2.08.2012

ჩეკისტური ოკულტიზმის ისტორიიდან, იაკოვ ბლიუმკინი:

ოკულტისტური ბოლშევიზმის ისტორიიდან :
იაკოვ ბლიუმკინი
1924 წელს დემოკრატიული საქართველოს და არა მარტო მის ჯალათებს შორის გამოირჩევა იაკოვ გრიგორის ძე ბლიუმკინი.
იაკოვ ბლიუმკინი

1924 წელს ის ამიერკავკასიაში მუშაობს ოგპუ-ს წარმომადგენლად და ამიერკავკასიის ჩკ-ს ( ბოლშევიკური პოლიტიკური საიდუმლო პოლიციის) კოლეგიის წევრად. ამავე დროს ის არის ამიერკავკასიაში ოგპუს ჯარების სარდლის თანაშემწე და საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული კონტრაბანდასთან ბრძოლაში.

ბლიუმკინი მონაწილეობს საქართველოში გლეხთა აჯანყების ჩახშობაში.

ბლიუმკინი ხელმძღვანელობს ქალაქი ბაგრამ-ტეპეს შტურმს. ის დაიჭირეს სპარსეთის ჯარებმა.

1922 წელს ბლიუმკინი მონაწილეობს საბჭოთა კავშირის,თურქეთსა და სპარსეთს შორის არსებული საკამათო საკითხების მოსაგვარებლად შექმნილ სასზღვრო კომისიებში.

აღმოსავლეთის ენების მცოდნე ბლიუმკინი მაშინვე ჩუმად და უხმაუროდ მიემგზავრება ავღანეთში სადაც ის ცდილობს პამირზე კავშირის დამყარებას ცოცხალი ღმერთი აღას ისმაილიტთა მისტიკურ სექტასთან. აღა იმხანად ცხოვრობდა პუნში, ინდოეთში.

ალექანდრ ბარჩენკო
ისმაილიტთა ქარავანთან ერთად “დერვიშმა” ბლიუმკინმა შეაღწია ინდოეთში,სადაც ის დაიჭირა ინგლისურმა პოლიციამ. მაგრამ ბლიუმკინმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და, მეტიც, თან წაიღო ინგლისელი აგენტის საიდუმლო რუკები და დოკუმენტები.

ოკულტიზმი ბოლშევიკური მსოფლიო რევოლუციის სამსახურში:
ძერჟინსკის დავალებით ბლიუმკინი აქტიურად ეწეოდა გამოკვლევებს ოკულტიზმის სფეროში რათა ის გამოეყენებინა მსოფლიო რევოლუციის მოსახდენად. ის დაკავშირებული იყო პეტერბურგელ მისტიკოს-ოკულტისტებთან (ტვინისა და უმაღლესი ნერვიული საქმიანობის ინსტიტუტის თანამშრომელ ალექსანდრ ბარჩენკოსთან და გენრიხ მებესთან).
ოგპუ მაშინ დიდად და ძალიან იყო დაინტერესებული ოკულტიზმით, კერძოდ ცალკეულ ადამიანზე და ბრბოზე ფსიქიური ზემოქმედების პრობლემებით, ჰიპნოზით, მომავლის წინასწერმეტეყველებითაც კი,

“ ნოოსფეროს ფენებიდან ინფორმაციის წაკითხვით”.

ბლიუმკინი მუდამ დაინტერესებული იყო იდუმალით,სწავლობდა ებრაულ მისტიკას, კაბალას, ოკულტიზმს, ცდილობდა მაგიის საიდუმლოთა წვდომას.

ბლიუმკინი ესენინის და ა.შ, 
საზოგადოებაში
ალექსანდრ ბარჩენკოს აბსოლუტური რწმენით ადამიანის ტვინი ასხივებს ე.წ. ნ-სხივებს, უხილავ ბიოლოგიურ ენერგიას, რომელსაც შეუძლა ინფორმაციის მიღება და გადაცემა. სხვისი აზრის ტალღაზე აწყობა ისევე ადვილია როგორც რადიომიმღების ტალღის პოვნა, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენში არსებული ფენომენის ხმარება. ტელეპატია, ტელეკინეზი, ჰიპნოზი დიდი ძალაა ადამიანის ფსიქიკით მანიპულირებისათვის.

ბარჩენკოს ცდებით დაინტერესდნენ ჩეკისტები. მათ უკვე ელანდებოდათ ზომბირებულ ბატალიონთა არმიები რომლებიც მოსკოვის კაბინეტებში მჯდომი ბოლშევიკი “შამანების” ბრძანებით იპყრობდნენ მთელ მსოფლიოს. ჩეკისტები სწავლობდნენ მოწინააღმდეგის აზრების შორიდან წაკითხვას,ინფორმაციის “მოხსნას” და საბოლოო ანგარიშით მსოფლიოს დაპყრობას მასობრივი ფსიქოლოგიური მოსპობის იარაღის მეშვეობით.



ბარჩენკო ლექციებს უკითხავდა ბოლშევიკების საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია ჩეკას უმაღლეს ხელმძღვანელობასაც

ბლიუმკინის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა ნეიროენერგეტიკის ლაბორატორია, რომელიც მდებარეობდა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში და იკვლევდა ყველაფერს ამოუცნობი მფრინავი ობიექტებიდან, ჰიპნოზიდან, «თოვლის ადამიანიდან» რადიოჯაშუშობასთან დაკავშირებულ საკითხებამდე.

ლაბორატორიას მიზნად დაუსახეს მოწინააღმდეგის აზრთა კითხვა შორიდან, ტვინიდან ინფორმაის წაკითხვა მზერით.

ნეიროენერგეტული ლაბორატორია იყო საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო საიდუმლო. მას 1937 წლის მაისამდე აფინანსებდა ოგპუ-ს სპეციალური განყოფილება.

საიდუმლო საზოგადოება:
1924 წლის ბოლოს გპუ-ს სპეცგანყოფილების უფროსი გლებ ბოკიის ბინაზე შეიკრიბნენ საიდუმლო საზოგადოება « ერთიანი შრომითი ძმობის » წევრები ( 1879 წელს ტფილისში მასწავლებლის ოჯახში დაბადებული უკრაინელი სისხლის სამართლის დამნაშავე და რეციდივისტი გლებ ბოკიი იყო ჩკ/ოგპუ/ნკვდ-ს გამოჩენილი მუშაკი, სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი, გულაგის (საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკთა) სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი. ის დახვრიტეს 1937 წლის 15 ნოემბერს და მისი რეაბილიტაცია მოხდა 1956 წელს, რაც უკავშირდებოდა საბჭოთა «ლიბერალი" ხრუშჩოვის მიერ გატარებულ დესტალინიზაციის პოლიტიკას).
გლებ ბოკიი
ბოკიი კარგად იცნობდა ბარჩენკოს. ჟერ კიდევ 1909 წელს ალექსანდრ ბარჩენკომ, ბოლოგმა და მისტიკური რომანების ავტორმა, ბოკიი წარუდგინა როზენკრაიცერთა ორდენის წევრებს, ასე რომ ორივეს ჰქონდა საიდუმლო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.

«ერთიანი შრომითი ძმობა», რომლის წევრებიც გახდნენ ბარჩენკო, ბოკიი, კოსტრიკინი, მოსკვინი და კიდევ რამოდენიმე მეცნიერი და ჩეკისტი, მიზნად ისახავდა შამბალას მიღწევას და მასთან კავშირის დამყარებას (შამბალა-ინდური გადმოცემების თანახმად ინდოეთის, ავღანეთის და ტიბეტის საზღვარზე მდებარე ჯადოსანთა, მახატმათა, «დიად სულთა» ქვეყანა).

მაგრამ ბლიუმკინი ამ საზოგადოებაში არ შევიდა, მას სხვა გეგმები ჰქონდა….

No comments: