11.25.2011

უცნაური და იდუმალი ქალური სახარება:


მონანიე
მარიამ მაგდალელი
   ჟაკლინ კელენ, ძღვენი მარი  მადლენს //მარიამ მაგდალელს//, სერიიდან სიბრძნის პატარა წიგნაკები,  მრგვალი მაგიდა, პარიზი, 2001.
   ისაა წყურვილი და შადრევანი, უკიდურესი სიშიშვლე საითაც მიჰყავს ვნებას.
დაქანცული შეურაცხყოფებით, მიჩნეული კახპად, პასუხად მას აქვს საუკუნეებში ჩვენამდეც გამოღწეული დუმილი და ცრემლი, სიყვარულით დამწვარი რამოდენიმე სიტყვა და სილამაზის, თავხედობის სურნელი. მარი მადლენი ოცნებებს უღვიძებს პოეტებსა და მხატვრებს. მონანიე სული ან განდეგილიც კი, ყს მუდამ აძლევდა მორწმუნეებს და თეოლოგებს სამაგალითო ფიგურას, მაშინ როდესაც გნოსტიკოსებისთვის ის არის იესოს გულითადი მეგობარი, სავსე სიბრძნით. მოუხელთებელი  ქალის ამდენი სახე, შეყვარებულის ამდენი ნაპერწკალი.

   წარმოდგენა:
  მას აქვს  ლეგენდის თავისუფლება,სიყვარულის შემართება. ის მიისწრაფის, ქვითინებს,იმედოვნებს. მას უყვარს სიცოცხლე და სუნამოები,უზომო და გაუგონარი,ის ცხოვრობს გაოცებით და ბიძგს აძლევს სასწაულების მოხდენას.

    ის ლამაზია, მდიდრული სამკაულებით დამშვენებული  და არ იცნობენ მის მეუღლეს. ის ჩუმად იტანს შეურაცხოფებებს იმათი რომლებიც მას ექცევიან როგორც ცუდი ყოფა-
ქცევის ქალს : ის ელის დიდ, ნამდვილ შეხვედრას. მან იცის რომ ყველაფერია შესაძლებელი, რომ მშვენიერება ამოდის დიდი  მწუხარების ძირიდან. ის აგრძელებს ქვითინს, ნუგეშისცემას, ბალზამის ფრქვევას,ფერებას. ის უკვე ემზადება დღესასწაულისთვის. ისაა თვით გაზაფხული.

        ის თავის თავს უწოდებს მარიამ მაგდალელს. ის განუყოფელია იესოსგან.
მას შემდეგ რაც ის შეიჭრა მამაკაცების სუფრაზე და დაეცა იესოს ფერხთით მას აღარასოდეს მიუტოვებია იესო,აღარასოდეს უთქვამს უარი მასზე. ის ახლოსაა იესოსთან როდესაც ის ქადაგებს და მის ტკივილიან გზაზე. მას ისე უნდოდა იესოსაგან ამ ტანჯვის,ამ გაუგებარი მსხვერპლის მოშორება,ის არის ჯვრის ფერხთით,დედა მარიამთან და იოანე მოციქულთან ერთად. ის იყო საშინელების მოწმე და მთელი მისი არსი დაიგლიჯა. 
              მაგრამ მარიამს იმდენად სჯერა იესოსი,ის იმდენად ცოცხალი იყო მის გულში რომ აღდგომის დილით ყს მიისწრაფის საფლავისაკენ და აღმოაჩენს მას, ისმენს მის ხმას. ის იქნება აღდგომის პირველი მოწმე. 

               შემდეგ მას დაეუფლება ლეგენდა : მას პოულობენ პროვანსში, სან-ბომში,სადაც მას განდეგილად უნდა დაესრულებინა ცხოვრება; ვეზლეში, ბურგუნდიაში, სადაც უნდა იყოს მისი რელიქვიები; ან კიდევ ეფესში, შვიდყ მძინარეს მღვიმესთან ახლოს...

  აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიების მიერ აღიარებულ წმინდანს, გნოსტიკოსთა  ინიციაციის გამძღოლს და შუქმფენ ფიგურას,მაგდალელს  აქვს შემაშფოთებელი და დიდებული ქალურობის ყველა ასპექტი.

          ის  ასევე განასახიერებს ღმერთისკენ მიმავალ ბრმა და დაბნეულ კაცობრიობას და ყოველი ადამიანის სამყაროსაგან, გრძნობათა დილეგისაგან მოწყვეტილ და ციური სამშობლოსაკენ მყმავალ სულს.

       ქალი რომელსაც დღეს უწოდებენ მარი მადლენს იმდენად მრავალ-
სახოვანი,იმდენად განუჭვრეტელ-მოუხელთებელი ჩანდა რომ სამღვდელოება და ეგზეგეტები ძალიან ადრევე მასში ერთის მაგივრად სამ ქალს არჩევდნენ: ერთი იყო ანონიმი ცოდვილი ქალი, მეორე იყო მარიამ ბეთანიელი, მართას და ლაზარეს და,და ბოლოს მარიამ მაგდალელი. არა და თუ კი ამ პერსონაჟს განვიხილავთ შინაგანი თვალსაზრისით გასაგებია რომ ლაპარაკია ერთ ქალზე მისი კახპის, დემონებით შეპყრობილის ბუნდოვანი ( ესე იგი ჯერ გაუმჟღავნებელი) ასპექტებით და მისი შუქმფენი, მდუმარე თაყვანისცემასთან, ჭვრეტასთან და აღდგომის საიდუმლოსთან დაკავშყრებული  ნიშან-თვისებებით.

       ამავე დროს მარიამ მაგდალელი არაა გახევებული ფიგურა, გამონაგონი პერსონაჟი; მისი გზა  მიუთითებს ერთ მშვენიერ დღეს ფეხზე ამდგარი, გზაზე დამდგარი, განთავისუფლებული და მრავალ განსაცდელთა გავლის და მრავალი გარდაქმნის შემდეგ უკვდავის მიმწვდარი სულის სხვადასხვა მდგომარეობაზე.

         მისი ისტორია არის შინაგანი, აღორძინებამდე და გარდაქმნამდე მიმავალი შინაგანი ევოლუციის ისტორია.  და მისი რეალობა არის სულის და სიცოცხლის რეალობა.

მარიამ
 მაგდალელი ნელსცხებლით
 ფეხებს ბანს იესოს
         ოთხ ოფიციალურ სახარებაში მარი მადლენი ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ფარისეველთან იესოსთან შეხვედრის შემდეგ ის არის ისტორიის მთავარ მომენტებში ვინაიდან ის ჯერ კიდევ დარჩენილია მეხსიერებაში მაშინ როდესაც იესოს თანმხლები სხვა ქალები დავიწყებული არიან. მარიამ მაგდალელი,მაშ, არაა  ერთ-ერთი ცოდვილი, ჩვეულებრივი კახპა ( თუ კი იყო კახპა ოდესმე), უბრალო ქალი.

        მარიამ მაგდალელი არის ტიბერიადის ტბის ახლოს მდებარე კომერციული და მდიდარი დასახლება მაგდალადან. მას განასხვავებს და დიდ მიმზიდველობას ანიჭებს მისი სილამაზე. სილამაზე რომელიც არაა მხოლოდ ქსოვილთა და სამკაულთა, მაცთური სილამაზე. სილამაზე რომელიც წინააღმდეგობას უწევს მის ცუდ შეხვედრებს ( დემონებსაც და კლიენტებსაც),მის შეცდომებს,მს ჭუჭყს,რომელიც გადაურჩება მის  დაღონებას, მის ტანჯვას, მის ასაკსაც კი. არა და სახარებები ღიად არ ლაპარაკობენ ამ ხორციელ სილამაზეზე; მაგრამ პოეტები და მხატვრები ოცნებობენ ამ გრძელთმიან, გრაციოზულად მოძრავ და სურნელოვან ქალზე.
განა მოახერხებდა იესოს ამდენად აღელვებას უშნო, მახინჯი ქალი? 

      მაგრამ,ყველაზე მეტად, რა მნიშვნელობა ექნებოდა ღატაკი, მახინჯი და ბებერი მარიამ მაგდალელის მონანიებას და განდეგილობას? 

           მას, ახალგაზრდა ქალს მაგდალადან შეეძლო ყველაფრის დაკარგვა,ყველაფრის მიტოვება. სალოცავ მოგზაურობაში მყოფი ნამდვილი მორწმუნე თავის გადასარჩენად სწორედ ქარიშხლის დროს ყრის გემიდან თავის ბარგს ; სწორედ პორტში უვნებლად მისვლის შემდეგ აკეთებს ის ყველაფრის მიტოვების ამ დიდებულ ჟესტს.


        მარიამ მაგდალელის სამკაულები აღნიშნავენ გარეგან სიმდიდრეს,გარეგნულ,ფიზიკურ,რამდენადმე თავხედურ მშვენებას.


    და მისი გზა, მისი მოქცევა ( ღრმა ცვლილების, მკვეთრი მობრუნების, და არა რელიგიის შეცვლის, მნიშვნელობით გამოავლენენ უკვდავ მშვენიერებას,მისი არსის საიდუმლო სიმდიდრეს.

       სწორედ ასეთად დაინახავს ის თავის თავს იესოს სიყვარულით სავსე მზერაში, მაშინ როდესაც აქამდე აღელვებული გამვლელები მას უყურებდნენ როგორც შეჩვენებულს.

       სიყვარულის, პირველი მზერის სასწაული, მაგდალელი პირველად განიცდის თავის კეთილშობილებას და სიდიადეს.

         სამწუხაროა რომ მომდევნო საუკუნეებში თავის თავის მორწმუნეებად გამომცხადებელთა ორაზროვანი, მზერა და აზრი მას ისევ ახოცავენ მათ საკუთარ უწმინდურობას.იესოსთან პირველი შეხვედრის შემდეგ განწმენდილმა, განახლებულმა მარიამ  მაგდალელმა ისევ უნდა ზიდოს ცოდვილად და კახპად გამოცხადების ჯვარი...


        სწორედ ის გადადგავს პირველ ნაბიჯს. ბოროტი ენები იტყვიან რომ მას ეს სჩვევია. მაგრამ მარიამ მაგდალელი ყურს უგდებს მხოლოდ თავის გულს და არ აქცევს ყურადღებას პირობითობებს, შეთანხმებებს. ის თავისუფალი ქალია და ბრძნულად შემოსილი ჩქარობს  სიმონისკენ რომელიც იმ დღეს იღებს იესოს.  ის ყურადღებას არ აქცევს წეს-ჩვეულებებს, არ იქცევა ისე როგორც უნდა იქცეოდნენ მატრონები,ის არ ითხოვს შესვლის უფლებას : რამდენი «ცოდვაა» ფარისევლის აზრით. და როდესაც გაშტერებული სტუმრები ხედავენ თმაგაშლილ აქვითინებულ ქალს, რომელიც კოცნის და სუნამოს აპკურებს იესოს ფეხებს  მათი აზრი ცხადი და გარკვეულია : ეს ექსტრავაგანტური ქცევა მხოლოდ კახპას ქცევა შეიძლება იყოს. მძულვარებით, შურით და ცრურწმენებით სავსეებს მათ ერთი წუთითაც ვერ წარმოუდგენიათ რომ ისინი ესწრებიან სიყვარლის გაცხადებას,ძღვენს, სიყვარულის ფიცს.

მის ფეხებთან განრთხმულ ქალში, რომლის სახელიც არაა ნახსენები,ესე იგი რომელსაც მნიშვნელობა არა აქვს, იესო ხედავს მხოლოდ სიყვარულს, ქალთა ჩვეულებისამებრ ყწესრიგო, ექსცესიურ, გრძნობებით და სენსუალობით ზღვარგადასულ სიყვარულს, მაგრამ ეს გაგიჟებული სიყვარული ბევრად უფრო მაღალია  მისი მოწაფეების ფრთხილ, ანგარიშიან, წვრილმან,მორიდებულ გრძნობაზე. ქალი სიტყვას არ ამბობს, მეტყველებს მთელი მისი არსი...მისი მდგომარეობა სცდება ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ ლოღიკურ გაგებას. 

      მარტო იესოს ესმის ქალისაგან მომავალი მუსიკა. ყველას გასაოცად იესო არ უარყოფს, არ აგდებს  ქალს რომელსაც უძახიან ქალაქის ცოდვილს. ის ლოცავს, უეჭველად უღიმის მას. იესოს მაგალითადაც კი მოჰყავს მარიამ მაგდალელი « მან დიდი სიყვარული აჩვენა» და სიმონ ფარისეველი იძულებულია დახაროს თავი და შეკრას შუბლი. 


    ამ არაჩვეულებრივ სცენას მრავალი ქადაგი იყენებდა ცოდვაზე,მონანიებაზე და მიტევებაზე სალაპარაკოდ ლაპარაკობს იმაზე თუ როგორ სცნობს ერთმანეთს სიყვარულშყ ორი არსება. ერთმანეთს სცნობენ  გზნებით აღსავსე ქალი და ცეცხლოვანი სიტყვის კაცი, მიწიერ ბედნიერებაზე მიჯაჭვული ქალი და ციდან მოსული კაცი.

            ცოტა ხნით შევჩერდეთ მადლში  განბანილ ამ სცენაზე. მარიამ მაგდალელი მოდის თვითონ,ყს მიიწევს იესოსკენ და თავს უძღვნის მას შეუქცევადი სიყვარულით.


             მან აირჩია ყესო და თვითონ ხდება რჩეული. 

       მარიამ  მაგდალელმა თვითონ აირჩია ყესო მაშინ როდესაც იესო თვითონ წავიდა ტბის ნაპირზე, სოფლებში რათა მოეძებნა მამაკაცი მიმდევრები. თავისი საჯარო ცხოვრებისას იესო განუწყვეტლად მოძღვრავს მოციქულებს, აჯანჯღარებს, აღვიძებს მათ, მაშინ როდესაც ლამაზ მაგდალელს ის იღებს ისეთს როგორიც ის არის, მთლიანად და განსაკუთრებულს. თითქოს მამაკაც მოწაფეებს სჭირდებოდეთ სიყვარულის სწავლა,მაშინ როდესაც სუნელებიან სუნამოიანი ლარნაკის მქონე ქალმა,ისევე როგორც მისმა დებმა, სამარიტელმა ქალმა, მოღალატე ქალმა  თითქოს უკვე უნდა იცოდნენ სიყვარული,თუმცა ეს ცოდნა ფარულია, გზადაბნეულია, გაფლანგულია. თავისი მიწიერი გზის დასასრულს იესო მისიით გააგზავნის მოციქულებს რომლებიც მოგვიანებით დააარსებენ პეტრეს ეკლესიას ( და ხილული ქვების ინსტიტუციურ ეკლესიას); მარიამ მაგდალელს არ დაევალა არაფერი მსგავსი,თითქოს მთელი მისი არსი ასხივებდა კარგ ახალ ამბავს და  მოქმედებდა უხილავ პლანზე.

        ის შეყვარებულია, ის საყვარელია,ახლგაზრდა ვნებიანი და შთაგონებული ქალი და კაცი რომელსაც ჰქვია იესო აღარ დაშორდებიან ერთმანეთს,ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ შინაგანი ცხოვრების და მარადიული სიცოცხლის საიდუმლოებებს და მოციქულები ხშირად ჩანან ეჭვიანებად,შურიანებად,ქალთმოძულეებად.მარიამ მაგდალელს აქვს სულის წყალი,მაშყნ როდესაც მოციქულები ჩასჭიდებიან სიტყვა-სიტყვით გაგებას, დოქტრინას და შეცდომას.

                არასოდეს არ იმეორებენ საკმარისად :

                  ღმერთს არ უყვარს ცოდვილები,ღმერთს უყვარს თავისუფლება.

       მახარობელი ლუკას მყერ მოთხრობყლ ამ სცენაში გადმოცემულია მარიამ მაგდალელის ემბლემები : ცრემლები, თმები, ფერება, ამბორი,სუნამო. ის რაც ადამიანში არის ყველაზე ფაქიზი,ყველაზე მოძრავი,მერყევი, ყველაზე ძვირფასი. ის რაც ბანს და რეცხავს, არწევს და ანუგეშებს,რაც ათრობს და აჯადოებს: დედას მოძრაობა, საყვარლის ტკბილი სხეული. მთელი სიყვარულია აქ მოქცეული და გაშლილი თუ კი სიყვარული არის სხვისადმი მიპყრობილი განსაკუთრებული ყურადღება,სხვისთვის მინიჭებული პრიორიტეტი, საკუთარი თავის დავიწყება, თავდავიწყება,
დედის,  საყვარლის სიყვარული.

         ის,რასაც ის ჩუქნის იესოს, ცრემლები,მოალერსე თმები,სუნამო და ამბორი არ ინახება, არ გროვდება მატერიალურ განძად. მარიამ მაგდალელი იმთავითვე ექცევა არამატერიარულ ღირებულებათა პლანზე,არსის პლანზე  და მხოლოდ ეს ღირებულებებია მდგრადი და გრძელვადიანი. « ქალაქის ცოდვილი» არ ვაჭრობს იესოსთან შენდობის, პატიების მოსაპოვებლად. ყს არაფერ ხელშსახებს არ აძლევს იესოს, ის იესოს უძღვნის ყველაფერს რაც არის თვითონ. მის ფეხებთან განრთხმულის გული იხსნება, იწვის. იესო არ ტყუვდება,ისინი იმთავითვე არიან უხილავ შეთანხმებათა სამყაროში.

ქებათა ქება უკვე გაჟღენთილია სუნამოთი და სასიყვარულო დინებებით და მარიამ მაგდალელის მომასწავებელი შეყვარებული უკვე კრავს თავისი თმებით თავისი საყვარლის კყსერს. მარიამ მაგდალელის გაშლილი თმა ქალის ხიბლზე უფრო მეტია. ის შუქმფენია, ის ცოცხალი წყალივით მოედინება,ის აბამს სიყვარულის კავშირებს.

სწორედ ფარისევლების მიერ შეზიზღებული ეს ქალი აფრქვევს ღმერთის სურნელს, რომლის მცველიცაა ყს. სწორედ ის და არა სიმონი სტუმართმოყვარე გულუხვი, თავმდაბალი მოძრაობით ჰბანს ფეხებს სტუმარს,უცხოს. მოძრაობა რომელსაც გაიმეორებს იესო ცოტა ხნყთ ადრე მის დაპატიმრებამდე და სიკვდყლამდე მისი მოწაფეებისთვის ფეხების დაბანისას. მარიამ მაგდალელი თავისი ცრემლებით,თმებით და სუნამოთი,ნელსაცხებლით,  ბანს და წმენდს სტუმარს როგორც ბატონს და ამავე დროს თავისუფლდება ცუდი წარმოდგენებისგან, მოარული ხმებისგან მის შესახებ, მის შესახებ დაყრილი ბოროტი ჭორებისაგან., მოკლედ კი მისი დემონებისაგან რომლებიც ამავე დროს მისი სისუსტეებია. სახარებები არ ყოვნდებიან მისი დამპყრობელი 7 დემონის შესახებ. ისინი უბრალოდ ამბობენ რომ ქალი განთავისუფლებული იქნა ამ  დემონებისაგან.

მნიშვნელოვანია მხოლოდ ახალი ცხოვრებყს დაწყება, ახლებური ხედვა.

მარიამ მაგდალელი გაჰყვება იესოს გალილეიდან იუდეაში და მას ვნახავთ ბეთანიაში, იქ სადაც უყვარს მისვლა იესოს. ის აღარაა, მღელვარე, აღელვებული, ციებ-ცხელებით შეპყრობილი ქალი.  რომელმაც მოკაკვით მოიპოვა ფარისევლის სტუმრის სიყვარული. ის მშვიდია და მდუმარე, შებრუნებული ზეციური რეალობებისკენ,ის ყურს უგდებს იესოს სიტყვებს. მაშინ როდესაც მისი და მართა ალაგებს სახლს და ფუსფუსებს სამზარეულოში, საჭირო მაგრამ არასაკმარისი საქმიანობა, მარიამი, ტკბილი, დაფიქრებული,მთლიანად შთანთქმულია ზმანებებით, მედიტაციით : ის უსმენს, ის ჭვრეტს. « მას აქვს საუკეთესო წილი»,იტყვის იესო მარიამ მაგდალელის შესახებ. კიდევ ერთი კეთილგანწყობილი წინადადება რომელსაც მარიამ მაგდალელი მაგალითად მოჰყავს.

 ერთ დროს ილუზიების,ყალბი წადილების,ეფემერული დაუფლების სამყაროში   გზადაბნეული და დაკარგული მარიამ მაგდალელი  მიბრუნდა უკვდავისკენ, წარუვალისკენ,მან აირჩია საუკეთესო წილი, ღვთაებრივი ცოდნის წილი,საიდუმლოს, მისტერიის წილი.

იოანე მახარებლის თანახმად მის მიერ წარმოთქმული პირველი სიტყვები  მთების გადამაადგილებელი და მოვლენათა მდინარების შემცვლელი სიტყვებიდანაა. მართასა და მარიამის ძმა ლაზარე უკვე ოთხი დღეა რაც გარდაიცვალა და დაკრძალულია. მის ავად გახდომისას დებმა დახმარების თხოვნით მიმართეს იესოს მაგრამ მან საჭიროდ არ ჩათვალა მაშინვე მისვლა. პატარა ქალაქში მისვლისას ის ჯერ შეხვდება  ნამტირალევ-გასაცოდავებულ და ბედის მომდურავ მართას,შემდეგ მარიამს და ორივე მას ეტყვის ერთსა და იმავეს « შენ რომ აქ ყოფყლიყავი ჩემი ძმა ცოცხალი ყქნებოდა». ოღონდ ერთი და იგივე ფრაზა შეიძლება წარმოთქმული იყოს სრულიად სხავადსხვა მიზნებით, სრულებით სხვადასხვა ინტონაციებით. გამწარებული მართა ლაპარაკობს საყვედურით; ცრემლებად დაღვრილი და იესოს ფეხებთან დავარდნილი მარიამი ლაპარაკობს ძლიერი რწმენითა და გულანთებული. მართა ეჭიდება ხელშესახებ შედეგებს, ფაქტებს; მარიამი მიდის წყარომდე, მასთან ვისაც ყველაფერი ძალუძს. მართა აჩვენებს თუ როგორ უყვარს მას თავისი ძმა ლაზარე, მარიამი ავლენს იესოსადმყ უზომო ნდობას.


აქვითინებული და მუხლმოყრილი მარიამის დამნახავი იესო  თრთის. აგონებს თუ არა ეს მას მათი პყრველი შეხვედრის დამაბრმავებელ მომენტს როდესაც ულამაზესი ქალი მთლიანად მიეცა მას და როდესაც მან მიიღო ეს სიყვარული? იესო ბეთანიაში უზომოდ აღელვებულია და თავის მხრივ ტირის. მარიამ მაგდალელმა იცის ცრემლთა გზა, როგორ ხსნიან ცრემლებიი სიცხადისა და განახლების გზას. იესო მიდის საფლავთან,ლოცულობს და   სიკვდილის გრძნობამიხდილობიდან გამოჰყავს ლაზარე. მარიამმა თავისი არსის წყალობით მოიპოვა გარდაცვლილის აღდგომა.



სუნამოიანი ქალი მეორედ გამოჩნდება როდესაც იესოს მიწიერი გზა დასრულდება.

იესოს გარემოცვის არც ერთმა ადამყანმა არ იცის ეს, ვერ გრძნობს ამას მოძღვრის გაფრთხილების მიუხედავად.  მაგრამ მარიამის გული   სავსეა ტკივილით და მალე დაიმსხვრევა როგორც ძვირფასი ნელსაცხებლის შემცველი ბროლის ჭურჭელი.

სამი მახარებელი  აღწერს სცენას  რომელსაც მას შემდეგ ჩვეულებრივ უწოდებენ « ცხება ბეთანიაში». ესაა იგივე სცენა რაც გალილეაში, როდესაც აქვითინებული « ქალაქის ცოდვილი» დაემხო სტუმრის ფეხებთან,მაგრამ მომენტი სხვაა და სხვაა მოქმედების მნიშვნელობაც.


იესო არის მოწაფეებთან რომლებიც მან გააფრთხილა თავისი მოახლოებული სიკვდილის შესახებ. ისინი არიან ვინმე სიმონ კეთროვანთან, სუფრასთან, იოანეს  თანახმად კი მართასა და მარიამის სახლში. ისინი რა თქმა უნდა კამათობენ დოქტრინის სხვადასხვა პუნქტის თაობაზე, იუდას რა თქმა უნდა სჯერა თავისი მოძღვრის, მომავალი «ებრაელთა მეფის» გარდაუვალი გამარჯვებისა.

 და აქ უეცრად დარბაზში შემოიჭრება ქალი,ხმის ამოუღებლად,სიტყვის უთქმელად ის მიდის იესოსკენ და მის საყვარელ თავზე ბროლის ჭურჭლიდან აპკურებს ძვირფას სურნელოვან სითხეს.

იესოს აღშფოთებული მამაკაცი მიმდევრები აღრიალდებიან და მოინდომებენ შემოჭრილი ქალის გაძევებას.  იუდა ლაპარაკობს ფულის ფლანგვაზე, ქალის მიერ დახარჯული ნელსაცხებლის უზომო სიძვირეზე,მაგრამ იესო იცავს მარიამს,მეტიც, ის მას აქებს, აცხადებს რომ შთამომავლობა კარგად გაიხსენებს მარიამის ამ საქციელს. ფაქტიურად ესაა მისი საფლავის მოსამზადებლად, უხსნის იესო მის გონებაშეზღუდულ მოწაფეებს, მარიამმა მას მოახურა ნელსაცხებლის უხილავი სამოსი.

მარიამ მაგდალელი ხსნის და ხურავს იესოს მიწიერი გზის კარებებს. გალილეის, დასახლება მაგდალასთან გამართული სცენა იწყებს იესოს საჯარო ცხოვრებას; ესაა დასაწყისი მოგზაურობისა ( და ქალი ზრუნავს მოგზაურის ფეხებზე),დასაწყისი ქადაგებისა, უზომო სიყვარულისა. ბეთანიაში ცხება ხურავს მიწიერი არსებობის კარს და ამავე დროს ამზადებს დასაკრძალად იესოს სხეულს.


მარიამ მაგდალელი ამჯერად იესოს თავის ცხებით ადასტურებს იესოს როგორც სხვა სამეფოს უხილავ მეფეს,მესიას;  ქალის მიერ უძვირფასესი ნელსაცხებლით ცხებული იესო ნამდვილად ქრისტეა.

ასე შეიკრა წრე. ადამიანური ციკლი დასრულდა და კარებების მცველი და გასაღებთა მფლობელი არის მარიამ მაგდალელი.

სუნამოებიან ქალს ვნახავთ უკანასკნელი კარის, ცარიელი საფლავის წინ და აღდგომის ხმაურიან და მწვანე ბაღში;

მარიამ მაგდალელი პყრველი დაინახავს იმას ვინც გადალახავს საშინელ საზღვარს სიკვდილის წყვდიადსა და სინათლეს შორის... 

  მოციქულთა  არა ფხიზელი არამედ მძინარე, ყარმყოფელი, მოღალატე, მოძღვრის სიკვდილის მთავარი განსაცდელყსთვის თავის ამრიდებელი უმრავლესობის საწინააღმდეგოდ მარიამ მაგდალელი არ მიატოვებს იესოს.

მას უყვარს, ესე იგი მას უყვარს დამცირებულიც, დაგმობილიც, მომაკვდავიც; მას სხვა უყვარს ბოლომდე, სიკვდილში ტრაღიკულ მარტოობამდე.

ის იქაა ფეხზე, ჯვრის ძირში,მარიამ დედასთან და მოკრძალებულ იოანესთან ერთად. აქ მოგროვილია მთელი სამყაროს სიყვარული: დედის, მეგობრის, შეყვარებულის სიყვარული. მარიამ მაგდალელი იღებს ჯვარცმულის ჭრილობებიდან ნადენ სისხლსა და ჩირქს: მხატვრებს და ეზოტერიკოსებს მოსწონდათ ხატვა ლარნაკისა რომელსაც არ შორდება მარიამ მაგდალელი, მსხვერპლად შეწყრული კრავის სისხლით სავსე ლარნაკისა რომელიც გახდება უკვდავების სითხის შემცველი და მთელი კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის უნარის მქონე გრაალი.


გოლგოთაზე ქრისტეს სისხლი და წვენი ესხმება  დამსხვრეული,მომსპარ სიყვარულის ქალბატონს, საშინელი ცხება.

მარიამ მაგდალელი ესწრებოდა ჯვარცმული ყესოს უკანასკნელ ამოსუნთქვას, რომელიც ყვირილია,შემდეგ მის დაკრძალვას. მრავალი ქალი, მათ შორის მარიამ მაგდალელი, ხმის ამოუღებლად, მოწმეა იმისა  თუ როგორ ასვენებს იესოს სხეულს ახალ აკლდამაში ორი მამაკაცი, იოსებ არიმათიელი და ნიკოდემი.

მამაკაცები მარხავენ, მაგრამ ქალები ესწრებიან აღდგომას.

ოფიციალურ სახარებებშიც და გნოსტიკურ ნაწერებშიც მამაკაცები დაკავშირებული არიან გარეგან სტრუქტურებთან,ფორმებთან, სოციალურ პირობითობეთან,მაშინ როდესაც ქალები დაკავშყრებული არიან შინაგანობასთან ხელშეუხებელ და განუსხვისებელ შინაარსთან, საიდუმლოსთან.

სწორედ ქალები წავიდნენ პირველები აკლდამისაკენ სადაც დაასვენეს იესო დიდსულოვანმა მამაკაცებმა.

იოანე მახარებლის თანახმად გარიჟრაჟზე მარტო მარიამ მაგდალელი მივიდა იქ.

«კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟზე,ჯერ ისევ ბნელოდა,მოდის მარიამ მაგდალინელი საფლავთან...» ესაა მესამე დღე იესოს სიკვდილიდან,მაგრამ ის შეესაბამება ებრაული კვირის დასაწყისს და აღდგომას. პირველი დღე გვაბრუნებს დასაწყისთან  და პრინციპთან,სიტყვებთან რომლებითაც იწყება შესაქმის წიგნი ( «თავიდან ღმერთმა შექმნა ცა და მიწა») და იოანეს ტექსტთან
( « დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან;და სიტყვა იყო ღმერთი»).  გარიჟრაჟზე იღვიძებს ახალი სიცოცხლე, იწყება ახალი ხანა.

   ოთხივე მახარებელი ამბობს ერთსა და იმავე მთავარ რამეს : მარიამ მაგდალელი წავიდა საფლავთან მარტო ან სხვა მენელსაცხებლე ქალებთან ერთად,მაგრამ სწორედ მას ეჩვენა და ელაპარაკა იესო პირველს. ის გარბის რათა კარგი ამბავი, დაუჯერებელი ამბავი უამბოს მგლოვიარე და ნაღვლიან მოციქულებს, მაგრამ მას არ უჯერებენ და  უხეშად აჩერებენ. სიცოცხლის სყტყვას მუდამ უჭირს გზის გაკაფვა, მძიმე და დახურულ გულებში შეღწევა. მიუხედავად ამისა მახარებელი ლუკა ყვება რომ მიუხედავად ამ «ქალური სულელური ლაქლაქისა» პეტრე წავიდა და გაიქცა საფლავისკენ.  არა და ეს დაზუსტება მნყშვნელოვანია, მან მხოლოდ ტილოები ნახა და შემდეგ დაბრუნდა უკან. პეტრე ხედავს მხოლოდ მოვლენათა გარეგნულ მხარეს, საიდუმლოს გარეკანს.
მარიამ მაგდალელი კი დაინახავს ცოცხალ იესოს დღის შუქზე,აღდგომის ბაღში. იესო ადასტურებს მარიამ მაგდალელის რჩეულობას,რჩეულობას საუკეთესო წყლის ამრჩევი მარიამისა.


ესაა სყვარულის კიდევ ერთი სცენა, ისევე როგორც პირველი შეხვედრა ფარისეველთან, მაგრამ ესაა გარდაქმნილი, დიდებული სიყვარული.

იოანეს სახარება შეიცავს ძვირფას მითითებებს :

« კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟზე, ჯერ ისევ ბნელოდა,მოდის მარიამ მაგდალინელი საფლავთან და ხედავს რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. მიდის და მირბის სიმონ პეტრესთან და სხვა მოწაფესთან,რომელიც იესოს უყვარდა, და ეუბნება მათ : უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით სად დაასვენეს. მაშინვე გამოვიდა პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად გარბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე უფრო სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დადებული ტილოები, მაგრამ არ შევიდა. მის შემდეგ მივიდა სიმონ პეტრეც.შევიდა სამარხში და დაინახა დადებული ტილოები;სუდარა თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული,ამ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იდო, ერთ ადგილას დახვეული. მაშყნ შევიდა სხვა მოწაფეც,სამარხთან პირველად მოსული, და იხილა და იწამა, რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. მოწაფეები წავიდნენ კვლავ თავისას» ( იოანე 20,1-20).

მათ სულ გადაავიწყდათ ფხიზელი,ღამის მთეველი, მათი გამაფრთხილებელ მარიამ მაგდალელის არსებობა.

მახარებლის თხრობა გრძელდება :

« მარიამი კი ყდგა სამარხს გარეთ და ტიროდა. როცა  ტიროდა,
სამარხთან დაიხარა,და ხედავს თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს მსხდომარეს ერთს თავთით და მეორეს ფერხთით,სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას: დედაკაცო,რატომ სტირი? მან მიუგო, ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი სად დაასვენეს.
და ამის თქმყსას მობრუნდა უკან და იხილა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო რომ ის იესო იყო.

და უთხრა მას იესომ: დედაკაცო,რატომ სტირი,ვის ეძებ?

მას მებაღე ეგონა ის და უთხრა: ბატონო,თუ შენ აიღე იგი,მითხარი,სად დაასვენე,და მე წავიღებ.

იესო ეუბნება მას : მარიამ! მობრუნდა და ებრაულად აუბნება:
რაბუნი! რაც ნყშნავს: მოძღვარო !

იესომ უთხრა მას : არ შემეხო,რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან,ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.

მარიამ მაგდალინელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს,რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას...
( იოანე 20,11-18).

იესომ პირველად და უკანასკნელად ამ მიწაზე  მიმართა მას მისი ნამდვილი სახელით: «მარიამ».

იმან, ვისაც უძახოდნენ ცოდვილს, შეპყრობილს, რომელიც არ ყმსახურებდა განსაკუთრებულ,საკუთარ სახელს,ან რომელსაც უძახოდნენ დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვყთ,აღდგომის ამ გარიჟრაჟზე მიაღწყა სულ სხვა გეოგრაფიას და სულ სხვა ისტორიას, სულ სხვა წარმომავლობას: მან მიაღწია თავის ტრანსცენდენტულ, სამეფო მე-მდე,თავის ნათელ არსამდე რომელიც არ სცნობს არც ჩვეულებრივ დროს და არც სივრცეს. ის გახდა მარიამი , და ეს მოხდა იმ წუთს და სამუდამოდ დაბრუნებულ სამოთხის ბაღში.

მაგრამ ის დარჩა სინამდვილის ამ მხარეს. მას არ გადაულახავს სიკვდილი,მას არ დაუტოვებია მიწა. მასა და აღმდგარ იესოს შორის დიდი დისტანციაა. მან დაამარცხა სიკვდილი, მეორე სიკვდილი.

მარიამის მისია იქნება ახალი,ყველაფრის სრულიად განმაახლებელი ამბის გადაცემა სხვა მოწაფეებისთვის. თავის მოწაფეებს იესო დაავალებს მისი სიტყვების ქადაგებას მსოფლიოსთვის, მარიამს ის სთხოვს წყაროდან გაგონილის და ნანახის გადაცემას მისი მოციქულებისთვის.


შწორედ ამიტომ,იმიტომ რომ ის წყაროსთან იყო ნამყოფი,მარიამი ჩაითვალა 
« მოციქულთა მოციქულად».

ამიერიდან გასაგებია თუ რატომ იყო მარიამი გნოსტიკოსებისთვის სრულიად გამორჩეული ფიგურა რომელიც მის მოძღვრებაში ცვლის მოძღვარს. არა იმიტომ რომ ისაა ახალი მოძღვარი, არამედ იმიტომ რომ აღდგომის გარიჟრაჟზე მან მიიღო უშუალო ხილვა, უშუალო გადაცემა. სწორედ ამიტომ ქნება გნოსტიკოსებისათვის მარიამი «ყველაფრის მცოდნე ქალი», გაღვიძებული.

რაც შეეხება პეტრეს, ის გახდება ხილული ეკლესიის,შემდეგში მეტისმეტად ხშირად დოგმაში,ფორმალიზმში და ძალაუფლებაში გამოხატული ეკლესიის მეთაური.


ყოანე თავის მხრივ სათავეში ჩაუდგება უხილავ, შინაგან  ეკლესიას,
რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან ღმერთის მაძიებლები.


მარიამ მაგდალელი რჩება სასუფეველში, აღდგომის გარიჟრაჟის ნათელში.

ქრისტემ  სამჯერ შეაქო მარიამ მაგდალელი მის სამ მდგომარეობაში
( ცოდვყლი,მჭვრეტელი, დაღონებული და მეტიც, ყელა თავის მიმდევარს შორის ქრისტემ სწორედ მარიამ მაგდალელი აირჩია  მის მიერ სიკვდილის და სასრულობის დამარცხების მოწმედ...

   მაგრამ რატომ იყო ყს რჩეული?

მარიამ მაგდალელის შემთხვევაში საქმე გვაქვს გულთან და ერთადერთ ღირებულ რელიგიასთან, სიყვარულის რელიგიასთან. მხურვალე წადილი, ჟინი,ვნება, მისწრაფება და მოუთმენლობა,მაგრამ აგრეთვე მოლოდინი, სასოწარკვეთილება,უფსკრული. მან ყველაფერი ნახა და განიცადა,საყვარელის სიკვდილიც და გაქრობაც.


მარიამ მაგდალელი თავისებურად,იესოს მსგავსად განასახიერებს სიყვარულის სიგიჟეს და ქრისტეს მსგავსად ისიც მივიდა თავისი აბსოლუტური ვნების უკიდურეს სიშიშვლემდე. მძიმე და დიდად დიდებული, ბრწყინვალე მსხვერპლი. ვის ძალუძს ამის გაგება?

 ნელსაცხებლის ლარნაკის, ძვირფასი და სურნელოვანი სითხის შემცველი ჭურჭლის სახით  მარიამ მაგდალელთან დაკავშირებულია გულის ძლიერი სიმბოლო. , ისევე როგორც ესაა ქალღმერთ ინანასთან შუმერში,კიან იინთან ჩყნეთშყ და ტარასთან ტიბეტში.

იხსნის და აღდგენს არა მონანიება და თვითგვემა არამედ მისი მხურვალე, მგზნებარე სიყვარული, მისი სყყვარულით ალმოდებული გული

სიყვარულის ეს სიბრძნე არის მძიმე ასკეზა რომელიც მოითხოვს ყველაფრის გაღებას და ყველაფრის ატანას.

« გიყვარდეს და აკეთე რაც გინდა», აი საუკეთესო ვყწრო გზა.

თუ კი მარიამ მაგდალელის თავგადასავალში წავიკითხავთ განსრულების,სისრულის მაძებარი პიროვნული სულის ისტორიას ჩვენ დავინახავთ თუ რამდენად მეტყველია ქალის სახარებებში აღწერილი მდგომარეობებები : პირველ სცენაში ცოდვილი «უკანაა»,იესოს ფერხთით, მუხლმოყრილი, მოხრილი; ბეთანიაში ის მშვიდად ზის; შემდეგ,ბოლო სცენებში ნათქვამია რომ ის დგას ფეხზე,ჯვრის ძირში, აკლდამასთან, დაბოლოს აღმდგარი იესოს პირისპირ.

ჩვენ ვართ არსის გავერტიკალურების, ფეხზე დადგომის მოწმენი.

სახელი მაგდალაც გულისხმობს ასეთ ამაღლებას ვინაიდან ყს ნიშნავს კოშკს, აქ ლაპარაკია შინაგანი ციხე-სასახლის, «სულის სასახლის» აგებაზე.

ყველა ამ გარდაქმნის პროცესში ფარისეველი სიმონისკენ აჩქარებაში თუ სირბილში აკლდამისკენ უცვლელი რჩება გზნება, მგზნებარება.

ამ ეცხლოვან სულს ეჩვენება,ევლინება გამოუთქმელი შუქი.

სული მოძრაობს ორ შუქს, სულისა და გრძნობათა სინათლეებს შორის. ეს უკანასკნელები ვერ იქნება დაბრკოლება. პირიქით, ისინი მონაწილეობენ სრულყოფის, ხსნის ძიებაში. მისტიკურ პერსპექტივაში «ხორციელი» არ უპირისპირდება « სულიერს» ვინადან გრძნობები შეიძლება გაიღოს უხილავის კარებებად,ვინაიდან მთელი სხეული შეიძლება იყოს შეუგრძნობელის მზიდი. თუ კი დავუკვირდებით მარიამ მაგდალელს არ შეიძლება არ ვიყოთ შეძრული მისი მოუხელთებლობით, მისი პიროვნებიდან მომავალი სიმსუბუქით. ის გასცემს ყველაზე ფაქიზს რაც კია ხუთ გრძნობაში: ფერება შეხებყსათვის, ცრემლები მზერისთვის, სუნელი და ნელსაცხებელი სუნისთვის, კოცნა გემოსთვის და სმენისთვის დუმილი. ამას შეყძლება დავამატოთ მეექსვსე მისნური გრძნობა. რა ბოროტებით იქცა მარიამ მაგდალელი ხორცში, საეჭვო მიწიერ სიამოვნებებში ჩაფლულ და 7 უმძიმესი ცოდვით და დემონებით დამძიმებულ   ქალად?  ესეთი ინტერპრეტაცია ყურადღებას არ აქცევს იმას რასაც სახარებები აღწერენ ესოდენ ნათლად.

გრძნობისა და სიბრძნის ამ ბედნიერი თანხვედრიდან, ცოცხალი და შეყვარებული სხეულის ამ გაღვიძებიდან გამომდინარეობს ჭეშმარიტება რომლის გაგებაც ცოტას თუ უნდა : ღვთაებრივის სიყვარული ეხმაურება კერძო ადამიანის სიყვარულს, რეზონანსში მოდის მასთან. ეს ორმხრივია. ამით მე მინდა იმის თქმა რომ მარიამ მაგდალელს
( როგორც ყოველ ჩვენაგანს, მამაკაცს თუ ქალს) სწადია, უყვარს ღვთაებრივი ისე როგორც  მისი გულის ადამიანი. ვერ იქნება წყვეტა და დისტანცია ორ პლანს,ორ რეალობას შორის. მარიამ მაგდალელყს იესოს გიჟური სიყვარული ვერ გამოეყოფა იმ უსასრულო სიყვარულს რომლითაც მას უყვარს ღვთაება. მისი ხილული სიყვარული ირეკლავს მის უხილავ სიყვარულს. აქედანაა მისი პირველობა,უპირატესობა :

მას უყვარს მთელი არსით თავისთვის რაიმეს მოუთხოვნელად, მას გზნებით და გულუხვად, მფლანგველურად უყვარს როგორც ხორციელი მამაკაცი ისე მოუხელთებელი ღმერთი.

სწორედ ეს სყყვარული გამოარჩევს მას როგორც ადამიანთა ისე ღმერთის თვალში როგორც იესოს რჩეულს.

თავისუფალ მარიამ მაგდალელს სულ არ სჭირდება რეაბილიტაცია....



მხსნელის აღდგომის იმ საზეიმო მომენტში,მომენტში რომელმაც გადაწყვიტა ყველაფერი ღმერთის მიერ ქვეყნის დამარცხებიდან და სიცოცხლის მიერ სიკვდილის დამარცხებიდან იესო პირველად გამოეცხადა არა თავის დედას,არა ეკლესიის საფუძველსა და თეოლოგიის მწვერვალ წმინდა პეტრეს,არა საყვარელ მოწაფე იოანეს არამედ მარიამ მაგდალელს, მოქცეულ ცოდვილს, მონანიებით სიყვარულად გარდაქმნილ ცოდვას ...

რომელ სყყვარულს შეყძლებოდა დაემსახურებყნა ასეთყ გამოცხადებყს დყდება და პატყვყ და რომელ გრძნობას შეეძლო სყყვარულყს ასეთყ ანაზღაურებყს მყღება ! აქაა უფსკრულყ და მასშყ ვერ შეაღწევს ადამყანყს გონება. მე ეს სანახევროდ მესმყს და არც შემყძლყა მეტყ,სულ მცყრე დაფყქრებყთ ვჩერდებყ ხოლმე სახარებყს ამ გულყსამაჩუყებელ სყტყვებთან :

«  კვირის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალინელს,რომლისგანაც განდევნა შვიდი ეშმაკი.» (მარკოზ 16,9). სწორედ იქაა,ამ სახელგანთქმული და ბედნიერი,ნეტარი ქალის შუბლზე, ვარსკვლავი რომელიც არ გაფერმკრთალდება საუკუნეთა დასასრულამდე და გაახარებს იმათ ვინც ღმერთის მიერ განათებულ სულში სწავლობენ ღმერთის ურთიერთობას ჩვენთან ( ანრყ ლაკორდერი, წმინდა მარიამ მაგდალელი,1859).


ცოდვის შემდეგ მარიამს აღარ სურდა ხალხის წინაშე გამოჩენა. ის წავიდა სამშობლოდან იმ რეგიონებში სადაც თითქოს გადაყვანილი იქნა სხვა სამყაროში,ის სიკვდილამდე მიმალული დარჩა და ცხოვრობდა თქვენ რომ ნახეთ იმ სრულიად შიშველ გამოთხრილ კლდეში... მე იქ ხშირად  დავდიოდი და ოდესღაც იქ გავატარე სამი დღე და სამი ღამე. მე იქ განვიცადე სიამოვნებანი რომლებიც დიდად განსხვავდება ქალაქებში მიღებული სიამოვნებებისაგან ( პეტრარკა,D Vita Solitaria,1347).


ესაა  მარიამ მაგდალელის უდაბნო,ის იქ შევიდა ყესოსათვის და იესოს ფარული ცხოვრებისათვის პატივის მისაგებად, ის იქ შევიდა ღვთაებრივი ბრძანების თანახმად. ღმერთს უნდა მარიამის ამ ადგილას გაყვანა მის გულთან სალაპარაკოდ.  მარიამი იქ შევიდა მონანიებამდე მიმყვანი სრულყოფილი სიყვარულის საიდუმლო ინსტინქტის თანახმად.   ასეთი მონანიებიდან გამომდინარე ღირსების დაუმცირებლად მე ჩემს თავს ვაძლევ იმის თქმის უფლებას რომ ეს ბედნიერი მონანიება არაა სიყვარულზე მეტი.სიყვარული დაეუფლა მას და მთელი მისი ქონება და მთელი მისი არსი გადააქცია სიყვარულად !

მისი მონანიება სიყვარულია,მისი უდაბნო სიყვარულია,მისი ცხოვრება სიყვარულია,მისი მარტოობა სიყვარულია, მისი ჯვარი სიყვარულია,მისი  მოღლილობა,მოთენთილობა სიყვარულია და მისი სიკვდილი სიყვარულია.

მე მხოლოდ სიყვარულს ვხედავ მარიამ მაგდალელში: მე მის სიყვარულში მხოლოდ იესოს ვხედავ; მე მის უდაბნოში მხოლოდ იესოს და სიყვარულს ვხედავ; და ის უფრო ცოცხალი და ფარულია იესოში. და ის იმ თავის უდაბნოში ცოცხალი და ფარულია იესოს უცნობ ცხოვრებაში და იესოს სიყვარულის საიდუმლო გამოცდებში...» ( პიერ დე ბერული, წმინდა მადლენუს განდიდება, 1627).


ქრისტე არის ქალის აღმდგენელი და განმანთავისუფლებელი...ქრისტემ ქალი აღადგინა და დააკისრა მას სიყვარულის და მისნობის მისია.ინიციირებული,განდობილი,ნაზიარები ქალი სულს წარმოადგენს კაცობრიობაში... ბობოქარი მარიამ მაგდალელი, რომლიდანაც ბიბლიური გამოთქმის თანახმად იესომ განდევნა შვიდი დემონყ, გახდა მისი ყველაზე მგზნებარე მოწაფე.  სწორედ მან ნახა პირველმა, წმინდა იოანეს თანახმად, ღვთაებრივი მოძღვარი, საფლავიდან აღმდგარი სულიერი ქრისტე.

ჟინიან და მორწმუნე ქალში ლეგენდას სურდა იესოს უდიდესი, გულით ინიციირებული, გულით განდობილი თაყვანისმცემლის დანახვა და ის არ შემცდარა. მარიამ მაგდალელის მთელი ისტორია არის ქალის ქრისტესათვის სასურველი აღდგენა... ( ედუარდ შურე, დიდი ინიციირებულნი,1889).












   





 
   

   

   

No comments: