2.11.2012

საინგილო, არაჩვეულებრივი ხედები.

ისტორიული ჰერეთი არ ყოფილა მარტო საინგილო,ის მოიცავდა კახეთის ნაწილსაც და აღმოსავლეთითაც ბევრად უფრო შორს მიდიოდა. თანამედროვე შექის//მე-8 საუკუნეში ქართველთა მეფე არჩილის მიერ დაარსებული ნოხპატოს// იქითაც. საინგილი ამ ისტორიული ჰერეთის ძველი,ძვირფასი და ლამაზი ნაწილია,თანამედროვე აზერბაიჯანის 3 რაიონი.
ჰერეთის ადგილმდებარეობა 
როდესაც ლაგოდეხის მხრიდან ისტორიული ჰერეთისაკენ მიემგზავრებით, სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ პირველი რაც თვალში მოგხვდებათ არის გზა, რომელსაც გარდი-გარდმო მიუყვება ულამაზესი კაკლის ხეივანი. ასეთია არამარტო მთავარი, არამედ სოფლიდან სოფელში მიმავალი გზებიც. ეს გზები განსაკუთრებით ზაფხულშია ლამაზი, როდესაც კაკლის ტოტები მთლიანად ჩრდილავს გზას და ერთგვარი მწვანე გვირაბი წარმოიქმნება.
მწვანე გვირაბი
კაკლის ხეივანი ზაფხულში 
კაკლის ხეივანი ზამთარში
სოფელ ელისუსკენ მიმავალი გზა   
 ისტორიული ჰერეთის ტერიტორია ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ნაწილისაგან შესდგება. პირველი მათგანია მთა, რომელიც კავკასიონის მთახგრეხილს წარმოადგენს. კავკასიონის ამ ნაწილში რამოდენიმე მწვერვალი გვხვდება რომელთა სიმაღლე 3000 დან 4000 მეტრამდე მერყეობს.

მთის სოფელი ჰერეთში. სოფ. თეთრი წყარო  
მეორე უდიდესი ნაწილი ისტორიული ჰერეთისა არის ბარი. ზაქარია ედილი წერს: „ეს არის თაიგული მთელი მხარისა, მისი სიმდიდრე და დოვლათი”.

ჰერეთის ბარი (ხედი ქურმუხის ტაძრიდან).  
   მთის ნიადაგი მწირია, ღარიბი და მეურნეობისათვის გამოუსადეგი. სამაგიეროდ ბარის მიწები ძალიან ნაყოფიერია. მთა მდიდარია პირველხარისხოვანი ტყეებით. აქ თქვენ შეხვდებით: წიფელს, მუხას, ცაცხვს, ნეკერჩხალს, თეთრი არყის ხეებს და ასე შემდეგ. მთაში ასევე ვრცელდება წაბლი, ლეღვი, ბროწეული, ხურმა, მსხალი, თხილი, კაკალი, შინდი, პანტა და სხვა ჯიშის ხეები.

პურის ყანები სოფელ ალიბეგლოში   
ჰერეთის ბარიც მდიდარია ტყეებით. ჰერეთში ყველა სოფლს გარშემო ტყეები აკრავს. ტყეებში არსებული დიდძალი ხეხლის გამო ამ ტერიტორიაზე უამრავი გარეული ცხოველი თუ ფრინველი ბინდარობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გარეული ღორი, დათვი, მელა მგელი, ტურა და შველი...

ზაქარია ედილი ამახვილებს ყურადღებას ისეთ ცხოველებზე, რომელნიც საქართველოში ან მთლიანად გადაშენდნენ, ან გადაშენების პირას არიან მისულნი. ასეთს მიეკუთვნება შავი მელა, რომელიც ჰერეთის ტყის მუდმივი ბინადარი იყო, თუმცა მათი რაოდენობა დღეს ძალიან შემცირდა. – ასეთი ცხოველია კვერნა რომლის კვალსაც მონადირენი მივარდნილ ღელეებში პოულობენ ხოლმე.

ბარის ტყეები სავსეა გარეული ფრინველებით. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ზოგიერთი იშიათი ფრინველი რომელიც საქართველოში ან სრულად გაქრა ან ძალიან შემცირდა მათი რაოდენობა. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს გარეული ინდაური ანუ შუთხი, რომელსაც უგემრიელესი ხორცი აქვს. ტყეებში და ველ-მინდვრებში ასევე გხვდება ხოხობი, ლაკლაკი (ლამიტოპია) და ა.შ.
გარეული კურდღელი  
გარეული ტახი  
ხოხობი და მონადირე   
   ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე უამრავი პატარა მდინარე მოედინება, რომლებიც კავკასიონის ქედების პირმშო შვლები არიან. კავკასიონის მთის ყველა ხეობას თავისი მდინარე აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარეები: მაწიმის წყალი, ბელაქნის წყალი, კატეხის წყალი და ქურმუხი. ამ მდინარეებიდან გაყვანილია უამრავი არხი, რომლითაც მოსახლეობა ნაყოფიერ მიწას რწყავს. ამ არხებზე ძველად აგებული იყო წყლის წისქვილები და ბრინჯის სარეცხი დინგები.

მდინარე ქურმუხი  
მდინარე ქურმუხი, თამარის ხიდი  
მდინარე ქურმუხის ერთ-ერთი შენაკადი მდინარე თეთრი წყალი  
მდინარე მაწიმი - რომელიც ყოფს დღეს ჰერეთს საქართველოსგან  
კახის მთებში მდებარე ტბა  
ამ უნიკალური დანადგარით ასუფთავებდნენ ძველად ჰერეთში მცხოვრები ქართველები ბრინჯს  
დღევანდელი საინგილოს ტერიტორია ძალიან ღარიბია მადენულით. მხოლოდ რამოდენიმე სპილენძის საბადოა აღმოჩენილი, მაგრამ ისინიც ისეთ მიუვალ ადგილებში მდებარეობს, რომ სრულფასოვანი სპილენძის წარმოება დღესაც შეუძლებელია. ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე უამრავი მინერალური თუ სამკურნალო წყალია. მათგან ყველაზე განთქმულია ელისუს გოგირდოვანი აბანო. მთაში პირდაპირ კლდიდან გადმოდის ორი მდინარე რომლის სითბოც 40 გრადუსს აღწევს. დღეს ეს ტერიტორია უკვე აზერბაიჯნელი ბიზნესმენების ხელშია და იქ აშენებულია რამოდენიმე თანამედროვე ტიპის სამკურნალო დაწესებულება. ეს მდებარეობს კახის რაიონიდან 14 კილომეტრში.

ნაცარტუტიანი სამკურნალო წყლითაა ასევე განთქმული ჰერეთში მდებარე ყველაზე მეტი ქართველით დასახლებული სოფელი ალიბეგლო, რომელსაც ადრე ქათმის ხევს ეძახდნენ. აქ მდებარეობს ტერიტორია ყაინათმა, სადაც ეს წყლები ამოდის.
გოგოირდის აბანო სოფელ ელისუში  
    დღევანდელ საინგილოში მთაში ქართველებით დასახლებული არც ერთი სოფელი აღარ გვხდება. ძველად ქართველებით დასახლებული სოფელი იყო ლექართი, თუმცა ლეკების მოძალების გამო ეს ტერიტორია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მიატოვეს ჰერებმა და ბარში ჩამოსახლდნენ. (მოსე ჯანაშვილი)

მთის სოფელი ელისუ უმთავრესად დასახლებულია ლეკებისაგან      
როგორც უკვე აღვნიშნეთ სიტორიული ჰერეთის ტერიტორია ორი განსხვავებული ნაწილისგან შესდგება - მთისა და ბარისგან შესაბამისად მათი ჰავაც დ ბუნებაც სხვადასხვანაირია და ერთმანეთს არაფრით წააგავენ. მთა მკაცრი ზამთარის გამო ნაკლებად არის დასახლებული. ხოლო ბარში ზამთარი საერთოდ არ იცის იშვიათად თოვს. საპირისპიროდ ზაფხულში ბარში გაუსაძლისი სიცხეებია. მომზადებულია ზაქარია ედილის „საინგილოს“ მიხედვით.

ზაქარია ედილი

No comments: