2.08.2012

საინგილო+


მაგდა მემანიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი "საქართველო"-1915-1921 წწ. //აფხაზეთის,სამაჩაბლოსა და საინგილოს პრობლემატიკა//. დისერტაცია ჟურნალისტიკის მიმართულებით ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად:

III საინგილო
ინტერესი საქართველოს კიდევ ერთი, მეტად დაძაბული რეგიონის, საინგილოსადმი იმდენად გამოკვეთილი გახლდათ, რომ იქიდან მოწერილი
კორესპონდენციები 1917 წლის რევოლუციის მყვირალა ამბებმაც კი ვერ დაჩრდილა.
ყველა სხვა განაპირა რეგიონის მსგავსად ჯერ სპარსეთის, შემდეგ რუსეთის დამპყრობლურმა პოლიტიკამ აქაც თავისი უარყოფითი შედეგი დატოვა.
ეთნიკურად ქართველის მოსახლეობის დიდი ნაწლი გამაჰმადიანდა, ქართული ენა დაკნინდა, რადგან ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა ლეკურად საუბრობდა. საინგილოში, ანუ ზაქათალის ოლქში, როგორც მას გაზეთ “საქართველოს” კორესპონდენტები მოიხსენიებდნენ, მხოლოდ კახი და მისი შემოგარენიღა იყო ქართული კულტურისა და ორიენტაციის მქონე.

საინგილოს შესახებ დაბეჭდილი პუბლიკაციების უმრავლესობა სოციალურ პრობლემებს ეძღვნება, შეხვდებით ისტორიული ცნობების შემცველ რამდენიმე მასალას, განსაკუთრებული ინტერესით იკითხება ის საგაზეთო პუბლიკაციები, რომლებიც საინგილოში არსებულ რელიგიურ დაპირისპირებას ეძღვნება. საინგილოს შესახებ ძირითადად სამი პუბლიცისტი – რ. ინგილო. ზ. ედილი, მ. ჯანაშვილი - წერდნენ, მაგრამ აქა-იქ სხვა ავტორებიც (მაგალითად, ილია ჭყუნია, ) გაიელვებენ. გაზეთში მოთავსებული მასალები ოთხ ჯგუფად დავალაგეთ. 1. XX საუკუნის დასაწყისის საინგილო, 2. სოციალური პრობლემები საინგილოში (ეს ძირითადი და ყველაზე ვრცელი ქვეთავია), 3. რელიგიური ბრძოლა საინგილოში, 4.  საინგილოს ისტორიისა და ტრადიციის ასახვა
“საქართველოს” ფურცლებზე.

1. XX საუკუნის ოციანი წლების საინგილო
1917 წლის “საქართველოს #130-ში ილია ჭყონიას პუბლიცისტურ წერილს “საქართველოს სანაპიროები”. პუბლიკაციის მიზანი დასაწყისშივე ასეა განმარტებული: “საქართველოს დაძაბუნება იმ დროიდან დაიწყო, როცა მას მტრებმა სანაპიროები ჩამოათალეს: ჯერ ჭანეთი, მერე სამცხე, შემდეგში საათაბაგოდ და ოსმალეთის საქართველოდ წოდებული ადგილები, და ჰერეთი, რომლის ერთი ნაწილი დღეს ზაქათალის ოლქია... ყველა ეს სანაპიროები საქართველოსათვის ის იყო, რაც კაცისათვის ზურგის ხერხემალია, თუ
106 დაავადდა ეს უკანასკნელი – სუსტდება კაცის მთელი აგებულებაც, ასე მოუვიდა
ჩვენს სამშობლოს ამ სანაპიროების ჩამოთლით. თუ გვინდა, კვლავ გავძლიერდეთ, როგორც ერი, ისევ უნდა აღვადგინოთ მათთან ძმური, ეროვნული ერთობა.213” ავტორს, როგორც ჩანს, ყველა ამ კუთხის მიმოხილვა სურდა, რადგან ზათაქალის ოქლის (საინგილოს) მიმოხილვას აწერია “I”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი არ შესრულებულა. ილია ჭყონიას მონაცემებით საინგილოში ცხოვრობდნენ მკვიდრი ლეკები – 46 250. დაღესტნის ლეკები - 10 000, სხვა მაჰმადიანები – 25 000. ქართველები (ქრისტიანები, მაჰმადიანები) - 17 000, სომხები – 1 500, სხვა ხალხი – 50. სულ – 100 000.214 საინგილოში გაბატონებული ენა თათრული (აზერბაიჯანული, თურქული) ყოფილა, ლეკურად 22 სოფელში საუბრობდნენ. 22 ქართული სოფლიდან ცხრამეტში გაიგონებთ
ქართულ ენას, ორ სოფელს კი მშობლიური ენა სრულიად დაევიწყებინა ...
ქართულად საუბარი შეეძლოთ ლეკების 16-მდე სოფელშიც.215 საინგილოს მკვიდრი მცირედი ქართველობიდანაც ბვრი ლეკდებოდა.

“საქართველოს” პუბლიცისტის თქმით, ამ პროცესს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, ზოგი სოციალ-დემოკრატიული სულისკვეთებით იყო განწყობილი, ზოგი ომში გაწვევას ემალებოდა, ზოგ ინგილოს კი, აღარ სჯეროდა საკუთარი ქართველობა. საინგილოს მკვიდრი ლეკები ქართული რასის ტიპიური წარმომადგენლები არიან, დაღესტნიდან ჩამოსული ლეკები კი, მართლაც ლეკური იერით გამოირჩევიან, – წერდა ილია ჭყონია. Mისი თქმით, აქაურ ლეკში ქართველი რომ გაურიო, ვერაფრით გამოარჩევ, მაგრამ ერთი დაღესტნელიც რომ გაურიო, მაშინვე მივხდები, რომ მკვიდრი არ არისო. მოხუც ლეკთა თქმით, იქაური მოსახლეობა 1860 წლამდე ქართულად იცვამდა, XX ს.ის დასაწყისშიც ქართულის ცოდნა იქ ისეთივე პრესტიჟულად ივლებოდა, როგორც ქართველებში - რუსულის ცოდნა.

საპატიო სტუმრის მოსვლისას საინგილოს ლეკის ქალები (ჭყონიას თუ დავუჯერებთ, გადარჯულებული ქართველები) ქართულ გულისპირიან კაბებს იცვამდნენ, ოღონდ, თავის დაბურვის წესი არაქართული ჰქონდათ. “ვერსად საქართველოში ვერ ნახავთ იმდენ ეკლესიებს და მონასტრებს რამდენ ნაშთებსაც ეკლესია-მონასტრებისას შეხვდებით ზაქათალის ოლქში. ცხრა მეათედი ამ ნაშთებისა მთებშია და მთების ძირა სოფლებში”, წერს “საქართველოს” კორესპონდენტი. 216
107
XX საუკუნის დასაწყისის საინგილოს შესახებ ცნობებს გვაწვდი მ. ჯანაშვილი. მისი თქმით, ზაქათალის ოლქში 14 000 ინგილო ცხოვრობდა,, (ილია ჭყონიასგან განსხვავებით, ჯანაშვილი ინგილოთა გაცილებით მცირე რიცხვს ასახელებს, მ.მ.). ინგილო დიმიტრი ჯანაშილი პირველი იყო, ვინც თბილისის სემინარიაში მიიღო განათლება, შემდეგ მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და სწავლის საქმეს აქ ჩაუყარა საფუძველი. მან ინგილო მასწალებელთა რამდენიმე თაობა აღზარდა და დღეს 5 000 ქრისტიან ინგილოთა შორის ორასია ქართული წერა-კითხვის მცოდნეო. “იმავე დროს მაჰმადიანი ინგილოები უმეცრების მორევში იხრჩობიან... ქრისტიან ინგილოებში, რომ სამშობლო ქვეყნის, ღვიძლ
ეროვნების და წინსვლა-წარმატების სიყვარული უაღრესად განვითარებულია, მაჰმადიან ინგილოებში მარტო იმას დაეძებენ, რომ როგორმე გადაგვარდნენ და ქართველები ქართველებს აღარ დაემსგავსონ”217, წერდა მოსე ჯანაშვილი.

მაჰმადიან ინგილოების ჩამორჩენილობაზე ჩივის ზ. ედილიც. აფხაზეთში ჩასვლამდე მან სამეგრელო გაიარა და მეგრული, კოპწია სახლების დანახვამ გაახსენა დროს ჩამორჩენილი ინგილოების ყოფა. “რამოდენა კონტრასტია სამეგრელოსა და საინგილოს შორის... მთელს საინგილოში ერთ სახლსაც კი ვერ იშოვნით ასე კოპწიას, მოხდენილს და მით უფრო _ სუფთას. უნებლიეთ ვაძლევ ჩემს თავს კითხვას, როგორ ვერაფერი ვერ ვისწავლეთ ერთმანეთისაგან, როგორ ვერავის ვერ წავებაძენით და ვისწავლეთ რამე ინგილოებმა... არ
გეგონოთ ინგილო მეგრელზე ღარიბი იყოს, არა და ათასჯერ არა. ინგილო მდიდარია შედარებით, მაგრამ არა აქვს შნო და უნარი უკეთესის ცხოვრებისა”218.

ამ ვრცელი ციტატის მოტანა იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეჩევენებინა, დაგვენახებინა, თუ რას ფიქრობდნენ “საქართველოს” პუბლიცისტები იმდროინდელი საინგილოს ყოფა-ცხოვრებაზე. მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ, უფრო კი ჩრდილო-კავკასიურ დაბალი კულტურის მქონე ერებთან სიახლოვემ ზაქათალის ოლქი არასახარბიელო მდგომარეობში ჩააყენა. ეროვნულდემოკრატიული სულისკვეთებით განწყობილ ადამიანებს გული სწყდებოდათ, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მაღალი კულტურის მქონე მხარის ასეთ დაქვეითებას ხედავდნენ. ისინი ცდილობდნენ გამაჰმადიანებულ
ინგილოებშიც გაეღვიძებინათ ეროვნული შეგნება, საქართველოს მთლიანობისა და პროგრესიული განვითარების სურვილი. სურდათ ლეკური, დაღესტნური თუ ჩერქეზული სინამდვილისაგან ქართული, უფრო განვითარებული, სინამდვილისაკენ მოეტრიალებინათ ინგილოები.
108
მ. ჯანაშვილი წერდა: მაჰმადიანური რჯულისაა არაბი, ჩერქეზი, ოსმალო, სპარსი, მაგრამ საკუთარ ეროვნებაზე უარს არავინ ამბობს, “აგერ აჭარაკლარჯეთის ქართველები მაჰმადიანობენ, მაგრამ მაჰმადიანობა იმათ არ უშლის, რომ იყვნენ კარგი ქართველები”.219 ავტორი სტატიის დასასრულს კვლავ უბრუნდება ამ თემას და ასეთი მოწოდებით ასრულებს საკუთარ სათქმელ: მიჰბაძეთ თქვენს მოძმე ქრისტიან ინგილოებს, განათლდით სწავლით, გაიხარეთ ცოდნით, თვითცნობიერებით, თუ არადა დარჩებით ღატაკად და გაითქვიფებით უმრავლესობის მორევში. ჩვენ თქვენი ქრისტიანობა კი არ გვინდა, არამედ თქვენი განათლება, თქვენი ცნობიერება, მაშ შეგვიყვარეთ, როგორც გვიყვარხართ”220.

ამ მოკლე ქვეთავში, ვცადეთ, გადმოგვეტანა ის განწყობილება, რომელიც XX საუკუნის ათიანი წლების საინგილოზე საუბრისას ქართველ პატრიოტთა გულსა და გონებას აფორიაქებდა. ისინი ხედავდნენ, რომ საუკუნეების განმავლობაში დამპყრობელთა მავნე გავლენის ქვეშ მყოფი საინგილო თავის უზარმაზარ პოტენციალის გონივრულად ვერ იყენებდა.
ნოე ჟორდანია ქართველ ნაციონალისტებს, მართალია, ბურჟუაზიული ბატონობის გავრცელებასა და გლეხების ჩაგვრაში ადანაშაულებდა, მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული ჯგუფს წარმომადგენელთა ზემოთ ციტირებულ მოწოდებაში ძნელია დაინახო გლეხთა ჩაგვრის სურვილი (ბურჟუაზიის განვითარების სურვილის კი აუცილებლად დაინახავთ). ეროვნულ-დემოკრატებს ბარჟუაზიული საზოგადოების განვითარება მართლაც პროგრესულ მოვლენად მიაჩნდათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით ფეოდალურ წყობილებაში დიდხანს დარჩენილი ქვეყანა პროგრესის გზაზე შედგებოდა. სოციალისტდემოკრატეის კი, საქართველოს განაპირა რეგიონებში სოციალიზმის იდეებს ავრცელებდნენ, რადგან ნაციონალიზმს მუშათა და სოციალ-დემოკრატიის მტრად სთვლიდნენ.

“ამათთვის (ნაციონალისტებისათვის) ნაციონალიზმი, ერის უფლებათა დაცვა არის მხოლოდ ის პირბადე, რომლითაც საზოგადოებაში გამოდიან და თავის კლასიურ ბატონობას იცავენ”221, – წერდა ნოე ჟორდანია. საბედნიეროდ, სოციალიზმის ქადაგებას საინგილოში სავალალო შედეგები არ მოუტანია. ეს, ალბათ, ინგილოთა სიდინჯისა და პატრიარქალურ ბუნების `ბრალი~ უფროა. ფაქტი კი ერთია, როდესაც სოციალ-დემოკრატები
109
სოციალიზმისა და მუშათა კლასის ინტერესის დაცვას ქადაგებდნენ,  ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ეკონომიურ წინსვლას, დაუღალავ
შრომას და ამით საქართველოს რესურების სრულ გამოყენებას უჭერდნენ მხარს:
`გამდიდრდით, იმუშავეთ, შეიძინეთ! – მივმართავდით გლეხს, მუშას, თავადაზნაურსა
და ინტელიგენციას~222, – წერდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი.

ეროვნულ-დემოკრატიულად განწყობილი ქართვლების პოლიტიკა საინგილოსთან დამოკიდებულებაშიც შესანიშნავად გამოიკვეთა. XX საუკუნის ათიანი წლების საინგილო შემდეგ ქვეთავში უფრო დეტალურად წარმოჩინდება, ამ ქვეთავში კი ის ზოგადი განწყობა აღვბეჭდეთ, რომლითაც იმდროინდელი ქართველი პატრიოტები საქართველოს ერთ-ერთ ძირძველ კუთხეს ეკიდებოდნენ.

2.სოციალური პრობლემები საინგილოში
ამ ქვეთავში რამდენიმე ნაწილადიქნება წარმოდგენილი ის ძირითადი პრობლემატიკა, რომელიც საინგილოს ოლქს 1918 წლის მაისამდე აწუხებდა. საინგილოს, როგორც მთლიანად საქართველოს, უამრავი გასაჭირი ჰქონდა, სხვაზე რომ არ ვისაუბროთ, მხოლოდ პირველი მსოფლიო ომი და ამ ომისაგან მოყენებული მატერიალური თუ სულიერი ზარალი რად ღირს, მაგრამ გაზეთ `საქართველოში~ წარმოდგენილი პუბლიკაციები თემის სამი კუთხით გავრცობის საშუალებას გვაძლევენ. ვისაუბრებთ სურსათის ნაკლებობასა და ვაჭრობის დანაშაულებრივ გზებზე, მძიმე კრიმინალურ მდგომარეობასა და განათლების საკითხებზე.

2.1 სასურსათო პრობლემა
1915 წელს დასავლეთ საქართველოს გვალვამ და უპურობით გამოწვეულმა საშინელებამ 1916 წელს საინგილოში გადაინაცვლა. მართალია, ომი იყო და გზებიც ჩაკეტილი გახლდათ, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობისაგან მაინც ვეღირსეთ რამოდენიმე ვაგონ ხორბალს. უპურობით გატანჯულ საინგილოში კი პური კვლავაც არ ჩადიოდა, ვაგონები სტავროპოლში იყვნენ გაჩერებულნი, სახელმწიფო რკინიგზა ხორბლის ჩამოტანას აფერხებდა, კერძო სარკინიგზო კომპანიები კი თითსაც არ ანძრევდნენ, რადგან სახელმწიფო ტვირთის გადაზიდვიდან მცირე შემოსავალი ერგებოდათ.223
110
შაქრის ფასი 70 კაპიკამდე გაიზარდა (ომის დამთავრებამე კი სამ მანეთამდე გაძვირდა), მაგრამ გაძივრებული შაქარიც არ იშოვებოდა, რადგან ერთმა სომეხმა საინგილოში შემოსული მთელი შაქრის მარაგი შეისყიდა და მხოლოდ თავად ყიდდა. მთავრობამ აკრძალა საინგილოსა და დაღესტანს შორის ვაჭრობა, რის გამოც დაღესტანში გაძვირდა ის, რაც საინგილოდან შეჰქონდათ (ჩაი, შაქარი, ბრინჯი), საინგილოში კი ცხვარი და ერბო დეფიციტი გახდა.224
არ იშოვებოდა შაბიამანი (ეს, მთელი საქართველოს პრობლემა იყო და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგაც ვერ გადაწყდა), რის გამოც ნადგურდებოდა ვენახები, კარგი მოსავალის ბოლო იმედიც გაუქარწყლებიათ შემოსეულ ფრინველებს (#115, 1916წ.).

ომის პარადოქსი, როცა ფული გაქვს, მაგრამ ვერაფერს იშოვნი, საინგილოს ყოველდღიურ რეალობად იქცა. სოფელ კახსა და ზაქათალაში გახსნილი სამომხმარებლო   საზოგადოებები ვერ ასრულებდნენ საკუთარ დანიშნულებას. იმის მაგივრად, რომ მთავრობის მიერ რეგიონში შეღავათიან ფასად შეგზავნილი პროდუქტი  მოსახლეობისათვის გაენაწილებინათ, სამომხამრებლო საზოგადოების წევრები ერთმანეთში იყოფდნენ ნადავლს და მერე გაცილებით ძვირად ყიდდნენ (#288, 1916წ.).
მოსახლეობის გაუსაძლისი მდგომარეობით სარგებლობდნენ სომეხი ვაჭრები. მეაბრეშუმეობის მიმდევარ ინგილოებს ან ძვირად აძლევდნენ აბრეშუმის
თესლს, ანდა უფულოდ მისცემდნენ, სამაგიეროდ კი, მოყვანილი აბრეშუმის ერთ
მესამედს ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთ მეოთხედს ართმევდნენ (#101; #137,
1916წ.).
არავის სურდა განაპირა, მძიმე პირობებში მცხოვრებ მხარეში ექიმად წასვლა, `საქართველო~-ს ერთ-ერთ ნომერში აღწერილია, თუ როგორ სცემა დაგვიანებისათვის ახალმივლინებულმა რუსმა ექიმმა პაციენტი. საინგილოში მომუშავე სამი ექიმიდან საბოლოოდ ერთი, მოხუცი ექიმიღა შემორჩა, ამიტომაც დალაქებს, ხაბაზებს და სხვა პროფესიის ხალხს ხელობა შეუცვლიათ და ექიმბაშობა დაუწყიათ, ერთმა ასეთმა თათარმა ექიმბაშ-დალაქმა კინაღამ იმსხვერპლა პაციენტი (#288, 1916წ.).

გაჭირვებამ და ყოველი სახის პროდუქციის დეფიციტმა ინგილოს გაუჩენელი გააჩენინა. გაზეთ „საქართველო“ ში ვკითხულობთ, რომ ინგილოებს 111 გამოუგონიათ ხის კუსტარული ფეხსაცმელი, რომელიც სამი მანეთი ღირდა და წელიწადნახევარი ძლებდა (#288, 1916წ.) პროდუქტის (პურის, შაქრის, შაბიამნის, აბრეშუმის, თესლის...) ერთი პირის მიერ შესყიდვა და მონოპოლიზებამ; აგრეთვე დაღესტანსა და საინგილოს შორის ვაჭრობის აკრძალვამ დააჩქარა უკანონო ვაჭრობის პროცესი. ამ საკითხზე მიძღვნილ პუბლიკაციათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წერილის ავტორი გვატყობინებს: `აქაური ვაჭრობა ხომ სულ მთლად სომხებისა და თათრების ხელშია. ეს ორი ერი, უმეტესად ვაჭრები რაღაც გაურკვევლად ერთიმეორეს ეკინკლავება და ორივენი ერთად კი ღარიბ-რატაკ მაცხოვრებლების ზურგზე გადადიან~. ზაქათალაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესს რომ გაეცნობით, მაშინ მიხვდებით, თუ რატომ უწოდა გერმანულმა გაზეთმა რუსეთის იმპერიის ვაჭრებს `наши союзники в тылу русской армии~.225

დაბოლოს, საინგილოში გამეფებული უსურსათობის, უტანსაცმლობის, უექიმობის მძიმე მდგომარეობა, რომელსაც სასტიკი და უსამართლო ვაჭრობის წესი უფრო ამძიმებდა, არ იქნება სრულყოფილი, თუ არ აღვწერთ საინგილოს ადმინისტრაციული ცენტრის ზაქათალის მდგომარეობას.

`საქართველო~-ს კორესპონდენტის თქმით, ზაქათალაში დაინგრა არხებზე გადებული ხიდები, აიყარა ქვაფენილი და წვიმის დროს ტალახში ჩაფლულს ძნელად თუ ვინმე ამოგიყვანდათ. აღარ ნათდებოდა ქუჩები, ქალაქის ახალმა თავმა განათების იმედიც კი გაანადგურა, როცა ბოძებიდან ფარნები ჩამოხსნა, ჟურნალისტის საბოლოო შეფასება ასეთია: `შესაბრალის ქალაქი ზაქათალა~.226 გაუსაძლისი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ლოგიკური შედეგი იყო კრიმინალური სიტუაციის გამწვავება, თუმცა ამ ობიექტურ მიზეზებს 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კიდევ ერთი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც დაერთო.

2.2. მძიმე კრიმინალური მდგომარეობა
საინგილოში გამეფებული მწვავე კრიმინოგენული ვითარების მიზეზი გახლდათ რევოლუციის შემდეგ არსებული სამართალდამცავი ორგანოების დაშლა, ამიერკავკასიის ერთიანი მთავრობის პირობებში კი ახალი სტრუქტურები 112 ვერ იქმნებოდა. ძალოვანი სტრუქტურის არქონის პირობებში ათასი ჯურის დამნაშავე მთელ საინგილოში თავისუფლად დადიოდა.

საინგილომ თავისუფლება (მეფის რუსეთის დაშლა) 25 მარტს დიდი ზარზეიმით
აღნიშნა. იქაურმა ინტელიგენციამ ბაზართან ახლოს მიტინგი გამართა `ორატორები რიგ-რიგობით უმართავდნენ ხალხს თავისუფლების მნიშნველობას, ყველანი თავ-თავის ენაზედ ქართულზედ, სომხურზედ, თათრულსა და ლეკურზედ... ყველა ორატორი მოუწოდებდა ყველას თავისუფლების გამოცხადებასთან ერთად წასულ ეროვნულ ქიშპობისა და მტრობის დავიწყებას და ერთად მოქმედებას და ძმობა-ერთობას.227~
თავისუფლებამ, რომელსაც ასეთი ზარ-ზეიმით შეხვდნენ ინგილოები, ბევრი სიმწარე მოუტანა ზაქათალის ოლქს. გავრცელდა საოცარი ქურდობა და ყაჩაღობა. იპარავდნენ გასალეწ ხორბალს, სახლებს თავს ესხმოდნენ და საქონელი მიჰყავდათ, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დადიოდა, მარტო სიარულს ვერ ბედავდნენ მოთარეშე ავაზაკების შიშით. ცოცხლად დაწვეს მოზარდი, რომელმაც იცნო თავისი კამეჩების ქურდები (#291, 1917წ.). ცოცხლად დაწვა შურისძიების ფრიად მიღებული ფორმა იყო, რადგან ქრისტიანი მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (არა დაყაჩაღების გამო, არამედ სარწმუნეობრივი შუღლის გამო) ასევე ცოცხლად დაწვეს (#6, 1918წ.). ინგილოებმა იცოდნენ, თუ ვინ იყო დამნაშავე, მაგრამ შიშით ვერ ამხელდნენ.

ზ. ედილი 1918 წელს საინგილოში დაბრუნდა. კახეთის რკინიგზით მგზავრობისას საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ წაართვეს ლეკებს შაქარი, ჩაი და თუთუნი კერ სომეხმა ჯარისკაცებმა, შემდეგ კი, ქართველმა ჯარისკაცებმა, ამიერკავკასიის ერთიანი სახელმწიფოს არსებობას ხომ სამმაგი (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) არმიები იცავდნენ. ჯარისკაცებმა არ ისმინეს საინგილოს მკვიდრი ლეკების მუდარა: ღვინოს ჩვენ არა ვსვამთ და არაყს, ჩაი მაინც შეგვარჩინეთო. ზ. ედილის თქმით, ლეკები გაოცებულნი
ყოფილან, განა რა დავუშავეთ ქართველებს, რომ ასე სასტიკად გვექცევიანო?
(#35, 1918წ.) საინგილოს ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ზაქათალა თითქმის
დაცარიელდა, ორი-სამი სომეხის მკვლელების შემდეგ ქალაქი ძირითადად
სომხურმა მოსახლეობამ დატოვა, ვაჭრობა ჩაკვდა. ლეკების არაერთი თხოვნის 113
მიუხედავად, სომხები არ ბრუნდებოდნენ, პროდუქტზე არსებული დეფიციტი
უფრო გაიზარდა, სომეხთა არაკანონიერი ვაჭრობაც კ,ი სანატრელი გახდა
საინგილოსათვის (#35, 1918წ.).

წესად იქცა ქრისტიანული ეკლესიებისა და სოფლების დარბევა. დარბევის ძირითადი მიზეზი რელიგიური დაუნდობლობა იყო, მიზანი კი ხელის მოთბობა და ძარცვა გახლდათ. დაარბიეს ქრისტიანული სოფელი კახი (#35, 1918წ.), დაარბიეს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი. ტაძარი, რომელსაც მაჰმადიანი ინგილოებიც კი ფიცულობდნენ, გაზეთი „საქართველო“ გვატყობინებს: სოფელ ალიბეგილოში რამდენიმე ქრისტიანი ინგილოს მოკვლა არავის გაჰკვირვებია, რადგან ეს `ეს ახალია, ძველია~, მაგრამ ქურმუხის ტაძრის შებილწვა და გაძარცვა წარმოუდგენელი სითავხედვა, რადგან `ამაზე მეტ
შეურაცხყოფას ვერ მიაყენებთ ინგილოს~ (#98, 1918წ.). მკვიდრ მოსახლეობას არაფერი გამოეპარებოდა, ხვდებოდნენ, რომ მათ თავს დატეხილ უბედურებაში ლეკებს ამჯერად წვლილი არ მიუძღოდათ. ავაზაკები ძირითადად თათრული სოფლის გეინუქის (ნუხის მაზრა) მკვიდრნი იყვნენ. გეინუქის თათარ მოსახლეობას ძალმომრეობითა და ძარცვა-გლეჯით სახელი შორს ჰქონდა განთქმული. ამ საერთო უბედურებამ საინგილოს ლეკები
და მაჰმადიანი თუ ქრისტიანი ინგილოები გააერთიანა. კაკის დარბევის დროს ლეკებს ბევრი ქართველი შეუფარებიათ და მათი ქონების ნაწილიც გადაურჩენიათ.

1917-1918 წლებში მსოფლიო ომში თურქეთის წარმატებებმა პანისლამისტურად განწყობილი კავკასიის თათრები გაათავხედა. ისინი ძალმომრეობდნენ აშკარად და ყველგან (სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში), სადაც ხელი მიუწვდებოდათ თავის ნებას ძალადობით ახვევდნენ თავს ადგილობრივ მოსახლეობას. ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა, რომ ქართველი მენშევიკების უმრავლესობის მიერ ლამის საოცნებოდ გამოცხადებული ინტერნაციონალური სახელმწიფო კავკასია (რომლის შიგნითაც ეროვნული თვითმმართველობები იქნებოდა) არ შედგა228, ამიერკავკასიის ერებს ბევრ საერთო მიზანთან ერთად ერთი-ორი ისეთი მიზანიც აღმოაჩნდათ, სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ამისი დასტურია, თუნდაც 1918 წელს თურქეთსა და
ამიერკავკასიის მთავრობას შორის გამართული ტრაპზონის საზავო 114 მოლაპარაკება, სადაც აზერბაიჯანელი დელეგატები თურქეთის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე ამიერკავკასიის სახელმწიფოსას.

როგორ ცდილობდნენ ინგილოები თავის დაცვას? მიმართავდნენ მთავრობას (ამიერკავკასიის კომისარიატს), საქართველოს ეროვნულ საბჭოს, კათალიკოზს, შეიხ-ულისლამს და ამაოდ ელოდნენ დახმარებას. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტები, ისევე, როგორც მთელი მთავრობა, უძლური იყო. `

საქართველო~-ს კორესპონდენტმა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საინგილოში შექმნილი ვითარება ასე შეაფასა: `ვერ ჩამოითვლება ყველა ის უბედურება, რომელიც ამ `თავისუფლების~ ხანას მიაყენეს მაჰმდიანებმა ჩვენს მოძმე ინგილოებს... საქრისტიანო საინგილოს ანადგურებენ ისე, რომ მომავალ საქართველოს სახელმწიფოში ინგილოების სახსოვრად შეიძლება დაგვრჩეს მხოლოდ თბილისში მაცხოვრებელი ორიოდე ინგილო~.229 `საქართველო~-ს კორესპონდენტს ესმოდა, რომ საერთო ანარქიის ჟამს საინგილოში იდელური ყოფა ვერ იქნებოდა, მაგრამ იმას, რაც კახში და სხვა ქრისტიანულ სოფლებში დატრიალდა საერთო ანარქიაც ვერ ამართლებდა.230 ბუნებრივია, ასეთი ყოფა ისედაც გაუცხოვებული ინგილოების ნდობას სამშობლოსადმი უფრო შელახავდა, უთქვამთ კიდევ თბილისის წრეებში მიღებული ზაქარია  ედილისათვის: `არავინ მოვიდა, არავინ მოგვხედაო, რამდენი ტელეგრამა გავაგზავნეთ და ერთი სანუგეშო სიტყვაც არავინ მოგვწერაო. განა საჭირო არ იყო, რომ მოვერიგებინეთ ერთმანეთთან და ასეთი რამ აღარ დაგვმართნოდაო... ღმერთმაც დაგვივიწყა და ქართველებმაცო~.231

2.3 განათლების საკითხები
XX საუკუნის ათიანი წლების საინგილოს ყოფის სოციალური მხარე არასრულყოფილი იქნებოდა განათლების შესახებ შექმნილი საგაზეთო პუბლიკაციების გარეშე. `საქართველო~-მ საზოგადოებრივი ცხოვრების ეს მხარე, რა თქმა უნდა, გამოხმაურების გარეშე არ დატოვა. ამ გაზეთს არათუ სწავლა115 განათლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, არამედ ისიც კი აინტერესებდა, საინგილოში როგორი ამინდი იყო.

ზ. ედილმა თავის საისტორიო ნარკვევში `საინგილოს გადაგვარება~232 ინგილოთა ასილიმაციის XVII საუკუნეში დაწყებული პროცესი დაწვრილებით აღწერა, მანვე აღნიშნა ის უმთავრესი ისტორიული ფაქტები, რომლებმაც დააჩქარეს ზაქათალას ოლქში ქართული ცნობიერების აღმოფხვრა. პუბლიკაციის ბოლოს ავტორმა დასვა კითხვა: `რა უნდა ვქმნათ, რანაირად უნდა გამოვასწოროთ საქმე?~ და იქვე უპასუხა: `ჩვენი სხნა ეროვნულ სკოლებშია~.233 საინგილოში ერთადერთი ორკლასიანი ნორმალური სასწავლებელი არსებობდა სოფელ კახში, იქაც ქართულ ენას ძლიერ მწირად ასწავლიდნენ.

ინგილოსთვის რომ გეკითხა, ქართულ ჟურნალ-გაზეთებს რატომ არ იწერო, გეტყოდა, ენა არ ვიციო. ინგილოებმა რუსული წერა უკეთესად იცოდნენ, ვიდრე ქრთული და ოჯახაებში ხშირად ნახავდით შვილების გამოგზავნილ წერილებს, სადაც ქართული სიტყვები რუსული ასოებით იყო დაწერილი.234 საინგილოში სკოლის დასაარსებლად საჭირო ცნობები უნდა მოეკრიბა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს რ. ბურჭულაძეს. მისი დაკვირვებითმ ქართული სკოლა უნდა გასხნილიყო სოფელ  თასმალოში, რომელიც ზაქათალასა და კახს შუა მდებარეობდა და, ამდენად,  ყველასათვის ხელსაყრელი გახლდათ.

აი, როგორ აფასებდა რ. ბურჭულაძე საინგილოში ეროვნული სკოლის მნიშვნელობას: `საინგილოს ქართველ მაჰმადიანებს თავისი ეროვნული ვინაობა დაუკარგავთ და სარწმუნოებას და ეროვნებას ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ. აქაურ ქართველ მაჰმადიანების წარმოდგენით, შეუძლებელია, კაცი ქართველი იყვეს და ამავე დროს ქრისტიანი არ იყვეს ის, ამიტომაც, ქართული კულტურის ყოველივე ნასახს გაურბიან და სამშობლო ენასაც ნელ-ნელა ივიწყებენ... ასეთი შეუგნებლობა და მტრული განწყობილება ქართული კულტურისადმი არ არსებობდა არც აჭარაში და არც მესხეთ-ჯავახეთის მაჰმადიან ქართველთა შორის. ამის გამო დიდი შრომაა საჭირო, შრომა ხანგრძლივი და დიდი  „საქართველო“-ს 1916 წლის #109-ში გვ. 3 ვკითხულობთ: `ზაქათალას მხურვალე მზის სხივები საამურად დაჰყურებს მთელს არე-მარეს და სიცოცხლეს ჰფენს.  საღამოობით კი ცოტა წვიმა წამოვა”.
116
სიფრთხილით, რომ საინგილოს მაჰმადიან ქართველთა შორის ამოძრავდეს
ეროვნული გრძნობა.235~ ამავე პუბლიკაციაში გამოჩნდა ის დიდი სიფრთხილე, რომლითაც ეროვნული ცნობიერების გაღვივებასა და სკოლის დაარსებას ცდილობდნენ.
კერძოდ, თასმალოს ქართული სკოლის გასახსნელად საჭიროდ ჩათვალეს: ა) მასწავლებლად მამაკაცი მოეწვიათ, რადგან პატრიარქალურ საინგილოში
(აჭარისგან განსხვავებით) ქალს გავლენა არ ჰქონდა, ბ) უნდა მოეწვიათ ქართულის მცოდნე მოლა, რომელიც მშობლიურ ენაზე ასწავლიდა მაჰმადის სჯულს. თასმალოს სკოლის გახსნაში დიდ დახმარებას გაუწევდნენ ადგილობრივი მღვდელი მიხეილ ყულოშვილი და ახალგაზრდა ზ.ედილაშვილიო (ეს ზ. ედილია). თასმალოს სკოლა აუცილებლად გაიხსნებოდა, რომ არა, 1917 წლის თებერვლის რევოლუცია. თუმცა, რევოლუციის შემდეგ საინგილოში უფრო დიდი ქართული სკოლის გახსნა.

1917 წლის 25 მარტს, რევოლუციის აღსანიშნავად გამართულ მიტინგზე გადაწყდა, რომ კახში გაეხსნათ 1905 წლის რევოლუციონერის ინგილო კონსტანტინე ბაირამაშვილის სახელობის სკოლა. ერთ-ერთ გამომსვლელს (ეროვნებით თათარს) გულისამაჩუყებელი სიტყვაც კი წარმოუთქვამს იმის შესახებ, რომ საინგილოში სომხური და თათრული სკოლებია გახსნილი, სხვა ეროვნების წარმომადგენელთ აქ არავინ სდევნის და ახლა კი დროა ქართველებსაც თავიანთი სკოლა ჰქონდეთო და ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად
იქვე 285 მანეთი აუკრებიათ.236
თავისუფლებამ, რომელმაც რბევა და აოხრება მოუტანა საინგილოს, ეს მცირე საჩუქარიც კი ვერ გაიმეტა ამისთვის. პარადოქსია, მაგრამ რუსეთის მეფის დახმობის შემდეგ არ გაუქმებულა მეფის მოხელეთა სტრუქტურები, ოღონდ ამ ძველ უსამართლობას, ახალი, ანარქიული ყოფით გამოწვეული უაკნონობაც დაერთო.

სწორედ ეს მღვდელი გახდა რელიგიური დევნის მსხვერპლი, ამაზე დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ.
117
ანარქიის გამო მიყენებული ზარალი უკვე აღვწერეთ კრიმინალური სიტუაციისადმი მიძღვნილ ქვეთავში, მეფის მოხელეთა უკანონო ძალმორეობის საილუსტრაციოდ კი ისიც კმარა, რომ კონსტანტინე ბაირამაშვილის სახელობის ეროვნული სკოლა არ გაიხსნა, შენობა არ დასთმო რეალური სასწავლებლის მეფისდროინდელმა დირექტორმა სოფინმა. უფრო მეტიც, ახალი ეროვნული სკოლის გახსნის ნაცვლად დაიხურა მაჰმადიან  ინგილოთა სოფელ ალიაბათის ქართული სკოლაც.237

სკოლების პრობლემაც მოუგვარებელი რჩებოდა XX საუკუნის ათიან წლებში, მაგრამ ინგილოთა (განსაკუთრებით ქრისტიან ინგილოთა) მიდრეკილება სწავლისადმი უზომო იყო. მ. ჯანაშვილის ცნობით, პირველმა განსწავლულმა ინგილომ დიმიტრი ჯანაშვილმა თავის შემდეგ ბევრი ინგილო მასწავლებელი დატოვა და სკოლების არარსებობის მიუხედავად XX საუკუნის დასაწყისში 14000 ქრისტიანმა ინგილომ საქართველოს მისცა რამდენიმე ინჟინერი, აგრონომი, ექიმი.

ილია ჭყონიას თქმით, განათლებული ადამიანების რაოდენობით საინგილომ საქართველოს სხვა კუთეებს (ხონის გარდა) გაუსწრო238. ასეთი დამანგრეველი შედეგები მოუტანა საინგილოს თავისუფლებამ, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები მეორეხარისხოვანი მიზეზი იყო; კრიმინალური მდგომარეობის უკიდურესი გამწვავება სახელმწიფოს (მეფის რუსეთის) ნგრევამ და ახალი სახელმწიფოს არსებობამ გამოიწვია. ზუსტად ამავე მიზეზით იყო განპირობებული რელიგიური დაპირისპირებაც. შეგვეძლო ამ დაპირისპირების ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციებიც კრიმინალური სიტუაციისადმი განკუთვნილ პარაგრაფში გაგვეერთიანებინა, მაგრამ, ჩვენი აზრით, რელიგიური დევნა უფრო სხვა სახის, განსაკუთრებული ტიპის კრიმინალია, რომელიც სოციალურ პრობლემატიკის ფარგლებს სცდება, ამიტომ რელიგიური დაპირისპირებას ცალკე ქვეთავი მივუძღვენით.

123
საინგილოში კი მსგავსი რამ არ მომხდარა. ინგილოებს (ქრისტიანებს) არბევდნენ, მაჰმადიან და ქრისტიან ინგილოებს – ორთავეს – არ ჰქონდათ საკვების არჩევანი, თითქმის არ არსებობდა ეროვნული სკოლები და მაინც, მხოლოდ თითო ოროლა მწარე საყვედური ითქვა, არსად თქმულა ქართველებს მოვშორდეთ და მთიელთა კავშირს შევუერთდეთო. პირიქით, ინგილოების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი რ. ინგილო წერდა: ზაქათალის ოლქს საქართველო ვერ დათმობს, რადგან `აქ ქრისტიანობა
წმინდა ნინოზე უწინ უქადაგია ეპისკოპოსს ელისეს. მან შემოიარა ჰერეთი და ნუხის მახლობლად ააგო დიდებული ტაძარი, გიშის მონასტრად წოდებული, რომელიც დღეს სომეხთა ხელშია. ამგვარი ისტორიული ნაშთებით სავსეა საინგილო... დიდი მუყაითობა გვჭირია, რომ ეს კუთხე გადაგვარებას ავაცდინოთ. ამ წმინდა საქმეში დახმარება უნდა ვსთხოვოთ ჩვენს ძმებ აჭარლებს, რომელნიც ცხადზე უცხადესად დაუმტკიცებენ ინგილო მაჰმადიანს, რომ ერთსა და იმავე დროს შეიძლება იყო მაჰმადიანიც და ქართველიც256.
124
1 გაგოშიძე შოთა; ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XX საუკუნის 20-იანი წლები) ნაკვეთი I; თბ; 2004წ; გვ: 3
2 კედია სპირიდონ; “ჩვენი სიტყვა”; “საქართველო”; 1915წ; #1; გვ: 2 3 იქვე.
4 ადამაშვლი მ; “კარებები ჩავკეტოთ (გადამიჯნვის საფუძველი)”; “საქართველო”; 198წ; # 19; გვ: 2.
5 ჯანელიძე ოთარ; სპირიდონ კედია პოლიტიკური პორტრეტი; თბ. 2002 წ. 6 იქვე; გვ: 45-55.
7 იქვე; გვ: 45.
8 იქვე; გვ: 46.
9 ჯანელიძე ოთარ; ნარკვევები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან; თბ 2002წ; გვ: 166
10 ჯანელიძე ოთარ; სპირიდონ კედია პოლიტიკური პორტრეტი; თბ. 2002 წ; გვ: 47-48.
11 “საქართველო”; 1916წ; #19.
12 ჯანელიძე ოთარ; სპირიდონ კედია პოლიტიკური პორტრეტი; თბ. 2002 წ; გვ:გვ: 54
13 ჯანელიძე ოთარ; ნარკვევები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან; თბ 2002წ; გვ: 382-
383.
14 ამ-ბერი; “ილორის ბედი”; “საქართველო”; 1918წ; #25; გვ: 2.
15 ვეშაპელი გრიგოლ; “აფხაზეთისათვის”; “საქართველო”; 1917წ; # 107; გვ: 2.
16 აპ. წულაძე; მოგზაურის რამე-რუმე; “საქართველო;” 1916 წელი; # 211; გვ 3.
17 ს.კ-დია; საინგილო და წ. კ. საზოგადოება; “საქართველო;” 1915 წელი; # 10; გვ 1.
18 ჭუმბურიძე დოდო; ისტორიული პორტრეტები, დასაწყისი XX საუკუნისა; თბ; 2008წ; გვ: 209-210.
19 ედილი ზ; “შავი ზღვის სანაპიროებზე (მგზავრის შტაბეჭდილებანი)”; “საქართველო”; 1918წ; #9;
გვ: 4.
20 იქვე.
21 ედილი ზაქარია, “შავი ზღვის სანაპიროებზე (მგზავრის შთაბეჭდილებანი)”, “საქართველო” ; #8;
1918წ; გვ: 3.
22
ედილი ზაქარია; “შავი ზღვის სანაპიროებზე (მგზავრის შთაბეჭდილებანი)”; “საქართველო”; 1917წ;
#35, გვ 3.
23 ჯანელიძე ოთარ; საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბილისი, 2009წ; გვ: 123.
24 ედილი ზაქარია, “შავი ზღვის სანაპიროებზე (მგზავრის შთაბეჭდილებანი)”, “საქართველო” ; #8;
1918წ; გვ: 3.
25 იქვე.
26 Белая книга Абхазии; მოსკოვი; 1993წ; გვ:30.
27 თოთაძე ანზორ; აფხაზეთის მოსახლეობა ისტორია და თანამედროვეობა; თბ; 1995წ; გვ: 81-107.
28 თოთაძე ანზორ; აფხაზეთის მოსახლეობა; ისტორია და თანამედროვეობა; თბ; 1995წ; გვ: 82-86.
29
თოთაძე ანზორ; აფხაზეთის მოსახლეობა; ისტორია და თანამედროვეობა; თბ; 1995წ; გვ: 87.
30 Aპაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 49
125
31 Aპაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 49 იხ. სქოლიო
32 Aპაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 49.
33 თოთაძე ანზორ; აფხაზეთის მოსახლეობა; ისტორია და თანამედროვეობა; თბ; 1995წ; გვ: 87.
34 Aპაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 146.
35 ჩიტაია დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; გვ: 52; თბილისი;
2006წ.
36 იქვე.
37 გაბედავა მერი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წწ; თბ; 1993წ; გვ:11.
38 გამახარია ჯემალ; ქართულ აფხაზურ ურთიერთობათ ისტორიიდან; თბ; 1991წ; გვ :21-22.
39
იქვე.
40
იქვე.
41 თავდგირიძე ნიკო; ქართული პრესა; “საქართველო”; 1917წ; #171; გვ:2.
42 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 13-14.
43 ჩიტაია დავით; აფხაზეთის პარლამენტის ისტორიიდან; თბ; 2002წ; გვ: 19.
44 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 15.
45 იქვე; გვ: 16-17.
46 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 20.
47 იქვე; გვ: 21.
48 იქვე; გვ: 24.
49 ჩიტაია დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; თბ; 2006წ; გვ: 244.
50 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 27.
51 ჯანელიძე ოთარ; საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია; თბილისი; 2009წ; გვ: 124.
52 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 31.
53 იქვე.
54 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 36.
55 ჩიტაია დავით; აფხაზეთის პარლამენტის ისტორიიდან; თბ; 2002წ; გვ: 21.
56 ჩიტაია დავით; აფხაზეთის პარლამენტის ისტორიიდან; თბ; 2002წ; გვ: 23.
57 ჩიტაია დავით; აფხაზეთის პარლამენტის ისტორიიდან; თბ; 2002წ; გვ: 2.
126
58 ჩიტაია დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; თბ; 2006წ; გვ: 280.
59 ჩიტაია დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; თბ; 2006წ; გვ: 245.
60 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 41.
61 ჩიტაია დავით; აფხაზეთის პარლამენტის ისტორიიდან; თბ; 2002წ; გვ: 1.
62 ვეშაპელი გრიგოლ; “აფხაზეთისათვის”; “საქართველო; 1917წ; # 107; გვ: 2.
63 თ-დი ეტრე ანჩაბაძე; თ-დი მელიტონ ემუხვარი’ “მცირედი განმარტება”; “საქართველო”; 1916 წ;
#99; გვ: 3.
64 Aასკანელი პრ; “სოხუმი”; “საქართველო”; 1916წ; #150; გვ: 4.
65 Aიქვე.
66 Aპაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 162-164.
67 “ქართული ენა და სოხუმის ეპისკოპოსი”; “საქართველო”; 1916წ; #42; გვ: 2.
68 ედილი ზაქარია; “სკოლების გაეროვნება საქართველოს სანაპიროებში”; “საქართველო”; 1917წ; #
269; გვ: 3-4.
69 ედილი ზაქარია; “საინგილოდან აფხაზეთამდის”; “საქართველო”; 1917წ; #193; გვ: 4.
70 ედილი ზაქარია; “აფხაზეთის ვითარება”; “საქართველო”; 1917წ; #234; გვ: 4
71 პაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 152-153.
72 “მცირედი განმარტების გამო”; “საქართველო”; 1916წ; #100; გვ: 2.
73 “სოხუმის ამბები”; “საქართველო”; 1918წ; #130; გვ: 3.
74 პაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 49
75 პაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 150-151.
76 ედილი ზაქარია; “აფხაზეთის ეკლესიის გარუსების ისტორიიდან”; “საქართველო”; 1918წ; #37; გვ:
4.
77 იქვე.
78 იქვე.
79 “აფხაზთა დეპუტაცია”; “საქართველო”; 1916წ; # 99; გვ: 2.
80 “აფხაზეთის შუამდგომლობა”; “საქართველო”; 1916წ; #87; გვ: 3.
81 “აფხაზეთის ხმა”; “საქართველო”; 1916წ; # 87; გვ: 2.
82 “აფხაზთა დეპუტაცია ეგსარხოსთან”; “საქართველო”; # 100; გვ: 2.
83 “აფხაზების დეპუტაცია”; “საქართველო”; # 99; გვ: 2.
84 იქვე.
85 Eედილი ზაქარია; “საინგილოდან აფხაზეთამდის”; 1917წ; #269; გვ: 3-4.
86 “საქართველო”; 1917წ; # 24;
87 ედილი ზაქარია; “ავტოკეფალიის საკითხი აფხაზეთში”; “საქართველო”; 1917წ; #128; გვ: 4.
127
88 ედილი ზაქარია; “ავტოკეფალიის საკითხი აფხაზეთში”; “საქართველო”; 1917წ; #128; გვ: 4.
89 იქვე.
90 იქვე.
91 ედილი ზაქარია; “აფხაზეთშის ვითარება”; “საქართველო”; 1916წ; #125; გვ: 4.
92 ვეშაპელი გრიგოლ; “აფხაზეთისათვის”; “საქართველო”; 1917წ; # 107; გვ: 2/
93 “საქართველო”; 1917წ; # 35; გვ: 3.
94 Eედილი ზაქარია; “აფხაზეთის სიწმინდენი”; “საქართველო”; 1917წ; #237; გვ: 4.
95 ედილი ზაქარია; “შავი ზღვის სანაპიროებზე (მგზავრის შთაბეჭდილებანი)”; “საქართველო”; 1918
წ; #9; გვ: 3.
96 ედილი ზაქარია; “აფხაზეთის სიწმინდენი”; “საქართველო”; 1917წ; #234; გვ: 4.
97 იქვე.
98 ედილი ზაქარია; “შავი ზღვის სანაპიროებზე (მგზავრის შთაბეჭდილებანი)”; “საქართველო”; 1918
წ; #8; #9; #10.
99 Aამ-ბერი; “ილორის ბედი”; “საქართველო”; 1918წ; #25; გვ: 2.
100 იქვე.
101 იქვე.
102 იქვე.
103 “აფხაზეთის ეკლესია”; “საქართველო”; 1919 წ; #198; გვ: 1
104 იქვე.
105 ჭახრაკი; კორესპონდენცია “გიორგი შერვაშიძის ხსოვნის აღნიშვნა ქ. სოხუმში (წერილი
სოხუმიდან)”; “საქართველო”; 1918წ; # 183; გვ 3-4.
106 პაპუაშვილი ნუგზარ; ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში
(“სტატიის გამო “ხმა სოხუმიდან”); თბ 2005წ; გვ: 32.
107 ვეშაპელი გრიგოლ; “აფხაზეთისათვის”; “საქართველო”; 1917წ; # 107; გვ: 2.
108 იქვე.
109 “კაი”; “წერილი აფხაზეთიდან”; “საქართველო”; 1916წ; # 125; გვ: 4.
110 Eედილი ზაქარია; “საინგილოდან აფხაზეთამდის”; 1917წ; #269; გვ: 3-4.
111 “საქართველო”; 1917წ; #278; გვ: 3.
112 “სოხუმი, მთიელთა ავტონომიის ტერიტორია”; “საქართველო”; 1917 წელი; #278; გვ. 3.
113 ჯანელიძე ოთარ; საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია; თბილისი; 2009წ; გვ: 124.
114 “ოსმალეთის დესანტი სოხუმში”; “საქართველო”; 1918წ; # 126; გვ: 2.
115 იქვე.
116 “სოხუმის ოლქში”; “საქართველო”; 1918წ; # 128; გვ: 2.
117 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 24.
118 “ბრძოლა ახალ ათონთან”; “საქართველო”; 1918წ; # 170; გვ: 3.
128
119 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 24.
120 თავდგირიძე ნიკო; “აფხაზეთისა და ჯიქეთის საკითხი”; “საქართველო”; 1918წ; # 183; გვ: 3.
121 “აფხაზეთი და საქართველო”; “საქართველო”; 1919წ; # 73; გვ: 3-4
122 ჩიტაია დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; თბ; 2006წ.; გვ: 244.
123 კაკაბაძე ს; “შავი ზღვის სანაპიროსათვის”; “საქართველო”; 1918წ; # 190; გვ: 1.
124 იქვე; გვ: 257.
125 “შეთქმულება აფხაზეთში (მთავრობის ოფიციალური ცნობა)”; “საქართველო”; 1918წ; # 192; გვ:
3.
126 იქვე.
127 “საომარ მოქმედებათა დაწყება სოჭის ოლქში”; “საქართველო”; 1919წ; #30; გვ: 2.
128 იქვე.
129 “საგარეო საქმეთა მინისტრის ნოტა ინგლისისადმი”; “საქართველო”; 1919წ; #32; გვ: 3.
130 “სოჭი და ბათომი”; “საქართველო”; 1919წ; # 31; გვ: 1.
131 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 31-33.
132 “სოხუმში”; “საქართველო”; 198წ; # 44; გვ: 4.
133 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 34.
134 “ბოლშევიკები სოხუმში”; “საქართველო” 1918 წ; # 70; გვ: 3.
135 “ა.ი. ჩხენკელის მიმართვა აფხაზებისა და სამურზაყანოლებისადმი”; “საქართველო”; 1918წ; # 86;
გვ: 3.
136 “ჯუღელის მოხსენება სოხუმის ამბების შესახებ”; “საქართველო”; 1918წ; # 106; გვ: 3-2.
137 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 35.
138 “ბოლშევიკების დამარცხება სოხუმის ოლქში”; “საქართველო”; 1918წ; # 126; გვ: 3.
139 “ტუაფსეს აღების გამო”; “საქართველო”; 1918წ; # 153; გვ: 1
140 თავდგირიძე ნიკო; “შავი ზღვის პირის ჩვენი ჯარის ბრწყინვალე გამარჯვების ამბავი”;
“საქართველო”; 1918წ; # 185; გვ: 3.
141 “გენერალ მაზნიაშვილის ოპერაცია”; “საქართველო”; 1918წ; # 155; გვ: 1.
142 გაბედავა მერი; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აფხაზეთში 1917-21 წლებში; თბ; 1993წ;
გვ: 36.
143 “აფხაზეთში”; 1921წ; #41; გვ: 2.
144 “გაგრის ფრონტი”; “საქართველო”; 1921წ; #42; გვ: 2.
145 ჩიტაია დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში; თბ; 2006წ.
146 იქვე; გვ: 126.
147 Gგივი გოლლენდ; “გიორგი შერვაშიძე”; “საქართველო”; 1918წ; # 45; გვ: 3.
148 იქვე.
129
149 ჭახრაკი; კორესპონდენცია “გიორგი შერვაშიძის ხსოვნის აღნიშვნა ქ. სოხუმში (წერილი
სოხუმიდან)”; “საქართველო”; 1918წ; # 183; გვ 3-4.
150 Kკაი, “წერილი აფხაზეთიდან”; “საქართველო’; 1916წ; #125; გვ: 4.
151 ჯუანშერ; “კიდევ პროვოკაცია”; “საქართველო”; 1917წ; # 108; გვ: 3.
152 იქვე.
153 ინ-რი; “სოხუმის ამბები”; “საქართველო”; 1918წ; # 130; გვ: 3.
154 იქვე.
155 “ტუაფსეს აღების გამო”; “საქართველო”; 1918წ; #153; გვ: 1.
156 თავდგირიძე ნიკო; “შავი ზღვის პირის ჩვენი ჯარის ბრწყინვალე გამარჯვების ამბავი”;
“საქართველო # 186; გვ: 3.
157 იქვე.
158 იქვე.
159 იქვე.
160 იქვე.
161 ჩიტაია დავით “აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში”; თბ. 2005 წ; გვ: 555.
162 რიონელი; “აფხაზეთის არჩევნები”; “საქართველო”; 1918 წ; # 241; გვ: 3 – 4.
163 იქვე.
164 იქვე.
165 “აფხაზეთის სახალხო საბჭო”; “საქართველო”; 1919წ; #67; გვ: 2
166 იქვე.
167 იქვე.
168 კაკაბაძე ს; “შავი ზღვის სანაპიროსათვის”; “საქართველო”; 1918წ; 190; გვ: 1.
169 იქვე.
170 თავდგირიძე ნ; “აფხაზეთისა და ჯიქეთის საკითხი”; “საქართველო”; 1918წ; # 183; გვ: 3.
171 იქვე.
172 “სოჭის ოლქი”; “საქართველო”; 1919წ; # 40; გვ: 1.
173 იქვე.
174 “მიწების ჩამორთმევა აბხაზეთში”; “საქართველო”; 1918წ; #6; გვ: 3.
175 ედილი ზ; “აფხაზეთში (მგზავრის შთაბეჭდილებანი)”; “საქართველო”; 1919წ; # 20; გვ: 3
176 თავდგირიძე ნ; “ეროვნული პოლიტიკის უქონლობის შედეგები”’ “საქართველო”; 1918წ; # 137; გვ:
2-3
177 “ტუაფსეს აღების გამო”; “საქართველო”; 1918წ; # 153; გვ: 1
178 თავდგირიძე ნიკო; “შავი ზღვის პირის ჩვენი ჯარის ბრწყინვალე გამარჯვების ამბავი”;
“საქართველო # 185; გვ: 3.
179 “ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები და მისი
მოგვარების ძირითადი გზები”; თბ; 1992; გვ: 3.
180 იქვე.
181 “სამხრეთ ოსეთის ყრილობის რეზოლუციები”; “საქართველო”; 1918წ; # 173; გვ: 4.
130
182 იქვე; # 207
183 იქვე; # 207
184 სონღულაშვილი ავთანდილ; “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!”’ თბ; 2009წ; გვ: 138
185 პავლიაშვილი დავით; “შიდა ქართლის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა”; თბ; 1998წ; გვ: 18-
19.
186 თოთაძე ანზორ; “ოსები საქართველოში: მითი და რეალობა”; თბ; 2006წ; გვ: 34.
187 ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკურ სამართლებრივი ასპექტები და მისი
მოგვარების ძირითადი გზები”; თბ; 1992; გვ: 6; 13
188 “ოსების ტავდასხმა ცხინვალზე”; “საქართველო”; 1918წ; # 64; გვ: 3.
189 იქვე.
190 “ცხინვალის ამბები”; “საქართველო”; 1918წ; # 70; გვ: 3 – 4.
191 იქვე
192 იქვე
193 იქვე
194 ამირეჯიბი შალვა; “ცხინვალის ფრონტი”; “საქართველო”; 1918წ; # 64; გვ: 2.
195 იქვე.
196 იქვე.
197 ამირეჯიბი შალვა; “გიორგი მაჩაბელი”; “საქართველო”; 1918წ; #69; გვ: 3.
198 იქვე.
199 იქვე.
200 “ცხინვალის ამბები”; “საქართველო”; 1918წ; #66; გვ: 3.
201 იქვე.
202 ა.ლ; დრევანდელი ოსეთი (ქართლში ოსების გამოსვლის გამო)“; “საქართველო”; 1918წ; # 69; გვ:
3-4.
203 იქვე.
204 იქვე.
205 “ოსთა ყრილობა”; “საქართველო”; 1918წ; # 110; გვ: 3.
206 იქვე.
207 გ.ქ. “ოსთა საკითხი”; “საქართველო”; 1918წ; # 124; გვ: 1.
208 იქვე.
209 იქვე.
210 იქვე.
211 ა.ლ. “ახლანდელი მდგომარეობა ცხინვალში და ცხინვალს ზემოთ”; “საქართველო”; 1918წ; # 140;
გვ: 4
212 იქვე.
213 ი. ჭყონია, “საქართველოს სანაპიროები”, “საქართველო”, 1917 წ, #120, გვ. 3
214 იქვე
215 ი. ჭყონია, “საქართველოს სანაპიროები”, “საქართველო”, 1917 წ, #120, გვ. 3
131
216 იქვე
217 მ. ჯანაშვილი “საინგილო”, “საქართველო”, 1917წ. #125, გვ.4
218 ზ. ედილი “საინგილოდან აფხაზეთამდის”, “საქართველო”. 1917წ. #123, გვ. 4
219 მ. ჯანაშვილი “საინგილო”, “საქართველო”, 1917წ. #125, გვ.4
220 იქვე
221 ნ. ჭორდანია, `ქართველი ნაციონალისტები~, რჩეული ანაწერები, თბ.,
222 რ. გაბაშვილი, `რაც მახსოვს~, დაბრუნება, თბ., 1992წ., ტ. 3, გვ. 114
223 ზ. ედილი, საინგილოდან, `საქართველო~, 1916წ., #101, გვ. 4.
224 63 ზ. ედილი, `წერილი საინგილოდან~, `საქართველო~, 1917წ., #137, გვ. 4.
225 გურ-ლი, `ქ. ზაქათალა~, `საქართველო~, 1917წ., #42, გვ. 3.
226 იქვე.
227 ზ. ედილი, `საინგილო~, `საქართველო~, 1917წ., #73, გვ. 4.
228იხ. ჟორდანია ნოე `ნაციონალური კითხვა ამიერკავკასიაში~, 1917წ
229 `აოხრებული მხარე~, `საქართველო~, 1918წ., #98, გვ. 3.
230 იქვე.
231 ზ. ედილი `საინგილოს მდგომარეობა~, `საქართველო~, 1918წ., #35, გვ. 4.
232 `საქართველო~, 1916წ., #13, #14.
233 იქვე.
234 იქვე.
235 `სკოლების საჭიროება საინგილოში~, `საქართველო~, 1916წ., #50, გვ. 4.
236 ზ. ედილი, `საინგილო~, `საქართველო~, 1917წ., #73, გვ. 4.
237 ზ. ედილი, `სკოლების გაეროვნება საქართველოს სანაპიროებში~,
`საქართველო~, 1917წ., #269, გვ. 3-4.
238 მ. ჯანაშვილი, `საინგილო~, `საქართველო~, 1917წ., #125, გვ. 4.
239 ზ. ედილი, `საინგილოს გადაგვარება~, `საქართველო~, 1916წ. #13
240 ი. ჭყონია, `საქართველოს სანაპიროები~, `საქართველო~, 1917წ., #120
241 ზ. ედილი, `საინგილოს ვითარება~, `საქართველო~, 1917წ., #113 გვ. 4.
242 `აოხრებული მხარე~, `საქართველო~, 1918წ. #98.
243 ვ-ლი `არეულობა საინგილოში~, `საქართველო~, 1918წ. #6.
244 რ. ინგილო, `მივიწყებული კუთხე~, `საქართველო~, 1917წ., #110, გვ. 4
245 ზ. ედილი, `საინგილოს გადაგვარება~, `საქართველო~, 1918წ., #14 Gვ: 4
246 იქვე
247 ზ. ედილი, `საინგილოს გადაგვარება~, `საქართველო~, 1916წ., #13.
248 ზ. ედილი, `წერილი ბელაქანიდან~, `საქართველო~, 1917წ., #281.
249 ი. ჭყონია, `საქართველოს სანაპიროები~, `საქართველო~, 1917წ., #120, გვ. 4.
250 იქვე.
251 ზ. ედილი, `კასრის საყდრზედ~, `საქართველო~, 1917წ., #149, გვ. 3-4.
252 იქვე.
253 ზ. ედილი, `კასრის საყდარზედ~, `საქართველო~, 1917წ., #149, გვ. 3-4
132
მართლმორწმუნე მაჰმადიანი და პატრიოტი ქართველიც!~
254 აფხაზეთის სახალხო საბჭო, `საქართველო~, 1917წ., #278, გვ. 3.
255 ზ. ედილი, მთიელთა კავშირი და აფხაზეთი, `საქართველო~, 1917წ., #251, გვ. 4.
256
რ. ინგილო, `საქართველო ტერიტორიის საკითხი და სინგილო~, `საქართველო~, 1917წ.,





No comments: