", მეორეთა პოეზია "რომანტიკულია". ასე უწოდებს მათ ზოგი გერმანელი თეორეტიკოსი  რომლებმაც სხვათა საწინააღმდეგოდ აღიარეს დაპირისპირება იმ ორი გზისა რომლებსაც დაადგნენ თანამედროვე პოეტები... მაგრამ ჩემის აზრით პირველს სჰეიძლება ეწოდოს " მკვდართა პოეზია" და მეორეს " ცოცხალთა პოეზია" ("იოანე ოქროპირის ნახევრად სერიოზული წერილი მის შვილს "-Lettre demisérieuse de Jean Chrysostome à son fils,1816).


    12.‏
ბოდლერი: მშვენიერის ყველაზე აქტუალური გამოხატულება
(Baudelaire,l'expression la plus actuelle du beau),ფრაგმენტი:
 ...ვინც ლაპარაკობს რომანტიზმზე ის ლაპარაკობს თანამედროვე ხელოვნებაზე-ესე იგი ინტიმურობაზე, სიახლოვეზე,სულიერებაზე, ფერზე,სწრაფვაზე უსასრულობისაკენ რომლებიც გამოხატულია ხელოვნებათაყველა საშუალებით. ...

     რა არის გასაკვირი იმაში რომ ფერი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ხელოვნებაში? რომანტიზმი ჩრდილოეთის შვილია და ჩრდილოეთი კოლორისტია; ზმანებები და ფეერიები ღრუბლის, ნისლის შვილებია. ინგლისი, ეს გაშმაგებული კოლორისტების სამშობლო, ფლანდრია, საფრანგეთის ნახევარი, ჩაფლულნი არიან ნისლში, თვითონ ვენეცია სველდება ზღვის ყურეებში,ლაგუნებში. რაც შეეხება ესპანელ მხატვრებს ისინი უფრო კონტრასტულები არიან, ვიდრე კოლორისტები.

    სამაგიეროდ სამხრეთი ნატურალისტია ვინაიდან იქ ბუნება იმდენად ლამაზია და ნათელია რომ ადამიანს აღარ სურს არაფერი და მას არ სჭირდება უფრო ლამაზი რამის აღმოჩენა. ის კმაყოფილია იმით რასაც ხედავს. აქ ხელოვნება პლენერზეა, ღია ცის ქვეშაა. უფრო ჩრდილოეთით კი სახელოსნოს ღრმა ზმანებებია და რუხ ჰორიზონტებში ჩამხრჩვალი ფანტაზიის ხილვებია.

    სამხრეთი მკვეთრია და პოზიტიურია როგორც მოქანდაკე მის ყველაზე უფრო დელიკატურ კომპოზიციებში; ტანჯული და მშფოთვარე ჩრდილოეთი  თავს იმშვიდებს ფანტაზიით და თუ კი ის აკეთებს ქანდაკებას ის უფრო  ხშირად ცხოველხატული იქნება და არა კლასიკური (1846 წლის სალონი).

   13.‏
ხალხური ხელოვნება:
  რომანტიზმს ასევე უნდა ხალხურ ხელოვნებად ყოფნა.
 
     რუსომ ხმამაღლა განაცხადა რომ სწორედ ხალხშია ის სინამდვილე და წყაროს ამოფრქვევა რომელიც საზოგადოებას ჯერ არ დაუმახინჯებია და
ჯერ არ შეურყვნია. და ახალი ხელოვნება,ამდენად, სწორედ ხალხურ სულს მიმართავს.

   მადამ დე სტალი: ხალხისადმი მგრძნობიარე პოეზია:
    ფრანგული პოეზია ყველაზე კლასიკურია თანამედროვე პოეზიებიდან და ერთადერთია რომელიც არ გავრცელდა ხალხში. ტასოს  სტანსებს მღერიან
ვენეციის გონდოლიერები; ყველა კლასის ესპანელებმა და პორტუგალელებმა ზეპირად იციან კალდერონის და კამოენსის ლექსები. შექსპირი უყვართ როგორც ინგლისელ ხალხს ისე ინგლისელი ხალხის ზედაფენას. გოეთეს და ბურგერის ლექსებზე დაწერეს  სიმღერები და მათ მოისმენთ რაინის სანაპიროებიდან ბალტიკამდე. ჩვენი ფრანგი პოეტებით აღფრთოვანებული არიან განათლებული ფრანგები და ევროპელები, მაგრამ მათ არ იცნობს ხალხი და ქალაქების ბურჟუაზიაც კი იმიტომ რომ ხელოვნებები საფრანგეთში სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით არაა შობილი იმ იმ ქვეყანაში სადაც იფურჩქნება მათი მშვენიერება (გერმანიაზე-Dე l'Allemagne,II,XI;1810.)

      ლიტერატურა :

1. Olivier Decroix et Marie de Gandt présentent le ro,qntisme (ოლივიე დეკრუა და მარი განდტ წარმოადგენენ რომანტიზმს), გალიმარ, 2007;
2. ლ'ABCdaire du Romantisme français  ანუ ფრანგული რომანტიზმის ანბანი,
ფლამმარიონ,1995;


3. Romantisme européen, tome I;Nouveaux Classiques Larousse,par Alfred Biedermann Librairie Larousse,1972.                           

No comments: