2.02.2012

კავკასიელთა სახეებიდან-ჰაიდარ ბამატი:

http://skfo.ru/people/man/Bammat_Haydar_/
        
Фото
ჰაიდარ ბამატი
//1890-1965//  
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმანთავისეუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი ჰაიდარ ბამატი //1890-1965// დაიბადა რუსეთის იმპერატორის არმიის პორუჩიკის ოჯახში. დაამთავრა სტავროპოლის კლასიკური გიმნაზია და სანკტპეტერბურგის  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1912 წლის შემოდგომიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციის
დაწყებამდე მსახურობდა ტფილისში,თავიდან კავკასიის ნაცვლის კანცელარიაში და შემდეგ ნაცვალთან განსაკუთრებულ დავალებათა მოხელედ.

1916 წლის ბოლოს აირჩიეს ტფილისის მაჰმადიანური საქველმოქმედო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1917 წლის თებერვალში ამიერკავკასიის მუფტისთან და შეიხ-ულ-ისლამთან ერთად მიმართა კავკასიის ყველა მაჰმადიანურ კულტურულ და საქველმოქმედო ორგანიზაციას მოწოდებით მიმხრობოდნენ რევოლუციას.


1917 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციაში ჩრდილო კავკასიაში და ამიერკავკასიაში. მონაწილეობდა განჯას, ბაქოს  მაჰმადიანთა ყრილობებში, მოსკოვის სრულიად რუსეთის მაჰმადიანთა ყრილობაში და გაერთიანებულ მთიელთა მეორე ყრილობაში.

იყო მუშათა,გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების ამიერკავკასიის სამხარეო ცენტრის წევრი. იყო ჩრდილოეთ კავკასიის და დაღესტანის გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

თავმჯდომარეობდა დაღესტნის მეორე საოლქო ყრილობას.
      
დაუსწრებლად აირჩიეს სამხრეთ-აღმოსავლეთის კავშირის მთავრობის წევრად,მაგრამ არ წავიდა ნოვოჩერკასკში ვინაიდან იყო ამ გაერთიანების წინააღმდეგი და მხარს უჭერდა ორიენტაციას ამიერკავკასიაზე.
1918 წლის დასაწყისში აბდულ მეჯიდ//ტაპა//ჩერმოევთან და მაგომედ კადი დიბიროვთან ერთად გააგზავნეს ბაქოში და ტფილისში აზერბაიჯანის,საქართველოს და სომხეთის ეროვნულ საბჭოებთან მოლაპარაკებების გასამართავად.

1918 წლის მარტიდან მას ეკავა ჩრდილოეთ კავკასიის და დაღესტნის მთიელთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა.

მონაწილეობდა ტრაპიზონის და ბათუმის სამშვიდობო კონფერენციებში სადაც გამოვიდა ჩრდილოეთი კავკასიის და ამიერკავკასიის კავკასიურ კონფედერაციად გაერთიანების წინადადებით.

   1918 წლის 11 მაისს ხელი მოაწერა დეკლარაციას ჩრდილოეთი კავკასიის და დაღესტანის მთიელთა კავშირის დამოუკიდებლობის შესახებ.

 1919 წლის დასაწყისში მან როგორც ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის საგარეო საქმეთან მინისტრმა ვერსალის სამშვიდობო კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი თხოვნით  ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებლობის აღიარების 
შესახებ. 

დენიკინის ჯარის მიერ ჩრდილოეთი კავკასიის ოკუპაციისა და 1919 წელს ტფილისში დაბრუნების შემდეგ ის არჩეული იქნა  ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრად. 
ამასთან ერთად ჰაიდარ ბამატი იყო ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოს და სომხეთის მთავრობათა წინაშე. ის ატარებდა წარმატებულ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან დენიკინის თეთრ ჯართან მებრძოლი ჩრდილო კავკასიის 
მთიელებისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. 

  1920 წლის მეორე ნახევარში, წითელი არმიის მიერ ჩრდილოეთი კავკასიის ოკუპაციის შემდეგ მან თავი შეაფარა ტფილისს. 

1921 წლის თებერვალში, საქართველოში წითელი არმიის შეჭრის წინ ის აირჩიეს აზერბაიჯან-მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარედ. 

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეს კომიტეტი აღიარა აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის კანონიერ მთავრობად და მისი შეიარაღებული ნაწილებიც იცავდნენ ტფილისს მე-11 წითელი არმიის ნაწილებისგან.

1921 წლიდან ემიგრაციაშია. ცხოვრობდა საფრანგეთში და შვეიცარიაში.
1921-1930 წლებში ა.მ.ჩერმოევთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანის და საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისგან შემდგარი ემიგრანტული ორგანოს,სამთა საბჭოს მუშაობაში.

1924 წელს იყო სტამბულში კავკასიელ კონფედერალისტთა კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1925 წელს მიიღო ავღანეთის მოქალაქეობა. 1926 წელს იდგა პრომეთეული მოძრაობის საწყისებთან, მაგრამ მალე ჩამოშორდა მას.

1927 წლის იანვარში პარიზში აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ მ.თოფჩიბაშთან ერთად შექმნა ჩრდილოეთ კავკასიის და აზერბაიჯანის დროებითი გაერთიანებული პოლიტიკური ცენტრი.

1927 წელს თურქეთში ცდილობდა კავკასიის მთიელთა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნას. 1929 წელს ქმნიდა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალისტების რესპუბლიკურ პარტიას. ორივე მცდელობა ჩაშალა ქემალისტურმა ხელისუფლებამ რომელიც კრძალავდა თურქეთის ტერიტორიაზე ბოლშევიკთა მოწინააღმდეგეების ორგანიზაციათა საქმიანობას.

1929-1931 წლებში პარიზში გამოსცემდა ჟურნალს "დამოუკიდებელი კავკასია". 1934-1939 წლებში ხელმძღვანებლობდა ორგანიზაციას "კავკასია" და რედაქტორობდა მის ჟურნალს "კავკასია", რომელიც გამოდიოდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, ქართულ და სომხურ ენებზე.

1938 წელს გადასახლდა ლოზანაში //შვეიცარია//.

1942 წელს მონაწილეობდა ბერლინში ოტელ "ადლონში" ჩატარებულ კონფერენციაში სადაც მესამე რაიხის ხელისუფლებას მოსთხოვა კავკასიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება. 

1943 წლის იანვარში დაინიშნა ავღანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლად შვეიცარიაში.
1948 წელს დაბრუნდა პარიზში და ცხოვრების ბოლო წლები მიუძღვნა ისლამის ისტორიისა და კულტურის შესწავლას.
გარდაიცვალა 1965 წლის 31 მარტს პარიზში მაშინ როდესაც მუშაობდა წიგნზე "ისლამის სახეები" დაკრძალულია პარიზთან ბობინის სასაფლაოზე.

           ძირითადი ნაშრომები ფრანგულად:

1. H. Bammate. Le probleme du Caucase. Extrait de la revue Politique Internationale,
 n° de novembre-decembre 1918. 2. H. Bammate. Le Caucase et la revolution russe 
(Aspect politique). Paris, l`Union Nationale des emigres de la Republique du Caucase du 
Nord, 1929. 3. H. Bammate. Les visages de l`Islam. Lausanne, 1946. 
4. H. Bammate. Apport des Musulmans а la Civilisation. Geneve, 1962.

1.კავკასიის პრობლემა, 2.კავკასია და რუსული რევოლუცია //პოლიტიკური ასპექტი//, 
3. ისლამის სახეები, 4.მაჰმადიანთა წვლილი ცივილიზაციაში.


Баммат Хайдар
  1. H. Bammate. Le probleme du Caucase. Extrait de la revue Politique Internationale, n° de novembre-decembre 1918.
  2. H. Bammate. Le Caucase et la revolution russe (Aspect politique). Paris, l`Union Nationale des emigres de la Republique du Caucase du Nord, 1929.
  3. H. Bammate. Les visages de l`Islam. Lausanne, 1946.
  4. H. Bammate. Apport des Musulmans а la Civilisation. Geneve, 1962.

No comments: