1.28.2012

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს:

 “მშობლების მკვლელებს შორის მოიხსენება ის უყურადღებოდ სტოვებს თავის მშობლებს და გულგრილად უყურებს მათ ტანჯვას და სიღატაკეს” (ლამენე).

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-1:
მოვალეობები მშობლების მიმართ: მადლიერება, აღიარება:

I.  ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა იმ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის რითაც მათ დაგვაჯილდოეს.
  ჩვენ ამ მოვალეობებს ვიხდით მათ მიმართ კარგად ქცევით და მათთვის მუშაობისას დახმარების გაწევით, მათი დაცვით ავადმყოფობებისგან და მოხუცებულობისას მათ მხარში დგომით,მათ საჭიროებათა დაკმაყოფილებით.
    “ნამდვილი დამნაშავეა ის ვინც უყურადღებოდ სტოვებს ùმშობლებს როდესაც მათ სჭირდებათ მისი დახმარება.” (ჟიუილ სტეეგ).

II.  მადლიერება მშობლების მიმართ გვავალებს მათთვის დახმარების გაწევას როდესაც მათ უჭირთ. : ამ ვალდებულებას გვაკისრებს სვინდისი და სამოქალაქო კანონები ( “შვილებმა უნდა აჭამონ მშობლებს და სხვა წინაპრებს როდესაც მათ ეს სჭირდებათ”(სამოქალაქო სამართლის კოდექსი).

მუდამ ვიფიქროთ ლამენეს ამ სიტყვებზე:
 “მშობლების მკვლელებს შორის მოიხსენება ის უყურადღებოდ სტოვებს თავის მშობლებს და გულგრილად უყურებს მათ ტანჯვას და სიღატაკეს”.

   საკითხავი:
1.ადლიერება:
შენ დაივიწყე, იმ დროს როდეესაც შენ პირუტყვზე უფრო სუსტი გაჩნდი ამქვეყნად  შენ არ შეგეძლო მოძრაობა მშობლების დახმარების გარეშე; შენ ორ დღესაც ვერ იცოცხლებდი მათ რომ არ ყვარებოდი.  ღამდენი იწვალეს მათ შენ რომ გესწავლა პირველი სიტყვის წარმოთქმა. ღამდენი იშრომეს მათ რომ შენ დაცული ყოფილიყავი უბედური შემთხვევებისგან და ავადმყოფობებისგან, რომ განევითარებინათ შენი ძალები და ახალშობილი გონება, რომ დაეკმაყოფილებინათ შენი სხვადასხვა საჭიროებები! შენი გულისთვის დახარჯა თავისი ლამაზი დღეები შენმა მოხუცებულმა დედამ, ის უარს ამბობდა სიამოვნებებზე რათა შენ მარტო დარჩენილიყავი ცხოვრებისეულ სირთულეთა პირისპირ,ის იღვიძებდა და იკლებდა აუცილებელ დასვენებას რათა მოგშველებოდა. შენმა დებილის მსგავსმა მოხუცებულმა მამამ თავისი ძალები დახარჯა შენს გამოსაკვებად. და აი შენ გაკისრია უსასრულო ვალი,დიახ, უსასრულო, ვერავითარი ფული ვარ გადაიხდის ამ ვალს. ამ ვალის გასტუმრება შეუძლია გულს. და შენ სულ პატარა ასაკიდან სიყვარულით უკვე დაიწყე ამ ვალის გადახდა. სამუშაოდან მოსული დაღლილი მამა ხარობდა და ისვენებდა შენი ღიმილით, შენი სწრაფვით მისკენ. Eის მადლიერება რომელიც იყო შენი პირველი ინსტინქტი ეხლა შენი მოვალეობაა.
  შენი ბავშვობის გადასარჩენად შენი მშობლების გულში შენი სიყვარულის ჩამდებ ღმერთს უნდა რომ შენ მადლიერი მათი რათა მათ ჰქონდეთ ბედნიერი სიბერე.

რა ბედნიერი თავშესაფარია მადლიერებით გაერთიანებული ოჯახი! წმინდა კავშირებს განამტკიცებს ყველაფრისათვის ანგარიშის გაწევა, ყველაზე მცირე სამსახურის დამახსოვრება, სითბოს ყოველი გამოვლინებისათვის საპასუხოდ სითბოს გამოვლენა. Eეს განამტკიცებს ერთმანეთის სიყვარულს და ერთგულებას ერთმანეთისადმი. ღა ბედნიერია მადლიერი გული, კმაყოფილი ყველა იმით ვინც უყვარს! (განათლების გაზეთი).
//ეს და ამაზე მეტი დაიბეჭდა 1895 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “დაწყებითი სკოლების და სრულწლოვანების კურსების მორალის წიგნი” რომელიც პარიზში ისევ გამოიცა 2011 წელს).
ასე ცდილობდნენ და ცდილობენ ლამაზი ევროპის მშენებლების აღზრდას. ცდა ბედის მონახევრეა. როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-1:
გაგრძელება გზა და გზა იქნება//.

************************************************
 ”ბრბო უნდა მივიდეს სალოცავად სამშობლოსათვის დაცემულთა კუბოებთან.
მთელი ხალხის ხმა მათ არწევს მათ საფლავებში, სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის“ (ვიქტორ ჰიუგო).

“სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის» (ვიქტორ ჰიუგო).

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-2: 
I.  “ სამშობლო არის ჩვენი დედა. მისგან მივიღეთ ყველაფერი რითიც ვტკბებით. ჩვენ,მაშ,ის უნდა გვიყვარდეს მთელი გულით. ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და ის უნდა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლის ფასადაც კი.

დავუდასტუროთ მას ჩვენი სიყვარული და ვიყოთ კარგი მოწაფეები,კარგი შვილები, კარგი ძმები: ესაა მოგვიანებით კარგ მოქალაქეებად და ვაჟკაც ჯარისკაცებად გახდომის საუკეთესო საშუალება.

II.  “ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო,პატივს უნდა მივაგებდეთ მას და ვემსახუროთ მას მთელი ჩვენი ღონით,მთელი ჩვენი ენერგიით და ჩვენი სულის მთელი სიყვარულით” (ლამენე).

სამშობლოს სიყვარული მუდამ იყო ულამაზესი ქმედებებისკენ მომწოდებელი ძალა. პატივი მივაგოთ სამშობლოს წამებულებს და მივბაძოთ მათ მაგალითს.

„ბრბო უნდა მივიდეს სალოცავად სამშობლოსათვის დაცემულთა კუბოებთან.
მთელი ხალხის ხმა მათ არწევს მათ საფლავებში, სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის“ (ვიქტორ ჰიუგო).

საკითხავი, გუშინ და დღეს :
«საფრანგეთი რეფორმის შემდეგ ევროპის ხალხებისთვის ზედიზედ იყო წინამძღოლი, ინიციატორი და მარტვილი. შწორედ მისი სისხლისგან, მისი ერთგულებისგან,მის მიერ გაღებული მსხვერპლისგან თავისებურებებისგან არის შექმნილი სხვა ხალხების დიდება, ემანსიპაცია და თავისუფლება.
უნდა დავფიქრდეთ როდესაც ვლაპარაკობთ საფრანგეთის პატრიოტიზმზე.
საფრანგეთი მიმზიდველი იქნება მაშინ როდესაც მისი მმართველი იქნება მხოლოდ კანონი, როდესაც ის იქნება ყველა მოქალაქის ხელში და აღარ დაემორჩილება ერთადერთი კაცის ჭირვეულობებს. ყველა მისი შვილის ერთი პრინციპის სახელით საფრანგეთის დასაცავად რესპუბლიკის ეგიდით გამაერთიანებელი საფრანგეთი.
საფრანგეთი რომელიც მსოფლიოს წარუდგენს თავის შემოქმედთა, მუშათა, ბურჟუათა და გლეხთა ლეგიონებს; დიახ, კარგია ასეთი საფრანგეთის ნაწილად ყოფნა. და მაშინ ყველა იამაყებს საფრანგეთის მოქალაქის სახელით.
მაგრამ არაა მარტო დიდებული, რევოლუციური, განმანთავისუფლებელი, კაცობრიობის წინაშე ინიციატივების გამომჩენი საფრანგეთი. არაა მარტო საოცრად აქტიური და კაცობრიობისთვის იდეების მიმცემი საფრანგეთი.

რის სხვა საფრანგეთიც რომელიც ასევე მიყვარს. საა საწყალი,დამარცხებული და დამცირებული საფრანგეთი რომელიც ოთხი საუკუნეა რაც ზიდავს თავის ტვირთს, რომელიც ტირის და ითხოვს სამართალს,მართლმსაჯულებას და თავისუფლებას. საფრანგეთი რომელსაც დესპოტები თავისუფლების მომიზეზებით მუდამ მიერეკებიან ბრძოლის ველზე რათა მან დაღვაროს სისხლი.
დამარცხებული საფრანგეთი რომელსაც ცილს სწამებენ, რომელსაც შეურაცხყოფენ:
მე ეს საფრანგეთი მიყვარს როგორც დედა. მას უნდა შევწიროთ სიცოცხლე, ჩვენი თავმოყვარეობა და ჩვენი ეგოისტური ტკბობა; სწორედ მასზე უნდა ითქვას: “სამშობლო იქაა სადაც საფრანგეთია” (გამბეტა).

 “სამშობლო, მეგობრებო, არაა მარტო თქვენი მინდორი თუ თქვენი ფერდობი, თქვენი სამრეკლოს ისარი თუ თქვენი ხეების კენწერო ან თქვენი მწყემსების მონოტონური სიმღერები. სამშობლო პიკარდიელებისთვის პროვანსია და ბრეტანია ჟურას მთიელებისთვის. სამშობლოა ყველაფერი რასაც მოიცავს ძველი საფრანგეთი რაინის, პირენეების და ოკეანის საზღვრებში…” (კორმენა; ქართული სინამდვილისთვის წინადადების პირველი ნაწილი ნიშნავს იმის თქმას რომ მეგრელის და სვანის სამშობლო არის ქართლიც და კახეთიც ისევე როგორც ქართლელისთვის და კახელისთვის სამშობლოა სამეგრელოც და სვანეთიც და ყველა ქართველის სამშობლოა მთელი საქართველო).

იქნებოდა კი ღირსება მსხვერპლის გაღების გარეშე? ომი არაა შურისძიება : ჟერვაზი, დედა შვილებს ომში გაუშვებს მხოლოდ საფრთხეში მყოფი სამშობლოს დასაცავად.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-3:
ქალთა პატრიოტიზმი:
I.  ქალები განთავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან მაგრამ მათ ყოველთვის შეუძლიათ სამშობლოსადმი ერთგულების ჩვენება.
მათ თავის შვილებს უნდა შთააგონონ ქვეყნის სიყვარული და როდესაც ამას სამშობლო მოითხოვს მათ არ უნდა დააკავონ თავისი შვილები, პირიქით, მათ უნდა შთააგონონ მათ მოვალეობის ღირსეულად შესრულება.
ისე როგორც სპარტელი დედები ვაჟიშვილებს აძლევდნენ ფარს და ეუბნებოდნენ: “დაბრუნდი ფარით ან ფარზე” ანუ გამარჯვებული ან მკვდარი.

II.  ქალებს არ ევალებათ სამშობლოს დაცვა მათი მკლავით,მაგრამ მათ თავისი სამშობლო უნდა დაიცვან თავისი გულით.
ნამდვილად პატრიოტმა დედამ თავის შვილებს უნდა შთააგონოს ქვეყნის სიყვარული და თავისი ვაჟიშვილი აქციოს სამშობლოს გულანთებულ და მედგარ დამცველად.
ბრძოლების დროს ის იძლევა სიმამაცის მაგალითს იმით რომ ახალისებს თავისიანებს მოვალეობის სისუსტის გარეშე და უშიშრად შესრულებისკენ.

 საკითხავი:
ქალები და სამშობლო:
“ჟერვაზ მარტელი ეხლა მოხუცია. ის ჯერ კიდევ მტკიცე და ძლიერი იყო როდესაც მტერმა პირველად გადალახა ჩვენი საზღვრები. მან ომში დაკარგა მეუღლე:
მისი ორი ვაჟი გაიზარდა. მან განა უნდა შეუშვიროს ისინი უცხოელების ტყვიებს? მას უთხრეს რომ « შვილებმა შური უნდა იძიონ მამის გულისთვის».
არა, ომი არაა შურისძიება: ჟერვაზი შვილებს ომში გაუშვებს მხოლოდ საფრთხეში მყოფი სამშობლოს დასაცავად.
ის ყოყმანობს, ის ტირის: ესაა სასტიკი მსხვერპლის გაღება. მაგრამ განა იქნებოდა ეს ღირსება მსხვერპლის გაღება რომ არ იყოს?
ის, მაშ, გაუშვებს შვილებს ომში და წასვლის მომენტში გადასცემს მათ მთელ თავის ენერგიას და გამბედაობას რომელიც მათ უნდა დაეხმაროს ომის მძიმე განსაცდელების გადატანაში.
რას გააკეთებს ის როცა სახლში მარტო დარჩება? უსაქმობა მძიმეა. ქალიშვილის დახმარებით ის მოამზადებს მასალას რაც დასჭირდებათ დაჭრილებს ჭრილობების სამკურნალოდ.

მუშაობისას ის სოფლელ ბიჭებს მოუყვება თუ რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ის მოუყვება ღირსების ველზე დაცემულთა და ომიდან ღირსების ჯვრითა თუ სამხედრო მედლით დაბრუნებულთა ამბებს. ის ასე მოამზადებს საფრანგეთის ახალ დამცველებს” (“მადამ ანრი ლევილი, ქალიშვილების მორალური და სამოქალაქო აღზრდა”)

   *******************************************************
ჩვენი ღირსება და სათნოება არ უნდა იყოს ჩვენი წინაპრების ღირსებაზე და სათნოებაზე ნაკლები თუ კი გვინდა რომ ჩავითვალოთ მათ ნამდვილ შთამომავლებად.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-4,
ჭეშმარიტი კეთილშობილება:
“ არა, არა, დაბადება, წარმოშობა არაფერია იქ სადაც არაა სათნოება და ღირსება. ჩვენ ჩვენი წინაპრების დიდების წილი გვერგება მხოლოდ მაშინ როდესაც ვცდილობთ დავემსგავსოთ მათ.
და მათ ქმედებათა ბრწყინვალება რომელსაც ისინი გვფენენ ჩვენ ჩვენ გვავალებენ მათთვის იგივე პატივისცემას, მათ მიერ გაკვალულ გზაზე სიარულს.
ჩვენი ღირსება და სათნოება არ უნდა იყოს ჩვენი წინაპრების ღირსებაზე და სათნოებაზე ნაკლები თუ კი გვინდა რომ ჩავითვალოთ მათ ნამდვილ შთამომავლებად...
თქვენი წინაპრების გამოჩენილი საქმიანობა თქვენ არ გაძლევთ არანაირ უპირატესობას. პირიქით, თქვენი წინაპრების ბრწყინვალებას ანათებს თქვენს უღირსობას და მათი დიდება ყველას აჩვენებს თქვენი მოქმედებების სამარცხვინო ხასიათს.
ბოლოს და ბოლოს გაიგეთ რომ უზნეო და უსაციელო აზნაური ურჩხულია; რომ კეთილშობილების პირველი ნიშანია ღირსება და სათნოება; რომ მე სახელზე მეტ ყურადღებას ვაქცევ ამ სახელის მატარებლის მოქმედებას და საქციელს.
მე პატიოსან მდაბიოს უფრო დიდ პატივს ვიდრე თქვენნაირად მცხოვრებ მონარქს” (მოლიერი, “დონ ჟუანი ანუ პიერის ლხინი”).
 ********************************************

განათლება აუცილებლობაა და არა მარტო სიკეთე. გაუნათლებელი ადამიანი უძლური და უიარაღოა ცხოვრებისეულ ბრძოლებში. უმეცარი იქნება პირველივე მოთრეულის მსხვერპლი.  მუმას მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი ჩაითრევენ საზოგადოებისთვის მუდამ საშიში ავკაცების ბანდაში.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-5,
სწავლის ვალდებულება:
კანონი მშობლებს ავალდებულებს შვილების გაგზავნას სკოლაში რადგანაც სკოლაში მიღებული განათლება გვეხმარება განათლებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ჩვენ,მაშ,გულმოდგინედ უნდა ვსწავლობდეთ.
ის ვინც უარს ამბობს სწავლაზე ცუდი ჯარისკაცი და ცუდი მოქალაქე იქნება.

განათლება ძვირფასი რამეა. ისეთ თავისუფალ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია ყოველი ადამიანი მონაწილეობს სახელმწიფოს ცხოვრებაში და მოქალაქეები განათლებული უნდა იყვნენ  რათა მათ შეძლონ მათი ქვეყნის ჭეშმარიტი ინტერესების გაგება.

ამას გარდა, განათლება ადამიანს ხდის უფრო მოხერხებულს და ახალისებს ერს. ამიტომ გახადა სახელმწიფომ განათლება სავალდებულო.
მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ მათი შვილების უმეცრებაში დატოვების უფლება. მათი თავისუფლების საზღვარია ბავშვების ინტერესი და საზოგადოების საერთო ინტერესი.

საკითხავი:
თუ კი არსებობს რაიმე უკამათო მოვალეობა ეს ისაა რომ მშობლებმა თავის შვილებს უნდა მისცენ თუნდაც დაწყებითი განათლება.
განათლება აუცილებლობაა და არა მარტო სიკეთე. გაუნათლებელი ადამიანი უძლური და უიარაღოა ცხოვრებისეულ ბრძოლებში. უმეცარი იქნება პირველივე მოთრეულის მსხვერპლი.  მუმას მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი ჩაითრევენ საზოგადოებისთვის მუდამ საშიში ავკაცების ბანდაში.
საყოველთაო არჩევნების რეჟიმის პირობებში მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემით წყვეტენ მათი სამშობლოს ბედს და უმეცრებამ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს ეროვნული ინსტიტუტები.
სწორედ ამიტომ უნდა დააძალოს საზოგადოებამ მშობლებს მათი შვილებისთვის განათლების მიცემა...

    **************  
“დააყენეთ ენა იმიტომ რომ ავსიტყვაობა შუბის კვრაზე უარესია. ავსიტყვებს და ცილისმწამებლებს არ ენდობიან,მათი ეშინიათ. ისინი ეჯავრებათ. ადამიანის ღირსება არის მორალური საკუთრება და მისი შელახვა ისეთივე დანაშაულია ისევე  როგორც ქურდობა და ყაჩაღობა...”

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-6,
სოციალური მოვალეობები: მართლმსაჯულება და გულმოწყალება:
  I.   საზოგადოება სასარგებლოა ჩვენთვის მაგრამ ამავე დროს ის გვაკისრებს გარკვეულ მოვალეობებს სხვა ადამიანების მიმართ. ეს მოვალეობებია სამართალი, მართლმსაჯულება და გულმოწყალება, ულუხვობა.
ისინი შეიძლება დაყვანილი იყოს ამ ორ მაქსიმაზე:
“არ გაუკეთოთ სხვას ის რაც არ გინდათ რომ გაგიკეთონ თქვენ თვითონ.”
“ყველა შემთხვევაში გაუკეთეთ სხვას ის რაც გინდათ რომ გაგიკეთონ თქვენ თვითონ”.

    II.  საზოგადოებაში ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენთვის გამომდინარეობს მოვალეობათა ერთობლიობა რომელსაც ეწოდება სამართალის, მართლმსაჯულობის და გულმოწყალების მოვალეობები.
სამართალი ჩვენ გვკარნახობს სხვათა უფლებების პატივსცემას, გულმოწყალება კი სხვებისთვის ჩვენი საკუთარი უფლებებისთვის ნაწილის გაღებას.
 სამართალის, მართლმსაჯულების მოვალეობა სავალდებულოა. გულმოწყალების მოვალეობას გვკარნახობს სვინდისი და გონიერება.

საკითხავი:
პატიოსანი ადამიანი და სიკეთის, ქველმოქმედების კაცი:
მდიდარმა მეწარმე  დიუპრემ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და დაიბარა თავისი შვილები და შვილიშვილები: “ჩემო ბავშვებო, უთხრა მან მათ, ახლოვდება დრო როდესაც მე მომიხდება საბოლოო ანგარიშის ჩაბარება და მე არ მინდოდა წასვლა თქვენთვის ანგარიშის ჩაბარების გარეშე.
თქვენი იცით ჩემი ცხოვრება, იცით რომ დავიწყე არაფრიდან და გავმდიდრდი. ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ და არ შეეძლოთ ჩემთვის დახმარების გაწევა. მე მდგომარეობიდან გამოვედი მარტო, ჩემი ენერგიისა და შრომის წყალობით. მე დავიწყე როგორც ქვისმთლელთა თანაშემწემ,შემდეგ გავხდი ქვისმთლელი... შემდეგ გავბედე და ხემფასიდან გადადებული ფული გავიღე საქმეებისთვის და წარმატება მოვიპოვე. თანდათანობით მოგება გავაორმაგე,გავასამმაგე და გავმდიდრდი.
ქონება რომელსაც გიტოვებთ პატიოსნად და კანონიერად არის შეძენილი. რაც არ უნდა ვიქექო წარსულში მე ვერ გავიხსენებ შეუსრულებელ მოვალეობას,ვინმესთვის გაკეთებულ ბოროტებას.
მაგრამ სიკვდილის წინ მე მაწუხებს სვინდისი.
მე არ მიავკაცია, მაგრამ არც სიკეთე მიკეთებია.
ჩემი ცხოვრების დასაწყისი მძიმე იყო. გული გამიქვავდა? შესაძლებელია. ოჯახის გარეთ მე არავინ მიყვარს, არავისთვის გამიკეთებია სიკეთე.
ქველმოქმედება, გულუხვობა, თანაგრძნობა გაჭირვებულისადმი მე მუდამ ტყუილი მეგონა.
მე მინდოდა ვყოფილიყავი პატიოსანი ადამიანი და ვიყავი კიდეც; მაგრამ არასოდეს არ დამითმია არავისთვის ჩემი რომელიმე უფლება. მე არაფერი დამიკლია ვინმეს გულისთვის და მე არავისთვის მიმიცია ჩემგან რამე.
ექვსი თვის წინ ღამით ვბრუნდებოდი სახლში და ცხენმა ჩამომაგდო. მე დავარტყი მიწას თავი და ბევრი სისხლი დავკარგე. მეტისმეტად დასუსტებულს არ შემეძლო წამოდგომა და წასვლა და მე, ვინც არასოდეს არავის დავხმარებივარ, დახმარებას ვითხოვდი.
იქვე ახლოს იყო ბასტიანი რომელიც მოხუცებულობის გავაგდე სამსახურისგან და რომლის ცოლიც დავსაჯე იმიტომ რომ მან რამოდენიმე წკნელი მოტეხა ჩემს ტყეში.
ჩემს ყვირილზე მოვიდნენ ბასტიანი და მისი ცოლი.
- უყურე, თქვა კაცმა, ეს მოსიე დიუპრეა! რა დღეშია, დაე ჩაძაღლდეს, ის მუდამ სასტიკი იყო გაჭირვებულთა მიმართ.
- მართალია, თქვა მისმა ცოლმა, მაგრამ ის დაჭრილია და შევიბრალოთ!...
- რახან ასე გინდა კი, თქვა კაცმა...
და მათ წამომაყენეს და წამიყვანეს თავის სახლში სადაც ქალმა მომბანა და მიმკურნალა ჭრილობები.
იმ ღამეს, შვილებო, მე უცებ მივხვდი რომ ისინი ჩემზე უკეთესები იყვნენ. პატიოსანი კაცი, მე, არ ვიყავი კეთილი, სიკეთის მოქმედი ადამიანი. ვიგრძენი რომ ბასტიანი და მისი მეუღლე ჩემზე უკეთესები იყვნენ.
მეტისმეტად გვიანაა ჩემთვის ცხოვრების თავიდან დაწყება მაგრამ იქნებ სიკვდილის შემდეგ შემიძლია თუნდაც იმ სიკეთის ნაწილის გაკეთება რაც ცხოვრებაში უნდა გამეკეთებინა.
მე ბასტიანს და მის მეუღლეს ვუანდერძე მუდმივი რენტა 600 ფრანკი და ჩემს მშობლიურ ქალაქს ვუანდერძე 200 000 ფრანკი ავადმყოფი და ინვალიდი მუშებისთვის სახლის ასაშენებლად...” (ლუის ლიარ,”მორალი და სამოქალაქო სწავლება დაწყებითი სკოლებისთვი”).

გახსენება, გულმოწყალე სამარიტელი:
“.... მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და იესოს კითხა: ვინაა ჩემი მოყვასი?
ესომ პასუხად უთხრა: ვინმე ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს, დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დატოვეს.  შემთხვევით ერთი მღვდელი მიდიოდა ქვევით იმავე გზით, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.
ასევე ლევიტელმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.
მერე ვინმე სამარიტელმა გამოიარა,დაინახა და შეეცოდა.
მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია,ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.
მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.
...რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი.
 მან უპასუხა: რომელმაც წყალობა აღმოუჩინა.
 მაშინ იესომ უთხრა: წადი და შენც ასევე მოიქეცი. (ლუკა 11,29-37)“.

ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-7,
ადამიანის მოვალეობები:
ადამიანის მოვალეობები საკუთარი თავის მიმართ:
I.  ადამიანი არის სხეულისგან და სულისგან შემდგარი ბუნებრივი მთლიანობა: სხეული ინელებს,სუნთქავს,ცოცხლობს,მაგრამ მას არ ესმის თუ რას აკეთებს; ერთი სიტყვით მისი გრძნობა არაა ქვის თუ მცენარის გრძნობაზე მეტი.
სხეულზე მბრძანებლობს უხილავი სული.
ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.

II.  ადამიანი შედგება სხეულისგან და სულისგან. სხეული არის ადამიანის მატერიალური ნაწილი რომელსაც აქვს სიცოცხლის შემადგენელი მოქმედებებისთვის აუცილებელი ნაკვთები და ორგანოები. სული არის ადამიანის არამატერიალური ნაწილი რომელიც გრძნობს,აზროვნებს და რომელსაც აქვს სურვილები სულია ადამიანის პიროვნება,საკუთრივ ადამიანი.,მაშინ როდესაც სხეული არის სულის მსახური.
მაგრამ ჩვენი არსების ორი ნაწილის კავშირი იმდენად მჭიდროა რომ ერთი ნაწილის უგულვებელყოფა ზიანს აყენებს მეორეს.

 გახსენება: ადამიანის სხეულის საოცრებები:
 “ადამიანის სხეულში ყველაფერი აწყობილია საოცარი ხელოვნებით. სხეული ყველა მხრიდან ზიანის მიუღებლად იღებს საგნების შთაბეჭდილებას მას აქვს ორგანოები უსიამოვნებათა და მავნე მოვლენათა თავიდან ასაცილებლად. ნაკვთების დახვეწილობა დაკავშირებულია ძალასთან და სიმტკიცესთან.
  ჩვენ, რომლებიც ვგრძნობთ გარემოს უმცირეს მოძრაობებს, ძლივს ვგრძნობთ ჩვენი გულის ცემას,სისხლი მოძრაობს,ნაკვთები იღებენ საკვებს ჩვენი ძილისთვის ხელის შეშლის გარეშე,ჩვენი ფიქრისთვის ხელის შეუშლელად, ჩვენს გრძნობათა გაღიზიანების გარეშე. ღმერთმა ესე პროპორციულად;დელიკატურად და ტკბილად ააწყო ჩვენი სხეული”(ბოსსუე,ტრაქტატი ღმერთის და საკუთარი თავის შეცნობის შესახებ).

დამიანს აქვს მორალური მნიშვნელობა,მან უნდა იზრუნოს ამ მნიშვნელობის შენარჩუნებაზე და ზრდაზე და ამიტომ მას აქვს მოვალეობები საკუთარი თავის წინაშე.
ეს მოვალეობები ეხება როგორც სხეულს ისე სულს. ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს სხეულს რათა ის დავიცვათ და განვავითაროთ.
ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო განათლებულები და უკეთესები და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ სულზე,გონებაზე და გულზე.
ერთი სიტყვით ჩვენ უნდა განვახორციელოთ ძველი რჩევა: “ჯანმრთელი სული ჯანმრთელ სხეულში”,ეს უნდა იყოს ჩვენი ქცევის წესი.

 ადამიანს აქვს მოვალეობები მისი სხეულის და მისი სულის მიმართ. ამ მოვალეობათა საფუძველია საკუთარი თავის პატოვისცემა. ისინი დაიყვანება ერთ მოვალეობაზე :
ჩვენში ადამიანური ღირსების პატივისცემა და განვითარება.
ჩვენ ამ მოვალეობებს ვასრულებთ იმით რომ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენს გრძნობებსა და ქმედებებს, მისწრაფებით იმისკენ რასაც შეუძლია ჩვენი ამაღლება,მისწრაფებით კეთილშობილისკენ. ჩვენ უნდა მოვშორდეთ ყველაფერს რამაც შეიძლება დაგვამციროს ჩვენს საკუთარ თვალში.

  «შენ ხარ ადამიანი და მოიქეცი ადამიანურად».

საზოგადოების ყოველი წევრი საზოგადოებისგან იღებს მილიონჯერ მეტს იმაზე რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ...

 როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-8,
მოვალეობები სხვების მიმართ:
საზოგადოება,მისი აუცილებლობა, მისი სიკეთე:
I.   საზოგადოება აუცილებელია ადამიანისთვის. ის ადამიანს აძლევს მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. ის ადამიანს აძლევს ინტელექტუალური და მორალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.
ვიყვარდეს,მაშ,ადამიანები არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ სეგვიძლია არსებობა მათი თანადგომის გარეშე არამედ იმიტომაც რომ ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ.

II.  ადამიანი არაა შექმნილი მარტოობისთვის. ხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენილი და სხვა ადამიანთა თანადგომის გარეშე მყოფი ადამიანის სიცოცხლე ღატაკია და ყველაფერს მოკლებული.
კეთილდღეობას ზრდის შრომის დანაწილება და ნაწარმის გაცვლა. ერთობლივი ცხოვრება ამას გარდა ხელს უწყობს ინტელექტუალურ და მორალურ პროგრესს და არბილებს ზნე-ჩვეულებებს.

საკითხავი:
ადამიანთა პირველი საზოგადოედაბები:
პირველ ადამიანებს წყალდიდობებისაგან თავშესაფრად ჰქონდათ მხოლოდ მთები და მათ ამ თავშესაფრებიდან ხშირად აძევებდა ვულკანის ცეცხლი, მიწისძვრის გამო მათ ფეხქვეშ მოზანზარე მიწა. ელემენტების და მხეცების სისასტიკისაგან თავის დასაცავად გაერთიანებული ადამიანები ამის გაკეთებას თავიდან ცდილობდნენ რაოდენობით, შემდეგ კი ურთიერთდახმარებით და ერთობლივი შრომით საცხოვრებლების აგებითა და იარაღის გაკეთებით.
კეტებისა და სხვა მძიმე და თავდაცვისთვის საჭირო იარაღების გაკეთების შემდეგ პირველმა ადამიანებმა გააკეთეს უფრო მსუბუქი იარაღიც. ცხოველების ძარღვების, ხის ელასტიური ქერქის და ტოტების მეშვეობით მათ გააკეთეს  შვილდ-ისარი, წაამახვილეს პატარა ქვები რათა გაეკეთებინათ ისრის წვერი. შემდეგ გააკეთეს ბადეები, ტივები ნავები...
მათ შექმნეს რამოდენიმე ოჯახისაგან შედგენილი პატარა ერები და დასახლდნენ ადგილებში სადაც მა თარ აკლდათ არც მიწა, არც ნადირი, არც თევზები და არც ხილი. მაგრამ გამრავლების კვალზე მათ მოუწიათ მიწის გაყოფა ერთმანეთს შორის. მიწა გახდა ადამიანის საკუთრება,მამული და მან მან დაიწყო ამ მიწის დამუშავება. მათ შეუყვარდათ ქვეყანა რომელსაც ამუშავებდნენ. შემდეგ გაჩნდა წესრიგი,პოლიცია, მირეს კანონები და საზოგადოებებმა თანდათანობით შეისხეს ხორცი. სინი გაძლიერდნენ.

საზოგადოების სიკეთეები:
ავიღოთ საზოგადოების მოკრძალებული კლასის ადამიანი,მაგალითად სოფლის დურგალი. შევხედოთ თუ რა სამსახურს უწევს ის საზოგადოებას და რას იღებს მისგან. ჩვენ თვალში გვეცემა უზომო დისპროპორცია. ეს კაცი თავის დღეს ატარებს იატაკების დაგებაში, მაგიდებისა და კარადების კეთებაში; ის ჩივის თავისი მდგომარეობის გამო მაგრამ რას იღებს სინამდვილეში თავისი სამუშაოს სანაცვლოდ საზოგადოებისგან? ყოველ დღე გაღვიძებისას ის იცავს თანისამოსს რომლის არც ერთი ნაწილის მას თვითონ არ გაუკეთებია. არა და ყველაზე უბრალო ტანისამოსის დასამზადებლადაც საჭიროა უზომო შრომა, საწარმოები, ტრანსპორტი, ადამიანის გამომგონებლობა. ამერიკელებს უნდა გაეკეთებინათ ბამბა, ფრანგებს სელი და სხვა მასალა, ბრაზილიელებს-ტყავი. საჭირო იყო ყველაფერი ამის გადაზიდვა სხვადასხვა ქალაქში სადაც დაამზადებდნენ სამოსს.

ის საუზმობს. იმისთვის რომ პური რომელსაც ის ჭამს ყოველდღე მისულიყო მის სუფრამდე საჭირო იყო ტყეების და ბუჩქნარის გაჩეხვა,მიწების დამუშავება და ხორბლეულის დათესვა,მოსავლის აღება და დაცვა ქურდებისა და ყაჩაღებისგან. საჭირო იყო პურის გამოცხობა, ლითონის,ქვისა და ხის გადაქცევა სამუშაო იარაღებად და ცხოველების მოშინაურება. მოკლედ საჭირო იყო ადამიანთა სიმრავლეში წესრიგის და უშიშროების დამყარება. ყველაფერი ეს მოითხოვს უზომო შრომას.
   ის ვერ გაატარებს დღეს შაქრის, ზეთის, რაღაც ჭურჭლის გქრეშე. ის შვილს გააგზავნის სკოლაში. ის გავა: ის გაივლის მოკირწყლულ და განათებულ ქუჩაზე. თუ კი მას შეედავებიან საკუთრების გამო ის იპოვის ადვოკატებს და მოსამართლეებს, პოლიციელებს განაჩენის აღსასრულებლად. ყველაფერი ეს გულისხმობს გარკვეული ცოდნის შეძენასაც.
  თუ კი ჩვენი ხელოსანი წავა სამოგზაუროდ ის დაინახავს რომ მისთვის დროის დასაზოგად და წვალების შესამცირებლად სხვებმა პოასწორეს მიწა,ამოავსეს ხევები,დაადაბლეს მთები, მდინარეებზე გადეს ხიდები, მოაშინაურეს ცხენები თუ დაიმორჩილეს ორთქლი, და ა.შ.
  შეუძლებელია, მაშ დაუნახაობა თუ რამდენს აძლევს ადამიანს საზოგადოება და რა უსუსურია საზოგადოების გარეშე მარტო თავის თავთან დარჩენილი ადამიანი. მე ვბედავ იმის თქმას რომ ეს ხელოსანი დღეში იყენებს იმდენს რამდენსაც მარტო თვითონ ვერ გააკეთებდა ათი საუკუნის მანძილზე.
 ამ ფენომენში ყველაზე უცნაური ისაა რომ ყველა ადამიანი არის ამ ხელოსნის მდგომარეობაში.
  საზოგადოების ყოველი წევრი საზოგადოებისგან იღებს მილიონჯერ მეტს იმაზე რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ...

   “დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენს უბედურებათა ტვირთი უფრო მსუბუქი იქნება” (ფლორიანი).

 როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-9: გულმოწყალების, ქველმოქმედების, სოლიდარობის, ძმობის მოვალეობები:
I.  გულმოწყალეობა, ქველმოქმედება ნიშნავს სიყვარულს.
გულმოწყალეობა, ქველმოქმედება მაშ, არის მოყვასის სიყვარული.
 გულმოწყალების ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავიცვათ ისინი ვის არსებობასაც ემუქრება საფრთხე, დავეხმაროთ საფრთხეში მყოფთ.

  ჩვენ უნდა დავიცვათ ისინიც ვისაც სწამებენ ცილს, ვისაც ლანძღავენ ჩვენს წინ, და განსაკუთრებით მაშინ როდესაც გვჯერა რომ მათ უსამართლოდ სდებენ ბრალს.

II.  საზოგადოება ჰგავს დიდ ოჯახს რომლის წევრებიც უთანაგრძნობენ და გვერდში უდგანან ერთმანეთს. საზოგადოების ყოველი წევრის ინტერესი დაკავშირებულია ყველას ინტერესთან.

 ჩვენ, მაშ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს და ერთმანეთი ჩავთვალოთ ძმებად. Eეს პირველ რიგში ჩვენი ინტერესია, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაცაა.

 “დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენს უბედურებათა ტვირთი უფრო მსუბუქი იქნება” (ფლორიანი).

საკითხავი: ადამიანური ძმობა:
 მარტო დარჩენილ ხეს ქარი აქცევს და ძარცვავს ფოთლებისგან, ამტვრევს მის ტოტებს. ჩად აწვდომის ნაცვლად ისინი მიწისკენ ეშვებიან.
 მარტო თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ხეს მწვავე მზე ახმობს და ის კვდება.

მარტო დარჩენილ კაცს მიწისკენ ხრის ძალის ქარი. წუთისოფლის დიდკაცთა სიხარბე მას ართმევს საკვებს.
მაშ ნუ იქნებით მარტო დარჩენილი ხისა და მცენარის მსგავსად ; გაერთიანდით და დაეყრდენით ერთმანეთს,შეიფარეთ ერთმანეთი.
დაშლილებს და გათითოკაცებულებს ხვედრად გერგებათ მხოლოდ ტანჯვა,ჩაგვრა და უბედურება.
  რა არის ბეღურაზე უფრო სუსტი და მერცხალზე უფრო უიარაღო? Aრადა მთაცებელი ფრინველის გამოჩენისას ბეღურები და მერცხლები ახერხებენ მის მოგერიებას მისი ირგვლივ შეკრებით და ერთად მისი განდევნით.
მიბაძეთ მაშ ბეღურებს და მერცხლებს.
ძმებისგან გამოყოფილს შიში დასდევს მაშინაც როდისაც ის დადის, როდისაც ის ზის, ძილშიც კი.
მაშ როდესაც შეგეკითხებიან თუ რამდენი ხართ უპასუხეთ: “ჩვენ ერთი ვართ; ვინაიდან ძმები ჩვენ ვართჩვენ ვართ ჩვენ და ჩვენ,ესენი ჩვენი ძმები არიან”(ლამენე,”ერთი მორწმუნის სიტყვები”).

 ”გული უნდა იყოს უხვი როდესაც უხვი ვერაა ხელი”.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-10: ადამიანის მოვალეობები:
ქველმოქმედება, მოწყალება:
 I.  ქველმოქმედება არის ყველაფრის გაკეთება ტანჯულებისთვის  იმის მიცემა რაც ჩვენ ჭარბად გვაქვს. საჭიროა მათი გამხნევება, მათთვის დახმარების გაწევა,მათთვის სამუშაოს შოვნა და ყველაფერი ამის გაკეთება დახმარების გაწევისას მათი დამცირების გარეშე. “ის თუ როგორ გაიღებენ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე რასაც გაიღებენ” (კორნელი).

II.   ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მსგავსები. მეტიც, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ როდესაც მათ უჭირთ. კეთილგანწყობა უნდა მიდიოდეს ქველმოქმედებამდე.
ქველმოქმედების ყველაზე უბრალო ფორმაა მოწყალება, მაგრამ ჭეშმარიტი ქველმოქმედება არასოდეს შემოიფარგლება მატერიალური დახმარებით.
ჭეშმარიტ ქველმოქმედებას შეუძლია გამხნევება, რაც აორმაგებს მატერიალური დახმარების მნიშვნელობას,დამშვიდება, კარგი რჩევის მიცემა და სიმპატიის გამოხატვა.

”გული უნდა იყოს უხვი როდესაც უხვი ვერაა ხელი”.

ქველმოქმედის და დავალებულის მოვალეობებს საუკეთესოდ გადმოსცემს ეს აღმოსავლური ანდაზა:”თუ  აკეთებ სიკეთეს დაივიწყე; თუ კი გიკეთებენ სიკეთეს გახსოვდეს მუდამ”.

 როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს,11: მადლიერება:
I.  არ დაგავიწყდეთ თუ კი ვინმემ სიკეთე გამოიჩინა თქვენს მიმართ. ჩვენ გვევალება არ დავივიწყოთ არც ჩვენთვის გაწეული სამსახური და არც პიროვნება ვინც სამსახური გაგვიწია. თუ კი ჩვენ ამის საშუალება მოგვეცემა ჩვენ სიკეთითვე უნდა ვუპასუხოთ.
მისთვის გაწეული სამსახურის დამვიწყებელი უმადურობის დანაშაულს სჩადის. უმადურობა ყველაზე საზიზღარი მანკიერებაა.
ქველმოქმედის და დავალებულის მოვალეობებს საუკეთესოდ გადმოსცემს ეს აღმოსავლური ანდაზა:”თუ  აკეთებ სიკეთეს დაივიწყე; თუ კი გიკეთებენ სიკეთეს გახსოვდეს მუდამ”.

II.  მადლიერება პირველ რიგში მიღებული და განცდილი სიკეთის ერთგული და გულისხმიერი დამახსოვრებაა; შემდეგ ესაა მადლიერების და სიკეთის გამოხატვა სიკეთის მოქმედთა მიმართ.
დავალებული ერთგვარად ისაა ვინც ისესხა და ვალი უნდა გაისტუმროს მაშინ როდესაც ის შესძლებს ამის გაკეთებას.

 “ნამდვილად დიდი სულის სიღრმეში ნამდვილად იპოვი ისეთ სათნოებას როგორიცაა მადლიერება”(დე სეგური).

საკითხავი: 
სიკეთის გახსენება :
  აბრეშუმით ვაჭარი ერვე ერთხელ იყო მაღაზიაში სხვა ბურჟუებთან ერთად. Gაირა საქონლით დათვირთულმა პატარა ბიჭმა და სიცილით უთხრა მათ: “აბა ვინ მასესხებს ათ ეკიუს? ღოცა გავმდიდრდები მე ვალს გავისტუმრებ მოგების ნახევრის მიცემით”. Eერვეს მოეწონა ბიჭუნა და გაუწოდა მას ფული.

   თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ერვე სადილობდა როდესაც მოახსენეს რომ მისი ნახვა სურდა ვიღაც კარგად ჩაცმულ ბატონს.
 ერვე წამოდგა იმის გასაგებად თუ რა უნდოდა ამ კაცს.
 შეწუხების გამო მობოდიშების შემდეგ სტუმარმა იკითხა თუ ახსოვდა მას ბავშვი რომელსაც ოდესღაც ასესხა ათი ეკიუ.
 ერვეს სულ არ ახსოვდა მაგრამ სტუმარმა მოუყვა ამბავი და გაახსენა ბევრი დეტაილ რამაც მეხსიერება აღუდგინა ერვეს.
  “ დიახ,ბატონო,თქვა სტუმარმა,მე ვიყავი ის პატარა ბიჭი. Mმე ვიშრომე,მოვიარე ქვეყანა და გავმდიდრდი და ეხლა უნდა მოგცეთ ორმოცდაათი ათასი ეკიუ”.

 Eერვემ მტკიცედ იუარა იმიტომ რომ მისი თქმით მას უნდოდა ჩუქება და არა სესხება.მან კატეგორიული უარი თქვა ფულის მიღებაზე.
სტუმარი წავიდა მაგრამ მეორე დღეს გამოუგზავნა ვერცხლის ჭურჭელით დატვირთული მტვირთავები და სთხოვა ყველაფერი ამის როგორც მადლიერი გულის სახსოვარის მიღება და დაუმატა რომ თუ მას არ უნდა ამის მიღება როგორც მსესხებელს მას შეუძლია ამის ვალის ამღებს” (მული ერ.)

“როდესაც შეურაცმყოფენ მე ვცდილობ სულის ისე ამაღლებას რომ შეურაცხყოფამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე”(დეკარტე).

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს- 12, გულუხვობა, შეწყალება:
მართლმსაჯულება გვიკრძალავს ბოროტებისთვის ბოროტების მუგებას.
გულმოწყალება გვიბრძანებს ბოროტებისთვის სიკეთის მიგებას.
 “მტრებს ვაჩვენოთ შეწყალება: ამ ნიჭის მქონე დიდი გულები შეურაცხყოფაზე მაღლა დადგომით პატიებაში უფრო მეტ დიდებას პოულობენ ვიდრე სიამოვნებას შურისძიებაში” (ლებრა).

“როდესაც შეურაცმყოფენ მე ვცდილობ სულის ისე ამაღლებას რომ შეურაცხყოფამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე”(დეკარტე).

ნამდვილად კეთილი და გულუხვი ადამიანი არაა შურისმაძიებელი, პირიქით,ის იმდენად გულუხვია რომ ცდილობს შეურაცხყოფაზე სიკეთით პასუხის გაცემას.

საკითხავი: 
შეურაცხყოფილი დერვიში :
ერთი სულთანის ფავორიტმა ქვა ესროლა მოწყალების მთხოვნელ დერვიშს. დერვიშს არ დაუჩივლია მაგრამ აიღო ქვა და წაიღო.
 “ოდესმე მე გადავუხდი სამაგიეროს ამ თავხედ და სასტიკ კაცს”, გაიფიქრა მან.
 რამოდენიმე დღის შემდეგ მას ქუჩიდან შემოესმა წივილ-კივილი. მან იკითხა თუ რაშია საქმე და გაიგო რომ ფავორიტმა განარისხა სულთანი რომელსაც ის ეხლა ქუჩა-ქუჩა ჯორით დაჰყავდა და ამ უბედურს ბრბო აყენებდა შეურაცხყოფას.
 დერვიშმა დაავლო ხელი ქვას მაგრამ მალე შეიკავა თავი,ქვა შორს მოისროლა და თქვა:
 “ეხლა ვგრძნობ შურისძიება არაა საჭირო ვინაიდან როდესაც ჩვენი მტერი ძლიერია ეს დაუფიქრებელი და გაუფრთხილებელია და როცა ის უბედურია ეს სასტიკი და არაადამიანურია” (იოჰან გოტფრიდ გერდერი).

 როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-13, ერთგულება:
I.  ერთგულება არის გულუხვი და თავდავიწყებული სწრაფვა სხვის დასახმარებლად ;
  ესაა ჩვენი ეგოისტური პიროვნების,ჩვენი წადილების,ჩვენი გემოვნების,ჩვენი ქონების მსხვერპლად მიტანა სხვა ადამიანის ბედნიერებისთვის.

  ჩვენი ისტორია სავსეა ყველა,აირი ერთგულების მაგალითებით. Kიმისათვის რომ გავხდეთ კარგი და მამაცი მოქალაქეები საჭიროა ჩვენს წინაპართა მაგალითებისთვის მიბაძვა.
II.  უმაღლესი ფორმა. ის გულისხმობს თავგანწირვას სხვათა გადასარჩენად. Mაგრამ ერთგულება შეიძლება გამოჩნდეს ბრძოლის ველის გარეთაც. Mას ისევ აქვს ადგილი სხვადასხვა ცხოვრებისეულ განსაცდელში.
  ჩვენ მზად ვიქნებით ამისთვის თუ კი ვართ საკმაოდ მამაცები და საკმაოდ გვიყვარს ადამიანები.

საკითხავები :
ელიზა სელიერი
15 წლის ელიზა სელიე უფროსი იყო 9 ბავშვს შორის და მუშაობდა სართავ ქარხანაში. მისი დედა გარდაიცვალა. ზრუნველმა და აღვირახსნილმა მამამისმა მიატოვა თავისი შვილები. ღა მოუვათ უბედურ ბავშვებს რომელთაგანაც ზოგი ჯერ აკვანშია ? ვინ მოუვლის და აჭმევს მათ ? მათ თანაგრძნობას უწევს საზოგადოება,მაგრამ ახალგაზრდა ელიზა ადგა. მან მოიწმინდა ცრემლები,დაამშვიდა ძმები და უთხრა მათ :
 « თაყვანი ვცეთ უფლის ხელს რომელიც მოგვხვდა და ვენდოთ მას! მე გაგიწევთ დედობას : ღმერთი მე დამიცავს და მომცემს ძალას ».
 ამ დროიდან მოყომებული 15 წლის ქალიშვილი ჩადგა სახლის და ოჯახის სათავეში. მან გამოავლინა ასაკისთვის არაჩვეულებრივი სიმამაცე,ნება,გონიერება. ის ფიქრობს ყველაფერზე,უვლის უფრო პატარებს, გვერდში იყენებს უფრო დიდებს,ზრუნავს ყველაზე და მცირე დღიური შემოსავლის მიუხედავად წესრიგის,ეკონომიის და შრომის წყალობით ის ახერხებს ოჯახის მოვლას ვინმესთვის დახმარების თხოვნის გარეშე. შწორედ ესაა მისი დიდება და სიამაყე.

გახსენება:
მოთხრობა გარონას წყალდიდობის შესახებ:
გარონას საშინელმა ადიდებამ წალეკა ქალაქი ტულუზას ერთ-ერთი გარეუბანი. აცხოვრებლებმა თავი შეაფარეს მათი სახლების სახურავებს. ისინი აღელვებულნი ელოდებოდნენ მაშველთა მოსვლას.Mრავალი მათგანი გადაარჩინეს მეზღვაურებმა რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოხერხებულობაში და სიმამაცეში.
  საღამოსთვის ნავით მომავალ ორ მტვირთავს მოჰყავდა ნანგრევებში ნაპოვნი ოჯახი. ნაპირთან მისვლისას მათ გაიგეს მწუხარების შეძახილი და მათ სიბნელეში დაინახეს თითქმის დანგრეული ხიდის ბურჯზე მიტოვებული ქალი. მთვირთავებმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს ქალის საშველად წასვლა. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ოჯახმა თქვა რომ ნავი ვეღარ გაუძლებდა კიდევ ერთ ადამიანს და ყველა დაიღუპებოდა. იუხედავად ამისა მენავე წავიდა ქალისკენ,ჩაიყვანა ის ნავში,დაუთმო მას თავისი ადგილი და თვითონ გადახტა წყალში.

ადამიანმა არ უნდა იჩივლოს თავისი ცხოვრების სიმოკლის გამო. უფალმა მის სხეულს მისცა რამოდენიმე მწარე და ღატაკი წელი,მაგრამ მის სულს მისცა მარადისობა და აღტაცება.
 ღმერთს ადამიანისთვის არ მიუსჯია ხოხვა მიწაზე და მტვერში და მიწის გლეჯა უბადრუკი არსებობის შესანარჩუნებლად.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-14, რელიგიური მოვალეობები:
ჩვენი უკლებლივ ყველა მოვალეობა რელიგიური მოვალეობაა. ნუ ჩვენი უკლებლივ ყველა მოალეობა ღმერთის მიმართ მოვალეობებია.

“ აღვასრულოთ ჩვენი ინდივიდუალური მოვალეობები, ვცადოთ ყველაფერი რათა სრულყოფილი გავხადოთ ჩვენს ბუნებაში არსებული მონაცემები: ეს იქნება ღვთისმოსაობის აქტი. ღვთისმოსაობის აქტია ჩვენს ირგვლის სრულყოფილების შეძლებისდაგვარად გავრცელება ჩვენს შესაძლებლობაში ქრსებული სიკეთის კეთებით,კარგი მაგალითის მიცემით, სხვათა ბედნიერებისათვის სამსახური ოჯახში და ყველა ადამიანურ ურთიერთობაში.”(მარიონი)

   “ღმერთს ყველაზე მეტად სიამოვნებს მართალი,სამართლიანი,ქველმოქმედი,თავისი სიტყვის ერთგული, მოვალეობის აღსრულებისას საკუთარი ინტერესის უყოყმანოდ განზე გადამდები ადამიანის დანახვა. ანახვა კაცისა რომელიც არ ბღალავს ადამინის კეთილშობილ ბუნებას სულმოკლეობითა და სიმდაბლით. Aდამიანისა რომელიც არ არღვევს სხვათა უფლებებს და,პირიქით,თავდადებით ემსახურება თავის მსგავსთა ბედნიერებას, რომელიც კეთილგანწყობილია ყველა ქმნილების მიმართ და თავის მერე სტოვებს სათნოების მაგალითს და შეუბღალავ სახელს”(ჟიულ სიმონი).

 მარადიული ცხოვრება :
 ადამიანმა არ უნდა იჩივლოს თავისი ცხოვრების სიმოკლის გამო. უფალმა მის სხეულს მისცა რამოდენიმე მწარე და ღატაკი წელი,მაგრამ მის სულს მისცა მარადისობა და აღტაცება.
  ღმერთს ადამიანისთვის არ მიუსჯია ხოხვა მიწაზე და მტვერში და მიწის გლეჯა უბადრუკი არსებობის შესანარჩუნებლად.
 დამიანის ცხოვრება არაა გავლა. დამიანის ცხოვრებას აქვს ამაღლებული მიზანი.
  შეხედეთ აგონიაში მყოფ მომაკვდავს: ის უკვე ხედავს მის მოლოდინში მყოფ ღმერთს. ის სტოვებს წყვდიადის სამყაროს და მიდის სინათლის სამყაროში;ის სტოვებს ბეჩავებს,მის მსგავსად მომაკვდავებს და მიდის იქ სადაც აღარ კვდებიან. ჟერ კიდევ სიცოცხლით შეწუხებული,ის ხედავს მის წინაშე შეღებულ ცას. სულ ცოტა ხნის წინ ის იყო შებორკილი მონა; ეხლა ისაა იმპერიის და მარადისობის ბატონი. ნაღვლიანი და ტანჯული, ის ნაბიჯ ნაბიჯ მიდიოდა სიკვდილისკენ და სინათლით გაბრუებული გადაურჩა მას; ის ცხოვრობდა ცრემლებით მორწყულ სამყაროში სადაც ყველაფერი იცვლება,კვდება, ყველა ერთმანეთს ხვდება რათა ერთმანეთს გაშორდეს. და აი ის ეხლა იქაა სადაც ყველაფერი მარადიულია” (ბერნარდა დე სან-პიერი,ბუნების ჰარმონიები).

 ამ წიგნში აგრეთვე ლაპარაკია იმაზე რომ ღმერთმა ადამიანი დააჯილდოვა დიდი უნარების მქონე არაჩვეულებრივი სხეულით და ადამიანს ევალება მას და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ ამით თავს არ შეგაწყენთ (მთარგმნელი).

იცოდეთ: ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი არაკაცი. ადამიანობა პიროვნებად ყოფნაა : ესაა ჩვენი ღირსების საკადრის წმინდა ატმოსფეროში არსებობა და სხვის დაუხმარებლად აზროვნება, განსჯა, ესაა აგრეთვე ირგვლივ სიკეთის კეთება,ჩვენი მსგავსებისთვის უანგარობის,სამართლიანობის,ქველმოქმედების და გულუხვობის,ერთი სიტყვით ყველა სათნოების მაგალითის მიცემა.  გეოგრაფია,გეომეტრია,ფიზიკა,გრამატიკა მხოლოდ გაგიადვილებთ რომელიმე პროფესიის დაუფლებას,მორალი კი გადაგაქცევთ ადამიანებად ამ სიტყვის ყველაზე კეთილშობილი მნიშვნელობით.

როგორ ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-15, 
დამატება: მორალის საგანი:
   დღეს, ძვირფასო ბავშვებო  ვიწყებთ ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს საგანს,მორალის საგანს.  Aარც ერთი საგანი არ იმსახურებს ისეთ ყურადღებას როგორც მორალი. გზა და გზა თქვენ დარწმუნდებით ამაში.
 მორალი თქვენ გასწავლით თქვენს მოვალეობებს, იმას თუ როგორ უნდა გადაიქცეთ სიკეთის მოქმედ ადამიანებად რაც ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანია.
 მაშ არ არსებობს მორალზე უფრო მნიშვნელოვანი მეცნიერება.
  სხვა საგნებს თავისთავად, თქვენი მორალური განვითარებისაგან დამოუკიდებლად, აქვთ მხოლოდ დროებითი და წარმავალი მნიშვნელობა.
  გეოგრაფია,გეომეტრია,ფიზიკა,გრამატიკა მხოლოდ გაგიადვილებთ რომელიმე პროფესიის დაუფლებას,მორალი კი გადაგაქცევთ ადამიანებად ამ სიტყვის ყველაზე კეთილშობილი მნიშვნელობით.
  მორალი არ იფარგლება თქვენი გონების განვითარებით, მისი მიზანია თქვენი გულის ჩამოყალიბება, თქვენი გულის გაწმენდა და განთავისუფლება ყოველგვარი ჭუჭყისგან რათა ის შეიმკოს თქვენი გამაბედნიერებელი და გამაუმჯობესებელი სათნოებებით.
  მორალი არის წმინდა ზნე-ჩვეულებების მეცნიერება. სხვა სიტყვებით ესაა მოვალეობათა მეცნიერება. ის გვასწავლის ჩვენი უნარების  სწორად, ჩვენი და ჩვენი მსგავსების სასიკეთოდ გამოყენებას.
  მორალის შესწავლა განამტკიცებს თქვენ ხასიათს. ის გადაგაქცევთ მტკიცე შეხედულებების ადამიანებად. ის გაანათებს თქვენს ცნობიერებას, გაგხდით სათნო ადამიანებად და გაგიჩენთ სარგებლობის მოტანის სურვილს.
   სწორედ ასე განახორციელებთ ყველაზე საიმედოდ იმას რაც გერგოთ წილად. Gგანა ეს არაა თქვენი ოცნება?
   იცოდეთ: ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი არაკაცი. Aდამიანობა პიროვნებად ყოფნაა : ესაა ჩვენი ღირსების საკადრის წმინდა ატმოსფეროში არსებობა და სხვის დაუხმარებლად აზროვნება,განსჯა, ესაა აგრეთვე ირგვლივ სიკეთის კეთება,ჩვენი მსგავსებისთვის უანგარობის,სამართლიანობის,ქველმოქმედების და გულუხვობის,ერთი სიტყვით ყველა სათნოების მაგალითის მიცემა.  მორალი თქვენ დაგეხმარებათ ამ კეთილშობილი იდეალის განხორციელებაში.
  მორალი თქვენ გასწავლით ამ ცხოვრების საუკეთესოდ გამოყენებას და მიმართავს თქვენს იმედებს უკეთესი სამყაროსკენ.
  ორალი ჩვენი პროგრამის ყველაზე აბსტრაქტული მაგრამ ამავე დროს ყველაზე ტკბილი და სიკეთის მომტანი ნაწილია. მას ადამიანი აჰყავს იმ სიმაღლეზე საიდანაც ის მხოლოდ სინანულით ჩამოდის ვინაიდან იქ არაა ყოველდღიური ცხოვრების სიმდაბლეები და წვრილმანობები.
  ახალგაზრდობის მიუხედავად თქვენ განიცდით იმ ხიბლს რომელსაც განიცდის სული როდესაც ის სერიოზულადაა დაკავებული ამ აზრებით. მე ბედნიერი ვიქნები თუ კი შევძლებ თქვენთვის ამ შთაბეჭდილებების გაზიარებას...

უნდა იამაყოთ ვინაიდან თქვენ ხართ ქმნილებათა უმაღლეს საფეხურზე. მაგრამ გაფრთხილდით: დიდ პრივილეგიებს თან ახლავს დიდი მოვალეობები. არ შებღალოთ ეს ღირსება უღირსი საქციელით,უსაქციელობით. კეთილშობილს აკისრია მოვალეობები. ყველაზე თეთრი და სუფთა სამოსი აქვს იმას ვისაც ჭუჭყის ეშინია.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-16 : ადამიანის პიროვნების ღირსება:
 ადამიანი, ჩემო მეგობრებო, ფიზიკურად, სხეულის წყობით,  უახლოვდება ცხოველებს, მაგრამ დიდად შორდება მათ თავისი გონიერებით და მორალური თვისებებით რომლებიც გადააქცევენ მას ადამიანად.
მხოლოდ ადამიანსა აქვს გონება რომელიც აგებინებს მას თუ რა არის კარგი და ცუდი. მხოლოდ მასა აქვს თავისუფლება რომელიც მას აძლევს ან სიკეთის ან ბოროტების არჩევის საშუალებას.
 გონება და თავისუფლება, აი ორი რამ რაც ადამიანს აქცევს უმაღლეს არსებად.
როდესაც თქვენ კითხულობთ თავისი ქვეყნისთვის თუ კაცობრიობისთვის სასარგებლო კაცის ისტორიას თქვენ ამბობთ: აი დიდი ადამიანი!
  მაგრამ როდესაც ტკბებით ფუტკრის,თახვის, ჭიანჭველის თუ სხვა არსების ნამუშევრით თქვენ არასოდეს ამბობთ: რა დიდი ცხოველია! რატომ?
  იმიტომ რომ ადამიანი მოქმედებდა საკუთარი ნებით,ნებაყოფლობით, მას შეეძლო არც გაეკეთებინა ის რაც გააკეთა,მაშინ როდესაც ცხოველს არ ძალუძს სხვანაირად ქცევა.  ცხოველი არის მხოლოდ გარედან ინსტინქტით მართული ცოცხალი მანქანა და მანქანა არ იმსახურებს ქათინაურებს.
 ადამიანის ამ უპირატესობას სხვა არსებებთან შედარებით ჰქვია ადამიანის ღირსება.
 ის ყველაზე მეტად მდგომარეობს მორალურ პიროვნებაში.
 ფიზიკურად ადამიანს აქვს კეთილშობილი ფიზიონომია რაც არა აქვთ ცხოველებს,მაგრამ მას აქვს იგივე საჭიროებები რაც ცხოველებს, მას აწუხებს იგივე ავადმყოფობები რომელთა წინააღმდეგაც მას ძალიან ცოტა რამ შეუძლია.
გვერც ერთი ქმნილება.
 ასე მაგალითად თქვენ თქვენ თვითონ შრომობთ და იმზადებთ მომავალს. ცხოველები კი დღითი დღე მუშაობენ და ემორჩილებიან ხვედრს. თქვენ გიყვართ თქვენი მშობლები, ამხანაგები, თქვენ თქვენ თვითონ მუშაობთ,გაქვთ მაღალი მიზანი, კეთილდღეობისა და სათნოების იდეალი. თქვენ ცდილობთ თქვენი თავის სრულყოფას და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გახარებთ. თქვენ აღფრთოვანებული ხართ დიდით რაც ამაღლებს თქვენს სულს იმიტომ რომ გრძნობთ რომ ეს გაახლოებთ თქვენს იდეალთან. ეს გრძნობები და მისწრაფებები ახასიათებს მხოლოდ ადამიანს. როდესაც თქვენ ხედავთ დიდად ღირსეულ ადამიანს თქვენ ფიქრობთ რომ ის ბედნიერია და ამაყი უნდა იყოს.
  თქვენც უნდა იამაყოთ ვინაიდან თქვენ ხართ ქმნილებათა პრივილეგიებს თან ახლავს დიდი მოვალეობები. არ შებღალოთ ეს ღირსება უღირსი საქციელით,უსაქციელობით. კეთილშობილს აკისრია მოვალეობები. Yყველაზე თეთრი და სუფთა სამოსი აქვს იმას ვისაც ჭუჭყის ეშინია.

სვინდისი:
  ჩემო მეგობრებო,თქვენ რა თქმა უნდა უცდუნებიხართ რაღაც ცუდ აზრს,მაგალითად მოგნდომებიათ ხილის მოპარვა.
  თქვენ ალბათ მარტო იყავით და ვერავინ გხედავდათ. მაშ რამ შეგიშალათ ხელი და რატომ არ იქურდეთ? რამ არ ჩაგადენინათ ცუდი საქციელი? სვინდისმა, იმ შინაგანმა ხმამ რომელმაც გითხრათ რომ ამის გაკეთება ცუდია.
   სვინდისი არის ჩვენი შეუმცდარი მეგზური რომელიც ყველგან გვახლავს თან და მუდამ ცდილობს რომ არ დაუშვას ჩვენი ცუდ გზაზე დადგომა.
  სვინდისი ჩვენი მეგზურია და ამავე დროს ის არის ჩვენი მსაჯული. ის იწონებს ჩვენს კარგ ქცევას. მაშინ ჩვენ ჩვენი თავის კმაყოფილები ვართ. ეს უწმინდესი მორალური კმაყოფილებაა. მაგრამ სვინდისი გვგმობს მაშინ როდესაც ჩვენ ცუდად ვიქცევით. ეს აჩენს ჩვენს მტანჯველ და გამაუბედურებელ სინანულს.
  სვინდისის ხმა სასიამოვნოდ ჟღერს მაშინ როდესაც თქვენ კარგად სწავლეთ, დაეხმარეთ მშობლებს შრომაში ან ვიღაც უბედურს შეუმსუბუქეთ ტანჯვა, ერთი სიტყვით ყოველთვის როდესაც აღასრულეთ თქვენი მოვალეობა,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ითხოვს ძალისხმევას.
   მაგრამ სვინდისი და სინანული გტანჯავთ მაშინ როდესაც იყავით ზარმაცები, ურჩები, დამალულები, ეგოისტები, ლაჩრები და თავს არიდებდით მოვალეობის შესრულებას.
  სვინდისი აფასებს აგრეთვე სხვის ნებაყოფლობით და თავისუფალ ქცევას. ის გვეუბნება რომ უნდა გვიყვარდეს სათნო,ღირსეული ადამიანი, რომ მას სიკეთე უნდა ვუსურვოთ. და პირიქით, ის გვეუბნება რომ უნდა გვეზიზღებოდეს ცუდი, უღირსი,ბოროტი და უსაქციელო კაცი.
  სხეულის მსგავსად ავადმყოფი შეიძლება იყოს სვინდისიც.
  მანკიერი და გარყვნილი ადამიანები, და, რაც უფრო სამწუხაროა, მოწამლულ ატმოსფეროში მცხოვრები ბავშვები, იმდენად ეჩვევიან უსაქციელობას რომ ბოლოს და ბოლოს თითქმის აჩუმებენ ამ მნიშვნელოვან ხმას. მათ არავინ საყვედურობს უსაქციელობის გამო და არავინ ამხნევებს და იწონებს როდესაც ისინი სიკეთეს იჩენენ. ამ სამწუხარო მაგალითებმა თქვენ უნდა დაგაფიქროთ.  ადრევე ისწავლეთ სათნო ქცევა,გაწითლება ამორალური ქცევის გამო  ან როდესაც გიჩნდებათ ცუდი აზრი.
  უსმინეთ თქვენი სვინდისის ხმას როდესაც ის ხელს გიშლით ცუდი საქციელის ჩადენაში და როდესაც თქვენ შეასრულებთ თქვენს მოვალეობას ეს ხმა გეტყვით :
  «კარგია, შენ პატივი ეცი შენს ადამიანურ ღირსებას,იყავი ბედნიერი».

  «ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე იმიტომ რომ ეს ქცევა არის მისი არჩევანის შედეგი და მან ეს იცის ძალიან კარგად. მან იცის რომ მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების თუ საზოგადოებრივი აზრის,თავისი სვინდისის თუ ღმერთის წინაშე»


როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-17: თავისუფლება და პასუხისმგებლობა:
 ადამიანი თავისუფალი რომ არ იყოს ის არც პასუხისმგებელი იქნებოდა. მაგრამ ადამიანს სხვა ქმნილებებზე უფრო მაღლა აყენებს და ადამიანურ ღირსებას შეადგენს სწორედ მორალური თავისუფლება რომელიც აქვთ მხოლოდ ადამიანებს.
  სწორედ ესაა ადამიანის ნამდვილი კეთილშობილება. უსულო ქმნილებათა სამყაროში მოვლენები ხდება დადგენილი წესების შესაბამისად. მდინარე მუდამ მიყვება დაღმართს,ქვა მუდამ ეცემა დედამიწის ცენტრისკენ, სეზონები მუდამ ერთნაირად მისდევენ ერთმანეთს. მცენარეობა უცვლელად განიცდის ერთსა და იმავე ტრანსფორმაციებს. ცხოველებიც ექვემდებარებიან უცვლელ ფატალურობას. ფუტკარს, თახვს, ჩიტებს არ შეუძლიათ თავისი ფიჭების,ქოხების,ბუდეების ცუდად აგება.
  მხოლოდ ადამიანია თავისუფალი,მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიკეთის გაკეთება ან ბოროტების ჩადენა, მოვალეობის აღსრულება ან უარის თქმა ამაზე.

  ადამიანურ კანონებს შეუძლიათ საზოგადოების დაცვა მავნე და დამღუპველი ქმედებებისგან მაგრამ ვერც ერთი კანონი ვერ უბრძანებს და დააძალებს ადამიანს სრულყოფას,გულკეთილობას, მსგავსთა სიყვარულს და თანაგრძნობას.
  სწორედ თავისთავად სიკეთის ამ თავისუფლებას ქვია მორალური თავისუფლება.
ზოგი მშობელი ამას უარყოფს და თავისი ურჩი შვილის შესახებ ამბობს:” ის იმდენად ნერვიულია რომ შეუძლებელია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს საშიშია. ჩვენ იძულებული ვართ ავიტანოთ მისი მოუთმენლობები”. პატარა ეშმაკუნა ალბათ ანგარიშგაუწევლადაც ფიქრობს რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მორჩილი და უფრო პატივისმცემელი. გულში ის ამბობს: “თქვენ ცდებით ჩემი ტემპერამენტის თაობაზე,მადლობთ; მაგრამ მე ძალიან კარგად ვგრძნობ რომ შევძლებდი ამ ტემპერამენტის დამარცხებას და რომ დაგეტუქსეთ ან გაგეტყიპეთ კიდეც მეტ პატივს გცემდით”.
   სხვები ამბობენ რომ ჩვენ ვართ ცუდი ჩვეულებების მსხვერპლები. მათ უნდა ვუპასუხოთ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებათა შეძენა და გარკვეული ძალისხმევით ცუდი,დამამცირებელი ჩვეულებების უარყოფა.

ადამიანს შეუძლია სხვისი ნების დამორჩილება და  მისი გადაქცევა დამნაშავედ. Aასე რომ იყოს ზოგი დამნაშავე უნდა ჩაითვალონ პასიურ და უაზრო, ადამიანური მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელ არსებად რომლის გასამართლება და დასჯა შეუძლებელია. ამის მთქმელსაც
  გაიგეთ: თუ კი ადამიანი არაა მორალურად თავისუფალი ის არ აგებს პასუხს თავის საქციელზე. მაშ როდესაც ის ჩაიდენს დანაშაულს არც ინანებს და არც დაისჯება.
 ნებისმიერი დამნაშავე იტყვის რომ მას დანაშაული ჩაადენინა რაღაცამ და ის უდანაშაულოა. ყოველივე ეს დასაშვებს გახდის ნებისმიერ მანკიერებას რასაც მოყვება საშინელი შედეგები.  ეს აბსურდია.

  ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე იმიტომ რომ ეს ქცევა არის მისი არჩევანის შედეგი და მან ეს იცის ძალიან კარგად. მან იცის რომ მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების თუ საზოგადოებრივი აზრის, თავისი სვინდისის თუ ღმერთის წინაშე.
 (ამით ვამთავრებთ თარგმანს ჯერ 1895 წელს ხოლო შემდეგ 2011 წელს გამოცემული ფრენგული წიგნისა «დაწყებითი სკოლების მორალის წიგნი, საშუალო კურსი,უმაღლესი კურსი და კურსი სრულწლოვანთათვის. ავტორია ლუის ბროიერი, თარგმანი ფრანგულიდან).

No comments: