1770-ანი წლების ბოლოს და 1780-ანი წლების დასაწყისში ეკატერინე მეორემ  ჩამოაყალიბა ე.წ. ბერძნული პროექტი. მისი მიზანი ჩამოყალიბებული იყო ვოლტერის თქმით ჩრდილოეთის მინერვა და აპოლონის და ეკატერინე მეორის ერთ-ერთ წერილში:
ემთხვევიან ჩრდილოეთის 
მინერვა და აპოლონის და 
ეკატერინე მეორის ფეხს
"თურქეთის სრული მოსპობა და ძველი ბერძნული იმპერიის აღდგენა...დიდი მთავარის სასარგებლოდ..."

ანუ თურქეთის მოსპობის შემდეგ საბერძნეთი უნდა გადაქცეულიყო რუსეთის ქვეშევრდომად ან ოლქადაც კი და ბერძენთა მეფედ უნდა გამხდარიყო აგი მინერვა ეკატერინეს უმცროსი შვილიშვილი!

მის პატივსაცემად უკვე მოჭრილი იყო ფული ცარგრადის სოფიას გამოსახულებით და მისი სახელი კონსტანტინე მინიშნებით შეარჩია თვითონ აპოლონის და ეკატერინე მეორემ...

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შეიძლება დაერქვას 1779 წელს გაჩენილი ეკატერინეს შვილიშვილისთვის ბიზანტიის იმპერატორთა სახელი კონსტანტინეს დარქმევა.
             
ეკატერინე მეორე იმედოვნებდა რომ რუსეთის იმპერიას ბერძნული მონარქიის აღდგენაში დახმარებას გაუწევდა წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი იოსებ მეორე რომელსაც ის პირდებოდა რომ დაიცავდა აღდგენილი მონარქიის დამოუკიდებლობას თავისი საკუთარი იმპერიისგან.

ეს, რა თქმა უნდა სასაცილოდ გამოიყურებოდა, შვილიშვილი არ გაუწევდა წინააღმდეგობას ბებიას, მით უმეტეს რომ იმ დროს რუსული საზოგადოება ოცნებობდა კონსტანტინეპოლის აღებაზე....

რუსეთის მაღალი წრეები ოცნებობდნენ კოსტანტინეპოლის აღებაზე, მაგრამ ბერძნები სულ ფეხებზე ეკიდათ, მათ სულ არ უწევდნენ ანგარიშს და არც ფიქრობდნენ კონსტანტინეპოლის ბერძნებისთვის მიცემაზე.
           
ეს იყო ბერძნების თავზე რუსი მეფის დასმის პროექტი. მესამე რომი ხომ უკვე დიდი ხანია რაც რუსეთი იყო და არა ბიზანტია!

ამ პროქტზე შენდებოდა მარტო ეკატერინეს კი არა ალექსანდრე პირველის ბალკანური პოლიტიკა...

ალექსანდრე პირველი ატარებდა "აღმოსავლეთის ეკლესიის უავგუსტესი მფარველის " საკმაოდ გაუგებარ წოდებას და არც წმინდა მთა დავიწყებიათ.


რუსეთის იმპერატორს და "აღმოსავლეთის ეკლესიის უავგუსტეს მფარველს" ზრდიდა შვეიცარელი იაკობინელი ფრედერიკ სეზარ ლაგარპი რომელმაც მას ასწავლა რუსოს ჰუმანურობის პრინციპები. სამხედრო მასწავლებელმა ნიკოლაი სალტიკოვმა მას ასწავლა რუსული არისტოკრატიის პრინციპები. მამამისმა მას ასწავლა სამხედრო პარადის სიყვარული კაცობრიობის სულიერი სიყვარულის შეთავსება, მოყვასზე პრაქტიკულ ზრუნვასთან. ეკატერინე მეორე თავის შვილ პავლეს თვლიდა იდიოტად და უნდოდა ტახტზე ალექსანდრეს აყვანა მამამისისთვის გვერდის აქცევით //ვიკიპედია//. 

 კ.ვ. კუდრიაშოვის წიგნი "ალექსანდრე პირველი და ფიოდორ კუზმიჩის საიდუმლო" //1990// ეძღვნება მე-19 საუკუნის რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოს. 1864 წელს ტომსკის გუბერნიაში გარდაიცვალა ღვთისმოსავი მოხუცი ფიოდორ კუზმიჩი. ხალხური ლეგენდის თანახმად ამ სახელით თავისი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა //ალბათ ვერ გაუძლო საკუთარ გულში და თავში იაკობინური და რომანოვული იდეების დომხალს//.

ავტორმა ამ თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა 1923 წელს და ამ ლექციის საფუძველზე დაიწერა ეს ნარკვევიც...

ამ პროექტებში ათონი რუსული იყო...
თურქებს თავზარს სცემდა ეს პოლიტიკა. 1820-ანი წლებისთვის მათ იმდენად ეშინოდათ რუსებისა რომ ათონზე იჭერდნენ ბერძენ ბერებს და დაკითხვებს უწყობდნენ მათ. მათ ბრალად ედებოდათ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა...
თურქული კაიმაკი ათონზე
თურქთა შიში ძლიერდებოდა. მათ დაიწყეს ბდაჭერა, ცემა-ტყეპა და წამებაც კი,მაგრამ ათონის რუს ბერებს ხელს ვერ კიდებდნენ. მათ ეშინოდათ ხელის ხლება რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომებისთვის...

 გასაგებია რომ ეკატერინე მეორიის ამ ჰიპერბოლური ჩანაფიქრების საუკეთესო აღმსრულებელი იყო ვიზიონერი და უტოპისტი, ადმინისტრატიული გენიალურობის ნიშნების მქონე, აგზალტირებული მორწმუნე,ერუდირებული ღვთისმეტყველი და კლასიკური ანტიკური ხანის, საბერძნეთის და ბერძნების თაყვანისმცემელი პოტიომკინი.
სწორედ ამ ადამიანს შთააგონებდა რუსეთის გიგანტური გეოპოლიტიკური შებრუნება სამხრეთისკენ. პეტრე პირველმა იმპერია მიმართა ბალტიის არეალისკენ და პროტესტანტულ-გერმანული სამყაროსკენ და ეხლა საჭირო იყო ამ მახინის მობრუნება შავი და ხმელთაშუა ზღვებისკენ,ჩრდილოეთი შავიზღვისპირეთისკენ და ერთმორწმუნე ბერძნებით, სამხრეთის სლავებით,მოლდაველებით და ვალახებით დასახლებული ბალკანეთისკენ,ადრე ბიზანტიის და კიდევ უფრო ადრე ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის კუთვნილი ტერიტორიებისკენ.

საინტერესოა რომ ამ ბრუნის ძირითადი კონცეპტუალური ელემენტები დამუშავდა წინა ხუთწლეულში,1769-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობაში, უბრწყინვალესი კნიაზის აღზევებამდე

ჯერ კიდევ .. კლიუჩევსკი ამბობდა რომ ეკატერინეს ბერძნული პროექტი მნიშვნელოვანწილად შთაგონებული იყო ვოლტერის წერილებითმაგრამ მას შემდეგ ეს საკითხი არ გამხდარა საგანგებო განხილვის საგანი

Александр I Павлович
ეს გახლავთ თავისი ბებიის,
ჩრდილოეთის მინერვას და აპოლონის
და ეკატერინე მეორის ინტელექტუალურ
 კარზე აღზრდილი ალექსანდრე პირველი.
 
მართლაც, 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეკატერინესადმი მიწერილ წერილებში ვოლტერი მუდამ უბრუნდება ბერძნულ თემას და ეკატერინეს უბიძგებს კონსტანტინეპოლის დაპყრობისკენ და ბერძნული სახელმწიფოს და განათლების აღორძინებისკენ....

1768 წლის 15 ნოემბერს, როდესაც ომის დაწყების ამბავს ჯერ პარიზამდე არ მიეღწია,ვოლტერი წერდა: "თუ  კი ისინი გაბედავენ და დაიწყებენ თქვენთან ომს,ქალბატონო,მათ ეწევათ ის ბედი რაც რაც დაუგეგმა მათ პეტრე დიდმა რომელსაც უნდოდა კონსტანტინეპოლის გადაქცევა რუსეთის იმპერიის დედაქალაქად. ეს ბარბაროსები რომლებიც არ სცემენ პატივს ქალბატონებს, არაფრად აგდებენ დახვეწილ ხელოვნებებს და კეტავენ ქალებს იმსახურებენ დასჯას გმირი ქალბატონის მიერ, გასაგებია რომ ადამიანები ვინც რაფრად აგდებენ დახვეწილ ხელოვნებებს და კეტავენ ქალებს იმსახურებენ მოსპობას. 
მომეცით უფლება რომ გეახლოთ და ვემთხვიო თქვენს ტერფებს და რამოდენიმე დღე გავატარო თქვენს კარზე როდესაც ის იქნება კონსტანტინეპოლში ვინაიდან მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ სწორედ რუსები გააძევებენ თურქებს ევროპიდან" 

საპასუხო წერილში იმპერატრიცა თავის კორესპონდენტს ატყობინებდა რომ 
"მის ჩასვლამდე კონსტანტინეპოლში" უგზავნიდა მას ბერძნულ ყაიდაზე შეკერილ და ციმბირის საუკეთესო ბეწვებით დათბუნულ ქურქს

ბერძნული ყაიდის ციმბირული ბეწვებით დათბუნული ქურქი არის სიმბოლო იმ ბერძნულ-რუსული სინთეზისა რომელიც შემდეგ განხორციელდება პროექტში

მოგვიანებით, ალექსეი ორლოვის ექსპედიციის პირველ წარმატებებზე ლაპარაკისას ეკატერინემ განავითარა ეს თემა: "ეხლა მხოლოდ ბერძნებზეა დამოკიდებული აღორძინდება თუ არა საბერძნეთი. მე გავაკეთე ყველაფერი შესაძლებელი გეოგრაფიული რუკის შესამკობად კორინთოს და მოსკოვის პირდაპირი კავშირით".
             
მაგრამ ეკატერინეს სიფრთხილე არ აკმაყოფილებდა ვოლტერს რომელიც ხოტბას ასხავს რუსული იარაღის გამარჯვებებს და ამბობს რომ  ეკატერინე არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივი დათმობებით,რომ მან უნდა ბოლომდე იბრძოლოს ვოლტერისთვის ბარბაროსობის,უმეცრების და სულიერი მონობის განხორციელება ოსმალეთის იმპერიის მოსასპობად

"თუ კი თქვენ მოისურვებთ თქვენი დაპყრობების გაგრძელებას თქვენ მათ განავრცობთ საითაც მოისურვებთ,და თუ კი მოისურვებთ მშვიდობას თქვენ მას თვითონ უკარნახებთ. მე კი მინდა რომ თქვენმა უდიდებულესობამ გვირგვინი დაიდგას კონსტანტინეპოლში", წერდა ვოლტერი ეკატერინეს 1770 წლის 28 აგვისტოს მიწერილ წერილში.

ევროპული კლასიციზმის აღიარებული ლიდერიის ევროპიდან თურქების გაძევებაში ხედავდა ევროპის კულტურული აღორძინების წინაპირობას

და მისი კეთილისმყოფელი და მოწაფე "ჩრდილოეთის სემირამიდა" უნდა ყოფილიყო განგების იარაღი და მას თავისი სალდათების ხიშტებით უნდა გაევრცელებინა განათლება

" ჩრდილოეთის მინერვავ, შენ, აპოლონის დავ, შენ შურს იძიებ საბერძნეთის გამო და გარეკავ ხელოვნებათა უღირს მტრებს,ქალების მჩაგვრელებს, მე გშორდები და დაგელოდები მარათონის ველებზე",  წერდა ვოლტერი ნაწარმოებში "სტანსები ეკატერინე მეორეს რუსების მიერ 1769 წელს ხოტინის აღების გამო".
_____________________________
 Минерва Севера, о Ты, сестра Аполлона,
Ты отмстишь Грецию, изгнав недостойных,
Врагов искусств, гонителей женщин,
Я удаляюсь и буду ждать тебя на полях Марафона, —

писал он в «Стансах Императрице России Екатерине II по случаю взятия Хотина русскими в 1769 г.
______________________________

რუსულ-თურქული ომი ამით უთანაბრდება ბერძნულ სპარსულ ომებს რომლებსაც ვოლტერი თვლიდა კულტურის ომად ბარბაროსობის წინააღმდეგ.

1770 წლის სექტემბერში ის ეკატერინეს წინ შლიდა ანტიკურობის მის ისტორიულ აკვანში აღორძინების პროგრამას: "თავს ლაფი დაესხმებათ იმათ ვისაც არ სურთ თქვენი წარმატებამ-წერდა ის ევროპის მონარქებზე რომლებიც ასე თუ ისე ეხმარებოდნენ თურქეთს.-და რატომ უნდა ისურვონ თქვენი მარცხი როდესაც თქვენ შურს იძიებთ ევროპის გამო. ცხადია რომ ამ ადამიანებს არ სურთ რომ ვინმე ლაპარაკობდეს ბერძნულად.
ვინაიდან როდესაც თქვენ გახდებით კონსტანტინეპოლის სუვერენი თქვენ მაშინვე აღადგენთ დახვეწილ ხელოვნებათა ბერძნულ აკადემიას.

თქვენზე დაწერენ "კატერინიადებს",ზევკსისები და ფიდიასები დედამიწას დაფარავენ თქვენი გამოსახულებებით,ოსმალეთის დაცემას განადიდებენ ბერძნულად;

და ათენი იქცევა თქვენს ერთ-ერთ დედაქალაქად,ბერძნული ენა საყოველთაო გახდება და ეგეოსის ზღვის ყველა ნეგოციანტი პორტებს შეეხვეწება თქვენს დიდებულებას".              

2,5 წლის შემდეგ,1773 წლის თებერვალში,როდესაც ცხადი გახდა რომ ომის შედეგები ბევრად უფრო მოკრძალებული იქნებოდა იმაზე რისი იმედიც ჰქონდათ ვოლტერს და ეკატერინეს,ვოლტერი მაინც უბრუნდება ამ ამპარტავან ჩანაფიქრებს.

ცოტა ხნით მანამდე ეკატერინემ მას გაუგზავნა 1772 წელს დაწერილი თავისი ორი კომედიის ფრანგული თარგმანები. მათ ავტორად ცხდდებოდა ანონიმი ავტორი,მაგრამ ყველამ იცოდა რომ ისინი ეკატერინე მეორის დაწერილი იყო

ვოლტერმა ისარგებლა ამით და გაშალა თავის გეოპოლიტიკურ მსჯელობათა სურათი: "უდიდესი ღირსებაა დახვეწილ ხელოვნებათა წახალისება მაშინ როდესაც მთელი ერი გატაცებულია ომით. მე ვხედავ რომ რუსები დიდად მაღალნიჭიერი ხალხია.

თქვენი საიმპერატორო უდიდებულესობა არაა შექმნილი იდიოტების სამართავად.

სწორედ ეს მაფიქრებინებდა რომ თქვენი დანიშნულებაა საბერძნეთის მართვა.

მე ისევ ვუბრუნდები ჩემს ძველ ფანტაზიებს-10 წლის შემდეგ თურქეთის იმპერია დაშლილ-დაქუცმაცებული იქნება და თქვენ ბრძანებთ სოფოკლეს "ოიდიპოსის" ათენში დადგმას". 

ვოლტერის გადამეტებული პირფერობა წარმოდგენას გვიქმნის მის კულტურულ-პოლიტიკურ პრიორიტეტებზემას პირველ რიგში ან მხოლოდ აინტერესებს საბერძნეთის განთავისუფლება თურქთა უღლიდან და ანტიკური კულტურის დიადი ტრადიციების აღდგენა.

რუსეთსაც და ეკატერინესაც მოუზომავი კომპლიმენტების მიუხედავად ამ პოლიტიკურ ანგარიშში ეძლეოდათ მხოლოდ ფუნქციონალური როლი

ეკატერინეს საბერძნეთის ბატონად წარმომდგენი ვოლტერი გულისხმობდა ეკატერინეს თუნდაც კულტურულად გაბერძნებას.

გერმანელი პრინცესა ეკატერინეს გადაქცევა რუსეთის იმპერატორად იძლეოდა ასეთი ფანტაზიის საფუძველს.

თუ კი თქვენი უდიდებულესობა აპირებს თავისი ტახტის დადგმას კონსტანტინეპოლში, რისი იმედიც მაქვს,წერდა ვოლტერი ომის დასაწყისში,-თქვენ ძალიან სწრაფად ისწავლით ბერძნულ ენას ვინაიდან სრულებით აუცილებელია ევროპიდან თურქული ენის გაძევება და თურქულად მოლაპარაკეთა გარეკვა"...

ჩრდილოეთის მინერვავ, ო შენ, აპოლონის დაო, შენ შურს იძიებ საბერძნეთის გამო და გარეკავ ხელოვნებათა უღირს მტრებს, ქალთა მჩაგვრელებს, სტვენდა ბულბულივით ვოლტერი //Минерва Севера, о Ты, сестра Аполлона,Ты отмстишь Грецию, изгнав недостойных,Врагов искусств, гонителей женщи//.

ამ სურვილებს ეკატერინემ უპასუხა ფრთხილად. 1769 წლის აგვისტოში მან თქვა რომ ბერძნული ენის სწავლას ის აპირებს მხოლოდ იმდენად რამდენიც საჭიროა ვოლტერისთვის ქათინაურის ბერძნულად სათქმელად, ისე როგორც ორი წლის წინ ყაზანში ისწავლა რამოდენიმე თათრული და არაბული წინადადება რაც ძალიან ესიამოვნა ამ ქალაქის მცხოვრებლებს. მაგრამ შემდეგ ეკატერინემ გადაწყვიტა არ ეწყენინებინა ვოლტერისთვის და ეს პასაჟი დარჩა შავში

Princepotemkin.jpg

გენერალ-ფელდმარშალი, კნიაზი და

ზოგი ცნობით ეკატერინე მეორის

მორგანატული ქმარი გ.ა.პოტიომკინი.

შემდეგ იმპერატრიცამ თქვა რომ სასურველია ბერძნულის სწავლა,მაგრამ მნიშვნელოვანია ჰომეროსის რუსულად თარგმნაც.

ბოლოს და ბოლოს ვოლტერი აყვა "აპოლონის დას" და თქვა უთხრა მას რომ "ბერძნები რომ ღირსები იყვნენ ყველაფერი იმისა რასაც ის მათთვის აკეთებს ბერძნული მართლაც იქცეოდა საყოველთაო ენად, მაგრამ რუსულ ენას სავსებით შეუძლია ბერძნული ენის შეცვლა."

"ბერძნული პროექტის" განხილვისას თანამედროვეებიც და შთამომავლებიც ჩვეულებრივ ყურადღებას აქცევდნენ ცენტრალურ, ყველაზე პასუხსაგებ და ალბათ ყველაზე ძნელად განსახორციელებელ ელემენტს, კონსტანტინეპოლის აღებას.

მაგრამ სწორედ კონსტანტინეპოლის აღების იდეაში არ ყოფილა არაფერი ორიგინალურიკონსტანტინეპოლის აღების იდეა რუსეთის მეფეებს ხიბლავდა უკვე მე-17 საუკუნეში. აზოვის და პრუტის ლაშქრობების დროს ეს იდეა ხიბლავდა პეტრე პირველსამ იდეას დაუბრუნდნენ ანა იოანოვნას დროს 1736-1739 წლების თურქეთის კამპანიის დროს

1762 წელს ამ ომის გმირმა ფელდმარშალმა მინიხმა ეკატერინეს წარუდგინა წერილი რომლითაც მოუწოდებდა პეტრე პირველის ანდერძის სესრულებისკენ და კონსტანტინეპოლის აღებისკენ

კონსტანტინეპოლის მოტივები რუსულ პუბლიცისტიკაში და საზოგადოებრივ აზრში ჟღერდა შემდეგაც,1917 წლამდეც,როდესაც წმინდა სოფიოს ტაძარზე ჯვრის აღმართვის და სრუტეებზე კონტროლის დაწესების სურვილს გამოთქვამდა დროებითი მთავრობა //ეს იქცა მისი კრახის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად//.
    
ეკატერინეს პროექტი,ყოველ შემთხვევაში იოსებ მეორისთვის წარდგენილი და იმ დროის რუსული საზოგადოების მიერ აღქმული სახით, ისტორიულად უნიკალური სხვა რამით იყო

იმპერატრიცას არ უნდოდა კონსტანტინეპოლის შეერთება რუსეთის იმპერიისთვის, მას არც იქ დედაქალაქის გადატანა სურდა.

ეკატერინე მეორეს სურდა კონსტანტინეპოლის გადაქცევა ახალი ბერძნული იმპერიის ცენტრად. იმპერიის ტახტი უნდა რგებოდა მის შვილიშვილ კონსტანტინს რომელსაც უნდა დაედო პირობა რომ არც მას და არც მის შთამომავლებს არ ექნებოდათ პრეტენზია რუსეთის იმპერიის გვირგვინზე

ასე ორი მეზობელი იმპერია "ჩრდილოეთის ვარსკვლავის"  და    " აღმოსავლეთის ვარსკვლავის" კვერთხებს ქვეშ უნდა მტკიცედ და ურღვევად შეეკავშირებინა ძმურ კავშირს

უფროსი ძმა ამ ძმურ კავშირშირა თქმა უნდა, რუსეთის იმპერია უნდა ყოფილიყო

ვოლტერი და ეკატერინე მეორის ბერძნული პროექტი:

ვოლტერი ეკატერინე მეორეს:"თუ ისინი გაბედავენ და დაიწყებენ თქვენთან ომს,ქალბატონო,მათ ეწევათ ის ბედი რაც რაც დაუგეგმა მათ პეტრე დიდმა რომელსაც უნდოდა კონსტანტინეპოლის გადაქცევა რუსეთის იმპერიის დედაქალაქად. ეს ბარბაროსები რომლებიც არ სცემენ პატივს ქალბატონებს, არაფრად აგდებენ დახვეწილ ხელოვნებებს და კეტავებ ქალებს იმსახურებენ დასჯას გმირი ქალბატონის მიერ,გასაგებია რომ ადამიანები ვინც რაფრად აგდებენ დახვეწილ ხელოვნებებს და კეტავენ ქალებს იმსახურებენ მოსპობას. მომეცით უფლება რომ გეახლოთ და ვემთხვიო თქვენს ტერფებს და რამოდენიმე დღე გავატარო თქვენს კარზე როდესაც ის იქნება კონსტანტინეპოლში ვინაიდან მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ სწორედ რუსები გააძევებენ თურქებს ევროპიდან"  //სორი თარგმანის ნაკლებად პათეტიური და ლირიული ხასიათის გამო//.
  
1760-1770-ანი წლების რუსული ოდა. ვოლტერი და ეკატერინე მეორის ბერძნული პროექტი.

ეკატერინე მეორის სახელგანთქმული "ბერძნული პროექტი" უეჭველად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური,დაწვრილებით დამუშავებული და ამბიციური საგარეოპოლიტიკური იდეაა რუსეთის ხელისუფალთა მიერ წამოყენებულ იდეებს შორის

რუსეთმა რწმენა მიიღო ბერძნებისგან კიევის მთავრის და ბიზანტიელი პრინცესას ქორწინების შედეგად და ამიტომ ეხლა სწორედ რუსეთი იყო ბერძენთა ბუნებრივი განმანთავისუფლებელი ურჯულოთა უღლისგან.  

ამას ახალი ელფერი შეჰქონდა ბერძნებისა და რუსების ურთიერთობაში იმიტომ რომ რუსეთი გამოდიოდა როგორც საბერძნეთის მფარველი ისე მისი მემკვიდრე, ან, ასული რომელმაც უფროსს უნდა დაუბრუნოს ძველი ვალი

მაგრამ ბერძნული პროექტის კოორდინატთა სისტემაში რელიგიური მემკვიდრეობითობა ამის გამოუთქმელად უტოლდებოდა კულტურულ მემკვიდრეობითობას. ამდენად კონსტანტინეპოლსა და ათენს შორის ისმებოდა ტოლობის ნიშანი დს ბიზანტიის ერთადერთი მემკვიდრის როლი რუსეთს აქცევდა ანტიკური საბერძნეთის ლეგიტიმურ მემკვიდრედაც

ყველგან ჩანს ბიზანტიური და ანტიკური ატრიბუტების შერევა...
ეს რადიკალურად ცვლიდა წარმოდგენას რუსეთის ისტორიული როლკისა და დანიშნულების შესახებ

ტრადიციულად ითვლებოდა რომ განათლების ჩირაღდანი საბერძნეთიდან გადავიდა რომში საიდანაც ის აიტაცა დასავლეთმა ევროპამ და გადასცა რუსეთს.

ეხლა კი აღმოჩნდა რომ რუსეთი უშუალოდაა დაკავშირებული საბერძნეთთან და მას არ სჭირდება შუამავლები

ეკატერინეს "ისტორიულ წარმოდგენაში" //1787// " ოლეგის საწყისი მმართველობა" თავადი ოლეგი და მისი მხლებლები კონსტანტინეპოლში უურებენ ევრიპიდეს "ალკესტას" და ოლიმპიური თამაშების მსგავს ათლეტთა შეჯიბრს.

1790 წელს წინასიტყვაობაში კრებულისთვის "რუსული ხალხური სიმღერები ბერძნული პროექტის ერთ-ერთი უაქტიურესი მონაწილე ..ბეზბოროდკოს უახლოესი თანამშრომელი ..ლვოვი წერდა იმაზე რომ რუსული სასიმღერო ფოლკლორის წყაროა ბერძნული სასიმღერო ფოლკლორი...

"აქ ბატონობს და ყველაფერს ჩრდილავს აღმოსავლეთში,ათენში ან კონსტანტინეპოლში ახალი დინასტიის დადგენის იდეა

იმპერატრიცა დიდხანს მელაპარაკა ძველ ბერძნებზე,მათ ნიჭზე,მათი გენიის უპირატესობაზე და იმაზე რომ ეს თვისებები შეინარჩუნეს თანამედროვე ბერძნებმაც რომლებიც შეიძლება ისევ იქცნენ პირველ ხალხად ხალხთა შორის თუ კი მათ სათანადოდ დაუჭერენ მხარს და მიმართავენ." ამას წერდა სახლში ინგლისის ელჩი ჰარრისი ამქვეყნად კონსტანტინ პავლოჩის გაჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ.             
ეს ტირადა აჩვენებს და ხაზს უსვამს რუსეთის იმპერიის მისიას-მან ბერძნებს უნდა დაუბრუნოს მათი ჭეშმარიტი ბუნება და დააბრუნოს ისინი მათ საკუთარ საწყისებთან.

ეს ევალება და ამის გაკეთება ძალუძს ბიზანტიის მეშვეობით ანტიკური საბერძნეთის კანონიერ მემკვიდრე რუსეთსსწორედ რუსეთია ანტიკური საბერძნეთის ერთგვარი ახალი განხორციელება....
ამდენად რუსეთი კულტურულად პირველობს ევროპაში და ამიტომ ის პოილიტიკურადაც უნდა პირველობდეს

ვოლტერიც განათლებული აბსოლუტიზმის მისი იდეალით უგალობდა ეკატერინეს. ის თვლიდა რომ მონარქის დანიშნულებაა ბარბაროსი ხალხებისთვის ცივილიზაციის სინათლის მიცემა                

საბერძნეთის განთავისუფლება და განათლება უნდა ქცეულიყო ჩრდილოეთის სემირამიდა ეკატერინეს მეფობის მწვერვალად და გვირგვინად.
                
"თქვენ,რა თქმა უნდა ააღორძინებთ ოლიმპიურ თამაშებს რომლის დროსაც რომაელებმა სახელმწიფო დეკრეტით ბერძნებს მიანიჭეს თავისუფლება"

ეს იქნება თქვენი მეფობის ყველაზე ბრწყინვალე ქმედება.

ვოლტერს აინტერესებდა განათლება-განმანათლებლობა და პეტრე და ეკატერინე როგორც განმანათლებელი მონარქები და არა რუსეთი და მისი ისტორიული დანიშნულება

მაგრამ 1768 წელს თურქეთმა რუსეთს გამოუცხადა ომო. სამხედრო მოქმედებების დაწყება ეკატერინესთვის და მისი უახლოესი წრისთვის მოულოდნელი და უეჭველად არასასურველი იყო

ამან არია კარტები და ჩრდილში მოაქცია კლასიკური საბერძნეთის თემა

აპოლონის და ეკატერინე მოეჭიდა გამოცდილ რელიგიურ თემას.

1768 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილი მანიფესტი "ომის დაწყებაზე ოსმალეთის პორტასთან ლაპარაკობს თურქეთის ჩარევაზე პოლონეთის საქმეებში, კონსტანტინეპოლში რუსი ელჩი ობრესკოვის დაპატიმრებაზე,მაჰმადიანთა ვერაგობაზე. იმპერატრიცას ქვეშევრდომებს მოუწოდებდნენ ომისკენ ვერაგი მოწინააღმდეგისა და ქრისტიანთა მტრის წინააღმდეგ. მანიფესტი მიმართავდა იმპერიის ყველა ფენას და ბევრს არ შეეძლო კლასიკური ბერძნული მინიშნებების გაგება...

მაგრამ დიდი ხერასკოვი ქვემოდ  რუსულად მოყვანილ სტროფში მაინც ახსენებს ოქროს საწმისს და ანდრომედას რაც აჩვენებდა მომავალში ამ საკითხის რეანიმაციის შესაძლებლობას...

Б Херасков 

Не для златого вам руна,
Не для прекрасной Андромеды,
О Россы! предлежит война
И представляются победы.
Пусть древность суеты поет,
Не гордость вас на брань зовет 29
Впрочем, само упоминание народов, находящихся под турецким ярмом, сама параллель с Грецией как бы подсказывала направление будущих смысловых сдвигов, пока еще остающихся под спудом.

წყარო: 
1) http://www.isihazm.ru/?id=453  
2) http://www.rusinrus.com/index.php?option=com_content&view=article&id=96:-l-r-             ii&catid=36:2010-08-15-07-09-32