2.09.2012

იმპრესიონისტების ვაგზალ-კათედრალებზე-1:

მანე, მიცვალებული
ქრისტე ანგელოზებთან 

მონესათვის, ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისთვის, კათედრალი არის საბოლოოდ მკვდარი წარსულის სიმბოლო. თანამედროვეობის და მომავლის კათედრალებია სხვა ძეგლები: თანამედროვე რელიგია,

რკინიგზათა რელიგია იშლება და აფინება ახალ კათედრალებში: რკინიგზის სადგურებში და ინდუსტრიის სასახლეებში…

«პო მორიამ ი ოკეანამ ნოსიცა ზა მინონოსცემ მინონოსიცა»
(მაიაკოვსკი).

რკინიგზის სადგურები-თანამედროვე კათედრალები, კომტის მოწაფე მპრესიონისტებზე:

ტილოების უკან იდეებიც იმალება. ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სკოლის, იმპრესიონისტთა სკოლის მხატვრებში შეცურდა კომტის პოზიტივიზმით დაღდასმული პროგრესის იდეოლოგია.

რელიგიურ თემებს შეგნებულად ეთმობა მცირე ადგილი.

მიუხედავად მონეს კათედრალებისა გარდასული წარსულის სიმბოლო ეკლესიები შეცვალეს თანამედროვე ტაძრებმა, რკინიგზის სადგურებმა, ვაგზლებმა.

საუკუნეების მანძილზე ხან პლატონის და ხან არისტოტელეს დოქტრინებზე დაფუძნებული,მათ შორის მერყევი ხელოვნება შემეცნების პროცესში ხან გონებას ანიჭებდა უპირატესობას და ხან გრძნობას და განცდას.

საკრალური, რელიგიური ხელოვნება ყვება ამ მერყევ, მოქანავე მოძრაობას და კათოლიკური ეკლესიაც კარგად ეგუება მას, ნუთუ იმიტომ რომ აზროვნების ფორმათა ევოლუცია არაფრით არ არღვევდა დოგმას?

ყოველ ეპოქაში კათოლიკური ეკლესია ამხნევებს და ახალისებს მხატვართა მოწოდებას, კვებავს მათ აზრს და აძლევს მათ გამოსასახავ თემებს.

მაგრამ უეცრად,XIX საუკუნის შუა ხანებში თავს იჩენს განხეთქილება ეკლესიასა და მხატვრებს შორის.

საფრანგეთის რევოლუციის შედეგად სისხლისაგან დაცლილი, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად დაბნეული ტრადიცია დაიმსხვრა, გაიყარა ქრისტიანობისა და ზოგი მხატვრის გზები.

ეს გაყრა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ცნობილი, ყველაზე დაფასებული მხატვრული მოძრაობის, იმპრესიონისტთა შემთხვევაში.

მიუხედავად ამისა მოთხოვნა დიდია და მრავალი მხატვარი იღებს დაკვეთებს.

იმპრესიონისტებს შორის რელიგიურმა თემებმა მისი კარიერის დასაწყისში ერთი ხნით მიიზიდა მხოლოდ მოძრაობის დამფუძნებელი ედუარდ მანე. შესაძლებელია რომ მასზე გავლენას ახდენდა მისი მეგობარი მამა ურელი. მან დაიწყო ლუვრში ტიციანის ზოგი ღვთისმშობლის სურათის ასლების გადაღებით. შემდეგ დახატა სურათი «მიცვალებული ქრისტე ანგელოზებთან ერთად ». 1864 წელს გამოფენილი ეს სურათი გააკრიტიკეს, მან მიიღო ირონია როგორც სურათი თემის ისე შესრულების მასალის გამო.

მიუხედავად მასხრად აგდებისა, რამაც აღაშფოთა ბოდლერი, მანემ მომდვრნო წელს, 1865 წლის სალონზე, გამოფინა სურათი

«ჯარისკაცების მიერ შეურაცხყოფილი ქრისტე», ღვთისმოსავი ქმნილება, რომელსაც უნდა გაეწონასწორებინა იმავე სალონის დიდი და კეთილგონიერთა აღშფოთების გამომწვევი «ვარსკვლავი» «ოლიმპია». ორივე სურათი გესლიანად გააკრიტიკეს. გააფთრებულმა მანემ საბოლოოდ უარი თქვა რელიგიურ თემებზე. სხვა იმპრესიონისტებს არასოდეს გამოუთქვამთ ინტერესი რელიგიური სიუჟეტებისადმი.

კლოდ მონე შთაგონებული იყო რუანის კათედრალის ფასადით, და თანაც იმდენაფდ რომ 1892-1893 წლების ზამთარში მან დახატა მისი 30-ზე მეტი სურათი. ამ თემას მან ხელი ისევ მოჰკიდა 1894 წელს ჟივერნის თავის სახელოსნოში და მისმა ვაჭარმა დიურან-რუელმა მისი 20 ტილო 1895 წლიდან გამოფინა თავის გალერეაში.

მაგრამ მონესთვის კათედრალი არაა რელიგიური თემა.

ისაა მხოლოდ მძლავრი, დიდეებული, ჰარმონიული და ჩრდილ-სინათლით მდიდარი შვერილებითა და უბეებით სავსე ჰარმონიული ფასადით შემკული მონუმენტი. მონეც ხატავს ამ სიმდიდრეს დილიდან საღამომდე სხვადასხვა განათებისას,რაც იძლევა ფერების და სინათლის ათამაშების საშუალებას.

ლურჯი სერია:

მონემ თავისი ტილოები გაანაწილა ოთხ სერიად, რომელთაც მისმა მეგობარმა კლემანსომ უწოდა « რუხი სერია, თეთრი სერია, ცისარტყელის ფერებით მორთული სერია, ლურჯი სერია »…

კლოდ მონეს არ მოსვლია აზრად ეკლესიაში შესვლა არა სალოცავად არამედ რათა ენახა იქაც თამაშობს თუ არა სინათლე.

მისთვის, ისევე როგორც სხვა იმპრესიონისტებისთვის, კათედრალი არის საბოლოოდ მკვდარი წარსულის სიმბოლო. თანამედროვეობის და მომავლის კათედრალი არის სხვა ძეგლი.

ამიერიდან სამყაროს გამძღოლი ახალი რელიგიის მთავარი მონუმენტს რაობა განსაზღვრა იმპრესიონისტთა რუპორმა თეოფილ გოტიემ.

ახალი კათედრალები, წერს ის, არის «რკინიგზის სადგურები, თანამედროვე ინდუსტრიის სასახლეები, სადაც იშლება საუკუნის ახალი რელიგია, რკინიგზათა რელიგია. რკინიგზების რელიგია. ახალი კაცობრიობის ეს კათედრალები არის ერების შეხვედრის ადგილი, გიგანტური ვარსკვლავები დედამიწის კიდემდე მიმავალი რკინის სხივებით.»

ბოდრი უმატებდა: «პროგრესის ეს ტაძრები გადაიქცევიან ხელოვნების ტაძრებადაც.

მარსელ პრუსტი თხზულებაში «დაკარგული დროის ძიებაში» სადგურში ხედავდა "სტომაქს რომლითაც ადამიანი სწვდება იდუმალს, საიდუმლოს… რომელშიც შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ საშინელი და საზეიმო აქტი, რკინიგზით გამგზავრება ან ჯვრის აღმართვა»

მაშინ იმპრესიონისტების მოტივაციად პეიზაჟების, მდინარეების,ხიდების, ვიადუკების,მბოლავი ქარხნების და ლოკომოტივების, მომავალზე მიმანიშნებელი ყველაფრის გვერდით ხდება წარსულისაკენ ზურგშექცეული და მომავლისკენ მზირალი საფრანგეთი.

ისინი ასრულებენ სოციალისტი თეორეტიკოსი პრუდონის მიერ 1865 წელს მიცემულ მითითებებს:

მანქანების შეყვანა ხელოვნებაში, მექანიკის დახატვა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად, მატარებლების დახატვა.

მატარებელი იქცა თანამედროვე ცხოვრების ორი მთავარი პირობის, სიჩქარისა და ცვლილების სიმბოლოდ.

სან–ლაზარის სადგური 1877 
მანე, მიცვალებული ქრისტე ანგელოზებთან 
მანე, ჯარისკახების მიერ
მასხარად აგდებული ქრისტე
კლოდ მონე, რუანის კათედრალი

No comments: