11.26.2011

შიიტური ისლამი:

იმამები
 რადგანაც დემოკრატიზაციას ზოგჯერ თან ახლავს შარიათიზაციაც და რადგანაც საქართველოს მეზობლად შიიტებიც ცხოვრობენ დიდი ხანია დროა ეს ხალხიც უფრო ახლოდან გავიცნოთ.  //ფრანგული ჟურნალი  "რელიგიები და ისტორია",საგანგებო ნომერი "შიიტური ისლამი", 2011 წლის სექტემბერ-ოქტომბერი//.

უზოგადესი ქრონოლოგია:



570-წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადება მექაში.
610. მთავარანგელოზი გაბრიელის გამოცხადება მთა ჰირას მღვიმეში და მისიის გამოცხადება ტრადიციის თანახმად.
612. მუჰამედის ქადაგების დაწყება მექაში.
622. ჰიჯრა.
632. 632.მუჰამედის გარდაცვალება.ხალიფად არჩეულია აბუბაქრი.დაიწყო განხეთქილება შიიზმსა და სუნიზმს შორის. გრძელდება არაბეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა.
632-642. პალესტინის,სირიის,შუამდინარეთის,ეგვიპტის და სპარსეთის დაპყრობა.
634. მეორე ხალიფად ხდება ომარი.
644. მესამე ხალიფად ხდება ოთმანი.
651. ირანის და სისტანის დაპყრობა.
653. ყორანული ვულგატას დამკვიდრება ტრადიციის თანახმად.
656. მეოთხე ხალიფად ხდება ალი.
660-750. ომეიადების დინასტია დამასკოში.მაღრიბის დაესპანეთის დაპყრობა და განვრცობა აღმოსავლეთით ინდუსამდე.
750-1258. სუნიტი აბასიდების დინასტია ბაღდადში.
     მე-9 საუკუნის დასაწყისი- ბერძნული ტექსტების თარგმნა არაბულად.
836.სამარას დაარსება//ერაყი//.
     მეათე საუკუნეში იზმაელელი შიიტი კარმატები უპირისპირდებიან სუნიტებს და ფატიმიდებს არაბეთში.
905-1004.შიიტი ჰამდამიდების დინასტია სირიაში.
909-1171-შიიტი ისმაელელი ხალიფეა ფატიმიდების დინასტია ბატონობს ალჟირში,
ტუნისში,ლიბიაში და ეგვიპტეში.
929. კორდოვას ემირატი ხდება ომეიადების დამოუკიდებელი სახალიფო.
932-1055.შიიტი ბუიდების დინასტია ერაყში და ირანში. მათი დედაქალაქია ბაღდადი.
980-1010-შახ ნამეს დაწერა ფირდოუსის მიერ.
შიიტები სტამბოლში
998-1186. სუნიტი ღაზნევიდების დინასტია ხორასანში,პანჯაბში და ავღანეთში.
    მე-11 ს. სელჩუკთა აღზევება ირანში,სირიაში და მცირე აზიაში.
1096-1099. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.
1171-1250.სალადინის //1171-1193//  მიერ დაფუძნებული აიუბიდთა დინასტია მეფობს ეგვიპტეში და სირიაში.
1243. მონღოლები იპყრობენ ანატოლიას.
1250-1517. მამლუქები მეფობენ ეგვიპტესა და სირიაში.
1253-1353. მონღოლ მთავარ ილხანიდთა დინასტია ირანში და ერაყში. მონღოლები ისლამს იღებენ მე-13 საუკუნის ბოლოს.
1453. კონსტანტინეპოლის აღება მეჰმეტ მეორის//1451-1481// და ოსმალების მიერ.
1492. გრენადას აღება კათოლიკე მეფეების მიერ. ესპანეთში მაჰმადიანთა ყოფნის დასასრული.
1501-1736. შიიტ სეფევიდთა დინასტია ირანში.
1512-1774. ოსმალთა ჰეგემონია არაბულ-მაჰმადიანურ სამყაროში,განსაკუთრებით სულეიმან ბრწყინვალის//1520-1566// დროს.
1794-1925. ყაჯართა მეფობა ირანში.
1923. ოსმალეთის იმპერიის დასასრული.
1925-1979. ირანში მეფობენ ფეჰლევები.
1979. ისლამური რევოლუცია და ისლამური რესპუბლიკის დაფუძნება ირანში.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
 12-იმამიანი შიიზმი. უდიდესი შტო, ირანის სახელმწიფო რელიგია.

              12 იმამის სია და შიიზმის დიდი განხეთქილებები.

            წინასწარმეტყველი მუჰამედი, ფატიმა.
1.ალი//მე-4 ხალიფა მუჰამედის შემდეგ, 2.ჰასანი.3.ჰუსეინი. 4.ალი ზაინ ალ-აბიდინი.
ზაიმ,ზაიდიტური შიიზმი. 5.მუჰამად ალ-ბაქირი. 6. ჯაფარ ალ-სადიქ. ..იზმაელური შიიზმი. 7. მუსა ალ-კაზიმი. 8. ალი ალ-რიდჰა. 9. მუჰამად ალ-ჯავად.10. ალი ალ-ჰადი.
11. ჰასან ალ-ასკარი.12, ფარული იმამი მუჰამად ალ-მაჰდი ალ-ქაიმი.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

     შიიტური ისლამი მისტიკურ სიბრძნესა და პოლიტიკურ ცდუნებას შორის.  
         რა არის შიიზმი?

    მაჰმადიანთა დაახლოებით ოთხ მეხუთედს სუნიტები შეადგენენ. მეხუთედი შიიტებია, არის კიდევ ხარიჯიტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი.

    შიიტები,მაშ,მაჰმადიანთა უმცირესობაა,მაგრამ პატივსაცემი უმცირესობა იმიტომ რომ მსოფლიოში არის დაახლოებით 200 მილიონი შიიტი.

    სუნიზმის მსგავსად შიიზმიც მრავალფეროვანია. ის აერთიანებს სხვადასხვა თეოლოგიურ დოქტრინას,სხვადასხვა ეგზეგეტურ მიმდინარეობას,სხვადასხვა იურიდიული და ფილოსოფიურ სკოლას, სხვადასხვა მისტიკურ საძმოს.
                   
შიიზმი იყოფა სამ მთავარ შტოდ:
ისლამი, სუნიტები და
შიიტები 2006 წელს
    თავისთავად მრავალფეროვანი ეს სამი შტო გააჩინა უთანხმოებებმა იმამების თაობაზე.  10 მილიონამდე ზაიდიტი ყველაზე მეტად იემენში ცხოვრობს. 20 თუ 30 მილიონი ისმაელელი უმთავრესად შედგებიან აღა ხანის ადეპტებისგან და ყველაზე მეტად ცხოვრობენ ინდოეთში,შუა აზიაში,ევროპაში და ამერიკაში.

   ჩვენ ვლაპარაკობთ მესამე შტოზე,ე.წ. 12-იმამიან შიიზმზე, მისი 150-180 მილიონი მიმდევარი შეადგენენ შიიტთა დიდ უმრავლესობას.

   12-იმამიანი შიიზმ//150-180 მილიონი// მე-16 საუკუნიდან არის ირანის სახელმწიფო რელიგია, მისი დიდი თემებია ინდოეთში, შუა აზიაში და მრავალ არაბულ ქვეყანაში. ის ბატონობს ერაყში, ლიბანში, ბაჰრეინში, ან კიდევ აზერბაიჯანში

    სუნიტური ორთოქსიის მიერ ურჯულოდ ან ერეტიკულად მიჩნეული შიიზმი უეჭველად არის ისლამის უძველესი მიმდინარეობა იმიტომ რომ ის უნდა გაჩენილიყო უშუალოდ მუჰამედის სიკვდილის შემეგ და მუჰამედის მემკვიდრეობის მტკივნეული საკითხიდან.

                 ტრადიციულ მოხრობათა თანახმად მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მის მიმდევართა უმრავლესობამ ხელისუფლად აღიარეს მისი ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრი აბუ ბაკრი.  ის აირჩია წარჩინებულთა საბჭომ. ამ წარჩინებიულებს მიაჩნდათ რომ მუჰამედს არ დაუნიშნავს თავის მემკვიდრე და მათ ამიტომ ჰქონდათ არჩევანის უფლება.
                     მათ საწინააღმდეგოდ უმცირესობის აზრით მუჰამედმა  თავის კანონიერ მემკვიდრედ სრულებით გარკვევით დანიშნა  თავისი სიძე და ახლო ნათესავი ალი რომელიც გამოაცხადა ჭეშმარიტი რელიგიის ერთადერთ წარმომადგენლად. 
              ალის ეს მიმდევრები თანდათანობით გადაიქცნენ შიიტებად. მათი აზრით ალი და მისი შთამომავლები ფატიმასგან შეადგენენ წმინდა ოჯახს და მხოლოდ ისინი შეიძლება იყვნენ მორწმუნეთა კანონიერი წინამძღოლნი //არაბული სიტყვა იმამი წინამძღოლს ნიშნავს// ვინაიდან ისინი ფლობენ წინასწარმეტყველის ჭეშმარიტ მემკვიდრეობას,მხოლოდ მათ იციან ღრმად მუჰამედის რელიგიის საიდუმლოებები.
        
                 მათი აზრით ყურაიშიტთა ტომის ძლიერი ოჯახებიდან გამოსულმა აბუ ბაკრმა//პირველი ხალიფა//,ომარმა//მეორე ხალიფა// და მათმა მიმდევრებმა მოაწყვეს საგულდაგულოდ მომზადებული გადატრიალება რითაც უღალატეს წინასწარმეტყველი მუჰამედის ნებას და მოწოდებას.


            შიიზმი,მაშ,იმთავითვე განისაზღვრება როგორც იმამის ფიგურის ირგვლივ ნაგები რელიგია. ალი და მისი შთამომავლები არიან ამ ფიგურის განსაკუთრებული წარმომადგენლები და მათი ოჯახების განშტოებები საფუძვლად ედება შიიზმის სხვადასხვა შტოს. 


                  12-იმამიანი შიიზმის დიდი ისტორიული პერიოდები:


                  ანრი კორბამ გამოყო ოთხი გადამწყვეტი პერიოდი.:


                 1. წმინდა იმამების პერიოდი ალიდან მე-12 იმამის //ფარული იმამი// დიდ გაქრობამდე 329/940 წელს ტრადიციის თანახმად. ესაა სახელგანთქმული თეოლოგები ჰიშამ იბნ ალ-ჰაკამის და ჰიშამ იბნ სალიმის მოწაფეთა ხანა. ამავე პერიოდის ბოლოს ჩაწერილი იქმნა შიიტური ჰადისების შემქმნელ იმამთა მოძღვრებების დიდი კომპილაციები.


               2, ისტორიული იმამების ხანიდან მე-13 საუკუნის შუა ხანებში მონღოლთა შემოსევებამდე გაშლილი პერიოდი. ამ დროს,მეოთხე-მეათე საუკუნეების ბაღდადში  ძალაუფლება ხელში ჩაიგდო რაციონალისტ იურისტ-თეოლოგთა ძლიერმა კლასმა რომელმაც თანდათან შეცვალა იმამები. ძველი ეზოტერული და მისტიკური ტრადიციის თანდათანობით განზე  გამწევი ამ ტენდენციის დიდი ფიგურები იყვნენ ალ-შაიხ ალ-მუფიდი,ალ-შარიფ ალ-მურტადა ან კიდევ ალ-შაიხ ალ-ტუსი მეოთხე-მეათე და მეხუთე-მეთერთმეტე საუკუნეებში.  სწავლულები იბნ ბაბავაი თუ ალ ნუმანი აგრძელებენ ჰადისების პირველი კორპუსების შემუშავებას.
ამ პერიოდში რელიგიური ცოდნის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობდნენ დიდი ფიგურები //ამ-ტაბრიზი,იბნ შაჰრაშუბი,იბნ ტავუსი და სხვ. და მონღოლთა შემოსევის წინ გაჩნდა ჰილას სახელგანთქმული სკოლა ერაყში. ამ სკოლის სწავლულებმა განასრულეს იურისტი-თეოლოგის ლიდერობის თეორიების შემუშავება.
            ამ ხანის ბოლოს მოღვაწეობს როგორც საზოგადოდ ისე შიიტური ისლამის ერთ-ერთი უდიდესი სული,ფილოსოფოსი,მათემატიკოსი,მწერალი და ასტრონომი ნასირ ალ-დინ ალ ტუსი // გარდაიცვალა 672/1274 წელს//.


                მე-3 პერიოდი გრძელდება მონღოლების მოსვლიდან მე-16 საუკუნის დასაწყისში სეფევიდთა დაწინაურებამდე,იმ დრომდე როდესაც 12-იმამიანი შიიზმი ხდება სახელმწიფო რელიგია. 
          ესაა 12-იმამიანი შიიზმის აზრის გარკვეული კონსოლიდაციის პერიოდი იმიტომ რომ მონღოლებმა მოსპეს მისი ორი  დიდი ისტორიული კონკურენტი-აბასიდთა სუნიტური ხალიფატი და ისმაელური შიიზმი. 
              მოხდა შიიტური ხადისებიდან და ყორანული ეგზეგეზიდან გამოსული ინტელექტუალური ტრადიციების,როგორც დასავლური //ანდალუზიელი იბნ არაბის// ისე აღმოსავლური//შუა აზიიდან ავიცენური// სუფიური მისტიკის
და ბოლოს სოჰრავარდის განმანათლებელი დიდი და ნაყოფიერი სინთეზი. 
            სწორედ ეს მიმდინარეობაა მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნის ბაჰრეინის ფილოსოფიურ-მისტიკური სკოლის თუ სად ჰამუიას,ჰაიდარ ამოლის,რაჯაბ ბურსის,იბნ აბი ჯუმჰურ ალ-აჰსაის თუ სხვა დიდ მოაზროვნეთა აზრის სათავე.


                ბოლო პერიოდი სეფევიდთა ხანიდან//მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეები// დღემდე გრძელდება
            სუნიტური ოსმალეთის პირისპირ მდგომი და რელიგიური ლეგიტიმურობის და იდეოლოგიური სტრუქტურის  მაძიებელი სეფიანთა ხელისუფლების წახალისებით მე-16 საუკუნიდან იქმნება შიიტური სასულიერო წოდება. 
          მეათე საუკუნის ბაღდადის რაციონალისტურ სკოლებთან და მეთორმეტე-
-მეცამეტე საუკუნეების ჰილასთან მჭიდროდ დაკავშირებული ეს სასულიერო წოდება მოიპოვებს სულ უფრო და უფრო დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ბოლოს გადაიქცევა ერთგვარ სახელმწიფოდ სახელმწიფოში. 


            სეფიანურ აღიარებას და შიიზმის ოფიციალიზაციას თან ახლავს ირანის დიდ ქალაქებში ძლიერი ფილოსოფიური სკოლების აყვავება და პოპულარული შიიტური მისტიკური საძმოების გაჩენა. 


      ოფიციალური სასულიერო წოდების წევრი დოქტორების და მისტიკოსი ფილოსოფოსების ურთიერთობა არასოდეს ყოფილა მარტივი და ხშირად გადაზრდილა ხოლმე ძალადობაში.


                     გახსნა თუ არა შიიზმის მე-5 პერიოდი ისლამურმა რევოლუციამ და  პირველად ისტორიაში დიდი ქვეყნის სათავეში შიიტური სასულიერო წოდების ჩადგომამ? ჯერ ძალიან ადრეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~ 




                   შიიტური ჰადისი: შიიტებში ის მოიცავს მუჰამედთან,მის ქალიშვილ ფატიმასთან და ყველაზე მეტად იმამებთან დაკავშირებულ ტრადიციებს, მაშინ როდესაც სუნიტებში კი ის მოიცავს მხოლოდ მყჰამედთან და მის თანამგზავრთა სულ მცირე რაოდენობასთან დაკავშირეულ ტრადიციებს.
                  დიდი სწავლულების,მაგ. ალ-ბარქის,ალ-საფარის თუ ალ-კულაინის მიერ ჩაწერილ შიიტურ ჰადისს შიიტები თვლიან წმინდა ნაწერებად. მას გამოარჩევს ეზოტერული,ინიციაციური და მისტიკური ხასიათი,ისევე როგორც შეიძლება ითქვა ქვიეტისტური  აპოლიტიზმი.   რწმენის დასაცავად 12-იმამიანი შიიზმის მიმდევარი შორს უნდა იდგეს ხელისუფლებისგან,ის არც უნდა თანამშრომლობდეს ხელისუფლებასთან და არც უნდა ებრძოდეს მას.                 




 დოქტრინალური საფუძვლები და ისტორიული ევოლუცია.

                რა განასხვავებს დოქტრინალური თვალსაზრისით შიიზმს ისლამის სხვა რელიგიური მიმდინარეობებისგან?

                უკიდურესად სქემატიზაციით და ჰადისების,ე.ი.წმინდა იმამების მოძღვრების, მთავარ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ რომ  შიიზმი არის  იმამის მისტიკური რელიგია. იმამი არის ხერხემალი რომლის ირგვლივაც ბრუნავს რწმენის და ცოდნის ყველა სფერო კოსმოლოგიიდან  ესქატოლოგიამდე თეოლოგიის,სამართლის, ყორანული ეგზეგეზის თუ ფილოსოფიის ჩათვლით. ამ რელიგიას ფუნდამენტურად ახასიათებს სამყაროს დუალური ხედვა რომელშიც ცენტრალური ადგილი უკავია იმამის ფიგურას.

                    დუალური ხედვა :

               მთელ რეალობას აქვს გამჟღავნებული,ხილული დონე//ზაჰირ//  და ფარული დონე//ბატინ//, ანუ ორმაგი,ეგზოტერული და ეზოტერული განზომილებები.


          თეოლოგიაში ღმერთის აბსოლუტურად შეუცნობადი სახე არის მისი სამუდამოდ ფარული სახე.
      მიუხედავად ამისა ღმერთი თავის თავს ამჟღავნებს თავისი სახელებით რომლებიც ამავე დროს მისი განმაცხადებელი ორგანოებია.


               გამორჩეულად თეოფანურია მეტაფიზიკური არსება რომელსაც შიიზმი უწოდებს იმამს. ისაა თავდაპირველი კოსმიური ადამიანი,ზეციური არსება, რომელიც ქმნილებებს წარუდგენს იმას რისი შეცნობაც შეიძლება ღმერთში.


                   არადა ამ კოსმიურ იმამსაც აქვს ფარული და ხილული ასპექტები. მისი ეზოტერული ხასიათი გამომდინარეობს მისი მეტაფიზიკური და ციური განზომილებიდან.
            მაგრამ კოსმიური იმამი მჟღავნდება,ცხადდება  ადამიანებშიც, "ღმერთის მოკავშირე" მამაკაცებში და ქალებში//ავლია//, მიწიერ იმამებში რომელთა მისიაცაა კოსმიური,ზეციური იმამის გაცხადება თავისი სიტყვებითა და ქმედებებით.


                შიიზმში დიდი მნიშვნელობა ორი სინათლეთა//ალაჰის და მუჰამედის სინათლეების// შენაკადად წოდებულ  ფატიმას, რომელსაც თვლიან იმამთა დედად და ამიტომ შიიზმში  დიდი მნიშვნელობა აქვს ქალურ სიწმიდესაც.


              დუალური ხილვა ეხება წინასწარმეტყველთა ისტორიასაც.
                ღმერთი ამ მაცნე წინასწარმეტყველების მეშვეობით ადამიანებს დრო და დრო უგზავნის თავის სიტყვას ნაწერის ან წიგნის ფორმით. ამ წიგნსაც და ნაწერსაც აქვს ფარული და ხილული,ეგზოტერული და ეზოტერული ასპექტები,ასო და სული წმინდა პავლეს თანახმად.


                         წინასწარმეტყველებმა სიტყვის ასო უნდა მიიტანონ მორწმუნეთა უმრავლესობამდე. წინასწარმეტყველებს მუდამ თან ახლავენ იმამები რომელთა მისია არის შიიტებად წოდებული უმცირესობისთვის ნაწერის სულის,შინაარსის განდობა.
                   მოსემ თორას ასო,სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობა, გადასცა ყველა ებრაელს, მისმა იმამმა ჟოზუემ თორას არსი გააცნო ებრაელ შიიტებს. იესომ ახალი აღთქმის ასო მისცა ებრაელებს და თავის იმამებს ანუ მოციქულებს, და, განსაკუთრებით პეტრეს, გააცნო წმინდა წერილის ფარული არსი და მათ ეს არსი გააცნეს ქრისტიან შიიტებს.  დაბოლოს მუჰამედმა ყურანის ასო მისცა მაჰმადიანთა უმრავლესობას და ალიმ და სხვა იმამებმა ისლამის შიიტებს გააცნეს ისლამის ეზოტერული არსი. 


                 ასე რომ ყველა რელიგიის შიიტები არიან თავ- თავისი რელიგიის საიდუმლოებების,ეზოტერული არსის მცოდნე უმცირესობები.


              ისტორიული იმამი არის ამ საიდუმლოს მოძღვარი ინიციატორი,მაშინ როდესაც კოსმიური იმამი,თეოფანური ადამიანი-ღმერთი არის მისი უმაღლესი შინაარსი.


                           დუალისტური ხედვა :


          შესაქმის ისტორია არის სიკეთისა და ბოროტების,სინათლისა და სიბნელის კოსმიური ბრძოლის ისტორია. შიიზმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხსნელ გნოზისს,ცოდნას და ეს უნივერსალური,საყოველთაო ბრძოლა აღქმულია  ცოდნის მუდამ უმცირესობაში მყოფი ძალების ბრძოლად უმეცრების უმრავლესობაში მყოფ და ტოტალიტარულ ძალებთან.


               ეს ბრძოლა გაგრძელდება დროთა დასასრულამდე, ფარული მხსნელის გამოჩენამდე. 
           ცოდნის ჯარები,გასაგებია,შედგება ღმერთის სხვადასხვა მოკავშირეებისგან,
წინასწარმეტყველებისგან, იმამებისგან და წმინდანებისგან და მათი ადეპტებისგან.  
          მათი მოწინააღმდეგეები,გასაგებია,არიან ურწნუნო-ურჯულოები,მაგრამ აგრეთვე ისინი ვინც ყოველი რელიგიის შიგნიდან ცდილობენ ამ რელიგიის გადაქცევას ბატონობის იარაღად. ისინი ერთმანეთისგან აშორებენ და ჩაგრავენ ნამდვილ მცოდნეებს,ნამდვილ ინიციირებულებს და უარყოფენ წმინდა ნაწენელობაზერების ფარულ აზრს და მნიშვნელობას. ისინი რელიგიას აცლიან აზრს დაჰყავთ ის მხოლოდ ასოზე. სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობაზე,ამით ისინი რელიგიას აქცევენ უმეცრების ინსტრუმენტად. 


             ყოველი ადამიანი,იცის მან ეს თუ არა,მონაწილეობს ამ უნივერსალურ,საყოველთაო ბრძოლაში. ის გაცნობიერებულად თუ გაუაზრებლად შეიძლება აღმოჩნდეს უმეცრების ჯარისკაცი. მაგრამ ცოდნის ძალების ნაწილი ის მხოლოდ შეგნებულად შეიძლება გახდეს. ცოდნის შეძენა შეიძლება მხოლოდ ინიციაციით ანუ  გააზრებულად,საკუთარი ნებით,ნებაყოფლობით, ღვთაებრივი წინამძღოლის ახლოს ყოფნით....


                        შიიტური რაციონალიზმის აღმავლობა: 


            12-იმამიანი შიიზმის კანონის დოქტორთა ხელისუფლებას ფესვები თითქოს IV/X საუკუნეში აქვს გადგმული. ეს იყო მრავალი თვალსაზრისით გადამწყვეტი საუკუნე. მაშინ დასრულდა ისტორიული იმამების პერიოდი რაც დიდად დამაბნეველია მთლიანად მისი წინამძღოლის პიროვნებაზე დაფუძნებული რელიგიისთვის. მეორეს მხრივ ისმაელელი ფატიმიდების ჩრდილოეთ აფრიკაში ბატონობასთან, სირიაში 12-იმამიან ჰამდანიდების ბატონობასთან,არაბეთში და სპარსეთის ყურის რეგიონში ქარმატების ბატონობასთან და ყველაზე მეტად ბაღდადში ბუიდების ყოფნასთან ერთად ეს იყო ისლამის შიიტური საუკუნე.
              12-იმამიანი შიიტების დაბნეულობის სხვა წყარო იყო ის რომ წმინდა ტექსტები მათ უკრძალავდნენ ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.


          
 ბოლოს და ბოლოს ეს იყო ისლამურ რაციონალიზმად წოდებული ფენომენის ტრიუმფის საუკუნე. გადათარგმნეს და აითვისეს საზოგასდოდ ბერძნული ნაშრომები და განსაკუთრებით არისტოტელეს თხზულებები. 
        მაჰმადიანი ინტელექტუალები მოაჯადოვა ამ ნაწერების ერთ-ერთმა ცენტრალურმა ცნებამ, დიალექტურმა გონიერებამ//აქლ,მთელი საუკუნის მთავარი სიტყვა// და ლოღიკური  მსჯელობამ .
            რაციონალური დიალექტიკა იქცა მთავარ კრიტერიუმად რომლითაც ფასდებოდა ყველა დოქტრინა. დაბნეულობის კიდევ ერთი წყარო შიიტებისთვის რომელთა საკრალურ სწავლებათა კორპუსი,იმამთა ჰადისები, შეიცავს ეზოტერული,გნოსტიკური,მეტიც,მაგიური ტიპის მრავალ დოქტრინას რომელთაც ა პრიორი არაფერი აქვთ რაციონალური.


             აბასიდთა დედაქალაქის 12-იმამიანი კანონთა დოქტორები იყენებდნენ თავის სიახლოვეს ბუიდთა ხელისუფლებასთან  . მათ შექმნეს ჰადისთა მეცნიერება რომლის მიზანიც იყო იმამებიდან მომავალი ტრადიციების სინამდვილის თუ სიყალბის დადგენა. 
გონე
               მათ ამით შეეძლოთ გონების სახელით ეზოტერული და პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავი ჰასიდების ნამდვილ ჰასიდებად გამოცხადება და საწყისი დოქტრინების საწინააღმდეგო ახალი ინტერპრეტაციების დაკანონება.


                    ბუიდთა ხანის თეოლოგიურ-იურიდიული ტრადიცია თანდათან გაბატონდა და მან განზე გასწია ირაციონალურად ჩათვლილი საწყისი ეზოტერული ტრადიცია. 
            
                   რაციონალისტური ტრდიციის დმფუძნებელი შაიხ ალ-მუფიდი და უფრო მისი მოწაფეები იქცნენ ბუიდთა ხელისუფლების გადამწყვეტ ფიგურებად. მათ თანდათანობით მოიპოვეს პრეროგატივები რომლებსაც ტრადიცია  აკუთვნებდა მხოლოდ წმინდა იმამებს.  რაციონალისტი დოქტორი ავსებდა იმამის საბოლოო გაქრობის გამო გაჩენილ სიცარიელეს.
             რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ჰილას სკოლის მოაზროვნეებმა კიდევ უფრო განამტკიცეს თეოლოგი-იურისტის ხელისუფლების საფუძვლები რითიც ნიადაგი მოუმზადეს ნამდვილი კლერიკალური თეოკრატიული ინსტიტუტის შექმნას. ეს ინსტიტუტი გაჩნდა ირანში სეფიანთა ხანის დასაწყისში. 


                  თანამედროვე ირანის რევოლუციური სასულიერო წოდება ღიად უკავშირებს თავს ბაღდადის,ჰილას და სეფიანთა ხანის რაციონალისტ დოქტორებს. 
           კანონის დოქტორის ქარიზმატული ხელისუფლების მთავარმა ჰომეინისტურმა დებულებამ შეცვალა თეოლოგი-იურისტის და იმამის სიწმინდის დებულება. 
           ეს თითქოს არის დასასრული ხანგრძლივი პროცესისა რომელიც პარადოქსულად  მიდის რელიგიის რაციონალიზაციიდან მის იდეოლოგიზაციამდე. 


                მაგრამ მიუხედავად ამისა საწყისი ტრადიცია არ მომკვდარა.
             
                        მარგინალიზებულმა, ხანდახან კანონის დოქტორების მიერ ძალით დათრგუნულმა შიიტურმა  ტრადიციამ მიუხედავად ყველაფრისა შეინარჩუნა მნიშვნელოვანი მწიგნობრები,მისტიკოსები და მოაზროვნეები. ლაპარაკია ზოგჯერ ტრადიცოონალისტებად წოდებულ შიიტ თეოლოგებზე და იურისტებზე,ფილოსოფოსებზე და საძმოთა მისტიკის გამოჩენილ პიროვნებებზე.
       
'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''

    ლოკალური შიიზმები,გლობალური შიიზმი:

           ირანი არის ერთად-ერთი ქვეყანა სადაც შიიზმი სეფიანთა ხანიდან არის სახელმწიფო რელიგია.ამას გარდა ირანის მოსახლეობის 90-98 პროცენტი შიიტი უნდა იყოს. მსოფლიოში შიიტების საერთო რაოდენობაში არც სპარსელები და არც არაბები სულაც არ შეადგენენ უმრავლესობას. უმრავლესობას შეადგენენ პაკისტანის,ინდოეთის,აზერბაიჯანის,ავღანეთის,აფრიკიდან ჩინეთამდე გაფანტული და დიასპორას შიიტები.

                          შიიზმი თანამედროვე არაბულ სამყაროში :არაბულ სამყაროში შიიტები უფრო ხილული გახდნენ 1980-ან წლებში ჰეზბოლას გაძლიერებასთან ერთად. შემდეგი ეტაპი იყო 2003 წელს სადამ ხუსეინის დამხობა რომელსაც მალე მოჰყვა ის რაც აღქმული იქნა როგორც ძალაუფლების აღება შიიტების მიერ,თუმცა შიიტები შეადგენდნენ ერაყის მოსახლეობის უმეტესობას. სუნიტი ხელმძღვანელები,განსაკუთრებით იორდანიის მეფე აბდალაჰ ნეორე და ეგვიპტელი ჰიოსნი მუბარაქი შეაშფოთა შიიტურმა რკალმა რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელის შეწყობით შეეძლო განვრცობა და რეგიონალური წონასწორობის დარღვევა.

         ამ შიიტური რკალის შიში ისევ გაძლიერდა 2011 წლის თებერვალში როდესაც ბაჰრეინის მოსახლეობამ,რომლის 70 პროცენტიც შიიტია,დაიწყო გამოსვლები სუნიტური მონარქიის წინააღმდეგ . გამომსვლელები მოითხოვდნენ პოლიტიკური და სოციალური რეფორმების გატარებას.
            მოძრაობა უეჭველად ეწერება ეხლა არაბული სამყაროს შემაზანზარებელ ჯანყებში,
მაგრამ მას ასევე აღიქვამენ და აანალიზებენ როგორც შიიტების პროტესტს.
              ეს დიდი პრომლემაა ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებისთვის რომლებმაც შეირაღებული ძალები გააგზავნეს ბაჰრეინის ხელისუფალთა დასახმარებლად. სახალხო ჯანყების მოგუდვის სურვილს ემატება შიიტების გამარჯვების,საუდის არაბეთისა და ირანის დაპირისპირების,რეგიონალური ჰეგემონიისთვის ბრძოლის შიში.
              შიიტური სამყაროების და ირანის,ისევე როგორც შიიტური სამყაროების ერთმანეთთან ურთიერთობა უფრო რთულია ვიდრე უბრალო პოლიტიკური გავლენა. ისლამური რევოლუციის ექსპორტის ირანული პოლიტიკა მოძველდა. ეს კავშირები ეფუძნება საერთო რწმენებსა და პრაქტიკებს, საზიარო წმინდა ადგილებს,
ტრანსეროვნულ ინსტიტუტებს რომლებიც ახორციელებენ რელიგიურ ხელისუფლებას დააწყობენ ლოკალურ განშტოებებს. ისინი აგრეთვე გამომდინარეობენ ინდივიდთა,გან-
საკუთრებით მლოცველთა გადაადგილების,შერეულ ქორწინებათა და კომერციული ურთიერთობების ხანგრძკივი ისტორიისაგან.

               ფესვგადგმული ისტორიები:

            ყოველ თემს აქვს თავისი ისტორია. ის ხშირად იწყება დაარსების მოთხრობით ან მითით რომელიც თემს აკავშირებს შიიზმის ისტორიასთან თუ იმამებისა და წმინდა ოჯახის ეპოპეასთან. ხაზი ესმება თემის სიძველეს და მის ისტორიულ სიახლოვეს წმინდა ფიგურებთან. ასე მაგალითად მედინას შიიტები ამბობენ რომ მათი თემი დააარსეს მუჰამედის პირველმა მიმდევრებმა.
         ისლამის აკვნიდან უფრო შორს,ინდოეთშიინდოელი შიიტი ავტორები ყვებიან რომ ინდოეთისათვის თავის შეფარების შესაძლებლობა მის მარტვილობამდე კერბელაში 680 წელს გამოუთქვამს გამოუთქვამს მესამე იმამ ჰუსეინს და რომ ჰუსეინის მეუღლე შარბანუ,ლეგენდარული პერსონაჟი,იყო ინდოეთის ერთი მეფის ნათესავი. მათთვის ინდოეთი მე-7 საუკუნიდან იქცა ჩაგრული და დევნილი შიიტების თავშესაფრად.

                   თავშესაფრის თემა გავრცელებულია.

             თანამედროვე სამხრეთ ლიბანის ამელის მთის სასულიერო პირები ყვებიან რომ შიიზმის მიერ რეგიონის დაპყრობას უძღვებოდა დამასკოდან  ხალიფა მუავიას მიერ გაძევებული აბუ დარ ალ-შიფარი,მუჰამედის თანამგზავრი და ალის მომხრე რომელიც ერთ ხანს დამკვიდრდა ამ ბორცვებს შორის. მან დააარსა იქ შიიტთა თემი,მეორე მედინას თემის შემდეგ. 1384 და 1558 წლებში გარდაცვლილმა მარტვილმა სწავლულებმა შამს ალ-დინ მუჰამად იბნ მაკიმ და ზაინ ალ-დინ ალ-ამილიმ მე-14 საუკუნიდან საფუძველი ჩაუყარეს ლოკალური ერუდიციის ტრადიციას  და თავისი კვალი დაამჩნიეს შიიტურ დოქტრინებს. მათ თავისი რეგიონი აქციეს შიიზმის ცოდნის ერთ-ერთ კერად. იქიდან,ბაჰრეინიდან და სხვა ადგილებიდან ულემები წავიდნენ ირანში რათა იქ სეფიანთა დროს გაეძლიერებინათ შიიზმი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რაციონალისტური დოქტრინების მთავარ ცენტრად დამკვიდრდა ერაყის ნაჯაფი. მოწაფეები მოდიოდნენ, სკოლები აერთიანებდნენ ყველა მხრიდან მოსულ მოწაფეებს. ნაჯაფიტური ქურა აგადაადნობდა ლინგვისტურ,კულტუტრულ,ეთნიკურ თავისებურებებს. 1920-ანი წლებიდან ნაჯაფს კონკურენცია გაუწია ქალაქმა ქუმმა ირანში.ამავე დროს ხელსაყრელი მდგომარეობით სარგებლობდნენ და ვითარდებოდნენ პერიფერიული ცენტრებიც...მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შექმნასთან ერთად მიმდინარეობდა ცენტრალიზაციის პროცესი რომელსაც თან ახლდა ლოკალური შიიტური მეობების გამოკვეთისა და თემების სახელმწიფოებში ინტეგრაციის ორმაგი მოძრაობა.

                      გლობალიზებული ხალხური კულტურა:

                  შიიზმის სპეციფიურმა დღესასწაულებმა და რიტუალებმა წარმოშვეს როგორც სწავლული ისე  ლოკალურ ტრადიციებს დაწაფებული ხალხური რელიგიური კულტურა.
ასეთია აშურას ყოველწლიური რიტუალების შემთხვევა. ამ რიტუალებით შიიტები იხსენებენ და განიცდიან 680 წელს  კერბელაში მარტვილად დაღუპული იმამი ჰუსეინის ეპოპეას. ეს რიტუალები ეტაპურად განვითარდა იქ სადაც შიიტებმა მოიპოვეს ხელისუფლება ანუ განსაკუთრებით ირანში. ისინი გავრცელდა, ზოგან ეს რიტუალები დაემყნო,ზოგან არა. ასე მოხდა რომ ისინი მეტ-ნაკლებად გამრავალფეროვნდნენ საერთო ლიტურგიულ კორპუსზე დაყრდნობით.
             შიიტურ თემებში ყველგან ტარდება სეანსები როდესაც მთხრობელი აღელვებულ მსმენელებს უყვება ჰუსეინის ეპოპეას. მსმენელები დიდად განიცდიან იმამის და მისი ოჯახის უბედურებებს. ადგილთა შესაბამისად იცვლება მხოლოდ დეკორი და ენა. ეწყობა საჯარო პროცესიები რომელთა მონაწილეებიც დადიან გულში მუშტის ცემით,ზოგი თავს იმათრახებს სისხლის დენამდე.  თვითგვემის ეს რიტუალები სრულდება მორწმუნეთა სასულიერო ლიდერების თანხმობის თუ აკრძალვის შესაბამისად.

            გავრცელდა ირანში შემუშავებული სხვა პრაქტიკებიც და ირანში დამზადებული რიტუალური ობიექტებიც. ლიბანში,ყურის ქვეყნებში,თურქეთში და პაკისტანში//მაგრამ არა ინდოეთში//ჩააღწია ირანული ზიიეთით შთაგონებულმა თეატრალურმა პიესებმა, აშურას ცერემონიებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ირანიდან ჩასულ დროშებს ჰუსეინის ოჯახის წევრების გამოსახულებით. მათ გამოსახულებს ავრცელებს ინტერნეტი,სატელიტები. იმამთა ეპოპეისადმი მიძღვნილ გამოსახულებებთან,ფილმებთან,მულტფილმებთან ერთად ისინი ამიერიდან შეადგენენ ერთგვარ გლობალიზებულ ხალხურ კულტურას. 

No comments: