2.08.2012

სასწაულით გაგიჟებული მამის ყვირილი:

TLS
The Times Literary Supplement

The leading international forum for literary culture



ერთი მამის გულის ყვირილი:
ამ ამაღელვებელ და თბილად ინტიმისტურ მონათხრობში მაიკლ გრინბერგი ყვება მისი მოზარდი ქალიშვილი სალის მიერ განცდილი სიგიჟის და ოჯახზე მისი გავლენის შესახებ. ეს წიგნაკი წვრილად აღწერს სალის ავადმყოფობის ყველაზე ინტენსიურ პერიოდს: დაცემას, ავადმყოფობას, განკურნებას რომელიც დროებითი აღმოჩნდა. ესაა სრულებით თავგზააბნეული მამის გულის ყვირილი:
« 1996 წლის ივლისში ჩემი ქალიშვილი გაგიჟდა. ის 15 წლისა იყო და მისი დაცემა იყო გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში...როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ, მე შევეცადე დაშვებული შეცდომების, ქალიშვილისთვის დაკლებულ-მიუცემელი რაღაცეების სიის შედგენა.მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ავადმყოფობის ასახსნელად... »

პირველი შეტევის გრინსბერგისეულ აღწერაში ქალიშვილი გაგიჟდა ისე თითქოს მას დაეცა მეხი. ის გახდა მეტისმეტად აღგზნებული,მას დაემართა უძილობა. ის სიტყვა-სიტყვით შეიპყრო დაინტერესებამ შექსპირის სონეტებით და ის ციებ-ცხელებიანისავით წერს ამ სონეტების ანოტაციებს. «ფურცლები იმდენადაა შევსებული კომენტარებით რომ საწყისი ტექსტი ჩანს ცენტრში არსებულ მცირე ლაქად».ქალიშვილს იპყრობს გიჟური აზრები. «სალის ჰქონდა ხილვა. ეს მოხდა რამოდენიმე დღის წინ ბლიკერ სტრიტის სკვერში (ნიუ იორკში). იქ მოთამაშე პატარა გოგონების ცქერსას სალიმ უეცრად დაინახა მათი სული, მათი გენია,მათი დაბადების უსასრულო გენია და მან ამავე დროს გაიგო რომ ყველა ჩვენ ვართ სულები, გენიები, რომ სიტყვის მნიშვნელობაც კი დამახინჯებული იქნა. გენია არაა არაჩვეულებრივი შემთხვევითობა, როგორც ცდილობენ ამაში ჩვენს დარწმუნებას, არა, გენია ისევე თანარსია მეობისა, როგორც სიყვარულის, ღმერთის განცდა და აზრი»

(როგორ ჰგავს რუსოს და ვორდსვორტის რომანტიკულ გამოცხადებებს ექსტაზში მყოფი გიჟი მოზარდის ხილვა).

სალიმ ბავშვებს აუწერა თავისი ხილვა და ბავშვებმაც,სალის თქმით, ყველაფერი საუცხოოდ გაიგეს. ამის შემდეგ სალიმ განაგრძო სეირნობა ბლიკერ სტრიტზე და აღმოაჩინა რომ მისი ცხოვრება შეიცვალა.

ის დარწმუნებულია რომ ხედავს ყველაფერში მჩქეფარე «ფარულ სიცოცხლეს», მაგრამ ის ვერ უხსნის ამას გამვლელებს, მოწმობა იმისა რომ სრულწლოვანებმა დაკარგეს მათი სულის,მათი გენიის გამოყენების უნარი: ადამიანს სჭირდება უზარმაზარი ძალისხმევა რათა არ დაუშვას სულის აორთქლება და განაცხადოს სულის დიდებული გავლენა მის ცხოვრებაზე და ამ ძალისხმევის აუცილებლობაა ადამიანის მთელი ტანჯვის მიზეზი. სალის სიგიჟე თუ მისი მისტიციზმი მდგომარეობს სწორედ იმაში რომ მას სჯერა რომ არჩეულია, რჩეულია კაცობრიობის ამ ტანჯვისაგან გასან-თავისუფლებლად.

რადიკალურად შეიცვალა როგორც სალის, ისე მისი ახლობლების, მისი დედინაცვალი პატის, ქორეოგრაფის და ყოფილი მოცეკვავის, სოფლად მცხოვრები და ბოლოს და ბოლოს მის მიერ შხამიანად მიჩნეული ქალაქის შემძულებელი დედამისი რობინის,მისი მუდამ ძალიან ახლობელი მამამისის ცხოვრება. მამამისს სჯერა რომ ისაა დამნაშავე სალის ავადმყოფობაში;
 «მე ვასწავლე მას ლაპარაკი», წერს იგი.

 ,,ნიუ ეიჯთან,, ახლო რობინს სწამს რომ სალი არის «მაღალი სულიერების" მქონე ქალიშვილი რომელიც გადის ევოლუციის აუცილებელ ფაზას, რომ ის მიემართება უმაღლესი სამყაროსაკენ. სალის დეკარტეს მიმდევარი მამა გრინბერგი კი ხედავს
ფსიქოზს...: «მისი ევოლუცია, მისი მოგზაურობა, მე მინდოდა ყოველივე ამის ჩემებურად დაჯერება, სალის სულის დაგვიანებული გაფურჩქვნის დაჯერება, მაგრამ როგორ უნდა განვასხვავო პლატონის «ღვთაებრივი სიგიჟე» აბდაუბდისაგან? როგორ უნდა განვასხვავო ენთუზიაზმი (სიტყვა-სიტყვით ღმერთის მიერ შთაგონება) სიგიჟისაგან?  წინასწარმეტყველი გიჟისაგან ამ სიტყვის სამედიცინო მნიშვნელობით?

სალის დაცემის თავზარდაცემული მოწმე გრინბერგი გრძნობს თავის სიახლოვეს ჯეიმს ჯოისთან, რომლის ქალიშვილ ლუსიას სტანჯავდა ქრონიკული ფსიქოზი.
ჯოისს სჯეროდა რომ მისმა დაუსრულებელმა პოეტურმა მუშაობამ შეაღწია ლუსიას ტვინში და გააგიჟა ის.

გრინბერგი კი ეჭვობდა რომ მეტად მგრძნობიარე მოზარდმა « გაიშინაგანა ჩვენს ცხოვრებათა გულში არსებუ-ლი არასტაბილურობა ». სალი ამბობდა შემდეგს : « მე ვგრძნობ რომ უმიზნოდ, უმისამართოდ ვმოგზაურობ ».

რობინი გრინბერგს არც თუ უსაფუძვლოდ ბრალს სდებდა იმაში რომ გრინბერგმა თავისი ქალიშვილი სალი აღზარდა ბოსხის სურათების მსგავს ჯოჯოხეთში, სამხრეთ მანხეტენში, ჩაინატაუნის და Lოower East Side-ს საზღვარზე :

«XIX სართულზე მყოფი ჩვენი ბინა იყო მანხეტენის ხიდზე მიმყვანი გზის მოაჯირის დონეზე. ხიდის ლითონის ღობის გადამლახავი მანქანები ეხეთქებოდნენ ჩვენს ფანჯრებს. ქვევით, ისტ-რივერზე მუდამ დაბმული იყო გემი- -ციხე. ... დღე კლიენტებს დაეძებდნენ კახპები. ღამე გვაღვიძებდა მტრული ბანდების ომი. ნაგავი ავსებდა ყველა ცარიელ ადგილს. ყველაფერს მუდამ თავს დასტრიალებდნენ ვერტმფრენები, აურზაური უწყვეტი იყო».

სწორედ ეს ნაკლებად საიმედო ქალაქური გარემო უყვარდა ძალიან გრინბერგს. ის თავის ცოლ-შვილით ცხოვრობდა პაწაწინა ბინაში რომლის ფანჯრებსაც ამაგრებდნენ სკოჩით... ამ უცნაურ გარემოში გრინბერგის ბრალმდებლად გამოდის მისი უფროსი

ძმა, ფსიქოლოგიურად არასტაბილური, ქრონიკულად უმუშევარი, ნაკლებად სანდო, მატყუარა და მანიპულატორი კაცი.

სულაც არაა გასაკვირი რომ შფოთით, ნაღველით წალეკილმა გრინბერგმა ბოლოს და ბოლოს იფეთქა: ერთ ღამეს ის ცემს თავის ცოლს და იწყებს ყველაფრის მტვრევას მათ ტურტლიან და საზიზღარ ბინაში. ასე გრძელდება პოლიციის მოსვლამდე.

პოლიციელმა სალის ჰკითხა არის თუ არა ის გრინბერგის ქალიშვილი:
« კი, ... უპასუხა მან, მაგრამ ეს არაა ჩემი ბრალი ».
თხზულებაში ვხვდებით სავალდებულო პასაჟებს: ფსიქიატრიულ მკურნალობას, სხვა ავადმყოფებს,ეფექტურობის და პატიოსნების სხვადასხვა დონის ექიმებს, «ნორმალურობასთან» თანდათანობით და მუდამ არამყარ დაბრუნებას ან თითქმის.

წიგნის ბოლო თავში პოსტსკრიმპტუმი გვატყობინებს რომ სალი გათხოვდა, გაეყარა ქმარს, რომ მან განიცადა სხვა ფსიქოტური ეპიზოდები,მაგრამ ისწავლა კრიზისების დასაძლევად წინასწარი ნიშნების ამოცნობა და წამლების ნდობა. იქ სადაც უტევს სიგიჟე ჰეპი ენდი იშვიათია. ნაწარმოების კითხვას ვამთავრებთ იმ განცდით რომ ის მეტია ვიდრე კერძო შემთხვევა და აღწევს ხელოვნების იმ ფორმას რომელიც იქმნება შეუპოვარ ბრძოლაში» (ეს ტექსტი დაიბეჭდა ლონდონის «Time-ს Literary Supplement»-ში).

No comments: