2.08.2012

რიჩარდ პაიპსი ბოლშენიკურ კულტურაზე როგორც პროპაგანდაზე:


სანიმუშო საბჭოთა ბადროს მტყორცნელი გოგონა,როდჩენკოს ფოტო.



Родченко : Атлет
ეს სანიმუშო საბჭოთა ბიჭუნების შთაგონების წყაროა,ისევ როდჩენკო.





სანიმუშო საბჭოთა ბადროს მტყორცნელი გოგონა,როდჩენკოს ფოტო.


























Accéder aux informations sur cette image commentée ci-après.რიჩარდ პაიპსი

ლენინიზმის კულტურის ფიურერი ლუნაჩარსკი


Бокал из серии "Стекло и свет"
როდჩენკოს ბუღაური,აქაც შეიძლება ითქვას რომ ჩრდილი არაა სინათლის გარეშე.



"რუსული რევოლუცია,რუსეთი ბოლშევიკებს ქვეშ, 1918-1924" 

      თავი 6,კულტურა როგორც პროპაგანდა:



                   ბოლშევიკებისთვის სოციალური რევოლუცია წარმოუდგენელია კულტურაში რევოლუციის გარეშე, მეცნიერების ყურადღება გაუთავებელ რეპრესიების და ტანჯვათა აღწერაზე მეტად მიიპყრო უფრო სასიამოვნო კულტურული რევოლუციის თემამ.

პირველი ათი წლის მანძილზე ბოლშევიკები ისე იტანდნენ მხატვრებს თუ სხვა შემოქმედებს როგორც ვერ იტანდნენ ეკონომიკის და პოლიტიკის სფეროებში მოღვაწე ადამიანებს. 


          ლენინური გვარდიის ეს ამტანობა-ტოლერანტობა განსაკუთრებით საოცარი ჩანს სტალინური ხანის სიმკაცრისა და სიუხეშის კონტექსტში.


              მაგრამ ახლოდან დაკვირვებისას ირკვევა რომ ბოლშევიკური რეჟიმის არსებობის პირველ წელებში ყველა სიახლე ლიტერატურაში,ხელოვნებაში და განათლებაში არის მხოლოდ იმთავითვე იდეოლოგიური მოსაზრებებით განპირობებული კულტურული პოლიტიკის მეორადი ასპექტები. 


               წინააღმდეგობრივია თვითონ კულტურული პოლიტიკის ცნება ვინაიდან კულტურა ვერ იქნება მართული. ამის უკან ჩანს მიზანი რისთვისაც უნდოდათ ბოლშევიკებს კულტურის დამორჩილება. 


            ბოლშევიკების მიზანი იყო პროპაგანდა,ესე იგი ინტელექტუალური და ემოციური ხელმძღვანერლობა. 




   ლენინის და კულტურის საკითხებში მისი კომისარი ლუნჩარსკის აზრით ყველა საბჭოთა კულტურული და საგანმანათლებლო ინსტიტუტის დანიშნულებაა ადამიანთა ახალი,სრულყოფილი სახეობის აღზრდისთვის მოწოდებული კომუნისტური იდეოლოგიის დანერგვა.


                ლიტერატურის,ისევე როგორც სახვითი ხელოვნების,კინოს,თეატრის,და, პირველ რიგში განათლები სისტემის ფუნქციაა პროპაგანდა. 


                არც ერთ მთავრობას აქამდე არ უცდია ამდენად ძლიერი ზემოქმედების მოხდენა ქვეშევრდომთა აზრებზე და გრძნობებზე. 


            პროპაგანდა რა თქმა უნდა არ ყოფილა ბოლშევიკების გამოგონება.


               მისი იდეა გაჩნდა მე-17 საუკუნის დასაწყისში როდესაც ვატიკანმა კათოლიკობის გასავრცელებლად შექმნა Congregatio de Propaganda Fide. 


                საერო სახით პროპაგანდას ხშირად მიმართავდნენ მე-18 და მე-19 საუკუნეების მთავრობები. 


    პროპაგანდას მოხერხებულად იყენებდნენ ეკატერინე მეორეც,
რევოლუციონერებიც და ნაპოლეონიც. 


           პირველი მსოფლიო ომის დრს აგრესიული პროპაგანდის საწარმოებლად მთავარი მეომარი მხარეები ქმნიდნენ საგანგებო დაწესებულებებს.


              
   მაგრამ ბოლშევიკებამდე პროპაგანდას არ ეკავა ესოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ადამიანთა ცხოვრებაში. 


          ადრე პროპაგანდის ფუნქცია იყო სინამდვილის წარმოდგენა მისი დამკვეთისთვის სასურველი სახით.


         საბჭოთა კავშირში კი პროპაგანდას მთლიანად უნდა დაეკავებინა სინამდვილის ადგილი. კომუნისტური პროპაგანდა საკმაოდ წარმატებითაც და ყოველდღიური გამოცდილების საწინააღმდეგოდ ქმნიდა გამოგონილ სამყაროს რომლისაც უნდა ეწამათ,დაეჯერებინათ საბჭოთა ადამიანებს. 


         ამის შესაძლებლობას იძლეოდა კომპარტიის მიერ ინფორმაციის წყაროებზე და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაწესებული კონტროლი.


         ექსპერიმენტი ისეთი გაქანებითა და გამომგონებლობით ტარდებოდა რომ მის მიერ შექმნილი ილუზორული სამყარო მრავალი საბჭოთა მოქალაქისთვის ჩრდილავდა ცხოცხალ სინამდვილეს. 


                  საბჭოთა კულტურის პირველი ნაბიჯები საკვირველად ორაზროვანია.
ერთის მხრივაა თავხედობამდე მისული ექსპერიმენტატორობა და შემოქმედების უსაზღვრო თავისუფლება, მეორეს მხრივაა კულტურის მმართველი კლასის პოლიტიკური ინტერესების სამსახურში ჩაყენების გაუთავებელი მცდელობები.


             თანამედროვე უცხოელი ისტორიკოსები მთელ თავის ყურადღებას აქცევენ ბოლშევიკი მხატვრებისა და მათი "თანამგზავრების " შემოქმედების უცნაურობებს-ალექსანდრ როდჩენკოს ერთტონიან ტილოებს. ტატლინის აღუმართავ ფანტასტიურ ცათამბჯენებს და მისივე პლანერებს, როდჩენკოს და ლიუბოვ პოპოვას მიერ მოშიმშილე მუშებისთვის და გლეხებისთვის შექმნილ სტილურ სამუშაო კოსტუმებს. 


        ბევრად მეტის მთქმელი იყო ზრდა "კულტურული" ბიუროკრატიისა რომლისთვისაც კულტურა  იყო პროპაგანდის ფორმა და მეტი არაფერი და პროპაგანდა კი იყო კულტურის უმაღლესი ფორმა.  


        მტკიცე ბორკილები იჭედებოდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში სტალინის მოსვლამდე და მის მიერ ექსპერიმენტატორობისთვის და თავისუფალი შემოქმედებისთვის ბოლოს მოღებამდე. 


      მარქსისტული მოძღვრების თანახმად კულტურა არის ეკონომიკურ ურთიერთობათა არაპირდაპირი პროდუქტი და მეტი არაფერი და ამიტომ ბოლშევიკების აზრით ქონებრივი ურთიერთობების გარდაქმნა თავისთავად გამოიწვევდა შესაბამის რევოლუციურ გარდაქმნებს კულტურაშიც. 


                ტროცკი მარქსისტული აქსიომის თანაცხმად ამტკიცებდა რომ ყოველი კლასი ქმნის თავის კულტურას. 


             პროლეტარიატი არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი ამ წესიდან,მაგრამ ბოლშევიკებს არ ჰქონიათ ერთიანი აზრი ახალი კულტურის ბუნებაზე და მისი შექმნის გზებზე.


          ერთ-ერთი საკამათო თემა იყო შემოქმედების თავისუფლების საკითხი.


           ბევრი ბოლშევიკი თვლიდა რომ "კულტურის მუშაკები" უნდა ემორჩილებოდნენ იგივე დისციპლინას,რასაც ემორჩილებიან კომუნისტური საზოგადოების სხვა წევრები. 


             სხვები ამტკიცებდნენ რომ შემოქმედების რეგლამენტაცია შეუძლებელია და ამიტომ შემოქმედებით მუშაკებს უნდა მიეცეთ მეტი თავისუფლება. 


          ლენინის დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი ორაზროვანი იყო. 


             1905 წელს ის ამბობდა რომ ლიტერატურა არის საქმიანობა რომელიც ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება "მექანიკურ სწორებას".


            ლიტერატურა რა თქმა უნდა განუყოფლად უნდა იყოს დაკავშირებული პარტიასთან და სოციალისტურ საზოგადოებაში ყველა მწერალი უნდა იყოს კომუნისტური პარტიის წევრი,მაგრამ ახალ სოციალისტურ ლიტერატურას ვერ შექმნი 24 საათში და ამიტომ მწერლებს სჭირდებათ თავისუფლება. 


             მაგრამ აქვე ლენინი "პარტიულობის" ცნებას ავრცელებდა ლიტერატურაზეც. 


          1905 წლის რევოლუციის შემდეგ ის აცხადებდა რომ ლიტერატურა უნდა გახდეს პარტიული:"ძირს უპარტიო ლიტერატორები! ძირს ლიტერატორი ზეადამიანები!"


          ლენინი ადამიანის სამიანობის სხვა სფეროებთან შედარებით უფრო შემწყნარებლურად უყურებდა ლიტერატურას და ხელოვნებას,მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგებოდა ის მუდამ იყო იმათ მხარეზე ვისაც ლიტერატურა მიაჩნდა პოლიტიკის მოსამსახურედ. 


              არანაკლებ კამათს იწვევდა ახალი პროლეტარული კულტურის შინაარსის საკითხიც:  ხომ არ უნდა დაეყრდნოს ის "ბურჟუაზიული კულტურის" მემკვიდრეობას და ისე ააგოს თავისი კულტურა თუ მან მთლიანად უნდა უარყოს წარსული და ყველაფერი დაიწყოს ნოლიდან? 


        ყველაფრის უარყოფის და ნოლიდან დაწყების მომხრენი იყვნენ პროლეტკულტის მოღვაწეები. 


    ახალი ხელისუფლების პირველ ორ წელიწადში,როდესაც ლენინი დაკავებული იყო უმთავრესი საკითხებით, პროლეტკულტელები სარგებლობდნენ განათლების კომისარიატის ხელმძღვანელი ლუნაჩარსკის მფარველობით და ბატონობდნენ კულტურულ ცხოვრებაში. 


                მაგრამ მათ მალე მოუწიათ ასპარეზიდან წასვლა იმიტომ რომ ლენინის აზრით კულტურა არაა მარტო ლიტერატურა და მხატვრული შემოქმედება რომლის თავიც მისი შეხედულებით რუს ხალხს არ კი ჰქონია.


        ლენინის აზრით კულტურაა მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნით განათებული ცხოვრების ახალი წესი. 


          " სოციალისტური კულტურული რევოლუციის" ლენინური კონცეფცია ხაზს უსვამდა ახალი რევოლუციური სახელმწიფო ხელისუფლების რაციონალურ-მგეგმავ ამოცანებს და დაწყებითი სახალხო განათლების გადაუდებელ ამოცანას. 


             გლეხების და პროლეტართა მასებისთვის უმაღლესი კულტურა ხელმისაწვდომი გახდება და კულტურული ურთიერთობები დამყარდება მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაყრილი იქნება მტკიცე საფუძვლები და ტექნიკის შემსწავლელი ხალხის ცნობიერება შეიცვლება. 


               ამ კონცეფციის თანახმად კულტურული რევოლუცია არაა ახალი "პროლეტარული კულტურის" შექმნა. ისაა ქვეყნის და მისი მოსახლეობის ჩამორჩენის დაძლევის მეცნიერულ-ტექნიკური და ორგანიზაციული მეთოდების ათვისება. 


               ტროცკი ემხრობოდა კულტურაზე ნაკლებად უტილიტარულ წარმოდგენას,მაგრამ ისიც უარყოფდა პროლეტკულტის ფილოსოფიას.


                   პროლეტარიატის ისტორიული მისიაა ყველა კლასობრივი განსხვავების მოსპობა და ამიტომ მის კულტურას ვერ ექნება რომელიმე ერთი კლასის ანაბეჭდი. 


               მუშათა სახელმწიფომ უნდა შექმნას "პირველი ჭეშმარიტად ადამიანური კულტურა".


       საბოლოო ამგარიშით პროლეტკულტი დამარცხდა,მისი იდეები ერეტიკულ იდეებად გამოცხადდა და მისი ორგანიზაციები დაშალეს. რეჟიმმა არჩია უფრო ეკლეკტური გზა. 


               ორგანიზაციულ საკითხებში ლენინს მოსწონდა მსხვილი,დიდებული ფორმები-კაპიტალისტური კარტელების მაგალითით ნაგებო გიგანტური დაწესებულებები რომელთაც უნდა ემართათ ადამიანის საქმიანობის ყველა სფერო. 


        სახალხო მეურნეობის საბჭო სოვნარხოზს უნდა ემართა მრეწველობა,ჩეკას ყველაფერი რაც ეხებოდა უშიშროებას, რევოლუციურ სამხედრო საბჭო რევვოენსოვეტს-სამოქალაქო ომის ყველა ასპექტი. 


              ასე მოახდინა ლენინმა კულტურის მართვის ბიუროკრატიზაცია და ის დაუმორჩილა ერთიან დაწესებულებას-განათლების სახალხო კომისარიატ ნარკომპროსს. 


             მეფის რუსეთის შესაბამისი სამინისტროსგან განსხვავებით ამ მონსტრს უნდა ეხელმძღვანელა როგორც განათლებისთვის ისე ინტელექტუალური და ესთეტიკური ცხოვრების ყველა წახნაგისთვის გასართობ დაწესებულებათა ჩათვლით. მას უნდა ეხელმძღვანელა მეცნიერებისთვის,ლიტერატურისთვის,
ბეჭდვისთვის, სახვითი ხელოვნებისთვის,მუსიკისთვის,თეატრისთვის და 
კინოსთვის. 


                 1925 წელს ითქვა რომ განათლების სახალხო კომისარიატი ხელმძღვანელობს რესპუბლიკის როგორც ზოგადი ისე პროფესიული ხასიათის სამეცნიერო,სასწავლო და შემოქმედებით საქმიანობას.


               ეს მონსტრი ხელმძღვანელობდა საგამომცემლო საქმეს და მას შემოჰქონდა სულ უფრო და უფრო მკაცრი ნორმები.


             1929 წლამდე ნარკომპროსის უფროსი ლუნაჩარსკის ხასიათის სირბილის გამო ეს ფუნქციები არ სრულდებოდა ძალიან ხისტად და მის მოსამსახურეებს და მისი მატერიალური მხარდაჭერით მოსარგებლეებს ეძლეოდათ შედარებითი დამოუკიდებლობა რაც წარმოუდგენელი იყო სხვა სამთავრობო უწყებებში.          


            განათლების სახალხო კომისარიატის არაშთამაგონებელი საქმიანობა ვერ შესძლებდა ნამდვილად ნიჭიერი ადამიანების მიზიდვას. ის გადაიქცა საბჭოთა უფროს-ნაჩალნიკების ცოლების და ნათესავების მყუდრო თავშესაფრად.   


              მარტო ლუნაჩარსკის ადამიანურ თვისებებს არ განუპირობებია რეჟიმისთვის უცხო კეთილგანწყობა ერის ინტელექტუალური ელიტის მიმართ. 


          შეუძლებელია იმის არ დანახვა რომ ფაქტიურად მთელი ინტელიგენცია,
პროფესიულიც და "შემოქმედებითიც" უარყოფდა ბოლშევიკურ დიქტატურას.  


         მეფის რუსეთში პირველმა ინტელიგენციამ გაინთავისუფლა თავი სახელმწიფოს სამსახურში დგომისგან. 


       რა ცოდვებიც არ უნდა დასწოლოდა ინტელიგენციის სვინდისს,მას გულწრფელად სწამდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობით ასწლიანი ტკბობის შემდეგ მას არ სურდა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომა.  


            რუს მწერალთა,მხატვართა და მეცნიერთა უმრავლესობამ ცალ-ცალკე და ერთად ზურგი შეაქციეს ახალ მმართველებს და უარს ამბობდნენ მათთვის მუშაობაზე. ისინი თავშესაფარს ნახულობდნენ ან ემიგრაციაში ან კერძო 
ცხოვრებაში.


           ახალგაზრდა ვლადიმირ ნაბოკოვი რევოლუციის 10 წლისთავისთვის ემიგრაციაში დაბეჭდილ წერილში ასე გამოხატავდა ბევრის აზრს:















        "მე მეზიზღება არა ადამიანი, არა მუშა სიდოროვი,რაღაც კომ-პომ-პომის პატიოსანი წევრი,არამედ ის მახინჯი,ჩლუნგი იდეა...,რომელიც ადამიანებს აქცევს ჭიანჭველებად, formica marxi-დ,var: lenini-დ...მეზიზღება კომუნისტური იდეა როგორც მდაბალი თანასწორობის იდეა რომელიც სულელურად უტევს ჩემს თავისუფალ მეს, როგორც მიწიერ სილამაზეთა უარყოფა, როგორც უმეცრების, სიბრიყვის და თვითკმაყოფილების წამახალისებელი რამ".


               

იმაზე თუ რამდენად არ ხიბლავდა ახალი რეჟიმი "შემოქმედებით ინტელიგენციას" შეიძლება ვიმსჯელოთ იმ ფაქტით რომ როდესაც 1917 წლის ნოემბერში, რამოდენიმე დღის შემდეგ გადატრიალებიდან, ბოლშევიკურმა ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა შეხვედრაზე მიიწვია პეტროგრადის მწერლები და მხატვრები ამ შეხვედრაზე მივიდა სულ 7 თუ 8 კაცი.


            იგივე ბედი ეწვია ლუნაჩარსკის 1917 წლის დეკემბერში როდესაც 150 მიწვეულიდან,ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლებიდან,
მივიდა სულ 5 კაცი, მათ შორის ორი მობოლშევიკო,პოეტი ვლადიმირ მაიაკოვსკი და თეატრალური რეჟისორი ვსევოლოდ მეიერხოლდი, და კიდევ ტანჯული ალექსანდრ ბლოკი.  


               ლუნაჩარსკი სიტყვასიტყვით ემუდარებოდა სტუდენტებს და მასწავლებლებს რომ მათ შეეწყვიტათ ახალი ხელისუფლების ბოიკოტი. 


           საყოველთაოდ ცნობილი მწერლებიდან ბოლშევიკებთან თანამშრომლობდა მარტო მაქსიმ გორკი,მაგრამ ისიც იმდენად გამანადგურებლად აკრიტიკებდა ბოლშევიკებს რომ ლენინი,ვისთვისაც ძვირფასი იყო მწერლის მხარდაჭერა,ვითომც ვერ ამჩნევდა ამას. 


       1924 წელს დაწერილ წიგნში "ლიტერატურა და რევოლუცია" ტროცკი ზიზღით და სიძულვილით ლაპარაკობს რუსულ ინტელიგენციაზე იმიტომ რომ ის უარყოფს ბოლშევიკურ რეჟიმს...


       დროთა მანძილზე მრავალი ინტელიგენტი შეურიგდა ხელისუფლებას,
ხშირად იმიტომ რომ არ დახოცილიყვნენ შიმშილით,მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ისინი შეიძლება ჩაითვალონ ხელისუფლების უნებურ თანამშრომლებად. 


         ხელისუფლებამ მიიზიდა უმეტესად ეპიგონები და ხელოსნები,რომელთაც არ ჰქონდათ თვითმყოფადი შემოქმედების უნარი. 


        ნაცისტური გერმანიის უნიჭოთა მსგავსად ისინიც შელაგდნენ მმართველ პარტიაში და ეძებდნენ მის მაღალ მფარველობას. 


   კულტურის სფეროში შედარებითი შემწყნარებლობის პოლიტიკამ შესძლო,სულ მცირე,დანარჩენთა ნეიტრალიზაცია.


           ლენინი ნიკოლოზ მეორის მსგავსად ზიზღით და ქედმაღლურად უყურებდა რუსულ ინტელიგენციას და თვლიდა რიმ შესძლებდა მის ყიდვას ცოტაოდენი თავისუფლების და ზოგი მატერიალური შესაძლებლობის ფასად...  


                  ლენინის სიცოცხლეში ბოლშევიკებთან თანამშრომელი მწერლები და მხატვრები არ უჩიოდნენ სამუშაო პირობებს,მაგრამ ისინი ვერ ჩაეწერენ ახალი ბატონების მიერ დადგენილ მკაცრ ფარგლებში. იმ ვითარებაში როდესაც კულტურის გამგებლები არ თვლიდნენ ადამიანს ერთადერთ და განუმეორებელ,საკუთარი ნებისა და სვინდისის მქონე არსებად და პირიქით,ვისთვისაც ადამიანი იყო თავისი კლასის ეკონომიკური ინტერესებით განსაზღვრული ტიპი და მეტი არაფერი, ამ მწერლებმა და ,ხატვრებმა ვერ შექმნეს ვერაფერი არსებითი. 


             ბოლშევიკებს ეჯავრებოდათ ინდივიდუალობა მის ნებისმიერ გამოვლინებაში. 1920-ანი წლების საბჭოთა ხელოვნების ცნობილი თეორეტიკოსი წინასწარმეტყველებდა რომ ინდივიდუალური აზროვნება გაქრება და მას შეცვლის "მექანიზებული კოლექტივიზმი". 


            ამ მიდგომით რჩებოდა ტიპიური სახეების დაშტამპვა. აღარ იყო ადგილი
"დადებითი" ბურჟუასთვის და "უარყოფითი" მუშისთვის.    


             საბჭოთა დრამატურგია და პროზა წალეკა  დაშტამპული ფრაზებით მოლაპარაკე და თოჯინებივით მოქმედი პერსონაჟების ნიაღვარმა. ამ პერსონაჟებს ცოტა ხნით ეძლეოდათ გზიდან გადახვევის საშუალება,მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა გამოსწორებულიყვნენ. 


           ამ სისულელით გაბეზრებული მწერლები გაერთვნენ ფორმალური ექსპერიმენტებით. მათ ამ ექსპერიმენტით სურდათ უბადრუკი შინაარსის შენიღბვა....ეს თამაში იქცა თვითმიზნად...    


           





«








.




* * * | Русская революция. Книга 3. Россия под большевиками 1918-1924 | * * *

No comments: