ევროპის დაკნინება?:
«ხომ არ ვგავართ გვიანანტიკური ხანის რომაელებს და ხომ არ მივსულვართ ჩვენი დიდებული და ძალადობით სავსე ისტორიის ბოლო თავამდე?
ჰედონისტები და ცინიკოსები, რომლებსაც არა გვწამს არანაირი კანონისა და არც ერთი ღმერთისა, რომლებიც მასხრად ვიგდებთ ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, რომლებსაც არ შეგვიძლია მომავლის წარმოდგენა, კომფორტით განაზებულნი,ზედაპირულები და წამხდარნი, ხომ არ ვიმსახურებთ უფრო ახალგაზრდა ძლიერი და ამბიციური ხალხების მიერ გარეკვას?
დღევანდელი ევროპელების მდგომარეობის მსგავსება დეკადანსის ხანის რომაელებთან გვაცდუნებს... მაგრამ მოვერიდოთ დეკადანსისა და რეაქციული პოზების იოლ პათოსს.
ეს პათოსი ხელს შეგვიშლის დღევანდელი ვითარების ანუ საერთაშორისო არენაზე ევროპის წონის თანდათანობითი და გარდაუვალი შემცირების ფხიზლად შეფასებაში. ამ ვითარების ფილოსოფიური მნიშვნელობის მოსახაზად აი სამი შენიშვნა.
შენიშვნა1: მითი ევროპის დაკნინების შესახებ ისეთივე ძველია როგორც ევროპის ისტორია:
ჰომეროსი ცხოვრობდა ძვ.წ.VIII საუკუნეში, მაგრამ ის ყვება ბევრად უფრო ადრეული ხანის ეპოპეებს:
თროას ომი მოხდა ძვ.წ. 1200 წლისთვის. Mმის თანამედროვეთა უმრავლესობის მსგავსად ჰომეროსსაც ენატრებოდა მიკენის ცივილიზაციის წარსული დიდება (ძვ.წ.1600-1200 წლებში არსებული მიკენის ცივილიზაცია მოსპეს ჩრდილოეთიდან მისულმა ბარბაროსმა დორიელებმა). Mიკენელებმა დატოვეს ბრიჯაოს ქმნილებები, ხუროთმოძღვრება რომელიც მოწმობდა მათი ცივილიზაციის სიმაღლეზე რომლის მიღწევაც ელინებს აღარ შეეძლოთ.
ჰომეროსის გმირები, ოდისევსი, აქილევსი, აგამემნონი და სხვები უნდა ეკუთვნოდნენ უმაღლეს კაცობრიობას და სწორედ ამიტომ არიან გამორჩეულად კეთილშობილნი, სწორედ ამიტომ არიან ისინი გამძლენი ომშიც და ნადიმშიც.
ჰომეროსი არის პირველი ისტორიკოსი და მის კვალზე დაკნინების მითი გახდება მუდმივი მოტივი, ძველი კონტინენტის აკვიატებულ-აჩემებული იდეა.
ოცნება ოქროს ხანაზე ისევ ჩნდება დანტესთან თუ მაკიაველისთან, შუა საუკუნეების ბოლოს. მაგრამ ამჯერად უკვე ენატრებათ რომის იმპერია. რომის იმპერიის უზომობასთან შედარებით სამთავროებად დაქუცმაცებული იტალია გამოიყურება საცოდაობად.
განმანათლებლების ხანაში რომის დეკადანსის თემით დაინტერესდება მონტესკიე, მაგრამ მისი მიზანი იყო კეისართა ავტორიტარიზმის და ირიბად მონარქიის ექსცესების კრიტიკა.
უფრო ახლოს ჩვენთან, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიკოსები ოსვალდ შპენგლერი და არნოლდ ჯ. ტოინბი ფიქრობენ რომ დასავლეთი ავადაა და თხრის თავის საკუთარ საფლავს... მითის სხვადასხვა ვარიანტის მოკლე მიმოხილვა დაკნინების კრიტერიუმებს მუდამ გტანსაზღვრავენ ყველაზე თანამედროვე სირთულეებისა და საზრუნავების მიხედვით. მითი უფრო თანამედროვე პრობლემებზე გველაპარაკება ვიდრე წარსულზე.
ჰომეროსიდან ტოინბიმდე ყველა ავტორი ხოტბას ასხამს დაკარგულ დიდებას და იუწყება მომავალი კატასტროფის შესახებ, მაგრამ მათი მიზანია პოვნა ცოცხალი ძალებისა რაც გამოაცოცხლებს ისტორიას (ალექსანდრ ლაკრუას ეს წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში « ფილოსოფიის ჟურნალი», საგანგებო ნომერში «ევროპული იმპერიის დაკნინება», 2010 წლის სექტემბერი.
2:
“ყოველი ეკონომიკური ცხოვრება არის ფსიქიური ცხოვრების გამოხატულება” ანუ ეკონომიკის წარმატება თუ მარაზმი მხოლოდ გამოხატავს კულტურის მდგომარეობას და სულიერ განწყობას.
შენიშვნა 2: დაკნინების მითი დღეს იწერება ციფრებისა და ეკონომიკის ფორმალურ ენაზე.
ესაა დიდი თანამედროვე სიახლე: დღეს ჩვენს დასუსტებაზე გველაპარაკება არა გენიოსი მწერალი, არა დანტე, მონტესკიე თუ ოსვალდ შპენგლერი არამედ სტატისტიკის ინსტიტუტების,ევროსტატის თუ მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი ცხრილი. ციფრებს სხვათა შორის აქვთ თავისი მჭერმეტყველება რომლის წინაშეც ადამიანს უჭირს გულგრილობის გამოჩენა.
თავისი 500 მილიონი მკვიდრით ევროპული კავშირი შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 7,3%-ს. მისი დემოგრაფიული ზრდა ყველაზე სუსტია მსოფლიოში (-0,05% გერმანიაში,0,7% იტალიაში 2008 წლისთვის) და ევროპის მოსახლეობა ბერდება. Eკონომიკური ზრდაც სუსტია :0,2% საშუალოდ 2010 წლის დასაწყისიდან კავშირის 27 ქვეყნისთვის,-4,2% 2009 წელს (შედარებისთვის:ჩინეთში ზრდა უდრის დაახლოებით10%-ს, ბრაზილიაში 8%-ს და ინდოეთში 6,5%-ს). ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ დიდი ვალები :2010 წლისთვის სახელმწიფო ვალი წარმოადგენს საბერძნეთის და იტალიის მთლიანი შინაგანი პროდუქტის 115%-ს ;77,6%-ს საფრანგეთისთვის. 2008 წელს ევროპის მოსახლეობის 17% ცხოვრობდა სიღარიბის ზღურბლზე. ახალგაზრდობისთვის ეს დონე 20%-ს აღწევს...
ევროკავშირში პრაქტიკულად აღარაა მრეწველობა და მეტიც,საუკეთესო საწარმოები თანდათანობით გადადის უცხოელ ინვესტორთა ხელში. შავი მეტალურგიის საუკეთესო საწარმო არსელორი 2006 წელს შეიძინა ინდურმა ჯგუფმა მიტალ სტილ კომპანიმ და მეორე ინდურმა ჯგუფმა ტატა მოტორსმა 2008 წელს შეიძინა იაგუარი. ღაც შეეხება საბერძნეთის ეკონომიკურ დაცემას ამით ისარგებლა ჩინეთმა და 2009 წელს ჩაინა შიპინგ ოუშნ კომპანიმ შეიძინა ათენის პორტი პირევსის ნაწილი. ათენის პორტის გადასვლა ჩინელების ხელში შთამბეჭდავი სიმბოლოა.
Dდეპრესიის მომგვრელ ამ ციფრებს ჩვენ ვიგებთ პრესიდან და რადიოდან. Eვროპის ადგილი დედამიწაზე თითქოს მცირდება შაგრენის ტყავის მსგავსად.
Mმაგრამ მათემატიკის ენაზე გადაყვანილი დაკნინება ბოლოს და ბოლოს რეალური იქნება?
უეჭველად,მაგრამ ციფრები ჩვენ წარმოგვიდგენენ ევროპის მხოლოდ რაოდენობრივ მდგომარეობას. Eერების მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ბიუჯეტის და მოანგარიშის თვალასაზრისით არის სხვა განზომილებათა,ცხოვრების ხარისხის,განათლების და მკურნალობის ხელმისაწვდომობის,სამართლებრივი სახელმწიფოს, არაკორუმპირებული მართლმსაჯულების,მოქმედი ტრანსპორტის არსებობის უარყოფა.
წარმოვიდგინოთ რომ ჩვენს დაბადებამდე ყველაფერი ხდებოდა ისე როგორც ეს ოდესღაც წარმოედგინა პლოტინს: ესე იგი რომ სულები ნელა ეშვებიან სხეულებისკენ. თქვენ ხართ ერთ-ერთი გასაჩენი სული. ინკარნაციისკენ მიმავალ ასტრალურ გზაზე თქვენ გიხმობთ ანგელოზი და გთავაზობთ არჩევანს: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელ ქვეყანაში გინდათ გაჩენა, ინდოეთში,ჩინეთში,ბრაზილიაში,ინდონეზიაში თუ ევროპაში მაგრამ არ შეგიძლიათ გასაჩენად სოციალური გარემოს შერჩევა, ის ლატარეით გერგებათ. რომელ ქვეყანას აირჩევთ? რომელი ქვეყანა მოგცემთ თქვენი აზრით თავისუფლად და ჯანმრთელად, სახელმწიფო თუ კერძო ძალადობის გარეშე ცხოვრების მეტ შანსს? რომელ ქვეყანაშია თქვენი ოცნებების განხორციელების მეტი შანსი? აირჩიეთ? თქვენ არ გადაგავიწყდათ ევროპა?
შენიშვნა 3: ევროპის დაკნინების მითის დაყვანა ეკონომიკურ პრობლემაზე თავისთავად არის დაკნინების შემაშფოთებელი ნიშანი.
Aაქ ჩვენ გვახალისებს შპენგლერის ნაშრომი “დასავლეთის დაკნინებას”-ს (გამოქვეყნდა 1918 წელს) ბოლო გვერდები:
“აზრი და ეკონომიკური ქმედება ცხოვრების ერთი მხარეა”, აცხადებს ის.
“ყოველი ეკონომიკური ცხოვრება არის ფსიქიური ცხოვრების გამოხატულება” ანუ ეკონომიკის წარმატება თუ მარაზმი მხოლოდ გამოხატავს კულტურის მდგომარეობას და სულიერ განწყობას.
ერთი წლის შემდეგ თავისი აზრი ნაშრომში “სულის კრიზისი” გამოთქვა პოლ ვალერიმ. სახელგანთქმული დარჩა მისი პირველი ფრაზა:
“ჩვენ სხვებმა, ცივილიზაციებმა, ჩვენ ეხლა ვიცით რომ მოკვდავნი ვართ”.
Mმაგრამ ნაკლებად ცნობილია მომდევნო საინტერესო არგუმენტაცია:
Eკონომიკური კრიზისი, წერს ომის მიერ დანგრეული ევროპის შემყურე ვალერი, ჩანს მთელი მისი მასშტაბით; მაგრამ ინტელექტუალური კრიზისი ნაკლებად და ის თავისი საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე იღებს ყველაზე მატყუარა სახეებს (ვინაიდან ის ხდება დამალვის სამეფოში), ჩვენთვის ძნელია ინტელექტუალური კრიზისის ნამდვილი მდგომარეობის, ფაზეს დანახვა”.
ფრთხილად, არ გავაიგივოთ ძალები რაოდენობებთან, გვაფრთხილებს ვალერი!
Dდედამიწის რეგიონების კლასიფიკაციამ სტატისტიკური კრიტერიუმების (მოსახლეობა, ტერიტორია, წიაღისეული,შემოსავლები და ა.შ.) შეიძლება დაგვავიწყოს ის რომ შესანიშნავი ისტორიული ნაყოფის მომცემმა ცივილიზაციებმა,ძველი ეგვიპტე იქნება ეს, პერიკლეს საუკუნე თუ განმანათლებელთა ევროპა, ამის გაკეთება შეძლეს მხოლოდ იმიტომ რომ ისინი შემოქმედებითები იყვნენ და მათ შეეძლოთ ხელოვნებათა და მეცნიერებათა განვითარება,იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება ინტენსიური იყო.
Aარა და ევროპა, შფოთავს ვალერი, ეხლა ცოდნას გარდაქმნის სანოვაგედ და სულის ქმნილებებს ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ობიექტებად. ის ნამდვილად ცუდადაა შთაგონებული!..
1935-1936 წლებში გერმანელმა ფილოსოფოსმა Eდმუნდ ჰუსერლმა დაწერა სახელგანთქმული წერილი “ევროპულ მეცნიერებათა კრიზისი როგორც ევროპულ კაცობრიობაში ცხოვრების რადიკალური კრიზისის გამოხატულება”.
Hჰუსერლი იქ აცხადებს რომ ევროპის სიდიადეს საფუძველი ჩაუყარა გონებისთვის გამორჩეული ადგილის მიცემამ. ბერძნების პროექტი იყო სამყაროს ფენომენთა მთლიანობის გააზრება და ჰუსერლის აზრით სწორედ ეს იყო ევროპული ცივილიზაციის საწყისი ტრამპლინი. სწორედ გონების სახელით განვითარდა მეცნიერება ახალ დროში, სწორედ გონების სახელით შეარყიეს განმანათლებლებმა ძველი რეჟიმის უღელი. Aრადა XIX საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პოზიტიურ მეცნიერებებს და მათ მიერ მოტანილ კეთილდღეობას. XIX საუკუნეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გამოყოფა ჰუმანიტარული მეცნიერებებისგან ჰუსერლის აზრით იყო დიდი შეცდომა იმიტომ რომ დაამსხვრიეს ბერძნული ჩანაფიქრი. Nფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება გადაყრილი იქნა სუბიექტურობის, ლიტერატურის მხარეს. Gგონებას იყენებენ მხოლოდ ზუსტად წოდებულ მეცნიერებებში და ის ეხლა გამოიხატება მხოლოდ მათემატიკის ენით.
Mაგრამ მათემატიკა ვერ პასუხობს ჩვენს წუხილს და ვერ გვიხსნის მომავალს. Gონების დაყვანით საანგარიშო საშუალებაზე ევროპულმა კაცობრიობამ დაკარგა თავისი დამფუძნებელი პროექტი, თვითონ დაშალა საკუთარი თავი.
ის რომ ჩვენ ევროპის დაკნინების აღწერა მხოლოდ სტატისტიკის დახმარებით შეგვიძლია ალბათ უფრო დამაფიქრებელია ვიდრე ამ სტატისტიკის შინაარსი ვინაიდან ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ სადღაც გზაში დავკარგეთ ჩვენი სული.
ნიჰილისტების დასკვნით დასავლეთი ავადაა:
XX საუკუნის დასაწყისში პირველი მსოფლიო ომის მიერ გამოწვეულ აურზაურში მითი დასავლეთის დაკნინების შესახებ ისევ პოპულარული ხდება.
1918 წელს ოსვალდ შპენგლერმა დაწერა თანამედროვეებზე დიდი შთაბეჭდილების მომხდენი ბესტსელერი “დასავლეთის დაკნინება”.
წიგნში არის პოსტრომანტიული, ნიცშეანური, ეზოტერული აქცენტები.
ოპუსში ცივილიზაციები შედარებულები არიან ბიოლოგიურ ქმნილებებთან რომლებიც ბერდებიან და იხოცებიან უცვლელი ბუნებრივი კანონების შესაბამისად.
შპენგლერის აზრით დასავლეთის გადაგვარება-დაკნინება დაიწყო 1800 წლისთვის.
მისი წინასწარმეტყველებით 2000 წლისთვის დასრულდება დასავლური ხელოვნების განვითარება:
«იქნება მხოლოდ უაზრო, ცარიელი, ხელოვნური, გადატვირთული არქიტექტურა ორნამენტი, არქაული თუ ეგზოტიკური მოტივების იმიტაცია».
როდესაც დასავლეთს აღარ ექნება ხელოვნება ეს ჯერ არ ინქნება სრული დასასრული, მაგრამ შპენგლერის აზრით შემოქმედებითი დაუძლურება არის ერთი ნაბიჯი საბოლოო ნგრევისკენ.
Mმეორე სახელგანთქმული წიგნი «ნარკვევი ისტორიაზე» 12 ტომად გამოქვეყნდა 1934-1961 წლებში. Mმისი ავტორი არნოლდ ჯ. ტოინბი გამოყოფდა სამ სიმპტომს რომელთა თანახმადაც ცივილიზაციის დღები დათვლილი იყო:
1. სწორედ დაცემის წინ ცივილიზაცია ცდილობს სახელმწიფოს შექმნას- რომი, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია... და შეიძლება ევროპული კავშირი? ტოინბი ამას არ აზუსტებს.
2. მეორე სიმპტომია მემკვიდრეებისგან და პარვენიუებისგან შემდგარი ელიტა რომელიც ცდილობს გაბატონებას მაშინ როდესაც ის არ იმსახურებს ამას. მმართველები,მაშ, აღიქმებიან პარაზიტებად.
3. ვადმყოფი ცივილიზაციის საზღვრებს გარეთ იქმნება « გარე პროლეტარიატი », ბარბაროსები თუ პრეტენდენტები, პროტესტის გამომთქმელები რომლებიც აჩქარებენ ავადმყოფი ცივილიზაციის დამხობას (დავფრიქრდეთ სანამ წავალთ ჩინურ რესტორანში...) ალექსანდრ ლაკრუა, ფრანგული ჟურნალი « ფილოსოფიის ჟურნალი, ევროპული იმპერიის დაკნინება», 2010 წლის სექტემბერი).
Mმას შემდეგ რაც სიკვდილი არ ნიშნავს საკუთარი მხსნელის წინაშე წარდგომას, მას შემდეგ რაც ის ნიშნავს აბსოლუტურ დასასრულს ის იღებს სულ სხვა და თავზარდამცემ მნიშვნელობას და ადამიანი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მზადაა ნებისმიერი რამის ჩადენისათვის.
ისევ და ისევ დაკნინებაზე:
25 წლის წინ კინემატოგრაფისტმა და ისტორიკოსმა დენის არკანმა გადაიღო ფილმი «ამერიკული იმპერიის დაკნინება» სადაც ის სასტიკად იგდებდა მასხრად თავისი თანამემამულე კვებეკელების ამაო ჰედონიზმს. Dდადგა ევროპის დრო? დენის არკანს ესაუბრება ნორმან ბალარჟეონი.
ცივილიზაციის ძალა და განვითარება არაა დამოკიდებული მხოლოდ მის მატერიალურ თუ სამხედრო ძალაზე. ის პირველ რიგში ეყრდნობა ინდივიდთა სულიერ განწყობას და მდგომარეობას, მათ დამოკიდებულებას სიცოცხლესთან და სიკვდილთან, მათ მიერ შრომის თუ ბავშვების აღრზრდა-განათლების მნიშვნელობის გააზრებას.
ასეთი იყო კვებეკელი კინემატოგრაფისტი დენის არკანის ღრმა და თავშესაქცევი ფილმი «ამერიკული იმპერიის დაკნინების» (კანის კრიტიკის საერთაშორისო პრიზი 1986 წელს) დედააზრი.
ჩრდილოამერიკელები სარგებლობენ უმაგალითო უსაფრთხოებით და მატერიალური კომფორტით.
მაგრამ მათ ზურგი შეაქციეს მათი იმპერიის საფუძვლად დადებულ ასკეტურ,მორალურ და რელიგიურ იდეალებს და არჩიეს სევდიანი ინდივიდუალიზმი და ჰედონიზმი...
ტერორიზმისა და განვითარებადი ქვეყნების მიერ კონკურენციის გაწევის წფაქტის წინაშე დამდგარმა ამერიკამ 11 სექტემბრის შემდეგ გაიხსენა ცივილიზატორის მისია და ბებერ ევროპას ბრალად დასდო დაკნინება. Aამ კონტექსტმა გადაგვაწყვეტინა დენის არკანთან გასაუბრება..
- დ.ა.. იმთავითვე ხაზი უნდა გავუსვა რომ დაკნინებაზე ლაპარაკი არასოდესაა იოლი. შეიძლება დაგაბრალონ მორალიზატორობა და აღშფოთება გამოთქვან ძველი ღირებულებების სახელით კონსერვატული პოზიციის დაკავების გამო:
Eეს არაა ჩემი შემთხვევა: მე მინდოდა უბრალოდ დიაგნოზის დასმა, აღწერა ყველგან ხილული საზოგადოების დეზინტეგრაციისა რომლის მიზეზებიც (ფუფუნება და კომფორტი) და შედეგებიც (პური და თამაშ-სანახაობები) ჰგავს იმას რაც ხდებოდა რომის იმპერიაში.
Mმე ვეხებოდი ყოველი ადამიანის მსაჯული ღმერთის გაქრობის მნიშვნელოვან თემას. არა და ეს გამქრალი იდეა იყო დასავლური ცივილიზაციის საფუძველი როგორც ევროპაში ისე ამერიკაში.
ამან გავლენა მოახდინა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროზე, მაგალითად ეკონომიკაზე. დღევანდელ ველური კაპიტალიზმი იმით განსხვავდება ძველისაგან რომ მას აღარ ზღუდავს რელიგია რომელიც როკფელერს უბიძგებდა მისი მოძღვრის წინაშე დაჩოქებისკენ, ბოდიშის მოხდისკენ და მიტევების თხოვნისკენ. Eეს რელიგია როკფელერს უბიძგებდა ღარიბების დახმარებისკენ და ფონდების შექმნისკენ. Aამ თვალსაზრისით მე უპირობოდ ვემხრობი ფერნან ბროდელს რომელმაც გამოთქვა მსგავსი აზრი. Mის ეთიკური წესები რომლებსაც ადგენენ მთავრობები ველური კაპიტალიზმის რაღაც კალაპოტში მოსაქცევად ჩემის აზრით მოკლებული არიან სიცოცხლისუნარიანობას (ფრანგულ ჟურნალში “ევროპული იმპერიის დაკნინება” გამოქვეყნებული ამ საინტერესო საუბრის დასასრული იქნება).
“საზოგადოების დეზინტეგრაციის მდგომარეობა თავისი მიზეზებით (ფუფუნება, კომფორტი) და შედეგებით (პური და სანახაობები, თამაშები) ჰგავს იმას რაც ხდებოდა რომის იმპერიაში.
სახელგანთქმული კანადელი კინორეჟისორი დენის არკანი დაკნინების შესახებ(2):
ჩემის აზრით ამერიკის შეერთებული შტატები არის XVIII--XIX საუკუნეებიდან დაკნინების განმცდელი ევროპული ცივილიზაციის უკანასკნელი ავატარი. Eვროპული ცივილიზაცია ნაწილობრივ აღორძინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Aამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებლები არიან განმანათლებელთა მემკვიდრეები, რუსოს, ნციკლოპედისტების, ან კიდევ გოეთეს მოწაფეები. მათ ახალი ქვეყანა დააფუძნეს ევროპულ ღირებულებებზე.
ევროპა განიცდის იგივე დეზინტეგრაციას. Aამ თვალსაზრისით მე არ განვასხვავებ ევროპას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ ევროპა ჯერ კიდევ ვერ წამომდგარა ფეხზე მის მიერ XX საუკუნეში განცდილი კატასტროფებისგან, მსოფლიო ომებისგან, ოსვენციმისა და გულაგისგან. აღარაფერია იდეების და ცივილიზაციის პლანში...
Mმას შემდეგ რაც სიკვდილი აღარ ნიშნავს წარდგომას მაცხოვრის, მხსნელის პირისპირ, მას შემდეგ რაც ის ნიშნავს აბსოლუტურ დასასრულს მან მიიღო სულ სხვა და შემაძრწუნებელი მნიშვნელობა და ადამიანი მზადაა ნებისმიერ ფასად სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.
Aმავე დროს ერთადერთ ღირებულად იქცევა ყველაფრის ცენტრში მოქცეული გიგანტური მე. საკუთარი გარდცვალების აზრი წარმოუდგენელი და მიუღებელი ხდება.
თანამედროვე ადამიანის ერთადერთ ჰორიზონტად იქცა ამქვეყნიური, ეს ცხოვრება და გაქრა ჩვენი წინაპრების ოჯახური ცხოვრების ცენტში მყოფი მსხვერპლის გაღების ცნება და მასთან ერთად გაქრა ოჯახიც. Gამრავლდა და გახშირდა ცოლ-ქმრის გაყრა და საზოგადოება ირღვევა ვინაიდან ადამიანები აღარ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან, აღარ არსებობს ოჯახური სტრუქტურა, აღარ არსებობს მუდმივი და მყარი ღირებულებები. კვირადღე ადამიანებს ვეღარ კრებავს სუფრის ირგვლივ, დაკარგეს თავისი მნიშვნელობა დღესასწაულებმაც..ამის შედეგი ისაა რომ ადამიანები მუდამ მოძრავი და ცვალებადები არიან.
Mმაგრამ ამ ატომიზებული და ტრანსცენდენტური ორიენტირის გარეშე დარჩენილი და ჰედონისტური კმაყოფილების მაძებარი ადამიანებისგან შემდგარ საზოგადოებაშიც არის გარკვეული უპირატესობები. Eესაა თავისუფლების, მაგალითად გამოთქმის თავისუფლების არნახული ზრდა რასა ცადრე ითხოვდნენ შემოქმედები და მოქალაქეები. ამ ვითარებას განასახიერებს ინტერნეტი. ყველას შეუძლია თავისი ბლოგის შექმნა და ყველაფრის შესახებ საკუთარი აზრის გამოხატვა. Yველას შეუძლია თავისი პირადი ცხოვრების გამოტანა სააშკარაოზე და არავინ არ აქცევს ყურადღებას არაფერს.
Qქრება კათოლიკური და კომუნისტური საზოგადოებების მჩაგვრელი ასპექტები და ამაში არის რაღაც უპირატესობებიც. თქვენ შეგიძლიათ გადაადგილება როგორც გნებავთ, გიყვარდეთ როგორც გინდათ, და ა.შ.
მე არც პესიმისტი ვარ და არც ოპტიმისტი მით უმეტეს რომ მომავლის განჭვრეტა ურთულესი
თანამედროვე უცნობ გაურკვევლობებს შორისაა ჩინეთი და კაპიტალისტური დიქტატურის ამ ფორმის მომავალი.
Eეხლახანს ვიყავი შანხაიში და წარმოვიდგინე თუ რისი განცდა შეეძლო 1920 წელს ნიუ იორკში მოხვედრილ ლიტველს რომელიც ხედავდა შთამბეჭდავ შენობებს და თანდათანობით აღმოაჩენდა ახალი საუკუნის სინამდვილეს.
Mმე მგონია რომ ჩინეთის წინაშე პოლიტიკურმა ფილოსოფიამ მარცხი განიცადა და ჯერ ჯერობით ვერ შესძლო იმის გააზრება თუ რა არის არნახული ჩინეთში.
რაც შეეხება კინოს : ის თავიდანვე იყო ხალხური და კომერციული ხელოვნება. Mმაგრამ მასში იყო თავისუფლების არეები რომლებიც იძლეოდა სხვადასხვა რამეების კეთების საშუალებას.
HOჰოლივუდი დააარსეს აღმოსავლეთი ევროპის ებრაელებმა. მათ ჰქონდათ მერკანტილური მიზნები მაგრამ აგრეთვე უნდოდათ ყოფილიყვნენ კარგი და დიდი ამერიკელები. ისინი გულში იმედოვნებდნენ რომ რუზველტი მათ მადლობას ეტყოდა. ამასთან რენტაბელური და კომერციული ფილმების გადაღებასთან ერთად ისინი მუშაობის საშუალებას აძლევდნენ ნიჭიერ ადამიანებს და აძლევდნენ, მაგალითად,ჯონ ფორდს, ùმისთვის საჭირო სივრცეს. დღეს ჰოლივუდში გაბატონებული მოანგარიშეებისთვის მთავარია მომგებიანი ფილმების გადაღება. დღეს ჩვენ შევედით ნუმერიკულ და ინტერნეტის სამყაროში სადაც ჩემი ფილმების ნაირი ფილმები მხოლოდ უფრო ასაკოვნებს აინტერესებს. ასეთი ფილმების გადაღების შესაძლებლობები მცირდება. თუმცა ზოგ სტუდიაში ისევ იღებენ შესანიშნავ ფილმებს რომლებიც მიმართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში 4-5 მილიონი ერთგული ადამიანისგან შემდგარ განათლებულ საზოგადოებას...
Uუნდა ვთქვა რომ მე არ მესმის სამყაროსი რომელიც მოდის და ამ გაგებით მე უფრო პესიმისტი ვარ. მე გავიხსენებ ერთ შემთხვევას. რამოდენიმე წლის წინ მე უნივერსიტეტში ვკითხულობდი სცენარიზაციისკურსს და სტუდენტებს შევთავაზე სცენარიზების დაწყება რომელიმე კლასიკური რომანის, «მადამ ბოვარის»,, «წითელის და შავის», «ვისთვის რეკს ზარის» ერთი თავით. კლასში არავინ იცოდა თუ რაზე ვლაპარაკობდი. Mმე მაშინ შევთავაზე მეხსიერებით რომელიმე კლასიკური ფილმის ნაწილის სცენარიზება. კლასში არავის ჰქონდა ნანახი კლასიკური ფილმები.
ჩვენ, მაშ, აღარ შეგვეძლო საუბარი და მე აღარ შემეძლო სტუდენტებთან ურთიერთობის დამყარება.
Dდასავლური კულტურის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის შეწყვეტა არის ჩემი ფილმი ,,წყვდიადის ხანის” თემა.
მასში მე ვთქვი რომ ზოგ ინსტიტუტს, მაგალითად უნივერსიტეტებს შეუძლიათ ძველი მონასტრების მიერ შესრულებული როლის შესრულება და შესაძლო აღორძინების მოლოდინში დასავლური კულტურის დაცვა და შენარჩუნება
(ეს საინტერესო საუბარი გამოაქვეყნა ფრანგულმა ჟურნალმა «ფილოსოფი მაგაზინ», საგანგებო ნომერმა «ევროპული იმპერიის დაკნინება», 2010 წლის სექტემბრის ნომერი).
No comments:
Post a Comment