1.12.2012

დელაკრუას (1798-1863) და აღმოსავლეთის ანბანი:

წიგნი "დელაკრუა,ინიციაციური
მოგზაურობა, აროკო, ანდალუზია,
ალჟირი".
http://www.google.fr/search?q=delacroix+et+orient,images ამაზე დაწკაპუნებით უნდა გახვიდეთ ტაბულებზე დელაკრუა და აღმოსავლეთი.
         
Daguerre de Hureaux,Stéphane Guégan,l'ABCdaire de Delacroix et l'Orient, Flqmmarion,1994.

მე-19 საუკუნეში მოდას აყოლით ,მაგრამ უფრო რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი მისწრაფებისთვის პასუხის გასაცემად ბარონმა ტაილორმა შექმნა მოგზაური მხატვრის კონცეფცია. ამ ლამაზი ფორმულით ის აღნიშნავდა „ცხოველხატული მოგზაურობების“ მრავალ პუბლიკაციაზე მასთან ერთად მომუშავე მხატვრებს.

დელაკრუა არ ეკუთვნის ამ ოჯახს. მისი მოგზაურობა აღმოსავლეთში განაპირობა შემთხვევითმა გარემოებამ და მოვლენათა ზეწოლამ და ამხანაგთა გამხნევებამ უბიძგა მას 1832 წელა დიპლომატიურ მისიასთან ერთად მაროკოში წასვლისკენ.

არადა ის მოგზაურია, თუმცა მისი "მოგზაურობები" წარმოსახვითია და მას ასეთი მოგზაურობების მადა გაუღვიძა საყვარელი ავტორების კითხვამ. ასეთი მოგზაურობები არ ითხოვს მძიმე ტვირთს. მისი ახალგაზრდობის შედევრებს "ქიოსის სასაკლაო"//1824//  და "სარდანაპალი" /1827/ უკვე გადავყავართ ძალიან პიროვნულ აღმოსავლეთში. ერთი
შთაგონებულია საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთი მოვლენით და მეორე სხვადასხვა ლიტერატურული წყაროთი,მაგალითად ბაირონის 1821 წელს გამოქვეყნებული "სარდანაპალით". ესე იგი დელაკრუას უკვე ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა აღმოსავლეთზე ამ აღმოსავლეთის რეალურად ნახვამდე.

მხატვრები და მწერლები აღმოსავლეთით დააინტერესა ნაპოლეონის კამპანიებმა ეგვიპტეში და სირიაში,ბერძნულ-თურქულმა კონფლიქტმა, ალჟირის დაპყრობამ. ეს ინტერესი გამოხატეს გროს დიდმა სურათებმა,შატობრიანის თხზულებამ "გზა პარიზიდან იერუსალიმში"/1811/, ოგიუსტ ფორბას თხზულებამ „მოგზაურობა ლევანტში" / 1819/ თუ ბაირონის ქმნილებებმა.

      1829 წლიდან " Orientales" -ის წინსიტყვაობაში ვიქტორ ჰიუგოს შეუძლია დაწერა: აღმოსავლეთი როგორც ხატი თუ როგორც აზრი მოაზროვნეებისთვის და შემოქმედებისთვის იქცა ერთგვარ საერთო, საყოველთაო საზრუნავად“.

 აღმოსავლეთის საკითხი.

 გეოპოლიტიკა და ომი საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის:





Fichier:Eugène Ferdinand Victor Delacroix 056.jpg
სარდანაპალის სიკვდილი//დეტალი//

               
სასაკლაო ქიოსზე

ესეც დელაკრუას აღმოსავლეთია.

No comments: