2.08.2012

პირველი აფხაზი ეთნოგრაფი სოლომონ ზვანბა უბიხების და აფხაზების მტრობაზე:



სოლომონ ზბანბა

 «... უბიხები მეზობლებს და აფხაზეთს თავს ესხმიან ხოლმე არა იმიტომ რომ მათ აკლიათ არსებობისთვის აუცილებელი საშუალებები, მათ უყვართ თავგადასავლები და ძარცვა.

«
ჯიქები ლაპარაკობენ აფხაზური ენის კილოზე რომელიც რამდენადმე განსხვავდება ძირეული აფხაზურისგან, მაგრამ აფხაზების აზრით ისინი და აფხაზები არ არიან ერთი წარმოშობისა.  ჯიქები ადრე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი აფხაზეთის მმართველებთან, მაგრამ არასოდეს არ ყოფილან მათი ქვეშევრდომები. ჯიქები ხარკს იხდიდნენ მხოლოდ აფხაზეთის მმართველი ქელეშბეის
დროს....
 
 
უბიხების მიერ აფხაზეთის ზამთრობით დალაშქვრა:
უბიხების ყოველწლიური თავდასხმები აფხაზეთზე იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას...

უბიხთა ტომის მიწა არაა გამოსადეგი პურის მოყვანისთვის,მაგრამ მას შეუძლია მის მკვიდრთა საკვებით უზრუნველყოფა;

მაგრამ უბიხები მეზობლებს და აფხაზეთს თავს ესხმიან ხოლმე არა იმიტომ რომ მათ აკლიათ არსებობისთვის აუცილებელი საშუალებები, მათ უყვართ თავგადასავლები და ძარცვა.

1824 წლამდე უბიხები აფხაზეთს თავს ესხმოდნენ წლის ყოველ დროს. 1925 წელს 1000-ზე მეტი კაცისგან შემდგარი უბიხთა პარტია  აფხაზეთის ველებზე დაშვებისკენ შეამჩნიეს აფხაზმა მწყემსებმა. გაფრთხილებულმა აფხაზებმა მისცეს პარტიას მთებიდან ჩამოსვლის საშუალება, გადაკეტეს ყველა გასასვლელი რომლითაც მტერს უკან დაბრუნება შეეძლო და მოსპეს მთელი პარტია. თავის სილაღეს შეეწირა პარტიის მეთაური საატკერეი ადაგვა იპა ბერზეკიც

ამის შემდეგ უბიხები ადხაზეთს თავს ესხმიან მხოლოდ ზამთრობით... იანვარში ან თებერვალში...

თუ კი აფხაზეთის მკვიდრები გაფრთხილებულები არიან თავდასხმის შესახებ ისინი უძახიან მეზობლებს უახლოესი სოფლებიდან და როდესაც შეიკრიბება შეიარაღებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მათი ნახევარი ფარულად რჩება იმ ადგილებში სადაც უნდა გაიარონ უბიხებმა, დანარჩენები მტრის მოლოდინში რჩებიან სოფელში საიდანაც წინასწარ გაყავთ ქალები,ბავშვები და მოხუცები  რომელთაც მალავენ უსაფრთხო ადგილას.

მტაცებელთა პარტია გასაძარცვავად შერჩეული სოფლისკენ სიარულისას ჩვეულებრივ ირჩევს ყველაზე ვიწრო გასასვლელს. ყარაული აფხაზები მას თავისუფლად ატარებენ და არ ამჟღავნებენ საფარის არსებობას. როდესაც უბიხები სოფელთან მისვლისას ხვდებიან მომზადებულ წინააღმდეგობას და რწმუნდებიან რომ აფხაზებმა იციან მათი მოსვლის შესახებ ისინი უკან ბრუნდებიან და ექცევიან ორ ცეცხლს შორის. ასე უბიხთა პარტია განიცდის ხოლმე გამანადგურებელ დამარცხებას...

უბიხები კარგად იბრძვიან მასებად ღია მინდორში, აფხაზები კი ითვლებიან კარგ მსროლელებად და კარგად იბრძვიან გაფანტულად...

თუ კი აფხაზები ვერ გაიგებენ მტაცებელთა პარტიის მოახლოების შესახებ უბიხების რაზმი თავისუფლად ჩამოდის მთებიდან, სწრაფად მიდის სოფელთან ორ შერენგად დაწყობილ რიგებად. სოფელთან მისვლისას ავანგარდი ორად იყოფა და მარჯვნიდან და მარცხნიდან შემოუვლის სოფელს და ჩერდება სოფელთან ხშირი ჯაჭვის დატოვებით.

ამავე დროს  მომხდურთა ძარცვისათვის გამოყოფილი ნაწილი იყოფა ოთხ-ოთხ და მეტი ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფებად და ეს ჯგუფები თავს ესხმიან სახლებს,მოულოდნელად უტევენ მცხოვრებთ, კოჭავენ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ხოცავენ მათ.მძარცველებს მიაქვთ ყველაფერი რაც ხელთ მოხვდებათ.

უბიხები ძარცვის ადგილზე ერთ საათსაც არ რჩებიან. წინამძღოლის მიერ მიცემული ნიშანისას მძარცველები სტოვებენ სოფელს. მათ მიაქვთ ნაძარცვი და მიყავთ ტყვეები. არიეგარდი უკანდახევისას ქმნის მთლიან მასას და იქცევა ავანგარდად ,მისი ნაწილი აქეთ-იქით იფანტება და ნაძარცვს იცავს ძარცვის საშინელ ხმაურზე სასწრაფოდ შეკრებილი აფხაზებისგან. მაგრამ ამ მოკლე ხანში ბევრი აფხაზი ვერ იკრიბება და უბიხები წესრიგის დაურღვევლად სროლა-სროლით უკან იხევენ თავისი რეზერვისკენ. აფხაზებმა იციან რომ უბიხებს ძარცვისათვის დიდი დრო არ სჭირდებად და ახერხებენ მხოლოდ სახელდახელოდ ჩაცმას რის გამოც უბიხებს დათოვლილ მთებში ვერ მისდევენ.... (ესაა ფრანგმენტი პირველი აფხაზი ეთნოგრაფი  სოლომონ ზვანბას წერილისა «უბიხების ზამთრის თავდასხმები აფხაზეთზე).

«აფხაზური მიწა იწყება მდინარე ჟუაძეხიდან (ჟოეკვარა), მაგრამ აფხაზური სოფლები არაა მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს იმიტომ რომ მათ მუდამ ემუქრებოდა მეზობლების თავდასხმების საფრთხე.  ადრე იქ იყო სოფლები, მაგრამ აფხაზების და ჯიქების მტრობის გაძლიერების შემდეგ ამ სოფელთა მცხოვრებნი გადავიდნენ ბზიფის მარცხენა მხარეს. ბზიფის მარჯვენა მხარეს,დაბლობზე ძოვდნენ აფხაზების ჯოგები; წელს მაისში ჯიქებმა აფხაზების თვალწინ გაირეკეს და გაიტაცეს ნახირი მაგრამ აფხაზებმა ვერ მოახერხეს მდინარეზე გადასვლა ბზიფის წყალუხვობის გამო. ეხლა მდინარე ბზიფი არის ბუნებრივი საზღვარი აფხაზეთსა და ჯიქებს შორის...» (ნაწყვეტი პირველი აფხაზი ეთნოგრაფი სოლომონ ზვანბას ნარკვევისა «გაგრაზე და ჯიქებზე).
ენგურთ

პირველი აფხაზი ეთნოგრაფი და სამხედრო სოლომონ ზვანბა დაიბადა 1809 წელს დრანდა ში და დაეცა 1855 წელს ენგურთან  გამართულ ბრძოლაში ოსმალეთის სარდალი ომერ ფაშას ჯარებთან რომლებიც მიემართებოდნენ მთელი საქართველოს ასაოხრებლად. ზოგი მონაცემით სოლომონ ზვანბა დაკრძალულია ძველი სენაკის ეკლესიაში ენგურთან ბრძოლაში დაცემული სხვა გმირების გვერდით.

ჩვენ მიერ მითითებული იმთავითვე რუსულად დაწერილი ტექსტები  რუსულად გამოაქვეყნა ცნობილმა აფხაზმა სწავლულმა გიორგი ძიძარიამ. ამ პუბლიკაციის ერთი-ორ უცნაურ კომენტარს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას პუბლიკაცია ძალიან ძვირფასია და იმსახურებს მთლიანად ქართულად თარგმნას.

ქართველებმა ვიცით რომ ზოგი ქართლელის აღმა ნახნავს ზოგი კახელი დაღმა ფარცხავდა თუ პირიქით. ვიცით თუ რა საშინელებაა ფეოდალური შინაომები. თუ გავიხსენებთ მსოფლიო ისტორიას ადამიანის ბუნების შავი მხარე ერთია ყველგან. ამ შავი ბუნების გამოხატულებაა უბიხების და ჯიქების მიერ აფხაზეთის აკლება-გაუდაბურებაც. უბიხები განგებისგან დაისაჯნენ. ეს ხალხი გაქრა თუმცა ერთი ორი კაცი როგორც კავკასიაში ისე მის გარეთ თავს  დრო და დრო წარმოშობით უბიხად აცხადებს. უბიხი ხალხი გაქრა. იმედია რომ ეს ბედი არ ეწევათ აფხაზებს და ქართველებს თუ სხვა კავკასიელებს. მადლობა სოლომონ ზვანბას და გიორგი ძიძარიას ამ მწარე ისტორიის გახსენებისთვის (სოლომონ თეიმურკის ძე ზვანბა, აფხაზური ეთნოგრაფიული ეტიუდები, რუსულ ენაზე, გამომცემლობა "ალაშარა", სოხუმი,1982.).

No comments: