1.05.2012

ანტიკური განათლებიდან რაინდუ,4

შუა საუკუნეების სკოლა
   1.
Pierre Riché,de l'éducation antique à l'éducation chevaleresque,Flammarion,Paris;1968

           ანტიკური განათლების დასასრული:
    მეხუთე-მერვე საუკუნეებში დასავლეთმა განიცადა მისი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი კრიზისი. უკვე მეოთხე საუკუნეში შერყეული რომაული სოციალური და პოლიტიკური სისტემა ვერ გადაურჩა გერმანელების შემოსევათა შოკს. რომის იმპერია საუკუნის მანძილზე ენერგიულად იგერიებდა  ყოველი მხრიდან შემოსეულ გერმანელებს. აღმოსავლეთში ის გადაიქცა ბიზანტიის იმპერიად და გადარჩა, დასავლეთში კი დაემხო.


   დასავლეთ რომის იმპერიის ნანგრევებზე შეიქმნა ბარბაროსთა სამეფოები: ოსტროგოთთა სამეფო იტალიაში,ვიზიგოთთა სამეფო ესპანეთშიმვანდალთა სამეფო ჩრდილოეთ ადრიკაში,ბურგუნდთა და ფრანკთა სამეფოები გალიაში//ძვ.საფრანგეთი// და ა.შ.

   მაგრამ რომის ბრწყინვალე ცივილიზაცია უცებ ვერ გაქრებოდა. მეხუთე-მეშვიდე საუკუნეებში ბარბაროსთა ხელში ჩავარდნილი დასავლეთი ისევ ბევრს იღებს ანტიკური ხანის კულტურიდან. ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ გაჩენილი გერმანული სამეფოები კიდევ დიდხანს ინარჩუნებენ ცხოვრების ანტიკურ ნირს. ეს განსაკუთრებით მართალია ინტელექტუალური კულტურის და საზოგადოდ განათლების სფეროებში. მაშ  უნდა გავიხსენოთ თავისებურებები იმ ანტიკური განათლებისა რომელიც ბარბაროსებმა მემკვიდრეობით მიიღეს.

                რომაული განათლების დამახასიათებელი ნიშნები:

    რომაელებმა ბერძნებისგან მიიღეს კლასიკური ჰუმანიზმის ტრადიცია. მათ მასწავლებლებს სურდათ ყველასთვის ვარგისი და სასარგებლო ადამიანის აღზრდა. მთელ დასავლეთში მათ დაამკვიდრეს  ბარბაროსთა სამყაროს პირისპირ მდგარი დიდად ღირსეული ადამიანის სახე.

    ამ მასწავლებლების ,მიერ შეთავაზებული ზოგადი კულტურა განვითარების საშუალებებს აძლევდა სხეულს,სამშვინველს და სულს.


   მიზანი არ ყოფილა ტექნიკოსის, სპეციალისტის აღზრდა. მასწავლებლების მიზანი იყო აღზრდა პატიოსანი ადამიანისა რომელიც ყველა ცხოვრებისეულ გარემოებაში მოახერხებდა თავისი პრობლემების გადაწყვეტის საშუალების მონახვას. 


     თავისი პედაგოგის ხელში და ოჯახში ბავშვი სწავლობდა ახლობლებთან და თანამოქალაქეებთან ურთიერთობით ბედნიერ ცხოვრებას. ამ მორალის ნახვა მას შეეძლო კლასიკურ ტექსტებში ვინაიდან ყველა დიდი ლათინი ავტორი ფაქტიურად მორალისტია.  გრამატიკოსის და შემდეგ რიტორის სკოლაში მისული ბავშვი იკვებებოდა კლასიკური კულტურით. გრამატიკოსი მას ასწავლიდა კარგად წერას და მეტყველებას. ამას გარდა ეს იყო  დიდი ავტორების შესწავლის დასაწყისი. მასწავლებელი დიდ დროს ანდომებდა ბავშვებისთვის ციცერონის თუ ვირგილიუსის თხზულებათა ახსნას და სწავლებას. ახსნილ თხზულებებში იურიდიულ თუ ისტორიულ მინიშნებებზე დაყრდნობით  მასწავლებელი მოწაფეს უხსნიდა ანტიკური ხანის ცოდნის სხვადასხვა შტოს და მას ასე აძლევდა დიდი ზოგად კულტურას. 


     რიტორი ბავშვს ასწავლიდა სწორად მეტყველებას,დიდი პერსონაჟისთვის ხოტბის შესხმას,მონუმენტის აღწერას, ბრალდებულის დაცვას და ა.შ. ის მოწაფეს ასწავლიდა გრამატიკისა და რიტორიკის შემდეგ მესამე ლიბერალურ ხელოვნებად მიჩნეულ დიალექტიკას.რიტორის სკოლაში 4-6 წლის სწავლის შემდეგ ბავშვი კვინტილიანის სიტყვით საკმარისად იყო შეიარაღებული "ძალის,პატივის,მეგობრობის,დიდების შესაძენად როგორც ამ ისე მომავალ ცხოვრებაში".


        ყოველი ახალგაზრდა რომაელის კლასიკური განათლება უნდა დაეგვირგვინებინა ფილოსოფიის და მეცნიერული კულტურის შესწავლას. 


        ბერძნული ენის დავიწყებამ სამწუხაროდ გააქრო ინტერესი ფილოსოფიის შესწავლისადმი. გვიანი რომის ახალგაზრდას უფრო შეეძლო თავისი ლიტერატურული ცოდნის და ლათინური ენის ფლობის დადასტურება ვიდრე დაფიქრება ადამიანის ბედისა და ხვედრის შესახებ.  პლატონი და არისტოტელე მისთვის ხშირად პრესტიჟული სახელები იყო,მაგრამ მათი ნაშრომები უცხო რჩებოდა. 


       ახალგაზრდა რომაელს ერჩივნა სამართლის შესწავლა რაც მას გზას უხსნიდა ადმინისტრატიული თანამდებობებისკენ.




                         სახელმწიფო და სკოლა:


       სახელმწიფო დიდად ეხმარებოდა სკოლებს. განათლებულ იმპერატორებს ესმოდათ კლასიკური კულტურის გავრცელების,როგორც ამბობდა მესამე საუკუნის რიტორი კარგად მეტყველების ანუ კარგად მოქმედების ცოდნის ფლობის მნიშვნელობა და ისინი თვითონ ხელმძღვანელობდნენ სკოლებს,ნიშნავდნენ მასწავლებლებს, ანიჭებდნენ მასწავლებლებს დიდ პრივილეგიებს.  იმავე რიტორის თქმით იმპერატორებს ესმოდათ რომ მწერლობის ცოდნა ყველა სათნოების საფუძველია.


     იმპერატორებს სურდათ აგრეთვე მათთვის საჭირო ფუნქციონერების,
მოხელეების აღზრდა. 370 წელს იმპერატორმა ვალენტინიან პირველმა გამოსცა რეგლამენტი რომის მოწაფეებისთვის :


      „რომში სასწავლებლად ჩამოსულს უნდა ჰქონდეს პროვინციული მაგისტრატის ნებართვა. ჩემოსვლისას მან უნდა თქვას თუ რისი შესწავლა სურს და მისი საცხოვრებელი უნდა იცოდეს ხალხის ბიურომ. სასწავლად ჩამოსულებმა არ უნდა იარონ სახალხო წარმოდგენებზე, ისინი არ უნდა ღრეობდნენ.. ვისაც არ გარიცხავენ შეუძლია ისწავლოს 20 წლამდე რის შემდეგაც მაგისტრატი დარწმუნდება რომ ის ნამდვილად წავიდა ან წააბრძანებს. ..ყოველ წელს იმპერატორს უნდა მიაწოდონ სიები იმათი ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს სამსახურს."


     რიტორიკის და სამართლის მცოდნე ყოველ ახალგაზრდა არისტოკრატს შეეძლო ჰქონოდა იმპერიაში მნიშვნელოვანი თანამდებობის პოვნის იმედი. 


     სწავლის მიზანი არაა მხოლოდ სულიერი აღზრდა,დადასტურება იმისა რომ მოწაფე არის კარგი საზოგადოების წევრობის ღირსი. მისი მიზანი აგრეთვე არის სახელმწიფო მოხელეთა აღზრდა.
                '''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
              

წმინდა ავგუსტინე,
აღსარებები.





ესპანელი ვიზიგოთების
არწივები
              ანტიკური განათლებიდან რაინდულ განათლებამდე-2.


          კათოლიკური ეკლესია და განათლება:


     "კეთილშობილის  ბუნება უნდა გააბრწყინოს არა ოჯახის პრესტიჟმა არამედ მისი გულის თვისებებმა"//განათლების პროგრამა მე-7 საუკუნის ესპანეთში//.


           განათლებაზე მზრუნველი რომის სახელმწიფოს გვერდით იზრდება და ძლიერდება კათოლიკური ეკლესიაც რომელსაც ასევე სურს ახალგაზრდობის აღზრდა. არა და ქრისტიანული აღზრდა დიდად განსხვავდება ანტიკურისგან,
      ქრისტიანები ზოგჯერ სამართლიანად აღშფოთებულები არიან გრამატიკოსთა მიერ შეთავაზებული ტექსტების იმორალურობით და ისინი ამაოდ თვლიან მიზნად მხოლოდ კარგად ლაპარაკის მქონე სწავლას.


     მუზების კულტმა მორწმუნეებს შეიძლება დაავიწყოს ჭეშმარიტი ღმერთის კულტი. 


     ამავე დროს ლიბერალურ ხელოვნებებთან შედარებით  ბიბლიის უპირატესობის ამღიარებელი მღვდლები და ქრისტიანი საერო პირები   სოლიდარულები არიან რომაული ცივილიზაციისა და არ უარყოფენ კლასიკურ კულტურას. წარმართული კულტურის საშიში ხასიათის მწვავედ დამგმობებიც კი აუცილებლად თვლიდნენ ბავშვების სკოლაში გაგზავნას. ისინი თვლიდნენ  რომ სკოლა იძლეოდა სფუძველს და შემდეგ უნდა დაწყებულიყო ბიბლიის სწავლა.




                  ქრისტიანული სწავლება:


      კართაგენის სკოლების აღზრდილმა და მილანში რიტორად ნამყოფმა წმინდა ავგუსტინემ  თავის ნაშრომში "De Doctrina Christiana"// ქრისტიანულ სწავლებაზე// ზამოაყენა არისტიანული კულტურის პროგრამა სადაც მათი ადგილი ჰქონდა ლიბერალურ ხელოვნებებსაც. 


       ის მიმართავდა მღვდლებსაც და ქრისტიან საერო ინტელექტუალებსაც და აჩვენებდა თუ როგორ შეიძლებოდა სკოლებში ნასწავლის გამოყენება წმინდა ტექსტის გასაგებად. 


      ეს წიგნი, რომელსაც უწოდეს ქრისტიანული კულტურის ფუნდამენტური ქარტია წაიკითხა ადრეული შუა საუკუნეების ყველა მღვდელმა და ბერმა. 


     ამიტომაა რომ შუა საუკუნეების განათლების შესწავლა შეიძლება მხოლოდ ავგუსტინეს პრინციპებზე დაყრდნობით. 


     ჰიპონის ეპისკოპოსს სურდა ქრისტიანი ინტელექტუალისთვის წმინდა წერილის ინტერპრეტაციის წესების მოკლედ მიცემა.  ქრისტიანს წმინდა წერილი უნდა ესწავლა ისევე გულდასმით როგორც ადრე გრამატიკოსი ხსნიდა ჰომეროსს ან ვირგილიუსს. ქრისტიანს ჯერ უნდა გაეგო წმინდა წიგნის ტექსტის აზრი და მნიშვნელობა და შემდეგ მოეხმო ლიბერალური ხელოვნებები//გრამატიკა,
რიტორიკა,დიალექტიკა,არითმეტიკა,გეომეტრია,მუსიკა,ასტრონომია,მაგრამ აგრეთვე ისტორია,გეოგრაფია,ბოტანიკა,ზოოლოგია,მინერალოგია,მედიცინა//. უარყოფილი იყო მხოლოდ დემონურად მიჩნეული ხელოვნებები//მაგ.ასტროლოგია//.

       ქრისტიანს უნდა ესწავლა კარგად მეტყველება და ავგუსტინე იძლეოდა ქრისტიანული რიტორიკის ზოგ წესს.


     მისი თქმით იზრაელის ხალხი დაეპატრონა ეგვიპტის სიმდიდრეს და ისე ააგო ალიანსის კიდობანი და ქრისტიანებმა ანტიკური კულტურიდან უნდა აიღონ ის რაც განამტკიცებს მათ საკუთარ კულტურას.




                        ქრისტიანული პედაგოგიკა:




              ქრისტიანობას არ მოუხდენია გავლენა  რომაული სკოლების არც პროგრამებზე და არც პედაგოგიურ მეთოდებზე.


                 რომაელები ბერძნების მსგავსად არ იყვნენ დაინტერესებულნი არც ბავშვით და არც მოზარდით. განათლების //ჰუმანიტას// მიზანი იყო სრულწლოვანი " კაცის" აღზრდა და არ ზრუნავდა ახალგაზრდათა განვითარებაზე. ბავშვი არ ითვლება საკუთარი და ორიგინალური პიროვნების მქონე არსებად. ისაა პატარა კაცი რომელიც ყველანაირი ეფექტური საშუალებით უნდა მიიყვანონ სრულწლოვანებამდე.  სრულწლოვანებაა ერთადერთი ყურადღების ღირსი ასაკი. აღფრთოვანებას იწვევდნენ მხოლოდ ის ბავშვები რომ;ებიც აზროვნებდნენ და იქცეოდნენ სრულწლოვანების ან მოხუცების მსგავსად. ეს თემა აიტაცეს გვიანანტიკური ხანის და შემდეგი საუკუნეების მორალისტებმა.  ამის მაგალითა ქრისტიანებს აძლევდა ტობიას წიგნი:"ყველაზე უმცროსი,ის არასოდეს იქცეოდა ბავშვივით"//I,4//. პოეტი პრუდენსი იხსენებს რომ 12 წლის წმინდა ევლალია ცდილობდა სიბრძნით მოხუცებთან გათანაბრებას,
ადვილია გვიანანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების მორალისტების მსგავსი ტექსტების მაგალითების გამრავლება. 


            ბავშის ფსიქოლოგიის ამ ანტიკურ არცოდნას დაემატა წმინდა ავგუსტინეს თუ მისი მიმდევრების ქრისტიანული პესიმიზმი. ისინი ბავშვის ყოველ მოქმედებაში ხედავენ საწყისი,თავდაპირველი ცოდვის ნიშანს. წმინდა ავგუსტინეს შეხედულება ბავშვებზე ჩანს მისი "აღსარებების" პირველივე გვერდებზე:   
            ბავშვს დაბადებიდანვე აღელვებს და აწუხებს ბოროტების ძალები. ის არის ჭირვეული,ქედმაღალიმზარმაცი,ქურდი, და ა.შ. ვინაიდან თავდაპირველმა ცოდვამ მას დაასვა თავისი ბეჭედი. წმინდა ავგუსტინეს თქმით უმანკოა ბავშვის ორგანოთა სისუსტე და არა მისი სული.


              ამ პირობებში  აღმზრდელ-მასწავლებლებს და პირველ რიგში მშობლებს აკისრიათ მძიმე პასუხისმგებლობა. 


             "მოციქულთა კონსტიტუციები" იმეორებდნენ წმინდა პავლეს რჩევებს ეფესელებისადმი და წერდნენ: "რაც შეგეხებათ თქვენ,მამებო,აღზარდეთ თქვენი შვილები უფალში, აღზარდეთ ისინი უფლის კანონების შესაბამისად. შეაკავეთ ისინი სასარგებლო საყვედურებით და არ მისცეთ ნაადრევად თავისუფლება და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი ავტორიტეტი და მათი სათნოება,"


              მათი სიმკაცრის გასამართლებლად მშობლებს არ სჭირდებოდათ რომაელთა რამდენადმე უხეში პედაგოგიური ტრადიციის გახსენება. ბიბლიურ წიგნებში ნათქვამია რომ " სიგიჟე დაკავშირებულია ბავშვის გულთან და წკეპლა აშორებს მას სიგიჟეს",ან  მეტი. " სიბრძნეს იძლევა წკეპლა და სასჯელი, თავის ნებაზე მიშვებული ბავშვი დედის სირცხვილია".


               სიძნელეებს უკეთესად განიცდის მოზარდი. მარდო წმინდა ავგუსტინე არ აღწერს მოზარდთა ვნებების დუღილს. სწორედ ამ დროს უნდა გააორმაგონ თავისი სიფხიზლე მშობლებმა,რომლებმაც ყური უნდა დაუგდონ ეკლესიასტეს რჩევებს:"უსმინე,შვილო,მამაშენის დარიგებებს",და ა.შ.


            ქრისტიანი მორალისტები მშობლების ყურადღებას მიაპყრობენ იმ საშიშროებას რომლის წინაშეც აყენებს ახალგაზრდას მეტისმეტი თავისუფლება.


                  ანტიკური აღზრდის გადარჩენა მეექვსე და მეშვიდე საუკუნეებში:


          ერთი საუკუნის მანძილზე წარმართი და ქარისტიანი რომაელები ენერგიულად ებრძოდნენ ბარბაროსებს. ბარბაროსებს მათი აზრით სულ არ ესმოდათ ადამიანის რომაული კონცეფცია. 


                ბარბაროსთა  აღზრდა განათლება რამდენადაც შეიძლება ვიცოდეთ იყო გლეხთა და მეომართა აღზრდა რომელიც გავდა რომის თავდაპირველი სამეფოს აღზრდის სისტემას.  ბარბაროსული აღზრდის მიზანი იყო მოწაფის ჩართვა კლანში და არა პიროვნების განვითარება. მისთვის უცხოა მთელი ინტელექტუალური კულტურა. მეხუთე საუკუნის ერთი ქრისტიანი პოეტის თქმით "ბარბაროსი ისე განსხვავდება რომაელისგან როგორც ოთხფეხი ორფესისგან და მეტყველების უნარით დაჯილდოებული ადამიანი პირუტყვი მხეცისგან."


                 ბარბაროსებმა გაიმარჯვეს და რომაელები თანდათანობით შეეჩვივნენ მათ ყოფნას. ანტიკური კულტურა არ გამქრალა იმიტომ რომ მისი პრესტიჟი დიდი იყო. მეექვსე-მერვე საუკუნეებში ის უეჭველად დაკნინდა და მან ადგილი დაუთმო სხვა ტიპის,უფრო რელიგიური ხასიათის კულტურას. მაგრამ მნიშვნელოვანი და საოცარი იყო ანტიკური აღზრდა-განათლების მეთოდების და პროგრამის გადარჩენა ხმელთაშუა ზღვის ბარბაროსულ სამეფოებში.


                    მორალური აღზრდა "ანტიკურად":


             საინტერესოა იმის აღნიშვნა რომ ქრისტიანი აღმზრდელები პირველ რიგში იხმობენ სტოიკოს ფილოსოფოსთა მორალურ პრინციპებს და სენეკას შეხედულებებს. 


           მისაღწევ იდეალად მიჩნეულია ოთხი სათნოება: სიფრთხილე,სიმამაცე, სამართლიანობა და თავშეკავებულობა-სიფხიზლე. 


           მე-6 საუკუნეში მცხოვრებმა და ჩრდილოეთ პორტუგალიის მმართველმა სევმა მთავარმა ბრაგას ეპისკოპოს მარტინს სთხოვა მორალის ტრაქტატი.
         ეპისკოპოსმა მას გაუგზავნა წიგნი "პატიოსანი ცხოვრების ფორმულები" რომელიც ბევრჯერ გადაწერეს შუა საუკუნეების განმავლობაში. 


                   შესავალში ეპისკოპოსი ხსნის რომ ნაშრომს ასე დაარქვა იმიტომ რომ ის გადმოსცემს არა მხოლოდ ზოგი ღვთისმსახურისთვის ხელმისაწვდომი სრულყოფილების რჩევებს არამედ იმას რისი მიღწევაც შეუძლიათ პატიოსნად და გულწრფელად მცხოვრებ, მხოლოდ ბუნებრივი კანონის და ადამიანური გონიერების და არა წმინდა წიგნის რჩევების მიმდევარ ადამიანებს. 


           "მრავალი ბრძენის მიერ დადგენილი ოთხი სათნოება ადამიანს აძლევს პატიოსნად ცხოვრების საშუალებას. ეს სათნოებებია სიფრთხილე,სიმამაცე, საკუთარი თავის ფლობა და სამართლიანობა. ეს სათნოებები ადამაინს აძლევს კარგ და პატიოსან ზნე-ჩვეულებებს და მოვალეობათა შესრულების უნარს."
                   
მომდევნო საუკუნეში, ისევ ესპანეთში, ერთმა აღმზრდელმა ვიზიგოთო არისტოკრატისთვის დაწერა პედაგოგიური ტრაქტატი "Institutionum Disciplinae". განათლების ეტაპები განსაზღვრულია ძიძის ასაკიდან ლიბერალურ  ხელოვნებებამდე. 


              ბავშვმა უნდა ისწავლოს კითხვა,სიმღერა, შემდეგ მან უნდა ისწავლოს ლიბერალური ხელოვნებები,მეტიც,სამართალიც და მედიცინაც. თავის სიმღერებში ის უნდა დარჩეს უმანკო. პოპულარულ სასიყვარულო სიმღერებზე მეტად მან უნდა დააფასოს ეპიკური სიმღერები რომლებიც ამხნევებენ მსმენელებს და უბიძგებენ დიდებისკენ. მინიშნებულია ეროვნულ სიმღერებზე რომლებსაც გერმანელები გადასცემდნენ თაობიდან თაობაში. 


                 მაგრამ ეს მოძღვარი იცნობდნა კლასიკურ ავტორებსაც და ის ახსენებს სტოიკოსთა მოძღვრებასაც:


    "ახალგაზრდა უნდა დაეწაფოს სათნოებათა ოთხმაგ, სიფრთხილის,სამართლიანობის,სიმამაცის და საკუთარი თავის ფლობის შადრევანს". 


 ის ტრაქტატს ამთავრებს ანტიკური,საუკუნეების მანძილზე გავრცელებული სენტენციით:"ბედნიერები არიან სამეფოები რომელთა მეფეებიც არიან ფილოსოფოსები და ფილოსოფოსები კი მეფეები".


                მთავარია მორალი,მაგრამ ბარბაროსთა შემოსევებიდან ორი საუკუნის შემდეგ ანტიკური აღზრდა ისევ ცოცხალია.


                  ფიზიკური აღზრდა:


         ამ ტრაქტატის ავტირი ხაზს უსვამს ახალგაზრდის ფიზიკური აღზრდის აუცილებლობასაც. ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ რომ ის მიმართავს წარმოშობით ბარბაროს ახალგაზრდას. 


              მეომარ გერმანულ საზოგადოებაში აღზრდა პირველ რიგში ფიზიკური იყო. მშვიდობიან დროს აღზრდის მთავარი ელემენტი იყო ფიზიკური ვარჯიში. 


           თეოდორიხი კასიოდორის კალმით მოუწოდებდა გოთების მშობლებს მათი შვილების ფიზიკურ აღზრდაზე ზრუნვისკენ: "მიაჩვიეთ თქვენი შვილები იარაღის ხმარებას ვინაიდან სიმწიფეში არ იციან ის რაც არ უსწავლიათ ახალგაზრდობაში. ნანადირევით მცხოვრები ქორი ნადირობას აძალებს თავის ბარტყებს ისინი რომ არ გაზარმაცდნენ. ის თავისი ფრთებით სცემს თავის ბარტყებს რათა მათ სულ მცირე ასაკიდან ისწავლონ ფრენა და დედის სიყვარული მათ ასწავლის თავისი საკვების შოვნას. თქვენ,ვინც შეგქმნათ ბუნებამ და მოგცათ სწრაფვა სახელის და პატივისცემის მოხვეჭისკენ დატოვეთ თქვენი შვილები ისეთები როგორებიც შექმნილი იყვნენ თქვენი მამები"  // Variae I,24//.


                ბარბაროს მეფეთა კარზე იკრიბებოდნენ მეფის სამსახურში ჩსდგომის და შემდეგ რამე მნიშვნელოვანი თანამდებობის მიღების მსურველი ახალგაზრდები. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო სპორტული და ფიზიკური უნარების და მორალური სიმტკიცის ჩვენება. 


                რომაულ არისტოკრატიას მეხუთე საუკუნიდან ბარბაროსების წაბაძვით მოუნდა მეტი მნიშვნელობის მინიჭება ახალგახრდების ფიზიკური აღზრდისთვის. გაჩნდა რომაელებისთვის სასახელი ინტელექტუალური აღზრდის გაქრობის საფრთხე. 


რომის 
                           სკოლებზე ზრუნვა: 


მიუხედავად ყველაფრისა გრამატიკოსთა და რიტორთა სკოლები გადარჩა ოსტროგოთთა იტალიაში და ვანდალთა აფრიკაში. სამხრეთ გალიაში და ესპანეთში ისინი გაქრა, მაგრამ კერძო აღმზრდელებმა და მშობლებმა კლასიკური კულტურის ტრადიცია შეინარჩუნეს მე-7 საუკუნემდე. 


                  მე-6 საუკუნის  სკოლებში არ შეცვლილა არც პროგრამა და არც სწავლების მეთოდები. ისევე როგორც ძველად ასწავლიან ლიტერატურულ და ორატორულ კულტურას. სწავლის საფუძველია გრამატიკა და რიტორიკა. ბავშვები კითხულობენ,გადაიკითხავენ კლასიკურ ავტორებს,წერენ მათი თხზულებების კომენტარებს და ბაძავენ ამ ავტორებს რათა სრულყოფილად დაეუფლონ მათ სტილს. მაგრამ სინამდვილეში შედეგი საკმაოდ იმედგამაცრუებელია. ლათინური ლიტერატურა არსით ღარიბია და ფორმით რთულია.  ნურსიიდან რომში სასწავლებლად ჩასულმს ახალგაზრდა ბენუამ სწორედ ამიტომ არჩია სწრაფად მკაცრი რელიგიური ცხოვრება. 


                  მაგრამ კლასიკური განათლების მქონე ზოგი ქრისტიანი არ მისულა აქამდე და მათ სურდათ საერო სწავლების ჩაყენება რელიგიური კულტურის სამსახურში და ავგუსტინეს მიერ ქრისტიანულ დოქტრინაში გადმოცემული პროგრამის მიღება.


                    ავგუსტინეს დოქტრინა არ დავიწყებიათ მე-6 საუკუნის სწავლულებს,არც კასიოდორეს და არც გრიგოლ დიდს. 


                თეოდორიხის მინისტრ კასიოდორეს სურდა რომში თუ კართაგენში ისევ არსებული რიტორიკის სკოლებისთვის კონკურენციის გამწევი რელიგიური მეცნიერების უმაღლესი სკოლის გახსნაც.  რელიგიურ მეცნიერებათა ამ სკოლის ორგანიზაცია მას უნდოდა ალექსანდრიის სახელგანთქმული სკოლის მაგალითზე. კასიოდორეს ხანაში ცნობილი იყო სპარსეთის ნიზიბისის სკოლაც სადაც  ღვთაებრივ კანონს ასწავლიდნენ ნესტორიანი მასწავლებლები. 


             რომში საჭირო და საჩქარო იყო როგორც საერო პირთა ისე სამღვდელოების აღზრდა ვინაიდან სამღვდელოების როგორც საერთო ისე რელიგიური კულტურა არასაკმარისი იყო.


             სამწუხაროდ კასიოდორე ამ ქრისტიანული უნივერსიტეტის დაარსებს ხელს უშლიდა პოლიტიკური ვითარება. 536 წელს ოსტროგოთთა იტალიას შეუტიეს იუსტინიანეს ჯარებმა,გააფთრებულმა ბრძოლებმა ააწიოკეს იტალია და შეუძლებელი გახდა ამ იდეის განხორციელება. რელიგიურ მეცნიერებათა სკოლის იდეა კასიოდორემ გაიხსენა 555 წელს,მაგრამ ამჯერად ლაპარაკი იყო მის გამართვაზე სამხრეთ იტალიის ვივარიუმის მონასტერში.


                    გრიგოლ დიდის დამოკიდებულება:


         სწორედ ამ ხანაში სწავლობდა რომის გრამატიკულ და რიტორიკულ სკოლებში მომავალი რომის პაპი გრიგოლ დიდი. ავგუსტინეს და კასიოდორეს მსგავსად ისიც აღიარებდა საერო განათლების მნიშვნელობას. 


          ლიბერალური ხელოვნებები მისი აზრით იყო შესავალი ბიბლიის შესწავლისთვიზს. პაპს უყვარდა ლამაზი სტილი და გამოთქმის ფორმალური სისწორე. 


         მიუხედავად ამისა ვებნას ეპისკოპოსი დიდიესადმი მიწერილ ერთ წერილში ის თითქოს გმობს საერო ლიტერატურას. მაგრამ ის ეპისკოპს  საერო ტექსტების საჯაროდ ახსნის და არა მათი წაკითხვის გამო. ნებისმიერი რომის პაპი მოიქცეოდა ასე. გრიგოლ დიდი ამას უფრო ცხარედ აკეთებს იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვთისმსახურის ფუნქციას. მისი აზრით ეპისკოპოსის ყურადღების ღირსია მარტო სულების გაძღოლის ხელოვნება. ეპისკოპოსს,თუნდაც მორწმუნეები სთხოვდნენ, არა აქვს გრამატიკის მასწავლებლის მაგივრობის გაწევის უფლება. ეპისკოპოსმა უნდა აღზარდოს ქალაქების და სოფლების სამღვდელოება. მან სახარება უნდა ასწავლოს საერო პირებს.


               590 წლისთვის დაწერილ წიგნში "მოძღვრის წესი" ის ამბობს რომ ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას რაც წინასწარ კარგად აქვს შესწავლილი. სულთა გაძღოლა ხელოვნებათა ხელოვნებაა და მეცნიერებათა მეცნიერება. 


                სულიერ ჭრილობათა მკურნალობა შეუდარებლად უფრო ძნელია ვიდრე ფიზიკურ სნერულებათა მკურნალობა და ვინ გაბედავს ექიმის წოდების ტარებას თუ კი მან არ იცის ზამლები რომლებსაც შეუძლიათ სხეულის განკურნება.


                 მაგრამ არიან ისეთებიც რომლებსაც არ ეშინიათ სულის მკურნალის წოდების ტარება მაშინ როდესაც მათ წარნოდგენა არა აქვთ ამ ღვთაეებრივი მეცნიერების წესების შესახებ.


წმინდა ავგუსტინე


ბარემ მისი აღსარებებიდანაც:

"უფალო შემიბრალეთ  საწყალი. შემხედეთ,მე არ ვმალავ ჩემს ჭრილობებს. თქვენ ხართ ექიმი,მე ვარ ავადმყოფი. თქვენ ხართ მოწყალე და მე ვარ საწყალი.

ამქვეყნიური ცხოვრება განა ცდუნება არაა? ვის მოუნდება ხმაური,მოუსვენრობა,არეულობები?

 თქვენ ბრძანებთ მათ ატანას და არა მათ სიყვარულს.  არავის უყვარს ის რასაც იტანს. ჩვენ გვიხარია რომ ვიტანთ მაგრამ გვირჩევნია რომ არ გვქონდეს ასატანი. უბედურებაში ჩავარდნილები ვოცნებობთ ბედნიერებაზე და ბედნიერებს გვეშინია უბედურებებისა. 

არის თუ არა საშუალო მდგომარეობა ამ ორ მდგომარეობას შორის სადაც სიცოცხლე არ იქნება ცდუნება?

 უბედურება საუკუნის კეთილდღეობებს იმიტომ რომ მაშინ გვეშინია უბედურებებისა და უბედურება უბედურებებს იმიტომ რომ ისინი გვინარჩუნებენ ბედნიერების წადილს. მათი გამოცდების სიმძიმისთვის,
მოთმინების წინაშე გაჩენილი საფრთხეებისთვის. 

ადამიანის ცხოვრება განა უწყვეტი ცდუნება არაა?"
ùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùùù

ისევ ნეტარი ავგუსტინეს სხვა ციტატა:

"ადამიანის ცხოვრება ჰგავს ალქიმიკოსის ქურას. ცეცხლი ბრიალებს, ჩალა იწვის, ოქრო იწმინდება. ოქრო მორწმუნეა."
--------------------------------------------------------

ისევ წმინდა ავგუსტინე ბავშვის სიბეჩავეზე:

"მისმინეთ ჩემო ღმერთო. უბედურება ადამიანთა ცოდვებს! მაგრამ ამას ამბობს ადამიანი და თქვენ გებრალებათ ის იმიტომ თქვენ შექმენით ის და არა მასში არსებული ცოდვა. ვინ გამახსენებს ჩემი ბავშვობის ცოდვას ვინაიდან არავინაა წმინდა თქვენს წინაშე,ის ბავშვიც კი რომელსაც ამქვეყნად ერთ დღეზე მეტი არ უცხოვრია...

მაშ რა იყო ჩემი პატარა ბავშვობის ცოდვა? ეს იყო ძუძუს შემდეგ ხარბად ტირილი? დღეს ასე ხარბად რომ მოვინდომო ჩემი ასაკის შესაფერისი საჭმელი სამართლიანად ამიგდებდნენ მასხრად და დამგმობდნენ. მაშ მე დასასჯელი ვიყავი. მაგრამ მაშინ მე არ შემეძლო საყვედურების გაგება. მაგრამ გაზრდისას ჩვენ უარვყოფთ ამ პირველ მოუთმენლობებს....  განა კარგი იყო მოთხოვნა იმისა რისი მოცემაც ჩემთვის ზიანის მოყენების გარეშე შეუძლებელი იყო? განა კარგი იყო გაბრაზება თავისუფალ,სრულწლოვან ადამიანებზე,ჩემს მშობლებზე, როდესაც ისინი არ აკმაყოფილებდნენ ჩემს ჭირვეულობებს? მე კი ხანდახან ვურტყავდი და ვცემდი კიდეც მათ. მოკლედ ბავშვი ორგანოებია სუსტი და მისი სული არაა უმანკო"// აღსარებები//.

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''


           ანტიკური განათლებიდან რაინდულ განათლებამდე-3.


ბერთა პედაგოგიური სიახლეები:

ბავშვის აღმოჩენა : 

მაგრამ ბერებმა თანდათანობით გარდაქმნეს ანტიკური ხანის პედაგოგიური მეთოდები და თავი გამოავლინეს შესანიშნავ პედაგოგებად. 

მათ გამოცდილებით ნახეს რომ პატარა ბავშვი არ იყო ბოროტებისკენ და ცოდვისკენ ბუნებრივად მიდრეკილი არსება როგორც ეს წარმოედგინათ ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის მოაზროვნეებს. 

სახარებით ნაკვებმა ბერებმა იცოდნენ რომ ქრისტეს უყვარდა ბავშვები და ისინი მაგალითად მოყავდა იმათთვის ვისაც სურდა  ქრისტიანული კანონის დაცვა. 

ეს შესანიშნავად გაიხსენა პაპმა ლეონ დიდმა მის ერთ ქადაგებაში:

       


                  
       
            


       

No comments: