11.17.2011

რომანტიული გმირი-2,ტექსტები:



ლამარტინი
                      ლამარტინი, პოეტური მედიტაციები //1820//:

ამ თხზულების გამოქვეყნება იყო ლიტერატურული მოვლენა. ლამარტინმა პოეზიას მისცა ახალი მიმართულება, ლირიზმი და ჰარმონია. პოეტი ცდილობს თავის მოუხელთებელ და ცვალებად სულიერ მდგომარეობათა გამოხატვას. მთავარი თემებია "მე", ბუნება და დრო // პოეტურ თარგმანს, უკაცრავად, ვერ გთავაზობთ მაგრამ სულისკვეთების წარმოსადგენად ვცდილობ პროზაულად შემოკლებულად თარგმნას.//

ველობი:
ყველაფრით და იმედითაც კი დაქანცული ჩემი გული აღარ შეაწუხებს ხვედრს თავისი სურვილებით. მომეცით მხოლოდ ჩემი ბავშვობის ველობი, თავშესაფარი რათა დაველოდო სიკვდილს.

აი ბნელი ხეობის ვიწრო ბილიკი უღრანი ტყე მფარავს ჩრდილით, დუმილით და სიმშვიდით.


მცენარეულობის ხიდებს ქვეშ იმალება ორი წყარო. ისინი მიწანწკარებენ და ხატავენ ველობის კონტურებს. ისინი წუთით ურევენ ერთმანეთში მათ ტალღებს და მათ ბუტბუტს და მათი სათავიდან შორიახლოს იკარგებიან უსახელოდ.


მათ მსგავსად გაედინა ჩემი დღეების წყაროც. მან გაიარა უხმაუროდ, უსახელოდ და უკან დაუბრუნებლად.მაგრამ მათი ტალღა გამჭვირვალეა და ჩემმა მღელვარე სულმა არ იფიქრა მზიანი დღის ნათელზე.


მათი ნაკადულთა კალაპოტების სიგრილემ და მათმა დამაგვირგვინებელმა ჩრდილმა მიმაჯაჭვა მათ ნაპირებზე. მონოტონური სიმღერით ნარწევი ბავშვის მსგავსად ჩემი სულიც იძინებს წყალთა რაკრაკში.

        აჰ! სწორედ იქ, სიმწვანის გალავნით შემორტყმულს,სადაც შეზღუდული ჰორიზონტიც საკმარისია ჩემი თვალისთვის, მიყვარს მარტო სიარული,მხოლოდ ტალღების სმენა,მხოლოდ ცის ნახვა.

                       მე მეტისმეტად ბევრი ვნახე,მეტისმეტად ბევრი ვიგრძენი,მეტისმეტად ბევრი მიყვარდა ცხოვრებაში და მე მივდივარ ლეთას სიწყნარის საძებრად// ბერძნულ მითოლოგიაში ლეთა არის ჯოჯოხეთის მდინარე რომლის წყალის დალევაც ყველაფერს ავიწყებს ადამიანს//.
მშვენიერო ადგილებო,იყავით ჩემთვის ის ნაპირები სადაც ივიწყებენ.
ამიერიდან მხოლოდ დავიწყებაა ჩემი ნეტარება. 


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


            მთავარი თემებია  ცხოვრების წარმავლობის განცდის მიერ გამოწვეული ნაღველისგან მშვენიერ ბუნებაში თავშესაფრის და წამლის ნახვა, იმეფგაცრუება და სიკვდილის განცდა, ამ სიმწარის გამომწვევი ცხოვრების დავიწყების სურვილი....


.....................................................................................................................................................

 ვიქტორ ჰიუგო:"ერნანი"//1830//:

          1830 წლის 21 თებერვალს ერნანის პირველი წარმოდგენა გადაიქცა გააფთრებულ და ხელჩართულ ბრძოლად რომანტიული დრამის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

        ვიქტორ ჰიუგოს მიერ 1827 წელს განსაზღვრული ეს ახალი ჟანრი უარყოფს კლასიკური დრამის შეზღუდვებსა და წესებს და ამით უპირისპირდება მას. ის აღარ მოითხოვს პატივის მიგებას დროისა და ადგილის ერთიანობისთვის. მას სცენაზე გამოჰყავს საზოგადოების ყველა ფენიდან გამოსული გმირები და ისინი ლექსადაც კი სირად ძალიან თავისუფალი ენით ლაპარაკობენ.

                 ერნანი არის ლტოლვილი და დონია სოლში შეყვარებული ესპანელი არისტოკრატი. დონია სოლი ასევე უყვართ დონ გომეზს და მეფეს. 
             მოყვანილ ტირადაში ერნანი ცდილობს განსაზღვროს ის თუ რა არის თვითონ: მბრძანებელი ხვედრის მიერ ნატარები ადამიანი, უბედური,თავის გზაზე უბედურების მთესველი გმირი.


                არაგონის მთებო,გალისია,ესტრემადურა!
ოჰ, მე უბედურება მომაქვს ყველასთვის ვინც ჩემს ირგვლივაა!- მე დაუნანებლად წავიყვანე  თქვენი შვილები ჩემი უფლებებისთვის,ვაბრძოლე ისინი და აი ისინი დახოცილები არიან!
         ისინი იყვნენ ვაჟკაცი ესპანეთის ყველაზე ვაჟკაცები,და აი ისინი დახოცილები არიან! ისინი დაეცნენ მთაში, წვანან ზურგზე ვაჟკაცები ღმერთის წინაშე და მათ თვალები რომ გაეხილებინათ დაინახავდნენ ცისფერ ცას!
აი რას ვუშვრები მე ყველაფერს რასაც მივეკარები!
   განა შეიძლება რომ ეს ხვედრი მოგინდეს?
      დონა სოლ,გაყევი ჰერცოგს,წადი ჯოჯოხეთში,გაყევი მეფეს!
  მჯობია ყველაფერი რაც მე არა ვარ!
     მე აღარ მყავს მეგობარი ვინც მომიგონებდა,ყველაფერი მტოვებს,უნდა დადგეს შენი ჯერიც ვინაიდან მე მარტო უნდა ვიყო. გაექეცი ჩემს ავადმყოფობას.
არ შეიყვარო რელიგია!
შეიბრალე შენი თავი,გაიქეცი! შეიძლება შენ გგონივარ ჩვეულებრივი,გონიერი,
მისთვის საოცნებო მიზნისკენ მიმავალი ადამიანი. 
არ შეცდე,მე ვარ მიმავალი ძალა!


 მე ვარ მოღუშულ საიდუმლოთა მოქმედი ძალა, წყვდიადისგან გაკეთებული უბედურების სული!
საით მივდივარ? არ ვიცი,მაგრამ ვგრძნობ რომ მიმერეკება უაზრო ხვედრის ძლიერი სუნთქვა,
მე შეუჩერებლად ვეშვები და თუ ზოგჯერ აქოშინებული ვბედავ თავის მობრუნებას რაღაც ხმა მეუბნება: იარე! და უფსკრული ღრმაა,ფსკერზე ვხედავ წითელ ცეცხლსა თუ სისხლს!
და ჩემი რბოლისას ყველაფერი ჩემს ირგვლივ იმსხვრევა და კვდება. უბედურება ეწევა მას ვინც შემეხება!
ოჰ! გაიქეცი, გაერიდე ჩემს ფატალურ გზას!
ვაი რომ უნებურად რაღაცას დაგიშავებ!
//ვიქტორ ჰიუგო,ერნანი//1830//,მე-3,4, სტროფები 973-1004//.


*******************************************************************************


                  სტენდალი,"წითელი და შავი":


            ეს რომანი არის 1830 წლის სოციალური ცხოვრების ქრონიკა. სტენდალს ერთ პროვინციულ ქალაქში და შემდეგ პარიზშიც გამოჰყავს "საუკუნესთა ერთად დაბადებული" ერთ-ერთი ახალგაზრდა, ნაპოლეონის თაყვანისმცემელი მაგრამ მისი სათაყვანო ნაპოლეონის არმიებში სამსახურისთვის ძალიან გვიან დაბადებული ჟულიან სორელი. ის მიზნად ისახავს წარმატების მოპოვებას მღვდლად გახდომით.

     ამბიციური,ჭკვიანი,მაგრამ რეალური განათლების არმქონე ჟულიან სორელი თავიდან ხდება მადამ დე რეანალის შვილების აღმზრდელი. ის მოხიბლავს მადამ დე რენალს,მაგრამ სკანდალის გამო სორელი იძულებული ხდება მიატოვოს ის.

          შემდეგ ის გახდა მარკიზ დე ლა მოლის მდივანი. ჯულიან სორელი უნდა დაქორწინდეს მის ქალიშვილ მატილდაზე,მაგრამ მადამ დე სორელი მას ამხელს როგორც უპრინციპო და ურჯული კარიერისტს და სორელი ცდილობს მის მოკვლას.

                  დაპატიმრებული  სორელი სასამართლოს იყენებს  მისი ბრალმდები ბურჟუების წინააღმდეგ ბრალდების გამოსათქმელად. ის თვლის რომ უფრო მაღლა დგას ამ ბურჟუებზე.

                       ბატონო მოსამართლეებო, მე სიტყვა ამაღებინა იმან რომ მეგონა რომ სიკვდილის მომენტში შემეძლო დამცირების შიშის დაძლევა. 

                    ბატონებო,მე არ მაქვს თქვენი კლასისადმი კუთვნილების პატივი. თქვენ ჩემში ხედავთ ბედის სიმდაბლის წინააღმდეგ აჯანყებულ გლეხს. 


                   მე არ გთხოვთ შეწყალებას და პატიებას,...მე არა მაქვს არავითარი ილუზია,მე მელის სიკვდილი. მე შემეძლო მომეკლა ქალი რომელიც არის ყველა კაცის მხრიდან ყველანაირი პატივისცემის ღირსი. მადამ დე რენალი ჩემთვის დედასავით იყო. ჩემი დანაშაული საშინელია და,მაშ,მე ვიმსახურებ სიკვდილს.


           მაგრამ...მე ვხედავ ადამიანებს რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას იმას რომ ჩემი ახალგაზრდობა შეიძლება იმსახურებდეს შეწყალებას. ვისაც უნდათ დასჯა დაბალ კლასში დაბადებული და სიღარიბით ერთგვარად დასჯილი განათლებული ახალგაზრდებისა რომელთაც უნდათ შესვლა იმაში რასაც მდიდართა ქედმაღლობა უწოდებს საზოგადოებას. აი ჩემი დანასაული,ბატონებო,და ის დაიჯება მით უფრო მკაცრად რომ მე მოსამართლებს შორის ვერ ვხედავ გამდიდრებულ გლეხს,ვხედავ მხოლოდ აღშფოთებულ ბურჟუებს...


               ჟიულიანი 20 წუთის მანძილზე ლაპარაკობდა ამ ტონით. მან თქვა ყველაფერი რაც ჰქონდა გულში. თავის სკამზე ცმუკავდა  არისტოკრატიის სმპატიების მოპოვებაზე მეოცნებე გენერალური ადვოკატი.


                  ჟულიანის სიტყვის რამდენადმე აბსტრაქტული ხასიათის მიუხედავად ქვითინებდა ყველა აქლი. . თვით მადამ დერვილმაც მიიტანა ცხვირსახოცი თვალებთან. 


             ბოლოს ჟულიანი დაუბრუნდა თავისი დანაშაულის წინასწარგანზრახულობას,მონანიებას, იმას რომ უფრო ბედნიერ დღეებში ის როგორც შვილი უსაზღვროდ სცემდა თაყვანს მადამ დე რენალს...მადამ დერვილმა იკივლა და მას წაუვიდა გული.




~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
,
            

                 

       




               

No comments: