11.23.2011

ევროპელთა ფიგურებიდან,მარსილიო ფიჩინო:


მარსილიო ფიჩინო
ჟაკ დარიულა, ესთეტიკური ფილოსოფიის შესავალი
(Jacques Darriulat,Introduction à la philosophie esthetique)
   
მარსილიო ფიჩინო ( Marsile Ficin, 1433--1499)

ბიბლიოგრაფია:

მარსილიო ფიჩინოს ნაშრომები : "პლატონური
თეოლოგია", "სულის უკვდავების შესახებ","პლატონის
"ბანკეტის" კომენტარი","სიცოცხლის სამი წიგნი".

    მარსილიო ფიჩინო დაიბადა 1433 წელს ფუგლინე-სჰი, ფლორენციის ახლოს. ის სწავლობდა ფლორენციასჰი,სადაც ისწავლა " "humanités"-ები, შემდეგ ფილოსოფია და
მედიცინა. კოზიმო უფროსის //მედიჩის// ექიმის შვილjavascript:void(0)მა, თვითონ ექიმმა, დაიწყო ლუკრეციუსის თარგმნით და მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა ეპიკურიზმის კვალი. ის საკმაოდ ღრმად იცნობდა ასტროლოგიას ( იმხანად მედიცინა და ასტროლოგია დაკავშირებული იყო ერთმანეთთან).  " სიცოცხლის სამი წიგნი აჩვენებს რომ წამლები ნამდვილად აქტიურია  მხოლოდ მაშინ როდესაც ვარსკვლავის  მდებარეობა //ascendance//. ხელსაყრელია დაავადებული ორგანოსათვის.
          მარსილიო ფიჩინო საუცხოოდ ფლობდა ლათინურ
და ბერძნულ ენებს ( ბერძნულის სწავლა მან 1454 წლიდან დაიწყო).  Gemisto Pléthon-ის წინადადებით ის გახდა კოზმა უფროსის  მიერ დაარსებული პლატონური აკადემიის
ხელმძღვანელი.

    გემისტო  პლეთონი (  Gemisto Pléthon,1355-1450) იყო
პჰლორენციაში 1439 წლის კრების დროს ჩასული ბიზანტიელი ფილოსოფოსი და ჰუმანისტი.ფანატიკოსი პლატონისტი, ის აცხადებდა რომ დადგა მოსეს,ქრისტეს და მუჰამედის რელიგიური  ტყუილის დასასრულის  და კლასიკური საბერძნეთის გჰმერთთა უსწრაფესი დაბრუნების დრო.1462 წელს კოზმა უფროსმა
მას მისცა ვილა გარეგგი-ში,ფლორენციის
მიდამოებში,და მას გადასცა მრავალი ბერძნული ხელნაწერი. საზოგადოდ მიღებულია რომ 1462 წელი არის პლატონური აკადემიის დაარსების თარიღი.  ( ეს აკადემია უფრო
იყო ახლო მეგობართა წრე. ისინი უფრო არაფორმალურად იკრიბებოდნენ). ეს აკადემია
ბიზანტიელი "ბრძენი" გემისტო 
"პლეთონი,მოითხოვდა ქრისტეს,
მოსეს და მუხამედის უარყოფას და 
ძველი ბერძნების ღმერთთა 
თაყვანისცემას.

არის წინაპარი აკადემიებისა რომლებიც გამრავლდნენ XVI საუკუნის იტალიაში , XVII საუკუნის საფრანგეთში და ევროპის ყველა ქვეყანაში. აკადემია შემოქმედთათვის იქცა მათი მდგომარეობის გაკეთილშობილების ინსტრუმენტი,აკადემიკოსის წოდებას
მხატვრობა მექანიკური ხელოვნების რანგიდან ლიბერალური ხელოვნების რანგში აჰყავ-
და. მხატვრებს ეს ანთავისუფლებდა კორპორაციათა ბატონობისაგან.  1463 წელს
ფიჩინომ დაასრულა ჰერმეტულ ნატსერთა
თარგმნა და შემდეგ შეუდგა პლატონის დიალოგთა თარგმნას, რაც გაასრულა 1469
წლამდე. ესაა პლატონის პირველი სრული თარგმანი ლათინურად. 1469-1474 წლებში მან
დატსერა თავისი " პლატონური ტჰეოლოგია",მისი მთავარი ფილოსოფიური ნაშრომი. 1473 წლის 18 დეკემბერს მარსილიო ფიჩინო აკურთხეს მღვდლად, ის მაშინ 40 წლისა
იყო.  მას არასოდეს ჰქონია მნიშვნელოვანი  ხარისხი იერარქიაში და ის ძირითადად და-
კავებული იყო მისი საყვარელი აკადემიით.1474 წელს, მღვდლად კურთხევის შემდეგ, მან დაწერა " ქრისტიანული რელიგია", რომელიც ჰგავს რელიგიურ სწავლებას. 1484 წლის
შემდეგ ფიჩინომ მრავალი წელი მიუძღვნა პლოტინის თარგმნას და კომენტირე-
ბას, რაც გამოქვეყნდა 1492 წელს. 1489 წელს ფიჩინომ გამოაქვეყნა ნაშრომი
ასტროლოგიასა და მედიცინაში: " სიცოცხლის
სამი წიგნი". 1494 წელს პეტრე მედიჩის გაძევების შემდეგ , სახელგატეხილი,ის წავიდა სოფელში. მარსილიო პჰიჩინო გარდაი-
ცვალა 1499 წელს, სავონაროლადან ერთი წლის შემდეგ. თავიდან მოხიბლული ფიჩინო
მალე ჩამოშორდა სავონაროლას და გარდაცვალებამდე მან დაწერა სავონაროლას
წინააღმდეგ მიმართული სიტყვა. სავონაროლა, სხვათა შორის, მკაცრი იყო Gareggi-ს ბრძენის ანუ პლეთონის  წარმართულ-ქრისტიანული სინკრეტიზმის მიმართ. მან განაცხადა: "პლატონი ასწავლის თავხედობას და არისტოტელე  ურჯულოებას" ( Chastel,"Marsile Ficin et l'art").

    მარსილიო ფიჩინო ყველაზე ხშირად და ხალისით ახსენებს ჰერმეს ტრისმეგისტს, ზოროასტრეს, დიდ ყურადღებას აქცევს აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკას, 
იგივე პლეთონი მოგვის სახით
ბენიტო გოცოლის  ფრესკაზე.
პითაგორას, ფილოსტრატეს, პლოტინს, პროკლეს
და იამბლიხს, მაგრამ მისი  უდიდესი მოძღვარია პლატონი. ის პლატონს არისტოტელეზე ბევრად უფრო მეტად აფასებს და ასე შორდება შუა საუკუნეების ფილოსოფიის  მთელ ერთ ტრადიციას. ფიჩინო ამით ექცევა ქრისტიანული პლატონიზმის ხაზში.


     პჰიტჰსჰინოს მტჰავარმა ნაშრომმა " პლატონის ტჰეოლოგიამ" დიდი გავლენა მოახდინა დროზე.

    გავუყვებით რა ფიჩინოს ამაღლებით ( ascensionnelleა) დიალექტიკას,ჩვენ პირველ რიგში შევისწავლით მის კოსმოლოგიას (ხილული სამყარო), შემდეგ სულის თეორიას (ზეგრძნობადი, გონებით საწვდომი, intelligible, სამყარო) რათა ბოლოს გავიაზროთ  მისი  ღმერთისკენ სწრაფვის მოტივი, ესე იგი სიყვარული.

   (ჟაკ დარიულა, ესთეტიკური ფილოსოფიის შესავალი (Jacques Darriulat,Introduction à la philosophie esthetique)

   ხილული სამყარო :

   მისი კოსმოლოგია, იერარქიზებული სამყარო. გეოცენტრული სისტემა,თუმცა ფიჩინო თაყვანს სცემს მზეს,უხილავი ღმერთის ხილულ ხატს. 10 ცა ერთმანეთს მისდევს მზარდი სულიერების რიგით. ციური მატერია უკვდავია, მოძრაობა თანდათან იშვიათდება და წყდება ფიქსირებულთა სფეროში,სინათლე სულ უფრო და უფრო კაშკაშაა და უსასრულო ხდება ემპირეაში (Empyrée), ციური ცეცხლის ადგილში. მისტიკური სამყარო საფეხურებად მაღლდება ღვთაებრივ საფეხურამდე. ღმერთი
ასე აღწევს სამყაროში,რომელიც არის მისი შემოქმედებითი აქტის ემანაცია; théologie,II,6: " გჰმერთი ყველგანმყოფია". ფიჩინოსთან ასე ხედავენ ძალიან
ძველ ფორმულას. ის განმეორებულია აღორძინების ხანის პლატონური ჰერმეტიზმის მიერ.  ამ ჰერმეტიზმის თანახმად   მთელი სამყარო არის სფერო რომლის წრეხაზიც არსადაა და ცენტრი კი ყველგანაა.
კოსმიური სიყვარული არის სფეროების მამოძრავებელი ძალა.  ყოველი სფერო მიისტსრაფის მასზე უფრო სრულყოფილ, მასზე ერთი საფეხურით უფრო
 მაღლა მდგომ არსთან შეერთებისაკენ (იმიტაცია ასე არის უსასრულოდ დაუკმაყოფილებელი სიყვარული). ფიჩინო ამ მხრივ ეთანხმება დანტეს
 კოსმოლოგიას.  ღვთაებრივი კომედიის ჯოჯოხეთის, განსაწმენდელის და სამოთხის სამი სიმღერა  თავდება ერთი და იგივე ლექსით: " სიყვარული რომელიც ამოძრავებს მზეს და სხვა ვარსკვლავებს". სიყვარულით ამოძრავებული ეს სამყარო, მაშ, სულიერია (ყოველი მოძრაობა გულისხმობს სულს როგორც მამოძრავებელ პრინციპს). სამყარო, მაშ, ცოცხალია, მას ასულდგმულებს უნივერსალური, საყოველთაო სიცოცხლე რომელიც წარმართავს ყველაფრის ზრდასა და აღორძინებას. "პლატონის თეოლოგიის" ზოგი პასაჟი გვახსენებს ვენერას ხოტბას, რომლითაც იწყება ლუკრეციუსის პოემა.

    ფიჩინოს მიერ აღწერილ სამყაროს მართავენ მსგავსება და  სიმპატია, თანაგრძნობა. მსგავსება:
საგნები ერთმანეთს ეხმაურებიან ხილულის სჰიგნით და ხილულსა და ზეგრძნობადს
სჰორის. ფორმის ანალოგია უდრის ფუნქციათა ექვივალენტურობას.  შეიძლება ითქვას რომ ფიჩინოსთან მეტაფორა და ანალოგია უდრის დემონსტრაციას. ასეა რომ ვერცხლს აქვს მთვარის რაღაც ღირსება, და ოქროს-მზისა,და ისინი იზიდავენ ამ პლანეტების ფარულ ძალებს; ან კიდევ სულის შემადგენელი 4 განწყობილება  ჰგავს ოთხ სეზონს და მატერიის ოთხ ელემენტს. სიმპატია: თანაგრძნობა და სიახლოვე, ანალოგია, ჰქმნიან გრძნობადი მრავალფეროვნების ერთიანობას, ხილული სამყაროს თანხმობა უთანხმოებას. არაფერია იზოლირებული სამყაროში, ყველაფერი
აღწევს ერთმანეთში და ერევა ერთმანეთს,ყველაფერი ირეკლება სარკეთა უსასრულო თამაშში. ასე ხდება რომ ხმის გამომცემი არფა ხმას ამოაღებინებს მის
გვერდით არსებულ არფას; სწორედ ასე ხდება რომ ვარსკვლავების   გამოსხივებები მოქმედებენ ადამიანთა სხეულზე და სულზე ისე როგორც ფეხმძიმე ქალი თავისი წადილის ხატს აღბეჭდავს ჩანასახის სხეულზე. ასტროლოგია არის სიმპატიური, თანამგრძნობი სამყაროს მეცნიერება. თვით მშვენიერება, რომელიც იბადება მთლიანობაში ნაწილების სიმეტრიიდან,ჰარმონიიდან და სრულყოფილი შესაბამისობიდან, არის ხატი ორგანიზებული კოსმოსისა რომელშიც ვერც ერთ ელემენტს ვერ სჰევხედავთ იზოლირებულად,სადაც ყოველ ელემენტს დავინახავთ მის ჰარმონიულ ურთიერტჰობაში მთლიანობასთან. მშვენიერების
სრულყოფილი თანხმობა თავის თავთან არის, მაშ,   ხატი კოსმიური ჰარმონიისა რომელშიც ირეკლება შემოქმედის სიდიადე..  და სამყაროს მშვენიერება გამომდინარეობს მისი შემადგენელი ელემენტების სრულქმნილი
პროპორციებიდან ტკბლიჟღერადობა კონსონანტიას-ს და თანხმობა-უთანხმოების კანონების თანახმად:
აქედანაა ფიჩინოს მიერ ხშირად განმეორებული პითაგორული ანალოგია კოსმოსსა და მიუსიკის  პარტიტურას (პარტიტიონ) შორის.მუსიკის ჰარმონია ჩვენთვის მშვენიერია მხოლოდ იმიტომ რომ ის ჩვენი ყურისათვის იმეორებს  კოსმოსის სფეროთა ღვთაებრივ მუსიკას. სწორედ ამიტომაა რომ მსგავს  ხატს შეუძლია სიმპატიით, თა ნაგრდზნობით ეფექტური ზემოქმედება ობიექტზე რომლის ხატიცაა ის. ამიტომ ენიჭება ფუნდამენტური მნიშვნელობა ხედვას,მსგავსებათა აღქმისათვის ყველაზე მზა გრძნობას  (ეპიკურეს და ლუკრეციუსის თეორიების ახლო თეორიის თანახმად ხედვა,მხედველობა არის სახეთა, ხატების მატერიალური მიღება). თვალი მიკროკოსმში არის მაკროკოსმში ყველაზე მანათობელი ვარსკვლავი მზის ხატი.  ასეა რომ  ხედვის ობიექტი მოქმედებს მხედველ სუბიექტზე  : ასე მაგალითად,ჭირიანის შეხედვა საკმარისია ჭირით დაავადებისათვის და ლამაზის მზერა  საკმარისია  თვალებით სიყვარულის გულამდე შესაღწევად. სიყვარული ასე არის ჯადო,ჩვენ გვაჯადოებს ლამაზი ფიგურა რომელიც გვიყურებს და ჩვენში აღვიძებს მარადისობის წადილს.

   ხილულ სამყაროში  სულის სრულებით ზეგრძნობად ბუნებას ყველაზე მეტად უახლოვდება სინათლე,რომლის პრინციპადაც ფიჩინო თვლის უსასრულო სიჩქარეს : ცეცხლი, რომელიც თავისი წმინდა ბუნების გამო ყველაზე მეტად უახლოვდება სულიერ ბუნებას... ასევე იძენს უხორცო და დაუყოვნებლად მოქმედი სინათლის გაჩენის  უნარს. ეს აძლიერებს სინათლისა და სულის მწვერვალი გონიერების ანალოგიას: გონი ჭეშმარიტებას ფაქტიუ- რად იგებს მოულოდნელი გამოცხადებით და არა
სილოგიზმის განვითარებით. მშვენიერება, რომელიც არის გრძნობადის  ზეგრძნობადის მიმართ სიმპატიის, თანაგრძნობის ნიშანი, არის სინათლისა და დიდმშვენიერების წყარო (ამ თემას ვხედავთ უკვე წმინდა ავგუსტინესთან და წმინდა თომასთან). სინათლე არის ერთგვარი ღვთაება რომელიც ამ ქვეყნის ტაძარში იმეორებს მსგავსებას ღმერთთან. ღმერთის ყველა ქმნილების გამანათებელი სინათლე არის ღვთაებრივი სიცხადის ერთგვარი დიდმშვენიერება". იმეორებს რა პლატონის "ბანკეტში' ამოკითხულ დაპირისპირებას, ფიჩინო ამბობს რომ ხილული სამყაროს მშვენიერება განსახიერებულია მიწიერ ვენერაში, ხოლო ზეგრძნობადი სამყაროს მშვენიერება-ციურ ვენერაში.  სამყაროს მშვენიერება, რომელსაც გვიმალავს ხანგრძლივი ჩვევა, ხოტბას ასხამს შემოქმედის სიდიადეს: "ერთი ხანგრძლივი ჩვევა ასუსტებს აღფრთოვანებას. თუ კი მშობლებმა სულ პატარა ბავშვობიდან აღგზარდეს ყველა მხრიდან დახურულ სახლში,ისე რომ შენ არ შეგეძლო  სამყაროს ამ წარმტაცი მშვენიერების დანახვა 30-ე წლამდე და თუ, მაშინ სახლის გახსნით მათ ის შენ უეცრად გაჩვენეს, შენ უეჭველად იმდენად აღფრთოვანებული იქნებოდი მშვენიერებით რომ მანამდე გაურკვევლი ეხლა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ირწმუნებდი რომ ყველაფერი შექმნა  ერთადერთმა უნიკალურმა დიდოსტატმა და ყველაფერს ეს დიდოსტატი მართავს"

       სულის ამაღლება :

     მატერიალური და ხილული სამყაროს ამ იერარქიას  შეესაბამება სულიერი და უხილავი სამყაროს იერარქია. " პლატონურ თეოლოგიაში" ფიჩინო განასხვავებს ხუთ ფუნდამენტურ სუბსტანციას ; 1.სხეულს, განსაზღვრულს რაოდენობით,ესე იგი განფენილობით, ოდენობით,სივრცით (étendue), იხ. თეოლოგია,VI,8: "სხეული ბუნებით განფენილია",თვისებით (ცხელი,ცივი, ელვარე და მქრქალი,სველი და მშრალი,და სხვ.), 2.
სულს,რომელსაც აქვს საკუთარი თავის შეცნობის, სხეულისაგან აბსტრაქციის უნარი, ,მაგრამ რომელსაც  არსებობა შეუძლია მხოლოდ სხეულთან კავშირსჰი. " შეიცანი თავი შენი" ახასიათებს სულს, როგორც ეს პირველმა აღიარა სოკრატემ.ეს დაბრუნება საკუთარ თავთან ფიჩინოს აზრით აღნიშნავს წრის საუცხოობას,საკუთარი თავის ცნობას
ზეგრძნობად სამყაროში თუ პლანეტების ორბიტას გრძნობად სამყაროში.3.ანგელოზი, ყველანაირი სხეულისაგან თავისუფალი სული,რომლის ცოდნაც სასრული რჩება, და ბოლოს ღმერთი,უსასრულო და ყოვლისმცოდნე სული. ადამიანის სული, მატერიალური
სხეულისა და ღვთაებრივი სულის დამაკავშირებელი არსი. ადამიანი  მოქცეულია  უკიდურესობათა შორის : ის შეიძლება დაეცეს  და იქცეს ცხოველად ( რომელიც არის მატერიასჰი ჩაფლულისული)  ან ამაღლდეს ანგელოზისკენ (რომელიც არის სხეულისაგან განთავისუფლებული სული). ადამიანი, ან უფრო ადამიანის სული ამდენად არის ბუნების უდიდესი სასწაული ( თეოლოგია,III,2,ტ.I გვ?141 და 142) :" ადამიანის სული, რომელსაც ფიჩინო უწოდებს"მესამე არსს" ტიმეოს 35 ა-ს თანახმად,არის ბუნების უდიდესი სასწაული, maximum est in natura miraculum...იმდენად რომ მას სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ბუნების ცენტრი, ყველაფრის შუაგული,სამყაროს შეერთება,ყველაფრის სახე,სამყაროს კვანძი და კავშირი". აქ ვხედავთ  ასკლეპიუსის ანუ კორპუს ჰერმეტიკუმის  XIV ტრაქტატის გახსენებას.
ავგუსტინეს  ის მოჰყავს  Cité de Dieu--ში//"ღმერთის ქალაქში"//:
" ადამიანი, მაშ, ო ასკლეპიუს, არისი დიდი
სასწაული ( magnum miraculum ),პატივისცემისა და თაყვანისცემის ღირსი ცხოველი//ანუ ცოცხალი//,
ვინაიდან ის გადადის ღვთაებრივ ბუნებაში თითქოს თვითონ ღმერთი იყოს..."
(Asclepius,§2, Guy Rachet Sand-ის გამოცემა,1996,გვ.81).  სასწაული იმიტომ რომ სწორედ ადამიანის სულთან ერთად მაღლდება მატერიალური სულიერში და ქმნილება იხსნება ღვთაებრივის შეცნობისაკენ.სწორედ ამიტომაა რომ ადამიანი ესე იგი
ადამიანის სული განსაკუთრებული ღირსებითაა შემოსილი სამყაროში: სწორედ მას ძალუძს მოწყვეტა გრძნობადისაგან და ზეგრძნობადისაკენ ამაღლება. ანგელოზები ბინადრობენ სულიერის სამეპჰოში ისე როგორც მხეცები ბინადრობენ მატერიალურ სამეფოში, მხოლოდ ადამიანი მაღლდება  საზღვრამდე, მხოლოდ ადამიანს ძალუძს ერთი სამეფოსაგან მოწყვეტა და მეორე სამეფოსაკენ ამაღლება. ადამიანის სულის სწორედ ეს თვისება ანიჭებს მას უკვდავებას ("პლატონური თეოლოგიის" ქვესათაურია " სულის უკვდავებაზე").

     ადამიანის სული შფოთავს და გატანჯულია მელანქოლიით, ტანჯვით რომლის ობიექტიც განუსაზღვრელია და რომელიც სტანჯავს გენიალურ ადამიანებს.  მელანქოლიაზე "სიცოცხლის წიგნის" I წიგნის  3-7 თავებში ვკითხულობთ შემდეგს : " სამყაროსაკენ მიქცეული სული ვერასოდეს ხვდება მისი სიყვარულის ობიექტს. მას სიმშვიდის მოპოვება შეუძლია მხოლოდ მისი  შინაგანი სამყაროს გარდაქმნით,
მხოლოდ მაშინ თუ კი ის მიმართავს თავის ჭეშმარიტ სამშობლოს, ანგელოზისა და ღმერთის ზეგრძნობად სამყაროს. სული დაჯილდოებულია ნებით,რომლითაც მას ნებავს თავისი სიყვარულის ობიექტი. სული დაჯილდოებულია გონიერებით,რომლითაც მას ძალუძს მისი სიყვარულის ობიექტის ხილვა დაუყოვნებელი და ინტუიტიური ცოდნით. ასეთი გამოცხადება ადამიანებისათვის იშვიათი და ხანმოკლეა, მაგრამ ის არაა შეუძლებელი. მხოლოდ უფლის ხილვას დზალუძს მელანქოლიის შფოთის დამშვიდება.

 ფიჩინოს აზრით ინტუიტიური ცოდნა უფრო მაღალია ვიდრე ლოღიკური დემონსტრაცია. ამ ყოველთვის ხატოვანი და მეტაფორული აზრისათვის ცოდნა ხატის,სახის აღქმა უფროა ვიდრე რაღაც წინადადების განვითარება. ეს ხსნის
ფიჩინოს აღფრთოვანებას ეგვიპტური იეროგლიფებით. ფიჩინო მატთ იცნობდა
ჰორაპოლონის Hieroglifica-დან,რომელიც ითვლებოდა ერთი ეგვიპტელი ქურუმის ფარულად შენახულ გამოცხადებად. ეს ტექსტი, რომელიც ფლორენციაში 1419 წელს ჩაიტანა მღვდელმა ქრისტოფორო დე ბუონდელმონტიმ, სინამდვილეში ბევრად უფრო ახალია იმიტომ რომ ისაა ა.წ. II-IV საუკუნეების უცნობი ალექსანდრიელის ნაშრომი. მის გამოცემას Alde Manuce-ს მიერ 1505 წელს ჰქონდა იმდენად დიდი წარმატება რომ მთელი კლასიკური ხანის მანძილზე ჰორაპოლონის სიმბოლიზმი დიდ გავლენას მოახდენს ძველი იეროგლიფების ინტერპრეტაციაზე. იეროგლიფი ფიჩინოსთვის არის იდეა გარდაქმნილი ხატად, რაც სილოგიზმის რთულ გზას ცვლის იდეს( იდეიას) უშუალო ხილვით : " ეგვიპტელი ქურუმები ღვთაებრივ მოვლენათა აღსანიშნავად არ იყენებდნენ ასოებს,ისინი იყენებდნენ მცენარეების, ხეების და ცხოველების სრულ ფიგურებს, რადგანაც ღმერთის აზრი მოვლენათა, საგანთა შესახებ არაა  რთული, დისკურსიული აზრი, ისაა მათი მარტივი  და უშუალო ფორმა. დროის თქვენი  გაზომვა, მაგალითად, მრავალფეროვანი და მობილურია, ის ხედავას რომ დრო მიედინება და ერთგვარი რევოლუციით ის დასაწყისს უკავშირებს დასასრულს: ის ქმნის საგანთა უსასრულო რაოდენობას და მათ სათითაოდ სპობს. ეგვიპტელები მთელ ამ სიტყვას ხედავდნენ  ერთ ხატში სადაც წარმოდგენილი იყო ფრთოსანი გველი რომელსაც პირში უკავია თავისი საკუთარი კუდი. სხვა ობიექტები წარმოდგენილია სხვა ანალოგიური ხატებით,რასაც აღწერს ჰორუს" (Cჩhastel-ის ნასჰრომ "Marsile  Ficin et l'art"-ში,გვ.82-ზე მოყვანილი წერილი). იდეა მოდის პლოტინიდან. პლოტინი ეგვიპტურ იეროგლიფებში ხედავდა  ნაშთს შემეცნებისა ხატებით (agalmataა) და არა წინადადებებით(axiomata ): მეხუთე ენეადა,VIII
( "ზეგრძნობად მშვენიერებაზე"),5 და 6: "ეგვიპტელი ბრძენები არ იყენებენ ნახატ ასოებს რომლებიც იშლებიან სიტყვებად და
წინადადებად და რომლებიც წარმოადგენენ ბგერებს და სიტყვებს : ისინი წარმოადგე-
ნენ ხატებს.  ყოველი იეროგლიფი არის განსხვავებული რამის ხატი. ისინი მათ ხატავდნენ
ტაძრებში ყოველი არსის ყველა დეტალის აღსანიშნავად; ყოველი ნახატი ნიშანი, მაშ,
არის მეცნიერება,სიბრძნე, რეალური რაღაც და არა რაღაც თანმიმდევრული აზრი, როგორც მსჯელობა ან განხილვა". პლოტინი უეჭველად ფიქრობს  "კანონთა" სახელგანთქმულ ტექსტზე (656 დ-ე) სადაც პლატონი ხოტბას ასხავს ეგვიპტურ ხელოვნებას. აღორძინების ხანის აღფრთოვანება იეროგლიფების სავარაუდო სიმბოლიზმით არის გამოცანების, საიდუმლოთა, ემბლემების მოდის გავრცელების საწყისი.

     ეს თვალსაზრისი არის ჭვრეტითი ცხოვრების ნეტარება და სიტკბოება და წინასწარ
გვაგრძნობინებს სამოთხეში მყოფ ნეტართა  ცხოვრების გემოს. იმ ხანის სიმბოლიზმის თანახმად მჭვრეტელობითი ცხოვრება უფრო მაღალი რანგისაა ვიდრე პრაქტიკული ცხოვრება, ისე როგორც რაშელი უფრო მაღლა დგას ლიაზე. გონიერება ფიჩინოს თანახმად არის ყველაზე უფრო ინტუიტიური და მიჯნურის, შეყვარებულის უნარი და არა დედუქციური და ლოღიკური უნარი.
ფიჩინოს მორალი მიმართულია ამ მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ ამაღლებისაკენ და ნაკლებადაა დაინტერესებული ადამიანთა მათ შორის ურთიერთობათა ეთიკით და პოლიტიკით  ანუ მოქალაქეთა ურთიერთობით მათი ორგანულად გამაერ-
თიანებელი სახელმწიფოს შიგნით.

      გრძნობადი და ზეგრძნობადი სამყაროების საზღვარზე, შეერთების ადგილას მყოფი ადამიანის სული (ანიმა) გაორდება გონებად (მენს) და სულად (ანიმუს) : გონება, გონიერება არის სპეკულატური უნარი,რომელიც იძლევა ზეგრძნობადის ხილვის საშუალებას; სული არის,უფრო მატერიალური და სხეულთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული, ყოველი ადამიანის ინდივიდუალური ხასიათის
შემადგენელი ოთხი ხასიათის,განწყობილების  ტემპერამენტი

*********************************************************************
       სიყვარულის ფილოსოფია :

  ფიჩინოს მთელი ფილოსოფია ასე შეიძლება გაგებული იქნეს როგორც სიყვარულის ფილოსოფია. პლატონის ნაწარმოებებიდან ის  ყველაზე დიდი სიამოვნებით კითხულობს "ბანკეტს" და "ფედრს". არისტოტელეს მეგობრობის თეორიას  და ციცერონის De Amiticia-ს ის უკავშირებს პავლეს სახელგანთქმულ წერილებს გულმოწყალებაზე, გულშემატკივრობაზე.  სული ნებით, მაგრამ
ასევე გონიერებით ( ვინაიდან მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ჩემი ამაღლება ღმერთის ხილვამდე და უსიყვარულო გონიერებას არ ძალუძს ცოდნა) მთლიანად ამოძრავებულია სიყვარულის მიერ. მატერიალურ სამყაროსაც, როგორც უკვე ვთქვით,მთლიანად
ამოძრავებს სიყვარული. სიყვარული არის წარმომქმნელი,წარმომშობელი,მშობელი ძა-
ლა რომელიც ახდენს სამყაროს ორგანიზაციას და აჩენს ფორმას საწყის ქაოსში.
სიყვარული არის აგრეთვე მიმზიდველი ძალა, რომელიც სამყაროს სულის ერთიანობაში აერთიანებს სამყაროს შემადგენელ ნაწილებს : ისაა ერთიანობის ღვთაებრივი პრინციპი. ადამიანური სიყვარული არის ღვთაებრივი სიყვარულის ანარეკლი გრძნობად, ხილულ, მატერიალურ სამყაროში და სიყვარულის ობიექტი არის როგორც გამოუთქმელი ღვთაებრივი მშვენიერების წინათგრძნობა. ასეა რომ შეყვარებულებმა სინამდვილეში არ იციან თუ რა უნდათ მათ სინამდვილეში: სიყვარულის ობიექტისაკენ სწრაფვისას მათ სინამდვილეში უნდათ ღმერთის ჭვრეტა : " აქედან გამომდინარე შეყვარებულის წადილს ვერ ამშვიდებს არანაირი სხეულის დანახვა და შეხება. ის მიისწრაფის არა სხეულისაკენ არამედ სხეულში არეკლილ ღმერთის სიდიადისა და ბრწყინვალებისაკენ და შეყვარებულს საგონებელში აგდებს და მისთვის მიუწვდომელია  სწორედ ის რაც მას აღაფრთოვანებს. სწორედ ამიტომაა რომ შეყვარებულებმა არ იციან თუ რა სწადიათ მათ ან თუ რას ეძებენ ისინი ვინაიდან მათ არ იციან თუ რა ან ვინ არის აღმერთი,რომლის ფარულმა გემოვნებამ  მის ქმნილებებში გაავრცელა ძალიან ტკბილი არომატი. სწორედ ეს არომატი გვაღელვებს ჩვენ ყოველ დღე".

     და ფიჩინო პლოტინისაგან იღებს ხატს
ნარცისისა, რომელიც კვდება რათა ჩაიხრჩოს თავისი სიყვარულის გრძნობად კერპში, რომელსაც არ შეეძლო ამ ხატი-ეკრანის უკან თავისი სიყვარულის ნამდვილი ობიექტის, შემოქმედი ღმერთის დანახვა.  სიყვარული , მაშ, არის დაბადება სულიერი სამყაროსათვის და სიკვდილი მატერიალური სამყაროსათვის, სიკვდილი საკუთარი თავისთვის,თავდავიწყება და საკუთარი თავის დაკარგვა სხვაში : პლატონი სიყვარულს უწოდებს მწარე რამეს ( Amorem Plato rem amaram vocaf). ეს სწორია ვინაიდან შეყვარებული კვდება. თვით ორფეოსმა სიყვარულს უწოდა ტკბილ-მწარე (glupicron), ვინაიდან სიყვარული არის ნებაყოfლობითი სიკვდილი... ამბობენ რომ შეყვარებული კვდება იმიტომ რომ საკუთარი თავის დამვიწყებელი მისი აზრი ფიქრობს მხოლოდ   საყვარელზე.. შეყვარებულის სული აღარაა მასში და ის ვინც აღარაა მასში ის აღარ ცხოვრობს მასში და ის ვინც აღარ ცხოვრობს კვდება. ამიტომაა რომ შეყვარებული მკვდარია საკუთარი თავისთვის. მაგრამ ცხოვრობს ის სხვაში? რასაკვირველია".  ასე,თუ კი გონიერების დამახასიათებელი აქტი არის  ზურგის შექცევა გრძნობადი ნივთებისათვის და საკუთარ თავში სესვლა,ეს მოქცევა შინაგანობაში არა იმდენად საკუთარი თავის აღმოჩენაა რამდენადაც  სიმთვრალის აღმოჩენაა  ვინაიდან მასში მყოფი
ღვთაებრივის აღმოჩენა თითქოს სწყვეტს სულს საკუთარი თავისაგან სასიყვარულო ექსტაზის მეშვეობით. სწორედ შინაგანობაში ჩნდება ტრანსცენდენტურობა.
გჰმერთის სიყვარული ასე არის ყველა სიყვარულის ჭეშმარიტება. ყველანაირი მეგობრობა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთში. და შეყვარებულებს ერთმანეთი უყვართ
ღვთაების საერთო განცდით. აკადემიას ასე უნდა შეეკრიბა მეგობრები სულში,რომ-
ლებიც დიოტიმე-ს თეორიის თანახმად შთაგონებულები და განაყოფიერებულები უნდა
ყოფილიყვნენ სიყვარულით,რასაც მათთვის უნდა ებიძგა მრავალი ლამაზი სიტყვის დაწერისაკენ. სასიყვარულო სიმთვრალის ამ განდიდებაში ვხედავთ  შუა საუკუნეების თავაზიანი,კურტუაზიული სიყვარულის ,დანტეს,პეტრარკას სიყვარულის გახსენებას.

     სიყვარული, რომელიც სულში არის ემოციური
სტსრაფვა ღვთაებრივისკენ ამაღლებისაკენ, არის აგრეთვე ყველანაირი ცოდნის
ჭეშმარიტი მოტივი. ნაშრომში " კომენტარები "ბანკეტზე" ფიჩინო იმეორებს
პლატონის მიერ " ფედრში" ნახსენებ გაშმაგების,გახელების ოთხ სახეს : სასიყვარულო
სიგიჯე მიწიერი ვენერას თანახმად; პოეტური სიგიჟე მუზების თანახმად;მისტიკური გახელება დიონისეს თანახმად და წინასწარმეტყველური სიშლეგე აპოლონის თანახმად. პირველი სულს სწყვეტს საკუთარ თავს და ასწავლის მას სიკვდილს;მეორე აღვიძებს მას კოსმოსის  წყობის განმსაზღვრელი  თანხმიერებისა და ჰარმონიისადმი;მესამე არის განწმენდა რომელიც სწყდება გრძნობადს და ყურადღებას აპყრობს არა სამყაროში არსებულ მრავალფეროვან ბრწყინვალებას,არამედ მისი ერთიანობის პრინციპს; და ბოლოს მეოთხე მაღლდება გონიერებით,რომელიც არის სულის მწვერვალი,თვით ერთიანობის ხილვისაკენ. და ბოლოს,როდესაც სული გახდა ერთი,ერთი,ვამბობ მე,რომელიც არის ბუნებაში და სულის არსჰშიც კი.მას რჩება მხოლოდ დაუყოვნებლივ დაბრუნება ერთთან,ესე იგი გჰმერთთან. ამ ამოცანას სიყვარულის, ესე იგი ღვთაებრივი  მსხვენიერების და სიკეთის წადილის მეშვეობით ასრულებს ციური ვენერა.

     სიყვარული, მაშ, არის სულის ამაღლების პრინციპი და მიზანი,დასასრული. ფიჩინოს შეუძლია დაასკვნას რომ  "ყველა სიშმაგიდან ყველაზე ძლიერი და და ყველაზე გამოჩენილია სასიყვარულო სიშმაგე".

     სიყვარული არის შთაგონების უნიკალური, ერთადერთი მამოძრავებელი ძალა რომელსაც გადაჰყავს პოეტები და მხატვრები, ღვთაებრივი სიშმაგე ფურორ დივინუს.

    (" მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა", შოთა, ბევრად ადრე
მარსილიო ფიჩინომდე )

        მარსილიო ფიჩინოს გულწრფელად თვლიდა
რომ ის ქრისტიანი იყო და სულაც არ ფიქრობდა რომ წარმართობის და ქრისტიანობის ეს
უცნაური და საინტერესო ნაზავი შეიძლებოდა ჩაეთვალათ ერესად,მწვალებლობად. ის ფიქრობდა რომ  ყველაზე ბრძენმა წარმართებმა, და, განსაკუთრებით პლატონმა,  წინასწარ განიცადეს, განჭვრიტეს ქრისტიანული გამოცხადება და რომ ღმერთის ერთი და იგივე იდეა შთააგონებს ყველა  ფილოსოფიას და ყველა რელიგიასაც კი ( სწორედ ასე იყო რომ ეგვიპტური ჰერმეტიზმი თუ ის რაც ეგვიპტურ ჰერმეტიზმად მიაჩნდა ფიჩინოს აზრით არ  ეწინააღმდეგებოდა მოსეს წიგნებს). ფიჩინოს ისიც სწამდა რომ პლატონმა მიიღო  ფილოსოფიის წიაღში ჭეშმარიტი რელიგიის გაჩენის და ასე ქრისტიანობის გაბატონებისათვის ნიადაგის გზის მომზადების ღვთაებრივი მისია. მაშ ებრაულ სიბრძნეს (მოსე),წარმართი ბერძენი ფილოსოფიებს ( პლატონი და ორფეოსი), ეგვიპტელების (ჰერმეს ტრისმეგისტი) თუ სპარსელების ( ზოროასტრე) მსოფლმხედველობასა და ქრისტეს მოძღვრებას შორის არსებობს ფარული ჰარმონია.  აღორძინების ხანის ერუდიციის მიზანი, მაშ, იყო საყოველთაო,უნივერსალური რელიგიის აღდგენა (იმისა რასაც მოგვიანებით,ყველაზე მეტად XVIII საუკუნეში, უწოდებენ "ბუნებრივ რელიგიას" (თვითონ ფიჩინო ლაპარაკობს რომ "საერთო ბუნებრივი რელიგიის" უმაღლესი ჭეშმარიტება გაამხილა ქრისტიანულმა გამოცხადებამ.

        ფიჩინოს ნაშრომს მსჭვალავს ერთგვარი ორაზროვნება. მისი "სიცოცხლის წიგნის" სამედიცინო და ასტროლოგიურ მატერიალიზმსა (რის გამოც ის კინაღამ დაგმო ეკლესიამ) და " პლატონური თეოლოგიის" მისტიკურ სპირიტუალიზმს შორის. ფიჩინოს მიერ სიყვარულის განდიდება ყოველთვის ორაზროვანია, ის მერყეობს მშვენიერების სენსუალურობასა და მისტიკური ჭვრეტის წმინდა სულიერებას შორის. ეს
ორაზროვნება მოაზროვნისა რომელიც თავიდან იყო ეპიკურეველი და ლუკრეციუსის კომენტატორი და შემდეგ  მიბრუნდა პლატონისა და წმინდა ავგუსტინესაკენ ჩანს მთელ მის ფილოსოფიაში. სწორედ ასეა რომ სული ერთდროულად არის გონიერება, სრულიად სულიერი უნარი,რომელსაც აქვს ზეგძრნობადის ხილვის და გრძნობადისათვის ზურგის შექცევის უნარი და სული,რომელსაც " სიცოცხლის წიგნი"  ახასიათებს როგორც
" ორთქლს, წმინდა,ცხელი და კაშკაშა სისხლის კვამლს",მისი შემადგენელი ოთხი განწყობის  , მელანქოლიურის, ფლეგმატურის, სასტიკის ,გულპჰიცხის  მეტ-ნაკლებად ზომიერ წონასწორობას. " სიცოცხლის წიგნშიც" ფიჩინო გრდზლად ლაპარაკობს ვარსკვლავთა გავლენებზე და ამავე დროს მაგიის მიმდევრობაში ბრალდების შიშით ის ამბობს რომ ამისი არ სჯერა.

     ფიჩინოს პლატონიზმი იტალიაში გავლენას ახდენდა მთელი XVI საუკუნის მანძილზე,
ის გავლენიანი იყო ჩრდილოეთის ქვეყნებშიც ( ფიჩინოს ნაწერებმა დიდი გავლენა
მოახდინეს პარაცელსზე, რომელიც გერმანიაში არის მთელი ფილოსოფიური ტრადიციის საწყისთან) და საფრანგეთში,სადაც ფრანსუა პირველის და მარგარიტა ნავარელის   ჰუმანისტური წრეები დიდ როლს ასრულებენ ჰუმანიზმის გავრცელებაში. ერაზმი კარგად იცნობდა ფიჩინოს ნაშრომს და კეპლერამდე  (უფრო ვიდრე გალილეიმდე) XVII საუკუნის დასაწყისი განიცდის მის გავლენას.
___________________________________

    როგორც ვხედავთ აღორძინების ხანა მთელი მისი ჰუმანიზმისა და თავისებური ანტროპოცენტრიზმის მიუხედავად სულაც არ ყოფილა ერთუჯრედიანი მატერიალიზმის ხანა.

      მარსილიო ფიჩინოს სიყვარულის თეორიაზე ლაპარაკისას არ შეიძლება არ გაგვა-
ხსენდეს ქრისტეს საყვარელი მოწაფე იოანე და მისი სახარება, რაც  უეჭველად იყო მარსილიო ფიჩინოს სიყვარულის თეორიის წყარო:

     "რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება ,რომ მისცა თავისი მხოლოდ-
შობილი ძე რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს,არამედ ჰქონდეს საუკუნო
სიცოცხლე.

     რამეთუ  არ წარმოაგზავნა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნიერებაზე  რათა გაასამართლოს ქვეყნიერება,არამედ რომ ქვეყნიერება გადარჩეს მის მიერ.

     ვისაც ის სწამს არ გასამართლდება, ხოლო ვისაც არა სწამს უკვე მსჯავრდადებულია,
რადგანაც არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.

      სასამართლო კი ის არის რომ სინათლე მოვიდა ქვეყნიერებაზე და ადამიანებმა
სინატჰლეზე მეტად შეიყვარეს სიბნელე, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.

      ვინაიდან ყველას,ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს სინათლე და არ მიდის
სინათლესთან,რომ არ იქნეს მხილებული მისი საქმენი... (იოანეს სახარება 3,16,20)

    საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი,
რამეთუ ღმერთისაგანაა სიყვარული, ხოლო
ყოველი,ვისაც უყვარს, ღმერთისგან არის
შობილი და იცნობს ღმერთს.


     ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცნია
ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია
( მოციქულ იოანეს პირველი ტსერილი 4, 7-8)...


    იმაში შეიცანით სიყვარული რომ მან
თავისი სული დადო ჩვენთვის და
ჩვენც უნდა დავდოთ სულები ერთმა-
ნეჰისთვის ( იოანე I,3,16)


     ვინც ამბობს რომ სინათლეშია, ხოლო
თავისი ძმა სძულს,იგი კვლავ ბნელში
იმყოფება.


     ვისაც თავისი ძმა უყვარს ის სინათლეში
რჩება და საცდური არ არის მასში.


    ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში
იმყოფება და ბნელში დადის, ვინაიდან სიბ-
ნელემ დაუბრმავა თვალები. (იოანე I,9-11).


     ჩვენ ვიცით რომ სიკვდილიდან სიცოცხლე-
ში გადავედით იმიტომ რომ გვიყვარს
ძმები; ვისაც არ უყვარს,სიკვდილში
რჩება ( იოანე I,3,4).

 *********************************************

     უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, მზე, უხილავი გჰმერთის ხილული ხატი !...


No comments: