11.24.2011

პარიზის დაარსებაზე ტროელთა მიერ:


ტროას მეფე პრიამისა და
 ჰეკუბას უმცროსი ვაჟიშვილი 
პარისი,Wolfgang Petersen-ის 
ფილმიდან , პარისის როლში
 Orlando Bloom

მითები პარიზის წარმოშობის შესახებ:
პარიზელები უმადურები არიან. მისი ქუჩების დამამშვენებელ ლურჯი მინანქრის 5400 ნიშანს შორის არც ერთს არ აწერია რიგორის (Rigord) სახელი.
არა და XII საუკუნის ბოლოს «Gestae Philippi  Augusti »-ს დამწერმა სენ-დენის მონასტრის ამ ბერმა ,ავტორმა ნაშრომისა რომელიც ყვება ჰუგო კაპეტის VI მემკვიდრის მეფობის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, დიდი პატივი მიაგო პარიზს იმით რომ ილაპარაკა პარიზის დაარსებაზე ტროელთა მიერ,როგორც უკვე გააკეთეს ეს გრეგუარ დე ტურმა (Gregoire de Tours ) VI საუკუნეში და ემონ დე ფლერიმ (Aimon de Fleury) XI საუკუნეში.

მაგრამ მაინცდამაინც რას გვეუბნება სენ დენის ბერი? იმას რომ 23 000მა ტროელმა ჰერცოგი იბორის (Ybor) ხელმძღვანელობით ძვ.წ. 895 წელს დატოვეს დუნაის სანაპიროზე აგებული ქალაქი სიკამბრია (Sycambria ). რომ ჯარმა
გაიარა გერმანია და დამკვიდრდა ლუტეციაში (უძველეს პარიზში) სადაც იბორმა და მისმა მეომრებმა ან მეფე პრიამის ვაჟი და ელენე მშვენიერის მაცდუნებელი პარისის ან ბერძნული სიტყვა «პარისიას» 
( გამბედაობა) მოგონებით მიიღეს პარიზელების სახელი. ა.წ.376 წელს,ესე იგი ლუტეციის დაარსებიდან 1270 წლის შემდეგ,აგრძელებს რიგორი,ვინმე მარკომირის სარდლობით გალიაში შევიდნენ
და ლუტეციაში დამკვიდრდნენ სხვა , ამასობაში ფრანკ მეომრებად გადაქცეუ-
ლი ტროელები. მასპინძლებს არ უნანიათ. მარკომირმა, ისევ რიგორის თანახმად,
მათ ასწავლა ომის და ქალაქების გამაგრების ხელოვნება და და მთელი თავისი ავტორიტეტი გამოიყენა რათა ფრანკების პირველი მეფე გამხდარიყო მისი შვილი ფარამონი (Pharamond ). ფარამონმა სახელი შეუცვალა ქალაქს ( სიტყვა ლუტეცია
მომდინარეობდა ლათინური სიტყვიდან «ლუტუმ»,რაც ნიშნავს ტალახს და მას დაერქვა სიბინძურის გამო). ლუტეციას ამიერიდან ეწოდა პარიზი ( სიტყვიდან
«პარეს», «თანასწორები»), რათა აღენიშნა ორი მოსახლეობის კავშირი.

გამჭრიახი არაისტორიკოსიც კი მიხვდება რომ მცირე აზიიდან გაძევებეული ტროელების მიერ ლუტეციის დაარსების ამბავი არანაირად არ შეესაბამება სიმართ-
ლეს, მაგრამ ეს მითი გაიმეორეს და შეავსეს ფილიპ ავგუსტეს კაპელანმა გიომ
ლე ბრეტონმა და გიომ დე ნანჟიმ მის « საფრანგეთის მეფეების შემოკლებულ
ქრონიკაში». არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჟან სან-ვიქტორი,რომელიც თავის
«Memoriale  historiarum»-ში ლუტეციის შექმნას ათარიღებს ძვ.წ.830 წლით
( 895-ის მაგივრად).



დედაქალაქი პარიზისათვის დიდი წარმომავლობის და ამდენად დიდი პრესტიჟის მინიჭების ეს ჯიუტი სურვილი როგორც წესი ჟღერს როგორც პოლიტიკური პრო-
გრამა.« პარიზის წარმოშობის დაკავშირება ანტიკური ხანის მითოლოგიურ ტრადი-
ციასთან დღეს ჩვენს ღიმილს იწვევს მაგრამ შუა საუკუნეების დიდი მემატიანეები მიმართავენ პროპაგანდას და ქმნიან მთელ იდეოლოგიას.
ისინი პარიზს უქმნიან სახელოვან წარსულს და ამით ამკვიდრებენ მისი როგორც სამეფოს დედაქალაქის ლეგიტიმურობას იმ დროს როდესაც ის რაც გადაიქცევა ეროვ-
ნულ ტერიტორიად სულაც არაა გაერთიანებული და გაკონტროლებული» , ხსნის პარიზის კარნავალეს მუზეუმის მემკვიდრეობის მცველი სილვი რობა ( lusée Carnavalet, Sylvie Robin ). პარიზისთვის ესოდენ დიდებული საწყისის მინიჭება
მას აძლევს სახელოვანი წარმოშობის რომთან ( რომიც ხომ ლეგენდის თანახმად ტროელი ენეოსის მიერ იყო დაარსებული,მთარგმნელი) გაჯიბრების საშუალებას,განადიდებს პარიზის სტატუსს და ის აჰყავს დიდი ქალაქების რანგში.



XIV საუკუნე ნაკლებად გამომგონებელია. კარლოს მეხუთის მრჩეველი
რაულ დე პრესლი წერს ანტიკური წყაროების კომპილაციას, ლაპარაკობს პარიზის რომაულ წარმომავლობაზე.

მიუხედავად ამისა XV საუკუნეში ვრცელდება მრავალი ანონიმური ტექსტი და ჩნდება მრავალი ანონიმი ავტორი რომლებიც განადიდებენ და ხოტბას ასხავენ
პარიზის არა რომაულ, არამედ ტროულ წარსულს. XVI საუკუნეც პოულობს პარიზელთა სახელოვან წინაპრებს. ლუი XII-ის მეფობისას პოეტი ჟან ლემერ დე ბელჟი
( Jean Lemaire de Belges ) წერს თხზულებას « გალიის სურათები და ტროას
თავისებურებები» ( «Illustrations de Gaule et singularités de Troye », 1512-
-1513) რაც რომში სწრაფად გადაიქცა ბესტსელერად. ლემერმა იპოვა XV საუკუნის ბოლოს იტალიელი დომინკანელი ანნიუს ვიტერბეს ტექსტები. ვიტერბეს თქმით მას ჰქონდა პტოლემეების დროს ეგვიპტის ისტორიის დამწერი ეგვიპტელი ქურუმი მანეთონის ტექსტები და ამასთან ერთად ძვ.წ.III საუკუნეში ბაბილონში მცხოვრები ბაალის ქურუმი ბეროზის ნაწერები რომლებს შორისაც იყო ასტრონომიის და ასტროლოგიის ტრაქტატები. . 1497 წლიდან გამოქვეყნებულ ალბათ თვითონ ანნიუსის მიერ დაწერილი ტექსტების თქმით ევროპელ ხალხთა უმეტესობა არის ..; ნოეს შვილი იაფეტის შთამომავალი. ამ ნაწერებზე დაყრდნობით ლემერი ამტკიცებს რომ პარიზი დაარსდა და აიგო ტროას დაფუძნების შემდეგ 70 წელს და მიწიდან უნდა ამოზრდილიყო წარღვნამდე 900 წლით ადრე, ესე იგი რომზე ბევრად უფრო ადრე. რონსარი ( Ronsard ) მის «ფრანსიადაში» ( «Franciade »)
რომის მამა ენეოსის კომპანიონ ფრანკუსში თუ ფრანკიონში (Francus,,Francion ) ხედავს პარიზის დამფუძნებელს.

Eს ლეგენდარული ტრადიცია ფრანგთა შეგნებაში გადაშალეს ,მაგრამ როგორც ხედავთ ბოლომდე ვერ მოკლეს განმანათლებლებმა და ახალი დროის მოღვაწეებმა. ამის ამოკითხვა შეგიძლიათ შესანიშნავ ფრანგულ ჟურნალში
« მეცნიერებისა და სიცოცხლის რვეულები», მის სპეციალურ ნომერში «პარიზი ყვება ლუტეციას,,2009 წლი ივნის-ივლისის ნომერი 111.

No comments: