11.24.2011

იდუმალი კოლხეთი და არგონავტთა ლაშქრობა თანამედროვე ევროპელის თვალით:

ჰომეროსი
ივ დაკოსტა (Yves Dacosta )
ინიციაციური მოგზაურობებიდან და გმირობებიდან:
არგონავტთა ექსპედიცია:
«ილიადის» და ყველაზე მერად «ოდისეის» მრავალი მინიშნება მოწმობს რომ ჰომეროსი იცნობდა არგონავტების თავგადასავალს მათ «შორეული მოგზაურობის ნავზე, არგოზე, რომელსაც ბევრჯერ უგალობა მრავალმა პოეტმა» («ოდისეა», XII). მითის სიძველე, მაშ, უეჭველია, თუმცა ზოგი ნაწილი და ლეგენდა მას შემდეგ დაემატა.

ექსპედიციის ყველაზე სრული და ყველაზე დეტალური მოთხრობა არის დიდი  ალექსანდრიელი პოეტი აპოლონიოს როდოსელის (ძვ.წ. III საუკუნე) «არგონავტიკაში»; ავტორი იყო ერუდიტი მწერალი რომელმაც შესძლო მის დროს ჯერ კიდევ არსებული
მრავალი წყაროს გამოყენება. ამ წყაროთა უმეტესობა დროთა მანძილზე გაქრა. არარაფერი დარჩა ევმელოსის «კორინთიაკა»-დან (ძვ.წ. VIII თუ VII ს.) , «ნაუპაკტიკა»-საგან (ძვ.წ.VI ს.), ეპიმენიდეს (ძვ.წ.VII-VI ს.) ნაწერებიდან,კლეონ კურიონელის «არგონავტიკა»-საგან და მრავალი ტრაღედიისაგან (გარდა ევრიპიდეს თხზულებისა «მედეა») რომელთაც სიუჟეტად აიღეს ექსპედიციის ესა თუ ის ეპიზოდი. აპოლონიოს როდოსელის პოემის, ევრიპიდეს «მედეას» და დაკარგულ თხზულებათა გაფანტული ფრაგმენტების გარდა ჩვენ საბედნიეროდ ჯერ კიდევ გაქვს პინდარეს ( ძვ.წ.462 წ.) IV პითიური,ოვიდიუსის
( ა.წ. 8) «მეტამორფოზები»,რომლის მე-7 წიგნის დასაწყისი ყვება თუ როგორ
დაეხმარა მედეა იასონს ოქროს საწმისის დაუფლებაში,ლათინი ვალერიუს ფლაკუსის
(ა.წ. I ს.) «არგონავტიკა» და « ორფიკული არგონავტიკა» (ა.წ.IV ს.).

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ ამ ეპიკური ტრადიციის მთავარი პერსონა-
ჟი თავიდან იყო წმინდა, ცოცხალი სულის და პიროვნების მქონე გემად მიჩნეული არგო. ის აიგო ქალღმერთი ათინას დახმარებით. მის ასაგებად გამოყენებული იყო ეპირის ძალიან ძველი სალოცავი დოდონას ქადაგ-მისანი მუხებიდან მიღებული ძელი. ძელი ინარჩუნებდა ლაპარაკის და წინასწარმეტყვე-
ლების უნარს. სწორედ ეს ჯადოსნური ძელი იყო ექსპედიციის სულიერი მეგზური. დამაგრების დროს მან იყვირა. ძელმა ხმა კიდევ ამოიღო უკან დაბრუნები-
სას, როდესაც მან ზევსის სახელით გააფრთილა არგონავტები რომ ისინი დიდ საფრთხეში ჩავარდებოდნენ თუ კი ჯადოსანი კირკე მათ არ განწმენდა მედეას ძმა აფსირტეს მკვლელობისაგან.

დანარჩენი ნავი ნაგები იყო ულპობი და დაუწვავი ხისაგან. ეს ხე ალ-
ბათ იყო ბერძნულ ტრადიციაში ცნობილი კოსმიური ხე. გემის გრძელი და წამახული ფორმა მას აძლევდა სწრაფად მოძრაობის უნარს და ის იოლად ემორჩილებოდა მენავის ნიშნებს,ღმერთების მითითებებს. მისი სისწრაფის საუკეთესო ილუსტრა-
ციაა სიმპლეგადების ( თუ კიანეების) გადალახვა.მითის იმ სცენებს შორის,რომ-
ლებიც შენათხზის გამჭვირვალე საფარველის ქვეშ აღწერენ მიცვალებულთა მო-
გზაურობას, ეს ყველაზე მდიდარია ეზოტერული აზრით. ჩვენ მას აღვწერთ აპოლონიოს როდოსელის პოემის II სიმღერაში აღწერილი ვერსიის მოკლედ გადმო-
ცემით.

ჩვენ იქ ვკითხულობთ რომ შავ ზღვაში შეღწევის საშუალების მომ-
ცემი ბოსფორის გასასვლელს იცავს ორი კლდე,კიანეები, რომელთა შორისაც ვერავის გაევლო იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს მუდამ უახლოვდებოდნენ და ეხეთქებოდნენ და რომელთა ზემოთაც სჩქეფდა და დუღდა ზღვის წყალი.
უნდა ითქვას რომ უძველესი ხანის ბერძნებისათვის შავი ზღვა იყო არასტუმართმოყვარე,იდუმალი ზღვა, საიქიოს წყლების ხატი. შავ ზღვაში შეღ-
წევა, მაშ, ნიშნავდა მიწიერი სამყაროს სულიერი სამყაროსაგან გამყოფი ინიციაციური ბარიერების გამარჯვებით დაძლევას. მისანმა ფინევსმა არგონავტები გააფრთხილა რომ არგონავტებს უნდა დაეჯერებინათ მისი რჩევების-
თვის თუ კი თვითმკვლელობა არ უნდოდათ : ფინევსმა არგონავტებს ურჩია წინ
გაეფრინათ მტრედი. თუ კი ის გაივლიდა კლდეებს და მოახერხებდა საღ-სალამათი
შავი ძრვისკენ გასვლას მაშინ უნდა გაყოლოდნენ გზას არგონავტები და უნდა ეცურათ მხნედ. და პირიქით, თუ კლდეები ჩიტს გასრესდნენ მაშინ არგონავტებს
უარი უნდა ეთქვათ ექსპედიციაზე და უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. გმირებ-
მა მიიღეს ეს რჩევა. როდესაც ისინი მივიდნენ ორი მხრიდან დაბრკოლებებით
მოზღუდულ ადგილას საპირისპირო დინებამ გადაუარა გემს და არგონავტებმა გაიგეს კლდეების შეხეთქების ხმა. უფრო მოშორებით მათ დაინახეს კლდეების გახსნა და ერთმა არგონავტმა გააფრინა მტრედი. მტრედმა გააღწია და
არგონავტებმა დიდი გაჭირვებითა და ძალისხმევით და ქაღმერთი ათინას დახმარებით მოახერხეს გავლა. განსაცდელი გავლილი იქნა და დამარცხებული კლდე კიანეები სამუდამოდ გაშეშდნენ გახსნილ მდგომარეობაში.

უფრო გვიანდელი, მაგრამ ალბათ ბევრად უფრო ძველი წყაროებით,
განსაკუთრებით ეპიმენიდეთი ნასაზრდოვები ორფიკული არგონავტილკის
თანახმად ნავი არგო სიმპლეგადების საფრთხეს გადაურჩა არა ქალღმერთი ათინას, არამედ ორფეოსის,ინიციაციის გამორჩეული მოძღვრის ჩარევის და დახმარების წყალობით.



სიმპლეგადების თემა არის მითების უნივერსალური,საყოველთაო ანსამბლის ნაწილი. ეს ანსამბლი შეისწავლა რელიგიის მრავალმა ისტორიკოსმა და
მირჩა ელიადემ თავის წიგნში « მისტიკური გაჩენები» ( Mირჩეა Eლიადე,
Nაისსანცეს მყსტიქუეს, Gალლიმარდ,Pარის, 1959) უწოდა რეგრესსუს ად უტერუმ-
-ის, საშოსკენ დაბრუნების ინიიაციური სიმბოლიზმი. მუდამ ლაპარაკია ერთსა და იმავე რწმენაზე რომლის თანახმადაც ღმერთების სამყაროში მოხვედრა შეიძლება ახალი გაჩენით,რომ ამის შედეგად ჩასახვა, ფეხმძიმობა და
შობა, გაჩენა არის ხატები რომელთაც ძალუძთ სხვანაირად გამოუთქმელი განცდა-გამოცდილების მიახლოებითი იდეის მოცემა, იდეისა რომ ეს დაბრუნება
სავსეა საფრთხეებით და მოითხოვს «სულში» განხორციელებულ ნახტომს დროსა და სივრცეში რომელიც გმირს ამაღლებს «ტრანსცენდენტურ» მდგომარეობამდე.
კლდეები ( თუ სხვა კლიმატში აისბერგები) რომლებიც ეჯახებიან ხოლმე ერთმანეთს არიან ყბები გიგანტისა რომლის წიაღშიც, რომლის შიგნითაც არის
მიცვალებულთა საცხოვრისი ჯადოსნური ქვეყანა; ეს კარები იღება მხოლოდ რჩეულთა წინაშე.  ( H.Rieder,Le folklore des Peaux-rouges,Payot,Paris,1976) :

გმირი დაგავენდა განსაცდელებით სავსე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ერთადერთი თანამგაზავრის თანხლებით მიდის სამყაროს უკიდურეს დასავლეთამდე,იქ სადაც მიწა მთავრდება და ცა უახლოვდება მას. მან დაინახა რომ ცის კამარის ნაპირი არაა უძრავი. ის მაღლდება დიდი ხის სიმაღლრეზე,შემდეგ ის ეშვება და ისევ იწევს. მაღლა ყოფნისას მის უკან ნათდება. დაგავენდა მთელი სისწრაფით გარბის იმ დროს როდესაც ცა ადის მაღლა. მას უნდა მეორე მხარეს გაღწევა. ცის მაღლა ასვლის მომენტში
დაგავენდა ახერხებს გასვლას, მაგრამ მისი თანამგზავრს თვალი მოსჭრა ძლიერმა სინათლემ,ის დაეცა და გასრესილი იქნა ისევ დაშვებული კამარის მიერ.
მხოლოდ რჩეულები უძლებენ საიქიოს სინათლეს....


მარტო ნავ არგოს არ ჰქონია ცოცხალი სული. ფეაკელების, ღმერთების ახლობელი
ხალხის შესახებ ჰომეროსი «ოდისეაში» წერს რომ მათ აქვთ გონიერი,საზრიანი
გემები რომელთაც არ სჭირდებათ არც საჭე და არც მესაჭე. ამ გემებმა იციან ადამიანთა აზრები და გრძნობები; მათ იციან ქალაქები და სოფლები,მათ უშიშრად შეუძლიათ მღელვარე ზღვაში და უამინდობაში სწრაფად ცურვა.
(ჰომეროსი,ოდისეა,VIII ). ზებუნებრივი ცოდნა, უძლეველობა, გამძლეობა,
სამი ღვთაერივი ატრიბუტი.

არგონავტების დაბრუნების შემდეგ გემი « არგო» აიტაცეს ცაში და ის გადაიქცა თანავარსკვლავედად. ასეთი ბოლო ხაზს უსვამს გემის მზიურ ხასიათს ( მთარგმნელი შენიშნავს რომ კოლხეთის მეფე აიეტი იყო მზის შვილი და საინტერესოა ეს უცნაური ნათესაობა, აიეტის,მედეას,აფსირტეს,კირკეს და გემი «არგოს» ნათესაობა. კიდევ ერთი საიდუმლო). მზიურ, სოლარულ გემს აკისრია
ინიციირებულთა, განდობილთა სულების გადაყვანა უმაღლეს ცამდე და მას უახლოებს წმინდა გემს რომლითაც დიდი ეგვიპტელი ღმერთები რე,ჰორუსი,
ოსირისი,ამონი, ყოველ დღე გაივლიდნენ ხოლმე ცოცხალთა და მიცვალებულთა სამეფოებს,და გვერდით იყენებდნენ რჩეულებს რომელთა ხსნასაც ხელი შეუწყვეს.



Afficher egvipturi...bmp dans le diaporamaეს ეგვიპტეა,სიბრძნის წყარო...Afficher xnumi.bmp dans le diaporama
  







ოქროს საწმისი :


ეხლა დავსვათ ფუნდამენტური კითხვა ზუსტად რას წარმოადგენს ექსპედიციის მიზანი ოქროს საწმისი? მითოლოგია არ ხსნის საიდუმლოს, მისი მოთხრობა ნაკლებად დამაკმაყოფილებელია მაგრამ საჭიროა ამით დაწყება.


ისტორია შეიცავს სამ ფაზას :

ქალწულ თეოფანეში შეყვარებულმა ღმერთმა პოსეიდონმა ის გადაიყვანა
კუნძულზე და სხვა პრეტენდენტებისაგან მის დასაფარად ის გარდაქმნა კრავად.
თვითონ პოსეიდონი გადაიქცა ერკემალად და ერკემალ პოსეიდონს და კრავ თეოფანეს ეყოლათ შვილი,ოქროს მატყლიანი, ოქროს საწმისიანი ბატკანი.,რომელსაც სახელად დაარქვეს ქრისომალოს ( რაც ბერძნულად ოქროს საწმისს ნიშნავს) და რომელმაც ერკემალად გადაქცევის შემდეგ გამოავლინა საოცარი უნარები იმი-
ტომ რომ მას შეეძლო ლაპარაკი და ფრენა.

ქალაქ ორქომენს ბეოტიაში მართავს მეფე ათამასი. მან ცოლად მოიყვანა ზევსის მიერ შექმნილი ღრუბელი ნეფელე და შეეძინა ორი შვილი,ბიჭი ფრიქსე და გოგო ჰელე,შემდეგ მან მიატოვა ნეფელე და მეორე ცოლად მოიყვანა ინო, რომლისგანაც ეყოლა ორი ვაჟი. დედინაცვალმა ინომ შეიძულა გერები. თავის გადასარჩენად მათ მოუხდათ გაქცევა. ნეფელემ დასახმარებლად იხმო ოქროსბეწვიანი ერკემალი,რომელმაც ფრიქსი და ნეფელე ზურგზე შეისვა და ზღვას
გადაუფრინა. სამწუხაროდ ჰელე ჩამოვარდა და დაიხღჩო სრუტეში რომელსაც მას მერე უწოდებდნენ ჰელესპონტს ( დღევანდელი დარდანელები). ფრიქსე მარტო
ჩაფრინდა მისი მოგზაურობის მიზანში, კოლხეთში. იქ ფრიქსე მიიღო ღმერთი ჰელიოსის შვილმა მეფე აიეტმა. ფრიქსემ ცოლად მოიყვანა აიეტის ქალიშვილი. მან მსხვერპლად შესწირა ერკემალი და აიეტს აჩუქა ოქროს საწმისი, რომელიც ჩამოკიდეს ღმერთი არესისადმი მიძღვნილ ტყეში მდგარ მუხაზე. ერთი მისანის სიტყვით აიეტი დაკარგავს ტახტს და სამეფოს ოქროს საწმისის გატაცების დღეს. აიეტმა ოქროს საწმისის მცველად დააყენა მუდამ ფხიზელი გიგანტური დრაკონი.

თესალიის ქალაქ იოლკოსში თავისი ძმის ტახტიდან გადაგდების შემდეგ
უსამართლოდ მეფობდა პოსეიდონის შვილი პელიასი. მაგრამ მისი ძმისშვილი იასონი გადარჩა და ის მთებში აღზარდა კენტავრმა ქირონმა. პელიასი გააფრთხილეს რომ მას უნდა შინებოდა ერთადერთი სანდლის მქონე კაცისა.
სრულწლოვან იასონს უნდოდა იოლკოსში დაბრუნება. მას ეცვა პანთერის ტყავი
(ვეფხისტყაოსანი?, მთარგმნელი), უეჭველად ინიციირებულთა, განდობილთა წოდებისადმი კუთვნილების ნიშანი. ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე ის შეხვდა დედაბრად გადაქცეულ ქალღმერთ ჰერას, რომელმაც მას სთხოვა ბობოქარი მდი-
ნარის მეორე ნაპირზე გადაყვანა. იასონმა გადაიყვანა, მაგრამ მდინარეში მას ფეხიდან გასძვრა და დაიკარგა ერთი სანდალი. იოლკოსში მისულმა იასონმა ითხოვა პელიასთან შეხვედრა.პელიასი მაშინათვე მიხვდა რომ მის წინაშე იდგა საშიში მოწინააღმდეგე. იასონმა მაშინათვე დააახელა თავისი ვინაობა ( დაკარგული სანდალის იციდენტს,მას არ უნდა გაემჟღავნებინა იასონის ვინაობა და მას ფარული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს). იასონმა მოითხოვა ხელისუფლება. პელიასი დაპირდა რომ დაუბრუნებდა მემკვიდრეობას იმ პირობით თუ კი იასონი გაემგზავრებოდა კოლხეთში და დაბრუნდებოდა ოქროს საწმისით.
ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მოწინააღმდეგის თავიდან საბოლოოდ მოშორების დასჯის ხერხი ვინაიდან კოლხეთში მიმავალს უამრავი უმძიმესი საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ ამ პროზაული ახსნის უკან ჩანს ინიციაციური გამოცდის თემა. მეფის ღირსება იმხანად ინარჩუნებდა საკრალურ,წმინდა ხასიათსდა მის მოსაპოვებლად ინიციაციური გამოცდილს ჩაბარება იყო საჭირო.


ეს სამი რომანული მოთხრობა საბოლოო ანგარიშით ბევრს არაფერს გვეუბნება.

იქნებ ფარაონთა ეგვიპტეში უნდა ვეძებოთ შორეული წყაროები და
ანალოგიები? უძველეს ხანაში ქალაქ მენდესში,დელტას ძველ ქალაქში თაყვანს სცემდნენ ერკემალს ჰორიზონტალური რქებით რომელიც განასახიე-
რებდა რეს და ოსირისის სულებს. ეს წმინდა ცხოველი განასახიერებდა ღვთაებრივის გამანაყოფიერებელ ძალას.

რავალ სამგლოვიარო რიტუალში ყოველ ღამე თავისი ნავით მიცვალებულთა სამყაროს სტუმარი რე ( მზე) წარმოდგენილი იყო ჰორიზონტალურ რქებიანი ერკემლის თავით,როგორც მენდესში, რქებს შორის მზის,სოლარული ბადროთი და ხელში სამეფო კვერთხით ( აიეტი მზის შვილი იყო,მთარგმნელი).ეს გვაფიქრებინებს რომ ერკემალი დაკავშირებული იყო საიქიოსთან.

ერკემალი იყო სხვა ღმერთების სიმბოლოც : ამონისა ( თავის გასწრივ ჩამოშვებული რქებით),ხნუმისა ( ერკემალი რომლის რქებიც ამოდის თავის ქალის ზედა ნაწილიდან და შემდეგ იშლება ჰორიზონტალურად), ხნუმის მსგავსი ჰასარფესისა.



მენდესის გარდა მრავალ ეგვიპტურ ქალაქში სცემდნენ თაყვანს წმინდა ერკემლებსა და ვერძებს.

ღმერთი ხნუმი, რომლის სახელიც ეგვიპტურად ნიშნავდა ერკემალს ფლობდა გამანაყოფიერებელი და ამღოძინებელი ძალის გამომხატველ ნიშნებს.

ამ ხელოსანმა ღმერთმა მეთუნის წრეზე თავისი ხელითგამო-
ძერწა თავდაპირველი კვერცხი საიდანაც გამოვიდნენ მზე, შემდეგ ღმერთები, ადამიანები, ცხოველები,და მან ასწია ცა რათა მოეშორები-
ნა ის დედამიწისგან.

ის თავის საქმეს აგრძელებდა ყოველ წუთს და ძერწავდა ემბრიონებს
მათი დედების მუცელში.

ის იყო ელეფანტინში ნილოსის მჩქეფარე წყლების გამგებელი, ესე იგი
ეგვიპტელებისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი წყლის გამგებელი.

ხნუმის მიმდევრების აზრით მას ჰქონდა მიცვალებულთა გაცოცხლე-
ბის უნარი,მშობლის უნარის მეორე ასპექტი.

ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ ეგვიპტურმა რელიგიებმა უშუალო გავლენა მოახდინეს ოქროს საწმისის მითზე,ჩვენის აზრით არსებობდა ძალიან ძველი სიმბოლოების საერთო სალარო.

ეს სიმბოლოები გავრცელებული იყო ეგვიპტის გარეთ: ალეპის მუზეუმ-
ში, სირიაში არის ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისის სპილოს ძვლის ფირფიტა
რომელზეც წარმოდგენილია ამონის ფრთოსანი ერკემალები,ჩვენი ოქროსბეწბიანი ერკემალი ქრისომალოსის მეტ-ნაკლებად ახლობელი ბიძაშვი-
ლები.

მოკლული,ან, უკეთესი, მსხვერპლად შეწირული ცხოველის ტყავის მოსხ-
მით ადამიანი იძენდა მოკლული ცხოველის ძალას და საუკეთესო თვისებებს.
საწმისი არის კონცენტრირებული ენერგიის შემცველი ერთგვარი ჭურჭელი.
წინადინასტიური ხანის ეგვიპტეში გვამებს ახვევდნენ ტყავში და მარხავდნენ ჩანასახის პოზაში,ეს პოზა არის აღდგომის სიმბოლო,ის უხმობს აღდგომას. ტაძრების წინ ბოძებზე ჩამოკიდებული ტყავები იყო
ყოველგვარი აღორძინების ყალიბი ღვთაებრივი ძალის სიმბოლო. ზოგ ეგვიპტელ თუ ბერძენ ქურუმს მათი ღირსების ნიშნად განსაკუთრებით ეზოტერული
რიტუალების შესრულებისას მოსხმული ჰქონდათ ცხოველთა ტყავი: პანთერას
(« ვეფხის»?, მთარგმნელი) ტყავი ეგვიპტეში, ელევსისის მისტერიების დემეტერის იეროფანტების ირმის ნუკრის ტყავი, მთა პელიონის მწვერვალზე ყოველწლიურად
ზევსისათვის პატივის მისაგებად ასულ მლოცველთა ერკემლის ტყავი.

«ოდისეას» XII საგალობლის თანახმად მზის პერსონიფიკაცია ღმერთ
ჰელიოსს ერთ კუნძულზე ჰყავდა წმინდა ხართა ჯოგი. ოდისევსის დამშეულმა თანამგზავრებმა ყურადღება არ მიაქციეს მისანი ტირესიასის წინა გაფრთხილებას, დაკლეს, შეწვეს და მიირთვეს ეს ხარები.
და ღმერთებმაც მაშინათვე მოახდინეს სასწაულები. ცხოველების ტყავე-
ბი დადიან; შემწვარი ხორცები ბღავიან შამფურების ირგვლივ. ჰელიოსმა შურისძიება სთხოვა ზევსს და ოდისევსის ყველა თანამგზავრი დაიხრჩო. ასეთი სასჯელის დასამსახურებლად საჭირო იყო უპატიებელი ცოდვის ჩადენა.
შაკრალურ,წმინდა ცხოველთა მოკვლა იყო მკრეხელური დანაშაული და ცოცხლად დარჩენილი ტყავები სიარულით გამოხატავდნენ თავის აღშფოთებას.

ხათურ ( პროტოხეთურ, მცირე აზია, ძვ.წ. II ათასწლეული) ქარიშხლის დიდი
ღმერთის შვიი ტელეპინუ გაუბრაზდა ადამიანებს და დასტოვა დედამიწა.
მის არყოფნაში მცენარეულობა გახმა, ყველაფერი დაიღუპა,მაგრამ ბოლოს
ის დათანხმდა დაბრუნებულიყო: სიცოცხლის დაბრუნების აღსანიშავად მისი ტაძრის წინ დაკიდეს ცხვრის საწმისი და ხეების ტოტები შერჩენილი ფოთლებით.
ორივე სიმბოლოს უნდა გამოეხატა სიკვდილის მიერ უძლეველი სიცოცხლის შენარ-
ჩუნება.

მირჩა ელიადეს მონათხრობით ზოგი ბანტუს ხალხი წინადაცვეთამ-
დე ბიჭებს უტარებს რიტუალს რომელსაც ჰქვია «ხელახლა გაჩენა» ( Mირცეა
Eლიადე, Nაისსანცეს მყსტიქუეს, Gალლიმარდ,Pარის,1959). მამა მსხვერპლად სწირავს ერკემალს და სამი დღის შემდეგ ის ბავშვს გაახ-
ვევს ცხოველის მუცლის მემბრანაში და ტყავში. ბავშვი ასე რჩება სამი დღის მანძილზე. ამას გარდა მიცვალებულებს ასაფლავებენ ერკემლის ტყავში ემბრიონის პოზიციაში. იმისთვის ვისაც სჯერა სიმბოლოთა მუდმვობისა სულაც არაა გასაკვირი რომ აღდგომის ტყავი გვხდება ძალიან შორს ძველი ხმელთაშუა ზღვის სამყაროდან.


ეგიდა, მოსასხამი, თხა ამალთეას ბეწვიან ტყავთან ერთად არის ზევსის ფარი ტიტანებთან მისი ბრძოლის დროს და ის დარჩა ზევსისი ერთ-ერთ ატრიბუტად. გველებით შემოვლებულს, მას ჰქონდა მაგიური ძალა და შეეძლო
მტრების ელვებით მოსპობა. ძევსმა ის ათხოვა ათინას რომელმაც ეგიდის
გასაძლიერებლად მის ცენტრში მოათავსა მედუზას შემაძრწუნებელი თავი.
აი საწმისთა საოცარი ძალის კიდევ ერთი მაგალითი.

******

არგონავტების მიზანი ერკემლის საწმისის თავისებუ-
რება ის იყოს რომ ის ოქროსი იყო.

ოქრო მზის ხატია,ან უკეთესი, ძველი აზროვნებისთვის ის არის მზის მატერიალიზებული სინათლე.

ოქროს საწმისს,მაშ აქვს უკვდავების მიმნიჭებელი ღვთაებრივი ენერგიის უდიდესი კონცენტრაცია.
მეტიც, ის იყო კოლხეთში,ცნობილი სამყაროს უშორეს აღმოსავლეთში,იქ სადაც ყოველ დღე ჩნდება მზე. Iნიციაცია,აკვანი სადაც იფურჩქნება სულის მარადიული ახალ-
გაზრდობა, ყველაზე უკეთესად შეიძლებოდა მომხდარიყო იქ
სადაც იყო მზის აღორძინების იდუმალი ძალა. .

ვინაიდან ითვლება რომ მზე ყოველდღიურად ანათებს ბნელ და საშიშ სამყაროს,რომელიც არის სინამდვილის ღამეული სახე,კოლხეთი ჩანდა საიქიოში შესასვლელ ერთ-ერთ კარიბჭედ და და აიეტი ჩანდა მიცვალებულთა დაუნდობელ მეფედ ( შეგახ-
სენებთ რომ აიეტი იყო მზის შვილი.კოლხეთში გამეფებამდე ის იყო კორინთოს მეფე და შეიძლება ვიფიქროთ ეს უკანასკნე-
ლი პატივი იყო კოლხეთის მეფედ გადაქცეული კორინთოს მეფე
აიეტის გაღმერთება პოსტ-მორტემ ( სიკვდილის შემდეგ; ასევე იყო კრეტას მეფე მინოსის შემთხვევა. სიკვდილის შემდეგ მინოსი გახდა მიცვალებულთა მსაჯული). არა და ცნობილია რომ ჯოჯოხეთის მეფე იოლად არ უშვებს ხელიდან თავის მსხვერპლს;ამით აიხსნება არგონავტების თავქუდმოგლეჯილი გაქცევა ოქროს საწმისის მოპარვის შემდეგ,მათი გააფთრებული დევნა აიეტის ჯარისკაცების მიერ
და არგონავტების დაბრუნების საშინელი სიძნელეები.
მეტისმეტი გადაჭარბების გარეშე გმირი იასონის გმირობა შეიძლება შევადაროთ შამანების მისტიკურ ფრენას. შამანები ხომ სულის საფრთხეში ჩაგდებით მიდიან ღვთაევრივი საიდუმლოებების გასაგებად.


ფრიქსეს სული არგოზე ბრუნდება ოქროს საწმისთანერთად,
ის განუყფელი იყო ოქროს საწმისისგან.





                   
Afficher iasoni da...jpg dans le diaporamaიასონი და მედეა ოქროს საწმისთან.

                   
                არგონავტებზე ( დასასრული ) :


      რაღაც  უნდა ითქვას მარაციონალიზებელ ინტერპრეტაციებზე რომლებიც ამცირე-
ბენ თუ უფრო სპობენ მითს მისთვის მთელი სულიერი მნიშვნელობის წართმევის საშუალებით.

          პოლ  ფორის აზრით არგონავტების ექსპედიცია ასახავს მეთევზეთა და მე-
ზღვაურთა  ყაჩაღობას და თარეშს : « ეს იყო მხოლოდ თავდასხმები, ძარცვა-
-ყაჩაღობა» ( Paul  Faure,Ulysse  le Crétois,Fayard, Paris,1980). რაც შეე-
ხება ოქროს საწმისს, ნუ ვეძებთ შორს მის მნიშვნელობას,ესაა მხოლოდ მინიშნება იმაზე რომ  მუშები კოლხეთის   ზოგი ოქროსმბადი მდინარიდან ცხვრის ქვებით და დამაგრებული ტყავით იღებდნენ ოქროს ნაწილაკებს. და აი,
ყველაფერი ნათელია,ყველაფრის სათავეა ტექნიკა. არა და  როგორ უნდა აიხსნას ის რომ იაზონს უნდოდა ამ მხოლოდ იარაღის მნიშვნელობის მქონე ტყავის ხელში ჩაგდება,ტყავისა რომელსაც ცოტა ოქრო თუ უნდა ჰქონოდა და არ უნდოდა უფრო ბევრად უფრო ძვირფასი რამეების,მაგალითად ოქროს ქანდაკებების ,ზოდების,
სამკაულების წაღება? რაც არ უნდა ჭკვიანურად ჩანდეს თეორია,პოლ ფორის შეხედულება დასაბუთებულად არ ჩანს ( მას პირველს არ ულაპარაკია ამაზე,
ოქროს მოპოვების ეს ხერხი ახსენა უკვე ძვ.წ.პირველი საუკუნის გეოგრაფმა სტრაბონმა). 

             ზოგი არგონავტების ლაშქრობაში ხედავს უმიზნო სანაძლეოს,გამო-
წვევას, სპორტულ შეჯიბრს,სიმამაცითა და ათლეტიზმით ბელადების შერჩევის წესს. ესაა  ანაქრონიზმი და თემისთვის საერთოდ გვერდის აქცევა : იასონის და მოსიე ტაბარლის მიზნები სხვადასხვაა, და ამას ვამბობთ ისე რომ არ გვსურს
ვინმეს შეურაცხყოფა. მრავალმა თანამედროვე ელინისტმა ვერ დააღწია თავი არეულობას.


    არა და არის საკითხი სადაც ჩვენ უნდა დავუთმოთ რაციონალიზმს:
კოლხეთის სამეფო რეალურად არსებობდა და მისი დედაქალაქი იყო ქალაქი აია
( იგივე ფესვი რაც აქვს სახელ აიეტს აიეტს // როგორც ზოგი ფიქრობდა კუტაია თუ კვიტაია,ქუთაისი,მთარგმნელი //).ფრანსის ვიანის თანახმად რეგიონში ნახეს
სალოცავი რომელშიც იყო ოქროს ჯაჭვით დაბმული ოქროს ერკემალი; ეს მითის გამოძახილია თუ მისგან დაუვალებელი ადგილობრივი კულტის ნიშანი? (Apollonios de Rhodes,Argonautiques,trad.F.Vian,Lesე Belles Lეttres,Pარის,1980).


              ჩვენს კომენტარს შევავსებთ იმის თქმით რომ ბერძნული მითოლგია იცნობდა სხვა ოქროსსაწმისიან კრავსაც: ცხოველი,არტემიდეს ძღვენი მოკლა 
ატრევსმა. ტყავის მფლობელი ხდებოდა მიკენის მეფედ არჩევის ღირსი. ეს იძლევა ოქროს საწმისის, როგორც მისი მფლობელისათვის მეფობის უფლების მიმნიჭებე-
ლი თილისმის ემბლემური ùნიშვნელობის ახალ მაგალითს.

                  ოქროს საწმისის დაუფლებამდე იასონს უნდა შეესრულებინა ორი ურთულესი ამოცანა :

           პირველი ამოცანა იყო ბრინჯაოსფეხებიანი და ცეხლისმფრქვეველი ორი ხარის-
თვის უღლის დადგმა,მათი შებმა გუთანში და მათი მეშვეობით მთელი დღის მანძილზე ველის ხვნა. ეს იყო ზეადამაინური სამუშაო; მიუხედავად ამისა აიეტმა, პინდარეს თანახმად,აჩვენა რომ მას ჰქონდა ამის ძალა. აიეტმა ბრბოს შუაგულში ჩადგა ფოლადის გუთანი მან მარტომ შეაბა გუთანში ნესტოებიდან ცეცხლის ცეცხლის მფრქვეველი ხარები რომლებიც მათი ბრინჯაოს ფლოქვებით სცემდნენ მიწას. შემდეგ აიეტმა ხარებს გაათრევინა გუთანი და გააყვანინა ღრმა კვალი ( პინდარე, IV პითიური). ამის შემდეგ აიეტმა განაცხადა რომ ოქროს საწმისს მიიღებდა ის ვინც შეასრულებდა ამ სამუშაოს.
იასონმა მიიღო გამოწვევა,მაგრამ მან იცოდა რომ ხარები მას დაფლეთდ-
ნენ თუ კი ის მათ გაუფრთხილებლად მიუახლოვდებოდა და ამიტომ ფარულად შეხვდა აიეტის ასულს, ჰეკატეს ქურუმ ქალს, მაგიის მცოდნე ჯადოსან მედეას.
მედეამ მასზე დაქორწინების დაპირების სანაცვლოდ იასონს მისცა ბალზამი,საცხი, რომელიც უსაზღვრო  ძალას და გამძლეობას,უძლეველობას ანი-
ჭებდა მის წამსმელს.ამ დახმარების წყალობით იასონმა შეასრულა ამოცა-
ნა. 
            ძველ ბერძნებში ბრინჯაო იდეათა ასოციაციით მიანიშნებდა ნაღვლიან და თავზარდამცემ ხატებზე. ჰესიოდე  თავის პოემაში «შრომები და დღეები»
კაცობრიობის წარმოშობაზე აპარაკისას აღნიშნავდა რომ მესამე რასა,
ბრინჯაოს ხანის რასა შედგებოდა უხეში და მოძალადე, მხოლოდ შეურაცხყოფათა მიყენებისა და ომის მოყვარული, მიწის ნაყოფის,როგორც საკვების უარმყოფე-
ლი,მთკიცე, სასტიკი,უძეველი, ბრინჯაოს იარაღისა და სახლების მქონე, მხოლოდ ბრინჯაოს გამომყენებელი ადამიანებისგან. «თეოგონიაში» ის ამბობს რომ
თავისი სასჯელის მიმღები დამნაშავეების მიწისქვეშა  სამყოფი ტარტარის ირგვლივ იყო ბრინჯაოს კედელი რომელიც დედამიწის საფუძვლებიდან გამოყოფილი იყო სამმაგი ღამით.  სხვა ბრინჯაოს კედელი გარს ერტყა მცურავ კუნძულს სადაც ქარების ღმერთ ეოლს ჩაკეტილი ჰყავდა ქარიშხლები გრიგალები.
წყვდიადი, უხეშობა, ბრმა და უსაზღვრო გამბედაობა, ფიცხი და ბრაზიანი მა-
ტერიალურობა,ისევე როგორც მათი ნესტოებიდან ნაფრქვევი ცეხლი ადასტურებენ რომ
ამ კოშმარულ მხეცებს უნდა შევხედოთ როგორც მათი ბატონის, კოლხეთის მეფისა და მიცვალებულთა  მბრძანებელი აიეტის მიერ მოხმობილ ჯოჯოხეთურ ჩვენებებს რომელთაც უნდა  მოესპოთ ის გიჟები რომლებიც საიდუმლო ცოდნის უქონლად უტევდნენ საიქიოს კარებებს. ესაა  უნივერსალური,საყოველთაო ფოლკლო-
რის თემა :

          განძის მცველი მონსტრების დამორჩილება შეუძლიათ მხოლოდ იდუმალი
ძღვენის და უძლეველობის ღირსად მიჩნეულ არსებებს ( და აქ სიტყვა დამორჩილება უნდა გავიგოთ ამ სიტყვის საკუთარი მნიშვნეობით.)

             იასონს არა მხოლოდ უნდა დაემორჩიებინა ხარები. მას მათი მეშვეო-
ბით უნდა მოეხნა მიწა.  თემის ინტერპრეტაცია გულისხმობს რომ ჩვენ თავი-
დან უნდა აღვწეროთ მეორე გამოცდა.ის არ არსებობს პინდარეს ვერსიაში,მაგ-
რამ მას დაწვრილებით აღწერს აპოლონიოს როდოსელი მიწის ხვნის დროს აიეტის
გამოწვევის თანახმად იასონმა ხნულში ჩაყარა დრაკონის კბილები. მაშინ მიწიდან გაჩნდნენ ბრინჯაოს იარაღით შეიარაღებული მეომრები რომლებიც სასწაულებრივი თავთავების მსგავსად სწრაფად იზრდებოდნენ და ნაშუადღევის-
კენ სრულსწლოვანთა ზომისა გახდნენ. იასონმა ისინი მოხერხებულად მოიშორა თავიდან. მან მათ შუაგულში ისროლა უზარმაზარი ქვა რის შემდეგაც მეომრე-
ბი სწრაფი ძაღლების მსგავსად ღრენით დაერივნენ ერთმანეთს და გაჟიტეს ერთ-
მანეთი. შემდეგ მათ ამოღებული მახვილით დაერია იასონი. ასე მომკა იასონმა პურის თავთავებივით ისინი იასონმა, ხნულები გაივსო სისხლით.

              აპოლონიოს როდოსელი აზუსტებს იმასაც რომ დრაკონის კბილები კადმოსის მიერ  თებეს მომავალი ციტადელის ადგილას მოკლული მხეცის კბილებია.
ეს დრაკონი ცხოვრობდა მღვიმეში სადაც იყო არესისადმი მიძღვნილი წყარო.
დრაკონის მოკვლის შემდეგ კადმოსმა ათინას ბრძანებით მას ამოგლიჯა კბი-
ლები და გაყო ისინი  ორ ნაწილად: ამ კბილების ნახევარი მოხვდა აიეტთან და მეორე ნახევარი კადმოსმა დაუყოვნებლად დათესა. ამ კბილებიდანაც გაჩნდნენ მეომრები რომლებიც გაჩენისთანავე დაერივნენ ერთმანეთს;ისინი იმდენად გულმოდგინედ ჟლეტდნენ ერთმანეთს რომ გადარჩა მხოლოდ ხუთი მეომარი რომლებიც არიან თებეს არისტოკრატიის წინაპრები.
             ლეგენდაში მირმიდონების შესახებ, რომელიც უნდა ეხებოდეს კუნძულ ეგინას
( პირევსის პირისპირ) რაღაც ეპიდემიას უნდა მოესპო ამ ტერიტორიის მო-
სახლეობა. ზევსმა გადაწყვითა მისი ხელახლა დასახლება ჭიანჭველების გარ-
დაქმნის გზით : ისინი ამოვიდნენ მიწიდან,გადაიქცნენ მეომრებად და
შეიარაღებულნი მივიდნენ სასახლეში.


               ჩვენ ვტოვებთ ელინურ სამყაროს და მივდივართ ეტრუსკებთან. ჩვენ ეტრუსკებში ვხედავთ ხნულიდან ამოსულ მისან გენიას. « ამბობენ რომ ტარკვინიესში  ერთმა მიწათმოქმედმა გაავლო ღრმა ხნული. უეცრად მიწი-
დან ამოვიდა ვიღაც ტაგესი და დაელაპარაკა მიწათმოქმედს.თუ კი დავუ-
ჯერებთ ეტრუსკულ წიგნებს ტაგესი გარეგნულად ჰგავდა ბავშვს, მაგრამ მოხუ-
ცივით ბრძენი იყო. გაოგნებულმა მიწათმოქმედმა იყვირა. ხალხი მოცვივდა და მალე მთელი ეტრურია იქ იყო.  მაშინ ტაგესი დაელაპარაკა მრავალ მსმენელს
რომელთაც ჩაიწერეს მისი სიტყვები; ეს სიტყვა დაედო საფუძვლად მისანთა მეც-
ნიერებას რომელიც შემდეგ გამდიდრდა ახალი დაკვირვებებით. ასეთია ეტრუსკთა
ტრადიცია,აი წიგნები რომელთაც ისინი ინახავენ,ესაა მათი დოქტრინის წყარო'»
( ციცერონი, მისნობაზე, II,23).

              მიწიდან ამოსულ არსებათა სიმბოლო, მაშ, დიდად სცდება არგონავტების ექსპედიციის საზღვრებს. რა მნიშვნელობა აქვს მას ამ შემთხვევაში? 


             ხნულები,  მიწის ჭრილობები, სააქაოს, მიწიერ სამყაროს, შუასკნელს
აკავშირებს მიწისქვეშეთთან, ქვესკნელთან, სადაც ცხოვრობს იდუმალი და 
არაერთგვაროვანი ხალხი რომლის საერთო დამახასიათებელი ნიშანი ისაა რომ ის
არ მოქმედებს ადამიანური ნორმების შესაბამისად. მიწის სულები ამიტომ ყოველთვის შემაშფოთებლები არიან, თუმცა გარემოებათა შესაბამისად ისინი შეიძლება  სიკეთის მოქმედ, ავ თუ ნეიტრალურ სულებადაც გამოჩნდნენ. მათი
განუჭვრეტელი და ძალისმიერი მოქმედება, მათი გულფაქიზობა, მათი ბოღმია-
ნი და შურისმაძიებელი ტემპერამენტი,მათი ბოროტი და ვერაგი ფანტაზია საუკუ-
ნეების მანძილზე იქცა მრავალი ზღაპრის თემად. ამაში დასარწმუნებლად სა-
კმარისია გავიხსენოთ გერმანულ ლეგენდათა გნომები,ელფები, კობოლდები).
ამ  «ელემენტალებს», თუ კი გამოვიყენებთ ოკულტისტთა ტერმინოლოგიას,
ბოროტებს თუ მფარველებს,  აქვთ ორმაგი მოწოდება;  ისინი დიდ სამსახურს უწევენ მათი დამორჩილების უნარის და ცოდნის მქონე ჯადოსნებს იმიტომ რომ
მათ ზოგჯერ აქვთ ფარული ცოდნა. 

         იასონის  მიერ დათესილი მარცვლებიდან გაჩენილი მეომრები ეკუთვნიან ქვესკნელის განსაკუთრებით უხეში და ბნელი სულების კატეგორიას. ბრმა ავტომა-
ტიზმით მოძრავნი, ისინი მექანიკურებს, ადამიანების არსებობისადმი გულგრი-
ლებს გვანან. ისინი თითქოს ვერ ხედავენ ადამიანებს და ამიტომ ისინი ლან-
დებს, მოჩვენებებს ჰგვანან. ისინი ჰგვანან სულებს რომლებიც მუდამ უბრუნდებიან ერთსა და იმავე ადგილებს ერთი და იგივე ჟესტების გასაკეთებლად.
ისინი არ არიან საკუთრივ ბოროტი სულები,ისინი უფრო უსულო,მენტალურ ცხოვრებას,
ცნობიერებას  მოკლებული, მექანიკური  ერთეულები არიან. მარტოსული და უნიკალუ-
რი სიდიადის მქონე გმირის პირისპირ ისინი ჩანან უპიროვნო სიმრავლედ. ყველაფერი ეს გვაფუქებინებს რომ  გვაქვს ინსტინქტურ მიდრეკილებათა სიმბო-
ლოებთან. მატერიის ინერციით განუწყვეტლად გაცოცხლებული ეს ინსტინქტები
მოდიან ინიციაციასთან საბრძოლველად. ჭეშმარიტ სამყაროს დაპირისპი-
რებულ ჩვენებათა სამყაროში ეს მტრული ძალები ერთმანეთს სპობენ მას
შემდეგ რაც გმირი  თავიდან აიცილებს მათ მუქარას : იაზონის მიერ მოხმობილი მეომრებიც ასევე ხოცავენ ერთმანეთს. 

            მინდვრის მოხვნა ბრინჯაოსფეხებიანი ხარებით და ხნულიდან ამოზრდილ მეომრების დახოცვა მხოლოდ დასაწყისი იყო: ოქროს საწმისის
მოსაპოვებლად უდიდესი განსაცდელის დაძლევა კიდევ წინ იყო.

             წავიკითხოთ აპოლონიოს როდოსელის ტექსტი : « ორივენი ( იასონი და მედეა) გაემართნენ წმინდა ტყისაკენ. ისინი ეძებდნენ უზარმაზარ მუხას რომელზეც შეკიდული იყო ამომავალი მზის სხივებით გაწითლებული ღრუბელის მსგავსი საწმისი. მაგრამ მათკენ უზომო კისერს იწვდიდა მუდამ ფხიზელი დრაკონი. ის საშინლად ქშენდა და ამ ქშენას ყვებოდნენ მდინარეები მთელ მათ სიგრძეზე და უღრანი ტყე....ავიდა უზარმაზარი,ერთმანეთში ჩახლართული ბოლის სვეტები. მონსტრი მიიწევდა ქალ-ვაჟისკენ.ქალწული (მედეა) აღიმართა და შეხედა დრაკონს .
მან დახმარებისთვის მიმართა ყოვლისშემძლე ღმერთ ძილს და სთხოვა ურჩხულის მოჯადოება.  შემდეგ  ღამის, ქვესკნელის, გულმოწყალე ქალღმეთ ჰეკატას ქურუმმა მედეამ ჰეკატას მიმართა ხმამაღალი ლოცვით და სთხოვა საწმისთან მიახლოების საშუალება.თავზარდაცემული იასონი მისდევდა მედეას. ქალწულის გალობით მოჯადოებული დრაკონი მოეშვა, მაგრამ მან თავი მაღლა ასწია ცდილობდა ორივეს გადაყლაპვას. მაგრამ მედეას ხელში ეჭირა ღვიას ახალმოტეხილი ტოტი  რომელსაც ავლებდა რაღაც სითხეში და დრაკონს თვალებში აწუწებდა ნარკოტიკებს და თან გალობდა მაგიურ ფორმულებს. მძაფრმა სუნმა მიაძინა ურჩხული. მედეას მოწვევით იასონმა მუხიდან მოხსნა ოქროს საწმისი,მედეა კი  ურჩხულს თავზე უსვავდა ნარკოტიკს მანამდე სანამ იასონმა არ მოუწოდა მას გემზე დაბრუნებისკენ; მატ დასტოვეს არესის ტყე. მიწა ირეკლავდა უზარმაზარი საწმისის ბრწყინვას და მისი ნათება წინ უძღოდა იაზონს. არგონავტები გააოგნა ზევსის ელვასავით მბრწყინავმა დიდმა საწმისმა. ყოველ ახალგაზრდას უნდოდა საწმისთვის ხელის შეხება 
და მისი ხელში აღება, მაგრამ იაზონმა ყველა განზე გასწია და ოქროს საწმისს გადააფარა ახალი გადასაფარებელი.




მოვლენებს თავიდან ბოლომდე თავისი მაგიით ( გალობითა და საცხებით)
წარმართავდა ქალწული მედეა:
არგონავტთა ლაშქრობის ეს კულმინაციური სცენა გვეუბნება რომ ეს არაა უბრალო გმირული პოემა რომლის მიზანიცაა თავისი ძალითა და გამჭრიახობით გმირობის ჩამდენი გმირის განდიდება  ვინაიდან მარტო დარჩენილი იასონი აუილებლად დამარცხდებოდა.


ესაა ქალის საიდუმლო ცოდნის გადატანა ახალგაზრდა მთავრის ინიციაციაში. 


ქალწულის გამოჩენა და ჩარევა გმირსა და მისი ძიების ობიექტს შორის არსებული ბოლო და უდიდესი საფრთხის დასაძლევად უნივერსალური,
საყოველთაოდ გავრცელებული თემააა: ამის სხვა ანტიკურ მაგალითს გვაძლევენ არიადნა და თეზევსი და ცნობილია თუ რამდენად გაჟღინთა ამ მოტივმა შუა საუკუნეების მისტიკური რაინდობის ტრადიციცა...»


( არგონავტების თემა იყო ფრაგმენტი ფრანგი მკვლევარი ივ დაკოსტას წიგნისა «ინიციაციები და საიდუმლო საზოგადოებები ბერძნულ-რომაულ ანტიკურობაში;


   Yves Dacosta,Initiations et sociétés secrétes dans l'antiquité greco-romaine,,Berg International Editeurs, პარიზი,1991).



ოქროს საწმისის შენარჩუნება შეუძლიათ ღირსეულებს, სხვა შემთხვევაში  ღმერთი და არა მოკვდავი იაზონი ართმევს მას უღირსს. ასეთიც შეიძლება იყოს ალბათ არგონავტიკის დასკვნა.
«ჯურღმულში დის სიცოხლის წყარო» და ღირსეულმა უნდა შესძლოს ჯურღმულის,წყვდიადის დაძლევა...
 






No comments: