2.24.2012

ორფეოსის ბრძოლა დიონისესთან:

დიონისეს კულტი:
დიონისეს «გაჩენის» შესახებ გვიყვება მრავალი თქმულება.
ითვლება რომ ის უნდა იყოს ან ბერძენ-რომაელთა უმაღლესი ღვთაება ზევსის  და მისი საყვარელი სემელეს(მიწის ფრიგიული ქალღმერთი,დედა-მიწა), ან ზევსის და პერსეფონას (ჯოჯოხეთის ქალღმერთის) შვილი.
დიურერი,ორფეოსის 
მკვლელობა.
ახალშობილი ბავშვი,ის შურისძიების გამო დაგლიჯეს ტიტანებმა. გადარჩა მხოლოდ მისი გული და,ვერსიების თანახმად,ის ან ზევსმა ჩაიკერა ბარძაყში ან დაუბრუნეს ზევსის მეუღლე ჰერას ეშმაკობის წყალობით მიცვალებულთა სამყაროდან დაბრუნებულ სემელეს.

დიონისეს საზოგადოდ წარმოადგენენ მისი წმინდა მცენარეების, ფიჭვის გირჩებით, ვაზის ფოთლებით სუროთი, ფათალოთი დაფარული კვერთხით.

გაზრდისას მან აღმოაჩინა თუ როგორ უნდა ახაროს ვაზი და როგორ უნდა მიიღოს ხილის ძვირფასი წვენი. სიგიჟის მორიგი შეტევით გააფთრებულმა ჰერამ ის გააგიჟა თუ დაათრო და უბიძგა დედამიწის სხვადასხვა რეგიონში ხეტიალისკენ.


მდგომარეობის გამოსაწორებლად ზევსის დედამ, ქალღმერთმა რეამ დიონისეს ასწავლა რელიგიური რიტუალები და განკურნა.
მაშინ დიონისემ დაიწყო მოგზაურობა აზიაში სადაც მოსახლეობას ასწავლოდა მევენახეობას.

ცხადია რომ ეს მოგზაურობა არის საკუთარი თავის მაძიებლის მიერ ჭეშმარიტების ძიება.
დიონისეს კულტში გამოვლენილ ღვთაებრივ სიგიჟეს და საშიშ თავაშვებულ ჟინს აქვს განსაკუთრებული მიმზიდველობა.

მოთოკილები, ისინი გარდაიქმნებიან უმაღლეს საიდუმლოთა ცოდნად და და მათი აღმოჩენით გამოწვეულ ეიფორია-აღტაცებად.
ბერტრან რასელი ასე გადმოსცემს მოკლედ დიონისეს მომხიბლაობას თავის ნაშრომში «დასავლური ფილოსოფიის ისტორია»:

«საწყისი,თავდაპირველი ფორმით კულტი იყო ველური და მრავალი თვალსაზრისით საზიზღარი.

მან ფილოსოფოსებზე გავლენა მოახდინა არა ამ ასპექტით არამედ ერთგვარი ასკეტური ფორმით რომელიც ფიზიკურ თრობას ცვლიდა მენტალური,აზრობრივი,გონებრივი თრობით...

დიონისეს თაყვანისმცემელი რეაგირებს სიფრთხილის წინააღმდეგ.

ფიზიკურ თუ სულიერ თრობაში ის პოულობს გრძნობის სიმძაფრეს რომელიც მოსპო სიფრთხილემ; ის პოულობს სიტკბოებით და მშვენიერებით სავსე სამყაროს და და მისი ფანტაზია უცბად გაურბის ყოველდღიურ საზრუნავს.

ბაკხიური რიტუალი თაყვანისმცემელში იწვევდა იმას რასაც უწოდებდნენ «ენთუზიაზმს» ეტიმოლოგიური მნიშვნელობით, ანუ ღმერთის შესვლას თაყვანისმცემელში და ეს უკანასნელი ფიქრობდა რომ ის და ღმერთი შეადგენენ ერთ მთლიანობას.

ადამიანის უმაღლეს მიღწევათა დიდ ნაწილს აქვს სიმთვრალის ელემენტი რომელშიც მძაფრი ემოცია განზე სწევს სიფრთხილეს.
 
ბაკხიური ელემენტის გარეშე სიცოცხლე უინტერესო იქნებოდა.

ბაკხიური ელემენტით კი სიცოცხლე საშიშია.

სიფრთხილის და ჟინის,ვნების დაპირისპირება არის კონფლიქტი რომელიც ჩანს კაცობრიობის მთელ ისტორიაში. მაგრამ ესაა კონფლიქტი რომელშიც ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ მთელი არსებით.

მრავალი მოთხრობის თანახმად დიონისეს კულტს აშკარად ჰქონდა ნეგატიური ასპექტი.

ძნელად გასაგები იყო თავდაუჭერლობა,თავშეუკავებლობა და თავგასულობა. გამონაკლისი იყო ის რასაც დღეს ვუწოდებთ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას.

რიტუალების ხშირად თანმხლები საყოველთაო ისტერია აშფოთებდა ხელისუფალთ და ვინაიდან ისტერია როგორც წესი ყველაზე მეტად ეუფლებოდა ქალებს ის აშკარად საშიში იყო სტატუს კვოსთვის.

«ენციკლოპედია ბრიტანიკას» თანახმად:

«დიონისე წარმოადგენდა წვენს,ძალას, ბუნების ვიტალურ ელემენტს. მისთვის პატივის მისაგებად დაწესდა შთამბეჭდავი ორგიები.

ამ დიონისურმა დღესასწაულებმა (ვაკხანალიებმა) მიკენური ხანის შემდეგ დროში  მალე მოხიბლა ქალები.

       მამაკაცები კი მტრულად უყურებდნენ ამას.

   ტრადიციის თანახმად თებეს მეფე პენთეუსი ბაკქანტ ქალებს უშლიდა ორგიების ჩატარებას და ბაკქანტმა მანდილოსნებმა ის დაგლიჯეს. ღმერთის კულტისთვის პატივის ამყრელი ათენელები კი უძლურებით ისჯებოდნენ.

   ქალები იცვავდნენ ირმის ტყავს,თავზე იდგავდნენ ფათალოს გვირგვინებს,სტოვებდნენ თავის ოჯახებს და მათი რიტუალური ყვირილით «ევოე» გარბოდნენ ბორცვებში. ისინი ქმნიდნენ საკრალურ კორტეჟებს «თიასი», იქნევდნენ ფოთლებით დაფარულ კვერთხებს და ცეკვავდნენ ჩირაღდნების შუქზე ფლეიტის და ტიმპანონის მუსიკის თანხლებით.

    ქალები აქაც თითქოს მთლიანად ენდობოდნენ ღმერთის სულის სიყვარულს:

« ითვლებოდა რომ ღვთაებით შთაგონებულ ბაკქანტ ქალებს ჰქონდათ ოკულტური,ფარული ძალები,მათ შეეძლოთ გველების მოჯადოება-მონუსხვა,ცხოველების კვება, ზებუნებრივი ძალა მათ ანიჭებდა ცოცხალთა ნაწილ-ნაწილ დაგლეჯის უნარს. შემდეგ ისინი ეძლეოდნენ რიტუალურ ნადიმს (ომოფაგია).

    ბაკქანტი ქალბატონები ღმერთს მიმართავდნენ წოდებებით ბრომიოს (მქუხარე),ტაურეკოროს (რქიანი ხარი) ან ტაუროპროსოპოს ( ხარის სახე). მათ სჯეროდათ რომ ის განასახიერებდა მსხვერპლად შესაწირ ცხოველს.

     ითვლებოდა რომ ორფეოსმა მოათვინიერა დიონისეს კულტი და მისცა მას საკმაოდ მისაღები სახე.

  ორფიზმი:
ორფიზმმა გავლენა მოახდინა პითაგორაზე,პლატონზე და შემდეგ ფილოსოფოსთა უმრავლესობაზე.

 მოგვიანებით ორფიზმმა გავლენა მოახდინა ქრისტიანულ თეოლოგიაზე.

  ბევრი საეჭვოდ თვლის ორფეოსის რეალურ არსებობას.  ისინი ფიქრობენ რომ ორფეოსი იყო ჰომეროსის და ვირგილიუსის ნაირი მთხრობელების ფანტაზიის ნაყოფი.

 G.R.S.Mead შემდეგნაირად აღწერს მას:

  «ცოტა ვინმემ თუ იცის ორფეოსის მითის მნიშვნელობა ბერძნულ ლეგენდებში,ისევე როგორც ,რავალ ხელოვნებაში და ,ეცნიერებაში რომლებიც მას მიაწერა კეთილგანწყობილმა შთამომავლობამ.

 ორფეოსი იყო პანელინური,საერთობერძნული რწმენის მამა,დიდი თეოლოგი,რომელმაც ბერძნებს მისცა საიდუმლო კულტის რიტუალები. ის ქადაგებდა ბუნების და ღმერთის საიდუმლოებებს.
ბერძნები აღიარებენ რომ მათ ორფეოსისგან მიიღეს რელიგია,როგორც საკრალური ისე საერო ხელოვნებები და მეცნიერებები.


 ქრისტე როგორც ორფეოსი რომის კატაკომბებში.


  ამიტომ უნდა შევეხოთ თეოლოგიას რომელსაც ორფეოსი თავიდან ქადაგებდა მისტიკურად და სიმბოლურად,რომელიც შემდეგ იდუმალად იქადაგა პითაგორამ და რომელიც მეცნიერულად წარმოადგინეს პლატონმა და მისმა ნამდვილმა მოწაფეებმა.»

 მითის თანახმად ორფეოსი იყო მჭერმეტყველების და ეპიკური თუ გმირული პოეზიის მუზა კალიოპას(ლამაზი ხმა) და თრაკიის მეფე ეაგრის თუ ღმერთი აპოლონის შვილი.

   მისი მუსიკა ხიბლავდა და აჯადოებდა ველურ მხეცებს და გადაადგილებდა კლდეებს და ხეებს.

   ყვებიან რომ სწორედ ორფეოსის მუსიკამ შეუშალა ხელი სირინოზებს ვისაც უნდოდათ არგონავტების ცდუნება და გზიდან აცდენა. სირინოზები მათთან მისულ ყოველ ადამიანს პირდებოდნენ ცოდნის,სიბრძნის,უფრო სხარტი გონების მიცემას,მაგრამ ორფეოსის მუსიკამ გაფანტა ეს ტყუილი.

      ლეგენდა ყვება რომ თავისი სატრფო ევრიდიკას ჯოჯოხეთიდან გამოსახსნელად ორფეოსმა მოხიბლა გადამყვანი ქარონი,მცველი ძაღლი ცერბერი ჩავიდა საიქიოში,მოხიბლა მიცვალებულთა სამი მოსამართლე და შემდეგ დაუპირისპირდა ჰადესს ( ევრიდიკა გაურბოდა მისი ცდუნების მსურველ მწყემს არისტეუსს როდესაც მას უკბინა გველმა და გარდაიცვალა).

     თავისი ჯადოსნური მუსიკით ორფეოსმა  მოხიბლა ჯოჯოხეთის ღმერთები და მათ გაუშვეს ევრიდიკა. მაგრამ ორფეოსი დაეჭვდა მათ სიტყვაში და უკან მიიხედა. ამის გამო ევრიდიკა გადაიქცა სულად ჯოჯოხეთში.

      ბერძნული სიტყვა «ორფნეი» შეიძლება ნიშნავდეს წყვდიადს და ჯოჯოხეთს და ამიტომ მოთხრობა ლოღიკურია.

  ჯოჯოხეთში ჩასვლაზე ასეთი მოთხრობა ამჟღავნებს მისტერიების რელიგიათა მოთხოვნებს.   

  ისტორია მთავრდება ტრაღიკულად ვინაიდან ორფეოსმა დაიფიცა რომ აღარ დაიჭერდა საქმეს ქალებთან და მარტოხელა დარჩებოდა.

   ამ ფიცმა ისევ გაუხსნა მას საიქიოს კარები. ის ნაწილ ნაწილ დაგლიჯა დიონისიური ორგიის დროს ღვინით და რელიგიური ექსტაზით გადარეული ქალების ბრბომ.

    ბერძნული მითებისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში რობერტ გრეივსი წერს:

    როდესაც დიონისემ დაიპყრო თრაკია ორფეოსმა არ მიაგო მას პატივი. ის ქადაგებდა სხვა საკრალურ მისტერია საიდუმლოებებს და თრაკიელებს ეუბნებოდა რომ სისხლიანი მსხვერპლის შეწირვა ცუდია. ყოველ დილით ის ესალმებოდა გარიჟრაჟს მთა პანგეას მწვერვალზე და ქადაგებდა რომ ჰელიოსი,რომელსაც ის აპოლონს უწოდებდა, არის უდიდესი ღმერთი.

      შეწუხებულმა დიონისემ მის მოსაკლავად გააგზავნა მენადები. მენადებმა გაიგეს რომ მათი მეუღლეები მივიდნენ აპოლონის ტაძარში ორფეოსის ქადაგების მოსასმენად და მიცვივდნენ იქ. მათ აიღეს გარეთ დაწყობილი იარაღები,და დახოცეს თავისი ქმრები ხოლო ორფეოსი ნაწილ-ნაწილ დაგლიჯეს. მათ ორფეოსის თავი ჩააგდეს მდინარეში,მაგრამ მოკვეთილი თავი სიმღერით ჩავიდა ზღვამდე და კუნძულ ლესბოსამდე».
ორფეოსის თავი დაკრძალეს კუნძულ ლესბოსზე,გამოქვაბულში. იქ თავმა დაიწყო წინასწარმეტყველება და სასწაულების მოხდენა. ატირებულმა მუზებმა შეაგროვეს ორფეოსის სხეულის ნაწილები და დაკრძალეს ისინი ოლიმპოს მთასთან. მას შემდეგ იქ ბულბულები უფრო ტკბილად გალობენ ვიდრე სადმე სხვაგან. ოფეოსის ჩრდილი ჩავიდა ჰადესში სადაც შეუერთდა ევრიდიკას.მენადებმა სცადეს ორფეოსის სისხლის ჩამობანა მდინარე ჰელიკონში,მაგრამ მდინარე დაიმალა მიწაში რათა არაფერი ჰქონოდა საერთო მკვლელობასთან.  ოლიმპიელმა ღმერთებმა(დიონისეს და აფროდიტეს გარდა) დაგმეს მკვლელობა და დიონისემ მენადების გადარჩენა შესძლო მხოლოდ მათი მიწაში ღრმად ფესვგადგმულ მუხებად გადაქცევით. 

   «ზოგი ერუდიტის აზრით ორფეოსი,უფრო ადამიანი ვიდრე მითი, ცნობილი იყო როგორც რელიგიური რეფორმატორი და ეს რეპუტაცია მას უადვილებდა დიონისეს ალკოჰოლური და სექსუალური ექსცესების შერბილებაში.

   ორფიკული კულტის მთავარი პუნქტებია რეინკარნაცია, ფიზიკური უწმინდურობის მიერ გა,ოწვეულ უბედურებათა ბერძნული ვერსია და ისტორია ქრონოსის მიერ შექმნილი სამყაროსი. ქრონოსი შემდეგ შეცვალა მისმა შვილმა ზევსმა.

     ამ ისტორიის თანახმად ქრონოსმა შექმნა კვერცხი და პირველი ღმერთი ფანესი.

    ფანესი იყო სამყაროს წყაროდან, ელვარე კოსმიური კვერცხიდან გამოჩეკილი მოოქროვილი ფრთების მქონე თავდაპირველი,საწყისი არსება.

     მას ზოგჯერ უწოდებენ პროტოგონოსს (პირველშობილს), ზოგჯერ კი ეროსს,სიყვარულს. სახელი ფანესი ფაქტიურად ნიშნავს «ის ვინც აცხადებს»,"ის ვინც ამჟღავნებს» და ენათესავება ბერძნულ სიტყვებს რომლებიც აღნიშნავენ სინათლეს და სინათლის გავრცელებას.

   ერთი ძველი ორფიკული ჰიმნი მას ასე ახსენებს:

  «გამოუთქმელო,ფარულო,ბრწყინვალე, ტრიალით მოძრავო შთამომავალო,შენ გაშალე ჩვენს თვალწინ შავი ბურუსი და და შენვე მიეცი წმინდა სინათლე ამ სამყაროს».

  ამას გარდა ორფიკული კულტი ასწავლის რომ სხეული არის სულის ციხე,რომ არაა საჭირო ცხოველების ხოცვა და ჭამა(ამითაც დაუპირისპირდა ის დიონისური კულტის სისხლიან მსხვერპლს), რომ კეთილები დაჯილდოვდებიან და ბოროტებს დასჯიან ჯოჯოხეთში და რომ რელიგიურ სფეროში საჭიროა თავდადება...( ამის წაკითხვა შეიძლება ინგლისელი მკვლევარი ბერნარ სიმონის წიგნში «გნოსტიკოსთა არსი»,მისი ფრანგული თარგმანი გამოიცა 2011 წელს,ესაა თარგმანი ფრანგულიდან).   

Fabienne Jourdan
Orphée et les Chrétiens. La réception du mythe d'Orphée dans la littérature chrétienne grecque des cinq premiers siècles
I. Orphée, du repoussoir au préfigurateur du Christ

Livre broché - 45,00 €

  ფაბიან ჟურდანი,"ორფეოსი და ქრისტიანები;ორფეოსის მითი პირველი 5 საუკუნის ბერძნულ ქრისტიანულ ლიტერატურაში,I ორფეოსი,დამცველიდან ქრისტეს განჭვრეტამდე »

   ა.წ. II საუკუნის შემდეგ ორფეოსის ფიგურა განიცდის საოცარ მეტამორფოზას: ბერძენ ღმერთთა მგალობელი ხდება ქრისტეს განჭვრეტა. ასეთი დაახლოების მოტივი არაა ჯოჯოხეთში ჩასვლა;რასაც ესოდენ აქებდნენ შუა საუკუნეებში და აღორძინების ხანაში.

   უფრო მოულოდნელად ლაპარაკია სიმღერაზე,გალობაზე რომელიც ლეგენდის თანახმად ხიბლავს და აჯადოებს ცხოველებს,ქვებს და ხეებს. კლემენტ ალექსანდრიელი მასში ხედავს ქრისტეს ანალოგიას. ქრისტე თავისი სიტყვით იზიდავს ადამიანებს და სტიქიებს იმორჩილებს ისევე როგორც ორფეოსი თავის ქნარით ხიბლავდა და აჯადოებდა მხეცებს,კლდეებს და ხეებს. 

    სიმღერა,გალობა, არის მოქმედი სიტყვის სიმბოლო. ქრისტე არის არა მხოლოდ მგალობელი არამედ უზენაესი გალობა რომელიც განასრულებს სასწაულს: ის აღორძინებს უველურეს მხეცებს,ადამიანებს და მათ ანიჭებს მარადისობამდე.

  კლემენტი ბერძნებს მოუწოდებს გაქრისტიანებისკენ და იყენებს მათთვის ჩვეული, გასაგები ხატების გაქრისტიანებულ ნაირსახეობას....

      დიონისური ველური ჟინის მომთოკავი და ამიტომ მოკლული ორფეოსი იქცა ქრისტეს საიდუმლოს უფრო გასაგებად ახსნის საშუალებადაც. ორფეოსმა თავი დასდო ადამიანთა სამყაროს უფრო გაადამიანურებისთვის.

No comments: