რუსი ჟანა დარკი მარია ბოჩკარიოვა |
1917 წლის 8 ივლისს ყველაზე სახელგანთქმული ბრიტანელი ფემინისტი ემელინ პანკჰარსტი (Emmeline Pankhurst) პეტროგრადიდან აგზავნის შემდეგ დეპეშას:
«ქალბატონი ბოჩკარიოვა არის XX საუკუნის, მეტიც, მე ვიტყოდი კაცობრიობის, ყველაზე შესანიშნავი ქალი ჟანა დარკის შემდეგ...
მისი მისია იგივეა რაც ჰქონდა ჟანა დარკს-რუსეთის არმიის და თვითონ რუსეთის გადარჩენა.»... «რუსი ამორძალების ბატალიონი მარია ბოჩკარიოვას სარდლობით მაგალითს აძლევს მამაკაცებს».
და წერილი სვავს იმ დროისთვის გადამწყვეტ კითხვას: «გაამხნევებს და გადაარჩენს თუ არა რუსულ არმიას ქალთა ბატალიონი მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ეფლობა ბოლო დიდ შეტევაში და სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაჩენილი «ჯარისკაცთა კომიტეტების» პროპაგანდის შედეგად მსოფლიოს უდიდესი არმიის დაშლის შესახებ?»...
1917 წლის სექტემბრიდან რუსული არმია სწრაფად ირღვევა და იშლება. ჯარისკაცები აღარ ემორჩილებიან ოფიცრებს და ათასობით ჯარისკაცი გქრბის და ბრუნდება სახლში. მათ სურთ მონაწილეობის მიღება გაჩაღებულ გლეხურ რევოლუციაში. 25 ოქტომბრის ბოლშევიკურმა დარტყმამ თითქოს საბოლოოდ გადააგდო ისტორიის სანაგვეზე «ქალთა სიკვდილის ბატალიონი». რამოდენიმე დეპეშა ახსენებს ზამთრის სასახლის დამცველ ქალებს და დიდხანს შეცდომით ფიქრობდნენ რომ ლაპარაკი იყო მარია ბოჩკარიოვას მეომარ ქალებზე.
რამოდენიმე თვის შემდეგ მარია ბოჩკარიოვა ჩნდება...ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას თან ახლავს ემელინ პანკჰარსტი, ესაა ფემინისტთა წრეში ყველაზე საოცარი მეგობრობა.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პორუჩიკის წოდების მქონე ბოჩკარიოვამ ბატალიონი დაშალა.
ზოგი ცნობის თანახმად ის შეხვდა ტროცკის მაგრამ უარყო მისი წინადადება წითელი არმიის მებრძოლად გახდომაზე.
ეს გლეხი მისტიკოსი ქალი რუსეთის ერთგული იყო და არ იბრძოდა მსოფლიო ბოლშევიკური რევოლუციის მოსახდენად.
ის იყო რუსი გლეხის ქალი რომელსაც ქმარი სცემდა. და 1914 წელს მან ფეხი დაკრა და წავიდა ფრონტზე სადაც სისხლში,ჭუჭყში,ტილებში და დიზენტერიაში დაიმსახურა მამაკაცების პატივისცემა. ის იქცა საშიშ მეომრად,მაგრამ აგრეთვე შეუდარებელ ექთნად რომელიც დაჭრილებს ეხმარებოდა ნებისმიერ ვითარებაში.
მეფის ერთგული ის შეუერთდა კონტრრევოლუციის ჯარებს.
მარია ბოჩკარიოვას ქალთა ბატალიონი |
ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, მას შემდეგ რაც მოესწრო ბოლშევიკურ ტერორს და წითელი ჯალათების მიერ ტყვეებისთვის თვალების დათხრას და პატიმართა დასახიჩრებას კი წავიდა ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში თეთრი მოძრაობისთვის სახსრების შესაგროვებლად.
ის დაბრუნდა რუსეთში 1919 წელს ოჯახის სანახავად(ზოგი ცნობით ის იყო კოლჩაკის სანიტარული რაზმის ხელმძღვანელი) ლენინის ჩეკამ კი მას ხელი სტაცა და დახვრიტა კისერში ტყვიის სროლით 1920 წლის 16 მაისს.
სულ ეხლახანს საფრანგეთში ამ ადამიანზე შესანიშნავი წიგნი გამოსცეს სახელგანთქმულმა ისტორიკოსმა ნიკოლა ვერმა და სტეფან ოდუან-რუზომ. საკითხავია სწორედა.
No comments:
Post a Comment