12.25.2011

ბარბაროსებზე ევროპელი ჯეელებისთვის



ბრუნო დიუმეზილი,ბარბაროსებზე ჩემს შვილს,პარიზი,2010.
//შემოკლებით//.

... არსებობდნენ ხალხები რომლებსაც უწოდებდნენ ბარბაროსებს. ისინი ცხოვრობდნენ დიდი ხნის წინ, რომის იმპერიისა და რაინდების ეპოქებს შორი,მაგრამ ეს ადამიანები თავის თავს არ უწოდებდნენ ბარბაროსებს. ისინი თავის თავს უწოდებდნენ ფრანკებს, ოსტროგოთებს თუ ბურგუნდებს...

ცნება ბარბაროსი მოიგონეს ძველმა ბერძნებმა. მათი აზრით სამყარო იყოფა ორად,ნათელ,ლამაზ,ფილოსოფიისთვის შესაფერის ბერძნულ ენაზე მოსაუბრეებად და გაუგებრად მობლუკუნე ხალხებად. აი ამ მათი აზრით გაუგებრად მობლუკუნე //ბარ-ბარ-ბარ// ხალხებს უწოდებდნენ ძველი ბერძნები ბარბაროსებს.


    ეს არაა უბრალოდ უცხოელის აღმნიშვნელი ცნება,ეს დამამცირებელი ცნებაა. ძველი ბერძნების აზრით ამ გაუგებრად მობლუკუნე ხალხებს არ ძალუძთ ცივილიზაციის მაღალი დონის მიღწევა. ისინი რჩებიან ველურები,უვიცები და დაუნდობლები.
ამიტომ ძველი ბერძნები მათ უკრძალავენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას.
  ათენელები და სპარტელები რა თქმა უნდა ვაჭრობენ ბარბაროსებთან და დებენ მათთან ხელშეკრულებებს,მაგრამ არც ერთ უცხოელს არა აქვს ბერძნული ქალაქის მოქალაქედ გახდომის უფლება.

   პლატონის და არისტოტელეს ხანაში ბარბაროსებად ითვლებოდნენ რომაელებიც, მაგრამ საბერძნეთის ოქროს ხანა დასრულდა ძვ.წ. მეოთხე საუკუნის შუა ხანებში. 200 წლის შემდეგ რომი პოლიტიკურად გაბატონდა ათენზე და სხვა ბერძნულ ქალაქებზე და ამის შედეგად ფილოსოფოსებმა უნდა დაუშვან კომპრომისი და აღიარონ რომ ბარბაროსები არიან ხალხები რომლებიც არ ლაპარაკობენ არც ბერძნულად და არც ლათინურად. ამ კომპრომისის წყალობით რომაელებმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა პირველად მიიღეს ძვ.წ.146 წ.

    საუცხოო ჯარისკაცები და დიდი ინჟინერი რომაელები დიდი ხნის მანძილზე აღიარებდნენ ბერძენთა გარკვეულ კულტურულ უპირატესობას. ციცერონი ეჭვობდა რომ ლათინური ენა იძლეოდა ნამდვილად ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბების საშუალებას.
   საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ რომაელები ფიქრობენ რომ ამიერიდან არსებობს მხოლოდ ბერძნულ-ლათინური ცივილიზაცია.
  ამიერიდან ბარბაროსებად ითვლებიან ხალხები რომლებიც ჯერ არ დაუმარცხებია რომს და რომლებიც არ ჩართულან ამ ნარევ ბერძნულ-ლათინურ ცივილიზაციაში.

                         რომის იმპერია ბარბაროსების პირისპირ:

    დიდი ხნის განმავლობაში რომაელები გალებს //ფრანგთა წინაპრებს// თვლიან ურწმუნო და უკანონო ველურებად. უნდა ითქვას რომ გალებმა ძვ,წ,390 წელს აიღეს და გადაწვეს რომი და რომაელები გამწარებულები და გააფთრებულები არიან. ძვ.წ.52 წელს გალიის დამპყრობი იულიუს კეისარი თავის გამარჯვებას წარმოადგენს ბარბაროსების და ბარბაროსობის დამარცხებად.

   მაგრამ რომაული აზრი ბერძნულზე უფრო პრაგმატულია. ასე მაგალითად ტერიტორიის ანექსიის შემდეგ ანექსირებული ტერიტორიის მკვიდრნი იღებენ უფლებათა სერიას რომელიც მათ სტატუსს უახლოვებს წარმოშობით რომაელთა სტატუსს. ლიტერატურა,ხელოვნება თუ კანონმდებლობა რომაულ კულტურას ავრცელებს დამარცხებულებშიც. ლაპარაკობენ რომანიზაციის, გარომაელების პროცესზე. ამის შედეგად იულიუს კეისრის მიერ გალიის დაპყრობიდან ერთი საუკუნის შემდეგ გალები აღარ ითვლებიან ბარბაროსებად და 212 წელს ყველა გალი იღებს რომის მოქალაქეობას. ასე ხდებოდა რომის იმპერიის ყველა პროვინციაში.

   მაგრამ რომის იმპერიას არ დაუპყრია მთელი ევროპა. რომის იმპერიის ექსპანსია შეწყდა ქ.წ.მეორე საუკუნეში. ამ დროიდან რომის იმპერიის საზღვარი საზოგადოდ დადგინდა რაინის შესართავიდან დუნაის შესართავამდე. ამ საზღვარს უწოდებენ ლიმებს.

   ლიმების ჩრდილოეთით არომაელებისთვის უცნობი ტერიტორია რომელსაც ისინი უწოდებენ ბარბარიკუმს,ბარბაროსთა მიწას. მისი მკვიდრები იღებენ დასავლეთით გერმანელთა და აღმოსავლეთით სკვითთა ბუნდოვან სახელებს. ეს ხალხები ითვლება საშიშ ხალხებად. მათგან იმპერიის დასაცავად რომის იმპერატორებმა გაამაგრეს საწღვრები ლიმები. ეს არ იყო ჩინეთის დიდი კედლის მსგავსი რამ, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი იყო. ჩრდილოეთის წღვიდან ბოსფორამდე დაახლოებით ყოველ ხუთ კილომეტრში ააგეს კოშკები რომლებშიც იყვნენ საზღვრის მეთვალყურე რომაელი ჯარისკაცები.

    საზღვრების დაცვა ძალიან ძნელია და თავდასხმების თავიდან ასარიდებლად რომის იმპერატორები ფულს უხდიან საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ბარბაროს ტომებს და ისინიც სანაცვლოდ დებენ პირობას რომ დაესხმებიან თავს იმპერიას. მეტიც, ზოგჯერ ეს ბარბაროსები ხელფასის სანაცვლოდ იცავენ იმპერიას სხვა ბარბაროსებისგან.
ზოგჯერ ისეც ხდება რომ  რომაელი გენერალი, ვისაც ჯარისკაცები აკლია,
დაქირავებულებს პოულობს ბარბაროსებში. იულიუს კეისარს, მაგალითად, გალების დამარცხებაში ეხმარებოდა გერმანელთა კავალერია. 

     
    გერმანიის საზღვრებთან ბარბაროსები არ იყენებენ ფულს და რომის იმპერიის სამსახურში მდგარი გერმანელები ხელფასს ხარჯავენ რომაელი ვაჭრებისგან ხმელთაშუა ზღვის ნაწარმის საყიდლად. ბარბაროსთა ბელადებს ასე შეუყვარდათ ღვინო,მაშინ როდესაც ბარაბრიკუმი მანამდე იცნობდა მარტო ლუდს. ბარბაროსები ყოდულობენ შუშის ძვირფასჭურჭელსაც.  ბარბაროსთა ერთმა ბელადმა შუა გერმანიაში რომაელების წაბაძვით თავისთვის თერმებიც კი აიშენა.

         
                     რომის იმპერიის გაბარბაროსება და ბარბაროსების გარომაელება:

       ბარბაროსები თანდათანობით ემსგავსებიან რომაელებს. ა.წ.პირველ-მეოთხე საუკუნეებში რომის იმპერიის საზღვრებთან მცხოვრებ ბარბაროსებში იწყება გარომაელების,რომანიზაციის პროცესი.

      რომის სამსახურში მდგარი ზოგი გერმანელი სამსახურის დასრულების შემდეგ ბრუნდება სახლში,ბარბარიკუმში. ზოგი კი ქორწინდება რომაელზე,რჩება რომის იმპერიის პროვინციაში და განაგრძობს სამსახურს მის ჯარებში. ასეთ ადამიანებს უწოდებენ იმპერიის ბარბაროსებს და წარმოშობით რომაელები მათ თვლიან უცხოელებად,აბუჩად იგდებენ ან მტრულად უყურებენ. მაგრამ რომის იმპერატორები აფასებენ და პატივს მიაგებენ იმპერიის ბარბაროსებს პირველ რიგში მათი სამხედრო ნიჭის გამო და მერე იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ისინი არ არიან რომის მოაქლქაეები ისინი არ არიან სახიფათონი პოლიტიკური თვალსაზრისით.
ამიტომ იმპერატორი ხშირად უფრო იმპერიის ბარბაროსებს ეყრდნობა ვიდრე ტრადიციულ ოფიცრებს.
     ვიღაც გერმანელი ვერ გახდება იმპერატორი და ის არაა საშიში იმპერატორისთვის!

     მეოთხე საუკუნიდან ვითარება ამდენად ხდება უცნაური. რომის იმპერიის უმაღლესი სქმხედრო ხელმძღვანელობა,სარდლობა უმთავრესად შედგება ბარბაროსი გენერლებისგან. და ეს ბრზყინვალე მეომრები იღებენ უმაღლეს ჯილდოებს. ასე მაგალითად ფრანკი გენერალი ბაუტო 385 წელს ხდება კონსული. მისი ქალიშვილი ევდოქსია ცოლად გაყვა იმპერატორ არკადიუსს. მოხუცი იმპერატორი თეოდოსი პირველი იმპერიის რეგენტობას აბარებს თავის საუკეთესო გენერალს,ვანდალ სტილიხონს. 
   ამდენად რომის იმპერიას 13 წლის მანძილზე თეოდოსის ქალიშვილის სახელით მართავს ბარბაროსი ვანდალი.         
    მთლიანობაში რომაელებმა მიიღეს ბერძენთა თვალსაზრისი- ის ვინც არ ლაპარაკობს "ცივილიზებულ " ენაზე ველურია და მეტი არაფერი. მაგრამ რომის იმპერია ნაგებია აგრეთვე  ნაწერი სამართალის გავრცელებაზე. მაშ ბარბაროსად ითვლება ის ვინც არ ემორჩილება რომის კანონებს. ამ კრიტერიუმების დაცვით  ზოგი იმპერიის ბარბაროსი ცდილობს თავის რომაელად წარმოდგენას.
    რომის კანონების დამცველი ბარბაროსები ასრულებენ იმპერიის კანონებს და კითხულობენ დიდ რომაელ პოეტებს, მაგრამ ეს საშიშია გენერალი ბარბაროსისთვის.
მეტისმეტად გარომაელებულ ბარბაროსს ეჭვით უყურებენ და თვლიან ტახტის მოცილედ. ამის გამო 408 წელს სიკვდილით დასაჯეს მეტისმეტად გარომაელებული ვანდალი სტილიხონი. 

      მაგრამ ზოგი რომაელის აზრით უფრო უკულტურო ბარბაროსები რომაელებზე უფრო მაღლა დგანან  მორალური თვალსაზრისით. 

    ისტორიკოსი ტაციტუსი,რომელმაც ა.წ.პირველი საუკუნის დასასრულს დაწერა ნაშრომი გერმანიაზე, აკრიტიკებს რომაელების მისწრაფებას ფუფუნებისკენ.

    მეოთხე საუკუნიდან იმპერია გაქრისტიანდა და ქრისტიანები თვლიან რომ ქრისტე არ მოსულა მხოლოდ რომაელების ხსნისთვის და ცდილობენ ბარბაროსთა მოქცევას. მოკლედ რომაელები სხვადასხვანაირად უყურებენ ბარბაროსებს თუმცა ისტყვა ბარბაროსი საზოგადოდ ინარჩუნებს უარყოფით მნიშვნელობას.

    იმდროინდელი ბარბაროსები სამწუხაროდ არ წერენ და მათ არ დაუტოვებიათ მათი მსოფლმხედველობის ამსახველი არც ერთი ტექსტი.

    ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ "იმპერიის ბარბაროსთა" შეხედულებებს . ისინი კი დარწმუნებული არიან იმაში რომ რომი არის ცივილიზაციის მწვერვალი. ისინი ცდილობენ რომის გადარჩენას მაშინ როდესაც სხვა ბარბაროსები შეესევიან იმპერიას. 


                              2. შემოსევა,მიგრაცია და ხალხთა გაჩენა:

    ა,წ, მესამე საუკუნიდან იმპერიის საზღვრებს უტევენ გარეშე ბარბაროსები. იმპერიის საზღვრების მცველი ბარბაროსები ვერ ახერხებენ მათ გაჩერებას ან ღალატობენ იმპერიას და ხდებიან მისი მტრების მოკავშირეები. ერთ-ერთი ყველაზე უარესი ეპიზოდი იყო 276 წ. გერმანელთა ჯგუფმა გაარღვია საზღვარი, ააოხრა გალია და მიაღწია პირენეებამდე.

    ბარბაროსებს არ სურთ იმპერიის დაპყრობა,,მათ უნდათ ყაჩაღობა,ძარცვა და უკან დაბრუნება. სხვათა შორის მათ არ ჰქონიათ დიდი შანსი. უკან დაბრუნებისას,რაინზე გადასვლისას ერთ-ერთი მათი გემი ჩაიძირა და ის ეხლახანს იპოვეს არქეოლოგებმა. ის ჯერ კიდევ საცსე იყო გალურ-რომაულ სალოცავებში ნაძარცვი ნადავლით. ამ უბედურების შემდეგ რომის იმპერიამ შსძლო ბარბაროსების მოგერიება და სასაზღვრო სიმაგრეების აღდგენა.

    ბარბაროსები ჟლეტენ მოსახლეობებს,მაგრამ გაცილებით მეტ რომაელს და უფრო რეგულარულად ღუპავდა სამოქალაქო ომები თვითონ რომაელებს შორის. ყველა ქალაქს დასჭირდა სიმაგრეების აგება,მაშინ როდესაც ეს არ იყო საჭირო რომაული მშვიდობის დროს. ადამანებმა უკვე შეიარაღებულები მოგზაურობდნენ. მეოთხე საუკუნიდან ევროპული პეიზაჟი და ცნობიერება დაემსგავსა შუა საუკუნეებს.


    ამას გარდა ევროპაში გავრცელდა ეპიდემიები,რამაც გამოიწვია დემოგრაფიული კრიზისი. ადამიანთა რაოდენობა კლებულობს. გალიაში
//დღევანდელი საფრანგეთი//, მაგალითად, ზოგი რეგიონი გაუდაბურებულია
და იმპერატორები იქ დაასახლებენ ბარბაროსებს. 


   რომისთვის ბარბაროსები ერთდროულად პრობლემაცაა და გამოსავალიც.
იმპერატორი კონსტანტინეს მმართველობიდან//306-337// პროვინციებში სულ უფრო და უფრო მრავლდება ბარბაროსთა დასახლებები. ლაპარაკია იმპერატორის მიერ ომში დამარცხებულ და დამონებულ ტომებზე რომლებიც მან დაასახლა მოსახლეობისგან დაცლილ გაუდაბურებულ რეგიონებში იქ მიწების დასამუშავებლად.


    მაგრამ რომი თავისუფალ გერმანელებსაც სთავაზობს იმპერიის მიწაზე დასახლებას. ეს იმიგრანტი გლეხები ამუშავებენ მიწას,მაგრამ აგრეთვე წარმოადგენენ დამხმარე ძალას იმპერიული არმიისთვის. 


   რომის მიწაზე დამკვიდრებული ბარბაროსები გადაიღებენ რომაელთა წეს-ჩვეულებებს. ასე მაგალითად ისინი აღარ წვავენ მათ მიცვალებულებს და მარხავენ მათ ისე როგორც ამას მესამე საუკუნიდან აკეთებს რომაულ პროვინციათა მრავალი მკვიდრი. მეორეს მხრივ ისინი ინახავენ ზოგ გერმანულ ტრადიციას, მაგალითად მათ მიცვალებულებს საფლავში ატანენ იარაღს,რასაც რომაელები არ შვრებიან. 


   ამის შემდეგ იმპერიის იმ რეგიონებში სადაც დამკვიდრდა ბევრი ბარბაროსი ჩანს საინტერესო ფენომენი-გერმანელების ახლო მცხოვრები რომაელები გადაიღებენ ახალი მეზობლების ზოგ ჩვეულებას. ეს განსაკუთრებით ეხება სამოსს და მიწათმოქმედებას. 


   მაშ ხდება გერმანელების გარომაელება და რომაელების გაგერმანელება,ისინი ბაძავენ ერთმანეთს. ისტორიკოსები ამ პროცესს უწოდებენ ურთიერთაკკულტურაციას.


                     მოკავშირეები:


   მეოთხე საუკუნის ბოლოს ბარბაროსები ისევ შეესივნენ რომის იმპერიას. 


  შუა აზიიდან დასავლეთ ევროპისკენ დაიძრა  ხალხთა ფედერაცია ჰუნების მეთაურობით. ეს დამპყრობლები მიერეკებიან ხალხებს რომლებსაც რომაელები უწოდებენ სკვითებს. სკვითები კი მიერეკებიან გერმანელებს. ასე მოხდა რომ რომს დაეცა გაგიჟებულ  ტომთა მრავალი ტალღა.


   რომს შეესია ათასობით ბარბაროსი.ვიცით რომ რომს შეესია დაახლოებით 80 000 ვანდალი. რომის იმპერიას ჰყავდა 174 ლეგიონი. მეოთხე საუკუნეში რომის ლეგიონში არის  ათასი მებრძოლი, ესე იგი რომს შეუძლია ბარბაროსთა დამარცხება და მოგერიება,მაგრამ ომი ძვირია,ეკონომიკის საქმე არაა კარგად და ბარბაროსების მიღება უფრო იაფი ჯდება.


   იმპერიამ მაშინ მოიგონა მოკავშირე ბარბაროსთა ახალი სტატუსი. ბარბაროსი ხალხი ხელს აწერს ხელშეკრულებას რომლის თანახმადაც ის უნდა ემსახუროს რომს ყველა ომში და ის დასამკვიდრებლად იღებს მიწას იმპერიის რომელიმე პროვინციაში. 
   პირველებმა ეს სტატუსი მიიღეს ვიზიგოთებმა. აღმოსავლეთის ბარბაროსებმა,რომლებმაც 376 წელს გადალახეს დუნაი,იმპერატორი ვალენტისგან მიწები მიიღეს ჩრდილოეთ საბერძნეთში.


                  მაგრამ ურთიერთობები რთული იყო. 
    საბაერძნეთში დამკვიდრებულ ვიზოგოთებს,მაგალითად,სურდათ მშვიდი ცხოვრება,მაგრამ მათ არ ჰქონდათ საჭმელი. რომაელმა ვაჭრებმა ვიზიგოთებს შესთავაზეს საჭმლის მიცემა ვიზიგოთების ბავშვების სანაცვლოდ. გააფთრებული ვიზიგოთები აჯანყდნენ. იმპერატორმა სცადა ამ აჯანყების ჩახშობა,მაგრამ დამარცხდა 378წ. მაგრამ დამშეულ ვიზიგოთებს გამარჯვებამ არაფერი არგო. მათ ახალი ხელშეკრულება დადეს იმპერატორ თეოდოსესთან რომელიც მათ ჰპირდება რეგულარულ მომარაგებას. მიკავშირე ვიზიგოთები ოცი წლის მანძილზე მსახურობენ რომის არმიაში,შემდეგ იმპერია სუსტება და წყვეტს გადახდას. ვიზიგოთები ისევ აჯანყდნენ და მათ გაძარცვეს საბერძნეთი.  იმპერია მათ სთავაზობს ახალ შეთანხმებას და შემდეგ უარს ამბობს ამაზე.


   მაშინ ვიზიგოთთა მეფე ალარიხ პირველმა თავისი დამშეული ჯარების დასაპურებლად გადაწყვიტა რომის შანტაჟი და მიადგა რომს. რომის იმპერატორი ამას არ შეხედავს სერიოზულად და მაშინ ალარიხი 410 წლის აგვისტოში დაიპყრობს რომს. 


   ალარიხი არ ყოფილა უბრალო ბარბაროსი,მან იმპერატორისგან მიიღო მილიციის სარდლის წოდება და ესე იგი იყო რომის არმიის გენერალი,ბევრად უფრო მეტი ვიდრე ვიზიგოთთა უბრალო მეფე. 


    სხვათა შორის მან აუკრძალა თავის ჯარებს რომის გადაწვა. ჯარს საძარცვად მიეცა მხოლოდ სამი დღე. 
    ვიზიგოთებს სურთ არსებობის წყაროს პოვნა და არა იმპერიის მოსპობა. მარტო რომის იმპერიას შეუძლია მათთვის სამუშაოს მიცემა. 


                       ბარბაროსთა წარმოშობა:


   დიდი ხნის მანჭილზე ისტორიკოსებს სჯეროდათ რომ მესამე თუ მეოთხე საუკუნეში გამოჩენილი ბარბაროსი ხალხები,მაგალითად ფრანკები,ვანდალები ან ვიზიგოთები,მოდიოდნენ ძალიან შორიდან.ძველ წიგნებში ნათქვამია რომ ისინი გაჩნდნენ ბალტიკის სანაპიროებზე. მაგრამ დადგინდა რომ ეს ტექსტები დაიწერა ბევრად უფრო გვიან,მეექვსე თუ მეშვიდე საუკუნისთვის და მათი ავტორები ისე აღადგენდნენ ბარბაროსთა ისტორიას როგორც მოსწონდათ იმდროინდელ მეფეებსაც. 


    შეიძლება ვიფიქროთ რომ ბარბაროსთა ზოგი ოჯახი წამოვიდა სკანდინავიიდან და რომ სწორედ მათ ერქვათ თავიდან ფრანკები,ბურგუნდები,
ვიზიგოთები. მაგრამ გზაში მათ შეუერთდნენ ბარბაროსთა სხვა ჯგუფები
რომელთაც გადაიღეს  პირველი სკანდინავური ოჯახების სახელი და წეს-
-ჩვეულებები.  ასე მიგრანტთა პატარა ჯგუფების ირგვლივ თანდათან შეიქმნა ხალხი. სპეციალისტები ლაპარაკობენ ეთნოგენეზზე...


    მაგრამ შეიძლება აგრეთვე ვიფიქროთ რომ სადღაც რომის იმპერიის საზღვრებთან ახლოს მცხოვრებმა და ძალიან გარომაელებულმა  ბარბაროსებმა უეხრად შეიცვალეს სახელი მესამე თუ მეოთხე საუკუნისთვის და მათ შეუერთდა ბევრი გაბარბაროსებული რომაელი რომელთაც მობეზრდათ იმპერატორისთვის ხარკის გადახდა. 
   ზოგი ბარბაროსი ხალხის სახელი ძალიან უცნაურია, ფრანკი   ნიშნავს ვაჟკაცს, ალამანები ნიშნავს " ყველა ადამიანების გამაერთიანებლები" alle-man გერმანულად. 


              ეს არაა ერთადერთი ასეთი მოვლენა. 


   მეშვიდე საუკუნეში არაბულ ჯარებში არის ინპერიის საგადასახადო სისტემით უკმაყოფილობის გამო გამაჰმადიანებული მრავალი რომაელი. ასე შეიძლება ყოფილიყო ანტიკური ხანის დასასრულის ბარბაროსებშიც. 


            
                                          3. ბარბაროსის  პორტრეტი:


                                                 გარეგნობა:


         ყველა ავტორის თანახმად ბარბაროსები დიდები,მაღლები არიან, მათი სიმაღლე როგორც წესი ;ეტრ და 70 სანტიმეტრზე მეტია. ხშირია მეტრ 80 სანტიმეტრზე უფრო მაღალი ინდივიდები. რა თქმა უნდა ისინი არ არიან გიგანტები,მაგრამ რომაელი ლეგიონერის სიმაღლე მეტრი და 62 სანტიმეტრია. ისინი ქვევიდან ზევით უყურებენ ბარბაროსებს.


                           ბარბაროსები უფრო მაღლები არიან იმიტომ რომ უკეთესად იკვებებიან. ისინი მაგალითად ჭამენ ბევრად უფრო მეტ რძის პროდუქტს. რომაელთა ხმელთაშუაზღვისპირული რეჟიმი ეფუძნება მარცვლეულს რაც ზრდის პერიოდში მყოფ ბავშვებში იწვევს საკვების უკმარისობას. ამდენად მთლიანობაში ბარბაროსები უფრო ჯანმრთელები არიან,მიუხედავად იმისა რომ გარკვეული ასაკის შემდეგ სუქდებიან.


                რომაელების აზრით ბარბაროსები მათზე უფრო ბინძურები არიამ,მაგრამ ეს არაა მასე. ბარბაროსები მართლაც იყენებენ თმებისთვის კარაქის საფუძველზე დამწადებულ შამპუნს რაც არაა მაინც და მაინც სასიამოვნო რომაელთა ცხვირისთვის და მათი თქმით ბარბაროსები აქოთებულები არიან. მაგრამ ბევრი ბერძენი და რომაელი ტანს იზილავს ზეთისხილის ზეთით რაც შეიძლება არ ყოფილიყო სასიამოვნო ბარბარბაროსებისთვის. 


                 ჩვენ არ გვაქვს ტექსტები ამის თაობაზე. 


              ზოგი ბარბაროსი,მაგალითად მეროვინგთა ოჯახის ფრანკები ატარებდნენ გრძელ თმებს. სხვა ბარბაროსები ძალიან მოკლედ იკრეჭდნენ თმებს. ყველა შემთხვევაში ბარბაროსთა საფლავებში როგორც წესი პოულობენ სავარცხელს. გრძელი თუ მოკლე თმები გულდაგულ მოვლილი უნდა ყოფილიყო. 


                 რომაელები ბარბაროსებს როგორც წესი ბანჯგვლიან ველურებად წარმოადგენდნენ, მაგრამ ზოგი რომაელი ხვდრბოდა რომ საქმე სხვანაირად იყო. 
               ოვერნელი სენატორი სიდუან აპოლინერი 460 წელს გააოგნა იმის აღმოჩენამ რომ ვიზიგოთთა მეფე ყოველ დილით იპარსავდა წვერს.


                                          შეიარაღება:


             ბარბაროსებს კრძალავდნენ მათი იარაღით. რაც უფრო ძლიერი მეომარი იყო ბარბაროსი მით უფრო მეტ იარაღს ატანდნენ მას საფლავში. ფრანკ მეომართა საფლავებში პოულობენ მოკლე,ძალიან მტკიცე და სრულყოფილად გაწონასწორებული პირის მქონე ცულებს. ესაა სატყორცნელი ა 15 მეტრში ზუსტი იარაღი. ამ ცულს არ სჭირდება დიდი ადგილი და მას ატარებენ ქამარზე.  ეს,მაშ,არის მოულოდნელ თავდასხმათა და მკვლელობათა იარაღი. 


          ბარბაროს ხალხთა უმრავლესობა აგრეთვე იყენებს გრძელ ხმლებს. ფრანკთა ხმლები აერთიანებენ რკინისა და ფოლადის მრავალ თვისებებს. ესაა მოქნილი და მტკიცე იარაღი. რომის ლეგიონერთა მოკლე მახვილი ბევრი ვერაფერია ამასთან შედარებით. ბარბაროსს ძალიან უყვარს თავის იარაღი და ის ხმლის ტარს ამკობს ოქროთი და გერმანული ანბანი რუნებით. რუნებს აქვთ მხოლოდ მაგიური დანიშნულება.   ცხადია რომ ძვირფასი იარაღი აქვთ მხოლოდ ბელადებს. რიგითი მეომარი კმაყოფილდება უფრო უბრალო იარაღით,მოკლე ცალპირიანი ხმლით,ხისტარიანი და რკინისწვერიანი შუბით და მშვილდისრით. 


ბარბაროსები ხშირად ხმარობენ გადაკეთებულ და გაუმჯობესებულ რომაულ იარაღს. ბარბაროსს აქვს უფრო მოკლე და უფრო მსუბუქი შუბიც რომელსაც ის ისვრის და არჭობს მოწინააღმდეგის ფარში, მოწინააღმდეგე ვერ აძრობს და ვერ ტეხქვა ამ ლითონისტარიან შუფს და დამძიბული და გაუწონასწორებელი ფარის მქონე მოწინააღმდეგის დამარცხება ადვილდება. 


                   ბარბაროსების ბელადებს აქვთ აგრეთვე მუზარადები, მაგრამ აბჯარ-ჯავშანი ძალიან ძვირია და რიგითი მეომარი კმაყოფილდება ხის ფარით. 


                   მაგრამ ეს არაა მთავარი. ბარბაროსთა ძალაა მეომართა რაოდენობაში და ჯგუფის სოლიდარობაში. ყოველი თავისუფალი ბარბაროსი მეომარია თუნდაც მას ჰქონდეს მხოლოდ მშვილდის და ხის იარაღის შეძენის საშუალება. 


                  
 რაც შეეხება ცხენს საკითხი არის აღკაზმულობის ფასი. კარგი რაში ღირს ოციოდე ცხვარი და მისი შეძენა შეუძლიათ მარტო ბელადებს. შემდეგ,კავალერია არაა მაინცდამაინც ეფექტური თუ მხედარს არა აქვს უზანგი იმ დროს როდესაც ის უტევს მოწინააღმდეგეს. მაგრამ უზანგი ბარბაროსებმა აღმოაჩინეს მხოლოდ მე-7 საუკუნისთვის და ამიტომ ცხენი უფრო პრესტიჟის ნიშანი იყო და ამყარებდა სოციალურ იერარქიას. რაშზე მჯდომი ბარბაროსი ბელადი ბატონობდა ფეხოსან მეომრებზე და არა ყოფილა იშვიათი ადამიანის დამარხვა ცხენთან ერთად იმის საჩვენებლად თუ რს ძლიერი და მდიდარი იყო მიცვალებული.


              ზოგ წარმართ გერმანელს სჯეროდა სამოთხისა სადაც გარდაცვლილი მეომრები ღმერთებთან ერთად ებრძვიან ურჩხულებს და მათ სურდათ ცოტაოდენი აღჭურვილობის წაღება საიქიოში.


                მაგრამ ეხლახანს დაასკვნეს რომ იარაღით და სამკაულებით ეკლესიებში მარხავდნენ ქრისტიან ბარბაროსებსაც. დღეს ფიქრობენ რომ ამას ჰქონდა სოციალური მნიშვნელობა. მეზობლებს და მტრებს აჩვენებდნენ თავის ძალას და სიმდიდრეს, რომ მათ შეეძლოთ მიცვალებულებთან ერთად ოქროს და ძვირფასი ნივთების დასაფლავება. ცხენი და სიმდიდრე იყო იერარქიაში მიცვალებულის ადგილის ნიშანი.


                ამას შეიძლებოდა ჰქონოდა ეთნიკური ნიშანიც. იარაღითა და სამკაულებით დაკრძალვით აცხადებდნენ რომ მიცვალებული ბარბაროსი იყო და არა რომაელი. ამას მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა იმ რეგიონებში სადაც უკვე აღარ იცოდნენ კარგად თუ ვინ ვინ იყო.




                           სამოსი:


   ბევრი მამაკაცი ატარებს საკმაოდ მოკლე შარვალს. ეს დიდად ართობდა რომაელებს რომლებიც იცვავდნენ მხოლოდ ტუნიკებს და ტოგებს. მაგრამ მეოთხე საუკუნიდან რომაელები მიხვდნენ რომ შარვალი ძალიან მოხერხებული იყო ომებში და მათაც დაიწყეს შარვლის ჩაცმა. ანტიკური ხანის დასასრულს შარვალმა დაამარცხა ტოგა.


               ქალებს აცვიათ ნიფხვები და ტუნიკის ზევით გადაცმული საკმაოდ გრძელი კაბა. თავზე აქვთ თავსაფარი რომელიც ამაგრებს მათ ვარცხნილობას. სამოსის და თავსაფარის დასამაგრებლად ბარბაროსი ქალები იყენებდნენ ქინძისთავებს და ფიბულებს. ისინი როგორც წესი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან და შემკულია ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვებით.


          ეს სამკაულები მოწმობს იმაზე რომ ბატბაროსები არ არიან გაუთლელი მუტრუკი მეომრები. მათ საფლავებში ნახულობენ ინდოეთიდან თუ სპარსეთიდან ჩატანილ ძვირფას სამკაულებს.


                  4. 


    ბარბაროსული სახელმწიფოების დაფუძნება :


      395 წლის შემდეგ რომის იმპერიის სათავეში აღარაა ერთადერთი იმპერატორი. იმპერიას მართავს ორი  ადამიანი. ერთი იმპერატორი იტალიაშია,რომში,მილანში თუ რავენაში. ის მართავს დასავლეთის პროვინციებს ანუ გალიას//დღევანდელი საფრანგეთი//,დიდი ბრიტანეთი,ესპანეთი და ჩრდილოეთი აფრიკა.  რომის მეორე იმპერატორი დამკვიდრდა კონსტანტინეპოლში,ბოსფორზე და მართავს იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს. კონსტანტინეპოლის ძველი სახელია ბიზანტიონი და ამიტომ აღმოსავლეთ რომის იმპერატორს უწოდებენ ბიზანტიის იმპერატორს.  


                 არადა იმპერიის ეს ორი ნაწილი სხვადასხვანაირად ეკიდება ბარბაროსებს. აღმოსავლელები მათ უყურებენ როგორც დაქირავებულებს და დასავლელები როგორც მოკავშირეებს. 


                   აღმოსავლეთის იმპერატორი ბარბაროსებს უხდის ფულს და ამიტომ ზრდის გადასახადებს, ქვეშევრდომები გამოთქვამენ უკმაყოფილებას მაგრამ ბოლოს და ბოლოს იხდიან. 


                      დასავლეთის იმპერატორი კი მოკავშირე ბარბაროსებს ხელფასის მაგივრად აძლევს მიწებს. ეს მას არ უჯდება არაფერი, მაგრამ ზოგი რეგიონი მთლიანად გადადის ბარბაროსთა ხელში.


                   იმპერატორი მოკავშირე ბარბაროსებს გადასცემს სამოქალაქო ომების თუ შემოსევების შედეგად აოხრებულ პროვინციებს. მოკავშირე ბარბაროსები იქ ამყარებენ მშვიდობას.  მკვიდრები არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას ბარბაროსების გამოჩენით იმიტომ რომ ისინი რომის ლეგიონებზე უკეთესად ქმყქრებენ მშვიდობას. ამას გარდა ბარბაროსები ცუდი მოანგარიშეები არიან და კარგად ვერ ითვლიან მათ კუთვნილ გადასახადებს რაც ზალიან უხარიათ ქვეშევრდომებს. და ბოლოს,პროვინციები სადაც დამკვიდრდნენ ბარბაროსები რომაული რჩება, ისევ ბატონობს რომაული სამართალი და მკვიდრების არსებობა დიდად არ იცვლება.


                              
    თვითონ დასავლეთი რომის იმპერატორს ბევრი არაფერი რჩება. 418 წელს ვიზიგოთებს მიანდეს აკვიტანია და ესპანეთი. რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ფრანკებს მიანდეს ჩრდილოეთი გალია. 450-ან წლებში ბურგუნდები დამკვიდრდნენ რონას ხეობაში და და სევები თანამედროვე პორტუგალიაში. ამავე წლებში ჩრდილოეთი აფრიკა გადავიდა ვანდალების ხელში.  


            იმპერატორს აღარ ჰქონდა დიდი ბრიტანეთის დაცვის თავი და ის მიატოვა. იქაური რომაელების თხოვნით იქ დამკვიდრდნენ ანგლები და საქსები.


                მოკლედ,მე-5 საუკუნის შუა ხანებში დასავლეთი რომის იმპერია თეორიულად ხელუხლებელია მაგრამ იმპერატორის უშუალო ხელისუფლება ვრცელდება მხოლოდ იტალიაში და იქაც ის არ წყვეტს პოლიტიკას. რომის არმიის მთელი უმაღლესი სარდლობა შედგება ბარბაროსი სარდლებისგან და 456 წლიდან სწორედ ისინი იღებენ დიდ გადაწყვეტილებებს. მეტიც,სწორედ ისინი ირჩევენ ახალ იმპერატორებს.


               იმპერატორი კი ფაქტიურად უსარგებლოა,მაგრამ ისაა სიმბოლო რომლის უარყოფაც ძალიან ძნელია. ბარბაროსებს იმიტომ იღებენ კარგად რომის იმპერიის პროვინციებში რომ მათ აქვთ მოკავშირეების და არა დამპყრობლების სტატუსი და იმპერატორის გაქრობის შემთხვევაში მათ მიერ ტერიტორიის დაკავება აღარ იქნება აღქმული კანონიერად.


                   მაგრამ 476 წელს უკანასკნელ დიდ ბარბაროს სარდალ ოდოაკრეს თავში მოუვიდა ბრწყინვალე აზრი-მან გადააყენა დასავლეთის იმპერატორი,
ახალგაზრდა რომულუს ავგუსტულუსი და გვირგვინი გაუგზავნა აღმოსავლეთის იმპერატორ ზენონს. რომაული სამყარო ძნელად გაერთიანდა. სამაგიეროდ ზენონმა ოდოაკრეს მისცა მოკავშირის სტატუსი და იტალიის მეფის წოდება. 


                476 წლიდან დასავლეთში არის მხოლოდ რომის ძველ პროვინციებში დამკვიდრებული ბარბაროსთა სამეფოები რომლებიც ოფიციალურად ემორჩილებიან ბიზანტიას მაგრამ სინამდვილეში ტოტალურად თავისუფლები არიან.


             ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს რომ 476 წელი არის საზღვარი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებს შორის.  მაგრამ ყველაფერი არაა ესოდენ გარკვეული.
ბარბაროსები კიდევ დიდხანს თვლიან თავს იმპერიის მოკავშირეებად. მათ მიერ მოჭრილ ფულზე ფრანკი თუ ვიზიგოთი მეფეები წერენ კონსტანტინოპოლის რომის იმპერატორის  და არა თავის სახელს. 
         მე-6 საუკუნის დასაწყისში ბურგუნდთა მეფეები  სთხოვენ იმპერატორს მათთვის "გალიის მილიციის უფროსის" წოდების მიცემას და 508 წელს ფრანკი კლოვისი იღებს რომის კონსულის ხარისხს.


                 476 წელა გაქრა რომის იმპერიის პოლიტიკური სტრუქტურები,მაგრამ მენტალური სტრუქტურებიმწარმოდგენები დარჩა საუკუნეების მანძილზე.


                 ბარბაროს მეფეებს ძალიან ენატრებათ რომის იმპერია და ისინი იმპერატორის ვირგვინზეც კი ოცნებობენ.


უკანასკნელი  დიდი ბარბაროსი რომაელი გენერალი ოდოაკრე. 476 წელს მან ცოტა ხნით და უკანასკნელად გააერთიანა რომის იმპერია.




    ბიზანტიის იმპერატორს ძალიან სურდა ბარბაროსების გარკვა მაგრამ არ ჰქონდა ამის საშუალება. მისი ჯარები მუდამ მობილიზებული იყო აღმოსავლეთის საზღვარზე სპარსელების წინააღმდეგ და ის იძულებულია ეშმაკობას მიმართოს. იმპერატორმა ზენონმა დაქირავებულ ოსტროგოთებს სთხოვა ოდოაკრეს გაძევება იტალიიდან. მათ დაამარცხეს ოდოაკრე მაგრამ აღარ წავიდნენ იტალიიდან და ზენონმა,რომალსაც აღარ ჰქონდა სხვა გზა, მათ მიანიჭა მოკავშირის სტატუსი. ასე რომ მან საბოლოო ანგარიშით შესძლო მხოლოდ ერთი ბარბაროსი ხალხის მეორეთი შეცვლა.


                    რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის დაბრუნება სცადა ბიზანტიის სხვა იმპერატორმა იუსტინიანემ//527-565//. მან მოახერხა აფრიკაში ვანდალების და იტალიაში ოსტროგოთების მოსპობა. მისმა ჯარებმა ფეხი მოიკიდეს ესპანეთში და თავზარი დასცეს ფრანკებს. 


                მაგრამ დასავლური პროვინციების მკვიდრები შეაძრწუნა იუსტინიანეს ჯარების ძალადობამ,მეტიც,ამ ჯარებს გავლისას სავი ჭირიც მოაქვთ. რომის იმპერიის გაერთიანების ამ მცდელობამ,მაშ, კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს დასავლეთი და აღმოსავლეთი.


                      570 წლის შემდეგ მრავალი ბარბაროსი ხალხი უარს ამბობს მოკავშირის სტატუსზე და აცხადებს დამოუკიდებლობას. ამავე დროს ბიზანტიელები გააძევეს ზღვამდე. იმპერატორმა ისევ დაკარგა იტალიაც როდესაც ის ლომბარდებმა დაიპყრეს 568 წელს. 




                       ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე და მისი მეუღლე თეოდორა.








                           5.


              
ფრანკთა მეფე დაგობერის ტახტი.








            
                     მეფე და მისი სამეფო : 




             გვირგვინი რჩება იმპერატორის ატრიბუტად და ბარბაროსთა მეფეები მას არ ატარებენ. ბარბაროსები წარმოდგებიან მოკავშირეებად და ისინი არ ითვისებენ რომაული სუვერენიტეტის ამ მნიშვნელოვან ნიშანს. მაგრამ მეფის ცნობა შეიძლება სხვანაირადაც.


          ასე მაგალითად ფრანკებში ძალაუფლება ეკუთვნით მეროვინგებს  და მეროვუნგი მეფე ამოიცნობა გრძელი თმით,მაშინ როდესაც მისი ქვეშევრდომები თმებს მოკლედ იჭრიან. ფრანკების მეფე,მაშ,ძალიან იოლად იცნობა და მტრები ცდილობენ პირველ რიგში მის მოკვლას. 


             ანგლო-საქსებში მეფე არ ატარებს გვირგვინს,მაგრამ იხურავს ძალიან მძიმე და ძალიან შემკულ მუზარადს.  ხელისუფლების მეორე ნიშანია ქვის გრძელი კვერთხი რომელიც მთავრდება ირმის ბრინჯაოს ფიგურით ან ადამიანის სახეებით. 
         მეფეებს ასევე აქვთ ტახტი რომელიც ჰგავს ძველი რომის კონსულების ტახტს. საფრანგეთში დაცულია მეფე დაგობერის ტახტი.


            ბარბაროსთა მეფე ყოველ წელს გაზაფხულზე იწვევს თავისი ხალხის თავისუფალ ადამიანებს რათა ისინი წაიყვანოს ომში. საომარი ოპერაციების დროს მისი ძალაუფლება ტოტალურია, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ ის ისევ უნდა დაემორჩილოს თავისი ხალხის წეს-ჩვეულებებს. 


             ერთხელ ომის დროს ფრანკებმა ერთი ეკლესიიდან გაიტაცეს ვერცხლის ლარნაკი. მათი მეფე კლოვისი იმ დროს წარმართი იყო,მაგრამ მას სურდა ეპისკოპოსებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება. ამიტომ მან მოინდომა ლარნაკის დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელისთვის. პრობლემა ის იყო რომ ფრანკებში ნადავლს იყოფდნენ თანაბარ ნაწილებად და წილისყრით. კლოვისი არ იყო დარწმუნებული რომ ბედი მას არგუნებდა ლარნაკს და მან ჯარისკაცებს მოსთხოვა ლარნაკის პირდაპირ მისთვის მიცემა. ერთმა მეომარმა უარი თქვა და ცული თხლისა ჭურჭელს. კოლვისი გააფთრდა მაგრამ მას არ შეეძლო პასუხის გაცემა იმიტომ რომ ის უნდა დამორჩილებოდა ხალხის წესებს.


    ერთი წლის შემდეგ მან დაიბარა მეომრები და შეამოწმა მათი იარაღი. კაცს ვინც მას გაუჯიუტდა იარაღი ჰქონდა ცუდ მდგომარეობაში, კლოვის ჰქონდა ამიტომ მისი დასჯის უფლება და მას ცული თხლიშა თავში. 


                 რამოდენიმე წლის წინ გაარკვიეს რომ სუასონის ლარნაკად წოდებული ეს ჭურჭელი კლოვისს გადაუცია რეიმსის ეპისკოპოსითვის. მაგრამ ეპისკოპოსმა ცულით დაზიანებული ეს ლარნაკი გადაადნო და დაამზადა თასი და სასაკმევლე.


                  
            ამას გარდა ბარბაროსთა მეფე არის მსაჯული,მოსამართლე. ის ნიშნავს მოხელეებს და მისი ბრძანებით ჭრიან ფულს, წელიწადში ერთხელ ის იწვევს მისი ხალხის თავისუფალ ადამიანთა კრებას რომელიც განიხილავს დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მეფე იქ კითხულობს ახალი კანონების ტექსტებს და ხალხს სთხოვს ამ კანონების მიღებას.


                  მაგრამ მეფე კრებას იწვევს მაშინ და ისე რომ კრებამ ვერ შესძლოს მის მიერ შეთავაზებული ზომების უარყოფა. სუვერენები წერენ ცოტა კანონებს და მაშინ როდესაც ისინი ძლიერები არიან,მაგალითად სამხედრო გამარჯვების შემდეგ. მეტიც, კრებაზე მიდიან მხოლოდ არისტოკრატები ვინაიდან ღარიბებს არა აქვთ მეფის მოსასმენად ასობით კილომეტრის გავლის საშუალება.


                ბარბაროსთა მეფემ იცის წერა-კითხვა და ალბათ ზოგჯერ თვითონ წერს კანონებს. დარჩენილია ფრანკთა მეფეების მიერ ხელმოწერილი მრავალი დოკუმენტი. მეექვსე საუკუნის მეფე ხილპერიკი ლათინურად წერდა ლექსებსა დქ თეოლოგიის ტრქატატებს, მის არისტოკრატთა უმრავლესობის მსგავსად ბარბაროსმა მონარქმა იცის წერა-კითხვა, მაგრამ ფეოდალურ სენიორთა უმრავლესობა უწიგნურია.


                         სასახლე:


        ცნება სასახლე იმ ხანაში აღნიშნავს არა შენობას არამედ ადგილს სადაც არის სამეფოს ადმინისტრაცია. ფრანკებში,მაგალითად,მეფე სულ გადაადგილდება. მას აქვს მრავალი ათეული მამული სადაც შეიძლება დაბინავდეს სანამ ისევ გაუდგება გზას. ყოველი ასეთი ადგილი არის "სასახლე" იმ დროს როდესაც მეფე იქაა გაჩე-
რებული. მაგრამ მეფის და მისი კარის ასეთი ხეტიალი არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ბარბაროსულ პრაქტიკად. მესამე საუკუნიდან ძალიან მობილური იყო რომის იმპერატორიც რომელიც თითქმის არასდროს ცხოვრობდა რომში.


            მაგრამ ზოგ ბარბაროს ხალხს ჰქონდა ნამდვილი დედაქალაქი. ვიზიგოთების დედაქალაქი მეხუთე საუკუნეში იყო ტულუზა, მეშვიდე საუკუნეში კი ტოლედო. ოსტროგოთების მეფე თეოდორიხ დიდმა დიდი სასახლე ააგო რავენაში,იტალიაში. მისგან დარცა რომის იმპერატორთა საყვარელი მოზაიკების მსგავსი მოზაიკებით შემკული კაპელა.


                    

რავენა,ეკლესია გალა პლაციდია.მოზაიკა კეთილი მწყემსი ქრისტე და მორწმუნეები.


                                              




                          ბარბაროსთა დედოფალი:




              უმრავლეს შემთხვევაში დედოფალი არის მეფის მეუღლე. მას არა აქვს ნამდვილი პოლიტიკური ძალაუფლება,მაგრამ ის ახდენს სასახლისთვის სასმელ-
საჭმელის მიწოდების ორგანიზებას. მას შეიუძლია რაღაც ურჩიოს ქმარს,რაც მას აქცევს ძალიან გავლენიან პირად.


        მეფის ნაადრევად გარდაცვალების შემთხვევაში რეგენტი ხდება და პატარა უფლისწულის სახელით მეფობს დედოფალი. მას ამდენად შეიძლება ჰქონდეს სუვერენული ძალაუფლება. ასეთი დედოფლები არ ჩანან ბრძოლის ველზე,მაგრამ მათი მმართველობა არაა მამაკაცთა მმართველობაზე უფრო ნაზი. მათ იციან რომ მათ უფრო იოლად გააკრიტიკებენ და ამიტომ ავლენენ შეუპოვრობას.


                     სამეფო კარი:


          მეფის სასახლეში ერთდროულად არიან როგორც სახელმწიფო ისე მეფის სახლის სამსახურები. სახელმწიფოს მსახურებს ეწოდებოდათ დიდი ოფიცრები. იყო მეფის ბეჭდის მცველი და ოფიციალური ტექსტების მწერალი მოხელე,ფინანასთა მინისტრი,რომელიც დაკავებული იყო მეფის ოთახში დაცული ხაზინით. იტო ფულის მოჭრის ხელმძღვანელი. იყო მეფის საჯინიბოს გამგებელი. 


            ოფიცრების გვერდით არიან უბრალო მსახურები. მათ ხელმძღვანელობს სასახლის გამგებელი. დროთა მანძილზე ხდება კერძო და პირადი სფეროების შერწყმა. მე-7 საუკუნეში სასახლის გამგებელი ხდება მეფის ერთგვარი პრემიერ მინისტრი. 




                      ხაზინა:


           ხაზინაში ხვდრებოდა ომის დროს მოპოვებული ნადავლი, გადასახადები, სხვა მეფეების მიერ მირთმეული საჩუქრები ოქრო რომლებითაც მეფე ზოგჯერ აჯილდოვებდა თავის მოკავშირეებს. მეფეები იქ ინქხქვდნენ მათი ხალხისთვის მნიშვნელოვანი მოგონებების აღმძვრელ ნივთებსაც. 


         ვიზიგოთებში მე-7 საუკუნეში ისევ ინახავდნენ  ვერცხლის უზარმაზარ ლანგარს რომელიც რომმა მისცა ატილას წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის მადლობის ნიშნად. ლომბარდები ინახავდნენ მტერი მეფე გუნიმონდის თავის ქალას რიმელიც სასმელად გადააკეთეს,მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო და ლომბარდი მემატიანე ამ ამბავს ზიზღით აღწერს. 


          მეფის ხაზინა სახელმწიფოს სიმბოლოა. მისი დაკარგვა ნიშნავს  სამეფოს დაკარგვას. სასახლის დაცვას,მაშ,მეფე ადგენს სანდო ხალხისგან. მეფის გვარდიის წევრები ქმნიან ელიტარულ კორპუსს. ისინი მეფის გვერდით არიან ბრძოლის ველზე და კვდებიან მასთან ერთად როდესაც მეფეს კლავენ. ამ ერთგულების სანაცვლოდ მეფე მათ აძლევს იარაღს,მიწებს, ნადიმის დროს მის სუფრაზე ყოფნის უფლებას. ამ გვარდიაში ყოფნა უზარმაზარი პატივია.


           მეფე თავის გვარდიელს აძლევს ოქროს ბეჭედს,მათი კავშირის ნიშანს. გვარდიელი მას ატარებს თავისი ხმლის ვადაზე და ამ იარაღს ბეჭედით გარდაცვლილ გვარდიელთან ერთად კრძალავენ. 


             სკანდინავური წყაროები მეფეს უწოდებენ ბეჭდების გამცემს,ბეჭდების ბატონს, რაც აისახა ტოლკიენის სამყაროშიც.




                               ლოკალური ადმინისტრაცია:




         ყველგან ევროპაში დიდი ბრიტანეთის გარდა ბარბაროდებმა შეინარჩუნეს ძველი რომაული ქალაქები. ის ვინც აკონტროლებს ქალაქებს აკონტროლებს ტერიტორიასაც. ქალაქები რომ არ აჯანყდნენ მეფე  ყოველკ ქალაქში ნიშნავს თავის აგენტს,გრაფს. ისევე როგორც რომის იმპერიაში ის არის ფუნქციონერი,მოხელე. ის მეფისგან იღებს ხელფასს, მაგრამ თუ დაუშვებს შეცდომას ის შეიძლება სხვაგან გადაიყვანონ ან მოხსნან. გრაფი იცავს კანონიერებას და ასამართლებს, მეფეს უგზავნილ აკრეფილ გადასახადებს და კრებავს თავისუფაკ მამაკაცებს ომში მონაწილეობის მისაღებად. 


               გრაფს როგორც წესი არ შეუძლია თავისი თანამდებობის გადაცემა თავისი შვილისთვის,მაგრამ თუ კი მეფე კმაყოფილია ოჯახით ის უშვებს გამონაკლისს და აძლევს ამის უფლებას გრაფს. მაგრამ თუ კი გრაფი გამოიჩენს უღირსობას ან უუნარობას მას მალე ითხოვენ.


                 გრაფს ეხმარება რამოდენიმე ფუნქციონერი,მაგრამ პრობლემაა ისაა რომ ქალაქი და მისი დაქვემდებარებული ტერიტორია დიდია და წესრიგის დაცვა ევალება ადამიანთა მცირე ჯგუფს, მაშინ როდესაც რომის ადმინისტრაციაში შედიოდა ასობით მოხელე. 


                        თუ კი მდგომარეობა მოითხოვს მეფე ნიშნავს ასე ვთქვათ სუპერ-
გრაფს, რომელსაც უწოდებენ ჰერცოგს. როგორც წესი იმ რეგიონში რომელსაც ემუქრება საფრთხე ის მართავს მრავალ ქალაქს. მას ესვალება თავდაცვის გაძლიერება. ბარბაროსთა მეფეებს აგრეთვე ჰყავთ სასახლისა და საგრაფოების მეკავშირე აგენტები,ე.წ. მისი. მათი რაოდენობა მცირეა.


                     ზოგ ქალაქში დარჩენილია რომის იმპერიის დროინდელი მუნიციპალური საბჭოები. ისინი ცუდად ფუნქციონირებენ,მაგრამ სულ მცირე აწესრიგებენ სამოქალაქო რეგისტრებს და კრეფენ გადასახადს. და ყოველ ქალაქში არის ეპისკოპოსი რომელიხ ზოგჯერ შეიძლება დაეხმაროს მეფეს. 
           მთლიანობაში კი წესრიგის დამყარება ძნელია და ამიტომ ბარბაროსთა ხანას აქვს ცუდი რეპუტაცია.




                           6.


             მოძალადე საზოგადოება?


      დიდი მემატიანეებისმგანსაკუთრებუთ გრიგოლ დე ტურის და ისიდორ დესივილას თქმით ბარბაროსული საზოგადოება მოძალადე საზოგადოებაა, მაგრამ სინამდვილეში ის არაა რომაულ საზოგადოებაზე უფრო მოძალადე.


               ბარბაროსულ სახელმწიფოებში კონფლიქტები გვარდება ისე როგორც გვარდება ხოლმე სუსტ და ცუდად აწყობილ სახელმწიფოებში.


                     აწყობილ სახელმწიფოში კონფლიქტს ქგვარებს და დამნაშავეს თავის ადგილს მიუჩენს  მართლმსაჯულების სახელმწიფო სისტემა.


                     სუსტ,აუწყობელ სახელმწიფოში ან სახელმწიფოს არმქონე საზოგადოებებში დანაშაულს პასუხობენ შურისძიებით. და ბარბაროსები არ არიან გიჟები,ისინი შურს იძიებენ ოჯახისა და ახლობლების დახმარებით. 


                    მთავარია ჯგუფის სოლიდარობა და ჯგუფის გაშინაგანებულ სოლიდარობას უწოდებენ ღირსებას.  ბარბაროსები ქმნიან საზოგადოებას სადაც ღირსება არსებითი ღირებულებაა. თუ კი დავფიქრდებით ეს უფრო რაციონალური გრძნობაა, მაგრამ როდესაც გრიგოლ დე ტურთან ვკითხულობთ ვიღაცამ მოკლა ადამიანი იმიტომ რომ შური ეძია ერთ-ერთი მეგობრის ბიძაშვილის შვილიშვილის გამო ეს სიგიჟეს ჰგავს.  


                    მეგობრების და ნათესავების სოლიდარულ ჯგუფში ზოგ ინდივიდს აქვს ღირსების დიდი კაპიტალი. ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს იმიტომ რომ სწორედ ისინი აჩენენ ბავშვებს და უზრუნველყოფენ ჯგუფის მომავალს. მათი შეურაცხყოფა იწვევს უფრო ძლიერ შურისძიებას იმიტომ რომ შურისძიება მუდამ პასუხობს განცდილ დამცირებას. 


                  ბარბაროსებში ნათესავებისა და მეგობრების სხვადასხვა ჯგუფებს უმრავლეს შემთხვევაში ეშინიათ ერთმანეთისა იმიტომ რომ ერთი შეურაცხყოფა გამოიწვევს ძალადობათა ისეთ სერიას რომ არავის გაუხარდება. ამის შედეგად ერთმანეთის შიში საზოგადოებას  შედარებით მშვიდობიან ხასიათს ანიჭებს.


              შურისძიებათა სერია კი გამოიხატება იმით რომ სხვადასხვა ჯგუფის წევრები ხოცავენ ერთმანეთს  და ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი ათეული წელი და მან შეიძლება ჩაითრიოს მთელი თაობები. ფრანკი ფილიპინიდების და აგილოფინგების შურისძიება ასე გაგრძელდა თითქმის ორი საუკუნე თუმცა ის შერიგებებითაც წყდებოდა ხოლმე.


        საერთო ჯამში ღირსებაზე დაფუძნებული და სუსტი სახელმწიფოს მქონე საზოგადოება შეიძლება მშვიდობიანი იყოს თუ კი ყოველი წევრი იქნება უაღრე-
სად მშვიდი და დაფიქრებული რათა არ მიაყენოს შეურაცხყოფა არავის. ეს კარგად იციან ბარბაროსთა მეფეებმა და ამიტომ მიყავთ მათ თავისი მეომრები გარეთ საომრად ყოველ გაზაფხულს და ზაფხულს. საგარეო ომი ბარბაროსებისთვის არის შინაგანი დაძაბულობის განმუხტვის საშუალება. 


                  სუვერენი გამოსცემს ხოლმე შურისძიებათა ხელის შემშლელ კანონებს. ასე მაგალითად მეფე ეუბნება ხოლმე ქვეშევრდომებს რომ არაა აუცილებელი და სავალდებული დარტყმაზე დარტყმით და მკვლელობაზე მკვლელობით პასუხის გაცემა. შურისძიების მაგივრად შეიძლება მტრული ჯგუფისგან ფულის მიღებაც.  ამ ფულს უძახიან ვერგელდს,რაც ნიშნავს ადამიანის ფასს. საზოგადოდ ესაა მკვლელობის გამოსყიდვა.  მოკლულის ნათესავები იღებენ მკვლელის ფულს, აცხადებენ რომ ბარი ბარში არიან და უარს ამბობენ შურისძიებაზე.


                  ბარბაროსები თვლიან რომ ვერგელდის გადახდა საკმაოდ სტანჯავს მტრულ ჯგუფს და ამიტომ შესაძლებელია შურისძიების შეწყვეტა. 
                მეფე ყურადღებით ითვლის ამ ჯარიმა ვერგელდს იმიტომ რომ ჯგუფის სხვადასხვა წევრის სიცოცხლეს სხვადასხვა ფასი ედება. ასე მაგალითად ფრანკებში თავისუფალი მამაკაცის მოკვლა ღირს 200 ოქროს სუ.მაშინ როდესაც ახალგაზრდა ქალის მოკვლა ღირს 600 ოქროს სუ და მეტიც, თუ კი ის ფეხმძიმე იყო.  სამაგიეროდ მოხუცი მონის მოკვლა ჯდება რამოდენიმე ათეული ოქრო.


             
             
         
 ვერგელდი ძალიან მძიმე გადასახადია, ერთი ადამიანი მას ვერ აუვა და მას უნდა დაეხმარონ ოჯახის წევრები და მეგობრები. ისინი რა თქმა უნდა უკმაყოფილოები იქნებიან. მათ შეიძლება არ მოუნდეთ ქისის გახსნა და ერჩივნოთ დამნაშავის მოკვლა. მოკლედ ვერგელდი კარგად იცავს ადამიანს და მეფემ ეს იცის,ამიტომაა რომ ყველაზე მეტად აფასებს თავისი ახლო თანამებრძოლების სიცოცხლეს.


                   შეიძლება იყოს არაპირდაპირი საშუალებებიც. ვთქვათ ცხვრის ქურდობის შემთხვევაში ორი ადამიანი შეიძლება იფიცებდეს რომ უდანაშაულოა. ცხადია რომ ერთ-ერთი ტყუის,მაგრამ ვერ ხერხდება მატყუარას ამოცნობა. თუ გრაფი ვერ გადაწყვეტს საქმეს შეიძლება დაიწყოს შურისძიება. ეს რომ არ მოხდეს მეფე გრაფს აძლევს ორდალიის ანუ ღვთაებრივი სასამართლოს მოწყობის უფლებას. მოაქვთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბი რომლის ფსკერზეც არის ბეჭედი. საეჭვო პირებმა უნდა ჩაყონ ხელი მდუღარე წყალში და უდანაშაულოდ ცხადდება ის ვინც პირველი ამოიღებს ბეჭედს. 


                    ვოლტერი ფიქრობდა რომ ეს იდიოტობააა,მან დაწერა რომ ბარბაროსთა მართლმსაჯულება იყო ირაციონალური, მოძალადე და სრულიად უსამართლო იმიტომ რომ გამართლებული იყო ის ვინც უკეთესად უძლებდა ტკივილს, მაგრამ არც მასეა საქმე. 


               ეხლახანს დაადგინეს რომ ორდალია არც ისე სულელური რამე იყო. 


              ბარბაროსები ღრმად მორწმუნეები იყვნენ და მატყუარა მათი აზრით ჩადიოდა მკრეხელობას რომელიც ქურდობაზე ბევრად უფრო უარესი იყო. და ამის განცდა მას სტანჯავდა. როდესაც მას სთხოვდნენ  მდუღარე წყალში ხელის ჩაყოფას ის ქვაბთან მიახლოებისთანავე გრძნობდა ჯოჯოხეთის ცეცხლს.
              


         
              ამას გარდა ისტორიკოსებმა დაადგინეს რომ ეჭვმიტანილებს არ სთხოვდნენ ორდალიაში მონაწილეობას პროცესის დაწყებისთანავე. პირიქით,
გრაფი ითხოვდა ორდალიის დაწყებას ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ. განრისხებულმა ან ცხარე დისკუსიაში ჩართულმა ადამიანმა შეიძლება მოიტყუოს და ამით გააჩინოს მისი ოჯახის შურისძიების ციკლში ჩათრევის საფრთხე, მაგრამ დამშვიდების და შესაძლო შედეგებზე დაფიქრების შემდეგ ის მივა გრაფთან სიმართლის სათქმელად. დაადგინეს რომ გრაფების მიერ მოთხოვილი ორდალიები თითქმის არასდროს ტარდებოდა. ერთ-ერთი მხარე სწრაფად აღიარებდა თავის შეცდომებს. 


             ორდალიის გარდა ბურგუნდთა კანონები ითვალისწინებდნენ სასამართლო დუელს. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს მძიმე საქმის გამო უპირისპირდება გრაფმა მათ შეიძლება მოსთხოვოს სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა. ფაქტიურად ესაა უკანასკნელი,უძლიერესი მუქარა. გრაფი მათ ამით ეუბნება: "თუ კი იმდენად დებილები ხართ რომ მორიგება არ შეგიძლიათ ეს თქვენი საქმეა. ყველა შემთხვევაში ერთ-ერთი თქვენგანის სიკვდილის შემდეგ თქვენი ოჯახები იძულებული იქნებიან დაზავდნენ. ამდენად ჯობია ეხლავე დაზავება". უმრავლეს შემთხვევაში ეს ჭრის და ადამიანები არჩევენ კომპრომისზე მოლაპარაკებას. 


                         ამას გარდა უნდა ითქვას ისიც რომ ბარბაროსთა სახელმწიფო სუსტი კი იყო მაგრამ ის მაინც იყომ როგორც ეს იყო მეათე-მეთორმეტე საუკუნის საფრანგეთში.  მეფე ერევა საქმეში როდესაც შურისძიება იღებს უმსგავსო სახეს. 


            ასე მაგალითად 590 წელს,როდესაც ქალაქი ტურნეს ორი დიდი ოჯახი დაეტაკება ერთმანეთს დედოფალი ფრედეგონდ მათ იწვევს სანადიმოდ სასახლეში და სთავაზობს მათ შერიგებას. ერთმანეთს გადამტერებულ კლანებს ამის გაგონება არ უნდათ და დედოფალი გამოათრობს ოჯახების უფროსებს და მსახურებს უბრძანებს მათ დახოცვას. ესაა ძალადობის გაჩერების ძალიან ცხარე ხერხი, მაგრამ ბარბაროსების აზრით ის იძლევა სასურველ შდეგს.






                     7. ოჯახი : 


           ოჯახი ბარბაროსებში არის საზოგადოების ორგანიზაციის ფუნდამენტური ერთეული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათი ოჯახები დიდად განსხვავდება ჩვენი ოჯახებისგან. ზოგი ტექსტი ხაზს უსვამს გერმანიაში ნათესაური კავშირების მნიშვნელობას და ისტორიკოსები დიდხანს ფიქრობდნენ რომ ერთად ცხოვრობდა მრავალი ათეული ბიძაშვილ-მამიდაშვილი. სინამდვილეში ბარბაროსთა სახლები ჰგავს რომაელთა სახლებს.  ერთ ჭერს ქვეშ ცხოვრობენ დედ-მამა და პატარა ბავშვები. ბებია-ბაბუა და მარტოხელა დეიდა იშვიათად ცხოვრობენ მათთან. დაოჯახებული შვილები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები ცხოვრობენ გარეთ. 


                             ქორწილი:


                 ბარბაროსებში დაქორწინება სერიოზული საქმეა. ქორწილი ნიშნავს ორი ოჯახის გაერთიანებას. ქორწილმა,მაშ, შეიძლება შეარიგოს ერთმანეთზე გადამტერებული შურისმაძიებელი ჯგუფები. როგორც წესი მამები გადაწყვეტენ ქორწულებს. ქალიშვილს არა აქვს ხმის ამოღების უფლება და ვაჟიშვილის აზრის გაგება აუცილებელი არაა. 


                 ქორწილი ძვირადღირებული რამეა. როდესაც ქალიშვილის მამა დათანხმდება მის გათხოვებაზე საქმრომ საცოლის ოჯახს უნდა უძღვნას საკმაოდ დიდი თანხა რომელსაც ჰქვია მუნდ. ამით ის კისრულობს მომავალი მეუღლის დაცვას. ქორწილი არის დიდი დღესასწაული. დილით ქმარი მეუღლეს მიარქმევს საჩუქარს//გერმანულად მორგენგაბე,დილის საჩუქარი//. ესაა ფული ან ქონება რომელიც ქალს მისცემს არსებობის საშუალებას თუ კი ქმარი გარდაიცვლება


             უფულო და მდიდარი ასულის ცოლად მოყვანის მსურველი ამ ასულს უბრალოდ იტაცებს და მიჰყავს მეუღლე თავისთან. კანონი ამას კატეგორიულად კრძალავს იმიტომ რომ ასულის მამას არ მიუცია თანხმობა და არ მიუღია ფული,მაგრამ ტექსტების თანახმად ეს დრო და დრო ხდება.


             ქალთა გატაცებამ საშინელი რეპუტაცია შეუქმნა ბარბაროსებს. ვოლტერი შეძრწუნებული იყო-რა სამყარო იყო ის სადაც კაცებს ცოლების მოსაყვანად ქალების გატაცება სჭირდებოდათო. სინამდვილეში კი გატაცება ხშირად სულ სხვა რამეს ნიღბავდა. შეყვრებული ქალიშვილი თვითონ სთხოვდა საყვარელს მის გატაცებას. ზოგჯერ ეს გარეგნულად ყაჩაღური აქტი იყო გადამტერებული კლანის მშვიდობაზე დაყოლიების მცდელობა.  და მართლაც, ქორწილის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მამა და სიძე სიმბოლურად ეკუთვნიან ერთსა და იმავე ოჯახს და სიმამრი იძულებულია შეურიგდეს სიძეს მაშინაც კი როდესაც ის თავიდან არასუსრველი იყო. მეცხრე საუკუნეში ფლანდრიის გრაფმა ბოდუენმა გაიტაცა მეფე შარლ მელოტის ასული ივდითი,რომელიც სულაც არ შეეწინააღმდეგა ამ გატაცებას, და ასე დაუახლოვდა მეფეს. 


             მაგრამ ბარბაროსები ქალებს იტაცებენ მხოლოდ ყველა მოლაპარაკების უშედეგოდ დამთავრების შემდეგ. ქალიშვილებს ძალიან დარაჯობს მათი ოჯახი და გატაცების მრავალი მსურველი კვდება ან დაჭრილია გატაცების მცდელობისას. 




                      ანტროპონიმია :


           ბარბაროსებს არა აქვთ გვარიმაქვთ მხოლოდ  ორი ელემენტისგან შემდგარი სახელი. მაგალითად სახელი ბერნგარიუს მომდინარეონს ელემენტებისგან ბერნ და გარიუს. თუ კი ბატონი ბერნგარიუს დაქორწინდება ყმაწვილქალ ფრამენგილდისზე მათი შვილების სახელებისთვის ისინი შეცვლიან ელემენტებს. ვაჟიშვილს დაარქმევენ ფრამენგარიუსს და ქალიშვილს ბერნგილდისს. ქორწინება აერთიანებს ორ ოჯახს და ყოველმა მათგანმა შვილს უნდა გადასცეს თავისი სახელის ნაწილი რომელიც წარმოადგენს მისი საგვარეულო მეობის ნაწილს. 


              მაგრამ ელემენტების რაოდენობა შეზღუდულია და ვთქვათ ქალბატონ ფრამენგილდისს ჰყავს  და ადელგილდისი,მაშინ თავისი მეორე ვაჟიშვილისთვის ის ისესხებს დის სახელის ნაწილს და დაარქმევს  ადელგარიუსს. 


                გვარის არარსებობის პირობებში ეს სისტემა იძლევა პიროვნების საგვარეულის ამოცნობის საშუალებას. ისინი ვის სახელებშიც არის ელემენტები სიგ-,მერ-, თუ ჰლოტ ეკუთვნიან მეროვინგთა საგვარეულოს.


         სახელებს აქვთ მნიშვნელობა. ბერნ ნიშნავს დათვს და გარ შუბს. სახელი ბერნგარიუს ნიშნავს შუბს დათვისთვის. მაგრამ მე-6 საუკუნიდან ბარბაროსების მრავალი ოჯახი აღარ ლაპარაკობს გერმანულ ენებზე და ელემენტების ვარიაციები იძლევა გაუგებარ კომბინაციებს. ასე  მაგალითად უკვე ფრანკთა უკვე ნახსენები დედოფალი ფრედეგონდის სახელის მნიშვნელობაა ომი-მშვიდობა.


            შემდეგ სამეფო დინასტიები კი თავის შვილებს არქმევენ მათი ერთ-ერთი წინაპრის სახელს ელემენტების ვარიაციის გარეშე. ასე მაგალითად 470-ან წლებში ვიზიგოთების მეფე ერიკი 410 წელს რომის ამღები ალარიხის პატივისცემით თავის შვილს არქმევს ალარიხს. არისტოკრატიამ მიბაძამ ამ პრაქტიკას და 850 წლისთვის მთელი საზოგადოება უარს ამბობს სახელთა ვარიაციაზე.


                ბარბაროსული სახელები არ გამქრალა, შუა საუკუნეების ბოლოს მრავალი სახელი გადავიდა ახალ ეროვნულ ენებში. თეოდორიხი საფრანგეთში იქცა ტიერიდ და გემანიაში დიტრიხად. სახელი ბრუნო გერმანულად ნიშნავს ჯავშანს, ქალის სახელი გენოფევა იქცა ჟენევიევად და ქალის სახელი აეთელრედა ოდრიდ, და ა.შ.
ხშ
             ბავშვიდან სრულწლოვანამდე :


                მამა ბავშვებს ასწავლის მეომრის ხელოვნებას,იარაღის ხმარებას და დაყავს ისინი ნადირობაზე. ღარიბ ოჯახებში მამა შვილებს ასწავლის თავის ხელობას. წარჩინებულთა ბავშვებს აგრეთვე ასწავლიან ბარბაროსთა სამართალს და ადმინისტრაციას. დედა ქალიშვილებს ასწავლის საოჯახო საქმეების გაძღოლას,ანგარიშს,ქსოვას და ქარგვას. დედა ხშირად წერა-კითხვასაც ასწავლის თავის ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს. 


                   ამას გარდა შესაძლებელია სკოლაში სიარულიც.


 600 წლამდე გალიაში//ძველ საფრანგეთში// და ესპანეთში ისევ არის რომაული სტრუქტურები. შემდეგ შესანიშნავ განათლებას იძლევა მონატრები და ეპარქიები,მაგრამ ეს უფრო სასულიერი წოდებაში შესვლის მსურველებისთვისაა განკუთვნილი. 


          საუკეთესო განათლების მისაღებად უკეთესია მეფის სასახლეშხი მისვლა. იქ მეფე იღებს გონიერებით გამორჩეულ მოზარდებს. ისინი სასახლის ერთგვარი სტიპენდიანტები არიან. ისინი სწავლობენ სახელმწიფოს გაძღოლის მეცნიერებას და დიპლომატიას. მეფე აძლევს მათ საცხოვრებელს და საკვებს და ამიტომ მათ უწოდებენ "ნაკვებებს". სრულწლოვანები,ისინი, იღებენ მაღალ თანამდებობებს ადმინისტრაციაში.


             ნაკვებთა ამ სისტემით სარგებლობდა კარლოს დიდიც.




                     გავრცელებული იყო ბავშვების საშინელი სიკვდილიანობა. დაბადებიდან 5 წლამდე კვდებოდა ყოველი მესამე ბავშვი. საჭიროა თავის არიდება ახალგაზრდობის საფრთხეებისთვისაც. შურისძიები არ იყო დიდად მომაკვდინებელი, მაგრამ ომს შეუძლია საშინელი აოხრება. ასაკში შესვლამდე ადამიანი უნდა გადაურჩეს 1541-1592 წლებში ევროპის ამაოხრებელ ეპიდემიებსაც. შავმა ჭირმა ძალიან დააზარალა იტალია,ესპანეთი და ფრანკთა სამყაროს სამხრეთი ნაწილი. დაიღუპა ათეულობით ათასი ადამიანი,მათ შორის ბევრი ბავშვი. გოგოებისთვის,რომლებიც ხშირად ქორწინდებიან 12-15 წლის ასაკში,საშიშია ფეხმძიმობაც. ბევრი ბარბაროსი დედოფალი კვდება მშობიარობის შედეგად.


         მეორეს მხრივ ბარბაროსებს აქვთ მდიდარი და მრავალფეროვანი საჭმელი და ყავთ კომპეტენტური ექიმები. ამიტომ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ ღრმა მოხუცებამდე ცხოვრება. 


          ასე მაგალითად რომულუს ავგუსტულუსის მეფობამდე დაბადებული ერთი სარდალი ცოცხალი იყო იუსტინიანეს რეკონკისტის დროსაც. ის გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. რეიმსის ეპისკოპოსმა რემიმ კი ეპისკოპოსობის 74 წლის შემდეგ თითქმის ას წლამდე იცოცხლა. მას კიდევ შეეძლო წერა და პასუხის გაცემა კოლეგებისთვის რომლებიც მას ბრალად სდებდნენ უძლურებას! 





                     
                       8. ეს ცუდად დაწერილი თავია და უფრო მოკლედ.


                 ბარბაროსთა გაქრისტიანება: 


           ანტიკურ ხანაში ბარბაროსები წარმართები არიან, თუმცა მათი რწმენები არაა კარგად ცნობილი. ვიცით რომ ისინი არ იხევდნენ უკან ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის წინაშე. ფრიზონები მათ ბავშვებს ახრჩობდნენ ჩრდილოეთის ზღვაში. 


           ბურგუნდები მათ მეფეს სწირავდნენ მსხვერპლად თუ კი ის ვერ გაიმარჯვებდა ომში ან თუ მოსავალი ცუდი იყო.


             მაგრამ მეოთხე საუკუნის შუა ხანებში ვიზიგოთები,ოსტროგოთები,
მეხუთე საუკუნეში კი ვანდალები,ბურგუნდებიმსევები გაქრისტიანდნენ,თუმცა ისინი გახდნენ ქრისტიანობის მწვალებლური მიმდინარეობა არიანელობის მომხრეები. ფრანკები და ანგლო-საქსები წარმართები დარჩნენ. ევროპის ბარბაროსთა უდიდესი უმრავლესობა ერეტიკოსი არიანელი გახდა ამან დაძაბა მათი ურთიერთობა რომაელებთან.


                 არიელი ბარბაროსები ბატონობდნენ უმთავრესად კათოლიკე რომაელებზე და ურთიერთობები დაიძაბა. ბარბაროსებს მოუხდათ რთული არჩევანის გაკეთება.


                  ქცევის ერთი ფორმაა არაფრის კეთება.ეს უფრო ფრთხილია. ბარბაროსები შეადგენენ მოსახლეობის 5 პროცენტს.  რომაელების აჯანყება რელიგიური მოტივებით გაართულებს ვითარებას. ამის გამო ბურგუნდი თუ ვიზიგოთი სუვერენები იჩენენ დიდ შემწყნარებლობას. 


                 ზოგი ბარბაროსი ხალხი ცდილობს რომაელთა იძულებით გაარიელებას. აფრიკაში დამკვიდრებული ვანდალები ჩაგრავენ კათოლიკურ სამღვდელოებას მაგრამ როგორც ჩანს დიდი შედეგის გარეშე. 


                  დაბოლოს ბარბაროსმა მეფეებმა შეიძლება ჩათვალონ რომ არსებობს ორი ოფიციალური რელიგია-არიელობა ბარბაროსებისთვის და კათოლიკობა რომაელებისთვის. ოსტროგოთები ცდიან ამ გადაწყვეტას. მათი მეფე თეოდორიხ დიდი როგორც ბარბაროსი მეფე აფინანსებს არიელთა ეკლესიების მშენებლობას და ამავე დროს როგორც იტალიის მოკავშირე მეფე ის აფინანსებს რომის პაპის ქველმოქმედებას. ეს პოლიტიკა ბრწყინვალეა, მაგრამ იმისთვის რომ ის დიდხანს გაგრძელდეს მეფე დახვეწილი პოლიტიკოსი უნდა იყოს.


                     ეპისკოპოსთა ძალაუფლება:


         კათოლიკეთა ბელადი თეორიულად არის რომის პაპი,მაგრამ ბარბაროსების ხანაში ის სუსტია. კათოლიკური ეკლესიის ნამდვილი ხელმძღვანელები იმ დროს ეპისკოპოსები არიან. ეპისკოპოსები არიან ყველა ძველ რომაულ ქალაქში. რომის იმპერიის გაქრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ეპისკოპოსები. 


               ეპისკოპოსები ატარებენ წირვებს,კვებავენ ღარიბებს შეაკეთებენ ხოლმე მათი ქალაქების სიმაგრეებს, ატარებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმებების თაობაზე და აგვარევენ წვრილ სამოქალაქო საქმეებს. მეხუთე-მეექვსე საუკუნეების ეპისკოპოსთა უმრავლესობას ღირსეული ადამიანები შეადგენენ. ისინი ხშირად რომის ყოფილი სენატორები არიან და მოსახლეობა მათ პატივს სცემს,მით უფრო რომ მათ აქვთ სასწაულების მომხდენთა რეპუტაცია. მრავალ მათგანს გარდაცვალების შემდეგ წმინდანებად თვლიან. ბარბაროს სუვერენებს არ სურთ და არ სჭირდებათ ეპისკოპოსებთან დაპირისპირება,უკეთესია მათთან მოლაპარაკება და მორიგება. 
              


               
რელიგიურ პლანში კათოლიკეებს ცუდი ურთიერთობები უნდა ჰქონოდათ არიელ თუ წარმართ ბარბაროს მეფეებთან, მაგრამ ეპისკოპოსები ფიქრობდნენ რომ თემის ინტერესების დასაცავდ ზოგჯერ საჭიროა კომპრომისებზე წასვლა. 
           ასე მაგალითად მე-6 საუკუნის დასაწყისში არლის ეპისკოპოსი სეზარი ვერ იტანს არიელობას და წერს თხზულებებს მწვალებლობის წინააღმდეგ,მაგრამ ის რეგულარულად ეხმარება ბარბაროს მეფეებს. სამაგიეროდ ვიზიგოთები მას ანთავისუფლებენ გადასახადებისგან,ბურგუნდები უგზავნიან პურს ქალაქის გამოსაკვებად და ოსტროგოთები მას აძლევენ ვერცხლის უზარმაზარ ლანგარს. 
სეზარმა დაინახა რომ თანამშრომლობა დასავლეთის ახალ ბატონებთან სასარგებლოა. მეფეებმა კი იციან რომ მათ არ უნდა შეუშალონ ხელი ეპისკოპოსს ქადაგებაში ვინაიდან მისი ბრძოლა წარმართობასთან თეოლოგურია და არ ახდენს გავლენას პოლიტიკურ ერთგულებაზე. ბარბაროს მეფეს ქალაქზე გასაბატონებლად სჭირდება ეპისკოპოსის კეთილგანწყობა და ის მზადაა მის საყიდლად.


               მეფის მიერ დანიშნულმა გრაფმა ქალაქის თავისუფალი ადამიანები უნდა წაიყვანოს ომში,უნდა იაროს მეფის კარზე და ამიტომ ის ხშირად არაა ქალაქში. მისი შეცვლა შეიძლება, მან კარგად იცის ფისკალური სამართალი მაგრამ სუსტია სოციალურ საკითხებში. ეპისკოპოსი კი სიკვდილამდე ეპისკოპოსია და იშვიათად სტოვებს ქალაქს, ის წარმოშობით ქალაქიდანაა,მას იქვე ჰყავს ახლობლები და ნათესავები, რის გამოც მოსახლეობა მეფის მიერ დანიშნულ გრაფზე მეტად ენდობა ეპისკოპოსს.
            
             600 წლამდე ადამიანს შეუძლია დაქორწინება და შვილების ყოლა და შემდეგ შედგომა ბერად. ამიტომაა რომ კლერმონში,ლიმოჟში თუ სხვა ქალაქებში ეპისკოპოსობა თაობების მანძილზე გადადის მამიდან შვილზე.


                მეფე კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდება თუ კი ეპისკოპოსები აჯანყდებიან მის წინააღმდეგ. მას შეუძლია ჯარის გაგზავნა ეპისკოპოსების წინააღმდეგ,მაგრამ ეს იქნება ძალიან არაპოპულარული ზომა.  მაშ საჭიროა პრობლემისთვის გვერდის აქცევა. 


              ამას გარდა ბარბაროსული სახელმწიფოების დაარსების შემდეგ ბარბაროსთა მეფე ითვისებს ახალ ეპისკოპოსთა დანიშვნის მეთვალყურეობის უფლებას. თეორიულად ყოველი ქალაქი ირჩევს თავის წინამძღვარს მაგრამ მეფეს შუძლია მისი აზრით უღირსი ანუ მისთვის არასასიამოვნი კანდიდატის უარყოფა.


                   ასე ხდება დაუჯერებელი რამეები. 490 წელს ფრანკთა წარმართი მეფე კლოვისი ნიშნავს არასის ეპისკოპოსს. ათი წლის შემდეგ კათოლიკე სამღვდელოება ერეტიკოს მეფე თეოდორიხ დიდს სთხოვს ახალი პაპის დანიშნვას!




                             ეროვნული მოქცევები :


                  მაგრამ ბარბაროსი მეფეები ბოლოს და ბოლოს მიიღებენ კათოლიკობას.
500 წლისთვის მოინათლება კლოვისი, შემდეგ ბურგუნდთა მეფე უარყოფს არიანობას და გადავა კათოლიკობაში. 589 წელს ვიზიგოთთა მეფე უარყოფს თავისი ხალხის ძველ მწვალებლობას. ჩვენ არ ვიცით თუ რატომ გაკათოლიკდნენ ისინი. ეს უეჭველად იყო მათი პირადი გადაწყვეტილება. ცხადია რომ გაცილებით უფრო იოლია უმთავრესად კათოლიკეებით დასახლებული სახელმწიფოს მართვა როდესაც მეფეც კათოლიკეა. ეპიკოპოსებიც ბევრად უფრო დიდი ხალისით ემსახურებიან კათოლიკე მეფეს.


              მაგრამ საკითხავია თუ რატომ არ გაკათოლიკდნენ ბარბაროსები უფრო ადრე. ეს რთული საკითხია. 


              ბარბაროსი ხალხების ერთიანობა ძალიან სუსტი იყო და ბარბაროსებად ცნობილებს შორის დამალული იყო ბევრი ყოფილი და ბარბაროსად შენიღბული რომაელი, რომის მძიმე გადასახადებისაგან თავის დასაღწევად გაბარბაროსებული რომაელები და მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს რომ დასავლეთ ევროპაში პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლების მქონე პირები ძნელად თუ განსხვავდებოდნენ იმ რომაელებისგან რომლებზეც ბატონობდნენ.
ისინი შეიძლება შთანთქას მასამ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მიმართავენ იმას რასაც სპეციალისტები უწოდებენ განსხვავების სტრატეგიას. რელიგიური განსხვავება ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა. 


        კათოლიკეები უარს ამბობენ დაქორწინებაზე წარმართებთან და ერეტიკოსებთან, მათ არ უნდათ წარმართებთან და ერეტიკოსებთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა და ჭამა. ამ სეგრეგაციის მეშვეობით ბარბაროსებს შეუძლიათ თავისიანების წრეში ყოფნა. მათ აღიარებენ რომაელებისგან განსხვავებულ ჯგუფად


                    მაგრამ გაკათოლიკების შემდეგ ბარბაროსებმა გარკვეულად დაკარგეს თავისი ბარბაროსობა. მაგრამ ეს გაკათოლიკება მოხდა ძალიან გვიან,500 680 წლებს შორის და მაშინ როდესაც ბარბაროსად ყოფნა უფრო პრესტიჟული იყო ვიდრე რომაელობა. მოქცევა შესაძლებელს ხდის მოსახლეობათა შერწყმას,მაგრამ ეს ხდება ბარბაროსთა სასარგებლოდ. 


            ასე მაგალითად 589 წელს ვიზიგოთთა მეფე რეკარედმა გადაწყვიტა გაკათოლიკება. შეიძლებოდა ფიქრი რომ ამიერიდან ესპანელი ვიზიგოთები რომაელები გახდებოდნენ, მოხდა სრულებით საწინააღმდეგო რამ: 630 წლისთვის ნახეს რომ ესპანეთის ყველა მკვიდრი ამიერიდან თავს ვიზიგოთად თვლის. ნოქცევამ შესაძლებელი გახადა ახალი ერის გაჩენა. ეს ახალი ერი ატარებს ბარბაროსი ხალხის სახელს მაგრამ ძირითადად შედგება რომაელებისგან. 


        გაკათოლიკებულ ხალხებს აღარ თვლიან ბარბაროსებად. მოქცევამ ისინი არც მოსპო და არც გათქვიფა ადგილობრივ მოსახლეობებში. მოქცევამ მათ ნისცა ახალი შერწყმული ცივილიზაციის შექმნის საშუალება. და ამ უკანასკნელს უწოდებენ შუა საუკუნეების საქრისტიანოს.


                   ამ ახალ სამყაროში სიტყვათა მნიშვნელობა შეიცვალა. მერვე საუკუნიდან ბარბაროსი აღარაა ის ვინც არ ლაპარაკობს ლათინურად თუ ბერძნულად. ბარბაროსია ის ვინც არაა კათოლიკე. 


                 ცნობიერების ამ ევოლუციიდან ყველაზე მეტად მოიგეს ფრანკებმა. მათი სუვერენები თავს თვლიან ეკლესიის და რომის პაპის მთავარ მფარველებად. როგორც ასეთებს მათ შეუძლიათ რომაული და გერმანული სამყაროების საბოლოო გაერთიანება. 


                     800 წლის შობა დღეს ფრანკთა მეფე კარლოს დიდმა მოითხოვა რომის იმპერატორის წოდება რომელიც აღარავის უტარებია 476 წლის შემდეგ. 


                 ის თავის თავს უწოდებს კარლოსს,ღვთის მადლით ფრანკთა და ლომბარდთა მეფეს,რომაელთა იმპერატორს. 


                 კარლოს დიდი არ უარყოფს თავის ბარბაროსულ წარმომავლობას,მაგრამ ის ქრისტიანია და ამიტომ მისი აზრით ის განასახიერებს ცივილიზაციის მწვერვალს. 


               9.


              ახალი ბარბაროსები:


    მერვე საუკუნის დასასრულისთვის დასავლეთ ევროპის ხალხები კათოლიკეები არიან. რომაელებთან შერეულნი,ისინი ქმნიან დღესაც არსებული ქვეყნების ჩანასახებს. ფრანკთა სამეფო საფრანგეთის საწყისია. ინგლისის საწყისია ანგლო-საქსთა სამეფო. 


          დასავლეთ ევროპაში ბარბაროსები აღარ არიან. მაგრამ ბარბაროსებათ თვლისნ გარეშე ხალხებს.


            სკანდინავები წარმართები რჩებიან 1000 წლამდე და ფრანკი და ანგლო-
საქსი ავტორები მათ ბარბაროსებად  თვლიან. მით უფრო რომ ვიკინგები აოხრებენ ევროპას და განსაკუთრებით მონასტრებს. ამავე მიზეზით კარლოს დიდი აცხადებს რომ საქსები ველურები არიან. კარლოს დიდი ცივილიზაციის და საქრისტიანოს სახელით დაიპყრობს მათ ქვეყანას და მოაქცევს მათ. შემდეგ ბარბაროსებად აცხადებენ სლავებს. გერმანიის იმპერატორები ცივილიზაციის დროშით ცდილობენ მათ დაპყრობას.


           ერთ ხანს ბარბაროსებად თვლიდნენ მაჰმადიანებსაც. 


            ევროპელები კარგად არ იცნობენ ისლამს. მე-11 საუკუნეში,როდესაც დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები, ბევრი ჯერ კიდევ ფიარობს რომ ლაპარაკია წარმართობია რაღაც ფორმაზე თუ ძალიან უცნაურ ქრისტიანულ მწვალებლობაზე. მვაროსნული ომების დროს მაჰმადიანებს ხშირად მოიხსენებენ ბარბაროდებად. მაგრამ მე-13 საუკუნიდან შეხვედრები გახშირდა ევროპელებს შეშურდათ მაჰმადიანთა მეცნიერებისა. თვითონ ჯვაროსნებიც ისწავლიან მოწინააღმდეგეთა პატივისცემას და იზიარებენ მათთან ერთად გარკვეულ ღირებულებებს. მაშინ მაჰმადიანებს  ახსენებენ როგორც ორგულებს და ბარბაროსებად თვლიან წარმართებს. 


           ებრაელები იყვნენ რომის იმპერიის მოქალაქენი და მათ შეინარჩუნეს თავისი პრივილეგიები. ვიზიგოთი მეფეები მათ სდევნიდნენ მე-7 საუკუნეში,მაგრამ ნამდვილი ბარბაროსები ებრაელთა მფარველები იყვნენ. შემწყნარებლობის ეს რეჟიმი შეწყდა მე-11 საუკუნიდან, მაგრამ ქრისტიანებმა იციამ რომ ებრაელები კითხულობენ ძველი აღთქმის წიგნებს და ამდენად ისინი ხედავენ ებრაელების განსხვავებას მაგრამ არ თვლიან მათ მთლიანად უცხოებად. 


                      ცნება ბარბაროსის ხმარება სალანძღავ სიტყვად განახლდა მე-16 საუკუნიდან როდესაც აღორძინების ხანის იტალიის ინტელექტუალებმა რომლებსაც ჰუმანისტებს ვუწოდებთ მოისურვეს ანტიკურ ხანასთან დაბრუნება ხელოვნების და პოლიტიკის სფეროში. მათი აზრით ბარბაროსებმა მოსპეს რომის იმპერიის კულტურული მემკვიდრეობა. მათი მტკიცებით რომის ძეგლები დაანგრიეს ვიზიგოთებმა.


                  ეს კი ტყულია. მართალია რომ ისინი 410 წელს სამი დღის მანძილზე ძარცვავდნენ რომს,მაგრამ მათ არ სიამოვნებდათ ქანდაკებებისა და ტაძრების ნგრევა. რომის ძეგლები დაანგრიეს თვითონ რომაელებმა რომლებმაც ისინი გადააქციეს ქვის სამტეხლოებად და ძეგლების ქვებს იყენებდნენ საკუთარი სახლების ასაშენებლად. 


              მაგრამ იტალიელი ჰუმანისტების თვალსაზრისმა გაიმარჯვა და ბარბაროსს უწოდებენ "ბარბაროსობათა" ჩამდენს ანუ მკვლელსა და მოძალადეს.


         მე-18 საუკუნის სწავლულები კი ისევ კითხულობენ ტექსტებს რომლებშიც კათოლიკე ეპისკოპოსები ჩივიან ვანდალების ძალადობის გამო. სწავლულებმა მაშინ დაასკვნეს რომ ამ ბარბაროსებმა ააოხრეს რომაული აფრიკა//მაშინ როდესაც ისინი კარგად უვლიდნენ მათ ხელში მყოფ ქალაქებს//. 


              ასე მოხდა რომ ვანდალებს შეცდომით უწოდებენ იმათ ვინც ყველაფერს აოხრებენ უტვინობით ან ფანატიზმის შედეგად. 


                1794 წელს აბე გრეგუარმა შექმნა ცნება ვანდალიზმი რითაც გააპროტესტა საფრანგეთის რევოლუციის მომხრეების მიერ ეკლესიის ქონებისა და სამეფოს სიმბოლოების მოსპობა.


                    მე-16 საუკუნის იტალიელებს ეჯავრებოდათ დიდი ფრანგული კათედრალები იმიტომ ისინი არ გავდნენ ანტიკურ ტაძრებს. მათი აზრით ამ საზიზღარი სტილის შექმნა შეეძლოთ მხოლოდ გოთების ნაირ ბარბაროსებს. 


               აი რატომ უძახიან დღეს გოთურ ტაძრებს მე-12 და მე-13 საუკუნეთა ეკლესიებს რომლებსაც ვერ ნახავდა ვერც ერთი ვიზიგოთი თუ ოსტროგოთი. 


        


    ისივინი ვინც თავის თავის ცივილიზებულ ხალხად თვლის დღეს ბარბაროსებს უძახიან იმათ ვისაც მათი აზრით არა აქვთ ლოღიკურად აზროვნების უნარი.
         მართალია რომ ზოგჯერ ბარბაროსებს უწოდებენ ნამდვილად სასტიკ და მოძალადე ადამიანებს,მაგრამ ხშირად ესაა პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის  სახელის გატეხის,მათი დისკრედიტაციის საშუალება. 


             ხშირად ჩვენს მიერ სხვათა შეფასება დამოკიდებულია ჩვენს მსოფლმხედველობაზე,


          მე-16 საუკუნეში ფილოსოფოსმა მომტენმა ნახა ამერიკელი ინდიელები და გაოცდა. ინდიელები რომლებიც მას წარმოედგინა წარმართ კაციჭამია ბარბაროსებად აღმოჩნდნენ თავისებურად ბრძენი, მისი სიბრძნისგან განსხვავებული , მაგრამ ასევე ღრმა სიბრძნის მქონე ადამიანები. 


   მონტენმა დაასკვნა:"ბარბაროსობას ყველა უწოდებს იმას რაც არაა მისი წეს-ჩვეულება".


               
                




                    
   

No comments: