2.11.2012

რომანტიზმი-2.


5. ბუნება და სიყვარული:
ბუნების რომანტიულ განცდას ხშირად უყურებენ როგორც ბავშვურ ხატს რაც გზას უხსნის ყოველგვარ ირონიას და უხეშ ხუმრობებს. პოეტი რომელიც ურთიერთობს მთასთან და 
ქარიშხალთან, რომელიც მათგან იღებს გაკვეთილებს, რჩევებს, უსმენს მათ აღსარებებს. მთები და ქარიშხლები ამხნევებენ პოეტს ისე როგორც დედა ამხნევებს თავის ბავშვს. აი უხეში და გამარტივებული ფიქციები რომლებიც სიტყვა-სიტყვით გაგებულნი სახელს უტეხავენ ოპერაციებს რომელთა აღწერაც სურთ.

პოეტი მართლაც სხვებზე უფრო ახლოსაა ბუნებასთან, მას ბუნებასან აკავშირებს უფრო უშუალო სიმპატია, მაგრამ პოეტი თავიდან არაფერს იღებს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ესოდენ გულუბრყვილო, როპომორფული წარმოდგენით, ის ამ შემთხვევაში კარგავს ნდობას და ნამდვილი კონტაქტის შანსს.

გაზაფხულს ფაქტიურად არასოდეს ულაპარაკია ადამიანთან; ყვავილს, ჩანჩქერს თუ მზეს არ ესმით რომ ისინი ესაუბრებიან ადამიანს. ისინი წარმოადგენენ ყველგან მოქმედ ვიტალურ ძალას, უნივერსალური, საყოველთაო სიცოცხლის ვიტალურ ძალას: მაგრამ ეს ესმის პოეტს. სწორედ ის გრძნობს რომ ჩართულია ბუნებაში და ამას ადასტურებს მისი გულის ენთუზიაზმით აღსავსე ჩვენება. სწორედ პოეტი განიცდის თავს ამ საოცარი ჩქეფის ძმად და მესაიდუმლოედ მის ყოველ მანიფესტაციაში.

რომანტიკოსებს ეს არასოდეს დავიწყებიათ. ოდერლინმა ნაღვლიანად განიცადა ეს დაკარგული ურთიერთობა ბუნებასთან, დიდ კოსმიურ ძალებთან, ღმერთებთან. და სწორედ ბუნებასთან აღდგენილი ურთიერთობის ირგვლივ ხდება ცოდვათა მონანიებაზე, გამოსყიდვაზე ოცნებების ორგანიზება. და თუ კი მართალია რომ ყველა რომანტიკოსი ზოგჯერ ოცნებობდა გაზაფხულთან გაიგივებაზე და იმის სჯეროდათ რომ ისუნთქავდნენ ბუნებაში არსებულ მთელ სიცოცხლესა და სიყვარულს, მართალია ისიც რომ მათ უფრო ხშირად გულს უტეხავდა შორი და ცივი ბუნების გულგრილობა.

რომანტიკოსებმა ფაქტიურად იციან რომ ბუნებასთან მათი საოცნებო ერთიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საიქიოში სადაც გაერთიანდება ყველაფერი რაც დაყო და გათიშა რეალურმა ცხოვრებამ. ესაა რომანტიკოსთა მისტიკის ერთ-ერთი პოსტულატი.

სწორედ ამ კონტექს უნდა მოვაქციოთ ესოდენ ხშირად გამოხატული მათი ნატვრა, ბუნებასთან მჭიდრო კავშირის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზე, რაც შეიძლება გვიან მოჭრაზე ჭიპისა რომელიც მათ აერთიანებს ბუნებასთან საიდანაც ისინი არიან გამოსულნი, ვინაიდან ინდივიდუალური ცხოვრება ადამიანს ჩამოაშორებს ბუნებას და აქცევს ქედმაღალ და ეგოისტ არსებად. აქ ჩანს ან აკ რუსოს პირველი ინტუიცია.

(მთარგმნელის ჩანართი: ბუნებისაგან გარდაუვალ გაუცხოებას და ადამიანის შთანთქმას ბოროტების წყაროდ ქცეული საზოგადოების მიერ გმობს ალფრედ დე მიუსეც შემდეგ საშინელ ლექსში:

" უბედურება ახალშობილებს!
უბედურება დედამიწის იმ კუთხეს
სადაც ღვივის თესლი, რომელსაც
ეცემა ორი გამხდარი ხელის ოფლი!
წყეულია სისხლის და სიცოცხლის
დამაკავშირებელი ძაფები!
წყეულია ოჯახი და საზოგადოება!

("Malheur aux nouveaux-nés!
Malheur au coin de la terre
où gérme la semence,
Où tombe la sueur de
deux bras décharnés !
Maudiწ soient les liens
du sang et de la vie !
Maudite famille et la société!
Musset, prémières poésies).

აერთო ჯამში რომანიზმის ფუნდამენტური, მთავარი მისწრაფებაა ადამიანისა და ბუნების ზიარების, მათი ერთიანობის განახლება და ზიარება, ერთიანობა ღმერთთან.
ამ ზიარების, ამ ერთიანობის აქტიური აგენტი რომანტიკოსების აზრით არის სიყვარული.

6.  ცნება სიყვარული ფარავს მნიშვნელობათა ფართო წრეს:
პირველი რიგში ნიშნავს ვიტალურ ინსტინქტს, რომლის ძალითაც სახეობები მრავლდებიან და იგრძელებენ სიცოცხლეს: სიყვარული სიცოცხლის წყარო, რომელსაც უკვე განადიდებდა ლუკრეციუსი ბუნებისადმი მიძღვნილი თავისი მოემის მიმართვაში.

მაგრამ უფრო ზოგადად ცნება სიყვარული აღნიშნავს ბუნების ყველა არსების გამაერთიანებელი ურთიერთსიმპატიის და ამ არსებების მიერ ერთმანეთის მოხიბლვის ძლიერ განცდას რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს ერთიანობასა და სიმწყობრეს. სიყვარული არის იდუმალი ძალა რომელიც ტყეებს მიმართავს სინათლისაკენ, რომელიც გადახსნის მზისკენ ყვავილს და ციური მაცოცხლებელი წყლებით აღადგენს გადამხმარ მიწას. ამ სიყვარულის განსახიერებებია, ავატარებია კრისტალების მინერალური გეომეტრიაც, სამყაროთა ბრუნვაც კოსმოსში მათი მზეების ირგვლივ.

მართალია რომ სიყვარულის ამ ყველგანყოფნას ხედავენ მხოლოდ პოეტები. გონიერი ადამიანები ხედავენ მოვლენათა მხოლოდ უკანა პირს. ისინი ლაპარაკობენ ანონებზე, ბუნებრივ  საჭიროებებზე და წარმოიდგენენ ერთგვარ ულმობელ მექანიკას რომელიც აუხსნელს სტოვებს მხოლოდ მის მამოძრავებელ ძალას.

რომანტიკოსის აზრით ყველაფერი ცოცხალია და ყველაფერი ცოცხლობს სიყვარულით, ის გრძნობს თავის გულში სიყვარულის ტალღებს რომელიც შეყვარებულს უბიძგებს უსასრულო ძიების გზაზე შედგომისაკენ, გამოცხადების, ზმანების ძიებისაკენ.

რომანტიკოსის ,,მე,- მუდამ ესმის ღვთაებრივის ძახილი. და სწორედ ასეთად წარმოიდგენს რომანტიკოსი ცისა და მიწის მამოძრავებელ ძალებს, თუნდაც ისინი არ ხედავდნენ მათ საერთო არსს. თავის უმდიდრეს წამებში რომანტიკოსი გრძნობს ერთიანობას სამყაროსთან, აქტიურად მონაწილეობს სამყაროს ღრმა ცხოვრებაში . ისეც ხდება ხოლმე რომ ამ უნივერსალური, საყოველთაო სიყვარულით გამსჭვალული რომანტიკოსის აზრით სასწაულიც, ბუნებისა და კაცობრიობის სიყვარულით გარდაქმნის, აღორძინების სასწაულიც ხელის ერთ გაწვდენაზეა თითქოს.

საყოველთაო სიყვარულით გამსჭვალული რომანტიკოსი გრძნობს რომ თვითონაცაა დაკავშირებული გარდაქმნა-აღორძინების ამ პროცესთან. ჩნდება სივრცისა და დროის მიღმა არსებული მაგიური სამყაროს, დაბრუნებული სამოთხის მირა. ამ სამყაროში ბატონობს სიყვარული. განსაკუთრებით ნოვალისის მისტიკა ბრუნავს დაუღალავად ამ აკრძალული საზღვრების ირგვლივ.

მაგრამ ეს გიჯური იმედები ნაკლებად ცხადად განსაზღვრული ჩნდება სხვებთანაც. ისინი აფერადებენ ყველა რომანტიულ გამოვლინებას. მართალია რომ ისინი იშვიათად წარმოადგენენ ტრიუმფის მოზეიმე აქცენტებს. უფრო ხშირად ისინი სულს სტანჯავენ აუხდენელი ოცნების სახით. და ეს შეუძლებლობა და აუხდენლობა არის ადამიანის წყეულობის ყველაზე ნათელი, ყველაზე ხილული ნიშანი.

შეუძლებელია დედამიწაზე პოვნა ყველა მისწრაფების დამაკმაყოფილებელი ძალისა: ეს ტრაღიკული განცდა სტანჯავს დონ უანს. შეუძლებელია აღდგენა კონტაქტისა კოსმიურ ღვთაებებთან: მზესთან, ცასთან, მდინარესთან თუ მთასთან; ეს დრამა უბნელებს გონებას ოლდერლინს. და რამდენად მიუწვდომელია თავისუფალი საზოგადოება რომელზედაც განუწყვეტლად ოცნებობდა ამდენი სოციალური რომანტიკოსი. და ყველაზე მეტად ეს კავშირი ღვთაებრივ პრინციპთან, რომელშიაც ხედავენ რომანტიკოსები თავის დანიშნულებას და რომლის ამქვეყნად, სიცოცხლეში, სიკვდილამდე რეალიზაციის იმედი მათ არ აქვთ.

აქ ჩვენ ვეხებით რომანტიზმის თანდაყოლილ წინააღმდეგობას: ერთის მხრივ იმედი იდეალური სამყაროსი რომლის უარყოფაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის უარყოფის გარეშე, მეორეს მხრივ სააქაოს, რეალობის მიერ უარყოფა ამ იდეალისა რომლის გარეშეც რომანტიკოსს არსებობა არ ძალუძს. სწორედ ამ ერთმანეთის საწინააღმდეგო ორ პოლუსს შორის ჩქეფს რომანტიკული სულიერების ყველაზე პათეტიური გამოვლინებები






7. ზეგრძნობიერებები( trancendances) :






    საიქიოს იდუმალი სამყაროსკენ სიყვარულის სამეფო კარიბჭის გარდა მივყავართ მრავალ საიდუმლო კარსაც. არასოდეს არ ყოფილა მათი მიდამოები ისე ყურადღებით შსაწავლილი როგორც რომანტიზმის ხანაში.

       პირველ რიგში ადრეული ბავშვობის ბუნდოვანი სივრცეები,როდესაც თავის წყაროსთან ჯერ კიდევ ახლოს მყოფ ადამიანს თითქოს აზსოვს რაღაც წინა ცხოვრებიდან. მასში დიდხანს და შთამბეჭდავად ყურყუმალაობდნენ ვორდსვორტი და ჰიოლდერლინი. 

        ამ დალოცვილი ასაკის მოგონებები მრავალ სხვასთანაც შეიცავენ მისი წარმომშობი სამყაროს ლანდებს. ბავშვობის მოგონებების უწყვეტობაში პოეტები ხშირად ხედავდნენ დაცვას ცხოვრებისეულ ბრძოლაში ჩაბმული სრულწლოვანი ადამიანის დაცემისა და უარყოფებისაგან. 

          ბავშვობის სული მოქმედებს როგორც თილისმა და ინახავს ბუნების საწყის შთაგონებას.

           იგივე გავლენას ახდენენ ჯადოსნური ზღაპრები,რომლებიც არის ხალხთა ბავშვობის ქმნილება. ყველაზე საიდუმლო და ყველაზე უბრალო ჭეშმარიტებები სწორედ იქ გადაიქცევიან სპონტანურად პერსონაჟებად და მოქნედებებად. 

სწორედ იქ ემორჩილება ბუნება წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გულის კანონებს და აკმაყოფილებს სასწაულებრივის ადამიანის თანდაყოლილ მოთხოვნილებას. 

მაგრამ მატერიალური სამყაროს მიერ მათთვის დამალული სინამდვილის პოვნას რომანტიკოსები ყველაზე მეტად სიზმარში ცდილობენ. წამოწყებამ შეიძლება მოითხოვოს ფსიქოლოგიური საფუძველი.ძილი წყვეტს კონტაქტს გრძნობად სამყაროსთან, 
ანთავისუფლებს სულს ფაქტების მხრიდან მუდმივი კონტროლისგან.  მსგავსი ეფექტის მქონე ღამისავით სულს აძლევს ასპარეზს და მოძრაობის ტოტალურ თავისუფლებას. ის სულს უბრუნებს მის საკუთარ თავს...

     რომანტიკოსები დარწმუნებულები არიან იმაში რომ სულის სიღრმეში არის სიცოცხლის წყარო და სამყაროსთან დამაკავშირებელი ღვთაებრივი პრინციპი. მას აქვს თავისი საკუთარი მისწრაფებები,მასში ჩაწერილია ადამიანის ბედი და სიზმარი სწორედ მას ამჟღავნებს მაშინაც კი როდესაც მისი განზრახვები და წადილები შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ დღის რეალობისგან აღებული ხატებით.

   ბევრად მეტიც,სიზმარი თავისუფალია დროისა და ადგილის მონობათაგან.მის წინაშე ერთდროულად არის აწმყო,წარსული,მომავალი.ის ტკბება ყველგან ყოფნის უნარით.

    ამას აქვს უცნაური შედეგი,რასაც ხშირად ახსენებენ სიზმრის პოეტები. 
       ისინი განიცდიან ძველი სიახლოვის ამაღელვებელ შთაბეჭდილებას. მათ აქვთ "უკვე ნანახის" განცდა. 
       ეს უცნობი ქვეყანა,ეს ნოსტალგიური არე,სადაც სიზმრის მნახველი ბოლოს და ბოლოს თავს საკუთარ სახლში გრძნობს,არის მისთვის თავიდანვე ცნობილი დავიწყებული სამშობლო.
  სიზმრის მნახველთან მისული ადამიანი თვითონ ისაა,მისი ორეულია,რომელიც მას გამოეცხადა მისი ცხოვრების ყველა მძიმე წუთში. ქალი,რომლის გამოჩენაც მას აღელვებს და ავსებს,მან უკვე ნახა სხვა ცხოვრებაში.და ეს სწორედ ის ქალია რომელსაც ის ხედავს ყოველ საღამოს სცენაზე საითაც მიდის მოჯადოებული...
             ასე ხდება რომ სიზმარი ყოველ წუთს შემოდის ცხოვრებაში. სინამდვილე და სიზმარი ერევა ერთმანეთს,იგივდება ერთმანეთთან. 
      იშლება,განეფინება ერთი და იგივე არსებობა. ეს ხდება ხან დღის სინათლეზე და ხან შინაგანი სამეფოს უცნაური ცის ქვეშ.
  მაშინ როდესაც სიზმრის მაგია სჯობნის რეალობას ჩნდება რომანტიკული იდეალიზმის აკვიატებული ამბიცია:მისი შინაგანი სინათლით გარდაქმნილი,ამაღლებული,განწმენდილი ცხოვრება, რომელიც დაუბრკოლებლივ იშლება მეოცნების თვალწინ. 
        ნერვალი წარმოიდგენს მისი მარადიული სიზმრის მდინარებას გარედან მოსული ამ სიზმრის განცდის ნაცვლად,რა მნიშვნელობა აქვს იმას რომ მიუხედავად ამისა მისი მოკვდავი ორეული დასეირნობს პასიში ექიმი ბლანშის საავადმყოფოს ბაღში.


                და ბოლოს, სამყაროს ნათელი სახის ნახვის გზა არის ხელოვნებაც,რომანტიკოსი მხატვრის აზრით პეიზაჟი,ისტორიული სურათი თუ პორტრეტი მხოლოდ საბაბებია განსადიდებლად იმისა რაც სიუჟეტს აძლევს არსებობის სზრსა და მნიშვნელობას.


     ამ თვალსაზრისით ოტო რუნგე ფიქრობდა რომ ახალმა ხელოვნებამ პეიზაჟის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სულის ცხოვრება და ბოდლერი დელაკრუას ნაწარმოებებს წარმოადგენს როგორც "უნივერსალური ადამიანის სიდიადის და ვნების ერთგვარ მნემოტექნიკას". 
          ფერწერის წყალობით მხატვრის არამდგრადი ხედვა ფიქსირდება ტილოზე და იქცევა საყოველთაო სიკეთედ. 


               მაგრამ რომანტიკული ხელოვნების მოთხოვნებს ყველაზე უკეთესად  პასუხობს მუსიკა. მისი არამატერიალური ბუნება,მისი ძლიერი მოქმედება გრძნობებზე და ვნებებზე.რიტმების და ეფექტების საოცარი სიმდიდრე მას აქცევს სულიერი ცხოვრების გამოხატვის საუკეთესო საშუალებად. 
              მუსიკა იპყრობს სულის უნარებს,გადააქვს ისინი და იტაცებს,ხიბლავს მათ ისე რომ თვითონ მას არაფერი სჭირდება.
          ხელოვნების არც ერთი დარგი არ აღწევს ადამიანის გულამდე ისე როგორც მუსიკა.


               პოეზიის ერთადერთი უპირატესობა მუსიკასთან შედარებით არის ის რომ პოეზია ხელმძღვანელობს იდეებით,ხმარობს მათ.რომანტიზმის მკვლევარი გვერდს ვერ აუქცევს ამ ეპოქის ფიზიკურ და სულიერ გამოცხადებებს. 
უნდა ვაღიაროთ რომ ეს რომანტიული აპოკალიფსი ძალიან უთავბოლო და არეულია. ის სესხულობს ყველა რელიგიიდან და ყველა მისტიკიდან. ის ხან შთაგონებულია იდეათა სამყაროს პლატონური კონცეფციებით,ხან მიუყვება ინდოეთის პირველყოფილ,საწყის რიტმებს,ორფიკულ კულტებს და პითაგორულ სპეკულაციებს:


       სულთა მიგრაცია,განწმენდა ერთმანეთის მომდევნო ინკარნაციების მეშვეობით,
მონანიება და ცოდვათა გამოსყიდვა გულმოწყალებითა და სიბრალულით. 


               ზოგი რომანტიკოსი,მაგალითად ჰიოლდერლინი,ისევ აღმოაჩენს ბერძნული რელიგიის მასულდგმულებელ პანთეისტურ სულს: ღმერთებს და ტიტანებს,ღვთაებრივ მეფობათა თანმიმდევრობას. ისევ ჩნდება ოქროს და რკინის ხნწბი. ისინი იძენენ ახალ მნიშვნელობას...


              ყველაზე მეტად კი რომანტიკულ სპეკულაციებს მასალას აძლევს ქრისტიანობა. 
        ხშირად აბსურდულ ფანტაზიებში ერევა ხალხური ფანტაზიის ყველაზე ექსცენტრული ქმნილებებიც. 


              რომანტიზმი ერთმანეთში ურევს ქრისტიანთა ეშმაკებს და ლოკალური და წარმართული ცრურწმენების ბნელ ფიგურებს.


          ქრისტიანობა თავისი მისტიკოსებით რომანტიზმს ზოგჯერ ჟღინთავს ილუმინიზმისა და ზმანებების ყველაზე უცნაური ქმნილებებით. 


              ქრისტიანული სულიერება რომანტიზმში ამას გარდა ჩნდება ექსტაზებითა და ილუმინაციებით რომლებიც გვახსენებენ წმინდა ლიტერატურის საუკეთესო ფურცლებს.


          მრავალმა რომანტიკოსმა ნოვალისიდან ლამარტინამდე დაწერა მრავალი დიდებული ჰიმნი და საგალობელი,მაგრამ შეცდომა იქნებოდა,როგორც ეს გააკეთეს შატობრიანმა თუ
 ჟან-პოლმა, რომანტიზმის გამოცხადება ქრისტიანულ ფორმად. 


            რომანტიზმის მისტიკა სინამდვილეში აღორძინებს და მოკლედ იმეორებს ყველა ზმანებას,ოცნებას და ხიკვას,ყველა აპოკალიფსს,რაც კი ჰქონია კაცობრიობას საწყისი ხანიდან.
             
 
8,რომანტიზმის განვრცობა
 :


           რომანტიკულმა სულმა დიდი გავლენა მოახდინა ეპოქის მეცნიერებაზეც და პოლიტიკაზეც.



    mecnierebatha spheroshi ganma-
nathlebeltha philosophiam gza gauxs-
na kvlevis mkacrad obieqtur metho-
debs : bunebisa da sazogadoebis phenomenebi iq thshanan rogorc mocemul thvisebatha sistema da ma-
thematikuri kanonebi,gulgrilni nebisa
thu miznis yovelgvari cnebis mimarth.
romantizmthan erthad mecniereba
simkacris uaryophis gareshe  gaexvia
vitalisturi dinamikis zogad atmosphe-
roshi. vikothi (Vico) shthagonebulma
mishlem ( Michelet) ganavithara isto-
riis spiritualisturi xedva : yoveli xalxi
thavis tsinsvlashi asrulebs misi
"didi sulis" idumal brdzanebebs.
savinim (Savigny) shesdzra sa-
marthali imith rom is daaphudzna
ukve ara universalur da raciona-
lur koncephciebze, rogorc amas akethebda monteskie, aramed yoveli xalxisathvis damaxasia-
thebel satsyis mitsraphebebze da
thavdapirvel zne-thshveulebeb-
ze; naturalisti shuberti (Schubert) ikvlevs mecnierebatha
ghamiur ( nocturne) mxares. da
philosophos shelings unda yvela
mecnierebis mokled ganmeoreba
bunebis philosophiashi.

  romantizmma gavlena moaxdi-
na politikazec. individualizmisa da " me"-s kultis kvalze axali
mnishvneloba sheidzina erovne-
bam.is met-naklebad grdzelva-
dian perspeqtivashi shecvlis d
dzveli dnastiuri evropis rukas.
.tha-
visuphlebis kultma gaathshina axali politikuri mistsraphebebi
da enthuziazmebi. romantikul evropashi yvelgan, saphrangethi-
dan rusethamde,italiidan polonethamde da saberdznethamde agizgizda erovnuli ganmanthavisuphlebeli
koconebi. rusoistuli thu qristianu-
li shepherilobis utopiuri socializ-
mis thu idealizmis da bunebas-
than dabrunebis didma sunthq-
vam etshvs qvesh daayena da daamsxvria dzveli socialuri struq-
turebi.

   daskvnis saxith unda vthqvath rom romantizmi sheexo,man pasu-
xi gasca codnisa da sicocxlis yve-
la kithxvas da am pasuxebma ganaaxles mtheli kontinentis me-
ntaluri midgomebi. romantizmi
darthsheba evropuli civilizaciis
zrdis da ganaxlebis erth-erth did
momentad,adamianis dasavluri
thavgadasavlis did epoqad


No comments: