დიდი დანაკლისი:
2012 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა ევროპაში თანამედროვე აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა ანტონი ტაპიესი,მხატვარი,მოქანდაკე,ხელოვნების თეორეტიკოსი, ზოგჯერ მეორადი მასალით გაკეთებული მისი საოცარი ტილოებით და კომპოზიციებით ცნობილი ავტორი. პირველი მარკიზ დე ტაპიესი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი.
ხელოვნების სამყარომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი მსახური, კატალონელი, ესპანელი მოქანდაკე, მხატვარი, თეორეტიკოსი.
მისი თაყვანისმცემელი კატალონელი ხალხისთვის ის განასახიერებდა თანამედროვეობას და ფრანკისტული დიქტატურისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ის დაიბადა 1923 წელს ბარსელონაში, ლიტერატურულ წრეში მოღვაწე კატალონურ ბურჟუაზიულ ოჯახში. სამოქალაქო ომის დროს მას დაემართა ფილტვების ავადმყოფობა რის გამოც ის იძულებით ეწეოდა ჩაკეტილ ცხოვრებას.
სწორედ ამ სიმარტოვის წლებში ის გატაცებით კითხულობდა ფილოსოფიურ ლიტერატურას,ხატავდა და ასე ჩაუყარა საფუძველი თავის მომავალ შემოქმედებას.
სტუდენტმა,მან მიატოვა სამართლის სწავლა და არჩია მხატვრად გახდომა. ის გამოფენებში მონაწილეობს 1950-ანი წლების შუა ხანებიდან. მან მოიპოვა საერთაშორისო სახელი ვენეციის ბიენალეში ტრიუმფალური მონაწილეობის შემდეგ.
ის იყენებდა აკადემიური ხელოვნებისთვის მაშინ უცხო მასალებს, ატარებდა ექსპერიმენტებს რაც მას უბიძგებდა მეტი აბსტრაქციისკენ.
ანტონი ტაპიესი თვლიდა რომ მატერიის ცნება გაგებული უნდა იყოს შუა საუკუნეების მისტიკის და მაგიის,მიმეზისის და ალქიმიის პერსპექტივაში.
სხვადასხვა გავლენა:
ერუდიტი,ჰუმანისტი ამ სიტყვის კეთილშობილი გაგებით,ანტონი ტაპიესი თანამშრომლობდა სხვადასხვა ჰორიზონტის მხატვრებთან.
ის დიდად იყო დაინტერესებული სხვა კულტურებით,განსაკუთრებით აღმოსავლურებით. მისი შთაგონების წყარო იყო ბუდისტური და ინდუისტური ფილოსოფიები.
ამ ბოლო წლებში,მაშინ როდესაც მას სტანჯავდა ხანგრძლივი ავადმყოფობა,კატალონელი შემოქმედი იაზრებდა სიცოცხლის შემადგენელ ნაწილად გაგებულ ფიზიკური და სულიერ ტკივილს.
მას თავისი ეს ახალი მიდგომა გადაჰქონდა მისი ხელოვნების კონცეფციაში და ამას აკეთებდა მატერიისადმი და ობიექტების წარმოდგენისადმი მუდამ თანამედროვე მიდგომით.
ანტონი ტაპიესი ამავე დროს იყო ესტამპის ოსტატი და აღიარებული ხელოვნების თეორეტიკოსი.
მეფე ხუან კარლოსმა « ესპანურ და მსოფლიო ხელოვნებაში დიდი წვლილისთვის» მას მიანიჭა მარკიზ დე ტაპიესის მემკვიდრეობითი წოდება.
ამ ბარსელონელის სიკვდილის გამო დღეს გლოვობს ხელოვნების ყველა ესპანელი მოყვარული. მისი დაკრძალვა ვიწრო წრეში მოხდება,მაგრამ სამძიმრების წიგნი გახსნილი იქნება საზოგადოებისთვის.
ანტონი ტაპიესის ფონდში სამშაბათს და ოთხშაბათს მოეწყობა მისი ნამუშევრების უფასო გამოფენა.
«მე მჯერა რომ მხატვრის ენა წინაისტორიიდან დღემდე შეიძლება იყოს სიტყვების ენასავით ან უფრო მეტად მიმქმედი. მისი ზემოქმედება შეიძლება არ გაანალიზოს გონებამ; მაგრამ ის მაინც მოქმედებს ჩვენზე.
გამოფენა შეიძლება იყოს,სამწუხაროდ ყოველთვის არაა ასე,სურათების გაყოდვის ადგილისგან დიდად განსხვავებული რამ.
გამოფენამ შეიძლება ისევე იმოქმედოს საზოგადოებაზე როგორც მოქმედებს თეატრალური პიესა ან პოლიტიკური მიტინგი.»
(ანტონი ტაპიესი «გახსენება, ავტობიოგრაფია», გამომცემლობები გალილეი, 1981, გვ. 415).
«ყველა შეუმჩნეველი,უმანკო,ყოველდღიური,მეტიც, მონოტონური ნივთის პოეზია. გაღების; მუდამ საკუთარი თავის გაღების,ანულაციამდე, აი გაკვეთილი რომელიც უნდა ისწავლოს ბევრმა თანამედროვე ადამიანმა.
ესაა ადამიანობის დიდი პარადოქსი: მეტს მიიღებენ ისინი ვინც გაიღებენ,ვინც მოსწყდებიან მე-ს,ცოდნას,სიუხვეს...
ესაა სრულიად მიწიერი ფასი: სიყვარულის მიერ გაჩენილი სიყვარული.
ინდუიზმის,და ეხლა განსაკუთრებით განდის მოღვაწეობის სწავლისას მე ვპოულობდი დადასტურებას მრავალი მიდგომისა რომელთა დიდ ღირებულებას ვხედავდი ყოველ დღე: სამსახური,სრულყოფილი უანგარობა,ძალადობის უარყოფა და ამდენი სხვა რამე!
ა ანტონი ტაპიესი. |
მე არ ვიცი თუ რა მხსნელი ინტუიციით ტერეზა დასცინოდა ჩემს «სიბრძნის ძიებას»,ისევე როგორც ყველა დიდ შთამბეჭდავ ფაქტს რომლებიც საზოგადოდ იწვევდნენ აღფრთოვანებას.
ის სრულებით ბუნებრივად მიდიოდა იქამდე სადამდეც მე ასე მიჭირდა მისვლა»
იქვე,გვ.396-397).
შემდეგ ჩნდება ეზოტერული ნიშნებით მოფენილი ავტოპორტრეტები. ტაპიესის აზრით ნაწარმოები უნდა ატარებდეს ნიშნებს,შესაძლებელ სიმბოლოებს.,ფსიქიურ და ინტელექტუალურ ელემენტებს,რასაც ის სიტყვებით შემდეგნაირად გამოხატავს:
" სურათი უნდა იყოს მხატვრის მიერ მენტალური ენერგიით,ერთგვარი ელექტრული მუხტით დატვირთული ობიექტი რომელიც შესაფერისი გრძნობიერების მნახველთან კონტაქტისას ბიძგს აძლევს გარკვეულ ემოციებს."
მისი პირველი ქმნილებებია დაჭიმული ძაფების თუ ნამტვრევების კომპოზიციები...მერე მოდის რაღაცის გადახაზვები, წარწერების კვალი ან მონახაზი.
1951 წელს პარიზში პირველად ყოფნისას მთავარი მოპოვებულია. ის ხმარობს ყრუ,მარმარილოს ფხვნილით,შემდეგ ხით,ფურცლოვანი რკინით,ქსოვილებით,
სიმებით,ბათქაშით,რეზინებით,წებოთი გამდიდრებულ ფერებს. ყველა ქიმიური და ტექნიკური ავანტურა არის განვითარება რწმენისა რომლის თანახმადაც ქმნილება იბადება მატერიიდან,მისი დაზიანებებიდანაც კი. ის იბადება ბუნებიდან და საგნებიდან რომლებსაც უპირისპირდება შემოქმედი,ის თვითონ კი არის გრძნობებითა და მიძრაობებით ნასულდგმულევი სხეული.
ტაპიესი 1950-1960-ან წლებში არის გუტაის,ბურის,მონტერველის და რაუშენბერგის,არმანის და ტინგელის,ბეისის თანამედროვე.
" მაშ საჭირო იყო წმინდა ვიზუალური აღქმის ექსპერიმენტების უფრო შორს წაწევა, კოდის იდეის უარყოფა,სიცარიელეში გადაშვება მხოლოდ საძებნელის გამოხატბაზე ზრუნვით.
მე ასე გავიგე რომ ფორმებს და ფერს აქვთ უსასრულო შესაძლებლობები მას შემდეგ რაც გამოვდივართ "გეომეტრიზმიდან" ორგანულის,უფორმოს,"ამორფულის",
ორაზროვნის,ლაქის, წმინდა ჟესტის ექსპრესიონიზმის,კალიგრაფიის და ა.შ. განუზომელ სამყაროში....როგორც მასწავლეს ჩინურმა და იაპონურმა მხატვრობებმა.
მაგრამ მე ასევე დავინახე რომ ამ ჯერაც გამოუკვლეველ ახალ ენაში დიდი ექსპრესიული ძალა შეიძლება იყოს მესამე ელემენტიც-ტექსტურა.//მე ვიხსენებ რომ შევქმენი სურათები სადაც,მაგალითად,მინდოდა მიმენიშნა რეპტილიის ყოფნაზე მისი გამოსახვის გარეშე,უბრალოს მასალის ზედაპირისთვის ქერცლიანი სახის მიცემით. დანაოჭებული კანის მსგავსი ზედაპირები ქმნიან სიბერის შთაბეჭდილებას.
დაბზარული ან ადგილ-ადგილ ამძვრალი მასალა ქმნის ნგრევის შთაბეჭდილებას.,და ა.შ...
რჩებოდა უშუალოდ ფიგურატიული ხატების გამოყენების შესაძლებლობა როგორც ეს თქვეს სიურელისტებმა,რატომ უნდა დავისახიჩროთ თავი ხილულ სამყაროზე ყოველგვარი მინიშნების აკრძალვით? განა არაა მხატვრობის ფოტოგრაფიასთან,კოლაჟებთან, ან წარწერებთან კომბინაციის საშუალება? ან არსებობა მათი ჩვეულებრივი გამოყენებისგან განსხვავებულად გამოყენებული საგნებისა,ან მათ კომბინაცია?...
ასაკთან ერთად მე ეს სულ უფრო და უფრო უკეთესად დავინახე:
მხატვარმა ბევრი უნდა იცოდეს, მას ათასობით წიგნი უნდა ჰქონდეს წაკითხული."
"რელიგიურ ხელოვნებაზე მეტად ესაა მეტაფიზიკური ხელოვნება...იმდენად რამდენადაც ხელოვნება შეიძლება იქცეს შემეცნების საშუალებას და მან ყოველი ადამიანის ცნობიერება შეიძლება წაიყვანოს სულ უფრო და უფრო შორს დანახვისკენ,სინამდვილეში უფრო ღრმად ჩახედვისკენ".
Mort d’Antoni Tapiès. Départ d’un immense visionnaire, le lundi 6 février 2012
by ANNE KERNER on fév 9, 2012 • 14 h 21 min Pas de commentaire
by ANNE KERNER on fév 9, 2012 • 14 h 21 min Pas de commentaire
კატალონელი ფერმწერი და მოქანდაკე ანტონი ტაპიესი:
"კუბიზმი და აბსტრაქცია საუკუნის დასაწყისში იყო გადამწყვეტი მოძრაობები იმიტომ რომ ისინი დაუპირისპირდნენ აკადემიურ მხატვრობას."
"მისი მიდგომით, მითითებებისა და ლოზუნგების მოშორებით ყოფნის მისეული მანერით ჩემთვის მტავარი იყო პაულ კლეეც".
"ზოგჯერ მისაღებია საზოგადოებისთვის უპრო დაუყოვნებლად მისაწვდომი სურათის გაკეთება. მაგრამ ეხლა, მასობრივი კულტურის,მასებით და მასებისთვის კულტურის ხანაში მე ისევ ვგრძნობ თავს მარტოსულად.
რაღაც ბარიერი გამოჰყოფს საზოგადოებას ჩემი შრომისგან და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სურთ კომუნიკაციის საშუალებათა ხელმძღვანელებს.
რა წონა აქვს ხელოვნებას სპორტის გვერდით? ვინ არიან მხატვრები მომღერლების და ფეხბურთელების პირისპირ? არარაობა.
ასეა ესპანეთში და მე დარწმუნებული ვარ რომ ასეა სხვა ქვეყნებშიც.
ასეა ესპანეთში და მე დარწმუნებული ვარ რომ ასეა სხვა ქვეყნებშიც.
თანამედროვე კულტურული ინდუსტრიის მიზანია რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა ყველა საშუალებით და არა ადამიანების აღზრდა...ვიცი,მე პესიმისტი ვარ..."
"მე მთვლიან მისტიკოსად და ფიქრობენ რომ მისტიციზმი იძლევა ყველაფრის,სულერთია რის,ნებისმიერი სიგიჟის ნებას. ეს ტყუილია. ეს მე ვისწავლე ნამდვილი მისტიკოსებისგან,შორეული აღმოსავლეთის მისტიკოსებისგან,ბუდისტებისგან. ისინი გიჟები არიან? მაშინ ეს ძალიან გაკონტროლებული სიგიჟეა,სიგიჟე რომელიც ეყრდნობა ცოდნის ძალიან სოლიდურ კორპუსს. ესაა თანამედროვე ცოდნა,მარტო მხატვრული ცოდნა კი არა,სიბრძნე.ასაკთან ერთად მე ეს სულ უფრო და უფრო უკეთესად დავინახე:
მხატვარმა ბევრი უნდა იცოდეს, მას ათასობით წიგნი უნდა ჰქონდეს წაკითხული."
"რელიგიურ ხელოვნებაზე მეტად ესაა მეტაფიზიკური ხელოვნება...იმდენად რამდენადაც ხელოვნება შეიძლება იქცეს შემეცნების საშუალებას და მან ყოველი ადამიანის ცნობიერება შეიძლება წაიყვანოს სულ უფრო და უფრო შორს დანახვისკენ,სინამდვილეში უფრო ღრმად ჩახედვისკენ".
ანტონი ტაპიეს, მატერიის სული:
დაიბადა 1923 წლის 13 დეკემბერს ბარსელონაში,ქალაქის განათლებული ბურჟუაზიის ოჯახში. მამამის ათეისტი ადვოკატია და თარგმნის ბოდლერს. დედამისი გამომცემელის ქალიშვილია და გამოირჩევა ღვთისმოსაობით. ბარსელონა ესპანეთის ყველაზე გახსნილი და ყველაზე თანამედროვე ქალაქია. 25 წლის წინ ის პიკასოს ქალაქი იყო. 1923 წელს დაიწყეს ლაპარაკი მიროზე,შემდეგ გამოჩნდა დალიც. მაგრამ ამავე დროს ესპანეთში ძალაუფლება ხელში აიღო პრიმო დე რივერამ.
ასე რომ ტაპიესი ამქვეყნად მოვიდა დაპირისპირებულთა დაპირისპირების ნიშნის ქვეშ. ის ხან თავისუფლად მოაზროვნე მამამისის მიერ შერჩეულ სკოლებში დადის და ხან ქრისტიანულ სკოლათა ძმებში. 1936 წელს ის ოჯახთან ერთად ნახავს პრადოს მუზეუმს და დეიდები მას აჩუქებენ საღებავების ყუთს. ფრანკოს სახელმწიფო გადატრიალება და სამოქალაქო ომი წყვეტენ მის სწავლას ბარსელონას დაცემამდე,ფრანკოს ჯარების მიერ მის აღებამდე 1939 წლის იანვარში...
1942 წელს ტახიკარდიის კრიზისმა და მისმა შედეგებმა დაიწყო საავადმყოფოების და სანატორიუმების პერიოდი. ესაა გადამწყვეტი პერიოდი ვინაიდან ის კითხულობს, სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდება ფილოსოფიით და ხატავს.
განკურნებული,ის 1945 წელს ეწერება ბარსელონას უნივერსიტეტში. მისი ერთ-ერთი და მას აძლევს თავის ბინას იქ სახელოსნოს გასამართად. ის თავს უძღვნის ხელოვნებას და უერთდება პოეტების და მწერლების წრეებს.
1946 წლიდან ჩნდება საუკუნის პირველი მესამედის ავანგარდებთან, განსაკუთრებით მიროსთან მისი სიახლოვის ნიშნები... ტაპიესი და პოეტი ჟოან ბროსაეტი აარსებენ ხელოვნების და პოეზიის ჟურნალს Dau al Set...
შემდეგ ჩნდება ეზოტერული ნიშნებით მოფენილი ავტოპორტრეტები. ტაპიესის აზრით ნაწარმოები უნდა ატარებდეს ნიშნებს,შესაძლებელ სიმბოლოებს.,ფსიქიურ და ინტელექტუალურ ელემენტებს,რასაც ის სიტყვებით შემდეგნაირად გამოხატავს:
" სურათი უნდა იყოს მხატვრის მიერ მენტალური ენერგიით,ერთგვარი ელექტრული მუხტით დატვირთული ობიექტი რომელიც შესაფერისი გრძნობიერების მნახველთან კონტაქტისას ბიძგს აძლევს გარკვეულ ემოციებს."
მისი პირველი ქმნილებებია დაჭიმული ძაფების თუ ნამტვრევების კომპოზიციები...მერე მოდის რაღაცის გადახაზვები, წარწერების კვალი ან მონახაზი.
1951 წელს პარიზში პირველად ყოფნისას მთავარი მოპოვებულია. ის ხმარობს ყრუ,მარმარილოს ფხვნილით,შემდეგ ხით,ფურცლოვანი რკინით,ქსოვილებით,
სიმებით,ბათქაშით,რეზინებით,წებოთი გამდიდრებულ ფერებს. ყველა ქიმიური და ტექნიკური ავანტურა არის განვითარება რწმენისა რომლის თანახმადაც ქმნილება იბადება მატერიიდან, მისი დაზიანებებიდანაც კი. ის იბადება ბუნებიდან და საგნებიდან რომლებსაც უპირისპირდება შემოქმედი,ის თვითონ კი არის გრძნობებითა და მიძრაობებით ნასულდგმულევი სხეული.
ტაპიესი 1950-1960-ან წლებში არის გუტაის, ბურის, მონტერველის და რაუშენბერგის, არმანის და ტინგელის, ბეისის თანამედროვე.
მთელი განსხვავებების მიუხედავად მათ აერთიანებთ დაინტერესება ყველაფრით რაც ქუჩაში თუ სახელოსნოში უვარგისად და უმნიშვნელოდ ჩანს. ღარიბი ხელოვნება,და ეს მანამდე ვიდრე კრიტიკა კუნელისს და პრნონს განსაზღვრავდეს როგორც arte povera-ს.
მაგრამ ყველაფერ ამას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ თუ ის აჩენს სიმბოლურ ფორმებს, უნივერსალურ ნიშნებს რომლებიც იძლევა მათი მორალური,პოლიტიკური და ფსიქიური ინტერპრეტაციების საშუალებას...
ქრონოლოგიურ რიგს აღარა აქვს მნიშვნელობა მის შემოქმედებაში. ცხდია კავშირი შესაფუთი მუყაოსგან გაკეთებულ 1960-ანი წლების ნაწარმოებებსა და საწოლის ჩარჩოს ირგვლივ აკრეფილ ქმნილებას შორის. დაკვირვებული მაყურებელი ამჩნევს რომ ფორმატები იზრდება. ყველაზე პატარა ქმნილებების წინაშე გვიჩნდება გრძნობა რომ გადამწყვეტი იყო შემთხვევითობა. ფანჯრის ჩარჩოს თუ სიმების გორგალის სრულებით შემთხვევითი აღმოჩენა მათ გარდაამნის სიმბოლურ ობიექტად.
რჩება კარიერის სა საჯარო ცხოვრების ქრონოლოგია.
პოლიტიკური ცხოვრება გამოიხატება ფრანკისტულ რეჟიმთან დაპირისპირებით//ის ხელს უშლიდა პრადოში ქალის ნიფხვების გამოფენას ხელოვნების ნაწარმოების სახით და მოიშორეს//. 1966 წელს მონაწილეობდა ბარსელონაში სარიას სელესტინთა მონასტერში გამართულ სამდღიან საპროტესტო კონფერენციაში დადაიჭირეს და დააჯარიმეს,
გამოფენებს აწყობდა ესპანეთში,ნიუ იორკში,პარიზში,ვენაში და სხვ.
"L'artiste doit avoir lu des milliers de livres"
No comments:
Post a Comment