12.01.2011

შიიტური ისლამი-2-შიიტური ეზოტერიზმი ფილოსოფიასა და გნოზისს შორის:

მუჰამედი მთა ჰირაზე,
ნიკოლაი რერიხის სურათი
 ანრი კორბა //Henry Corbin// შიიზმს ახასიათებდა როგორც "ისლამის ეზოტერიზმის წმიდათა წმიდას". ყურანის ღრმა და ფარული აზრის განმცხადებელ წინასწარმეტყველთა მოძღვრებებზე დაყრდნობით შიიტურმა მოძრაობებმა შეიმუშავეს რთული კოსმოლოგიები და სოტერიოლოგიები. მასში ჩართული გვიანანტიკური ხანის ფილოსოფიები და გნოსტიკური სისტემები ქმნიან სინთეზს რომელიც წარმოდგება ყურანის ეზოტერულ წაკითხვად.


სამყაროს გნოსტიკური ხედვა:
დღევანდელ ერაყში მყოფი ბასორა მეზობელ კუფასთან ერთად იყო შიიზმის ერთ-ერთი აკვანი. 

ამ კოსმოპოლიტურ ქალაებში მაჰმადიანთა უმრავლესობის შემადგენელი შიიტების გვერდით იყვნენ ზოროასტრიელები,მანიქევლები,ებრაელები და მონოფიზიტი თუ ნესტორიანი ქრისტიანები რომლებიც გაურბოდნენ ჩაგვრას ბიზანტიური მართლმადიდებლობის მხრიდან. 



ამ კოსმოპოლიტურ ქალაქებში მოხდა იდეების არაჩვეულებრივი ჩაწვნა ერთმანეთში და შიიზმი არის ამ წნულის პირდაპირი და უშუალო მემკვიდრე.


ისლამის პირველივე საუკუნიდან ჩნდება ხშირად ძლიერი მესიანისტური ტენდენციების მქონე შიიტურ მოძრაობათა მოზაიკა. მიუხედავად დოქტრინალური ერთიანობის არარსებობისა ყურანის შემქმნელი ღმერთი როგორც წესი  ჩანს სამყაროს მიღმა მყოფ არსებად, ელვარე და დამაბრმავებელ სინათლედ რომელიც მის ქმნილებებს ემალება შეუღწევადი ფარდის უკან.

ეს უცნობი ღმერთი ვლინდება შუამავლების თუ ჰიპოსტასების,სულ უფრო და უფრო სუსტად მანათობელ არსებათა სერიით რომლებიც შეადგენენ ზეგრძნობიერ, არამატერიალურ,არანივთიერ სამყაროს, ხილულზე უფრო მაღალ სამყაროს რომელიც შექმნილია მარადიული და ღვთაებრივი  ერთეულებისაგან,ეონებისგან. ღმერთი მათი მეშვეობით მოქმედებს სამყაროზე.
    
ამ პლერომის წევრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან რანგით, სინათლით და სრულყოფილებით რაც წარმოშობს მტრობის,შურის და ქედმაღლობის გრძნობებს.
     
7 პლანეტით და ზოდიაქოს 12 ნიშნით მართული ჩვენი სამყარო არის ამ მწვავე კოსმიური ბრძოლების ნაყოფი.
     
უხილავი მაღალი სამყაროდან დაცემული სინათლის ნაპერწკალი,ჩვენი სული, აქ ჩაეტილია მატერიაში.
    
მას მიწიერი ციხიდან,ტყვეობიდან განთავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება ძალუძს მხსნელი ცოდნის,გნოზისის შეძენით.
    
მატერიის ტყვეობიდან სულთა გასანთავისუფლებლად ღმერთმა გამოაგზავნა წინასწარმეტყველები და გამოცხადება,ისევე როგორც გამოცხადების ღრმა და ფარული აზრის მცოდნე იმამები.ეს წინასწარმეტყველები და იმამები ჩნდებიან ისტორიის მრავალი ციკლის დროს. ბოლო ციკლი დაიხურება მესიის,
"კეთილი წინამძღოლის", მაჰდის თუ აღმდგენელის..აქიმ// გამოჩენით.ის მთლიანად გახსნის გამოცხადების არსს და სულების ამით გაუხსნის მარადიული ნეტარების გზებს.
                       
შიიტური ფილოსოფიის გაჩენა:
ძველ შიიტურ წყაროებში ზოგჯერ მნიშვნელოვანი ვარიანტებით წარმოდგენილი ეს დოქტრინა ბევრი რამით ჰგავს მანიქეიზმს  და სხვა გნოსტიკურ სისტემებს,მაგალითად ვალენტინიზმს. ნეოპლატონიზმის ფუძემდენელი პლოტინი//გარდაიცვალა 270 წ.// თავის მეორე ენეადაში მძაფრად დაუპირისპირდა გნოსტიკოსებს, მაგრამ ეს დაპირისპირება ნაწილობრივ გამოწვეული იყო კონკურენციის გრძნობით. ისინი დაახლოებით ერთნაირად უყურებდნენ პლატონს. მომდევნო ნეოპლატონიკოსები,მაგ. პორფირი//გარდ.305// და იამბლიქი//გარდ.485// კიდევ უფრო დაუახლოვდნენ გნოსტიციზმს და მათ ფილოსოფიაში ჩართეს წარმართული კულტების ელემენტები//მაგ.თეურგია//.
   
შიიზმის განვითარების რეგიონებში ისევ კითხულობდნენ ნეოპლატონიკოსთა ბერძნულ ნაწერებს. მათი პოპულარულობა გაზარდა მათი არაბული თარგმანების გამოჩენამ. ბაღდადში ფილოსოფოსი ალ-კინდის//გარდ.870 წლისთვის// გარემოცვაში თარგმნილი პლოტინის და პროკლუსის ზოგი ტექსტი არისტოტელეს სახელით გამოქვეყნდა.
   
შიიტები ნეოპლატონიკოსებში ნახულობენ ცნებებს,არგუმენტებს და კონცეპტუალურ იარაღს რომლებიც მათ აძლევს მათი დოქტრინის რაციონალურ საფუძველზე დაფუძნების საშუალებას. ასე გაჩნდა ყურანის ფილოსოფიური წაკითხვაზე დაფუძნებული შიიტური ფილოსოფია.
                      
"მე ვარ ამ თემის არისტოტელე":
ისმაელიზმთან ახლოს მდგომ შიიტ სზავლულთა ჯგუფმა მეათე საუკუნის ბასრაში დაწერა დიდი ფილოსოფიური ენციკლოპედია. ისინი ეყრდნობიდნენ მრავალ ბერძნულ წყაროს და მიზნად ისახავდნენ მკითხველისთვის ყურანული გამოცხადების შიიტური წაკითხვის გაცნობას.  მათ უნდოდათ ანონიმურობის დაცვა და თავის თავს უწოდეს "სიწმინდის ძმები".

მათ თანახმად წინასწარმეტყველ მუჰამედს თავისი მიმდევრებისთვის ამაყად უნდა ეთქვა:"მე ვარ ამ თემის არისტოტელე"!

ამ ჰადისით მას უნდოდა იმის თქმა რომ არაა საკმარისი გამოცხადების სიტყვა-სიტყვით გაგება და მისი მხოლოდ გარეგნული აზრის //ზაჰირის//დამახსოვრება,ლეგალური კულტის აღსრულება შარიათის მოთხოვნათა გულდასმით შესრულება, რომ ასევე აუცილებელია ღმერთის ფილოსოფიური და მეტაფიზიკური თაყვანისცემა. პირველი კულტი სწმენდს სულს და სხეულს,მეორე კი რაციონალურ უნარს აძლევს არსებათა რეალური არსის

 //ჰაქაიქ//  წვდომის საშუალებას.

ნეტარება გულისხმობს როგორც სათნო ცხოვრებას ისე ფილოსოფიით ნაკვებ ინტელექტუალურ ცხოვრებას.
   
მუჰამედი და არისტოტელე ერთია. წინასწარმეტყველი მუჰამედი თავის პიროვნებაში აერთიანებს ყურანული გამოცხადების როგორც სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობას ისე მის ღრმა, ეზოტერულ არსს.
 
მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ბრძენის და ფილოსოფოსის ფუნქცია დაეკისრათ იმამებს,ყურანული გამოცხადების ღრმა მნიშვნელობის მფლობელებს.
ენციკლოპედიის თანამედროვე გამოცემების რამოდენიმე ათას ფურცელზე "გულწრფელი ძმები" გადმოსცემენ ძველებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ფილოსოფიურ სიბრძნეს რომელიც ადასტურებს  ყურანის ეზოტერულ წაკითხვას,ისეთს როგორსაც ქადაგებენ იმამები.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
  
მანიქეიზმი არის სპარსი მანის//მე-3 ს.// ნაქადაგევი სინკრეტული რელიგია რომელიც ერთმანეთს უზავებს ქრისტიანობისგან,ბუდიზმისგან და ზოროასტრიზმისგან აღებულ ელემენტებს. ის ქადაგებს ორი ფუნდამენტური,ანტაგონისტური მაგრამ თანასწორი პრინციპის,სიკეთისა და ბოროტების არსებობას.
   
ვალენტინიზმი არის მესამე საუკუნის ეგვიპტის ქრისტიანი გნოსტიკოსი ვალენტინის მიერ ნაქადაგევი დოქტრინა.
   
ვალენტინიზმი აღიარებს ერთადერთი უმაღლესი,ნათელი, კეთილი პრინციპის არსებობას. სინათლის და წყვდიადის,სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება ხდება პლერომის დაბალ საფეხურზე. რადიკალური დუალიზმის უარყოფით ვალენტინიზმი უახლოვდება შიიზმში განვითარებული  ასევე არსით მონოთეისტური გნოზისის ტიპს.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
                            
ალი, ისლამის პირველი ფილოსოფოსი:
            
მე-11 საუკუნის დასაწყოსში დაიწერა კრებული "მჭერმეტყველების გზა" რომელშიც შეკრებილი იყო მაქსიმები და ბრძნული გამონათქვამები რომელთა ავტორადაც მიჩნეული იყო ალი. ის კრებული ფართოდ გავრცელდა შიიტებში და იქცა მრავალი ფილოსოფიური კომენტარის ობიექტად. 
             
იბნ აბი ალ-ჰადიდმა //გარდაიცვალა 1258 წ.// აღნიშნა რომ მეტაფიზიკა როგორც ღვთაებრივ რეალობათა მეცნიერება არის ბერძენ ბრძენთა დისციპლინა რომელიც უცნობია არაბებისთვის. მისი მცოდნე იყო მხოლოდ ისლამის პირველი ფილოსოფოსი ალი.  ყურანული გამოცხადების ღრმა შინაგანი აზრის ქადაგებით იმამებმა ფილოსოფია შემოიღეს არაბებში. 
           
ასე  შეიქმნა ისმაელიზმში და 12-იმამიან შიიზმში გამოცხადებული ფილოსოფიის ცნება. 
           
ციური სფეროების მოძრაობის წმინდა არისტოტელურ ცნებებში გამაანალიზებელმა ისმაელიელმა აბუ იაქუბ ალ-სიჟისტანიმ//გარდ.971 წლისთვის// დააზუსტა რომ ვარგისი მეცნიერების შემქმნელი ბერძენი ფილოსოფოსები შთაგონებულები იყვნენ მათი ხანის წინასწარმეტყველებისნ და იმამების მოძღვრებით. ისინი,ვინც  აზრი მიმართეს კოსმიური გონების და სულის უხილავ,მაღალ,გონებით საწვდომ სამყაროსკენ მათი ცოდნის წყარო ნახეს წინასწარმეტყველების ნიშაში. 
                
აჰმად ალ-ნისაბურიმ//გარდ.996 წლისთვის// განაცხადა რომ ფილოსოფოსებმა ჭეშმარიტების მცოდნეებს ანუ იმამებს მოპარეს ფილოსოფიის პლატონური განსაზღვრება: ფილოსოფია არის დამსგავსება ღმერთისა იმდენად რამდენადაც ეს შეუძლია ადამიანს.

1070 წლისთვის გარდაცვლილი ნასირ-ე ხოსრავისთვის კი საუკეთესო ფილოსოფოსები არიან წინასწარმეტყველთა მემკვიდრე "ღვთაებრივი ფილოსოფოსები " სოკრატე,ემპედოკლე,

პლატონი და არისტოტელე. მათ შეიმუშავეს ღვთაებრივი სიბრძნე რომელიც ადასტურებს ყურანის ეზოტერულ წაკითხვას. ამაზე მოწმობს ის თუ როგორ წარმოიდგენს "ღვთაებრივი არისტოტელე" ტავჰიდს, ღმერთის ერთიანობას და ერთადერთობას.


არადა  ის არისტოტელე რომელზეც ლაპარაკობს არის ფსევდოარისტოტელე პლოტინი.
                
პლატონის მიერ პარმენიდში ჩამოყალიბებული ჰიპოთეზების გააზრებისას პლოტინი ერთს, პრინციპს რომლიდანაც მომდინარეობს სამყარო, აღწერს როგორც არსებულის მიღმა მყოფ შეუცნობ და გამოუთქმელ,
მარადისობის და დროის მიღმა მყოფ არსს რომელსაც არა აქვს სიმრავლის არანაირი ფორმა.
            
ერთის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობის ნეოპლატონური დოქტრინა იოლად იქნა გაიგივებული ყურანული მონოთეიზმის განსაკუთრებულ ცნება ტავჰიდთან.
               
შიიტებს აქვთ ღვთაებრივი ტრანსცენდენტურობის როგორც წესი რადიკალური კონცეფცია  რომელიც მრავალი თვალსაზრისით ჰგავს გნოზისის უცნობ ღმერთს  და ისინი არისტოტელეს თეოლოგიაში ბუნებრივად ხედავდნენ იმამების ხელმძღვანელობით ყურანის მათებური წაკითხვის დადასტურებას. 
               
აქედან  შიიტებმა  დაასკვნეს რომ ღვთაებრივი არისტოტელე,ღვთაებრივი პლატონი და ღვთაებრივი პითაგორა  მსგავს დოქტრინებს ქადაგებდნენ მათი იმამების შთაგონებით.

დრუზები, რომელთა რელიგიაც გამოსულია იზმაილიზმიდან, თვლიან რომ პითაგორა, ჰერმესი და პლატონი იმამები იყვნენ...
                    

No comments: