2.09.2012

მარტო თავისუფლება არ კმარაო, ამბობს ფრანსუა რაბლე:


თელემის მონასტერი
(სიტყვა თელემი ბერძნულად 
თავისუფალ ნებას ნიშნავს). 
მარტო თავისუფლება არ კმარა, ამასთან ერთად იყავი კეთილშობილი, ნასწავლ-განათლებული,იყავი პატიოსან ადამიანთა საზოგადოებაში და აკეთე რაც მოგინდება...

,,აკეთე რაც მოგინდება!" (რაბლე)

რაბლეს ( 1494-1553) «გარგანტუა» ( 1534) მთავრდება მონასტერი თელემის ხსენებით.

ამ სახელგანთქმული მონასტრის წესდება, როგორც ამაზე მიუთითებს რაბლე 47-ე თავში დაიყვანება ერთ წინადადებაზე : «აკეთე რაც მოგინდება.»

ბევრი იმტვრიეს თავი ამ უნიკალური მცნების თაობაზე.

მისი აზრის და მნიშვნელობის ნამდვილად გასაგებად უნდა ვიცოდეთ რომ თელემის მონასტერი არის ერთგვარი «კონტრმონასტერი»: იქ ადამიანი არაა შეზღუდული მონასტრისთვის აუცილებელი წესებით. ყველას შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა. სინამდვილის ეს შებრუნება, რომელიც ახასიათებს ყველა უტოპიას კარგადაა აღწერილი LVII თავის სულ პირველი სტრიქონებით რომლებსაც შემოაქვთ სახელგანთქმული ფორმულა: «მთელ მათ ცხოვრებას წარმართავდა არა კანონები, არა სტატუსები თუ წესები არამედ მათი სურვილი და თავისუფალი ნება.


ისინი იღვიძებდნენ როდესაც მათ უნდოდათ გაღვიძება,ჭამდნენ და სვამდნენ როდესაც უნდოდათ ჭამა-სმა,მუშაობდნენ როდესაც უნდოდათ მუშაობა და იძინებდნენ როდესაც უნდოდათ ძილი.

მათ არავინ აღვიძებდა, მათ არავინ აძალებდა ჭამა-სმას, რაიმეს კეთებას. ასე დაადგინა გარგანტუამ.»

რაბლე აგრძელებს ამ საზოგადოების აღწერას და თვითონ ხსნის თელემის წესდებას:
«მათ წესდებაში იყო მხოლოდ მუხლი «აკეთე რაც მოგინდება» იმიტომ რომ თავისუფალ,კეთილშობილ,ნასწავლ-განათლებულ, პატიოსან საზოგადოებაში მოსაუბრე ადამიანს აქვს ისეთი ინსტინქტი და დეზი რომლებიც მას მუდამ უბიძგებენ სათნოებით აღსავსე ცხოვრებისკენ და ჩამოაშორებენ მას ბიწიერებას. ამ ინსტინქტს ისინი ღირსებას უწოდებდნენ.»

თელემის მცხოვრებნი სათნო და ღირსეული ადამიანები იყვნენ და ამიტომ თავისუფლებას ისინი იყენებდნენ მხოლოდ მორალური ცხოვრებისთვის.

მაშ არაა საჭირო მათთვის დაძალება იმისა რის კეთებისკენაც მათ თვითონ ბუნება უბიძგებს. მეტიც, იძულებას და აკრძალვას ბოროტება შეიძლება უფრო მიმზიდველი გაეხადა და ჩამოეშორებინა ისინი სიკეთისგან....
( პოლ დესალმან, ფილიპ ფორესტ, 100 დიდი ციტატის ახსნა, მარაბუ,ალლერ,ბელგია, 1991).

No comments: