2.19.2012

ვიქტორ ჰიუგო ვანდალების წინააღმდეგ !!!

ესეც ევროპაა: ვიქტორ ჰიუგო ვანდალების წინააღმდეგ!!!
         
ვიქტორ ჰიუგოს ჩანახატი,
ციხე-სასახლე
«უნდა გავაჩეროთ ქვეყნის სახის დამასახიჩრებელი ურო. ერთი კანონი იქნება საკმარისი, მივიღოთ ის... ვანდალიზმი ყვავის და იფურჩქნება ჩვენს თვალწინ» (ვიქტორ ჰიუგო).
 ვიქტორ ჰიუგო უყვართ იმის გამოც რომ ის პასუხისმგებლობას გრძნობდა საფრანგეთის მომავალზე!
«ომი დამანგრევლებს!» «თუ კი ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც ეხლა ხდება მალე საფრანგეთში აღარ დარჩება ეროვნული ძეგლი ტაილორის ცარცითა და შ.ნოდიეს კალმით შესრულებული მადლით, ფანტაზიითა და პოეზიით სავსე ჩანახატების გარდა...»

"დადგა დრო როდესაც აღარავისა აქვს გაჩუმების უფლება. საყოველთაო ყვირილმა უნდა მიუთითოს ახალ საფრანგეთს რომ მან უნდა უშველოს ძველ საფრანგეთს."

 ყველანაირი წაბილწვა, რღვევა და ნგრევა ემუქრება დღემდე მოღწეულ არც ისე ბევრ შესანიშნავ ძეგლს რაც დაგვრჩა შუა საუკუნეებიდან, იმათ რომლებშიც აღბეჭდილია ძველი ეროვნული დიდება, რომლებსაც უკავშირდება როგორც მეფეთა ხსოვნა ისე ხალხის ტრადიცია.
მაშინ როდესაც არ ვიცი რა ფასად ვაგებთ რაღაც უგვან  შენობებს რომლებსაც აქვთ საფრანგეთში ბერძნულ თუ რომაულ შენობებად ყოფნის სასაცილო პრეტენზია და სინამდვილეში არც რიმაულებია და არც ბერძნულები,სხვა ბრწყინვალე შენობები ინგრევა ისე რომ თავს არც კი ვიწუხებთ ამის დანახვით.
 არა და ამ დანგრეულ შენობათა ერთადერთი ნაკლი ისაა რომ ისინი წარმოშობით, ისტორიით და მიზნით ფრანგულებია.

ბლუაში შტატების ციხე-სასახლე ყაზარმადაა გადაქცეული და ეკატერინე დე მედიჩის მშვენიერი რვაკუთხა კოშკი დამარხულია კავალერიის ბინის ხარაჩოებს ქვეშ.
ორლეანში გაქრა ბოლო ნაშთი კედლისა რომელიც დაიცვა ჟანა დარკმა.
ჩვენ კარგად ვიცით თუ რა უქნეს პარიზში ვანსენის ძველ კოშკებს რომლებიც ესოდენ მშვენიერ კომპანიას უწევდნენ დონჟონს.
 ამ დროს უროს რახუნით დაანგრიეს ესოდენ ელეგანტური და შემკული სორბონას მონასტერი.

დედაქალაქის დამამშვენებელი ორი კოშკი მოანგრიეს სენ-ჟერმენ-დე-პრეს ეკლესიას რომლიდანაც ანრი IV ტკბებოდა პარიზის სანახაობით... შემდეგ რესტავრატორებმა ძველი კაპიტელები შეცვალეს პატარა უგემოვნო ბონბონებით...
ასევე შეურაცხყვეს ოტანის კათედრალი.

ლიონთან ახლოს დაანგრიეს ციხე-სასახლე არბრესლი... რაღაც კოშკებს იყენებენ ციხედ...

უნდა ითქვას და ითქვას ხმამაღლა. ძველი საფრანგეთის ეს ნგრევა რომელიც ჩვენ მრავალჯერ დავგმეთ რესტავრაციის დროს გრძელდება ჯერ არნახული გააფთრებითა და ბარბაროსობით. ივლისის რევოლუციის შემდეგ დემოკრატიასთან ერთად ყველაფერს გადააჭარბა რაღაც უმეცრებამ და რაღაც უხეშობამ... »
***************************************
ვიქტორ ჰიუგომ 1834 წელს გამოაქვეყნა ორი პამფლეტი « ომი დამანგრევლებს ».

პირველი წერილი საფრანგეთში ისტორიის და კულტურის ძეგლების ნგრევის შესახებ 22 წლის ვიქტორ ჰიუგომ დაწერა 1825 წელს მის მეგობარ შარლ ნოდიესთან ერთად მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ...
მაშინ რომანტიკოსთა ლიდერად მიჩნეული ნოდიე დიდად უწყობდა ხელს რომანტიულ მოგზაურობებს ძველ საფრანგეთში.

ენერგიული ბარონი ტაილორის ხელმძღვანელობით გამოიცა დიდებულად დასურათებული წიგნი რომლის მიზანიც იყო საფრანგეთის პროვინციათა ისტორიულ-
-კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია. 1820 წლიდან 1878 წლამდე გაჭიმულმა ამ გამოცემამ მთავარი როლი შეასრულა ბრძოლაში ვანდალიზმის წინააღმდეგ და მან ხელი შეუწყო ხუროთმოძღვრებისა და პეიზაჟის ახლებურად განცდას.

პარადოქსულია მაგრამ პრობლემის ინტელექტუალური და მხატვრული გაცნობიერება დაიწყო … 1789 წლის რევოლუციის დროს ჩადენილი ვანდალიზმის აქტების დროს. ალექსანდრ ლენუარმა მაშინ შეკრიბა თავისი ფრანგული ძეგლების მუზეუმის პირველი კოლექცია რომელიც შემდეგ 1816 წელს სამწუხაროდ დაიკარგა.

სწორედ ნოდიემ შეაყვარა ვიქტორ ჰიუგოს «კამარის დემონი »...
1831 წლის მარტში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” გამოქვეყნებასთან ერთად ვიქტორ ჰიუგო დამკვიდრდა როგორც “შუა საუკუნეების ახალი ესთეტიკის” მგალობელი და მეხოტბე. სწორედ ამ დროს დაწერა მან მეორე პამფლეტი.

1837 წელს სახელმწიფომ შექმნა ისტორიულ ძეგლთა უმაღლესი კომისია:
როვნული მემკვიდრეობის ცნება მიღებულია მაშინ როდესაც ზეიმობენ რომანტიკოსთა იდეები.
დაიწყო ძეგლთა აღწერისა და დაცვის პოლიტიკის გატარება.
ამაში დაუყოვნებლივ და ენერგიულად ჩაერთო მერიმე.

მაგრამ  სპეკულანტთა ასოციაციები ყიდულობდნენ დიდ მამულებს, აქუცმაცებდნენ მათ და ნაწილ-ნაწილ ყიდდნენ.

ამ დიდად მომგებიან ოპერაციებს მოყვებოდა მრავალი მონასტრისა და ციხე-სასხლის ნგრევა და გაყიდვა სამშენებლო მასალად.

პამფლეტისტი ჟან-ლუი კურიე გამოეხმაურა ამ ოპერაციებს რომლებმაც ამავე დროს მრავალ გლეხს მისცეს მიწათმფლობელებად გადაქცევის საშუალება:

“საცოდაობაა იმის დანახვა რომ თუ როგორ უვარდება ქვა ამ ხალხს ხელში; ის ქრება,იკარგება. ქრება, ინგრევა ყველაფერი: ციხე-სასახლე,კაპელა,დონჟონი.

დანგრეული და უკვალოდ გამქრალი ქუჩები. ისპობა ბაღები, გაზონები, ყვავილნარები, ხეივნები; ყველაფერი ეს დაქუცმაცებულია და გლეხებს შორისაა დანაწილებული...
ძველი ციხე სასახლე იკარგება უშნო და მეხსიერების არმქონე  დუჟინა სახლში” (1819 წლის 12 ნოემბრის წერილი,ნაშრომები,პარიზი, 1860).

// ყველაფერი ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ  წიგნში “ვიქტორ ჰიუგო,პამფლეტები ეროვნული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ომი დამანგრევლებს!” რომელიც სულ ეხლახანს გამოიცა პარიზში //  Victor Hugo,Pamphlets pour la sauvegarde du patrimoine, Guerre aux Démoisseurs,Aechange Minotaure//


No comments: