2.26.2012

რექვიემი შანხაისთვის: თანამედროვეობის სიგიჟე უტევს და სპობს თაობათა მიერ შექმნილ სილამაზეს...

3.21.2011
«აღმოსავლეთის მარგალიტის» უბედურება: რას უშვრებიან შანხაის კომუნისტური იდეალებისაგან განთავისუფლებული ჩინელი კომუნისტები:
ახალი შანხაი 
რექვიემი შანხაისთვის: ქალაქი იშლება, ქრება, ათასობით კოშკია აღმართული ამიერიდან შანხაიში რომელიც ოდესღაც იყო აღმოსავლური ეგზოტიზმის მითიური განსახიერება. ძველ კვარტალებს ბოლო მოუღო მასიურმა ნგრევამ და მოსახლეობათა გადასახლებამ. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე კუნძული რომლის გადაღებაც მათ შთანთქმამდე მოასწრო ფოტოგრაფმა გრეგ ჟირარმა.
მანათობელი კოშკები აღმართულია ქალაქზე რომელიც აღარ არსებობს.
ცეცხლის შუბები სულ უფრო და უფრო მაღლა იჭრებიან ცაში და ჯიუტად უგულვებელყოფენ იმას რაც ხდება ქვევით.
აი თანამედროვე შანხაი, ციებ-ცხელებიანი ეკონომიკური განვითარებით შეპყრობილი და ყველანაირი ექსცესისთვის მზა ჩინეთის ჰიპერბოლა. ეს ელვარე კოშკები, ესოდენ თაყვანნაცემი სიახლის მონუმენტები ფესვებს იდგავენ ქალაქის წიაღში. მათმა შთამბეჭდავმა ზრდამ ნაფლეთებად აქცია ქალაქის ქსოვილი.
კანადელი ფოტოგრაფი გრეგ ჟირარი გაურბის ამ ელვარებას უფრო ქვევით გაწოლილ ჩრდილებში. ის 2001 წლიდანაა დაინტერესებული ქალაქის ამ დაუჯერებელი რბოლით თანამედროვეობისკენ.

მისი ახალი წიგნი «ფანტომი შანხაი» ცხადად აჩვენებს მის პრიორიტეტებს:
დანგრეულია მთელი კვარტალები, ასობით ათასი მკვიდრია გადასახლებული,
მრავალსაუკუნოვანი ისტორია წაშლილია, მოკლე ხანში ყველაფერი წაიშალა.

ნიმუშია XX საუკუნის ამერიკა :
მიტოვებული ორსართულიანი სახლების მწკრივი,სხვა ხანის ნაშთი, სამშენებლო ნაგვის შუაგულში. მის უკან ატყორცნილია მეცნიერული ფანტასტიკის ცათამბჯენი
ვიწრო და დაღვრემილი ქუჩა თტანთქმულია 468 მეტრის სიმაღლის თითის მსგავსი სატელევიზიო კოშკის სინათლეში.
ნენგრევებთან მდგარი ერთი აგურის ძველი სახლი გარშემორტყმულია საცხოვრებელი კოშკებით. ამ სახლის პატრონები, წასვლაზე უარის მთქმელი ნამცეცები დაბზარული სავარძლებიდან ათვალიერებენ ახალ დეკორს.
ახალი  შანხაი
ჟირარის ფოტოებიდან მოდის მომხიბლავი და მატყუარა სიმშვიდე. ესაა სახრჩობელაზე განაჩენის აღსრულების მომლოდინე სიკვდილმისჯილის სიმშვიდე.

შანხაიში არის 80 000-ზე მეტი ცათამბჯენი, ორჯერ უფრო მეტი ვიდრე

ნიუ იორკში და მილიონამდე კვადრატული მეტრის კაბინეტები. გამაოგნებელია მარტო მოცულობა კი არა ტრანსფორმაციის რიტმიც. 2000 წელს ქალაქში ჯერ კიდევ იყო 37000 კვადრატული მეტრი კაბინეტი იყო,1999 წლის შემდეგ ასობით ათასი ადამიანი გადაასახლეს,ასობით ჰექტარი დაანგრიეს,

ისტორია და მეხსიერება დამარხეს ტონობით და ტონობით სამშენებლო ნაგავში.

ამ ახალ ჩინეთში მრავალი სიახლეა, მათ შორისაა ინდუსტრიალიზაცია, სამანქანო გზები, ავტომანქანის კულტურის აფეთქება და მოხმარების საზოგადოება. ნიმუში არის XX საუკუნის შუა ხანების ამერიკა. კომუნიზმის ათწლეულების შემდეგ ქვეყანას ამდენი რამ ჰქონდა დასაწევი.

მაგრამ ჩინეთში ნიმუშს ასჯერ გადააჭარბეს.

XX საუკუნის შუა ხანებში ჩრდილოეთი ამერიკის ქალაქების უმრავლესობამ მიიღო ქალაქთა განახლების მოდერნისტული კონცეფცია:

ძველი უბნების ბულდოზერით ნგრევა ფეხმავალზე კი არა უკვე ავტომობილზე დაფუძნებული სინამდვილისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად,

პოლივალენტური ქალაქის კონკრეტულ საქმიანობათა მუშაობა, ცხოვრება,

ვაჭრობა,გართობა) სექტორების მქონე დაგეგმარებულ ქალაქად გადასაქცევად.

გამოღვიძება მტკივნეული იყო :ისევ აღმოაჩინეს რომ ურბანულობა

,ისტორია, ადგილთა სული და თანამეგობრობის გრძნობა სასურველი იყო.

ძველი შანხაი
    

შანხაის ნაირი ქალაქისთვის ეს მუტაცია უცნაური ხვედრია. შულ მცირე XIX საუკუნიდან ეს ქალაქი უფრო აღმოსავლური ეგზოტიზმის მეტაფორა იყო ვიდრე ქალაქი. ის იყო ნამდვილი მსოფლიო კულტურული და კომერციული ცენტრი.

ბრიტანელებმა ის ცოტა ხნით დაიპყრეს და დარჩნენ იქ. ფრანგებმა იქ გამოითალეს ანკლავი. აშშ-ს არ უნდოდა ბრიტანელებისთვის სავაჭრო უპირატესობის მიცემა და მას 1844 წელს დააძალა ექსტრატერიტორიალურობა.

სხვები, განსაკუთრებით ათასობით რუსი და ინდოელი,იქ მივიდნენ უბრალოდ ფულის საშოვნელად.

კულტურათა შეჯახებამ თავისი წვლილი შეიტანა შანხაის, საერთაშორისო შერევა-მეტისაჟის ოდეალიზებული პიონერის, პროტო-კოსმოპოლოტური სამეფოს მითის შექმნაში. ის იუწყებოდა ჩვენი სულ უფრო და უფრო მონდიალიზებული კულტურის შესახებ.

შანხაის ხუროთმოძღვრება იყო ჩინური და ევროპული სტილების საინტერესო ნარევი. ხანდახან რთული ბიწიერებების თავშესაფრად ქცეული შანხაის თავაშვებულ ზნე-ჩვეულებებს კონკურენციას ძლივს თუ გაუწევდა ლას ვეგასი.

«შანხაი ფანტომი»,სათაური კარგადაა შერჩეული. ახალთახალი და დამაბრმავებლად და ხანდახან უფერულად ბრწყინვალე შანხაიში იქნება მის მიერ ესოდენ ეფექტურად დანგრეული შანხაის აჩრდილი.

თითქმის წარმოუდგენელია მეტროპოლიებზე ლაპარაკი წარსულ დროში. ქალაქები იბადებიან,იზრდებიან,იცვლებიან, ხანდახან რადიკალურად,მაგრამ იშვიათ კვდებიან, ვეზუვის მიერ დამარხული პომპეის მსგავსი გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

ძველი შანხაი
 «უკეთესი ქალაქი,უკეთესი ცხოვრება»

ჩინეთში სიკვდილი მიუსაჯეს არა მხოლოდ უბნებს არამედ მთელ ქალაქებს. ისინი დაანგრიეს ,გაასწორეს მიწასთან, მსხვერპლად შესწირეს ღმერთ პროგრესს რომელიც ბღავის მთელ ჩინეთში, სოფლებიდან ქალაქებამდე, მთების მწვერვალებიდან ხეობების სიღრმეებამდე.

იანცზის ველზე 175 მეტრის სიღრმის წყალმა დაფარა 14 ქალაქი. ეს ქალაქები იყო ძველი, მათი ისტორია ითვლიდა ათასობით წელს. ისინი მჭიდროდ იყვნენ დასახლებულნი.

მათ მცხოვრებლებს უბრძანეს მათი სახლების აგურ-აგურ დაშლა და გადასახლება როგორც უთხრეს ახალ უკეთეს ქალაქებში უფრო ზევით.

2003 წლის ივნისში დამთავრდა სამი ხეობის კაშხალის აგება და 14 ქალაქი წალეკა თანამედროვეობის ნიაღვარმა. ისინი ეხლა წყალქვეშ არიან და მათი დავიწყება ადვილია.

ასე არაა შანხაიში,მაგრამ ბოლოს,რომელიც უფრო ადრე დადგება ვიდრე დასაცველებს ეს წარმოუდგენიათ, შანხაიც არანაკლებ იქნება შთანთქმული.

2007 წლის დასაწყისში იძულებით გადაასახლეს 18 ათასი ოჯახი რათა ადგილი გაენთავისუფლებინათ 2010 წლის უნივერსალური,მსოფლიო გამოფენისთვის რომლის თემაც იყო «უკეთესი ქალაქი უკეთესი ცხოვრება».

კიბეზე მჯდომი ბიჭუნა
 ტფილისური "მამენტია"
ჟირარის წიგნში არის ამ « უკეთესი ცხოვრების» სულ მცირე ერთი სურათი :

ხელოვნური გუბის გვერდით მდგომი კაცი იბანს საზოგადოებრივ პირსაბანში. მის წინ, ჭახჭახა მწვანე გაზონის შუაში არის გარეუბნის სტანდარტულ სახლთა ჯგუფი.
               
ეს უცნაურად ჰგავს კალგარის ან ატლანტას. ცხადია რომ მასშია აღარაფერია შანხაისგან,მისი რეპუტაციისგან,მისი ისტორიისგან.

მაგრამ ყველაფერ ამას თითქოს არა აქვს მნიშვნელობა. ჟირარის ფოტოგრაფიები არის ფანტომი სახლების და კვარტალების ხატები,ქალაქისა რომელიც აღარ არსებობს და უგზო-უკვლოდ დაეხეტება მეხსიერებაში ქვაში ფესვის გადგმის გარეშე.
              
ქალაქი რომელშიც არის ჩვენებები მაგრამ რომელსაც მალე ვერ ვნახავთ ' მიურეი უაიტის ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ტორონტოს გამოცემაში «ზე სტარ». ის გადაბეჭდა ჟურნალი « ბუუკს», ის ფრანგულმა გამოცემამ «არაბები მათი ისტორიის პირისპირ», 2011 წლის მარტი, გვ. 46-49. თარგმანი ფრანგულიდან).
                                                                        ***

თანამედროვეობის სიგიჟე ემუქრება თბილისსაც და საქართველოს სხვა ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებსაც.შეიძლება ვერ გადარჩეს ვერც მათი მეობა, რეპუტაცია,ისტორია. ვითარება ძალიან რთულია, მაგრამ იმედია რომ პერიფერიაზე მყოფი საქართველოს ნამდვილი ელიტა მაინც გაუძლებს ცხოვრების ამ გამოცდას...

No comments: