ატიმატ ტახნაევა, ქრისტიანობა დაღესტანში (ავარეთში):
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი,რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატიმატ იბრაგიმის ასული ტახნაევა. ავტორი მონოგრაფიული გამოკვლევებისა კავკასიის ომის ისტორიის შესახებ // "ჭოხი შამილის ბრწყინვალე ხანაში//1840-1850//", მახაჩყალა,1997//, დაღესტანის გამაჰმადიანებამდელი ისტორიის შესახებ //"შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული კულტურა (VII-XVI სს.) პოლიტიკური ისტორიის რეკონსტრუქციის პროცესში»//, და ა.შ.
Тахнаева Патимат Ибрагимовна - кандидат исторических наук, научный сотрудник Института востоковедения РАН (г. Москва), выпускница исторического факультета Сыктывкарского государственного университета (1989). Автор монографических исследований по истории Кавказской войны «Чох в блистательную эпоху Шамиля (1840-1850 гг.)» (Махачкала, 1997), доисламскому периоду истории Дагестана «Христианская культура средневековой Аварии в контексте реконструкции политической истории (VII-XVI вв.)» (Махачкала, 2004) и локальной истории «Махачкала. История другого города. 1722-1922 гг.» (Махачкала, 2007), подготовлен к изданию «Аул Чох. Мир ушедших столетий». Область научных интересов – история Дагестана XVIII-XIX вв., городская и сельская истории, новая локальная история.
რუსულ გუგლში რუსულად თუ ჩაწერთ დათუნას ეკლესია დაღესტანში მონახავთ უცნობი ავტორის მიერ ვინ იცის როდის დაწერილ ამ ტექსტსაც: "ეკლესია მდებარეობს ხეობაში ხატან-ბუგებ-კკალ //ავარული სახელი-რუსულად „Воскресное ущелье“, ქართულად ალბათ აღდგომის ხეობა//. ეკლესია დგას უსახელო მდინარის ნაპირზე შამილის რაიონის სოფელ დათუნასთან.
ეკლესია ქართველმა მისიონერებმა ააგეს როგორც ჩანს მეათე საუკუნის დასასრულს და მე-11 საუკუნის დასაწყისში. მიტოვებულია მე-13 საუკუნეში. ფუნქციონირებდა ცოტა ხანს მე-19 საუკუნეში. 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილმა ეკლესია წირვების ჩასატარებლად გადასცა მის მხარეს გადასულ რუს ჯარისკაცებს.
ესაა ქართული უგუმბათო დარბაზული ეკლესიების ტიპის ეკლესია. ნაგებია მოოქროსფრო-მოყვითალო ქვიშაქვის ბლოკებისგან. ეკლესიის სიგრძეა 9,1 მ., სიგანე-5,7 მ., სიმაღლე-8 მ. გადახურულია კრამიტით. აქვს სამი შესასვლელი-დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და, ცენტრალური ჩრდილოეთიდან. შენობის ერთ ნაწილში ორმაგი კედლებია. იქ სენაკებია.
ბევრია იმის მოწმობა რომ დაღესტანში გავრცელებული იყო ქრისტიანობა წარმართობის მინარევით. დაღესტანში ქრისტიანობის პოზიციები ძლიერი იყო მე-15 საუკუნის შუა ხანებში ისლამის გაჩენამდე. დაღესტანში ბევრ ტუხუმს,საგვარეულო კლანს, ეხლაც ჰქვია სახელები რომლებიც ვერ განიმარტება ვერც ავარული და ვერც არაბული ენების მეშვეობით. 1920-ან წლებში კედლებზე ისევ ჩანდა ფრესკები.
ეხლა ეკლესია მიტოვებულია და მას თავს ესხმიან ვანდალები და განძის პოვნის მოიმედე მძარცველები.
http://bigring.ru/?trID=868
ეხლა მივმართოთ ქალბატონი პატიმატის ტექსტს.
Тахнаева Патимат Ибрагимовна - кандидат исторических наук, научный сотрудник Института востоковедения РАН (г. Москва), выпускница исторического факультета Сыктывкарского государственного университета (1989). Автор монографических исследований по истории Кавказской войны «Чох в блистательную эпоху Шамиля (1840-1850 гг.)» (Махачкала, 1997), доисламскому периоду истории Дагестана «Христианская культура средневековой Аварии в контексте реконструкции политической истории (VII-XVI вв.)» (Махачкала, 2004) и локальной истории «Махачкала. История другого города. 1722-1922 гг.» (Махачкала, 2007), подготовлен к изданию «Аул Чох. Мир ушедших столетий». Область научных интересов – история Дагестана XVIII-XIX вв., городская и сельская истории, новая локальная история.
რუსულ გუგლში რუსულად თუ ჩაწერთ დათუნას ეკლესია დაღესტანში მონახავთ უცნობი ავტორის მიერ ვინ იცის როდის დაწერილ ამ ტექსტსაც: "ეკლესია მდებარეობს ხეობაში ხატან-ბუგებ-კკალ //ავარული სახელი-რუსულად „Воскресное ущелье“, ქართულად ალბათ აღდგომის ხეობა//. ეკლესია დგას უსახელო მდინარის ნაპირზე შამილის რაიონის სოფელ დათუნასთან.
ეკლესია ქართველმა მისიონერებმა ააგეს როგორც ჩანს მეათე საუკუნის დასასრულს და მე-11 საუკუნის დასაწყისში. მიტოვებულია მე-13 საუკუნეში. ფუნქციონირებდა ცოტა ხანს მე-19 საუკუნეში. 1817-1864 წლების კავკასიის ომის დროს შამილმა ეკლესია წირვების ჩასატარებლად გადასცა მის მხარეს გადასულ რუს ჯარისკაცებს.
ესაა ქართული უგუმბათო დარბაზული ეკლესიების ტიპის ეკლესია. ნაგებია მოოქროსფრო-მოყვითალო ქვიშაქვის ბლოკებისგან. ეკლესიის სიგრძეა 9,1 მ., სიგანე-5,7 მ., სიმაღლე-8 მ. გადახურულია კრამიტით. აქვს სამი შესასვლელი-დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და, ცენტრალური ჩრდილოეთიდან. შენობის ერთ ნაწილში ორმაგი კედლებია. იქ სენაკებია.
ბევრია იმის მოწმობა რომ დაღესტანში გავრცელებული იყო ქრისტიანობა წარმართობის მინარევით. დაღესტანში ქრისტიანობის პოზიციები ძლიერი იყო მე-15 საუკუნის შუა ხანებში ისლამის გაჩენამდე. დაღესტანში ბევრ ტუხუმს,საგვარეულო კლანს, ეხლაც ჰქვია სახელები რომლებიც ვერ განიმარტება ვერც ავარული და ვერც არაბული ენების მეშვეობით. 1920-ან წლებში კედლებზე ისევ ჩანდა ფრესკები.
ეხლა ეკლესია მიტოვებულია და მას თავს ესხმიან ვანდალები და განძის პოვნის მოიმედე მძარცველები.
http://bigring.ru/?trID=868
ეხლა მივმართოთ ქალბატონი პატიმატის ტექსტს.
1
პატიმატ ტახნაევა, «შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული კულტურა (VII-XVI სს.) პოლიტიკური ისტორიის რეკონსტრუქციის პროცესში» (დისერტაციის თეზისები):
თანამედროვე ავარეთს უკავია ხუნზახის, გუნიბის, გერგებილის, გუმბეტის, ჩაროდინის, ბოტლიხის, ცუმადის, ცუნტის, ახვახის, კაზბეკის, ტლიაროტის თანამედროვე ადმინისტრატიული რაიონები. ავარულ ენაზე მოლაპარაკეთა ტერიტორიის ძირითად ნაწილს ანდო-ცეზის ჯგუფის ენით და კულტურით მონათესავე ხალხების ტერიტორიასთან ერთად რესპუბლიკის თანამედროვე გეოგრაფიაში უკავია დაღესტანის დასავლეთი და ცენტრალური რაიონები. ყველა მხრიდან ის შემოფარგლულია ანდის, სალატაუს, გიმრის და სხვა თითქმის ჩაკეტილი ქედებით. შიგნით მას კვეთს მდინარე სულაკის შენაკადები – ოთხი ყოისუ (ავარეთის, ყაზიყუმუხის, ანდის, კარა) და აგრეთვე კავკასიის მთავარი ქედის მრავალი განშტოება (შიდა დაღესტანი).
გამოკვლევის საგანია საკუთრივ ქრისტიანობის ისტორია შუა საუკუნეების ავარეთის ტერიტორიაზე.
დაღესტანმცოდნეობაში მას ჩვეულებრივ განიხილავენ (აღნიშნავენ) როგორც ქართულ ქრისტიანულ კულტურას.
ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს VII-XVI საუკუნეებს. ავარეთში ქრისტიანობის ქვედა ზღვარად არქეოლოგიურ მასალაზე მითითებით ჩვენ მივიჩნევთ VII საუკუნეს, ზედა ზღვარად, მთიანი ავარეთის მაჰმადიანური ეპიგრაფიკის მონაცემების შესაბამისად, XVI საუკუნეს...
ეს პრობლემა გაჩნდა XIX საუკუნეში როდესაც მთიან დაღესტანში პირველად გამოვლინდა ქრისტიანული სიძველეები. თემის გამოკვლევისას ავტორმა გამოიყენა 1860-ანი წლებიდან 2000 წლამდე (მის ჩათვლით) გამოქვეყნებული ლიტერატურა....
ამ დისერტაციის ობიექტია დაღესტანის რაოდენობრივი თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი ავარები, ავარული ენა ეკუთვნის კავკასიური ენების დაღესტნის შტოს ანდურ-ცეზურ ჯგუფს. ენების ავარულ-ანდურ-ცეზურ ჯგუფში საკუთრივ ავარული ენის გარდა შედის ავარლების ენითა და კულტურით მონათესავე ანდურ-ცეზური ხალხების ენები..
ცნება «ავარი» ცნობილია უკვე X საუკუნიდან. არაბი ავტორი იბნ რუსტეს მონაცემებით ასე უწოდებდნენ სარირის მმართველს. მთიან დაღესტანში მცხოვრებ ავარებს იხსენებს იოანე დე გალონიფონტიბუსი რომელიც 1404 წელს აღნიშნავდა რომ კავკასიაში ცხოვრობენ «ჩერქეზები, ლეკები, იასები, ალანები, ავარები, ყაზიყუმუხები».
ავარელთა თვითდასახელება «მაარულალ» მომდინარეობს ავარული სიტყვიდან «მეერ», «მთა», ესე იგი ნიშნავს მთიელებს. ეს სახელი ავარლებმა იცოდნენ პოლიტიკური მნიშვნელობით და მისი მეშვეობით აღნიშნავდნენ ყოფილი ხუნზახის სახანოს მკვიდრს და არა ეთნოსს. პ.კ. უსლარის აზრით ეს სახელი მხოლოდ ხუნზახს ეხებოდა. ავარულენოვანი ეთნიკური ჯგუფები თავის თავს თემების მიხედვით უწოდებდნენ...
შუა საუკუნეების ავარეთის (VI-XI საუკუნეებში არსებული სარირის სამეფოს) ტერიტორიის ძირითადი ბირთვი საკმაოდ დიდი იყო და მოიცავდა თანამედროვე დაღესტანის მთიან ნაწილს და მთისწინეთს. ვ.გ. გაჯიევის აზრით სარირი იყო საერთოდაღესტნური, მრავალი ხალხის და ტომის მომცველი სახელმწიფო.
ავარული//დაღესტნური// ჯვრები და ლაბირინთი |
ჩრდილოეთით სარირი ესაზღვრებოდა ალანებს და ხაზარებს. ალ იაკუბი მას ათავსებს დარუბანდსა და ალანებს შორის. IX საუკუნის შუა ხანებში სარირის შემადგენლობაში ხვდებიან პოლიტიკური წარმონაქმნი კაიტაგი და შანდანის ტერიტორიის ნაწილი.
X საუკუნის პირველ ნახევარში სარირის გავლენის ქვეშ ექცევა გუმიკი. ამ დროს ალ იაკუბის თქმით არანის დასახლებათა უმრავლესობა ეკუთვნის სარირის მმართველს. XIII საუკუნის თხზულებაში ნათქვამია რომ სარირი ესაზღვრება აფხაზს....
დადგენილია რომ ავარელთა განსახლების თანამედროვე გეოგრაფია (ჭარ-ბელაქანი, სალატავია) არ ემთხვევა ავარელთა განსახლების ისტორიულ გეოგრაფიას. ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის ხალხთა ანდურ-ცეზური ჯგუფით დასახლებული მნიშვნელოვანი ტერიტორია არ შედის სარირის შემადგენლობაში. სარირის ტერიტორიის ცვლილების საკითხი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან.
სარირის სახელმწიფო განიცდიდა ამიერკავკასიის განვითარებული სახელმწიფოების (სომხეთი,ალბანეთი და საქართველო) პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ გავლენას. ეს სახელმწიფოები ცდილობდნენ თავისი გავლენის გავრცელებას ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მოსახლეობაში და ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად ხმარობდნენ დაღესტნის ხალხებში ქრისტიანობის გავრცელებას.
დაღესტანში ქრისტიანობის შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. ითვლება რომ ქრისტიანობა დაღესტანში ვრცელდებოდა სამხრეთში ალბანეთიდან და სომხეთიდან (VIII საუკუნემდე, მის ჩათვლით) და დასავლეთში საქართველოდან (ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე გავლენა მოახდინეს რელიგიური-პოლიტიკურმა უთანხმოებებმა რომლებიც გაჩნდნენ ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ. ამას აქტიურად იყენებდნენ ერთმანეთთან მებრძოლი ბიზანტია და სპარსეთი. ბიზანტიასთან მებრძოლ სპარსეთს კავკასიაში სჭირდებოდა მოკავშირე და ის დიდხანს უჭერდა მხარს სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის მმართველები მხარს უჭერენ სომეხ მონოფიზიტებს რომელთაც სურთ სრული გამოყოფა ბიზანტიური ეკლესიისგან.
კავკასიის რეგიონში ერთმანეთს ეჯახება წინა აზიის სამი ძლიერი და ერთმანეთთან მოქიშპე სახელმწიფოს, არაბეთის, ირანისა და ბიზანტიის ინტერესები. სწორედ ამ ფონზე უნდა იყოს განხილული რელიგიური ვითარება ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის არც ისე დიდ ტერიტორიაზე, დაღესტანში.
სარირი განიცდის მისი უშუალოდ მოსაზღვრე კავკასიის ალბანეთიდან, საქართველოდან, ალანეთიდან, ხაზარეთიდან მომავალი ქრისტიანობის გავლენას. ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს მისცემს ეთნოკონფესიურ ხასიათს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში განიხილებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, ცხოვრების წესის და მსოფლმხედველობის განსხვავებათა ერთგვარი კონცენტრაცია.
სარირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ხუნზახის სანუცალო XII საუკუნის დასაწყისში ექცევა საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ქვეშ. ხუნზახის ზეგანზე ახალშექმნილი სახელმწიფოს მმართველი ნუცალის სახელს უახლოებენ ერისთავის ხელქვეითი ადმინისტრატიული პირი ნაცვალის ტრადიციულ ქართულ წოდებას.
ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტიანობასთან ზიარების ხარისხზე მიუთითებს ხუნზახის ზეგანზე არქეოლოგიური მასალებით ცნობილი X-XIV საუკუნეებით დათარიღებული ქართული ეკლესიების (დათუნა, ხუნზახი, ამიტლი, ხინი, ზაიბი, ობოდა და სხვ.) არსებობა. ხუნზახის ზეგანზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აკონტროლებს ქართული ცენტრალური სამეფო ხელისუფლება.
ხუნზახის სანუცალოს გარდა სარირის დაშლის შემდეგ შიდა დაღესტანში გამოიყოფა ავარეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები ანდალალი და გიდატლი. აქ განიხილება ქრისტიანული კულტურის არქეოლოგიურ და სხვა ძეგლთა დიდი ჯგუფი. ეპიგრაფიკის მეშვეობით ეს ძეგლები თარიღდება X-XV საუკუნეებით. კარტოგრაფირებისას ისინი მწკრივდებიან ქრისტიანული ჰერეთიდან (VII-X სს.), მოგვიანებით კახეთიდან შიდა დაღესტნისკენ მიმავალი საკომუნიკაციო გზების გასწვრივ. (ჰერეთი: «აღმ. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად მეხუთე საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. X-XV საუკუნეების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი შიგნიკახეთის და გაღმამხარის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII ს-ში ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ერთეული ჰერეთის საერისთავო რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. ზოგი წყაროთი ცნება ჰერეთი კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ცნება ჰერეთი აღარ იხმარება, ის შეცვალა ცნება კახეთმა. ქართული ვიკიპედია, მთარგმნელი).
ქართული ეკლესია დათუნა. |
წყაროების თანახმად ჩრდილო-დასავლეთ,მაღალმთიან ავარეთში ქრისტიანობის გავრცელების ქვედა ზღვარი უნდა იყოს ა.წ. პირველი საუკუნე, ზედა ზღვარი კი უნდა იყოს სასაზღვრო ქრონოლოგიური ზღვარი ქრისტიანობასა და ისლამს შორის, რომელიც მერყეობს XVI-XVII საუკუნეებს შორის.
მე-13 საუკუნის შუა ხანებში პოლიტიკური კრიზისის შედეგად ხუნზახის მთელი ზეგანი დაიპყრო მაჰმადიანთა ჯარმა. ხუნზახში მკვიდრდება პირველი მაჰმადიანური მმართველობა. იმის გათვალისწინებით რომ ეს იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში საქართველოს ბატონობის პერიოდი, ღაზიური მმართველობა ხანმოკლე იყო. ხუნზახში ბრუნდება ნუცალთა წინა სურაკატული დინასტია საქართველოზე ორიენტირებული პოლიტიკური ხელისუფლების ტრადიციებით. მთიან დაღესტანში ორგანიზებულ ფორმებს იღებს ქართული ეკლესია რომელსაც თავიდანვე მფარველობდა საქართველოს ცენტრალიზებული სახელმწიფო.
მე-13 საუკუნის ბოლოსთვის ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლებას თუ გავლენას ექვემდებარება დაღესტანის ზოგი ოლქი. აქ მაჰმდიანი სასულიერო წოდება სარგებლობს ოქროს ურდოს მმართველი ზედაფენის პოლიტიკური მხარდაჭერით. XIV საუკუნეში ხუნზახის სანუცალო აღმოჩნდა მაჰმადიან სახელმწიფოთა გარემოცვაში და მისი მმართველი მაჰმადიანდება ეკონომიკური აუცილებლობის ზეწოლით.
მიუხედავად ნუცალის გამაჰმადიანებისა ხუნზახის სანუცალოში იქმნება ქრისტიანობის და მაჰმადიანობის ხანგრძლივი თანაარსებობის იშვიათი სიტუაცია. … მართლმადიდებლობა აქ ეყრდნობოდა ხანგრძლივ ისტორიულ ტრადიციას რომელიც პირდაპირ იყო დამოკიდებული XIV საუკუნემდე, თემურის ლაშქრობებამდე ზოგადი აღმავლობის განმცდელი საქართველოს მხარდაჭერაზე, მაშინ როდესაც XIV საუკუნის დასაწყისში ხუნზახის სანუცალოს სახელმწიფო რელიგიად ქცეულ ისლამს ჯერ-ჯერობით მხარს უჭერდა მხოლოდ ნუცალის ხელისფლება რომელიც XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე განიცდის პოლიტიკურ კრიზისს.
უეჭველია რომ თემურის თავდასხმამ XIV საუკუნის ბოლოს კრიტიკული დარტყმა მიაყენა ქრისტიანობის პოზიციებს ავარეთში, მაგრამ მაღალმთიან დაღესტანში, დიდოში ქრისტიანობა საქართველოს აქტიური მხარდაჭერით XVI საუკუნემდე უწევს წინააღმდეგობას ისლამს. ..
ავტორს კვლევაში შეაქვს თქმულებები ავარული სოფლების დააარსების შესახებ როგორც მთიან დაღესტანში ქრისტიანობის ისტორიის წყარო.
გაქრისტიანების პროცესის, მისი გავრცელების არის, დაკრძალვის ქრისტიანული წესების შესასწავლად ავტორი იყენებს ავარეთის ქრისტიანული კულტურის სამარხ ძეგლებს.
თავისი არსებობის დასაწყისიდანვე ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) ავარეთში იღებს ორგანიზაციულ ფორმებს. ქრისტიანული რელიგიური ცხოვრების ძირითადი ფორმა იყო ეპარქია, საეკლესიო ოლქი ეკლესიის მქონე მოსახლეობით. ეკლესიათა შენახულობის მიუხედავად (მიწისზედა თუ არქეოლოგიური ძეგლები), ავარეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრება დღემდე არ ყოფილა კვლევის დამოუკიდებელი თემა... ავტორის მიზანია ამ ძეგლების გეოგრაფიის და მათი ისტორიულ-ხუროთმოძღვრული წყაროების დადგენა.
მთიანი დაღესტანის მოსახლეობის იდეოლოგიაში მომხდარი ცვლილებები აისახება მის მხატვრულ კულტურაში. განიხილება შუა საუკუნეების ავარეთის ქრისტიანული ძეგლების ქრისტიანული სიმბოლოები და რელიგიურ-მითიური მოტივები (ძირითადად პეტროგრაფიკა და ქვის კვეთილობა). ავტორი ცდილობს ქრისტიანული სიმბოლოების მქონე პეტროგლიფების მნიშვნელობის გარკვევას.
ახლებურად განიხილება ქრისტიანული კულტურის სამი გამორჩეული პეტროგრაფიული ძეგლი რომლებითაც ადრე მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით იყვნენ დაინტერესებულნი. ერთ-ერთ მათგანზე არის «წმინდა ესტატეს სასწაულის» ქრისტიანული სიუჟეტი რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული კავკასიაში.... ჩანს ფართოდ გავრცელებული ძირითადი ქრისტიანული სიმბოლოები (ფარშევანგები, მტრედები, გრიფონები, სიცოცხლის ხე).
ანდალალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლების ერთ ჯგუფს (ნაწილობრივ გრაგმენტებს), «წნულის» ტიპის ორნამენტით შემკულ გარკვეული ფორმის ქვებს ავტორი განიხილავს როგორც მის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების კანკელების შემკულობის ფრაგმენტებს.
გაქრისტიანების პროცესთანაა დაკავშირებული დაღესტანში ქართული დამწერლობის გავრცელება. ეპიგრაფიკული ძეგლები გვეუბნებიან ავარეთში ქრისტიანული კულტურის ქრონოლოგიური დიაპაზონის, ქართული დამწერლობის გავრცელების მასშტაბის და ქართულ გრაფიკულ სისტემაზე დაფუძნებული ადგილობრივი დამწერლობის არსებობის შესახებ.
ხუნძური ეპარქიის დიოცეზის დადგენისას ავტორი იმოწმებს დადგენილ ფაქტებს რომლებიც ლაპარაკობენ ეპარქიის ქართულ წარმოშობაზე, იქ ქართველი სამღვდელოების ყოფნაზე, წირვის ქართულად ჩატარებაზე და ქართული დამწერლობის არსებობაზე. ავტორის დასკვნით ხუნძური ეპარქიის ტერიტორია უფრო დიდი უნდა ყოფილიყო ხუნზახის სანუცალოს ისტორიულ ტერიტორიაზე და მოიცავდა გიდატლის, ანდალალის და სხვა თემებს
2
ადრეული შუა საუკუნეების ავარეთის ისტორიის ნარკვევი. ქრისტიანობა.
ადრეული შუა საუკუნეების ავარეთის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება. სარირი :
მთიან დაღესტანში ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ავარელი ხალხის ისტორიის ცალკე თავია და განუყოფლადაა დაკავშირებული შუა საუკუნეების ავარეთის პოლიტიკურ ისტორიასთან...
VII-X საუკუნეების არაბი ისტორიკოსების ცნობების თანახმად თანამედროვე დაღესტანის ტერიტორიაზე გამოიყოფა რამოდენიმე პოლიტიკური წარმონაქმნი-«სამეფო» (დარუბანდი, ლაკზი, ტაბასარანი, სარირი, ზირიხგერანი,
კაიტაკი (ხაიდაკი), გუმიკი, ტუმანი, ფილანი, ჯიდანი, «ჰუნების» სამეფოები და სხვ). ითვლება რომ ეს წარმონაქმნები არსებობდნენ უფრო ადრე, სულ მცირე VI საუკუნეში. მათი განვითარების ზოგადი ტენდენცია იყო მეტ ნაკლებად დიდი სახელმწიფოებრივი ერთეულების შექმნა. ამ ერთეულების ფარგლებში ჩამოყალიბდნენ ძირითადად დაღესტანის ხალხები. დღეს ავარელებით დასახლებული ტერიტორია მკვლევართა უმეტესობის აზრით შეესაბამება სახელმწიფო სარირს. ვ.მ. ბეილისის აზრით სარირი შეიქმნა VI საუკუნის შუა ხანებში. დღეს ეს საყოველთაოდ გაზიარებული აზრია.
სარირის სახელმწიფოს (VI-XI სს.) ძირითადი ბირთვის საზღვრები საკმაოდ დიდი იყო და მოიცავდნენ თანამედროვე დაღესტანის როგორც მთიან ნაწილს ისე მთისწინეთს და მოსაზღვრე მიწებს. ვ. გ. გაჯიევის აზრით სარირი იყო საერთოდაღესტნური და კავკასიის მასშტაბით დიდი სახელმწიფო, რომელიც აერთიანებდა მრავალ ხალხს და ტომს.
არაბულენოვანი ავტორების თანახმად სარირის ჩრდილოეთი მეზობლები იყვნენ ალანები და ხაზარები. ალ-ისტახრი და იბნ-ხაუკალი მიუთითებენ რომ ხაზარეთის დედაქალაქი სემენდერიდან სარირის საზღვრებამდე არის ორი ფარსახი გზა. ალ-იაკუბი სარირს ათავსებს დარუბანდსა და ალანებს შორის.
IX საუკუნის შუა ხანებში სარირის შემადგენლობაში აღმოჩნდა წარმონაქმნი კაიტაგი და შანდანის ტერიტორიის ნაწილი. X საუკუნის პირველ ნახევარში მეზობელ სარირზე დამოკიდებული ხდება გუმიკი. XIII საუკუნის გეოგრაფიულ თხზულებაში.
მითითებულია რომ სარირი ესაზღვრება აფხაზს, ყივჩაღს და დარუბანდს (ამ ხანაში აღმოსავლური წაყროები აფხაზს უწოდებენ მთლიანად საქართველოს და თამარს-აფხაზეთის მეფეს. სპარსი პოეტი ხაგანი ჩადის კახეთში და ამბობს რომ აფხაზეთში ჩამოვედი და ქართულად ვლაპარაკობო, ასე რომ აფხაზი აქ საქართველო უნდა იყოს, მთარგმნელი). ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველის თანახმად კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობს დიდი ეთნიკური ერთეული ლეკეთი რომელიც გადაშლილია «აღმოსავლეთით დარუბანდის ზღვიდან მდინარე ლომეკამდე» ( თერგამდე). ა.ვ. გადლოს აზრით ეს ლეკეთი სარირი უნდა იყოს.
ზაქარია მიტილენელის VI საუკუნის სირიული ქრონიკის თანახმად დასავლეთ დაღესტანში ავარულ მიწებს ჰქვია ბატ-დადუ (დიდოეთი), ა.რ. შიხსაიდოვის აზრით არაბი ავტორები სარირს უწოდებდნენ მთლიანად მთიან დაღესტანს. დ.მ. მამედოვის განსხვავებული აზრით დიდო ამ დროს გამოდის როგორც ცალკე მდგომი პოლიტიკური წარმონაქმნი. IV-X საუკუნეებში დიდოელებს ჰქონდათ დამოიკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და სახელმწიფო დიდო არ შედიოდა სარირის შემადგენლობაში.
საკამათო რჩება ჭარ-ბელაქანის თემთა ტერიტორიები (აზერბაიჯანის და საქართველოს ბელაქანის, ზაქათალის და ყვარელის რაიონების თანამედროვე საზღვრები).
ჭარ-ბელაქანის კავშირის წარმოქმნის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. მაგრამ ეს მოსაზრებები ერთმანეთს ეთანხმება ერთ რამეში: ეს კავშირი წარმოიქმნა დაღესტნის ხალხების კახეთის ტერიტორიაზე გადასახლების შედეგად. გადასახლებულმა დაღესტნელებმა დაიპყრეს ადგილობრივი მოსახლეობა და გაიყვეს ის (ადგილობრივი მოსახლეობა) თემებს შორის, რის შემდეგაც გაერთიანდნენ სოფლური თემების კავშირებად. ისინი კი ხდებიან ერთმანეთის მოკავშირეები და ასე იქმნება ჭარ-ბელაქანის სოფლის თემების კავშირთა ფედერაცია. მაგრამ დღემდე გადაუწყვეტელია ავარელების კახეთში გადასახლების დროის და მიზეზების საკითხი. ცნობილია რომ ავარული და წახურული თემები კახეთში არსებობდა XVI საუკუნემდეც. მუჰამედ-რაფის ცნობიდან ჩვენ ვიგებთ რომ ცნება «გოლოდა» ( ამ სახელით ცნობილია ჭარ-ბელაქნის ოლქის სწორედ ავარული დასახლებები) ცნობილი იყო უკვე XIV საუკუნის დასაწყისითვის. ამ დროს გოლოდა და წახური ითვლება ყუმუხის შამხალის საკუთრებად, სამფლობელოდ და ისინი სწორედ ყუმუხის შამხალს უხდიდნენ ყოველწლიურ ხარკს.
ქართული ისტორიოგრაფიის თანახმად ჭარ-ბელაქნის ტერიტორია ისტორიულად იყო ქართველებით დასახლებული ძველი ჰერეთის ნაწილი. XI საუკუნის პირველ მეოთხედში კახეთის და ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის შედეგად გაჩნდა ახალი სახელმწიფო რომელსაც ქართველები უწოდებენ კახეთის სამეფოს. სამეფოს შიდაადმინისტრატიული მართვა ხორციელდებოდა მოადგილე ერისთავების მეშვეობით. ორი საერისთავო იყო ალაზანის გაღმა-გაღმა მხარი და ელისენი. ელისენში წუქეთის ეკლესიასთან არსდება კათედრა ეპისკოპოსისა რომლის სულიერ იურისდიქციასაც ემორჩილებოდა ელისენის, წუქეთის, შექის ოლქები, თანამედროვე ზაქათალა-ბელაქანის ოლქის ტერიტორია. ასე რომ ზაქათალის ოლქი ჯერ იყო კავკასიის ალბანეთის, შემდეგ ჰერეთის და XI საუკუნიდან კახეთის ნაწილი.
წინააღმდეგობრივია ცნობები ჩრდილო-აღმოსავლეთ დაღესტანში ავარული სოფლების და თემთა სალატავური კავშირის გაჩენის შესახებ. დ.მ. ატაევი ეფუძნება არქეოლოგიურ მასალას და თვლის რომ ჩირ-იურთის თავდაცითი ნაგებობები არის სარირის ჩრდილოეთი საზღვარი. მაგრამ ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევების მასალების საფუძველზე ითვლება რომ სალატავიის ტერიტორიულ თემთა უმრავლესობა თარიღდება XV საუკუნით. ისტორიულ მეცნიერებას არა აქვს სანდო ცნობები აქ ავარული სოფლების არსებობაზე XVI საუკუნეში სალატავიაში სოფლური თემების წარმოშობამდე.
ამდენად ავარელთა განსახლების თანამედროვე გეოგრაფია (ჭარ-ბელაქანი, სალატავია) არ ემთხვევა მათი განსახლების ისტორიულ ტერიტორიას. ჩრდილო-დასავლეთი და დასავლეთი დაღესტანის (დიდოს) ტერიტორიები, სადაც ცხოვრობდნენ ანდო-ცეზური ჯგუფის ხალხები არ შედიან სარირის შემადგენლობაში.
სარირის ტერიტორიის ცვლილების საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული მისი საგარეო პოლიტიკის საკითხებთან. შახელმწიფო წარმონაქმნთა საგარეოეკონომიკური ორიენტაციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ადრეულ შუა საუკუნეებში იყო რელიგია (გაგრძელება იქნება).
3
დაღესტანი, სომხური ეკლესია, სპარსელები, არაბები...
ეთნოკონფესიური კონტაქტები და სარირში ქრისტიანობის შეღწევის წინაპირობები :
დაღესტნის მიწებზე შეღწევის დრო ზუსტად დადგენილი არაა. მიჩნეულია რომ დაღესტანში ქრისტიანობა ვრცელდებოდა სამხრეთში შუა საუკუნეების ალბანეთიდან და სომხეთიდან და დასავლეთში საქართველოდან (ქართლიდან და კახეთიდან). ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქრისტიანული ეკლესიის მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად გაყოფის შემდეგ გაჩენილმა დოქტრინალურმა უთანხმოებებმა.
ქალკიდონის მსოფლიო კრების (451) შემდეგ ეკლესიას გამოეყვნენ სომხური, კოპტური და იაკობიტური ეკლესიები. მონოფიზიტები უარყოფდნენ ერთ პირში ორ ბუნებას და ამიტომ ისინი დაგმო კრებამ. 451 წლის შემდეგ მონოფიზიტურ ქრისტოლოგიას მიემხრნენ ეგვიპტე და სირია, რომელთაც არაბთა მიერ მათი დაპყრობის შემდეგ გაუხარდათ კონსტანტინეპოლის კონტროლისაგან თავის დაღწევის საშუალების გაჩენა.განხეთქილებას იყენებდნენ იმ დროისათვის უძლერესი და ერთმანეთთან მებრძოლი სახელმწიფოები, ბიზანტია და სპარსეთი. მონოფიზიტებს მფარველობდა ირანი, მართლმადიდებლებს-ბიზანტია.
სპარსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის ქვეყნებთან იდეოლოგიური კავშირების განმტკიცებას და ამიტომ მან სცადა სომხური, ალბანური და ქართლის ეკლესიების გაერთიანება. 506 წელს დვინის კრებაზე სომხურიმა ქართლის და ალბანურმა ეკლესიებმა სპარსელთა ზეწოლით ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენად აღიარეს მონოფიზიტობა. ამის შემდეგ ეკლესია ხდება სპარსეთის მთავარი საყრდენი ამიერკავკასიაში.
ქართლში დიოფიზიტებს ჰყავდათ მრავალი და ბიზანტიის მხარდაჭერის მქონე მომხრე. აქ მონოფიზიტები საბოლოოდ გაანადგურეს VI საუკუნის ბოლოს. ვახტანგ გორგასალი აარსებს საკათალიკოსოს და საქართველოს ეკლესიის სათავეში სპარსელთა მიერ დანიშნული მთავარეპისკოპოსის ნაცვლად აყენებს კათალიკოსს. პირველი კათალიკოსი დიოფიზიტი (მართლმადიდებელი) იყო, რაც ნიშნავდა ღია ომის გამოცხადებას ე.წ. სპარსული ქრისტიანობისთვის, მონოფიზიტებისთვის. ამით ხაზი გაესვა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამ მეტოქეობის საბოლოო შედეგი იყო 607 წელს აქამდე ერთიანი ქართული და სომხური ეკლესიების დაშორება ერთმანეთისგან.
ბიზანტიასთან მებრძოლ ირანს მოკავშირე სჭირდებოდა კავკასიაში და ამიტომ ის დიდი ხნის მანძილზე მხარს უჭერდა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას. სპარსეთის ხელისუფალნი მხარს უჭერენ ბიზანტიის ეკლესიისაგან სრული გამოყოფის მომხრე სომეხ მონოფიზიტებს.
მანამდე სანამ ბიზანტია და ირანი ერთმანეთს აუძლურებდნენ გამანადგურებელ ომებში არაბეთში გაჩნდა და სწრაფად განმტკიცდა ახალი რელიგია, ისლამი. ისლამის დროშით არაბთა წარმატებული ექსპანსიის შედეგად მოხდა მოვლენები რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ხალხთა და სახელმწიფოთა ცხოვრებაში. სირიის, მესოპოტამიის, ირანის დაპყრობის შემდეგ არაბები მიისწრაფიან კავკასიისკენ. ასე შეეჯახა ერთმანეთს კავკასიაში წინა აზიის სამი ძლიერი სახელმწიფოს, არაბეთის, ირანის, ბიზანტიის ინტერესები. ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მცირე ტერიტორიაზე,დაღესტანში რელიგიური ვითარების განვითარება განხილული უნდა იყოს ამ მასშტაბური მოვლენების ფონზე.
სარირი განიცდიდა ამიერკავკასიის მეზობელი სახელმწიფოების (სომხეთი, ალბანეთი, საქართველო) გავლენას. ისინი ცდილობდნენ თავისი გავლენის ქვეშ ჩრდილო-აღმოსავლეთის კავკასიის ხალხების მოქცევას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებდნენ რელიგიას. ამასთან სარირს ქრისტიანობის გავლენის განცდა შეეძლო მის უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოებიდანაც (ხაზარეთი, ალანია). შემდგომი ისტორიული ტრადიცია სარირის საგარეო კონტაქტებს მიანიჭებს ეთნოკონფესიური ურთიერთობების ხასიათს. რელიგიური განსხვავებები შუა საუკუნეებში აღიქმებოდა როგორც სულიერი, ეთიკური, იურიდიული, მსოფლმხედველობითი და ყოფითი განსხვავებების ერთგვარი კონცენტრაცია.ამ ფონზე უკანა პლანზე გადადიოდა ეთნიკური, ეკონომიკური, ენობრივი და სხვა ურთიერთობები.
ალბანური ეკლესია.
ღემდე გადაწყვეტილი არაა საკითხი იყო თუ არა დაღესტანი ალბანეთის შემადგენლობაში. ალბანურ სახელმწიფოს თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეკავა სხვადასხვა ტერიტორია. უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების ხანაში ის მოიცავდა აზერბაიჯანის, საქართველოს, დაღესტანის ტერიტორიებს (სამწუხაროდ ავტორი აქ არ ამბობს იმას რომ ალბანელები ეწოდებოდა 26 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს და მათ შორის ქართველური მოდგმის ხალხებიც იყვნენ, მთარგმნელი).
ზოგი ავტორი ალბანეთის ჩრდილოეთ საზღვარს დარუბანდზე ატარებს, ზოგი ამ საზღვარს სწევს მდინარე სულაკის იქით და უფრო შორსაც. ო.მ. დავუდოვი ა.წ. მესამე საუკუნისთვის ალბანეთის ერთ-ერთ ტერიტორიულ საზღვარს ატარებს ე.წ. კერავნის მთებზე რომელსაც აიგივებენ ანდის ქედთან, და მდინარე სოანაზე, რომელსაც აიგივებენ არღუნ-თერგის სისტემასთან. მეხუთე საუკუნიდან ალბანეთი უკვე სპარსეთის შემადგენლობაშია როგორც ცალკე პროვინცია რომელშიც შედიოდნენ არანი, ჩოგა (დარუბანდის რაიონი) და ლბინი.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად ალბანური ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა კავკასიაში. ჩოგაში (დარუბანდის რ-ნი) უკვე ა.წ. პირველ საუკუნეში ქადაგებდა მოციქული თადეოსის (ის იესომ მოციქულ ბართლომესთან ერთად მისიონერად გააგზავნა სპარსეთში და კავკასიაში) მოწაფე ელისე. ამ ტრადიციაზე დაფუძნებით ალბანური ეკლესია თავს აცხადებს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიად. სომხური ეკლესიის მსგავსად ალბანურმა ეკლესიამაც 551 წელს გაწყვიტა ურთიერთობა ბიზანტიასთან და მის მეთაურს ეწოდა კათოლიკოსი. მაგრამ ალბანური ეკლესია არ ყოფილა მონოფიზიტური სისტემატურად და სტაბილურად. ამიერკავკასიაში სასანიდთა პოლიტიკური გავლენის გაქრობას თან ახლდა მონოფიზიტთა საეკლესიო ჰეგემონიის დამხობა.
V საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიაში ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიხრანიდების მმართველობის პერიოდში ალბანეთის ეკლესია ქართულ ეკლესიასთან ერთად მიემხრო დიოფიზიტებს (მართლმადიდებლებს). მაგრამ VIII საუკუნის დასაწყისში არაბების მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის შემდეგ ალბანური ეკლესია უარყოფს დიოფიზიტობას.
არაბული ხალიფატი თანმიმდევრულად ატარებდა სასანიდთა პოლიტიკას, ე.ი. მას ეშინოდა ბიზანტიის გავლენის გაძლიერებისა და ამიტომ ის ალბანეთში უჭერდა მხარს მონოფიზიტებს. მონოფიზიტების და ისლამის მოწინააღმდეგეებს ალბანეთში მხარს უჭერდნენ ერეტიკოსებად გამოცხადებული ქართველი კათალიკოსები.
არაბულმა ხალიფატმა სომხური ეკლესიის დახმარებით ალბანური ეკლესია მონოფიზიტურად აქცია და იერარქიულად დაუმორჩილა ის სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას და ალბანური ეკლსიის ღვთისმსახურების ენად ძველსომხური ხდება.
უკვე VI-VIII საუკუნეებში ჩანს დაღესტნის მიწებზე მონოფიზიტური ქრისტიანობის შეღწევის ფაქტები. VI საუკუნის დასაწყისში მეფე ვაჩაგან ღვთისმოსავმა ბრძანა ალბანეთის ყველა ოლქის ახალგაზრდობისთვის წერა-კითხვის სწავლება. VII საუკუნის ბოლოს ვარაჩანის ჰუნებში, ხაზარეთში, მისიონერულ მოღვაწეობას წარმატებით ეწევა ეპისკოპოსი ისრაელი. ალბანელი მისიონერების მოღვაწეობის კვალი, ნამტვრევები ფილებისა «ალბანური ანბანის ასოებით იპოვეს დაღესტანში ავარულ სოფლებში ხუშტადა, ქვედა გაკვარი, ტლონდოდა და დარგოს სოფელ ზემო ლაბკომახი. ძეგლთა ამ ჯგუფიდან გამოიყოფა VI-VII ნაქალაქართან (სოფ. ზემო ლაბკომახი) ნაპოვნი პატარა ფილა ალბანური წარწერით.
ალბანური დამწერლობის აყვავების ხანად ითვლება V-VII საუკუნეები. VII საუკუნის შემდეგ ალბანური ეკლესია მოექცა სომხური ეკლესიის კონტროლქვეშ. სომხურ ეკლესიაში კი ოფიციალური ენა ძველსომხური ენა, მონოფიზიტური ეკლესიის დაკანონებული ენა იყო და ალბანური დამწერლობა გამოდის ხმარებიდან.
ავარულ და ზოგ სხვა დაღესტნურ ენაში სომხურიდან შეაღწია ქრისტიანობის ისეთმა მნიშვნელოვანმა სიტყვამ როგორიცაა «ხანჩ»- «ჯვარი». ცალკეულ ავარულ ოიკონიმებს გაჩადა (ხაჩ-ადა), გოჩობ (ხაჩ-ობ) ჩაროდის რაიონში ზოგი ეტიმოლოგი უკავშირებს სომხურ ცნებას «ხაჩ», «ჯვარი», «ეკლესია». ეს სახელები იხსნება როგორც «აული ეკლესიით».... ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დაღესტნის ტერიტორიაზე მონოფიზიტური ქრისტიანობის ადრეული შეღწევის ( VIII საუკუნემდე,მის ჩათვლით) შედეგს.
კავკასიის ალბანეთის უდიდესი ქრისტიანული ცენტრი იყო დარუბანდი სადაც იყო ქვეყნის კათალიკოსის ( პატრიარქის) რეზიდენცია რომელიც შემდეგ გადაიტანეს პარტავში (ბარდავში?) ( 552 წ.). ვ.ვ. ბარტოლდი თვლიდა რომ პატრიარქის კარი აქ რჩებოდა 733 წლამდე. მიუხედავად ირანის ძალაუფლების გაძლიერებისა და დარუბანდის გასასვლელის რაიონში და თვითონ ქალაქში დიდი სპარსული გარნიზონის ყოფნისა დარუბანდი ამ პერიოდში რჩებოდა კავკასიის დიდ ქრისტიანულ ცენტრად. ჩვენ არა გვაქვს პირდაპირი მონაცემები ზოროასტრიზმის მიმდევარ სპარსულ ხელისუფლებასთან ქრისტიანი სამღვდელოების ურთიერთობის შესახებ, მაგრამ არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებენ იმას რომ ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქში იყო ქრისტიანული ძეგლები, მათ შორის V-VII საუკუნეების უზარმაზარი ქრისტიანული ეკლესია. ეს მოწმობს იმაზე რომ ქრისტიან სამღვდელოებას მაღალი ადგილი ეკავა ადრეული შუა საუკუნეების დარუბანდის სოციალურ სტრუქტურაში. მ.მ. დიაკონოვის თქმით სასანიდური ირანის ქალაქებში, რომელთა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქრისტიანები შეადგენდნენ რელიგიური მეთაური იყო შუამავალი შახსა და მის ქრისტიან ქვეშევრდომებს შორის. ანალოგიურ როლს ასრულებდა დარუბანდის ეკლესიის მეთაურიც, რომელიც იყო შუამავალი სასანიდურ ადმინისტრაციასა და ქალაქის ქრისტიანებს შორის მიუხედავად იდეოლოგიური წინააღმდეგობებისა. ასეთი რჯულშემწყნარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო ამიერკავკასიის და ირანის დასავლეთი პროვინციების დაცვით ჩრდილოელი მომთაბარეებისგან.
II საუკუნის პირველ მეოთხედში არაბულ ხაზარული ომების შეედეგად დარუბანდი ხდება ხალიფატის ნაწილი. თითქმის საუკუნოვანი ბრძოლის შედეგად არაბებმა ფეხი მოიკიდეს დარუბანდის რეგიონში სადაც მმართველი გახდა მაჰმადიანი დინასტია. ამ დროიდან მოყოლებული დარუბანდი იქცა დაღესტანში ისლამის გავრცელების უდიდეს ცენტრად.
ხალიფატის პოზიციების განმტკიცებასთან ერთად 20-ანი წლების დასაწყისიდან VIII საუკუნის შუა ხანებამდე ტარდება მრავალი ლაშქრობა შიდა დაღესტანში. დარუბანდის ამირები ხშირად მეთაურობენ ლაშქრობებს «ურჯულოთა» ქვეყნების წინააღმდეგ. საზღვრისპირა ქალაქის გასამხედროებულ ცხოვრებაში დარუბანდის მმართველი არის უმსხვილესი საერო ფეოდალიც და ქალაქის და ოლქის ყველა მაჰმადიანის მეთაურიც. ხაშიმიდთა ადგილობრივი დინასტიის პირველი ამირა ხაშიმ ბ. სურაკა 876 წელს თავს დაესხა სარირს, გაწყვიტა მრავალი ადამიანი, ხელში ჩაიგდო მათი ქონება, ტყვედ წაიყვანა მათი ცოლშვილი და გამარჯვებული დაბრუნდა უკან. 878 წელს მან გაიმეორა თავდასხმა.
X საუკუნისთვის დაღესტანის სამხრეთში გაჩნდა ორი მეომარი სამთავრო, დარუბანდის და შირვანის სამთავროები და ამასთან დაკავშირებით სარირი იქცა მათი «რჯულისთვის მეომარი» მმართველების ხშირი თავდასხმების ობიექტად
(გაგრძელება იქნება).
4
ქართული ეკლესია და დაღესტანი:
ჩრდილო-აღმოსავლეთი კავკასიის მაღალმთიანი ზონისათვის ქრისტიანული კულტურის უახლოესი ცენტრი იყო ქართლი და კახეთი. იქიდან მიდიან მისიონერები, იქიდან მიდის ქრისტიანობის პროპაგანდა უკვე IV საუკუნიდან. საქართველოსთვის
ქრისტიანულ-მისიონერული მოღვაწეობის ეს მიმართულება ბუნებრივი იყო ვინაიდან სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი უკვე იყო ბიზანტიის და სომხეთის გავლენის სფეროში. მისიონერული მოღვაწეობის ასპარეზად რჩებოდა მხოლოდ ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი რომლებიც წარმოადგენდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მაღალმთიან რაიონებს. აქეთკენ წარიმართა სახელმწიფოს მხარდაჭერით ქართული ეკლესიის ექსპანსია.
X საუკუნის შუა ხანებში, მეორე ნახევრის დასაწყისში სარირის საზოგადოების მმართველი ზედაფენა და მისი გარემოცვა ისევე როგორც ხუნზახის ზეგანის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია. ურადას სამაროვნის დაკრძალვის წესმა შეინარჩუნა წარმართობის ელემენტები რაც იმაზე მეტყველებს რომ მოსახლეობის გაქრიასტიანებას დიდად არ შეუცვლია ძველხუნზახური საზოგადოების ყოფა. შეიძლება ლაპარაკი ორრწმენობის
ჩამოყალიბებაზე, ორრწმენობისა რომელშიც გაირჩევა ერთმანეთისთვის უცხო სარწმუნოებათა კომპრომისი. წარმართობას აღარ ჰქონდა მომავალი, ქრისტიანობას ჯერ არ ჰქონდა აწმყო.
რაც შეეხება ქრისტიანობის სარირში შეღწევას მისი ქვედა ქრონოლოგიური თარიღი ზუსტად დადგენილი არაა....
ჩვენი აზრით სარირში ქრისტიანობის შეღწევა უნდა დაწყებულიყო VI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში «ასურელ მამათა» მოღვაწეობასთან. ზოგი მათგანი, აბიბოს ნეკრესელი, დავით გარეჯელი, სტეფანე ხირსელი ამ პერიოდში სწორედ ჰერეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ.
ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასალის ეპოქაში, შეიმჩნევა წუქეთის საერისთავოს უშუალო გავლენა ხუნზახზე (ჯუანშერი, ცნობები ვახტანგ გორგასალის ცხოვრებაზე; ლეონტი მროველი). იმავე წყაროს ცნობით წუქეთის მთავრად დანიშნეს აბუხუასრო, რომელიც ასევე იყო «...თუშთა,ხუნზთა და ამ მთების ყველა წარმართთა ერისთავი». ამდენად აბუხუასროს როგორც მთავარს წუქეთის გარდა ემორჩილებოდა კავკასიონის დიდი ქედის გადაღმა მდებარე ავარელებით დასახლებული ტერიტორიები. ...V-VIII საუკუნეებში წუქეთის საერთავოს გავლენის ქვეშ მყოფ «ხუნზთა» ტერიტორიაზე მისიონერული მოღვაწეობა უნდა გაეშალათ ჰერეთის საეპისკოპოსოებს,მათ შორის «ასურელ მამებსაც.»
ხაზს უსვამს რა სარირში ქრისტიანული იდეების შეხვედრას ვ.ფ. მინორსკი მიმართავს იბნ-რუსტის გადმოცემას სარირის შესახებ: «როდესაც რომელიმე მათგანი გარდაიცვლება ისინი მას სდებენ საკაცეზე და გააქვთ ის ღია ადგილზე სადაც სამი დღით სტოვებენ საკაცეზე. შემდეგ ქალაქის მცხოვრებნი სხდებიან ცხენებზე და იცვავენ ჯაჭვ-ჯავშანს... ისინი შუბებით მიემართებიან მიცვალებულისკენ მაგრამ არ გმირავენ მას...მე ვკითხე მათ თუ რატომ აკეთებენ ისინი ასე და მათ მიპასუხეს : ჩვენთან იყო კაცი, ის მოკვდა და დამარხეს და სამი დღის შემდეგ მან იყვირა საფლავიდან...». და ეს ჩვეულება მათში უკვე სამასი წელია რაც არსებობს». მინორსკის მოჰყავს ამ თქმულების გარდიზის მიერ გადმოცემული სხვა ვარიანტიც : «სულმა მიმატოვა და თქვენ დამმარხეთ; სანამ საფლავში ვიყავი ჩემი სული დაბრუნდა ჩემთან». მინორსკი ამაში ხედავს ქრისტეზე გადმოემის ანარეკლს (ვ.ფ. მინორსკი, X-XI საუკუნეების შირვანისა და დარუბანდის ისტორია, მოსკოვი,1963).
მინორსკის მოსაზრება გვაფიქრებინებს რომ ქრისტიანობამ ხუნზახის ზეგანზე შეღწევა დაიწყო დაახლოებით VI საუკუნეში რაც ქრონოლოგიურად შეესაბამება როგორც «ასურელ მამათა» ისე საეპისკოპოსოების მოღვაწეობას ჰერეთში. ასე რომ სარირში ქრისტიანობას შეიძლებოდა შეეღწია სამეფოს არსებობის ადრეულ ხანაში,VI საუკუნესა და VII საუკუნის დასაწყისში....
ხუნზახი V-VIII საუკუნეებში განიცდის ჰერეთის, დიოფიზიტური, მართლმადიდებელი ქართლის ერთ-ერთი პროვინციის უშუალო გავლენას.
VIII საუკუნეში სარირში ქრისტიანობის არსებობაზე ირიბად შეიძლება მიუთითებდეს 738-739 წლების მოვლენები როდესაც ხაზარების დამარცხების შემდეგ არაბი სარდალი მერვანი შეიჭრა სარირის სიღრმეში და დაიპყრო ის. ხანგრძლივი და გააფთრებული შეჯახებების შემდეგ მერვანი სდებს შეთანხმებებს სარირის, ტუმანის, ზირიხგერანის, ხამზინის, ტაბასარანის, ლაკზის, ფილანის მმართველებთან და აკისრებს მათ ყოველწლიური ხარკის გადახდას. ალ-კუფის ცნობით სარირის მცხოვრებნი იძულებული იყვნენ მიეღოთ გამარჯვებულის მიერ წაყენებული პირობები-ჯიზიას გადახდა ათასი მონის,ათი ათასი დინარის, 500 მუდი პროვიზიის სახით. აღსანიშნავია რომ მერვანი არ ცვლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმათ ვინც მას წინააღმდეგობა გაუწიეს,არ ამაჰმადიანებს მათ იარაღის ძალით. ის მხოლოდ სდებს შეთანხმებებს თავისი რელიგიური წარმოდგენების შემნარჩუნებელი ხალხებისათვის წაყენებულ პირობებზე.
დაპყრობილ მიწებზე პოლიტიკის გატარებისას არაბებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაპყრობილი მოსახლეობის რელიგიას, იყვნენ ისინი «წიგნის ხალხები» (იუდევლები, ქრისტიანები, ზოროასტრელები) თუ «კაფირები» (ურჯულოები). ისლამი შემწყნარებელი იყო «წიგნის ხალხის» მიმართ თუ კი ისინი აღიარებდნენ თავს მაჰმადიანური სახელმწიფოს ქვეშევრდომებად და იხდიდნენ ხარკს, ჯიზიას, რომელიც იყო სხვაგვარად მორწმუნეთა შეწყნარებისა და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთგვარი ანაზღაურება.წარმართ ხაზარებს მერვანმა მაჰმადიანური დამოკიდებულების შესაბამისად შესთავაზა მაჰმადიანობის მიღება.
არაბთა შემოსევების შემდეგ სარირი დიდხანს ებრძვის დაღესტანში გაჩენილ ისლამის ავანპოსტს, ალ-ბაბს (დარუბანდს). დარუბანდის ამირები თავს ესხმიან სარირს, ძარცვავენ და აოხრებენ მას, მიყავთ ხალხი მონობაში.
IX საუკუნის შუა ხანებში ქრისტიანული სარირის შემადგენლობაში შედის კაიტაგი (VIII) საუკუნეში არაბული პროვინცია არმინიას ერთ-ერთი ადმინისტრატიულ-ტერიტორიული ერთეული. მრავლისმთქმელია კაიტაგის მმართველი ადზარ-ნარსეს რელიგიური ძიებების გზა. იბნ-რუსტეს ცნობით ის ერთდროულად მისდევდა სამ რელიგიას: პარასკევობით ის ლოცულობდა მაჰმადიანებთან ერთად, შაბათობით ლოცულობდა ებრაელებთან ერთად. კვირაობით კი სალოცავად დადიოდა ეკლესიაში. ამას ის იმით ხსნიდა რომ სურს სამივე რელიგიის ჭეშმარიტებათა წვდომა, იმის გაგება თუ რომელი მათგანია უკეთესი. სარირის მმართველები შეჩერდნენ ქრისტიანობაზე. X საუკუნის დასაწყისში ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ძლიერდება ხაზართა გავლენა, რის შედეგადაც კაიტაგი შედის ხაზარეთის შემადგენლობაში.
X საუკუნის შუა ხანებიდან სარირი ხდება «მესამე ძალა» ალ-ბაბის და შირვანის ბრძოლაში. ამირა მანსურს შირვანთან ხანგრძლივი ბრძოლის გარდა უხდებოდა ჩრდილოეთიდან ალანების,სარირელების და რუსების შემოსევების მოგერიება. ალ ბაბის ხალხმა ნადავლი წაართვა აგრესორ რუსებს. შემდეგ წელს რუსები და ალანები ბრუნდებიან შურისძიების მიზნით. მანსური ცდილობს სარირის მიმხრობას და ქორწინდება მისი მმართველის ქალიშვილზე. როგორც ჩანს მან შესძლო სარირირს ნეიტრალიზაცია. 1068 წლისთვის დარუბანდი საბოლოოდ კარგავს «ურჯულოთა» წინააღმდეგ ისლამის ფორპოსტის ხასიათს იმიტომ რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი მხარეები პერიოდულად დახმარებას სთხოვენ «ურჯულოებს» (სარირს, ხაიდაკს).
X-XI საუკუნეებში ქრისტიანული სარირი იწყებს გამოყოფას აღმოსავლეთი კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაში. ის აქტიურად ერევა დარუბანდის, შირვანის, გაზიკუმუხის, მეზობელი სასოფლო თემების შინაურ ცხოვრებაში, დებს შეთანხმებებს სხვა კავკასიურ სამფლობელოებთან და უნათესავდება კავკასიის მრავალ მმართველს. X საუკუნეში იცვლება ძალთა თანაფარდობა სარირსა (ცენტრი ხუნზახში) და აღმოსავლური კავკასიის მაჰმადიანურ საამიროებს, დარუბანდს და შირვანს შორის. თუ ადრე მას თავს ესხმოდნენ მაჰმადიანური დარუბანდი და შირვანი X საუკუნეში ქრისტიანული სარირი მეთაურობს ბრძოლას მაჰმადიანური ექსპანსიის წინააღმდეგ, თავის ირგვლივ აერთიანებს მრავალ მიწას და აწყობს ლაშქრობებს დასახელებულ საამიროებში.
IX-X საუკუნეში სარირი არის თავისი დროის ძლიერი სახელმწიფოს, ბიზანტიის ირგვლივ შეკრული ქრისტიანულ სახელმწიფოთა კავშირის წევრი.
(ამით ვამთავრებთ პატიმატ ტახნაევას შესანიშნავი ნაშრომი-დისერტაციის ნაწილის გადმოცემას).
ჰერეთი,ძირითადად აქედან ვრცელდებოდა ქრისტიანობა ავარეთში, სარირში,დაღესტანში. |
No comments:
Post a Comment