12.04.2011

შიიტური მისტიკა,სუფიათა ძმობები:



სუფია
     40 წლის განმავლობაში შიიტური სასულიერო წოდების ჩარევამ პოლიტიკაში ერაყში და განსაკუთრებით ლიბანში ხშირად დავიწყებას მისცა 12-იმამიანი შიიზმის  აზრის ზოგი მნიშვნელოვანი  მიმდინარეობა. ასე მაგალითად შედარებით უცნობი რჩება სუფიური ძმობები და შაიხის თეოლოგიურ-მისტიკური სკოლა. ეს მიმდინარეობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მისტიკას და ისტორიული იმამების ეზოტერულ მოძღვრებას. 
    შიიტური სუფიზმი:
  მაჰმადიანური აზრის ისტორიაში ძალიან ცოტაა შიიტთა სუფიური ძმობები, მაგრამ მიუხედავად ამისა შიიზმი ძველთაგანვე დაკავშირებულია სუფიზმთან.
  სუნიტი სუფიებისთვის ძვირფასი მრავალი თემა ჩამოყალიბებული იქნა ისტორიული იმამების მიერ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუჰამედის ოჯახის სიყვარულის თემა და უფრო ზოგადად სულიერი სიყვარულის კონცეფცია.

  ამას გარდა სუფიური ორდენების ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, სუნიტურიც კი,ნაყშბანდიას გარდა,ყოველი სუფიური ძმობის დამფუძნებლად აცხადებს 661 წელს გარდაცვლილ იმამ ალის.


    თავიდან სუნიტურმა ძმობამ საფავიიამ მე-15 საუკუნეში მიიღო შიიზმი. მე-16 საუკუნის დასაწყისში მან დაიპყრო ირანის ზეგანი და შიიზმი დაამკვიდრა ეროვნულ რელიგიად. ..

   სუნიტურ სამყაროში საუკეთესო მისტიკური გზის განმასახიერებელ სუფიზმს შიიტურ სამყაროში სირთულეები შეხვდა.
   სუფიურ ძმობათა პირამიდალური წყობა და ორდენის მოძღვრის ქარიზმა პრობლემებს უქმნიდა ცენტრალურ ფიგურად მოსალოდნელი დროის იმამის ფიგურის ირგვლივ აწყობილი რელიგიის ლიდერებს. შიიტური სუფიური ორდენების მოძღვრებს მე-19 საუკუნიდან წარმოადგენდნენ როგორც მისტიკურ პოლუსს და ხაზს უსვამდნენ მათ შუალედურ როლს ფარულ იმამსა და მორწმუნეებს შორის. მაგრამ ეს ტექნიკური ტერმინი ახასიათებს დროთა იმამსაც და სუფია მოძღვრებს ხშირად ბრალად სდებდნენ მისი სტატუსის მითვისებას,ფარული იმამის სპეციფიური წარმომადგენლის სტატუსის მოთხოვნას. სუფია მოძღვრები ხშირად განიცდიდნენ ძალადობას ირანის სასულიერო წოდების ზოგი წარმომადგენლის მხრიდან,თუმცა ისინი უმთავრესად აღიარებდნენ რაციონალისტი სასულიერო წოდების თეოლოგიურ-იურიდიულ ლეგიტიმურობას.


   შიიტურ სუფიზმში,ისევე როგორც სუნიტურში, ცენტრალური ადგილი უკავია ზიკრს, წმინდა ფორმულების რიტმიულ განმეორებას . მთავარი ინიციაციური პრაქტიკებია მედიტაცია,ლოცვა,ჭვრეტა,წმინდა ტექსტების შესწავლა. სამაგიეროდ მკაცრ შიიტურ ორდენებში აკრძალულია მუსიკის და ცეკვის გამოყენება,ისევე როგორც ახვადასხვა ორდენების ერთდროული წევრობა.


      ძმობა ნიმატულაჰიია:
   ესაა დღეს ყველაზე პოპულარული შიიტური სუფიური ძმობა.ორდენის დამფუძნებლად ითვლება შაჰ ნიმატულაჰ ვალი//გარდ.1431 წ.//. მისი აკლდამაზე მაჰანში,სამხრეთ ირანში,ორდენის წევრები სალოცავად დადიან საუკუნეების მანძილზე.  შაჰ ნნიმატულაჰ ვალის შვილიშვილი შემდეგ გადასახლდა ინდოეთის დეკანში რომელიც მე-18 საუკუნის ჩათვლითაც იყო ორდენის ახალი ცენტრი.


  დეკანის მოძღვრები ირანში ბრუნდეებიან 1770-ან წლებში. ერთ-ერთი მოძღარი მასუმ ალი შაჰი სიკვდილით დასაჯეს 1797 წელს,მაგრამ ამ ძმობამ მოიხვეჭა პოპულარობა როგორც არისტოკრატებს შორის ისე ხალხში. ფატ ალი შაჰის //1797-1834// დროს მას თავს დაატყდა რეპრესიები,თუმცა ამან ვერ შეაჩერა ძმობის გაძლიერება...მუჰამად შაჰის პრემიერ მინისტრი ორდენის მოძღვარი იყო და როგორც ჩანს თვითონ შაჰი იყო მისი მოწაფე.
   ამ საძმოს პატრონობდა მრავალი ყაჯარი მეფე //1786-1925//...


   სუფიურ ძმობათა წარმატება ირანში უდიდესი იყო ნასირ ალ-დინ შაჰის დროს//1848-1896//....ნიმატულაჰიას ორდენმს განსაკუთრებით დიდი წარმატებს მოიპოვა ხორასანში,ქერმანის და ისპაანის რეგიონებში...


   ხაკსარიია:
  მის დამაარსებლად როგორც წესი მიჩნეულია საიდ ჯალალ ალ-დინ ჰაიდარი.
ეს ძმობა ხასიათდება მის წევრთა ცხოვრების მარგინალური წესით. ეს მოხეტიალე დერვიშები ცხოვრობენ მათხოვრობით და წვრილი ხელობით. მათ აიგივებენ შუა საუკუნეების განდეგილ ქალანდარებთან. ორდენის მთავარ მოძღვართა დოქტრინალური ნაწერები უცნობია.
  ორდენმა განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა ხორასანში,ბოლო დროს კი კერმანშაჰში,დასავლეთ ირანში. მან როგორც ჩანს კონტაქტები დაამყარა ქურთთა მისტიკურ მიმდინარეობა აჰლ-ი-ჰაქქ-თან           

No comments: