1.08.2012

მიხაილ ბულგაკოვი და მისი რომანი "ოსტატი და მარგარიტა"

ავტორი დოვლატოვი სერგეი დონატოვიჩი, „ინოსტრანკა“.
Довлатов Сергей Донатович «Иностранка»
http://www.bulgakov.net.ru/llb-op-author-219/ 
შავ თეთრი სურათები არის სერგეი ალიმოვის სურათები მულტფილმისათვის. 

დიდი რუსი მწერალია და ღირს მისი გახენება.


1920-1930-ანი წლების ყველა მწერალიდან რუსეთის საზოგადოებრივ მეხსიერებაში ალბათ ყველაზე მეტად რჩება მიხაილ აფანასიევიეჩ ბულგაკოვი. რჩება არა მხოლოდ თავისი 
Fichier:Bulgakov1910s.jpg
მიხეილ ბულგაკოვი,
 1910.
ბიოგრაფიით, საიდანაც ჩვეულებრივ იხსენებენ მის მიერ სტალინისთვის მიწერილ წერილებს და ერთადერთ სატელეფონო საუბარს ტირანთან,არამედ მისი გენისლური ნაწარმოებებით რომლებიდანაც მთავარი არის "ოსტატი და მარგარიტა". მკიტხველთა ყოველ ახალ თაობას რომანი ეხსნება ახალი წახნაგებით...

რომანის გამოცანების ასახსნელად კრიტიკოსები იხსენებ გოგოლს. ბულგაკოვი "მკვდარი სულების" ავტორ გოგოლს თვლიდა თავის მასწავლებლად. მაგრამ კრიტიკოსების აზრით ბულგაკოვის წინამორბედები გოგოლის გარდა არიან დოსტოევსკი, სალტიკოვ-შჩედრინი, ბელი, მაიაკოვსკი //როგორც დრამატურგი//, საზღვარგარეთიდან პირველ რიგში ჰოფმანი, სამყაროს როგორც არარეალურობის აღმდგენი გერმანელი რომანტიკოსი. უეჭველია რომ ეს სია გაგრძელდება.
დღემდე ვერავის აუხსნია თუ რას წარმოადგენს სატირული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და ერშალაიმის თავებში ეპიკური რომანი "ოსტატი და მარგარიტა". მას განიხილავდნენ როგორც მსოფლიო ლიტერატურული განვითარების შედეგს,როგორც კონკრეტულ გამოხმაურებას 1920-1930-ანი წლების მოვლენებზე, როგორც მწერლის წინა ნაწარმოებების იდეების კონცენტრაციას.



 თვითონ ბულგაკოვი კი სიკვდილის წინათგრძნობისას ამ რომანს თვლიდა მწუხრის უკანასკნელ რომანად, ანდერძად, თავის მთავარ მიმართვად კაცობრიობისადმი.  ყველაზე საოცარი ისაა რომ ბულგაკოვი ამ რომანს წერდა თავისთვის,უჯრაში ჩასადებად, ისე რომ არ იყო დარწმუნებული ამ შედევრის გამოქვეყნების შესაძლებლობაში.

რომანი მაინც გამოიცა სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1966 წელს, ჟურნალი
"მოსკვას"მე-11 ნომერში.
ეხლა ცოტა რამე ვთქვათ თვითონ მიხაილ ბულგაკოვზე:
     1.-მ.ა. ბულგაკოვის პიროვნება:
დღემდე უცნობია ბულგაკოვის პოლიტიკური \სეხედულებები,მისი დამოკიდებულება რელიგიასთან, ეს\ტეტიკური პროგრსმს. მისი ცხოვრება თითქოს შედგებოდა 3 ნაწილისგან და ყოველი მათგანი რაღაცითაა შესანიშნავი. 1919 წლამდე ის ექიმია და მხოლოდ თავს ცდის ლიტერატურაში. 1920-ან წლებში ბულგაკოვი უკვე პროფესიული მწერალი დადრამატურგია  და პურის ფულს შოულობს ლიტერატურული შრომით. "ტურბინების დღეებმა" მას მოუპოვა ხმაურიანი,მაგრამ სკანდალური სახელი. 1930-ან წლებში მიხაილ აფანასიევიჩი თეატრალური მოსამსახურეა იმიტომ რომ აღარ შეუძლია თავის რჩენა პროზის პუბლიკაციებით და პიესების დადგმით. ამ დროს წერს ის თავის უკვდავ და მთავარ შედევრს "ოსტატი და მარგარიტა". 

ბულგაკოვი იყო საბჭოთა ხანის ფენომენალური მოვლენა. მას ბავშვობიდან ეჯავრებოდა წერა "სოციალური დაკვეთით" მაშინ როდესაც კონიუნქტურშჩინა და შიში ღუპავდა ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანებს. თვითონ ბულგაკოვი დარწმუნებული იყო იმაში რომ არასოდეს იქნებოდა მეხოტბე და დაშინებული ლაქია. 


1930 წელს მთავრობისადმი მიწერილ წერილში მან აღიარა:" მე არასოდეს მიცდია კომუნისტური პიესის დაწერა იმიტომ რომ ვიცოდი რომ ასეთი პიესა არ გამომივიდოდა".

ეს წარმოუდგენელი სითამამ როგორც ჩანს გამოიწვია იმან რომ ბულგაკოვს არასოდეს დაუხევია უკან შემოქმედებითი პოზიციებიდან,იდეებიდან და ინარჩუნებდა თავის მეობას ცხოვრების უმძიმეს წუთებში. ასეთი წუთები კი ბევრი იყო. მან სრულად განიცადა სტალინის დროსი ძლიერი ადმინისტრეტიულ-ბიუროკრატიული სისტემის ზეწოლა. ებრძოდნენ მის მრავალ შემოქმედებით და ცხოვრებისეულ მიდგომას. ბულგაკოვის ცხოვრებაში იყო ხანგრძლივი კრიზისები როდესაც მის ნაწარმოებებს არ ბეჭდავდნენ და პიესებს არ დგავდნენ. მას არ აძლევდნენ მის საყვარელ მხატში მუშაობის უფლებას. 

იმაზე თუ ვინ იყო მისი მთავარი მტერი ბულგაკოვმა დაწერა ვ.ვ. ვერესაევისადმი მიწერილ წერილში: "... და უცებ გონება გამინათდა! გამახსენდა გვარები!- ა.ტურბინი, კალსონერი, როკკი და ხლუდოვი //"რბოლიდან"//. აი ჩემი მტრები!არაა შემთხვევითი რომ უძილობის დროს მოდიან და მეუბნებიან: "შენ გაგვაჩინე და ჩვენ ყველა გზას გადაგიკეტავთ. იწექი,ფანტასტო,ჩახერგილი პირით. მაშინ გამოდის რომ ჩემი მთავარი მტერი მე თვითონ ვარ"... არა ცენზურა,არა ბიუროკრატია,არა სტალინი...

სტალინთან ბულგაკოვს ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულებები. ბელადი აკრიტიკებდა მის მრავალ ნაწარმოებს და პირდაპირ მიანიშნებდა მათში ანტისაბჭოთა აგიტაციის არსებობაზე. ამის მიუხედავად ბულგაკოვი არ გადაუსახლებიათ საშინელ ბანაკებში. ის გარდაიცვალა არა ციხეში არამედ საკუთარ ლოგინში მამამისისგან მემკვიდრეობით მიღებული მეფროსკლეროზისგან//თუმცა იმ დროს აპატიმრებდნენ გაცილებით უფრო ნაკლებ რამეზე//.

ბულგაკოვმა იცოდა რომ საბჭოთა კავშირში მას არ ელოდა ბრწყინვალე ლიტერატურული მომავალი,მის ნაწარმოებებს მუდამ საშინლად აკრიტიკებდნენ. მას დაემართა ნერვიული აშლილობა და სტალინს მიმართა გახმაურებული წერილით:

"...მე მოგმართავთ და გთხოვთ შუამდგომლობას საბჭოთა მთავრობასთან რათა მე და ჩემი მეუღლე ლ.ე.ბულგაკოვა, რომელიც ამ თხოვნას უერთდება, გაგვაძევონ საბჭოთა კავშირიდან":

ბულგაკოვს თავისებურად უყვარდა სამშობლო,ვერ წარმოედგინა ცხოვრება საბჭოთა თეატრის გარეშე,მაგრამ,ერთხელ მან თქვა: "არ არსებობს გაჩუმებული მწერალი. თუ კი გაჩუმდა ესე იგი არ იყო ნამდვილი მწერალი. თუ კი ნამდვილი მწერალი ჩუმდება ის იღუპება".


მაშ რატომ არ მოსპო ბელადმა ანტისაბჭოთა "ბურჟუაზიული მწერალი" ბულგაკოვი? ამბობენ რომ  სტალინზე იმოქმედა ბულგაკოვის დიდმა მომხიბლაობამ და იუმორის გრძნობამ. ამას გარდა სტალინს მოსწონდა ბულგაკოვი როგორც დრამატურგი. "ტურბინთა დღეები" მან 
15-ჯერ ნახა ! 

მიხაილ აფანასიევიჩის მეუღლე ლ.ე.ბელოზერსკაია შემდეგნაირად აღწერს ბულგაკოვს მასთან პირცელად შეხვედრისას: "ყურადღებას იპყრობდა მისი ცოცხალი ენა,ოსტატური დიალოგი და არამომაბეზრებელი იუმორი... ჩემს წინ იყო 30-32 წლის მამაკაცი,ღია ფერის კარგად დავარცხნილი თმებით,ცისფერთვალებიანი,სახის არასწორი ნაკვთებით...ლაპარაკისას ჭმუხნის შუბლს. მაგრამ სახე საერთოდ მიმზიდველია,მრავალი შესაძლებლობის მქონე,სხვადასხვა გრძნობის გამოხატვის უნარის მქონე სახე.
დიდი ხნის წვალების შემდეგ მივხვდი რომ მიხაილ ბულგაკოვი ჰგავს შალიაპინს!"

ასეთი იყო მ.ა. ბულგაკოვი.ექიმი,ჟურნალისტი,პროზაიკოსი,დრამატურგი, რეჟისორი,წარმომადგენელი ინტელიგენციის იმ ნაწილისა რომელსაც არ დაუტოვებია ქვეყანა ძნელ წლებში და ცდილობდა შეცვლილ პირობებში თავისი სახის შენარჩუნებას. ექიმად მუშაობისას ის გაიტაცა მორფიმ,მან სამოქალაქო ომი გადაიტანა მშობლიურ ქალაქ კიევში და ჩრდილოეთ კავკასიაში, მან გადაიტანა ლიტერატურული დევნა და ამ პირობებში შექმნა შედევრები რომლებსაც გატაცებით კითხულობენ მთელს მსოფლიოში. ანა ახმატოვამ ბულგაკოვს უწოდა გენიოსი და მიუძღვნა მას ლექსი.

            2. "ოსტატი და მარგარიტა": 
 ცოტა რომანს თუ გამოუწვევია იმდენი კამათი რამდენიც გამოიწვია ამ რომანმა. კამათობენ მოქმედი პირების პროტოიპებზე,სიუჟეტის ამა თუ იმ შემადგენელი ნაწილის წიგნიერ წყაროებზე,რომანის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ფესვებზე,იმაზე თუ ვინაა ნაწარმოების მთავარი გმირი-ოსტატი, ვოლანდი, იეშუა თუ ივან უსახლკარო //მიუხედავად იმისა რომ ავტირმა სრულებით ცხადად გამოხატა თავისი პოზიცია იმით რომ მე-13 თავს დაარქვა გმირის გამოჩენა//. დაბოლოს კამათობენ რომანის ჟანრის შესახებ. ამ უკანასკნელის ცალსახად განსაზღვრა შეუძლებელია.  

საკმაოდ ხშირად რომანს თვლიან სიმბოლისტურ, პოსტსიმბოლისტურ თუ ნეორომანტიულ ნაწარმოებად. ამას გარდა მას შეიძლება ეწოდოს პოსტრეალისტური თხზულებაც...

საბჭოთა ყოფაში ღრმად აღწევს ჯოჯოხეთური ფანტასტიკა. რომანის ჟანრის მრავალპლანიანობის წინაპირობა შეიძლება იყოს ის რომ თვითონ ბულგაკოვმა დიდხანს ვერ განსაზღვრა რომანის საბოლოო სიუჟეტი და სახელი. არსეობდა რომანის 3 რედაქცია რომლებშიც იყო სახელების შემდეგი ვარიანტები: "შავი ჯადოქარი", "ინჟინერის ჩლიქი", "დიდი კანცლერი", "აი მეც", "ჟონგლიორი ჩლიქით", "სატანა", "ქუდი ბუმბულით", "შავი ღვთისმეტყველი", "გასტროლი( ვოლანდის ?), და ა.შ...

ერთი წლის შემდეგ კი გაჩნდა დღევანდელი სათაური "ოსტატი და მარგარიტა".

უნდა ითქვას რომ რომანის დაწერისას ბულგაკოვი სარგებლობდა რამოდენიმე ფილოსოფიური თეორიით: მათზეა დაფუძნებული ზოგი კომპოზიციური მომენტი,მისტიკური ეპიზოდები და ერშალაიმის თავების ეპიზოდები. 

იდეათა უმრავლესობა მწერალმა აიღო მე-18 საუკუნის უკრაინელი ფილოსოფოსი გრიგოლ სკოვოროდასგან. რომანში ხდება სამი სამყაროს ურთიერთქმედება: ადამიანურის//ყველა ადამიანი რომანში//,ბიბლიური//ბიბლიური პერსონაჟები// და მთაავარი სამყაროს-კოსმიურის //ვოლანდი და მისი ამალა//.

სკოვოროდას სამი სამყაროს თეორიის თანახმად ყველაზე მთავარია კოსმიური სამყარო, სამყარო,ყოვლისმომცველი მაკროკოსმი. სხვა ორი სამყარო კერძოა. ერთი მათგანია ადამიანური სამყარო,მიკროკოსმი, მეორეა-
სიმბოლური-ბიბლიური სამყარო. 

ყოველ სამყაროს აქვს ორი ბუნება,ხილული და უხილავი. სამივე სამყარო ნაქსოვია სიკეთისგან და ბოროტებისგან და ბიბლიური სამყარო სკოვოროდასთან არის მაკროკოსმის და მიკროკოსმის ხილულ და უხალავ ბუნებათა დამაკავშირებელი რგოლი. 

ადამიანს აქვს ორი სხეული და ორი გული: ხრწნადი და მარადიული,მიწიერი და სულიერი. ეს ნიშნავს იმას რომ არის ადამიანი "გარეგანი" და არის ადამიანი "შინაგანი". და უკანასკნელი არ იღუპება, ის უბრალოდ კარგავს თავის მიწიერ სხეულს. 

რომანში "ოსტატი და მარგარიტა " ორმაგობა გამოიხატება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში და დიალექტიკურ ურთიერთობაში //ესაა რომანის მთავარი პრობლემა//. სკოვოროდას თანახმად სიკეთე ვერ იარსებებს ბოროტების გარეშე.ადამიანები უბრალოდ ვერ გაიგებენ რომ ეს სიკეთეა. როგორც უთხრა ვოლანდმა ლევი მათეს:"რას იზამდა შენი სიკეთე რომ არ არსებობდეს ბოროტება და რას დაემსგავსებოდა დედამიწა მისგან რომ გაქრეს ყველა ჩრდილი?",

უნდა იყოს სიკეთისა და ბოროტების გარკვეული წონასწორობა რომელიც მოსკოვში მკვეთრად დაირღვა ბოროტების სასარგებლოდ და ვოლანდი მოვიდა ბოროტების დასაჯელად და ამით წონაწორობის აღსადგენად.

ვოლანდი და მისი კარისკატა ბეჰემოტი
 დაჰყურებენ ბოროტების ხელში
ჩავარდნილ ბოლშევიკურ მოსკოვს
               
რომანის სამნაწილედობა შეიძლება შეეფარდოს ცნობილი რუსი რელიგიური ფილოსოფოსი,ღვთისმეტყველი და მათემატიკოსი პ.ა.ფლორენსკის//1882-
1937// შეხედულებებს რომელთა თახმადაც სამნაწილედობა არის არსებობის ყველაზე ზოგადი დამახასიათებელი ნიშანი,რაც უკავშირდება ქრისტიანულ სამებას. ის ასევე წერდა რომ ჭეშმარიტება არის ერთიანი არსი სამი იპოსტასით. 

რომანის კომპოზიცია შედგება სამი პლასტისგან,რომელთაც მივყავართ რომანის მთავარ იდეასთან- ადამიანი ზნეობრივად პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე,რომ ყველა ადამიანს ყოველთვის უნდა სურდეს ჭეშმარიტების წვდომა. 

ბულგაკოვის შემოქმედების უკანასკნელმა გამოკვლევებმა გააჩინა აზრი რომ რომანის ფილოსოფიურ კონცეფციებზე გავლენა ასევე მოახდინა ზიგმუნდ ფოიდის შეხედულებებმა, მისმა ნაშრომმა "მე და ის", მეს, იმის და მე-იდეალის გამოყოფამ ადამიანში.  

რომანის კომპოზიციას ქმნის  სამი ერთმანეთთში უცნაურად ჩახლართული სიუჟეტური ხაზი. ყოველ მათგანში თავისებურად გარდატყდა ფროიდის წარმოდგენა ადამიანის ფსიქიკაზე: 

ბიბლიურ თავებში მოთხრობილია მე-იდეალის //სიკეთისაკენ, ჭეშმარიტებისკენ, მხოლოს სიმართლის თქმისკენ სწრაფვის// განმასახიერებელი იეშუა გა-ნოცრის ცხოვრება და სიკვდილი.

 მოსკოვის თავებში ნაჩვენებია ადამიანთა ქვენა, მდაბალი ვნებების, უხამსი ავხორცობის მამხილებელი იმის //ვოლანდი და მისი ამალა// თავგადასავლები.

და ვინ განსახიერებს მეს? ოსტატის ტრაღედიაა საკუთარი მეს,მეობის დაკარგვა. "მე ეხლა არარაობა ვარ...მე არა მაქვს ოცნებები, და შთაგონებაც არ მაქვს.. მე გამტეხეს, მე მოწყენილი ვარ და მინდა სარდაფში ყოფნა", ამბობს ის. 

როგორც ჭეშმარიტად ტრაღიკული გმირი ოსტატი დამნაშავეცაა და არცაა დამნაშავე. მარგარიტას დახმარებით უწმინდურ ძალასთან გარიგებით "მან არ დაიმსახურა ნათელი, მან დაიმსახურა სიმშვიდე",მე-იდეალისა და იმის სასურველი წონასწორობა. 

 რომანის იდეისა და პრობლემების საბოლოოდ გასარკვევად აუცილებელია მოქმედი პირების,ნაწარმოებში მათი როლის და ისტორიაში,ლიტერატურაში თუ ავტორის ცხოვრებაში პროტოტიპების უფრო დაწვრილებით განხილვა.

3. რომანის მთავარი გმირები:

ა- იეშუა და ვოლანდი:
რომანში "ოსტატი და მარგარიტა" სიკეთისა და ბოროტების ორი მთავარი ძალა,რომლებიც ბულგაკოვის თანახმად დედამიწაზე წონაწორობაში უნდა იყვნენ,განსახიერებული არიან იეშუა გა-ნოცრიში რომელიც სახით ახლოსაა ქრისტესთან და ადამიანის სახის მქონე სატანა ვოლანდში. ბულგაკოვს როგორც ჩანს სურდა იმის ჩვენება რომ სიკეთე და ბოროტება არსებობენ დროის გარეთ და ადამიანები მათი კანონების შესაბამისად ცხოვრობენ ათასწლეულების მანძილზე და იეშუა მოაქცია ახალი დროის დასაწყისში,ოსტატის გამოგონილ შედევრში, ხოლო მკაცრი მსაჯული ვოლანდი 1930-ანი წლების მოსკოვში.


ვოლანდი დედამიწაზე მოვიდა ჰარმონიის აღსადგენად იქ სადაც ის დარღვეული იყო ბოროტების,მათ შორის მოსკოვის წამლეკავი ტყუილის,სისულელის,პირფერობის ,და ბოლოს,ღალატის სასარგებლოდ. დედამიწა თითქოს იმთავითვე მტკიცედ დადგინდა ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის და იქ უნდა იყოს სიკეთისა და ბოროტების წონასწორობა,ხოლო თუ კი დემიწის მცხოვრებნი შეეცდებიან ამ ჰარმონიის დარღვევას, ნაშინ სამოთხე ან ჯოჯოხეთი//გაანია საით გადახრიან ადამიანები მათ სახლს// შთანთავენ დედამწას,გააქრობენ მას. დედამიწა შეუერთდება იმ სამეფოს რომელსაც თავისი მოქმედებებით დაიმსახურებენ მისი მკვიდრები.  

როგორც სიკეთე და ბოროტება, იეშუა და ვოლანდი ერთმანეთთან შინაგანად არიან დაკავშირებუკლნი  და დაპირისპირებისას არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე არსებობა. ეს გავს იმას რომ შავის გარეშე არ გვეცოდინებოდა თუ რაა თეთრი, რომ ღამის გარეშე არ გვეცოდინებოდა თუ რაა დღე. ...

ვოლანდის კარისკატა ბეჰემოტი 

ელის ტრამვაის

 დიალექტიკური ერთობა, სიკეთისა და ბოროტების ურთიერთშემავსებლობა ყველაზე სრულად იხსნება იმაში რასაც ვოლანდი ეუბნება ლევი მათეს, რომელიც არ მიესალმა "ბოროტების სულსა და ჩრდილების მბრძანებელს": 

"შენ შენი სიტყვები წარმოთქვი ისე თითქოს არ აღიარებ ჩრდილებს, და ასევე ბოროტებას. იქნებ ინებო დაფიქრება იმაზე თუ რას გააკეთებდა შენი სიკეთე რომ არ არსებობდეს ბოროტება და როგორი იქნებოდა დედამიწა იქიდან ჩრდილების გაქრობის შემდეგ? ჩრდილები ხომ ეცემა საგნებიდან და ადამიანებიდან. აი ჩემი შპაგის ჩრდილი. მაგრამ არის ხეების და ცოცხალი არსებების ჩრდილები. იქნებ გინდა დედამიწის მოშიშვლემა მასზე ხეების და ცოცხალი არსებების მოსპობით იმიტომ რომ დატკბე შიშველი სინათლით? შენ სულელი ხარ".

როგორ ჩნდება ვოლანდი? ის პატრიარქის ტბებზე წარუდგება საბჭოთა ლიტერატურის სკამზე არხეინად მჯდომ საბჭოთა ლიტერატორებს მ.ა.ბერლიოზს და ივან უსახლკაროს რომლებიც ისევ,20 საუკუნის შემდეგ ასამართლებენ ქრისტეს და უარყოფენ მის ღვთაებრიობას// უსახლკარო//.

სატანა ვოლანდი ცდილობს მათ დარწმუნებას იმაში რომ ღმერთიც და ეშმაკიც არსებობენ. ასე ისევ იხსნება გარკვეული კავშირი მათ შორის. ეშმაკი
//ვოლანდი// არსებობს იმიტომ რომ ქრისტე // რომანში-იეშუა გა-ნოცრი// და ღმერთის,ქრისტეს უარყოფა ვოლანდისთვის ნიშნავს მის უარყოფასაც.  

ესაა საკითხის ერთი მხარე. მეორე მხარე კი ისაა რომ ვოლანდი მართლაც არის "ნაწილი ძალისა რომელსაც მუდამ უნდა ბოროტება და მუდამ აკეთებს სიკეთეს", ბულგაკოვს შემთხვევით არ აუღია რომანის ეპიგრაფად გოეთეს "ფაუსტის" სტრიქონები. ვოლანდი არის ეშმაკი, სატანა, "წყვდიადის მთავარი","ბოროტების სული" და "ჩრდილების მბრძანებელი" // ყველა ეს განსაზღვრება გვხვდება რომანის ტექსტში//, რომელიც ბევრ რამეში ორიენტირებულია გოეთეს ფაუსტზე. 

ამ ნაწარმოებში  სახელი ვოლანდი მოიხსენიება მხოლოდ ერთხელ და რუსულ თარგმანებში ჩვეულებრივ გამოტოვებულია.

დიდი მეჯლისი სატანა ვოლანდთან.
მეფისტოფელი თავის თავს უწოდებს ვოლანდს ვალპურგის ღამის სცენაში მაშინ როდესაც უწმინდურებისგან მოითხოვს გზის დათმობას: "აზნაური ვოლანდი მოდის!". ვოლანდი ლიტერატურული წყაროებით აგრეთვე დაკავშირებულია მე-18 საუკუნის სახელგანთქმული ავანტურისტი, ოკულტისტი და ალქიმიკოსი გრაფი ალესანდრო კალიოსტროს სახესთან. ვოლანდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროტოტიპი იყო ვიღაც რუხში, სახელად ის ლეონიდ ანდრეევის პიესიდან "ადამიანის ცხოვრება". დაბოლოს ვოლანდის ერთ-ერთ პროტოტიპად თვლიან სტალინს.

რულებით ცხადია რომ რომანის ვოლანდი არის ეშმაკი, სატანა, ბოროტების განსახიერება. მაგრამ რატომ მოვიდა ის 1930-ანი წლების მოსკოვში?  მისი მისიის მიზანი იყო ადამიანში ბოროტი საწყისის გამოვლენა. უნდა ითქვას რომ ვოლანდი იეშუა გა-ნოცრისგან განსხვავებით ადამიანებს თვლის ბოროტ და არა კეთილ არსებებად. 


და მოსკოვში, სადაც ის ჩავიდა ბოროტების ჩასადენად, მან დაინახა რომ მას საქმე აღარ აქვს იმდენადააა წალეკილი მოსკოვი ბოროტებით. ბოროტებამ გამსჭვალა მოსკოვის ყველა კუთხე-კუნჭული. 

ვოლანდს დარჩა მარტო ადამიანთა,მათი გულუბრყვილობისა და სისულელის,მათი ურწმუნოებისა და ისტორიისადმი მათი ვულგარული დამოკიდებულების მასხრად აგდება //ივან უსახლკარო ფიქრობს კანტის სსკონცენტრაციო ბანაკ სოლოვკებში გადასახლებას//.  ვოლანდის ამოცანა იყო მარგარიტას, ოსტატის გენიას, და პონტი პილატზე მისი რომანის მოსკოვიდან გამოტანა.

ვოლანდი და მისი ამალა მისკოველებს უბიძგებენ უწესობათა ჩადენებენ, აჯერებენ მათ დაუსჯელობაში და თვითონ პაროდიულად სჯიან მათ. ადამიანის სისუსტეთა კვლევის ლაბორატორიად გადაქცეულ ვარიეტეს დარბაზში შავი მაგიის სეანსის ჩატარებისას ჯადოქარი ამხელს დამსწრეთა სიხარბეს, ურცხვობას და სემპლეიაროვის დაუსჯელობის თავხედურ რწმენას.

ვოლანდისა და მისი ამალის სპეციალობაა დასჯა იმათი ვინც არაა სინათლისა და სიმშვიდის ღირსი. და ისინი თავის საქმეს აკეთებენ საუკუნეთა მანძილზე.  ამის დასტურია დიდი მეჯლისი სატანასთან ოთახში ნომერი 50. 

აქ შავი ძალა აჩვენებს თავის უეჭველ მიღწევებს: მარგარიტას წინ ჩაივლიან მომწამლველები, დამსმენები, გამცემები, შეშლილები, ყველანაირი გარყვნილები. და სწორედ ამ მეჯლისის დროს კლავენ ბარონ მაიგელს. ის უნდა მოესპოთ იმიტომ რომ ის მოსპობით ემუქრებოდა ვოლანდის მთელ სამყაროს და ეშმაკურ ასპარეზზე გამოდიოდა სატანას ძალიან წარმატებულ კონკურენტად, და შემდეგ ეს იყო სასჯელი ბოროტებისა რომელიც პირველ რიგში ღუპავდა მოსკოვს, ღალატის, ჯაშუშობის, მაბეზღარობის დასჯა.   

იეშუა კი ამბობდა რომ ადამიანები კეთილები არიან და ოდესმე დედამიწაზე იქნება ჭეშმარიტების სამებო. რომანში ის არის განსახიერება იდეალისა რომლისკენაც მივისწრაფოდეთ. იეშუა არ აძლევს მოსვენებას პონტი პილატეს. პროკურატორს უნდოდა რომ პატიმარს ეთქვა ტყუილი რაც გადაარჩენდა მას,მაგრამ იეშუა ჯიუტად ამბობს რომ სიმართლის თქმა ადვილია და სასიამოვნოა. მაშინ პროკურატორმა განაცხადა რომ იბანს ხელებს და მან სიკვდილი მიუსაჯა უდანაშაულო ადამიანს.

მაგრამ პროკურატორს დარჩა გრძნობა რომ მან ბოლომდე ვერ მიიყვანა საუბარი არაჩვეულებრივ,რაღაცით მიმზიდველ პატიმართან. იეშუამ გმირულად გაიღო მსხვერპლი ჭეშმარიტებისთვის და სიკეთისთვის, პილატე კი იტანჯებოდა "12000 მთვარე" მანამდე სანამ ოსტატმა მას არ აპატია და არ მისცა გა-ნოცრისთან საუბრის დასრულების საშუალება.  

ბულგაკოვის იეშუას ფესვები რა თქმა უნდა სახარებათა ქრისტეშია. სახელს იეშუა გა-ნოცრი ბულგაკოვი შეხვდა  სერგეი ჩევკინის პიესაში "იეშუა განოცრი. ძეშმარიტების ობიექტური აღმოჩენა" //«Иешуа Ганоцри. Беспристрастное открытие истины»(1922)//, შემდეგ კი შეამოწმა ისტორიკოსთა შრომებით.

მე ვფიაქრობ რომ მწერალმა იეშუა აქცია ოსტატის შედევრის გმირად იმის სათქმელად რომ ხელოვნება ღვთაებრივია და მას შეუძლია ადა მისცეს ბიძგი ჭეშმარიტების ძიებისთვის და სიკეთისკენ მისწრაფებისთვის რაც ესე აკლდა 1930-ანი წლების მოსკოვის მცხოვრებთა უმრავლესობას.

აღმოჩნდა რომ ოსტატი არის ნამდვილი ხელოვნების თითქმის ერთადერთი მსახური,რომელიც არაა ღირსი აინათლისა იმიტომ რომ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა, გარკვეული დროით დაუთმო სულელთა და პირფერთა ზეწოლას და მარგარიტას მეშვეობით  გაურიგდა ეშმაკს. 

მაგრამ ოსტატი არის სიმშვიდის ღირსი. ამან აჩვენა ის რომ  ეშმაკს არ შეუძლია ქვესკნელში წაყვანა იმათი ვინც მიისწრაფის ჭეშმარიტებისკენ, სიკეთისკენ  და სიწმინდისკენ.

   ბ. ვოლანდის ამალა: 
ვოლანდი არ მოსულა დედამიწაზე მარტო. მას თან ახლდნენ არსებები რომლებიც რომანში დიდი ანგარიშით ასრულებენ მასხარების როლს, აწყობენ ყველანაირ სანახაობებს რომლებიც ეზიზღებოდა სძულდა მოსკოვის აღშფოთებულ მოსახლეობას. ისინი აშიშვლებდნენ ადამიანთა სისუსტეებს და მანკიერებებს. ამას გარდა მათი ამოცანა იყო ვოლანდის მაგივრად მთელი შავი სამუშაოს შესრულება,მისი მომსახურება,მათ შორის მარგარიტას მომზადება დიადი მეჯლისისთვის და მისი და ოსტატის მოგზაურობისთვის სიმშვიდის სამყაროში. 


ვოლანდი და მისი კარისკატა ბეჰემოტი
უყურებენ მოსკოვს.
ვოლანდის ამალაში იყო 3 "თავარი" მასხარა- კატა ბეგემოტი, კოროვიოვი-ფაგოტი, აზაზელო და კიდევ ქალიშვილი-ვამპირი გელა. საიდან გაჩნდნენ ასეთი უცნაური არსებები ვოლანდის ამალაში? საიდან აიღო ბულგაკოვმა მათი სახეები და სახელები?

დავიწყოთ ვოლანდის საყვარელი მასხარა ბკატა ბეგემოტით. სახელი ბეგემოტი აღებულია ძველი აღთქმის ენოქის აპოკრიფული წიგნიდან. ცნობები ბეგემოტზე გულგაკოვმა,როგორც ჩანს, აიღო ი.ი. პორფირიევის გამოკვლევიდან "აპოკრიფული თქმულებები ძველი აღთქმის პირებზე და მოვლენებზე" //И.Я. Порфирьева, «Апокрифические сказания о ветхозаветных лицах и событиях»// და მ.ა.ორლოვის წიგნიდან "ადამიანის ეშმაკთან ურთიერთობის ისტორია" //М.А. Орлов, «История сношений человека с дьяволом»//.


ამ თხზულებებში ბეგემოტი არის ზღვის ურჩხული,ეშმაკი,რომელიც გამოსახული იყო როგორც ურჩხული სპილოს თავით,ხორთუმით და ეშვებით. მას ჰქონდა ადამიანური ხელები,უზარმაზარი ღიპი,მოკლე კუდი და სქელი უკანა ფეხები როგორც ბეჰემოტს 


ბულგაკოვთან ბეგემოტი გადაიქცა უზარმაზარ მაქცია კატად. მისი რეალური პროტოტიპი იყო ლ.ე. და მ.ა. ბულგაკოვების შინაური კატა ფლიუშკა, იზარმაზარი რუხი ცხოველი. რომანში ის სავია,ვინაიდან განასახიერებს უწმინდურ ძალას. 

უკანასკნელი ფრენის დროს ბეგემოტი გადაიქცევა გამხდარ ყრმა პაჟად, რომელიც მიფრინავს იისფერი რაინდის გვერდით//ამ რაინდად გადაიქცა კოროვიოვი-ფაგოტი//.

ამაში ალბათ აისახა სახუმარ.ო თქმულება "ლეგენდა სასტიკ რაინდზე" ბულგაკოვის მეგობარი ს.ს. ზაიაიცკის მოთხრობიდან "სტეპან ალექსანდროვიჩ ლოსოსინოვის ცხოვრების აღწერა"С.С. //Заяицкого «Жизнеописание Степана Александровича Лососинова»//.  ამ ლეგენდაში სასტიკ რაინდთან ერთად არის მისი პაჟიც. ზაიაიცკისთან მას უყვარდა ცხოველებისთვის თავის თავების მოგლეჯის//მაგრამ ადამიანებისთვის.. და ეს ფუნქცია ბულგაკოვთან გადაეცა ბეგემოტს რომელმაც თავი მოაგლიჯა ჟორჟ ბენგალსკის.


დემონოლოგიურ ტრადიციაში ბეგემოტი არის კუჭის წადილთა დემონი. აქედანაა ბეგემოტის არაჩვეულებრივი გაუმაძღრობა ტორგსინში. ბულგაკოვი დასცინის სავალუტო მაღაზიაში მისულებს,მათ შორის თავის თავს //რომლებიც თითქოს შეიპყრო დემონმა ბეგემოტმა და ისინი საჩქაროდ ყიდულობენ დელიკატესებს მაშინ როდესაც დედაქალაქების გარეთ მოსახლეობა შიმშილობს//. 


ბეგემოტი რომანში ძირითადად ხუმრობს და მასხარაობს და აბნევს და აშინებს ადამიანებს თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობით // ბოლოს სწორედ ის წვავს ბინას ნომერი 50, "გრიბოედოვს" და ტორგსინს//. 

კოროვიოვი ფაგოტი არის ვოლანდის ხელქვეით დემონებს შორის უფროსი,მისი პირველი თანაშემწე, რომელიც მოსკოველებს წარუდგება როგორც უცხოელი პროფესორის მთარგმნელი და საეკლესიო გუნდის ყოფილი რეგენტი... არაა გამორიცხული რომ ლიტერატურული პერსონაჟების გარდა პროტოტიპი ყოფილიყო ბულგაკოვის ნაცნობი, რეალური ლოთი და ოხერი ხელოსანი აგეიჩი  რომელიც ხშირად იხსენებდა რომ ახალგაზრდობაში იყო საეკლესიო გუნდის რეგენტი.

ამან გავლენა მოახდინს კოროვიოვის სახეზე. ის თავს ასაღებდა ყოფილ რეგენტად და პატრიარქის ტბებზე ჩნდებოდა ლოთად. მეტსახელი ფაგოტი უეჭველად ეხმაურება მუსიკალური ინსტრუმენტის სახელს. ალბათ ამით აიხსნება მის მიერ სანახაობათა კომისიის ფილიალის თანამშრომელთა მასხრად აგდება. ისინი უნებურად ამღერდნენ გუნდად კოროვიოვის ხელმძღვანელობით და იმღერეს "სახელოვანი ზღვა, წმინდა ბაიკალი".

მუსიკალური ინსტრუმენტი ფაგოტი გამოიგონა იტალიელმა ბერმა აფრანიომ. ამის წყალობით ხაზი ესმება კოროვიოვ-ფაგოტის კავშირს აფრანიუსთან, როგორც ვთქვით რომანში არის სამი სამყარო და ყოველი მათგანის წარმომადგენლები გარგნული და ფუნქციონალური მსგავსებით ქმნიან ტრიადებს. კოროვიოვი ეკუთვნის ტრიადას: ფიოდორ ვასილიევიჩი //პროფ.სტრავინსკის პირველი თანაშემზე//-აფრანიუსი//პონტი პილატეს პირველი თანაშემწე// -კოროვიოვ-ფაგოტი// ვოლანდის პირველი თანაშემწე//. კოროვიოვ-ფაგოტი გარკვეულად ჰგავს კიდეც ფაგოტს-სამად გაკეცილ გრძელ წვრილ მილს. ბულგაკოვის პერსონაჟი მაღალია,გამხდარია და ყალბი მაამებლობით თითქოს მზადაა დაიკეცოს თანამოსაუბრის წინაშე რათა შემდეგ წყნარად ამოარტყას მას წიხლი.

უკანასკნელი ფრენისას ფაგოტი წარმოგვიდგება მუქ-იისფერ რაინდად დიდად დამწუხრებული სახით. ის არასოდეს იღიმება. მას ნიკაპი დაუყრდნია მკერდზე და არ უყურებს მთვარეს,დედამიწას მის ქვეშ, მიფრინავს ვოლანდის გვერდით და ფიქრობს თავის რაღაცაზე.


 რატომ შეიცვალა ის ასე? კითხა ჩუმად მარგარიტამ ვოლანდს,  „ამ რაინდმა ოდესღაც წარუმატებლად იხუმრა, უპასუხა ვოლანდმა... ნათელზე და ბნელზე ლაპარაკისას მისი ხუმრობა არც მთლად კარგი იყო და მას მოუწია უფრო მეტ ხანს ხუმრობა ვიდრე ვარაუდობდა..."  დაგლეჯილი უგემოვნო ცირკის სამოსი, ავარული გარეგნობა, მასხარას მანერები, აი რითი დაუსჯიათ უსახელო რაინდი უხეირო ხუმრობაზე სინათლისა და სიბნელის შესახებ!

        აზაზელო-„უწყლო უდაბნოს დემონი, მკვლელი დემონი". სახელი აზაზელო ბულგაკოვმა შექმნა ძველი აღთქმის სახელიდან აზაზელ. ასე ქვია ძველი აღთქმის აპოკრიფი ენოქის წიგნის უარყოფით კულტურულ გმირს,დაცემულ ანგელოზს რომელმაც ადამიანებს ასწავლა იარაღის და სამკაულების კეთება. აზაზელოს დახმარებით ქალებმა ისწავლეს სახის შეღებვის "ავხორცული ხელოვნება". ამიტომ აზაზელო მარგარიტას აძლევს მისი გარეგნობის ჯადოსნურად შემცვლელ საცხს. ბულგაკოვი ალბათ მიიზიდა ერთ პერსონაჟში მომხიბლაობის და მკვლელობის უნარის შერწყმამ. სწორედ გაიძვერა მაცდურად მიიღო აზაზელო მარგარიტამ მათი პირველი შეხვედრისას ალექსანდრეს ბაღში. მაგრამ აზაზელოს მთავარი ფუნქცია დაკავშირებულია ძალადობასთან. აი რას ეუბნებოდა ის მარგარიტას:

ვოლანდი და ბოლშევიკი ლიტერატორები
პატრიარქების ტბასთან.
„ვთხლიშო ადმინისტრატორს სიფათში ან გავაბრძანო ბიძია სახლიდან, ან მოვკლა ვიღაც, ან რაღაც სხვა ასეთი უმნიშვნელო რამ, აი ჩემი პირდაპირი სპეციალობა" და მან ისროლა სტეპან ბოგდანოვიჩ ლიხოდეევი მოსკოვიდან იალტაში,გააგდო ცუდი ბინიდან მ.ა.ბერლიოზ პოპლავსკი, მოკლა ბარონი მაიგელი.

გელა არის ვოლანდის ამალის უმცროსი წევრი-ქალი-ვამპირი. ბროკგაუზის და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად ასე უძახოდნენ უდროოდ დაღუპულ და სიკვდილის შემდეგ ვამპირებად გადაქცეულ ქალიშვილებს. ვამპირების ქცევის სახასიათო ნიშნები-კბილების კრაჭუნი და წკლაპუნი ბულგაკოვმა ალბათ აიღო ა.კ. ტოლსტოის მოთხრობიდან "უპირი"...


ბულგაკოვთან გოგონა ვამპირი კოცნით ვამპირად აქცევს თავის შეყვარებულს. აქედანაა ალბათ ვარენუხასათვის საბედისწერო გელას კოცნა. ისაა ერთადერთი ვოლანდის ამალიდან რომელიც არაა ბოლო ფრენისას...    ის ასრულებს მხოლოდ დამხმარე ფუნქციებს და ბულგაკოვმა ის გააქრო მოსკოვში ვოლანდისა და მისი ამალის მისიის დამთავრებისთანავე,      


     გ. ოსტატი და მარგარიტა:        
რომანის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფიგურა უეჭველად არის ოსტატი,მწერლად გადაქცეული ისტორიკოსი,რომელსაც ავტორმა უწოდა გმირი, მაგრამ რომელიც მკითხველს გააცნო მხოლოდ მე-13 თავში. მრავალი მკვლევარი თვლის რომ ოსტატი არაა რომანის მთავარი გმირი. სხვა გამოცანაა ოსტატის პროტოტიპი. ამის თაობაზე არსებობს მრავალი ვერსია. აი სამი ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისი. 


ოსტატი და მარგარიტა.
ოსტატი მრავალი თვალსაზრისით ავტობიოგრაფიული გმირია. რომანის მოქმედების დროს ის დაახლოებით 38 წლისაა. ამ ასაკის იყო ბულგაკოვი 1929 წლის მაისში. საგაზეთო კამპანია ოსტატისა და პილატეზე მისი რომანის წინააღმდეგ გავს საგაზეთო კამპანიას ბულგაკოვის წინააღმდეგ... ოსტატი ბულგაკოვს გავს კიდევ იმით რომ ბულგაკოვი დევნის მიუხედავად არ გადაიქცა დაშინებულ შემგუებლად და დარჩა ნამდვილი ხელოვნების მსახურად. ოსტატიც ასე ქმნიდა თავის შედევრს პონტი პილატეზე,ასე მისწვდა ჭეშმარიტებას და ასე მიუძღვნა ცხოვრება წმინდა ხელოვნებას. ერთადერთი მოსკოველი კულტურის მუშაკებიდან არ წერდა დაკვეთით, იმაზე "რაც შეიძლება".


ამასთან ოსტატს ყავს მრავალი სხვა სრულიად მოულოდნელი პროტოტიპი. მისი პორტრეტი:" გაპარსული, მუქთმიანი, წვეტიანი ცხვირით, შეშფოთებული თვალებით და შუბლზე ჩამოშლილი თმის კონით" უეჭველად ჰგავს ნ.ვ.გოგოლს. უნდა ითქვა რომ ბულგაკოვი გოგოლს თვლიდა თავის მთავარ მასწავლებლად. გოგოლის მსგავსად განათლებით ისტორიკოსმა ოსტატმაც  დაწვა თავისი რომანის ხელნაწერი. ბულგაკოვის თხზულებაში უეჭველია სტილისტური პარალელებიც გოგოლთან.


და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ გავატაროთ პარალელი ოსტატსა და მის მიერ შექმნილ იეშუა გა-ნოცრის შორის. იეშუა ზოგადადამიანური ჭეშმარიტების მატარებელია და ოსტატი კი ერთადერთი კაცია მოსკოვში ვინც აირჩია სწორი შემოქმედებითი და ცხოვრებისეული გზა. მათ აერთიანებს თანამოღვაზეობა, მესიანობა, რისთვისაც არ არსებობს დროითი საზღვრები.


მაგრამ ოსტატი არაა ღირსი სინათლისა,რომელსაც განასახიერებს იეშუა, იმიტომ რომ ის განუდგა წმინდა,ღვთაებრივი ხელოვნებისადმი მსახურების თავის ამოცანას,გამოიჩინა სისუსტე, მან დაწვა რომანი და სასოწარკვეთილი თვითონ მივიდა მწუხარების სახლში. 

მაგრამ ოსტატი არ დაემონა არც ეშმაკის სამყაროს. ოსტატი იმსახურებს სიმშვიდეს, მარადიულ სახლს, მხოლოდ იქ შესძლებს სულიერად გატანჯული ოსტატი რომანის ისევ ნახვას და თავის რომანტიულ შეყვარებულ მარგარიტასთან გაერთიანებას. მარგარიტა კი,რომელიც ეშმაკს გაურიგდა ოსტატის გადასარჩენად, იმსახურებს პატიებას და ამიტომ მიდის ოსტატთან ერთად თავის უკანასკნელ გზაზე.

ოსტატის სიყვარული მარგარიტასადმი მრავალი რამით არამიწიერი, მარადიული სიყვარულია. მას არ აინტერესებს ოჯახური სიხარულები, არ ახსოვს თავისი ცოლის სახელი,არ უნდა შვილები, და

როდესაც იყო დაქორწინებული და მუშაობდა ისტორიკოსად მუზეუმში საკუთარი აღიარებით ცხოვრობდა განმარტოებით, ნათესავების გარეშე და თითქმის უნაცნობებოდ მოსკოვში
ოსტატმა გააცნობიერა თავისი მწერლური მოწოდება, დაანება თავი სამსახურს და დაიწყო წერა რომანისა პონტი პილატეზე. და მის გვერდით ფეხმოუცვლელად იყო მარგარიტა...

მარგარიტას მთსავარი პროტოტიპი იყო მწერლის მესამე ცოლი ე.ს.ბულგაკოვა. ლიტერატურულ პლანში კი მისი პროტოტიპია გოეთეს "ფაუსტის" მარგარიტა.

გაკუდიანებული მარგარიტა ცოცხზე.
მარგარიტას სახელთან რომანში დაკავშირებულია მოწყალების მოტივი. სატანასთან დიდი მეჯლისის შემდეგ ის ითხოვს უბედური ფრიდას შეწყალებას მაშინ როდესაც მას გარკვევით ეუბნებიან რომ მან უნდა ითხოვოს ოსტატის განთავისუფლების შესახებ. ის ამბობს:" მე გთხოვეთ ფრიდაზე იმიტომ რომ მე გსუფრთხილებლად მივეცი მას იმედი. ის იცდის,მესირ, მას სჯერა ჩემი ძალისა,და თუ ის მოტყუვდება მე ჩავვარდები საშინელ მდგომარეობაში,არ მექნება მოსვენება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ვერაფერს უშველი! ასე გამოვიდა". ამით არ მთავრდება მარგარიტას მოწყალება. კუდიანიც კი ის არ კარგავს ადამიანის ყველაზე ნათელ თვისებებს. დოსტოევსკის აზრი ბავშვის ცრემლზე როგორც სიკეთისა და ბოროტების უდიდეს საზომზე ნაჩვენებია ეპიზოდით როდესაც დრამლიტის ბინის მარბიელი მარგარიტა ერთ-ერთ ოთახში ხედავს დამფრთხალ 4 წლის ბიჭს და ის წყვეტს რბევას.

მარგარიტა სიმბოლოა იმ მარადიული ქალურობისა რომელზეც მღერის მისტიკური გუნდი გოეთეს ფაუსტის ფინალში.

С Маргарита – символ той вечной женственности, о которой поет Мистический хор в финале гетевского «Фауста»:

Все быстротечное –

Символ, сравненье.

Цель бесконечная

Здесь в достиженье.

Здесь – заповеданность

Истины всей.

Вечная женственность тянет нас к ней.

(Перевод Б. Пастернака)

ფაუსტი და მარგარიტა ერთდებიან ცაში,სინათლეში. გოეთეს გრეტხენის მარადიული სიყვარული ეხმარება მის შეყვარებულს ჯილდოს, მისი დამაბრმავებელი ტრადიციული სინათლის მოპოვებაში. და ამიტომ ის უნდა გახდეს მისი მეგზური სინათლის სამყაროში.

ბულგაკოვის მარგარიტაც თავისი მარადიული სიყვარულით ეხმარება ოსტატს,ახალ ფაუსტს მის მიერ დამსახურებულის მოპოვებაში. გმირის ჯილდო აქ არის არა სინათლე არამედ სიმშვიდე და სიმშვიდის სამეფოში, უკანასკნელ თავშესაფარში ვოლანდთან ან უფრო ზუსტად სინათლისა და წყვდიადის სამყაროთა გამყოფ საზღვარზე მარგარიტა ხდება მისი შეყვარებულის მეგზურად და მფარველად: "შენ დაიხურებ ხოლმე შენს დასვრილ და მუდმივ ჩაჩს და დაიძინებ ხოლმე ღიმილით, ძილი გაგამაგრებს და შენ იმსჯელებ ხოლმე როგორც ბრძენი. მე კი ვეღარ გამაგდებ და შენს ძილს გავუფრთხილდები მე.

ასე ლაპარაკობდა მარგარიტა როდესაც ოსტატთან ერთად მიდიოდა მათი მარადიული სახლისკენ და ოსტატს ეჩვენებოდა რომ მარგარიტა რაკრაკებდა ისევე როგორც რაკრაკებდა და ჩურჩულებდა უკან დარჩენილი წყარო და ოსტატის მეხსიერებამ,მღელვარე,ნემსებით დაჩხვლეტილმა მეხსიერებამ დაიწყო ჩაქრობა". უმძიმესად ავადმყოფი,მომაკვდავი  ბულგაკოვის მიერ ნაკარნახევ ამ სიტყვებს იწერდა ე.ს. ბულგაკოვა.   

საინტერესო ისაა რომ სატანას ჩანაფიქრი ბულგაკოვთან ემთხვევა იმას რაზეც სთხოვს მას იეშუა. იეშუა სთხოვს ვოლანდს ოსტატის სიმშვიდით დაჯილდოებას და მარგარიტა აქ ამ ჯილდოს ნაწილია.

დ. პონტი პილატე:
"ოსტატი და მარგარიტას" ერშალაიმის თავების პერსონაჟთა უმრავლესობა ადის სახარებისეულ სახეებთან. მაგრამ ამას სრულად ვერ ვიტყვით პონტი პილატზე, იუდეის მე-5 პროკურატორზე. მას ჰქონდა გააფთრებული ურჩხულის რეპუტაცია. მაგრამ ბულგაკოვის პონტი პილატე დიდადაა გაკეთილშობილებული პროტოტიპთან შედარებით. პონტი პილატე ბულგაკოვმა გამოიყვანა ადამიანად რომელიც იტანჯება იმიტომ რომ სიკვდილით დასაჯა უდანაშაულო. საინტერესოა პონტი პილატეს საქციელის გქნხილვა ზ.ფროიდის თეორიის თანახმად.
პონტი პილატე
როგორც უკვე ვთქვით ფროიდი ადამიანში გამოჰყოფდა მე-ს,იმას და მე-იდეალს. ფროიდის მიერ დახატულ სურათში ის შედარებულია ცხენთან,მე-მასზე მჯდომ მხედართან რომელსაც სურს წასვლა მე-იდეალის მიერ ნაჩვენები მიმართულებით,მაგრამ ფაქტიურად ემორჩილება ცხენის შეუკავებელ მისწრაფებებს. "როგორც მხედარს,თუ კი მას არ უნდა დაშორება ცხენთან, ხშირად უწევს წასვლა იქით საითაც უნდა ცხენს, ასევ მე იმის ნებას ჩვეულებრივ გადააქცევს ხოლმე მოქმედებად, თითქოს ეს იყოს მისი საკუთარი ნება". იმისგან ჩამოშორება ფსიქოანალიზის ენაზე ნიშნავს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაკარგვას-ნევროზებს,აკვიატებულ-აჩემებულ მდგომარეობებს. მე-იდეალისგან მოშორებას თან სდევს სვინდისი ქენჯნა.

ეხლა მივმართოთ რომანის ფურცლებს. პილატეს წინაშეა არჩევანი: თავისი კარიერის ან შეიძლება სიცოცხლის შენარჩუნება ტიბერიუსის იმპერიის საშიში სიბერის პირობებში ან იეშუა გა-ნოცრის გადარჩენა.

ბულგაკოვი პილატეს ჯიუტად//ხუთჯერ// უწოდებს მხედარს და არა მხოლოდ იმიტომ რომ ის ეკუთვნის გარკვეულ წოდებას არამედ იმიტომაც რომ მხედარმა უნდა გააკეთოს არჩევანი მასა და მე-იდეალს შორის. მხედარი ემორჩილება იმის ნებას, იეშუას რომელსაც არ სურს თავისი სიცოცხლის გადარჩენა თუნდაც უმცირესი ტყუილის ფასად, უნდა მოკვდეს.

გაონოცრი არც ერთხელ არ ჩამოშორებია ჭეშმარიტებას,იდეალს და ამიტომ იმსახურებს სინათლეს,ნათელს. გმირის ტრაღედიაა ფიზიკური სიკვდილი,მაგრამ მორალურად ის იმარჯვებს.

მისთვის სიკვდილის განაჩენის გამომტანი პილატე კი იტანჯება თითამის ორი ათასი წელი. პროკურატორს სტანჯავს სვინდისი....

 ე. 1930-ანი წლების მოსკოვი:
სატანა მივიდა მოსკოვში მართლმსაჯულების მოსახდენად,ოსტატის,მისი შედევრის და მარგარიტას გამოსახსნელად და რას ხედავს ის?

მოსკოვი დაემსგავსა დიად მეჯლისს. იქ უმთავრესად ცხოვრობენ მოღალატეები, მაბეზღარები, მლიქვნელები, გამყალბებლები, მექრთამეები,

ვალიუტით სპეკულანტები.... ბულგაკოვმა ისინი წარმოადგინა როგორც ცალკეული პერსონაჟები//ნ.ი.ბოსოი, პოპლავსკი,ბარონი მაიგელი და სხვ.// ისე სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები. ყოველ ადამიანს აქვს თავისი ზნეობრივი მანკი რომელსაც ვოლანდი ამხელს.
მოსკოველებს უნდათ ციდან ჩამოცვენილი
ფული.
ამას ვოლანდი აკეთებს მქსიურად შავი მაგიის სეანსის დაწყებამდე,მიმდინარეობისას თუ შემდეგ. ამასთან ხვდება მექალთანე და ლოთ სტიოპა ლიხოდეევს რომელიც გააგზავნეს იალტაში,უნიჭო კონფერანსიე ბენგალსკის რომელმაც თავი დაკარგა როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით, ვამპირად გადაქცეულ ვარენუხას,ფინდირექტორ რიმსკის ვინც კინაღამ დაკბინეს ვამპირებმა, მებუფეტე სოკოვს რომელიც დიდ ფულს აკეთებს გაფუჭებული თევზის გაყიდვით,

მაგრამ ვოლანდისა და მისი ამალის მიერ ვარიეტეს თეატრში მხილებული ზნეობრივი მანკიერებები უფრო გამოწვეულია სისულელით,უმეცრებით.

გაცილებით უფრო დიდი ცოდვა ჩაიდინეს მასოლიტის თანამშრომლებმა რომლებიც თავის თავს თვლიან ლიტერატორებად და მეცნიერებად. ისეთებმა, როგორიცაა, მაგალიტად, მასოლიტის დირექტორი ბერლიოზი, ბევრი იციან, მაგრამ ისინი შეგნებულად უშლიან ხელს ადამიანებს ჭეშმარიტების ძიებაში და თავისი ცრუ კონიუნქტურული თხზულებებით ისინი რყვნიან ხალხს.

ისინი აუბედურებენ გენიალურ ოსტატს და ამიტომ ისჯება გრიბოედოვის სახლი, სადაც არის განთავსებული მასოლიტი.

ბერლიოზს კი ელის სიკვდილი იმიტომ რომ ის ფიქრობდა რომ მისი ცოდნა იძლევა ღმერთის და ეშმაკის,თეორიებში ვერ ჩატეული სიცოცხლის ცოცხალ საფუძველთა ულაპარაკოდ უარყოფის უფლებას. ლიტერატორს ბედი ეწია ლიანდაგზე ზეთის უაზროდ დამღვრელი ანუშკა-ჭირის და ტრამვაის ამიტომ ვერ გამჩერებელი მძღოლის სახით.

ბულგაკოვის მიერ წარმოდგენილი ლიტერატორების მთელი ამ გუნდიდან "აღდგება" მხოლოდ პოეტი ივან ბეზდომნი //უსახლკარო// რომელიც ეპილოგში გადაიქცა პროფესორ ივან ნიკოლაევიჩ პონირევად.

ინტელიგენციის ეს ოპტიმისტური აღორძინება სრულებით ეწინააღმდეგება ;ასტერნაკის მიერ მის რომან "დოქტორ ჟივაგოში" აღწერილ ვითარებას როდესაც ინტელიგენტ იური ჟივაგოს ცვლის მისი ქალიშვილი ტანკა ბეზოჩერედევა, პასტერნაკის აზრით რუსეთის მომავლის განსახიერება.

ვოლანდის ამალა მიდის მოსკოვიდან.
ბულგაკოვს კი,ჩემის აზრით, კიდევ აქვს იმედი იმისა რომ ადამიანები ოდესმე დაინახავენ თუ რა საშინელება ხდებოდა რუსეთში მრავალი წლის განმავლობაში,ისე როგორც ივანე ბეზდომნიმ დაინახა თავისი ლექსების უბადრუკობა. და ბულგაკოვს კიდევ სჯერა რომ რუსეთი დაადგება სწორ გზას.

მაგრამ ბულგაკოვის ცხოვრებაში ეს არ მომხდარა.

რუსეთში მცხოვრებ ბულგაკოვს მუდამ ეშინოდა. მის სახლთან ყოველ წუთს შეეძლო მისვლა შავ მანქანას მისი უცნობი მიმართულებით წასაყვანად.

ლიტერატურულმა დევნამ და მუდმივმა დაჭაბულობამ ბულგაკოვი დაავადეს და აქციეს ნერვიულ ადამიანად.
მას ეშინოდა მოსკოვის ყველაზე საშინელი ბოროტებისა,დაბეზღებებისა და ჯაშუშობისა,და ეს აისახა რომანშიც: ვოლანდის ბრძანებით მოკლული ერთადერთი კაცი იყო ბარონი მაიგელი, შპიონი და მაბეზღარ, რომელიც,შეიძლება ითქვა რომ განაგებს მრავალი ადამიანის ბედს რაც დაუშვებელია ადამიანისთვის.

მაგრამ ამ ბოროტებით გაჟღენთილ ატმოსფეროშიც მოახერხა ბულგაკოვმა თავისი მთავარი რომანის დაწერა.

               დასკვნა, რომანის ბედი:
მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვის სიცოცხლეში რომანი "ოსტატი და მარგარიტა" არ დასრულებულა და არ გამოქვეყნებულა. ცნობილია რომ 1929 წლის 8 მაისს ბულგაკოვმა გამომცებლობაში "ნედრა" ფსევდონიმით კ.ტუგაი ჩააბარა ხელნაწერი "ფურიბუნდა". ესაა მთავარ რომანზე მუშაობის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული თარიღი. ხელნაწერი არ გამოქვეყნებულა.

რომანის პირველი რედაქცია ბულგაკოვმა მოსპო 1930 წლის 18 მარტს,მას შემდეგ რაც შეიტყო პიესა "სვიატოშათა კაბალას" აკრძალვის შესახებ.

ამაზე მიხეილ ათანასეს ძემ დაწერა მთავრობისთვის 1930 წლის 28 მარტს მიწერილ წერილში:" და პირადად მე,ჩემი ხელით შევაგდე ღუმელში ეშმაკზე რომანის შავი ტექსტი". რომანზე მუშაობა განახლდა 1931 წელა და 1933 წლის 2 აგვისტოს ბულგაკოვი თავის მეგობარ მწერალ ვ. ვერესაევს ატყობინებდა:"ჩემში ჩასახლდა ეშმაკი. უკვე ლენინგრადში და ეხლა აქ, ჩემს პატარა ოტახებში გაგუდულმა მე ხელახლა დავიწყე სამი წლის წინ განადგყრებული რომანის წერა. რატომ? არ ვიცი,თავს ვირთობ. მიეცეს დავიწყებას. თუმცა ალბათ მალე მივატოვებ ამას". მიუხედავად ამისა ბულგაკოვს აღარ მიუტოვებია "ოსტატი და მარგარიტა" და ლუკმაპურის შოვნის აუცილებლობისთვის პიესების,დადგმების და სცენარების წერით გამოწვეული სესვენებებით განაგრძობდა რომანის წერას პრაქტიკულად სიცოცხლის ბოლომდე.

1938 წლის მაის-ივნისში რომანის ფაბულურად დასრულებული ტექსტი პირველად იქნა გადაბეჭდილი. ავტორმა ნაბეჭდი ტექსტის სწორება დაიწყო 1938 წლის 19 სექტემბერს და გააგრძელა შესვენებით თითქმის სიკვდილამდე. ბულგაკოვმა ტექსტის სწორება შეწყვიტა 1940 წლია 13 თებერვალს,მის გარდაცვალებამდე 4 კვირაზე ნაკლები იყო დარჩენილი. ბოლო ფრაზა იყო "ესე იგი ლიტერატორები კუბოს ასე მიყვებიან?" მწერალი გარდაიცვალა 10 მარტს. სიცოცხლეში მწერალმა დაასრულა რომანის ფაბულა,მაგრამ შავ ტექსტებში დარჩა მრავალი შეუსაბამობა და წინააღმდეგობა რომელთა გასწორებაც მან ვერ მოასწრო. ასე მაგალითად მე-13 თავში ნათქვამია რომ ოსტატი არის გაპარსული,ხოლო 24-ე თავში მას აქვს საკმაოდ გრძელი წვერი და ნათქვამია რომ მას არ იპარსავს,არამედ მხოლოდ შეიჭრის ხოლმე. ბულგაკოვმა წაშალა ალოიზი მოგარიჩის ბიოგრაფია,მისი ახალი ვარიანტი კი მხოლოდ შავადაა მოხაზული. ამიტომ რომანის ზოგ გამოცემაში ის არაა,ზოგში კი ფაბულის სისრულისთვის გადაშლილ ტექსტს აღადგენენ ხოლმე.

რომანი "ოსტატი და მარგარიტა" უყოყმანოდ ჩაითვალა ბულგაკოვის ცხოვრების მთავარ საქმედ // რისი გასწორებისთვის და ზევით წარსადგენად ბულგაკოვს დიდი თეატრიდან წასვლაც უნდოდა//. ბულგაკოვმა რომანის დაწერას მოანდომა 20 წელი და ამის პარალელურად წერდა შემოსავლის მომტან სხვა ნაწარმოებებს. საოცარია ბულგაკოვის თავგანწირვა, ის ხომ სულაც არ იყო დარწმუნებული იმაში რომ რომანი გამოქვეყნდება.

თავის მესამე ცოლ ე.ს.ბულგაკოვას რომანის ტექსტის გადაბეჭდვის დასრულების წინ ის ეუბნებოდა:" შენ გაინტერებს თუ რა იქნება,არ ვიცი. შენ მას ალბად ჩადებ მაგიდაში ან სედებ კარადაში სადაც არის ჩემი მოკლული პიესები და ხანდახან გაიხსენებ ხოლმე. თუმცა ჩვენ არ ვიცით ჩვენი მომავალი...ეხ,კუკა,შენ შორიდან ვერ ხედავ თუ რა უქნა შენს ქმარს საშინელი ლიტერატურული ცხოვრების შემდეგ უკანასკნელმა მწუხრის რომანმა".

ამ დროს განათლებით ექიმი ავტორი უკვე გრძნობდა მამამისის დამღუპველი საბრედისწერო ავადმყოფობა ნეფროსკლეროზის ზოგ სიმპტომს. ეს ავადმყოფობა მწერალსაც შეეყარა.

არაა შემთხვევითი რომ რომანის ერთ გვერდზე არის დრამატული მინაწერი:"დავამთავრო სიკვდილამდე!"...

რომანის წერისას გაჩნდა მძაფრ პოილიტიკურ სატირასთან დაკავშირებული პრობლემები. ბულგაკოვს სურდა მისი დამალვა პოლიტიკური ცენზურისთვის. ის არ გამორიცხავდა რომ მძაფრ სატირას შეეძლო მისთვის უსიამოვნებათა მოტანა. ზოგი პოლიტიკურად ყველაზე გამჭვირვალე ადგილი მან მოსპო რომანზე მუშაობის უკვე ადრეულ სტადიებზე. ასე მაგალითად ე.ს.ბულგაკოვამ 1933 წლის 12 ოქტომბერს აღნიშნა რომ ბულგაკოვი დამწუხრდა და ღამე დაწვა თავისი რომანის ნაწილი მას შემდეგ რაც გაიგო მისი მეგობარი დრამატურგი ნიკოლაი რობერტოვიჩ ერდმანის და პაროდისტი ვლადიმირ ზახაროვიჩ მასის რაღაც სატირული იგავ-არაკების გამო დაპატიმრების შესახებ.

მაგრამ რომანის უკანასკნელ ვერსიაშიც დარჩა ავტორისთვის საშიში ადგილები. გამომცემლობის ისეთი გამოცდილი მუშაკი,როგორიც იყო ალმანახი

"ნედრას" ყოფილი რედაქტორი ნ.ს. ანგარსკი დარწმუნებული იყო იმაში რომ რომანი ცენწურას ვერ გაივლიდა. ბულგაკოვმა მას წაუკითხა რომანის პირველი სამი თავი და ანგარსკიმ უთხრა რომ ამის დაბეჭდვა არ შეიძლება.

მაგრამ როგორც თქვა ვოლანდმა "ხელნაწერები არ იწვიან". რომანის პირველი რედაქციის მოსპობის შემდეგ ბულგაკოვი დარწმუნდა იმაში რომ ერთხელ დაწერილის გაძევება მეხსიერებიდან შეუძლებელია. და ამის შედეგად მან შთამომავლობას დაუტოვა დიდი ნაწარმოების ხელნაწერი.

No comments: