1.23.2012

არქეოლოგია ფრონტზე,რუსი მეცნიერები ტრაპიზონში:




iისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი დმიტრი ნიკოლაევიჩ სტაროსტინი,არქეოლოგია...ფრონტზე, რუსი მეცნიერები ტრაპიზონში
//«Наука из первых рук» №5, 2006


 1916 წელს, შუაგულ პირველ მსოფლიო ომში, ტრაპიზონში აღმოჩნდა რუს მეცნიერთა ჯგუფი. ბიზანტიის ისტორია ტრადიციულად აინტერესებდათ რუს მკვლევარებს კერძოდ იმიტომაც რომ რუსეთი მუდამ გრძნობდა თავს ბიზანტიის მემკვიდრედ ისტორიის სცენაზე. 


         ამასთან რუს ბიზანტინისტთა უმრავლესობა ყველაზე "გემრიელ ლუკმად" თვლიდა კონსტანტინეპოლს,თანაც აყვავების ხანის კონსტანტინეპოლს//1204 წელს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის დამხობის დრომდე//. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს რუს ისტორიკოსებს მოუხდათ მოქნილობის გამოჩენა და ორიენტაციის რამდენადმე შეცვლა.


        ამის მიზეზი იყო სამხედრო მოქმედებათა თავისებური სიუჟეტები რომელთა შედეგადაც ტრაპიზონიგარკვეული ხნით გადაიქცა "რუსულ" ქალაქად,




ეს მოხდა 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის შუაგულში. ტრაპიზონის შესწავლას შეიძლებოდა მოეცა ბიზანტიის იმპერიის ბოლო პერიოდის უნიკალური მასალა. 


       


    
Старостин Дмитрий НиколаевичОб авторе.
Старостин Дмитрий Николаевич — кандидат исторических наук, научный сотрудник Санкт-Петербургского филиала Архива РАН. Область научных интересов: история науки, средневековье

В 1ტრაპიზონი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მაგრამ ის დიდხანს რჩებოდა რომის იმპერიის ერთ-ერთ შედარებით მიყრუებულ პროვინციად. აქ იყო საზღვარი და რომის არმიის სტრატეგია ამ ადგილებში გამოიხატებოდა ფორმულით გარეშე მტრებთან ბრძოლა მცირე ძალებით. ამის შედეგი იუო კარგ გზათა ქსელის და გაფანტული მცირერიცხოვანი გარნიზონების ორგანიზაცია. ამით იზრდებოდა სამხედრო ქვედანაყოფთა მობილურობა-მათ შეეძლოთ სწრაფად გადაადგილება საზღვრის გასწვრივ იმის შესაბამისად თუ საიდან მოდიოდა უდიდესი საშიშროება.

            რომის იმპერატორებს ეს მხარე დიდად არ ინტერსებდათ და იქ იშვიათად ჩნდებოდნენ.

                 ახალშობილი ტრაპიზონის "იმპერიის" ხმა გაისმა 1204 წელს კონსტანტინეპოლში ლათინური იმპერიის გაჩენის შემდეგ. ამ უკანასკნელს, დიადი ბიზანტიის ნამსხვრევს, საფრთხე ყველა მხრიდან ემუქრებოდა. ლათინურმა იმპერიამ ვერ მოახერხა ბერძნული კულტურის ცენტრების გაერთიანებაც.
             ტრაპიზონის "იმპერია" განთავისუფლდა კონსტანტინეპოლის უხეში ზეწოლისგან და მან დაიმორჩილა ბიზანტიის სამფლობელოები ყირიმში რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ.

  თუმცა თვითონ ტრაპიზონის "იმპერატორი"ხარკს უხდიდა სელჩუკ სულთანებს და თავს აღიარებდა მათ ვასალად. შედარებით დამოუკიდებელი ტრაპიზონის "იმპერიის" გაჩენას ხელი შეუწყო წმინდა ეკონომიკურმა მიზეზებმაც. სწორედ ამ ადგილებში გადიოდა ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთის და ამიერკავკასიის მცირე აზიის რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები.

         დიდად პატივცემულ ავტორს აქ ალბათ დაავიწყდა არც ისე უმნიშვნელო დეტალი. კერძოდ კი ის რომ ხარბი ვენეციელი ვაჭრების მიერ მოხიბლული ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინეპოლის აღებამ,აოხრებამ,გაძარცვამ  და ბიზანტიის მაგივრად რაღაც ლათინური იმპერიის შექმნამ საფრთხეში ჩააგდო მთელი აღმოსავლეთი საქრისტიანო. 

             ხოდა ბიზანტიის სფეროს დანარჩენი ნაწილიც ამა თუ იმ ძალას რომ არ მოესპო ქართველებმა  სწორედ 1204 წელს დალაშქრეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია რომელზეც ძირითადად ქართული წარმოშობის მოსახლეობა ცხოვრობდა საქართველოს ლაშქარმა აიღო ტრაპიზონი,ლიმნია,სამსუნი,სინოპი და სხვა ქალაქები. 

                     ამ ტერიტორიებზე თამარის მხარდაჭერით შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია რომელსაც სათავეში საქართველოში აღზრდილი,ბიზანტიის იმპერიაში დამხობილი კომნინოსთა დინასტიის წარმომადგენელი ალექსი ჩაუდგა და ტრაპიზონის იმპერია საქართველოს გავლენის არეში მოექცა. 




ფაილი:Byzantium1204.png


ესაა ვენეციელ ვაჭართა სიხარბის შედეგად დაშლილი ბიზანტიის იმპერია.


              

ფაილი:Geor tamro.jpg






ეხლა დავუბრუნდეთ პატივცემული ავტორის ტექსტს. 



              გასაგებია რომ ტრაპიზონის "იმპერიის" არსებობის ქრონოლოგიურმა საზღვრებმა მას არ მისცეს ბიზანტიის ადრეული ისტორიის მეტ-ნაკლებად სანდო წყაროდ გადაქცევის საშუალება.
გადარჩენილ შენობათა და ქრისტიანულ "მოწმობათა"//წიგნები და საკულტო საგნები//უმეტესობა ეკუთვნის კომნენოსთა დინასტიის უკანასკნელ იმპერატორთა მართვით დაწყებულ ხანას.  ტრაპიზონის ეკლესიების შემკულობა და მოხატულობა საერთოდ თარიღდება 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის წინა ათწლეულით.

            ტრაპიზონის რელიქვიების შესასწავლად შეიქმნა 1916-1917 წლების ლეგენდარული ექსპედიცია. 

              გავიხსენოთ რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში თურქეთი იქცა გერმანიის და ავსტრიის მოკავშირედ. ევროპაში საომარ მოქმედებათა დაწყებასთან ერთად მან ომი გამოუცხადა რუსეთს. თურქეთზე იყო დამოკიდებული ვითარება ბალკანეთში,რომლის მიმართაც რუსეთი უკვე დიდი ხანია რაც გამოხატავდა სტრატეგიულ ინტერესს. 

                           აქ ბევრი რამ გადაება ერთმანეთს- დასუსტებული ოსმალეთისგან განთავისუფლების მსურველი ბერძნების და ბალკანეთის სლავების მხარდაჭერა და შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში კარის გამხსნელი ბოსფორის და დარდანელების დაპყრობის სურვილი,
         და ბოლოს პანსლავიზმის იდეოლოგია //"კონსტანტინეპოლი ჩვენი უნდა იყოს", და ისტორიული დაპირისპირებების შლეიფი.

.                თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში უდიდესი პორტი ტრაპიზონი თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პოზიცია იყო. აქედან "იკვებებოდა" თურქეთის არმია და ცხადია რომ ტრაპიზონის აღება რუსების მიერ რუსეთს ხელში გადასცემდა თურქეთის ტერიტორიის ნაწილს და ძალიან დაასუსტებდა მას. ზოგი ფიქრობდა რომ ეს შეიძლებოდა დამთავრებულიყო თურქეთის სრული დამარცხებით.


                   1916 წლის იანვარში დაიწყო გენერალი ლიახოვის ნაწილების შეტევა ტრაპიზონის წინააღმდეგ. 1916 წლის აპრილის დასაწყისში ტრაპიზონის მისადგომებთან უკვე იყო 15000-ანი რუსული რაზმი. მას ზღვით შეუერთდა პლასტუნთა ორი ბრიგადა//18000 კაცი//. 


                  ქალაქის შტურმი დიდხანს არ გაგრძელებულა. სალდათებმა გადალახეს ბობოქარი ცივი მდინარე და შავი ზღვის ფლოტის გემების ცეცხლის მხარდაჭერით მათ განდევნეს თურქები სანგრებიდან. 


                         რუსული ჯარები ტრაპიზონში შევიდნენ 5 აპრილს.  


               ჯარებს მალე მიყვნენ ტრაპიზონის ექსპედიციის მეცნიერები რომელთა მიზანიც იყო ომის უფლებით რუსეთის კუთვნილ ტერიტორიებზე ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლა და დაცვა. 


                   თავიდან ექსპედიციის სტატუსი არ ყოფილა მკაფიოდ განსაზღვრული. ის მოეწყო კონსტანტინოპოლის რუსული არქეოლოგიური ინსტიტუტის სახსრებით. რუსეთის საზღვრებს გარეთ ამ ერთადერთი რუსული სამეცნიერო დაწესებულების ისტორია იწყება 1894 წლიდან.


             მისი უცვლელი დირეატორი იყო გამოჩენილი სლავისტი და ბიზანტინისტი,აკადემიკოსი ფიოდორ ივანოვიჩ უსპენსკი//1845-1928//. 1914 წელს,რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ დახურა ეს ინსტიტუტი.


             რუსული ჯარების მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ამ ინსტიტუტის უსაქმოდ დარჩენილ თანამშრომლებს გაეხსნათ მოღვაწეობის ახალი ასპარეზი.


             თვითონ უსპენსკი ტრაპიზონის ექსპედიციას თვლიდა დროებით რამედ. ის დარწმუნებული იყო იმაში რომ რუსი სალდათები მალე მარშით ივლიდნენ კონსტანტინეპოლის ქუჩებში....

       რომანოვთა საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ისტორიული ძეგლების დაცვით აქტიურად დაკავებული იყო პრინციპული იდეოლოგიური მოსაზრებების გამო.


             ომში რომელიც ინგლისურმა და ფრანგულმა გაზეთებმა გამოაცხადეს ცივილიზებული ქვეყნების ომად ტევტონურ ბარბაროსობასთან მარტო სამხედრო წარმატებები არ ყოფილა მნიშვნელოვანი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო რუსეთის "ცივილიზებული" სახის შექმნა.
.
     ტრაპიზონის ექსპედიციას დაარქვეს "არქეოლოგიური". ეს დასახელება ნაწილობრივ ნომინალურია. მთავარი იყო სიძველეთა აღწერა და "კონსერვაცია". არქეოლოგიური გათხრები კი შესაძლებლობათა სესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. 

                 დარჩენილია თურქეთში რუსი მეცნიერების ამოცანებისადმი მიძღვნილი მოხსენების შავი ტექსტის ფრაგმენტი. 

             უსპენსკი აქ გამოდის არა იმდენად დიდი მკვლევარი რამდენადაც შეხედულებათა მკაფიო და ჩამოყალიბებული სისტემის მქონე პოლიტიკოსი.

                    "ტრაპიზონის აღებით,წერდა აკადემიკოსი,ჩვენ მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება. აქ შევეხეთ ანატოლიის მთელ სანაპირო ზოლში უეჭველი გავლენის მქონე ყველაზე დისციპლინირებულ პოლიტიკურ ძალას. 

                   ამას გარდა,ტრაპიზონში შესვლით ჩვენ ავიღეთ დიდი პოლიტიკური ამოცანებისა და მისიის მქონე იმპერიის დედაქალაქი".

                 ამ ტექსტის ზოგი ფრაზა გვარწმუნებს იმაში რომ მკვლევარს შეიძლებოდა სცოდნოდა დამარცხებული თურქეთის ტერიტორიის დაგლეჯა-დაქუცმაცების და დედაქალაქად ტრაპიზონის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გეგმების არსებობის შესახებ. 

 მეცნიერებათა აკადემიაში გაგზავნილ ანგარიშში აღნიშნულია რომ გაირკვა მიზგითებად გადაქცეული 3 ეკლესია-ძეგლის// 1.წმ.სოფიო.2.ოქროსთავა პანაგია.წმ.ევგენი// ისტორიული და მხატვრული ღირებულება.


             მეცნიერული პრობლემების გარდა უსპენსკის ტრაპიზონში უხდებოდა ადმინისტრატიული საკითხების გადაწყვეტაც. ჩინოვნიკები თავს არიდებდნენ რემონტისთვის საჭირო თანხების გაღებას და უსპენსკიმ არქეოლოგიურ ექსპედიციას დააკისრა მათი დაფინანსება. ის ამაყობდა იმით რომ ბერძნებისთვის საამაყო ძეგლი,მათი ეროვნული მემკვიდრეობა ტრაპიზონში ნგრევას გადაარჩინეს რუსული ფულით და მას შემოავლეს რკინის ღობე. 


            საჭირო იყო ბრძოლა ყოველ ნაბიჯზე. და ეს ყოველთვის არ ყოფილა შედეგიანი. 


           1917 წლისთვის აკადემიკოსის ოპტიმიზმი მკვეთრად დაეცა და მან დაინახა რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მოცემულ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.


                 1917 წელს  ფ.უსპენსკიმ მეცნიერებათა აკადემიაში გააგზავნა ანგარიში  სადაც ლაპარაკია იმაზე რომ მოდებულია მძარცველობა, იტაცებენ,იპარავენ და ყიდიან ძვირფას სიძველეებს-წიგნებს,ხელნაწერებს და ხელოვნების ნაწარმოებებს. ეს განწირული კივილი უფროა ვიდრე ანგარიში.


            თებერვლის რევოლუციის შემდეგ აუცილებელი გახდა ტრაპიზონის ექსპედიციის სტატუსის ოფიციალურად დადასტურება. ადრე ამას აკეთებდნენ უმაღლეს მოხელეებთან პირადი ურთიერთობების მქონე მოხელეების მეშვეობით.  ეხლა საჭირო იყო "სახელმწიფო" გაფორმება. 1917 წლის თებერვალში "ომის უფლებით დაკავებული თურქეთის ოლქების გენერალ-საგუბერნატოროსთან არქეოლოგიური განყოფილების" ხელმძღვანელი გახდა ცნობილი არქეოლოგი ი,სტელეცკი. 
             


                  დგებოდა უკვე რთული დრო. საეჭვო გახდა თვითონ რუსეთის ბედი. ნახსენები არქეოლოგიური განყოფილების წიაღიდან გამოსული გეგმები ვერ განხორციელდა. 


               ქაღალდთა უმეტესობა დაიტაცეს. ამიტომ არქივში ექსპედიციისგან დარჩა შედარებით ცოტა მასალა. ძირითადად ესაა ეკლესიათა გეგმები და ანაზომები,ფრესკების ასლები,ტრაპიზონის რაიონების და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების ფოტოები.


                        ხელნაწერები და დოკუმენტები რომელზეც ესე ზრუნავდნენ ფ.ი. უსპენსკი და ი.სტრელეცკი გაქრა.


               პუბლიკაციაში გამოყენებულია გ.კ. მეიერის ნახატები.


                 მერე სტალინს და მისისტებს უნდოდათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ტრაპიზონის რაიონული კომიტეტის შექმნა. ამ იდეის ბედიც ცნობილია...

.. 



(В публикации использованы рисунки Г.К. Мейера.)



.
На этой акварели Г.К. Мейера Трапезундский кремль смотрится более «живописно», нежели на фотографии. На фото вверху остатки акведука (изображение: «Наука из первых рук»)
ტრაპიზონის კრემლია გ.კ.მეიერის ამ აკვარელზე.


..
Церковь св. Евгения, широко почитаемого в Трапезунде (изображение: «Наука из первых рук»)
Церковь св. Евгения, широко почитаемого в Трапезунде (изображение: «Наука из первых рук»)
წმინდა ევგენის ეკლესია.




Гробница трапезундского «императора» Алексея IV Комнина, окончившего свои земные дни в 1429 году (изображение: «Наука из первых рук»)
Гробница трапезундского «императора» Алексея IV Комнина, окончившего свои земные дни в 1429 году (изображение: «Наука из первых рук»)
მარცხნივ ტრაპიზონის"იმპერატორი" ალექსი მეოთხე კომნინის//გარდ.1429წ.//აკლდამა.


Выдающийся славист и византинист, академик Федор Иванович Успенский (1845–1928). Изображение: «Наука из первых рук»
Выдающийся славист и византинист, академик Федор Иванович Успенский (1845–1928). Изображение: «Наука из первых рук»


Фотография Трапезундского кремля, хранящаяся среди бумаг Трапезундской экспедиции (изображение: «Наука из первых рук»)
Фотография Трапезундского кремля, хранящаяся среди бумаг Трапезундской экспедиции (изображение: «Наука из первых рук»)
ტტრაპიზონის კრემლი-ტრაპიზონის ექსპედიციის ქაღალდებში არსებული ფოტო.

П
)


».

წყაროhttp://elementy.ru/lib/430387



No comments: