ფატიმატ ტახნაევა |
ეკლესია ქართველმა მისიონერებმა ააგეს როგორც ჩანს მეათე საუკუნის დასასრულს და მე-11 საუკუნის დასაწყისში. მიტოვებულია მე-13 საუკუნეში. ფუნქციონირებდა ცოტა ხანს მე-19 საუკუნეში. 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილმა ეკლესია წირვების ჩასატარებლად გადასცა მის მხარეს გადასულ რუს ჯარისკაცებს.
ესაა ქართული უგუმბათო დარბაზული ეკლესიების ტიპის ეკლესია. ნაგებია მოოქროსფრო-მოყვითალო ქვიშაქვის ბლოკებისგან. ეკლესიის სიგრძეა 9,1 მ.,სიგანე-5,7 მ.,სიმაღლე-8 მ. გადახურულია კრამიტით. აქვს სამი შესასვლელი-დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და,ცენტრალური ჩრდილოეთიდან. შენობის ერთ ნაწილში ორმაგი კედლებია. იქ სენაკებია.
ბევრია იმის მოწმობა რომ დაღესტანში გავრცელებული იყო ქრისტიანობა წარმართობის მინარევით. დაღესტანში ქრისტიანობის პოზიციები ძლიერი იყო მე-15 საუკუნის შუა ხანებში ისლამის გაჩენამდე. დაღესტანში ბევრ ტუხუმს,საგვარეულო კლანს, ეხლაც ჰქვია სახელები რომლებიც ვერ განიმარტება ვერც ავარული და ვერც არაბული ენების მეშვეობით. 1920-ან წლებში კედლებზე ისევ ჩანდა ფრესკები.
ეხლა ეკლესია მიტოვებულია და მას თავს ესხმიან ვანდალები და განძის პოვნის მოიმედე მძარცველები.
--------------------------------------------------
ავარეთის, ლეკეთის ღერბი ვახუშტის თანახმად. |
П. И. ТАХНАЕВА / К.И.Н., Н.С. ЦЕНТРА/
ХРИСТИАНСКАЯ КУЛЬТУРА СРЕДНЕВЕКОВОЙ АВАРИИ Глава 3.3
შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული კულტურა, თავი 3.3. დასკვნა:
1. მთიან დაღესტანში ქრისტიანული ეკლესიის ისტორია შეადგენს ავარელი ხალხის ისტორიის ცალკე და შუა საუკუნეების ავარეთის პოლიტიკურ ისტორიასთან განუყოფლად დაკავშირებულ თავს. ავარული სახელმწიფოებრიობის ისტორიული ცენტრი ადრეული შუა საუკუნეებიდან არის "სამეფო" სარირი //მოგვიანებით, მე-12 საუკუნიდან, ხუნზახის სანუცალო// დედაქალაქით ხუნზახში. სარირის სახელმწიფოს საზღვრები არსებობის მანძილზე სტაბილური არ იყო და ისინი დამოკიდებული იყო საშინაო და საგარეო გარემოებებზე.
ავარული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ისტორიული საზღვრები და ავარელთა განსახლების დღევანდელი გეოგრაფია// ჭარ-ბელაქნის, სალატავიის, ჩრდილ-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის ტერიტორიები...//ტერიტორიულად არ ემთხვევა ერთმანეთს.
2. სარირის სახელმწიფო დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა ამიერკავკასიის განვითარებული სახელმწიფოების//კავკასიის ალბანეთის,სომხეთის//და საქართველოს//ჰერეთი,კახეთი,ქართლი// გავლენას. ისინი ცდილობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მოსახლეობის თავისი გავლენისადმი დამორჩილებას და ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ უმიშვნეილოვანეს იარაღად იყენებდნენ ქრისტიანობის გავრცელებას.
ავარეთის ხანთა სიმბოლო-მგელი ალმით |
არაბული წერილობითი წყაროების თანახმად მეათე საუკუნის შუა ხანებში და მეორე ნახევრის დასაწყისში სარირის საზოგადოების პოლიტიკური ელიტა და ხუნზახის ზეგანის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია.
ავარეთში ქრისტიანობის მიღებასთან ერთად,იმ დროს როდესაც წარმართობას უკვე არ ჰქონდა მომავალი და ქრისტიანობას ჯერ არ ჰქონდა აწმყო, ერთხანს ყალიბდება და არსებობს ერთგვარი ორრწმენიანობის ვითარება. წარმართობის და ქრისტიანობის ერთგვარი კომპრომისი.ეს კარგად ჩანს ცენტრალური ავარეთის ქრისტიანული საფლავების დასაკრძალი წესების წარმართულ-ქრისტიანულ ელემენტებში //VIII-XII სს.//.
ფ.მინორსკი და მ.ბეილისი თვლიან რომ ხუნზახის ზეგანზე ქრისტიანობის შეღწევა იწყება მე-6 საუკუნიდან და მას უკავშირებენ ქრისტიანი მისიონერების, ე.წ.ასურელ მამათა მოღვაწეობას. მე-6 საუკუნეში ავარეთის მეზობელ აღმოსავლურ-ქართულ სამეფო ჰერეთში მისიონერულ მოღვაზეობას ეწევიან ასურელი მამები აბიბოს ნეკრესელი,დავით გარეჯელი.სტეფანე ხირსელი.
--------------------------------------
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.

დავით გარეჯელი, XVIII საუკუნის მინიატურა |
ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი,ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.
დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა.
ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).
-----------------------------------------
ჰერეთი ხუნზახის პლატოზე პოლიტიკურ გავლენას წერილობითი წყაროების თანახმად სარირის არსებობის ადრეული პერიოდიდან, მეექვსე საუკუნიდან თუ მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან ახდენს. საქართველოს პოლიტიკურ გავლენას მუდამ უსწრებდა წინ ქრისტიანობის გავრცელება. სარირში და ხუნზახის პლატოზე ქრისტიანობას უნდა შეეღწია ასურელ მამათა და ჰერეთის საეპისკოპოსთა მოღვაწეობის შედეგად.
ვ.მ.ბეილისის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ სარირის მმართველებს ქრისტიანობა ადრეულ ეტაპზე შეიძლება მიეღოთ ხაზარეთიდან,ალბანური მონოფიზიტური ეკლესიის მისიონერებისგან, ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო ეჭვით ვუყურებთ. ის ახსენებს ეპისკოპოსი ისრაილის 685 წლის ელჩობას ხაზარების ხაკან ალპ-ილუტვერთან,სარირის ჩრდილოეთ მეზობელთან. მისიონერული საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავი იყო,მაგრამ როგორც აღინიშნა,მას ჰქონდა ეპიზოდური ხასიათი. მერვე საუკუნის შუა ხანებში ხაზარეთი ისევ წარმართული იყო, მეტიც, 737 წელს ხაზართა ხაკანი იძულებული იყო მიეღო ისლამი.
ჩვენის აზრით უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ის რომ ისრაილის ელჩობა ემსახურებოდა ალბანეთის და სომხეთის პოლიტიკურ მიზნებს და ქადაგებდა მონოფიზიტურ ქრისტიანობას მაშინ როდესაც ხუნზახი დიდი ხნის მანძილზე, მეხუთე-მერვე საუკუნეებში, განიცდის ქართლის სახელმწიფოში შემავალი ჰერეთის უშუალო გავლენას და ქართლის ოფიციალური რელიგია კი დიოფიზიტური ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა იყო.
3. ამასთან ჩვენ ვუშვებთ ადრეულ ეტაპზე ავარიაში მონოფიზიტური ქრისტიანობის შეღწევასაც კავკასიური ალბანეთიდან ალბანური ეკლესიის გავლენა მთიან დაღესტანში იგრძნობა მე-7 საუკუნიდან. //აქ ქალბატონი ტახნაევა ანგარი\შს არ უწევს იმას რომ კავკასიის ალბანეთის მკვიდრ 26 ხალხს შორის ქართველური მოდგმის ხალხებიც იყვნენ, მთარგმნელი//.
მე-8 საუკუნის დასაწყისში არაბთა ხალიფატი პოლიტიკური მიზნებით ალბანურ ეკლესიას უმორჩილებს სომხურ გრიგორიამულ ეკლესიას. ალბანური ეკლესია კარგავს გავლენას ისტორიულ დაღესტანში,თუმცა გარკვეულ ხანს,მე-8 საუკუნის ბოლომდე,აგრძელებს იქ საქმიანობას სომხური საკათალიკოსოს ფარგლებში.

მეექვსე-მეათე საუკუნეებში ჰერეთის ოლქებიდან ავარიაში ქრისტიანობის წინსვლის პროცესში აისახა ქრისტიანულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები. ქალკედონიზმის და ანტიქალკედონიზმის უკომპრომისო ბრძოლა ერთმანეთთან განხეთქილებებს აჩენა ეკლესიაში და ია გადაიქცა ქართული და სომხური გავლენების ბრძოლად. მართლმადიდებლობის გამარჯვება იუწყებოდა ჰერეთში საქართველოს პოლიტიკური ბატონობის განმტკიცებაზე. და პირიქით,მონოფიზიტთა განმტკიცება გააჩენდა სომხური ეკლესიის პრიორიტეტს.
940-ან წლებში ჰერეთი შედის ქართლის სახელმწიფოს შემადგენლობაში და იღებს მის ოფიციალურ რელიგია მართლმადიდებლობას. ჰერეთის შიდა დაღესტანთან, ავარეთის ისტორიულ ცენტრ სოფელ ხუნზახთან დამაკავშირებელი გზებით დაღესტანის მთიან რაიონებში შედიოდა ქართული ქრისტიანული კულტურის მძლავრი ნაკადი. ამ პროცესის მატერიალური კვალი და მოწმობაა ავარეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი,ფართოდ ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლები.
ავარულ სოფლებში ხუშტადა,ქვედა გაკვარი,დარგოს სოფელში ზემო ლაბკომახი აღმოჩენილია ფილების ნამტვრევები "ალბანური" ანბანით რაც მოწმობს მთიან დაღესტანში ალბანური მონოფიზიტური ეკლესიის მისიონერთა მოღვაწეობაზე.
ალბანური დამწერლობის აყვავების ხანაა მეხუთე-მერვე საუკუნეები. მერვე საუკუნის დასაწყისიდან ალბანურ დამწერლობას აღარ იყენებენ იმიტომ რომ ალბანური ეკლესია დაექვემდებარა სომხური ეკლესიის კონტროლს და ამ ეკლესიაში კი სომხური ენა იყო ოფიციალური,დაკანონებული ენა.
დაღესტანში აღმოჩენილი მეათე საუკუნით დათარიღებული ქართული წარწერა გვეუბნება რომ მონოფიზიტური გავლენა ამ მხარეში შეწყდა სწორედ ამ პერიოდში.
(Таким образом, фрагмент камня с древнегрузинской надписью, датируемый X в., обнаруженный на отрезке одного из прослеживаемых путей (Эрети-Кумух-Андалал-Гидатль-Хунзах) позволяет проводить черту верхнему хронологическому пределу монофизитского проникновения в этих краях, которое соотносится с историческими событиями в Эрети в 40-е г. X в.)
5. შუა საუკუნეების ავარეთის პოლიტიკური ისტორიის და საქართველოსთან მისი კავშირის რეკონსტრუქციისას ჩვენ შევეხეთ ადგილობრივი ეთნიკური სახელების გენეზისის პრობლემას და გადავწყვიტეტ ავარელთა ეთნიკურ კულტურაში ქრისტიანობის როლის საკითხი.
ქართული ეკლესია დათუნა. |

გადმოცემები ავარული სოფლების სომხური წარმომავლობის შესახებ,"სომხური" ტოპონიმიკა და სამხრეთ დაღესტანის სომხური ეპიკრაფიკა ჩვენის აზრით მოწმობს მეექვსე-მერვე საუკუნეებში ალბანური საკათალიკოსოს მონოფიზიტურ გავლენაზე. ეს გავლენა შეწყვიტა არაბულმა დაპყრობებმა. სოფელთა გადმოცემებში ნახსენებ სომხებში ჩვენი აზრით იგულისხმებიან არა ეთნიკური სომხები არამედ იმ დროისთვის გრიგორიამული მონოფიზიტური ქრისტიანობის ამღიარებელი მთიელები.
ცნება "ქართველი" მე-13 საუკუნეში ნ.მარის თანახმად ნიშნავდა როგორც ეთნიკურად ქართველებს ისე ქართულად მლოცველ მართლმადიდებლებს ეთნიკური წამომავლობის განურჩევლად ანუ კულტურით ქართველებს. მე-14 საუკუნის მატიანე "ირხანის ისტორიის" ავტორი გიდატლის მოსახლეობას, "ხიდის ოლქის მკვიდრებს" მოიხსენიებს ქართველებად.
ჩვენის აზრით ის ამით ხაზს უსვამდა მათ მართლმადიდებლობას.
ადგილობრივი გადმოცემებით სოფლები ბაცადას, უნტის, შუპანის და კულაბის მიმდებარე ხუტორებით ტერიტორიას ეწოდებოდა "გურჯიხლი" ანუ "ქართველობა". ამ სოფლების ძველ სასაფლაოებზე გვხვდება ქრისტიანული საფლავები და ჯვრების ბევრი გამოსახულება.
გადმოცემები აულის ქართული თუ სომხური წარმომავლობის შესახებ ჩვენის აზრით შეიძლება მხოლოდ ლაპარაკობდნენ ამ მხარეებში ქრისტიანობის, უფრო კონკრეტულად მონოფიზიტობის //მეექვსე-მეათე საუკუნეებში სომხურ-გრიგორიანულის// თუ მეათე-მე-14 საუკუნეებში ქართული მართლმადიდებლობის შეღწევის სიძველის შესახებ. შეიძლება ასე იხსნებოდეს ავარელი ხალხის ეთნოგენეზისში "სომხური" და "ქართული" ელემენტის საკითხი.
მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში აღმოსავლეთ კავკასიის ცხოვრებაში გამორჩევა დაიწყო ქრისტიანულმა სარირმა. არაბული წყაროები მას ახსენებენ ბიზანტიის იმპერიის ირგვლივ გაერთიანებულ ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის.
მეათე საუკუნეში სარირისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი და ღმოსავლეთი კავკასიის მაჰმადიანური საამიროების,დარუბანდის და შირვანის საამიროების ძალთა თანაფარდობის შეცვლა. მეცხრე საუკუნეში მაჰმადიანური დარუბანდი და შირვანი თავს ესხმოდნენ სარირს,მეათე საუკუნეში კი ქრისტიანული სარირი სათავეში უდგება ბრძოლას ისლამურ ექსპანსიასთან, აერთიანებს მრავალ მიწას და აწყობს ლაშქრობებს ამ საამიროებში. ადგილობრივი გადმოცემებით სოფლები ბაცადას, უნტის, შუპანის და კულაბის მიმდებარე ხუტორებით ტერიტორიას ეწოდებოდა "გურჯიხლი" ანუ "ქართველობა". ამ სოფლების ძველ სასაფლაოებზე გვხვდება ქრისტიანული საფლავები და ჯვრების ბევრი გამოსახულება.
ჯვარი წარწერებით ავარულ და ქართულ ენაზე ქართული ანბანის საფუძველზე. |
მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში აღმოსავლეთ კავკასიის ცხოვრებაში გამორჩევა დაიწყო ქრისტიანულმა სარირმა. არაბული წყაროები მას ახსენებენ ბიზანტიის იმპერიის ირგვლივ გაერთიანებულ ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის.
6. მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის დასაწყისითვის სარირის სამეფო დაიშალა წვრილ ფეოდალურ სამფლობელოებად რომლებიც მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში მხოლოდ ნაწილობრივ გაერთიანდნენ ავარეთის სახანოში//ხუნზახის სანუცალოში//.
სარირის დაშლის შედეგად ავარეთის ცენტრში წარმოქმნილი ხუნზახის სანუცალო ექცევა საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ქვეშ.
ხუნზახის პლატოზე ახალშექმნილი სახელმწიფოს მმართველი იღებს ერისთავს დაქვემდებარებული ადმინისტრატიული პირის ტრადიციულ წოდებას "ნაცვალი" რომელიც შემდეგ ავარული ენის ზეგავლენით გარდაიქმნა ცნებად ნუცალი.
ხუნზახის სანუცალოს მოსახლეობა ამ პერიოდისთვის საკმაოდ გაქრისტიანებული იყო,რამაც მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში გამოიწვია მის ტერიტორიაზე ადგილობრივ ქრისტიანულ თემებში მცირე ეკლესიების მშენებლობა. არქეოლოგიური მასალები მოწმობენ ხუნზახის პლატოზე მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების ქართული ეკლესიების არსებობის შესახებ//სოფლები დათუნა, ხუნზახი, ამიტლი, ხინი, ზაიბი, ობოდა და სხვ.//.
ალბათ მე-12 საუკუნის შუა ხანებისთვის ჩნდება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლია რომლის სათავეშიცაა "ხუნზთა კათოლიკოსი ოქროპირი".
უეჭველია რომ ქართული ეკლესიის საქმიანობას აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური მეფის ხელისუფლება. მე-12 საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის კრების ცნობილი გადაწყვეტილებების შემდეგ ეკლესია საქართველოში ექცევა მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. ქართული ქრისტიანული ეკლესიის ყოველი საეკლესიო პირი პასუხისმგებელი იყო მეფის თუ მეფის ვასალი ფეოდალის წინაშე. ხუნზახის შემთხვევაში ასეთი ფეოდალი ალბათ არის ხუნზახის ნუცალი-"ნაცვალი".
7. აღმოსავლეთ საქართველოდან //ჰერეთი, კახეთი// ხუნზახისკენ, მთიან დაღესტანში ცნობილი ქრისტიანული ცენტრისკენ მიმავალი გზები გადიოდნენ ანდალალის და გიდატლის მიწებზე. სარირის სახელმწიფოს დაშლასთან ერთად მეათე-მეთოთხმეტე საუკუნეებში შიდა დაღესტანში ხუნზახის სანუცალოს გარდა გამოიყოფა ავარეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები ანდალალი და გიდატლი.
გუნიბის ფასკუნჯი |
ეპიგრაფიკა იძლევა მათი X- XV საუკუნეებით დათარიღების საშუალებას. ანდალალის და გიდატლის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ეკლესიების აგება ითხოვდა მნიშვნელოვანი ხარჯების გაღებას.ქტიტორული შინაარსის ქართული ეპიგრაფიკა //წარწერების გაკეთება ითხოვს გარკვეულ რელიგიურ მომზადებას და წერა-კითხვის ცოდნას// მოწმობს იმაზე რომ ქრისტიანობას ფესვი გადგმული ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობაში.
არაა შემთხვევითი რომ მე-14 საუკუნის ქრონიკა "ირხანის ისტორია"გიდატლის მოსახლეობას, "ოლქი ხიდის მკვიდრებს" უწოდებს ქართველებს და ამით ხაზს უსვამს იმას რომ ისინი შეადგენენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. ანდალალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მკაცრად გარკვეული ფორმის ქვები რომლებსაც ამკობს წნულის ტიპის ორნამენტი ავტორის აზრით უნდა იყოს ამ ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების კანკელების შემკულობის ფრაგმენტები.
8. ხუნძური დიოცეზის დადგენისას ჩვენ ვიმოწმებდით ეპარქიის ქართული წარმოშობის, მასში ქართველის სამვდელოების ყოფნის,წირვის ქართულად ჩატარების და ქართული დამწერლობის დადგენილ ფაქტებს. ასე მოიხაზა ქართული ქრისტიანული კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ მყოფი რაიონი. ხუნზური ეპარქიის საზღვრების საკითხი დაკავშირებულია ხუნზახის სანუცალოს //XI –XIV სს.// საზღვრების საკითხთან. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეპისკოპოსს დაქვემდებქრებული საეპისკოპოსო კათედრების შექმნა განიხილებოდა როგორც სახელმწიფოს ორგანიზაციის საეკლესიო-
ადმინისტრატიული ზომა. ხუნზური ეპარქიის საზღვრები ალბათ არ სცდებოდა ხუნზახის სანუცალოს საზღვრებს...
ხუნზახი X- XIV საუკუნეებში რჩებოდა მთიანი დაღესტანის დიდ ქრისტიანულ ცენტრად და ინარჩუნებდა დედაქალაქის სტატუსს როგორც პოლიტიკური ცენტრალიზაციის ხანაში//X –XI სს.// ისე ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში//XII-XIVსს.//. სწორედ აქ,მისი ქრისტიანული ეკლესიებით,მისი ქრისტიანული სამაროვნებით და მისი ეპიგრაფიკული ძეგლებით,უნდა ყოფილიყო ხუნზური სპარქიის ცენტრი კათოლიკოსი ოქროპირის ხელმძღვანელობით.
მის იურისდიქციაში ალბათ ხვდებოდა შუა საუკუნეების ავარეთის ისტორიულ-კულტურული ცენტრები-თემები ანდალალი,გიდატლი,რომელთა თერიტორიაზეც ნათლად გამოიკვეთება ქრისტიანული კულტურის კვალი და ქართული ქრისტიანული ეკლესიის გავლენა.

9. თავისი არსებობის საწყისიდანვე ქრისტიანობა//მართლმადიდებლობა// ავარეთში იძენს ორგანიზებულ ფორმებს. ქრისტიანობის რელიგიური ცხოვრების ორგანიზაციის ძირითადი ფორმა იყო ეპარქია-საეკლესიო ოლქი ეკლესიის მქონე მოსახლეობით. ეკლესიათა დაცულობის ხარისხის მიუხედავად//მიწისზედა თუ არქეოლოგიური ძეგლები// ავარეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრება აქამდე არ გამხდარა კვლევის დამოუკიდებელ თემად. გარკვეული გენეტიკური და ტიპოლოგიური კავშირებით გაერთიანებული ავარეთის ქრისტიანული ეკლესიები//სოფლები რუგუჯა,ნაკაზუხი,
ზაიბი,ობოდა,ტადრაალი,ხუნზახი,ამიტლი,არკასი,დათუნა და სხვ // წარმოადგენენ ბოლომდე ამოუწურავ ისტორიულ-არქეოლოგიურ მასალას. მათში ჩანს უშუალო ქართული გავლენა// გეგმარებაში და ზომებში სამშენებლო ტრადიციების ერთობა// და ამასთან თავს ავლენს ადგილობრივი კულტურული ტრადიციაც.
10. დარუბანდის რაიონში მე-7 საუკუნეში ფეხის მოკიდების შემდეგ მაჰმადიანობა ნელა მაგრამ სისტემატურად აფართოვებდა თავისი გავლენის არეს რაც ავარულ რაიონებში თავიდან იწყებს მაჰმადიანობის შეჯახებას როგორც ჯერ ისევ ცოცხალ წარმართულ წარმოდგენებთან ისე ავარეთში საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ ქრისტიანობასთან.
პირველ ეტაპზე მაჰმადიანი მისიონერები ქრისტიანებს უყურებდნენ ტრადიციულად, როგორც "წერილის ხალხს", მაგრამ XIII- XIV საუკუნეებში დაიწყო ქრისტიანობის უხეში გაძევება. რელიგიათა შეჯახებამ აშკარად მიიღო პოლიტიკური ხასიათი. მაჰმადიანი და ქრისტიანი მმართველები ცდილობდნენ პოლიტიკურად გაბატონებას დაღესტანის ამა თუ იმ ნაწილში.
XIII საუკუნის შუა ხანებში ხუნზახოს სანუცალო მოიცვა პოლიტიკურმა კრიზისმა რითიც ისარგებლეს მაჰმადიანებმა და მაჰმადიან გაზიათა ჯარმა დაიპყრო ხუნზახი და მთელი ხუნზახის ზეგანი. მათ იქ დაამკვიდრეს პირველი მაჰმადიანური მმართველობა.
მაგრამ ეს პერიოდი ხანმოკლე იყო. ხუნზახში დაბრუნდა საქართველოზე ორიენტირებული სურაკატ ნუცალთა დინასტია.
11. ამ პერიოდში, XIII საუკუნის შუა ხანებში, დაღესტანი არის ხულაგუიდების
//ილხანების// და ოქროს ურდოს შეჯახების არე. ხულაგუიდების წარმატებას ოქროს ურდოსთან მათ ხანგრძლივ ბრძოლაში ხელი შეუწყო ქრიატიანი ხალხების და განსაკუთრებით საქართველოს მათ მხარეზე დადგომამ.

ხულაგუიდებიც მფარველობდნენ და პირდაპირ ახალისებდნენ ქრისტიან სამღვდელოებას რათა ამით მოეპოვებინათ დაპყრობილი საქართველოს და სომხეთის მოსახლეობათა მხარდაჭერა.
მეტოქეთა სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვანი ასპარეზი იყო კახეთი და ჰერეთი.
მეტოქეთა სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვანი ასპარეზი იყო კახეთი და ჰერეთი.
ხულაგუიდების დროებითი მხარდაჭერით ისარგებლეს საქართველოს უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენლებმა რომლებმაც მისიონერული მოღვაწეობა გაშალეს თანამედროვე დაღესტანის საქართველოს მეზობელ მთიან რაიონებში. ამ პერიოდში გარეჯის ეპისკოპოსი პიმენი ქრისტიანობას აღადგენს ბელაქანის ავარელებში //ამ პერიოდის ბელაქანში ავარელების მნიშვნელოვანი რაოდენობით \ცხოვრების საკითხი საკამათოა, მთარგმნელი//.
ილხანების სახელმწიფოსთან ბრძოლაში რელიგიურ მომენტს იყენებდნენ ოქროს ურდოს ხანებიც. მე-13 საუკუნემდე მონღოლები ებრძოდნენ ისლამს,მაგრამ მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან სურათი იცვლება. ოქროს ურდოს ხანი ბერკე//1257-1266// პირველი მონღოლ ხანებს შორის იღებს ისლამს და იწყება ოქროს ურდოს მმართველი ფენის გამაჰმადიანების პროცესი. ამიერიდან ოქროს ურდოს ხანები მხარს უჭერენ მაჰმადიანებს ოქროს ურდოს მთელ ტერიტორიაზე,მათ შორის დაღესტანში.
მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის ავარეთი დედაქალაქით ხუნზახში აღმოჩნდა მაჰმადიანურ სახელმწიფოთა გარემოცვაში და ხუნზახის მმართველი ამირ-სულთანი ეკონომიკური გარემოებების გამო იძულებული გახდა გამაჰმადიანებულიყო. 1380-ანი წლების ბოლოს ურდოს გააქტიურების შედეგად დაღისტნის ზოგი სამფლობელო
//ყაზიყუმუხი, ავარეთი, კაიტაგი// გადაიქცნენ ტოხტამიშის ვასალებად.
12. "ტარიხი დაგესტან" გვიბიძგებს დასკვნისაკენ რომ მე-13 საუკუნის ბოლოს და მე-14 საუკუნის დასაწყისში ისლამი უნდა გამხდარიყო ხუნზახის სანუცალოს სახელმწიფო რელიგია.ილხანების სახელმწიფოსთან ბრძოლაში რელიგიურ მომენტს იყენებდნენ ოქროს ურდოს ხანებიც. მე-13 საუკუნემდე მონღოლები ებრძოდნენ ისლამს,მაგრამ მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან სურათი იცვლება. ოქროს ურდოს ხანი ბერკე//1257-1266// პირველი მონღოლ ხანებს შორის იღებს ისლამს და იწყება ოქროს ურდოს მმართველი ფენის გამაჰმადიანების პროცესი. ამიერიდან ოქროს ურდოს ხანები მხარს უჭერენ მაჰმადიანებს ოქროს ურდოს მთელ ტერიტორიაზე,მათ შორის დაღესტანში.
მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის ავარეთი დედაქალაქით ხუნზახში აღმოჩნდა მაჰმადიანურ სახელმწიფოთა გარემოცვაში და ხუნზახის მმართველი ამირ-სულთანი ეკონომიკური გარემოებების გამო იძულებული გახდა გამაჰმადიანებულიყო. 1380-ანი წლების ბოლოს ურდოს გააქტიურების შედეგად დაღისტნის ზოგი სამფლობელო
//ყაზიყუმუხი, ავარეთი, კაიტაგი// გადაიქცნენ ტოხტამიშის ვასალებად.
ამავე პერიოდში ქართული წყაროები იუწყებიან ხუნზახში და დაღესტანის სხვა მიწებში მართლმადიდებელთა ეკლესიების არსებობის შესახებ. ხუნზახის ზეგანზე აღმოჩენილი ქვის ჯვრები ქართული და ქართულ-ავარული ეპიგრაფიკით თარიღდებიან მეათე-მეთოთხმეტე საუკუნეებით//მე-14 საუკუნის ჩათვლით//. მეორეს მხრივ ხუნზახში ცნობილია ХIII-ХIV საუკუნეების მაჰმადიანური ეპიგრაფიკა.
მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის ხუნზახის ზეგანზე როგორც ჩანს ისევ მოქმედებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლია //ის გაჩნდა მე-13 საუკუნის შუახანებში//. ლ.ა.მაღალაშვილის სახარების 1318 წლის მინაწერში იხსენიება "ხუნზური კათოლიკოსი ოქროპირი".
გიორგი ბრწყინვალის//1318-1346// და საქართველოს პატრიარქი ექვთიმეს დროს ავარეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ანწუხის და ხუნზახის ეპარქიები. არის ხუნზახის სანუცალოში ისლამის და ქრისტიანობის თანაარსებობის იშვიათი და თავისი არსით პარადოქსული სიტუაცია.
მე-14 საუკუნის დასაწყისში ხუნზახის საბუცალოს სახელმწიფო რელიგიად ქცეულ მაჰმადიანობას ჯერ მხოლოდ ნუცალის ხელისუფლება უჭერდა მხარს. მართლმადიდებლობა აქ ეყრდნობოდა ხანგრძლივ ისტორიულ ტრადიციას, რომელიც უშუალოდ იყო დამოკიდებული მე-14 საუკუნემდე,თემურ ლენგის ლაშქრობებამდე, აყვავებული საქართველოს მხარდაჭერაზე. ავარეთში მე-14 საუკუნის მეორე ნახევრამდე იყო მძაფრი სოციალური ბრძოლა,ნუცალიც გააძევს და დასუსტებული ნუცალი იძულებული იყო დაყრდნობადა უცხოურ იარაღს. ამან განაპირობა მორჩილება ურდოსადმი. ყველაფერი ეს ხსნის ხუნზახის სანუცალოში ქრისტიანობის და მაჰმადიანობის ხანგრძლივ თანაარსებობას.
13. 1270-ან წლებში მაჰმადიანობის მიღებამ ჩინგიზიდთა ორივე სახელმწიფოს მიერ დაღესტანში ბიძგი მისცა გამაჰმადიანების მორიგ ტალღას. თუ კი მე-13 საუკუნის შუა ხანებში ცენტრალურ ავარეთში გამაჰმადიანების პროცესი საწყის სტადიაში იყო,მე-14 საუკუნის ბოლოსთვის ისლამი იქ საბოლოოდ დამკვიდრდა....
მე-14 საუკუნის ბოლოს მაჰმადიანურ ცენტრად გადაქცეული ხუნზახი იქცა მეზობელი,დასავლური ავარული საზოგადოებების გამაჰმადიანების საყრდენ პუნქტად.
ადგილობრივი მთავრებისთვის,ვისთვისაც იმ დროისთვის მაჰმადიანობის ძალით გავრცელება იქცა ტრადიციად, ეს ნიშნავდა ავარელი მმართველების მიერ თავისი ნების დაძალებას მეზობელი სოფლური თემებისთვის.
ხუნზახი და გიდატლი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ავარული ყოისუს ხეობაში სასაზღვრო მიწების გამო. ეს ნუცალებს გზას უხსნიდა ყოისუს ხეობაში და აიიოლებდა შემდგომი გამაჰმადიანების ლოზუნგით მის ექსპანსიას ჩრდილო-დასავლეთ ავარეთში.
გიდატლი ჯიუტ წინააღმდეგობას უწევდა ხუნზახელ ღაზიებს,მაგრამ 1475 წელს გამაჰმადიანების შემდეგ გიდატლის კავშირი იქცა ისლამის ფორპოსტად ანდის ყოისუს აუზში.
ანდალალში ისლამის შეღწევას ტრადიციულად უკავშირებენ ყუმუხის გავლენის გაძლიერებას. დაღესტანში ისლამის გავრცელების პროცესში ქრისტიანული ხუნზახური სანუცალოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან ჩნდება ძლიერი მაჰმადიანური სახელმწიფო,ყაზიყუმუხის საშამხლო. მისი შამხალები "რწმენისთვის მებრძოლ" ღაზიებზე დაყრდნობით იწყებენ დარგოელთა და ავარელთა მიწების აქტიურ შთანთქმას.
მე-13 საუკუნის შუა ხანებში ფეოდალურ ომში ყუმუხის სასტიკმა დამარცხებამ და საქართველოს პოლიტიკური ძლიერების აღდგენამ გიორგი მეხუთე ბრწყინვალის დროს //1314-1346// დროებით შეაჩერა ღაზიების მიერ დაღესტნის ისლამიზაციის პროცესი.საქართველო მაშინ ისევ უჭრდა მხარს მართლმადიდებლობას დაღესტანში.
თემურ ლენგის ლაშქრობებმა დასცა საქართველო და მთიანი დაღესტნის მართლმადიდებლობას შეუწყდა დახმარება გარედან.
ამავე დროს თემურ-ლენგის 1395-1396 წლების ლაშქრობებმა ააოხრეს დაბლობის და,ნაწილობრივ,მთიანი დაღესტანი ისე რომ მაჰმადიანური ხუნზახის და ყუმუხის სამფლობელოები ხელუხლებელი დარჩა. ეს ორი ფაქტი ხსნის ყარა-ყოისუს აუზში ისლამური შეღწევის გაძლიერებას.
გადმოცემები ყვებიან იმაზე რომ ანდალალის მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევდა ახალ რელიგიას. მისი გამაჰმადიანების ქვედა ქრონოლოგიურ საზღვრად შეიძლება ჩაითვალოს
1380-ანი წლები...
1435 წელს ისლამი დამკვიდრდა ყარახში,1475 წელს-გიდატლში. ანდალალი გეოგრაფიულად მდებარეობს დაახლოებით ამ ორ თემს შორის და ის მე-15 საუკუნის შუა ხანებში უნდა გამაჰმადიანებულიყო.
14. ჩრდილო-დასავლეთ ავარეთის ხალხები //ბაგულალები, ჩამალალები, ტინდელები, ხვარშინები და ანდურ-ცეზური ხალხები// გამაჰმადიანებამდე ფორმალურად ითვლებოდნენ მართლმადიდებელ ქრისტიანებად.ისინი უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში მონათლეს ქართველმა მისიონერებმა. ამავე დროს მთიელებში მონათვლის შემდეგაც დარჩა მრავალი წარმართული რიტუალი და წარმოდგენა. ამ ხანის ძეგლებად რჩება VIII-XIV საუკუნეების ქრისტიანული სამაროვნები სოფლებთან კვანადა,ხუშტადა,ტინდი. სოფლებში ტლონდოდა და ხუშტადა ნაპოვნი პეტროგრაფიკა იძლევა ქრისტიანული//ლათინური,ბერძნული,მალტური//ჯვრის მრავალ გამოსახულებას. არის გადმოცემები აქ ეკლესიების არსებობის შესახებ.
ზოგი ისტორიკოსის აზრით ეს ხალხები გამაჰმადიანდა მ-14 საუკუნეში,სხვები მათ გამაჰმადიანებას ათარიღებენ XVII- XVIII საუკუნეებით. გიდატლში მაჰმადიანობა დამკვიდრდა მხოლოდ მე-15 საუკუნეში და განხილული მთიანეთი კი მე-16 და მე-17 საუკუნეებშიც კი.
დიდო,მაღალმთიანი დაღესტანი,ტრადიციულად რჩებოდა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ორბიტაში. ოდითგანვე ХV-ХVI საუკუნეებამდე დიდოს თემი შედგებოდა სხვადასხვა ენებზე და დიალექტებზე მოლაპარაკე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან,მაგრამ პოლიტიკური რუკაზე გამოდიოდა როგორც დამოუკიდებელი ერთეული.
საეკლესიო აგიოგრაფიის თანახმად აქ უკვე პირველ საუკუნეში ქრისტიანობას ქადაგებდა ანდრია პირველწოდებული...
დიდო დიხანს იყო მჭიდროდ დაკავშირებული პოლიტიკურად და კულტურულად საქართველოსთან და იყო ქართული ქრისტიანული კულტურის ორბიტაში. მე-14 საუკუნის დასაწყისის ქართული წყარო ლაპარაკობს ანწუხში არსებულ ეკლესიებზე.
მე-15 საუკუნეში დიდო,ქართულად დიდოეთი, გამოდის როგორც კახეთის ერთ-ერთი ადმინისტრატიული ერთეული რომელსაც მართავს " მოურავი" და არის კახეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი სამხედრო ოლქი. მას,ისევე როგორც სხვა სამხედრო ოლქებს,მართავს სასულიერო პირი-ეპისკოპოსი...

მე-15 საუკუნეში იწყება გიდატლელების "ღაზიური" ლაშქრობები დასავლეთ დაღესტანში,
დიდოში რასაც მხარს უჭერდნენ ავარელი და ყუმუხელი ხანები. საქართველოს და დაღესტანის დამაკავშირებელმა რგოლმა დიდოელებმა შეცვალეს პროქართული ორიენტაცია უკანასკნელთა სასარგებლოდ.
ამაში დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური მონარქიის დაქსაქსულობა-
დაქუცმქცებულობამ.
ანწუხელები და კაპუჩელები გიდატლის და ხუნზახის ზეწოლით მაჰმადიანდებიან XVI- XVII საუკუნეებში. შემდეგ ანწუხო-კაპუჩა იქცევა ისლამის ფორპოსტად ამ მხარეში.
15. ავარეთში გავრცელებული ქრისტიანობა VIII - ХIV საუკუნეებში უეჭველი წარმატებების მიუხედავად თემურ ლენგის შემდეგ სწრაფად კარგავს პოზიციებს.
თემურ ლენგი სცნობს მხოლოდ ისლამს და დაუნდობლად სდევნის როგორც ქრისტიანებს ისე წარმართებს. ისლამის,მაჰმადიანური სასულიერო წოდების,ადგილობრივ ხელისუფალთა მხარდაჭერაზე ორიენტირებულ ამ პოლიტიკას მოაქვს თავისი შედეგები...
მაგრამ ამას ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკურმა,ეკონომიკურმა და კულტურულმა დაკნინებამაც რაც მე-15 საუკუნის ბოლოს დასრულდა საქართველოს ცალკეულ სამეფოებად დაშლით. საქართველო ვეღარ უჭერდა მხარს მართლმადიდებლობას დაღესტანში...
ბარემ მოკლე ზოგადი ცნობა ხუნზახზე:
http://hunzah.narod.ru/
შუა დაღესტანის ცენტრალურ ნაწილში,ზღვის დონიდან 1700-2000 მეტრის სიმაღლეზე აღმართულია ხუნზახის ზეგანი. ამ ზეგანის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს არის დაღესტანის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სოფელი ხუნზახი. 1989 წელს ხუნზახელებმა აღნიშნეს თავისი სოფლის დაარსების 2400 წლისთავი.
მეცნიერები ვერ თანხმდებიან სოფლის სახელის წარმოშობის თაობაზე. მე-11 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი წერს რომ წინასწარმეტყველი ნუხის//ნოეს// ერთ-ერთი შთამომავალი სახელად ხუნზახი მომთაბარეთა ზეწოლის გამო დაბლობიდან ავიდა მთაში, გააშენა იქ ქალაქი და უწოდა მას თავისი სახელი...
მეოთხე საუკუნეში ხუნზახი უკვე იყო საქართველოს საზღვრებიდან კასპიის ზღვის სანაპიროებამდე გადაშლილი სახელმწიფო სარირის დედაქალაქი.
სარირის დაშლის შემდეგ ხუნზახი ხდება ავარული სანუცალოს და,შემდეგ,ავარული სახანოს დედაქალაქი.
1803 წელს ავარეთის გოდუხანმა სულტანახმედმა ხუნზახში საჯაროდ გამოაცხადა ხუნზახის მიერ რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება. მაგრამ ეს ნიშნავდა მხოლოდ იმას რომ ავარეთი არ გამოვიდოდა რუსეთის წინააღმდეგ და მხარს დაუჭერდა რუსეთის საგარეოპოლიტიკურ აქტებს კავკასიაში.
1828 წელს ხუნზახში სასტიკად დაამარცხეს დაღესტანის პირველი იმამი ღაზი მუხამედის ჯარები. 1834 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიწვეული ხანშა ბახუ-ბიკეს, შვილების და რამოდენიმე პატივცემული ხუნზახელის მუხანათურად მოკვლის გამო ხუნზახის კათედრალურ მიზგითში მოკლეს დაღესტანის მეორე იმამი გამზათ-ბეგი.
1843 წელს ავარეთი დაემორჩილა დაღესტანის მესამე იმამი შამილის ძალაუფლებას და ხუნზახი მთლიანად იქნა დანგრეული.
ავარეთის სახანო აღადგინეს 1859 წელს შამილის დატყვევების შემდეგ.
1864 წელს კი დაღესტანის სახანოები გააუქმეს და ხუნზახი გადაიქცა ავარული ოკრუგის ცენტრად. ოკრუგის მმართველს ნიშნავდა რუსეთის ხელისუფლება.
1929 წელს დაღესტანში გააუქმეს ოკრუგები და ხუნზახი მას მერე არის რაიონული ცენტრი.
1667 წელს ხუნზახში ნამყოფი ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები წერს რომ ხინზახში არის მიწით გადახურული დაახლოებით 3000 სახლი, 7 აბანო, 11 ქარვასლა და დაახლოებით 70 დუქანი ბაზარში.
1828 წლის რუსული მონაცემებით ხუნზახში იყო 700 სახლი.საკმაოდ ვიწრო ქუჩები,
ველური ქვით ნაგები სახლები სწორი სახურავებით. დაღესტნის ოლქის 1908 წლის რუკაზე ხუნზახში დატანილია 350 ეზო. ეხლა ხუნზახში არის 1018 ეზო.

No comments:
Post a Comment