11.19.2011

რომანტიული გმირი, საუკუნის უქეიფობა,ავადმყოფობა:

           
დიურერი,მელანქოლია 
 საუკუნის უქეიფობა-ავადმყოფობის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული რომანტიული გმირის ცნებასთან და განუყოფელია ეპოქისგან,ე.ი. ისტორიული გარემოებებისგან და სოციალური და კულტურული კონტექსტისგან.

 "საუკუნის შვილებს" ახასიათებს გაურკვევლობისა და მოლოდინის ,იმედისა და მელანქოლიის მტკივნეული განცდა. ამ "ავადმყოფობის"ნიშნები ჩანს მრავალ ლიტერატურულ ტექსტში, შატობრიანის, ბალზაკის, ვინის, ჰიუგოს, ფლობერის გმირებში. ...



   ესაა მთელი თაობის იმედების და მოლოდინის დაპირისპირება გარემომცველ სოციალურ და პოლიტიკურ სინამდვილესთან. ნაპოლეონით გატაცებული და გმირობაზე და დიდებაზე მეოცნებე ახალგაზრდები შეეჯახნენ იმპერიული რეჟიმის დამხობის სინამდვილეს რამაც მოსპო ეს ოცნებები და არარაობად აქცია ამბიციები.
    ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ თაობას აწუხებს უსაქმურობა და მოწყენილობა, საზოგადოება მათ წარმოუდგება დაღვრემილი,ნაღვლიანი,
ორპირი და პირფერი ადამიანების კრებულად. 
     იმ ხანის ახალგაზრდობა განიცდის "აუტანელ სიღატაკეს". 
     საზოგადოების შინაგანი ცხოვრება ბნელია და მდუმარე. 
 ამას მოჰყვება ცინიკური ჰედონისტური ანარქია, საქმის ძიება ემოციებისა და ვნების გარეშე, ქუჩის უმომავლო მანიფესტაციებში მონაწილეობა.


  მუდამ დაუკმაყოფილებელი და იმედგაცრუებული ახალგაზრდების მიერ ყველაფერი განცდილის შეზიზღება მიუსეს აზრით აიხსნება გაურკვევლობით სამყაროსი რომელშიც ისინი გადაისროლეს. 


  ეს ისტორიულად იყო გარდატეხის,გარდამავალი ხანა:
  უკან იყო სამუდამოდ მომსპარი წარსული, წინ იყო უზარმაზარი ჰორიზონტის გარიჟრაჟი,მომავლის პირველი მომასწავებელი ნიშნები და ამ ორ სამყაროს შორის იყო გაურკვევლობა,ბუნდოვანი და მოლაყლაყე არ ვიცი რა.


 საუკუნის ამ უქეიფობა-ავადმყოფობის ორი არსებითი კომპონენტია გამწარება და გაურკვევლობა. ამას უნდა დაემატოს ჟინიანობა და ეგზალტაცია.


 ამით დაავადევბულნი აცნობიერებენ ერთგვარ ფატალურობას მაგრამ ზოგჯერ ტკბებიან კიდეც თავისი მდგომარეობით.


  ხშირადაა ლაპარაკი იმედგაცრუებაზე და მოწყენილობაზე.  ესაა ერთდროულად მორალური და ფიწიკური უქეიფობა. შატობრიანი ლაპარაკობს გაურკვევლობებზე, მიუსე ხაზს უსვამს უმოქმედობას და უსაქმურობას. გმირები მანდილოსნებთან შეხვედრამდე გრძნობენ არსებობის სიცარიელეს,უაზრობას,
მონოტონურობას...


   ყველა ამ გამოვლინების საერთო ნიშანია ერთგვარი არარსებობის აჩემებული განცდა. 


                               იმედები და ვნებები: საუკუნის უქეიფობა არის ციკლური მდგომარეობა,მას ენაცვლება ხოლმე ყველაზე მძვინვარე ეგზალტაცია. 


             რომანტიულ გმირებს მოაწვებად ხოლმე ძალადობის ძნელად მოსარევი ჟინი....


                        ფატალურობის გაცნობიერება:


            რომანტიული გმირის ყანყალი ამ ორ საპირისპირო მდგომარეობას შორის ხშირად აღიქმება როგორც ფატალურობა,ბედისწერა, რომლისგან მორჩენაც ძნელია. 
          თავისი ეპოქით,ემოციურობით,გარემოებებით რომლებშიც აღმოჩნდა რომანტიული გმირი ტანჯული არსებაა. თითქოს რაღაც დაუძლეველი ძალა იმორჩილებს არსებას ზოგჯერ მისი ცნობიერი ნების საწინააღმდეგოდ. რომანტიულ გმირს ხშირად არ ძალუძს თავისი საკუთარი ცხოვრების წარმართვა,
,მან ხშირად არც კი იცის საით მიდის.


              რომანტიულ გმირს არ აურჩევია " მეტისმეტად გვიან" ან "საუკუნესთან ერთად" გაჩენა, მას არ აურჩევია ხშირად ტრაღიკული ცხოვრებისეული გზა რომელიც ბევრ  შემთხვევაში მთავრდება უდროო,ნაადრევი სიკვდილით.


                         ტკბობა საკუთარი "მე"-ს ანალიზით:


             მელანქოლიური და რამდენამდე ნარცისული რომანტიული გმირები ხშირად სიამოვნებით გამოფენენ ხოლმე თავის სულიერ მდგომარეობებს. მიანიშნებენ თავის წარსულ ცხოვრებაზე,აღზერენ განცდებს,ტკივილებს,არაფერს უმალავენ მკითხველს რომელიც ხდება გულის და სულის სიღრმეში მომხდარი მოვლენების და მიმდინარე პროცესების მოწმე. მკითხველი და მაყურებელი ხდება რომანტიული გმირის ტანჯვის მოწმე. 


                ყველაფერი ხდება ისე თითქოს რომანტიული გმირი ტკბება თავისი ტანჯვით და ამიტომაა ძნელი მდომარეობიდან გამოსავალის მონახვა.


                 რომანტიული გმირი და მისი გარემო,ჰარმონია,დისჰარმონია:


                 რომანტიული გმირი განისაზღვრება მის გარემოსთან შეთანხმებით თუ შეუთანხმებლობით. 
           სწორედ გარემოსთან ისტორიული და ემოციური შეუთანხმებლობა ხსნის რომანტიული გმირის სხვაგან გაქცევის სხვადასხვანაირ მცდელობებს..


                  რომანტიული გმირი ვერ ეგუება თავის დროსა და სოციალურ გარემოს რომლებსაც თვლის ვიწროდ და კონფორმისტულად.
          სწორედ ამიტომაა მისთვის ბუნება ახლო მეგობარი და მფარველი რომელიც ეთანხმება ხოლმე მის სულიერ მღელვარებას და მის დაუოკებელ მისწრაფებებს.


                          რომანტიული გმირი და მისი გარემომცველი საზოგადოება:


            

No comments: