სან-ლაზარის რკინიგზის სადგური:
ედუარდ მანე 
მონე, რომელსაც 1892 წელს არ გასჩენია რუანის კათედრალში შესვლის სურვილი,1877 წელს დასავლეთის რკინიგზათა დირექციას ჯიუტად და ბევრჯერ სთხოვს «ახალ კათედრალში» შესვლისა და იქ მოლბერტის დადგმის ნებართვას. მას უნდოდა ამ «კათედრალის» შიგნით სურათების დახატვა. მან პარიზში, სან-ლაზარის სადგურში, გააკეთა ის რაც არ გაუკეთებია რუანში. ამან აღაფრთოვანა ზოლა და მანაც ქება–დიდებით იჩქეფა :

«მან წელს გამოფინა რკინიგზის სადგურთა ბრწყინვალე ინტერიერები… სწორედ ამ ესოდენ მშვენიერი სიფართოვის თანამედროვე ჩარჩოებშია დღეს ფერწერა.

ჩვენმა მხატვრებმა უნდა აღმოაჩინონ რკინიგზის სადგურების პოეზია ისე როგორც მათმა მამებმა ნახეს ტყეებისა და მდინარეების პოეზია».

აქ ნამდვილად ლაპარაკია ახალ რელიგიაზე ამ ცნების ფართო მნიშვნელობით. ლაპარაკია ცხოვრებისა და აზროვნების ახალ, ახალ წყაროებიდან ნაკვებ მეთოდზე.

1830-1842 წლებში ოგიუსტ კომტმა (Auguste Comte) განავითარა «სამი მდგომარეობის» მისი თეორია.
მისი აზრით ადამიანი ჯერ გაივლის «თეოლოგიის ეტაპს »,როდესაც ის ფენომენებს ხსნის ზებუნებრივი ძალებით, ფეტიშებით, ღმერთებით ან ღმერთით.

შემდეგ მოდის «მეტაფიზიკური მდგომარეობა», როდესაც ღმერთს ცვლიან ფილოსოფიური ერთეულები. რელიგიის ადგილს იკავებს მეტაფიზიკა.

რუსი რევოლუციონერ
ნაროდნიკი ლავროვი 
და ბოლოს დგება «პოზიტიური მდგომარეობა» როდესაც კაცობრიობა აღარ ეძებს ღმერთში თუ მეტაფიზიკურ არსებში ფენომენების ახსნას და კმაყოფილდება ჭეშმარიტების მხოლოდ მეცნიერულ კანონებში ძიებით.

ჩვენ ეხლა ვცხოვრობთ « პოზიტიურ ხანაში »,რელიგიის ცნება მოძველებული ცნებაა. ეს არაა საკამათო. ჩვენ უნდა შემოვიფარგლოთ ბუნების კვლევით.

მუდმივი ცვალებადობა:
კომტის პოზიტივიზმმა ძალიან მალე დიდი გავლენა მოახდინა მთელს ევროპაზე. ის იქცა ერთგვარ «რელიგიად».
მან დიდად შეუწყო ხელი ფრანგული იმპრესიონიზმის აყვავება-გაფურჩქვნას.

ქრისტიანობა მას წარმოედგინა დიდად მოძველებულ თეორიად, მით უმეტეს რომ დარვინის ევოლუციონიზმი მისი მუდმივი ცვლილების იდეით, არსებათა და აზროვნების ევოლუციით, თითქოს ადასტურებდა ამ ხედვას.

1867 წლიდან მარქსის «კაპიტალი», რომელიც რომანტიულ ენთუზიაზმს უმატებდა ახალშობილ სციენტიზმს, ჩანდა სასწაულთმოქმედ, საოცარ ძალად რომელსაც შეეძლო მიწიერი სამოთხის მიცემა ტანჯული კაცობრიობისთვის.

ისტორიული მატერიალისმის მტკიცებით ფუნდამენტურია მატერიალური ფაქტორები და ყველაფერი რაც ხდება კაცობრიობაში დამოკიდებულია ეკონომიკურ საჭიროებებზე. ყველაფერი ვითარდება დიალექტიკურად ექსპლუატატორი და ექსპლუატირებული კლასების ბრძოლის შესაბამისად. ყოველ კლასს აქვს თავისი ფილოსოფია, თავისი მორალი, თავისი ხელოვნება.

ნუგეშისცემა:
რაც შეეხება რელიგიას, რომელსაც ქმნის ადამიანი, უფრო ზუსტად კი კლასი, ის ანუგეშებს მონას, ექსპლუატირებულ პროლეტარს. ისაა «ოპიუმი ხალხისათვის», ვინაიდან ის პროლეტარს აშორებს რევოლუციური ბრძოლისგან.

ოგიუსტ კომტი
მაშ ცხადია რომ რელიგია უნდა გაქრეს დიალექტიკური განვითარების განსრულება სოციალიზმის დამყარებასთან ერთად. მუშას არ სჭირდება რელიგია და ის მას მით უფრო იოლად უარყოფს რომ რელიგიას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა მეცნიერებამ.

იმპრესიონიზმის «რელიგიის» საფუძველი იქნება პოზიტივიზმის, ევოლუციონიზმის და ზოგისთვის მარქსიზმის სწორედ ეს ნარევი.


მართალია რომ იმპრესიონისტთა უმრავლესობა დაკმაყოფილდება პასიური პოზიციით, მაგრამ სხვები, მაგალითად გიომა და განსაკუთრებით კამილ პისარო, ყველა იმპრესსიონისტის მოძღვარი, თავს გამოიჩენენ მგზნებარედ აქტიურ მარქსისტ მატერიალისტებად.

კამილ პისარო გამოირჩევა ადამიანური თვისებებით და ნიჭით. მომხიბლავი მოძმე, კეთილი, მას უნდა მხატვრების გაერთიანება ერთ ჯგუფად,ის მხატვრებს აძლევს რჩევებს,ის ეხმარება დამწყებებს;

კამილ პისარო ავტოპორტრეტი
მაგრამ კამილ პისარო აქტიური ანარქისტია და ხელოვნების სიყვარულთან ერთად ის ცდილობს ყველასთვის თავისი ანარქისტულ-ლიბერტარული იდეების ჩაგონებას.

ამან, სხვათა შორის გააღიზიანა რენუარი;

« …პისარო იწვევდა რუს ლავროვს (პ.ლ.ლავროვი, 1823-1900, რუსი ხალხოსანი რევოლუციონერი, 1883-1886 წლებში პარიზში გამოვალი რუსული « სახალხო ნების » მაცნის » რედაქტორი,მთარგმნელი) თუ სხვა რევოლუციონერს.»

მიუხედავად მუდმივი ფინანსური სირთულეებისა პისარო ფულით ეხმარებოდა ანარქისტულ ჟურნალებს და ბოლოს და ბოლოს 1894 წელს იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ბელგიისთვის.

ედუარდ მანე, რკინიგზა,1872
მაგრამ ყველაზე მეტად ის ხმამაღლა აცხადებს იმას რაც არის მისი ცხოვრების წესი: «ანარქიული ფილოსოფიით გაჟღენთილი ჩვენი იდეები ეფინება ჩვენს ქმნილებებს». პისარო არ ლაპარაკობდა მარტო თავისი სახელით. მის მიერ გამოყენებული მრავლობითი ფორმა მას აქცევს ყველა იმპრესსიონისტის რუპორად.

სხვათა შორის სეზანი 1906 წლის ექსის სალონის ოქროს წიგნში თავის თავს ოფიციალურად შემდეგნაირად წარადგენდა: «პოლ სეზანი, პისაროს მოწაფე».

ოგიუსტ კომტის და დარვინის მოწაფე იმპრესსიონისტები მიემხრნენ აზროვნების იმ მოდელს რომელიც უარყოფს კანონებითა და წეს-ჩვეულებებით გაშეშებულ წარსულს.

მათ შეცვალეს ქრისტიანული რწმენა პროგრესის რწმენით,პროგრესისა რომელიც გულისხმობს უწყვეტ ცვლილებას, მუდმივ ევოლუციას.