2.09.2012

ვაგზალ-კათედრალებზე-3: იმპრესიონიზმი კომუნიზმის ინკარნაცია?

XIX საუკუნის პირველი ორი მესამედის განმავლობაში მიშლეს კვალზე ისტორიკოსებმა წარსულის მოვლენები განმარტეს როგორც ერის, ხალხის ჩამოყალიბება. სამეფოს, რელიგიის, ძველი საფრანგეთის დამცველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ურიცხვ
 კამილ პისარო, ავტოპორტრეტი
ისტორიულ საზოგადოებათა შექმნაში და გააღვიძეს უზომო ინტერესი ძველი საფრანგეთის და მისი დამახასიათებელი ნიშნების მიმართ. პუბლიკაციები, გზამკვლევები, პროსპექტები აქებენ და ადიდებენ ისტორიულ ძეგლებს და ახალშობილ ტურიზმს ეხმარებიან ციხე-სასახლეთა, მონასტრების, ეკლესიების ვიზიტების ორგანიზებაში. ილუსტრაციები ხაზს უსვამენ დიდი შენობების არქიტექტურის მშვენიერებას.

ძველი ტყეები:
ისტორიული საფრანგეთის ამ კონცეფციამ წაახალისა ხატვა პეიზაჟებისა რომლებიც გადმოსცემენ ეროვნული გრძნობის სიღრმეს და ხალხის საქმიანობას. ბლანის,კოროს და ბარბიზონს სკოლის პეიზაჟებზე უხვადაა ძველი ტყეები, შუა საუკუნეების ხიდები, კათედრალები, ეკლესიები, ქოხები.

იმპრესიონისტები შეგენებულად უგულვებელყოფენ ისტორიულ, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეკლესიებით და სალოცავებით დამფარველ რელიგიურ საფრანგეთს. ისინი შეგნებულად აკნინებენ ყველა სოფელში აღმართული ეკლესიების მნიშვნელობას. მათი აზრით ეკლესიები იყო სიმბოლო კათოლიკური ეკლესიისა რომელმაც გლეხები ჩატოვა სულელ და გონებაშეზღუდულ ჩამორჩენილთა მდგომარეობაში, როგორც ბალზაკი გლეხებს აღწერდა 1844 წელს გამოსულ მის ნაწარმოებში «გლეხები».
იმპრესიონისტები იზიარებენ პონტუაზთან ახლოს მცხოვრები მწერალი და კამილ პისაროს მეგობარი ედმონ აბუს აზრს რომლის თანახმადაც « ფ რანგული სოფლები წარმოადგენენ უმეცრების და სიბეჩავის უკანასკნელ ციხე-სიმაგრეებს ».

მათი ტილოებიდან ეკლესიების მოსპობა იმპრესიონისტებს ეგონათ განთავისუფლების აქტი, ამ ჩამორჩენილ ადგილებში პროგრესის სიმბოლურად მაინც მოყვანა. ქალაქები ხომ მათი კორუფციის მიუხედავად ვითარდებიან, განიცდიან მოდერნიზაციას, მაშინ როდესაც სოფლები სიღატაკეში რჩებიან. მაშ,ლაპარაკია სოფლებისთვის განახლების გზის ჩვენებაზე.

1870-ან წლებში პატარა ქალაქ პონტუაზში მცხოვრები მხატვრები,განსაკუთრებით პისარო,სეზანი,გიომა და კიდევ ნაკლებად ცნობილი სხვა მხატვრები ხატავენ ასობით სოფელს. ზოგ გამოფენაზე სოფლის ეს პეიზაჟები იმდენია რომ საჭიროა მათთვის საგანგებო ადგილის გამოყოფა. ყველა ეს პეიზაჟი ყველაზე ხშირად ეკლესიებს და სალოცავებს მალავს ხეების ფარდის უკან. როდესაც, ძალიან იშვიათად, მათ არ შეუძლიათ ასეთი რადიკალიზმის გამოვლენა ისინი რელიგიურ სიმბოლოებს ათავსებენ მათი კომპოზიციების განაპირას რაც ამცირებს ამ სიმბოლოების გავლენას. თავის უამრავ ნაწარმოებში მონე,მაგალითად, მხოლოდ ერთხელ ხატავს ეკლესია მის ნამდვილ ადგილას, მის ნამდვილ გარემოში, მისი ნამდვილი ზომებით («ვეთელის ეკლესია თოვლის დროს»).

მაშინ როდესაც იმპრესსიონისტები ხატავენ პლენერზე, ღია ცის ქვეშ, სხვები ხატავენ "მოტივზე »; როგორც ამბობდნენ მაშინ.

ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოგრაფების ნაწარმოებები. ფოტოგრაფების ნაწარმოებები მხატვართა ნაწარმოებების ზუსტად პარალელურია და ამიტომ ჩვენ გვაქვს შედარების არაჩვეულებრივი საშუალება. ერთსა და იმავე ადგილას გადაღებული თუ დახატული მხატვრების და ფოტოგრაფთა ნაწარმოებები იძლევა მათი შედარების საშუალებას. მათ შორის არაა მხოლოდ მსგავსება.

არ უნდა დავიჯეროთ რომ მხატვრებს უნებურად ავიწყდებათ რამე ან რომ მათ აქვთ მხოლოდ წმინდა ესთეტიკური მიზანი. მუდამ უნდა გვახსოვდეს პისაროს ფრაზა. ეს ,,გულმავიწყობა,, აიხსნება მხოლოდ იდეოლოგიური მოტივაციით. მათ პეიზაჟებში ეკლესიების მოსპობით,და,პირიქით, მთავარი ადგილის ქარხნებისთვის დათმობით იმპრესსიონისტები ქადაგებენ შეგნებულად თანამედროვე დოქტრინას, «რელიგიას».
იმპრესიონისტებს სურთ მათი თქმით რეტროგრადული წარსულისაგან მოწყვეტილი ქვეყნის მათებურად რეკონსტრუქცია, წარმოდგენა. იმპრესიონისტებს სურთ წარმოდგენა ქვეყნისა რომელიც მიისწრაფის დაპირებებით სავსე მომავლისაკენ როდესაც მეცნიერება გააბედნიერებს ამიერიდან რელიგიური ანესთეზიისაგან განთავისუფლებულ ადამიანს.


300 ტილო:
ეს მატერიალისტური მესიანიზმი დაინახეს ამერიკელებმა. ვაჭარ დიურან რუელს 1886 წელს გაუჩნდა იმპრესიონისტების ქმნილებათა ამერიკელებისათვის გაცნობის იდეა. მარტში ნიუ იორკში გაიხსნა პირველი გამოფენა. იქ წარმოდგენილი იქნა იმპრესიონისტთა 300 სურათი…


საერთო ჯამში მიღება გულითადი იყო. საზოგადოება დიდად გაისარჯა იმპრესიონისტთა შემოქმედების გასაგებად. კრიტიკა კეთილგანწყობილი იყო. ჟურნალმა « The Critic » გამოაცხადა რომ ნიუ იორკს ჯერ არ უნახავს ესოდენ საინტერესო გამოფენა».
მაგრამ ჟურნალმა «Art Age» 17 აპრილის ნომერში იმპრესიონიზმს უწოდა «განსხეულებული, უსაზღვრო ძალადობის წითელი დროშისა და ფრიგიული ჩაჩის ამაყად გამომჩენი კომუნიზმი».

შეფასება უეჭველად გადაჭარბებულია და პისაროს და გიომას ზოგი სურათის გარდა ის არ შეესაბამება გამოფენილ ნაწარმოებთა უმეტესობას.

მაგრამ თუ კი ცნება კომუნიზმს შევცვლით ცნება პოზიტივიზმით უნდა ვაღიაროთ რომ ამერიკელები გამჭრიახები აღმოჩნდნენ, მათ წარმოდგენილი სურათების სილამაზისა და ფერადოვანი მიმზიდველობის უკან ამოიცნეს, დაინახეს ფილოსოფიური მიზანდასახულობა.

ერთი მხატვრული სკოლა:
იმპრესიონიზმი არის მხატვრული მიმდინარეობა რომელიც საგანთა და მოვლენათა სტაბილურ და კონცეპტუალურ ასპექტზე მეტად აფასებს წუთიერ,სწრაფადწარმავალ შთაბეჭდილებებს. უეჭველად ფოტოგრაფიის გამოგონების (1827) გავლენის განმცდელი ეს მოძრაობა არის ზურგის შექცევა აკადემიზმისთვის და გამოხატვის ახალ საშუალებათა ძიება. სწორედ ამიტომ იქნა მძაფრად გაკრიტიკებული მხატვართა ეს ჯგუფი. სახელი მომდინარეობს მონეს ერთი სურათის სახელიდან («შთაბეჭდილება ამომავალი მზე»).

***************** 

ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ისტორიის დამსახურებული პროფესორი ემილ ბერთუს ( Emile Berthoud) ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი ,,ქრისტიანობის ისტორიის,, 2009 წლის დეკემბრის ნომერში 48, გვ74-81.

No comments: