2.02.2012

ვლადიმირ სტუპიშინი დაშნაკებზე და რამკავარებზე:

ИА REGNUM » Новости » Новости из-за рубежа » Армения » На вступление Грузии в НАТО…
Подробности: http://regnum.ru/news/fd-abroad/armenia/1481139.html#ixzz1lLw5Gow6

ზოგი  ცნობით რუსეთის ჯავახეთის დიასპორა საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში იმუქრება ჯავახეთის საქართველოსგან გამოყოფით. მისი თქმით საქართველოს ნატოში შესვლა ცუდია სორი ჯავახკის სომხებისთვის.  ამიტომ მით
უფრო საინტერესოა ეს მასალა.   
Файл:1918 март Резня в Баку Огонек 10-1918 обложка.jpg
სომხურ-თათრული
სასაკლაო ბაქოში,1918. 
 რუსეთის პირველი ელჩის //1992-1994// მოგონებებიდან  "ჩემი მისია სომხეთში, 1992-1994 //ფრაგმენტი//:

       ამ ვლადიმირ პეტროვიჩ სტუპიშინმა დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობათს მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი//მგიმო//,ბრძანდება მოსკოვის მწერალთა კავშირის წევრი,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური წიგნის ავტორი,იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი,პროფესიული დიპლომატი.1992-94 წლებში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დამოუკიდებელ სომხეთში. 1994 წლის 5 სექტემბერს,სიმხეთთან დამშვიდობებისას მან თქვა:
"შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ არ დამავიწყდება სომხეთი  ,არ გიღალატებთ არავითარ შემთხვევაში" სტუპიშინი არის მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის და რუსეთ-სომხეთის კავშირის თავდადებული მომხრე. მოკლედ ოფიციალური ცნობიდან ამოღებული ამ ნაწყვეტიდანაც ის წარმოგვიდგება როგორც კაი დაჭედილი ჩეკისტი....










სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი...,არცახის //ყარაბღის// ხალხის წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, გაჩნდა 1890 წელს ტფილისში. მისი ორგანიზაციებია ყველგან სადაც კი არიან სომხები.

იყო მმართველი პარტია სომხეთის პირველ რესპუბლიკაში//1918-1920//.

დევნილი იყო ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ, მაგრამ არ გამქრალა პოლიტიკური სცენიდან. ეტიც, გახდა სოცინტერნის ანუ სოციალისტური ინტერნაციონალის აქტიური წევრი. ის დღემდე არის ამ ინტერნაციონალში.    

დაშნაკცუტიუნი სომხეთში დაბრუნდა 1990 წელს და იქ აღადგინა თავისი რეგიონალური ორგანიზაცია.
    1991 წლის ივნისში მან იქ ჩაატარა მისი დამფუძნებელი კრება.        
დაშნაკების პოლიტიკური მიზნებია თავისუფალი,დამოუკიდებელი და ერთიანი სომხეთის შექმნა. ასეთი სომხეთის საზღვრებში უნდა მოექცეს 1920 წლის სევრის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწები–ნახიჭევანი, ახალქალაქი და ყარაბაღი. დაშნაკცუტიუნმა ყველგან უნდა დაიცვას სომეხი ხალხის ინტერესები, მოითხოვოს ყველას მიერ თურქეთში სომეხთა გენოციდის დაგმობა, თურქების მიერ დაპყრობილი მიწების დაბრუნება და კომპენსაციების გადახდა.
უნდა ჩატარდეს დამფუძნებელი კრება და მან სომხეთი უნდა გადააქციოს დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკად.

საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს და თურქეთთან დაახლოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ რაც ის მოინანიებს გენოციდს და დაუბრუნებს სომხებს წართმეულს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
//В Армению Дашнакцутюн вернулась в 1990 году, воссоздала там свою региональную организацию и в июне 1991-го провела ее учредительное собрание. Политические цели дашнаков — создание свободной, независимой и единой Армении, в пределы которой должны входить армянские земли, определенные Севрским договором 1920 года, а также Нахичеван, Ахалкалаки и Карабах; повсеместная защита интересов армянского народа; требование осуждения всеми геноцида армян в Турции, возврата захваченных турками земель и выплаты компенсаций; созыв Учредительного собрания для превращения Армении в демократическую социалистическую республику; прорусская ориентация внешней политики и отказ от сближения с Турцией, пока она не покается за геноцид и не отдаст захваченное у армян.//
'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
ლევონ ტერ-პეტროსიანმა დაშნაკცუტიუნის ბიუროს ხელმძღვანელს,საბერძნეთის მოქალაქე ჰრაირ მარუხიანს ბრალად დასდო კავშირი საბჭოთა კავშირის კგბ-სთან და 1992 წლის ზაფხულში მარუხიანი გააძევეს სომხეთიდან.
ამან გამოიწვია დაშნაკების და "დემოკრატების" კონფლიქტი //რუსეთის ელჩის აზრით კგბს წინააღმდეგ რამის მთქმელი კაცი აუცილებლად ბრჭყალებში ჩასმული და ციხეში ჩასასმელი ტიპია და არა ნამდვილი დემოკრატი,ეს გასაგებია//.          

სხვა პრობლემა გაჩნდა იმიტომ რომ 1993 წელს დაშნაკები და განსაკუთრებით ჰრაირ მარუხიანი საკმაოდ აქტიურად ურთიერთობდნენ რუცკოისთან და ელცინის სხვა მოწინააღმდეგეებთან. დაშნაკების წარმომადგენელმა არამ კარაპერიანმა მიიღო აკრედიტაცია ხასბულატოვის თეთრ სახლში.

დაშნაკცუტიუნის ფრაქციის ერთი სანდო დეპუტატი 1993 წლის ოქტომბერში მარწმუნებდა რომ არამ კარაპეტიანი თეთრი სახლიდან წავიდა ჯანყამდე რამოდენიმე დღით ადრე და არაა საჭირო მისი დამოწმება დაშნაკებისთვის აჯანყებულებთან სიახლოვის დასაბრალებლად.

მაგრამ სიახლოვე მაინც იყო და ერთ-ერთი მოსკოველი დაშნაკი ჟურნალისტებთან აქებდა რუცკოის, ხასბულატოვს და ისეთ ბატონებს როგორებიც არიან ილია კონსტანტინოვი,ალბერტ მაკაშოვი, ალექსანდრ ნევზოროვი, ალექსანდრ სტერლიგოვი, გენადი ზუგანოვი. ამის გამო მათ მოხვდათ ერევნის პრესაში...

1994 წელს სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის საქმიანობა სომხეთში შეაჩერეს და მას არ შეეძლო დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება 1995-1996 წლების საპარლამენტო და პრეზიდენტის არჩევნებში.

მაგრამ 1996 წლის ზაფხულში დაშნაკებმა ჩაატარეს თავისი რესპუბლიკური ორგანიზაციის ყრილობა და მიზნად დაისახეს ხელისუფლებასთან დაპირისპირების შერბილება. ამ გზას დაშნაკები ადგნენ პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც მიუხედავად იმისა რომ ძალიან კრიტიკულად აფასებდნენ ოპოზიციის უფლებათა ღიად დამრღვევი ხელისუფლების მეთოდებს.

1996 წელს სომხეთის პრემიერ მინისტრმა არმენ სარკისიანმა მიიღო დაშნაკი ხელმძღვანელები რუბენ აკოპიანი, ჰრაირ კარაპეტიანი და გაგიკ მკრტჩიანი, დაშნაკებმა განაცხადეს რომ პრემიერის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამა შეესაბამება დაშნაკცუტიუნის პლატფორმას და დაშნაკი მზად არიან მთავრობისთვის დახმარების გასაწევად.

ეს ალბათ სწორია ვინაიდან დაშნაკთა ზოგი პრინციპი მართლაც იქცა მთავრობის პოლიტიკის ელემენტებად.

პირველ რიგში ესაა ყარაბაღელთა მხარდაჭერა არცახში თავდაცვის არმიის შექმნის ჩათვლით. პროთურქული პოლიტიკის უარყოფა პრორუსული პოლიტიკის სასარგებლოდ რაც მოხდა 1992-1994 წლებში, სწორედ მაშინ როდესაც ცდილობდნენ დაშნაკების გასრესას,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
              
ეხლა დაშნაკებს სომხეთში ისევ გაეხსნათ პერსპექტივები.

მომავლის იმედით ისევ დაიწყო ცხოვრება ჩემმა მეგობარმა სეირან ბაგდასარიანმა რომელიც 1996 წელს სათავეში ჩაუდგა დაშნაკცუტიუნის წარმომადგენლობას მოსკოვში.

დევნილი დაშნაკები დაიცვა შედარებით ძველი ტრადიციების მქონე სხვა პარტიამ-რამკავარ-აზატაკანებმა ანუ დემო-ლიბერალებმა.

მათ საჯაროდ დაგმეს ხელისუფლების მოქმედება როგორც არადემოკრატიული საქციელი //აბა ნაღდი საბჭოთა დემოკრატი ხომ დაშნაკების მსგავსად ჩაეხუტებოდა კრემლის სპეცსამსახურებს//              

რამკავარებს მაშინ უკვე ჰქონდათ სამოქალაქო თანხმობის საბჭოს ფარგლებში დაშნაკებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ამ საბჭოში მათ გარდა იყვნენ დემოკრატიული პარტია, აგრარულ-დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია და კავშირი "კონსტიტუციური სამართალი".

ეს ორგანიზაცია 1994 წელს შეიქმნა დამფუძნებელი კრების ჩასატარებლად, რასაც მიზნად ჰქონდა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტებისა განხილვა და ყველა ეროვნული ძალების შეთანხმებით მიღებული პროექტის წარდგენა რეფერნდუმზე.

რუსეთის საელჩოსთან კონტაქტები პოლიტიკური პარტიებიდან პირველებმა დაამყარეს რამკავარებმა. უკვე 1992 წლის 12 ნოემბერს ჩემთან მოვიდა ამ პარტიის თავმჯდომარე კარენ კოსტანდიანი თავისი ორი ამხანაგით.

მათგან გავიგე რომ სომხური ლიბერალურ-დემოკრატიული ბურჟუაზიული პარტიის საწყისია 1885 წელში,დასავლეთ სომხეთის ქალაქ ვანში შექმნილ პარტიაში არმენაკან.

ეს პარტია ოფიციალურად გაფორმდა 1921 წელს კონსტანტინეპოლში //სტამბულში// და მოქმედებს ყველგან სადაც არიან სომხები. ის კონკურენციას უწევს სოციალისტ დაშნაკებს.

თვითონ რამკავარები თავს თვლიან რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის,კადეტთა მემკვიდრეებად.

ჩემის ღრმა რწმენით რუსეთის პოლიტიკურ ძალებს შორის სწორედ კადეტებს ჰქონდათ ყველაზე მკაფიო წარმოდგენა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო.

დიასპორაში რამკავარები გავლენიანები არიან საქმიან და ფინანსურ წრეებში. ისინი დაკავშირებულები არიან სრულიადსომხურ საქველმოქმედო კავშირთან რომლის ხელმძღვანელებიც სწორედ რამკავარები არიან.

რამკავარი იყო ამ კავშირის თავმჯდომარე ამერიკელი მილიონერი ალეკ მანუკიანი. რამკავარია მისი ქალიშვილი.კავშირის ეხლანდელი თავმჯდომარე

ლუიზ-სიმონ მანუკიანი რომელიც პირველივე მოხერხებული შემთხვევისას გამაცნეს ფილარმონიაში ლორის ჩკნავორიანის სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი კონცერტის დროს...

სომხეთის რესპუბლიკაში თავისი ორგანიზაცია რამკავარებმა შექმნეს და რეგისტრაციაში გაატარეს 1991 წელს.

მათ უნდათ ხალხის ნების უზენაესობა და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, სოციალურად ორიენტირებული რეფორმები, სომხეთის აღდგენა "ისტორიულ საზღვრებში". 1991 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე ისინი მხარს უჭერდნენ ლევონ ტერ-პეტროსიანს //რომელიც,სხვათა შორის,პრეზიდენტობიდან გადააყენეს დაშნაკებთან კონფლიქტის გამო//. მაგრამ უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის მქონე რამკავარები ქმნიდნენ ხელისუფლების "კონსტრუქტიულ ოპოზიციას".

პარტია მეგობრულადაა განწყობილი რუსეთის მიმართ და ოცნებობს რუსეთში მდგომარეობის სტაბილიზაციაზე. ამას უკავშირებს ის სომხეთში ნორმალური ცხოვრების აწყობას.

რამკავარებს ჩემთვის უთქვამთ რომ სომხებისთვია არსებობს ერთადერთი გონივრული ორიენტაცია, ესაა ორიენტაცია რუსეთზე...
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
.  Однако шашни все же были, о чем кое-кто из московских дашнаков проговорился журналистам, восхваляя Руцкого и Хасбулатова и даже таких господ, вряд ли близких дашнакам идеологически, как Илья Константинов, Альберт Макашов, Александр Невзоров, Александр Стерлигов,                   
Одна из конфликтных проблем между дашнаками и «демократами» — изгнание из Армении летом 1992 года руководителя бюро Дашнакцутюн гражданина Греции Грайра Марухяна, которого Левон Тер-Петросян обвинил в связях с КГБ СССР, что сами дашнаки категорически отрицали.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

http://armenianhouse.org/stupishin/docs-ru/mission/22.html

Владимир Ступишин

МОЯ МИССИЯ В АРМЕНИИ. 1992-1994.
Воспоминания первого посла России

ДАШНАКИ И РАМКАВАРЫ

No comments: