2.08.2012

სამაჩაბლო

II სამაჩაბლო
1. სამაჩაბლო XX საუკუნის პირველ ოცწლეულში 
ძველი სამაჩაბლოს, ამჟამად სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რესპუბლიკად წოდებული ტერიტორია “ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც ოსთა ისტორიული სამშობლო მდებარეობს იმათავითვე გამოყოფილია სახელმწიფო და იმავდროულად ბუნებრივი საზღვრით _ კავკასონის მთავარი წყალგამყოფი თხემით179”.

ქართველი და ანგარიშგასაწევი ოსი (გ.თოგოშვილი, ვ.აბაევი) ისტორკოსები
შეთანხმებულები არიან იმ საკითხზე, რომ ჩრდილოეტ ოსეთიდან შიდა ქართლში _
მაჩაბლების, არგვისა და ქსნის ერისთავების სამფლობელოში ოსებმა ჩამოსახლება
დაიწყეს XVII-XVIII საუკუნეებში. “საქართველოში ჩამოსახლებულ ოსებს 1922
წლამდე არასოდეს ჰქონიათ რაიმე ეთნოპოლიტიკური, ან ეთნოტერიტორიული
ერთეული, ისინი საართველოში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენდნენ. ცნება
“სამხრეთ ოსეთი” შიდა ქართლის მთიანეთის ოსთა კომპაქტური დასახლების
ტერიტორიის აღსანიშნავად ხელოვნურად მკვიდრდებოდა მიმოქცევაში ქართლკახეთის
სამეფოს რუსეთის მიერ მიერთებისა და საქართველოს ორიათასწლოვანი  სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ, რაც ფაქტობრივად ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელი იყო, მაგრამ იმპერიული ზრახვების განსახორციელებლად ერთობა ხელსაყრელი გახლდათ180”, _ ასეთია ქართველ ისტორიკოსთა ერთი ჯგუფის შეფასება.


ოსთა სეპარატიზმის აშკარა გამოვლინება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნისთანავე დაიწყო. მართალია, სამხრეთ ოსეთის ხალხთა მე-5 ყრილობამ, რომელიც სოფელ ჯავაში 1918 წელს გაიმართა, დაადგინა, რომ “სამხრეთ ოსეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ფართე ტერიტორიული თვითმმართველობის საფუძველზე ...181”, მაგრმ ამ ამის მიუხედავად სამხრეთ ოსეთი იქცა ტერიტორიად, საიდანც ყველაზე რეალურ საფრთხე დაემუქრა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას. 1918-20 წლებში სამხრეთ ოსეთში სამჯერ მოეწყო აჯანყება საქართველოს რესპულიკის მტავრობის დამხობის მიზნით.

გაზეთ “საქართველოს” კორესპონდენტი ზაქარია ედილი თავისი სამოგზაურო კორეპონდენციების ციკლში “საქართველოს ოსები” წერდა: “ოსებმა მილიონ ნახევარი ფული შეკრიბეს და დაიწყეს ახალი გზის გაყვანა, რომელიც მათ
ჩრდილოეთ ოსეთთან შეაერთებდა. ეს გზა გაჰყვება კეხვიდან ლიახვის ხეობას,
გაივლის შუაგულს საქართველოს ოსეთისას სოფლებს გუფია, ჯავას, ხცეს, ვანილს, როკის, აქ გადავა მტაგრეხილზედ, ჩავა სოფელ ზაქიში და შემდეგ ალაგირში. ეს გზა აერთებს ორთავე ოსეთს ამერსა და იმერსა. ამრიგად შეერთდება და გახდება მთლიანი ერთეული კავკასიის მთაგრეხილით შაუგაგლეჯილი ოსეთისა... ჩვენთვის კი საბედისწერო მნიშვნელობა ექნება ამ გზას182”, წერდა ზაქარია ედილი


სამაჩაბლოში მაცხოვრებელ ეთნიკურად ოსი მოსახლეობა “საქართველოს” ჟურნალისტმა დაახასიათა, როგორც უაღრესად შრომის მოყვარე. მიწათმოქმედების გარდა, ისინი მისდევენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას. ოსური რძის ნაწარმი და ძროხის ხორცი, ჟურნალისტის თქმით, თბილისში ძალიან ძვირად ფასობდა.

ოსები ჭრიდნენ ხე-ტყეს და ამუშავებდნენ ხის მასალას. 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ ოსებმა თბილისთან ვაჭრობას არჩიეს ჩრდილოეთ კავკასიათან
ვაჭრობა, იქიდან კი დეფიციტური საქონელი _ ფქვილი, შაქარი და ნავთი ჩამოჰქონდათ. ისინი ქართველებზეც ჰყიდდნენ ამ საქონელს, ოღონდ კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსულ ფულს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში დიდი დეფიციტი იყო.

ედილის თქმით, ოსებისათვის ორცოლიანობა ჩვეულებრივი ამბავი იყო.
“ისინი სიხარულით მრავლდებიან, ყველა ოჯახში 5-10 ბავშვია”. გამრავლებული
ოსური მოსახლეობა ვერარ ეტევა, ამიტომაც ეძებს ცარიელ ადგილებს.


“ქათველებისადმი ოსების არამეგობრული დამოკიდებულება არის ისეთივე,
როგორიც არის ღარიბისა მდიდრისადმი, უმიწაწყლოსი, კარგი  დედულმამულიანისადმი და სხვა. მართალია, ქართველი გლეხი ბევრით არაფრით არის შეძლებული ოსეთის გლეხებზედ, მაგრამ მასთან შედარებით უფრო ფართოდა სცხოვრობს, უფრო მეტი მიწა-წყალი აქვს და აქედან გამომდინარეობს შური ქართველებისადმი... დღეს ოსობა სალტესავით ერტყმის ქართლსა და შიგ მის შუაგულშია შეჭრილი.


ქართლს საშნელი საფრთხე მოელის და ამ ფრიადს სერიოზულს საკითხს ჩვენმა
მტავრობამ დროულად უნდა მიაქციოს ყურადღება და ოსებს სხვა ადგილი მისცეს სადმე დასასახლებლად, რათა ოსებმა მთელლი ქართლი შუაზედ არ გაჰგლიჯონ და ამით დიდი საფრთხე არ მოუმზადონ საქართველოს”183, წერდა ზაქარია ედილი.


გაზეთ “საქართველოში” სამაჩაბლოს შესახებ გამოქვეყნებული ჟურნალისტური
მასალები ცხადყოფენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეთნიკური ოსების მხრიდან ადგილი ჰქონდა მრავალანერ კრიმინალს _ ძარცვას, ყაჩაღობას, თავდასხმებს, ადამიანთა ცემას, გატაცებასა და მკვლელობას. ჟურნალისტური მასალების მიხედვით ისტორიული შიდა ქართლი იკვეთება როგორც ერთგვარი ანკალავი, კრიმინალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რომელზეც ვერც
ამიერკავკასიისა და შემდგომში ვერც საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად კონტროლს ვერ ამყარებდა.


მკვლევარ ავთანდილ სონღულაშვილის თქმით, კრიმინოგენური ვითარება განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამწვავდა. “მათ
შექმნეს ძირითადად ოსებით დაკომპლექტებული 300 კაციანი შეიარაღებული რაზმი
და “წესრიგის დამყარების” საბაბით მემამულეთა ოჯახებზე, საერთოდ ქართველებზე თავდასხმები ძარცვის მიზნით. ამ ფაქტს აღიარებს სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს პირველი სესიაც, რომელიც 1918 წლის 3-4 მარტს გაიმართა184”.

სამაჩაბლო (როგორც დიდი, ისე პატარ ლიახვის ხეობა) ეთნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჭრელი მხარე იყო, თუმცა, აფხაზეთისგან განსხვავებით  ეროვნებით ქართულ მოსახლეობას აქ გამოკვეთილად დიდი ადგილი ეჭირა. დემოგრაფ ანზორ თოთაძის მიერ მოპოვებული მონაცემებით ჩანს, რომ ქ. ცხინვალში, რომელიც დღეს უკვე დედაქალაქია სეპარატისტული რესპუბლიკისა, 1922 წელს ოსები რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთ ბოლო ადგილას იდგნენ. პირველი ადგილი ებრაელებს (1651 სული); მეორე ქართველებს (1436), მესამე სომხებს (765) ეკავათ. ოსები კი რიგით მეოთხე ადგილას (613) სჯერდებოდნენ.


მრავლეროვან სამაჩაბლოში (როგორც დიდი, ისე პატარა ლიახვის ხეობებში)
კაპიტალიზმის განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საზოგადოება ცხოვრობდა.
ზემოთა მხარე უფრო ტრადიციული, ფეოდალური საზოგადოებისათვის
დამახასიათებელი წეს-ჩვეულებებით ცხოვრობდა და დაგვიანებით ითვისებდა
კაპიტალისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ პროგრესს.
93
ხეობის შუა წელში განსაკუთრებით შეინიშნებოდა სომეხ ვაჭართა მომძლავრება, რომელთაც თითო-ოროლა დუქნის გახსნით დაიწყეს მთის მოსახლეობაში ფეხის მოკიდება. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა ლიახვის ხეობის სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაშიც, სადაც სომეხ ვაჭართა მოქმედებას
ცვლიდა და დიდ კონკურენციას უწევდა ცხინვალის რეგიონში ფრიად
მომძლავრებული ებრაული მოსახლეობა, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობდა რა მოსახლეობის ყოფით ჩვევებს, ისინი შესანიშნავად უხამებდნენ თავიანთ ვაჭრულ მოქნილობას დამოთხოვნილების შესაბამისად მარაგებდნენ წვრილმან სამრეწველო საქონლით. აღნიშნული პროცესი, სოფლად კაპიტალიზის განვითარების შესაბამისად სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა. იწყება პატარ-პატარა სავაჭრო ფარდულებისა და სახელოსნოების გახსნა, რომელთაც განდევნეს აქამდე ე.წ. “საწვრიმალოებით ვაჭრობა”, სადაც უმთავრესად ებრაელები იყვნენ დასაქმებულნი”185.
ამრიგად, XX საუკუნის დასაწყისის სამაჩაბლოს საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება იმავე ტენდენციებით ხასიათდებოდა, როგორითაც დანარჩენი საქართველო. ეს იყო კაპიტალიზმის საწყის ეტაპზე მყოფი რეგიონი, რომელიც ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით გამოირჩეოდა. ოსური მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ სიმრავლის თვალსაზრისით არ გამოირჩეოდა, სამაჩაბლოში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. მძიმე კრიმონეგული ვითარება, აგრეთვე ოსების სოციალური ხასიათის პრობლემები გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ეს რეგიონი ახალგაზრდა რესპუბლიკისათვის არასტაბილურობისა და სამხედრო პროვოკაციების კერად ჩამოყალიბდა.

2. სეპარატიზმი სამაჩაბლოში
“ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” პირველად გამოყენებულია 1830 წელს წერილების ციკლში, რომელიც დაიბეჭდა “ტიფლისკი ვედომოსტში” (#72-86). როგორც ჩანს, კორესპონდენტი ამ ტერმინს საკუთარი ინიციატივით იყენებს, რადგან 1830 წელს გრაფ პასკევიჩის სამხედრო მინისტრ ჩერნიშოვისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია: ოსი ტომის დაშოშმინებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირე სამხედრო ექსპედიციის ჩატარება. ეს ექსპედიცია მიმართული იქნება კავკასიის მთიანეთის სამხრეთით მდებარე ჩრდილოეთ ქართლის ოსების წინააღმდეგ.
94
კორესპონდენტის აზრით, მის მიერ “სამხრეთ ოსეთად” წოდებული ზონის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 7200 სულს შეადგენდა186”. ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”, რომელიც დღეს უკვე ლეგიტიმურ საერთაშორისო ტერმინად ითველბა, ქართველ მეცნიერთა თქმით რუსეთის იმპერიალისტური, (როგორც მეფის რუსეთის, ისე ბოლშევიკურის) პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგია. ამ პოლიტიკაში კი, “ეროვნებათა დაპირისპირება, ეთნოპოლიტიკური შუღლის პროვოცირება-გაღვივება საიმპერიო პრინციპის _ “გათიშე და იბატონეს” ნაცადი ინსტრუმენტია... ამის ნათელი მაგალითია ოსთა და ქართველთა ურთიერთობის სერიოზული გამწვავება ამიერკავკასიის კომისარიატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1917-21წწ), როცა ქართველი ხალხი თავგანწირვით იბრძოდა 117 წლის წინათ დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის. სწორედ ამ დროს ზედიზედ ეწყობოდა საბჭოთა რუსეთისა და ბოლშევიკური პარტიის მიერ ინსპირირებული ოსთა შეიარაღებული აჯანყებები, რომელთა უახლოესი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჯერ მისი საქართველოდან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება, შემდგომში კი _ დასუსტებული საქართველოს რესპუბლიკის დაპყრობა.


აქვე აუცილებლად მიგვაჩნია ხაზი გაესვას შემდეგს: ქართული მხარე არასოდეს ყოფილა შეიარაღებული შეტაკების წამომწყები, იგი არასოდეს დასხმია პირველი ოს სეპარატისტებს. კიდევ მეტი, ქართველი მხარე ყოველთვის მოუწოდებდა დიალოგისკენ, კონფლიქტური სიტუაციების პოლიტიკურ-სამართლებრივი
მოგვარების ინიციატორად გამოდიოდა. ასე იყო 1918-21 წლებში... ”187.

ქართველ მეცნიერთა ეს თვალსაზრისი დასტურდება გაზეთ “საქართველოში” სამაჩაბლოს შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციებითაც. პირველი შეიარაღებული აჯანყება სამაჩაბლოში ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმის დროს, ანუ 1918 წლის მარტში მოხდა. პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან შინ დაბრუნებულ მოსახლეობას იარაღი ჰქონდა, ელემენტარული საარსებო პირობები კი _ არა. ასეთი მდგომარეობა ნოყიერ ნიადაგს იძლეოდა აჯანყებისთვის, მძიმე სოციალური ფონი და სუსტი სახელმწიფო კონტროლი რუსეთმა ეფექტურადა გამოიყენა და 1918 წლის მარტში სამაჩაბლოში აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებმა ქალაქი გორიც კი დაიკავეს.
95
გაზეთმა “საქართველომ” ამ აჯანყების შესახებ ინფორმაცია მკითხველს გორის მაზრის თანაშემწის გოგუას საშუალებით მიაწოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ გოგუა “პირდაპირი მავთულით” დაუკავშირდა თბილისს. შემდეგ ტექსტში თხრობა გაგრძელდა პირველ პირში; შეიქმნა განცდა, რომ გოგუა პირდაპირ ტელეფონით ესაუბრებოდა “საქართველოს” მკითხველს. მისი ნათქვმიდან გაირკვა, რომ გორის მაზრის უფროსმა გიორგი  მაჩაბელმა ისე, რომ დახმარებას არ დაუცადა, აჯანყებულ ცხინვალში შესვლა გაბედა. მას ამიერკავკასიის არმიის 400 გვარდიელი ახლდა თან. აჯანყებულ ოსებს მაჩაბლისათვის დაკავებული 4 ოსის გადმოცემა მოუთხოვიათ, ჩვენ თვითონ გავასამრთლებთო. უარი რომ მიიღეს, არმიას ცეცხლი დაუშინეს, 4 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, “არანაირმა მოლაპარაკებამ არ გასჭრა, 188” _ ამბობდა გოგუა.
“მაჩაბელი და კოსტა კოზაშვილი მოჰკლეს. ეძებდნენ: გაგლოევს, სანდრო კეცხოველს, კაპანაძეს, არჯევანიძეს და სხვებს. ჩვენ მათი გადარჩენის იმედი არა
გვაქვს. ...ოსები იტყვიან: ქართველები უნდა განვდევნოთ და ჩვენები უნდა
დასახლდნენ მათ ადგილასო. ცხინვალში დიდძალი ოსობა ჩამოვიდა. ამჟამად
გორში მდგარი ოსების პოლკი 300 კაცისგან შედგება. ამბობენ, რომ ცხინვალიდან
კვლავ ჩადიან პოლკის გასაძლიერებლად”189.


საგაზეთო მასალაში მოყვანილია საგულისხმო ფაქტი. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ოსი ეროვნების პირი ხარებოვი, რომელმაც გაზეთის ინფორმაციის თანახმად აჯანყებამდე რამდენიმე ხნით ადრე “ხულიგანი ბრბო” შეადგინა და გორის თავადაზნაურობა ამოწყვიტა. მაზრის უფროსს გიორგი მაჩაბელს იგი არ დაუსჯია და უთხოვია, “როგორც შეგნებული პირი” ანარქიასთან ბრძოლაში დამეხმარეო. ეს სულგრძელობა ახალგაზრდა ჩინოვნიკ მაჩაბელს ძვირად დაუჯდა, რადგან ცოტა ხანში ხერებოვმა დიდი აჯანყების მოწყობაში მიიღო მონაწილეობა, ამ აჯანყებაში კი გიორგი მაჩაბელი მხეცურად მოკლეს.
აჯანყების შესახებ დეტალური მასალა გამოაქვეყნდა გაზეთმა “სახალხო
საქმემ”, რომელიც “საქართველომ” მთლიანად შემოკლების გარეშე გადმობეჭდა.
ავტორის თქმით, შიდა ქართლში დაძაბულობა 16 მარტს დაიწყო. ამ დღეს ცხინვალს ოსთა დელეგაცია ესტუმრა და მენშევკური მთავრობის ადგილობრივ წარმომადგენლებს შემდეგი მოთხოვნა წაუყენა:
“1) დაუყოვნებლივ დაგვიყავით მიწები
96
2) გორის მაზრიდან გააძევეთ რევოლუციურ ორგანიზაციებში მომუშავე
შემდეგი პირნი: კოსტა კაზაშვილი, სოსიკო გოგინოვი, შაქრო კასრაძე და ილია
მაისურაძე
3) გორის მაზრიდან გააძევეთ ყველა თავადი და აზნაური
4) მოგვეცით სიტყვისა და კრების თავისუფლება”190.

ამ მოთხოვნების განსახილველად ცხინვალში მუშათა და გლეხთა საბჭო შეიკრიბა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არც იყო, რომ მთებში ჩაასაფრებულმა აჯანყებულებმა სროლა ატეხეს. მათთან გაეშურა ადგილობრივი ადმინისტრაციის 6 მოხელე, რომელსაც თან ახლდა ოსთა მიერ გამოგზავნილი დელეგაციის წევრი ვინმე ჩოჩიევი. ამ დელეგაციას აჯანყებულმა ოსებმა ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს და სროლა აუტეხეს. სროლა “მათიანს”, ჩოჩიევს ძლივს შეუჩერებია.

17 მარტს ცხინვალში გორის მაზრის უფროსი გიორგი მაჩაბელი ჩავიდა. იგი წაყენებული 4 მოთხოვნიდან ყველას შესრულებას დაჰპირდა აჯანყებულებს, გარდა გორის მაზრიდან თავადაზნაურების გაძევებისა. აჯანყებულების მოთხოვნით, ამის შესახებ განცხადება მაჩაბელს საჯაროდ, სპეციალურად შეკრებილ მიტინგზე უნდა გაეკეთებინა.

18 მარტს, დილით დვრისის მოედანზე მართლაც შეიკრიბა მიტინგი და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ აჯანყებულ ოსებს საჯაროდ დაუდო ზემოთხსენებული პირობა. თუმცა, აჯანყებულებმა ახლა სხვა პირობაც წამოაყენეს. კერძოდ, მენშევიკურ მთავრობას უნდა გაეთავისუფლებინა პატიმრები : ხარებოვი და ფილიშვილი. მიტინგზე გამოვიდა ცხინვალის კომისარი ყულუმბეგოვი, რომელიც ამბობდა, რომ ოსებს არ უნდა მოეცადათ თავიანთი მოთხოვნების შესრულებისათვის.

“... მოთმინება კმარაო. ბოლო სიტყვების დროს ორივე ხელები მაღლა აუქნევია, ამ ნიშნის შემდეგ ატეხილა სროლა ორის მხრიდან: ზღუდრის კარიდან და ნაცარგორიდან. თავზარდაცემული ხალხი დაშლილსა და მუცელზე ხოხვით მოშორებია მოედანს ”191, წერს კორესპონდენტი. ასე დაიწყო 5 დღიანი განუკითხაობა ცხინვალში. აჯანყებულებმა დაარბიეს დუქნები, მაღაზიები, ამიერკავკასიის მტავრობის ჯარს ყუმბარებს ესროდნენ.
97
“ალაგ-ალაგ ბრბოს უმკლავდებოდნენ გიორგი მაჩაბელი, კოსტა კაზაშვილი, ილია მაისურაძე და სხვები. მავთულები გორსა და ცხინვალს შუა წინადვე გადაეჭრათ და გორიდან მაშველი ჯარის მოლოდინი არავის ჰქონია. ხიდის ყურეზე ტყვიის მფრქვეველი მდგარა, აქ მძიმედ დაუჭრიათ გიორგი მაჩაბელი და შემდეგ საავადმყოფოს წინ მოუკლავთ. ამავე ადგილას გიორგისავით მოვალეობის მსხვერპლი გამხდარა კოსტა კაზაშვილიც. სანდრო კეცხოველი ხიდის ყურეზე მდგარა, მოუკლავთ ისიც და მიცვალებულის გვამი ბრბოს სასტიკად დაუსახიჩრებია”192.

ცხინვალელები გაიქცნენ, ხოლო აჯანყებულებმა მათი სარჩო-საბადებელი გაზიდეს.. “მათ უბატონიათ ცხინვალში 22 მარტის შუადღემდე, როდესაც გაუგიათ გორიდან წამოსული ჯარის ამბავი, აჩრულად დაუტოვებიათ ქალაქი”. ცხინვალის მეამბოხე კომისარი ყულუმბეგოვი ამიერკავკასიის ჯარებმა დააპატიმრეს. ცხინვალის ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ დაიღუპა. მოკლეს მხოლოდ ღრმად მოხუცებული და ქართლში საკმაოდ ცნობილი კაცი შაქრო მაჩაბელი. “ამის მოკვლის მიზეზი, როგორც გადმოსცეს ისა ყოფილა, რომ ცოცხალი ვერ მოაშორეს ვერაგულად მოკლულს ძმისწულს გიორგი მაჩაბელს”193, წერდა გაზეთი.

1918 წლის მარტის ოსთა აჯანყებას ვრცელი წერილი მიუძღვნა ეროვნულდემოკრატიული
პარტიის თვალსაჩინო წევრმა, პოეტმა, პუბლიცისტმა 1924 წლის აჯანყების მონაწილემ შალვა ამირეჯიბმა. მისი წერილი “ცხინვალის ფრონტი”194 არის მენშევიკური, სოციალისტური პოლიტიკის კრიტიკა. “მთელი ტრაგედია ქართველი დემოკრატიისა იმაში გამოიხატება, რომ იმ დროს, როდესაც ქართული დემოკრატია ისევ სოციალური რეფორმებისა და დემოკრატიზმის ნიადაგზედ სდგას, სხვა დანარჩენი ერები კავკასიისა ნაციონალურ პოლიტიკას აწარმოებენ... პოლიტიკა წაგლეჯისა, აი რა არის დღევანდელი
ლოზუნგი და ოსებმაც აშკარად განაცხადეს _ ცხინვალი ჩვენია, საქართველოს
მაღლობი _ ოსეთია... ჩვენ არ ვიცით საქართველო უფრო ქართული, ვიდრე ის ადგილია
საქართველოსი, სადაც ამჟამად ოსები ცხოვრობენ. ეს არის ზურგი საქართველოსი,
მისი ხერხემალი. ვინც ჩვენ იმას გვეტყვის, რომ დღეს იქ ქართველები არ სცხოვრობენ, ამიტომ ის არც საქართველოა, მან ისიც უნდა სთქვას, რომ არც 98 ხერხემალია ტანისთვის აუცილებელი, რადგან მასზედ არ არის თვალები, ყურები, ან გული ”195.

სტატიის ავტორი დარწმუნებული იყო, რომ აჯანყების ინსპირატორები ჩრდილოეთ კავკასიის ოსები იყვნენ. ეს კავშირი ჩრდილოეთ ოსეთსა და სამაჩაბლოს ოსებს შორის, შალვა ამირეჯიბის აზრით, საქართველოს უდიდეს საფრთხეს უქადდა. “ცხინვალის ამბები საშიში მოჩვენებაა საქართველოსათვის და საჭიროა არა მარტო მისი სასწრაფო ლიკვიდაცია, არამედ სიმკაცრეც, რომ იგი აღარ განმეორდეს”196, წერდა იგი.

კიდევ ერთი წერილი, რომელიც შალვა ამირეჯიბს ეკუთვნის, გორის მაზრის მოკლულ უფროსს გიორგი მაჩაბელს ეძღვნება. ავტორი, როგორც ჩანს, ბავშვობიდან იცნობდა მას, ამიტომ გარდაცვლილს იხსენებს როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს, ვიზეც აღმატებულ ხარისხში არ საუბრობენ. აი რას წერს იგი: “სქელი იყო, სქელი იყო ბავშვობიდანვე... მას ჰქონდა ნაზი სული და ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე ფლეიტაზე უკრავდა. იქ, პეტრე დიდის ქუჩაზე, სადაც მაშინ ქართული გიმნაზია იყო, გიმნაზიის ბაღში, სადაც ამდენი იყო იასამანი, მისი ფლეიტა სულ მუდამ გაისმოდა და ჩვენ ბავშვები მის მუდმივ ამალას შევადგენდით”197.

შალვა ამირეჯიბი იხსენებს, რომ ბოლოს, როდესაც გ. მაჩაბელი ნახა, იგი ამიერკავკასიის მთავრობის სხვადასხვა მინისტრის კაბინეტში დარბოდა და ფულს ითხოვდა, რომ გვარდიელებისათვის იარაღი შეეძინა. “ამბობენ მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: - რათა მკლავთ აქ! მე მინდოდა ოსმალეთის საზღვარზე სიკვდილი. საცოდავი! ის მოკვდა, ალბათ, იმ რწმენით, რომ საქართველოს მთლიანობა კიდევ შესაძლებელია და ცხინვალის ფრონტი გარეშე ფრონტი არ არის. იქნება, ეს ასეა, იქნება, ოსები მორალატენი არ არიან და კიდევ შესაძლებელია მათთან ძმური კავშირი”198, წერდა შ. ამირეჯიბი.

დასასრულ ავტორი, კვლავ სოციალსიტურ (მენშევიკურ) გულუბრყვილობას ეხება. მისი თქმით, გ. მაჩაბელი მართლა “სხვანაერად” მოკვდა. ის მოკვდა იმავ გლეხებისათვის, რომელთა უფლებისათვის ის იბრძოდა და მოკვდა ტანჯვაში და წამებაში, იქნება, თავისივე “გლეხების” ხელით”199.

 1918 წლის მარტის ბოლოს ამიერკვკასიის ჯარების გენერლის ვალიკო ჯუღელის მეთაურობით სამთავრობო ჯარებმა გორი აიღეს და აჯანყებულები უკან 99 დახიეს. “საქართველოში” გამოქვეყნებულია პოლკოვნიკ კონიაშვილის დეპეშა: “გორი. მარტის 23. ამიერკავკასიის მთავრობას. მე შევუერთდი ჯუღელის ჯარს. ცხინვალი და მისი მიდამოები ჩვენ დავიპყარით. შემდგომ რაც მოხდება, გაცნობებთ ”200. თუმცა, აჯანყების დროს გარდაცვლილებს უკვე აღარაფერი ეშველობოდათ. თავისი დოკუმენტურობით და ახალი ამბებისათვის დამახასიათებელი მშრალი თხრობის მანერის გამო შემზარავად გამოიყურება “საქართველოს” ამავე (66-ე) ნომერში ცხინვალის შესახებ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ახალი ამბავი: “... ცხინვალის ახლოს, სოფელ თამარაშენში მოკლეს 5 ჯარისკაცი, დაჭრეს _ 3. ტყვეებს ანთავისუფლებენ, თუმცა აჯანყებულები მთებისკენ მიიწევდნენ და ტყვეებიც თან მიჰყავდათ. 6 სთ-ზე მოასვენეს მოკლული მაჩაბელი, კეცხოველი და სხვები. მკვდრები დასახიჩრებულია, ზოგის ცნობაც კი შეუძლებელია”201.
ოსთა პირველი აჯანყების შემდეგ გაზეთმა “საქართველომ” მკითხველს შესთავაზა სტატია, რომლის ავტორიც შეეცადა გაენალიზებინა “საქართველოს ოსეთის” შექმნის ისტორია. იგი წერს, რომ საქართველოს მთები “უწინ სულ ქართველებით იყო დასახლებული”. თუმცა, ბარის მოპსახლეობას რომ მტერი მუსრს გაავლებდა, მთის ქართველები ნელ-ნეა ბარში ჩამოდიოდნენ. ასე დაიცალა სამაჩაბლოსა და საერისთავოს მთები ხაჭაპურიძეებისგან, ელბაქიძეებისგან, თრამქაცეებისაგან.

“მსხლები, ღვერცევი, ჯავა, კოშკაროაა, ტონტობეთი, კვაში თავი, ჯრია, ბუზალა, ზელდა და სხვანი ეს დაცლილი ქართველებისგან ქვეყანა შევსებულა ჩრდილოეთ ოსეთიდან ლტოვილი ოსებისგან”202. თუმცა, ავტორის თქმით 1918 წლის მარტის აჯანყება ჩრდილოეთიდან ახალ გადმოსახლებულმა ოსებმა კი არა 80-90 წლის გადმოსახლებულმა ოსებმა, ე.წ. “ხიზნებმა” დაიწყეს.

“ხიზნები დასახლდნენ ნაოხარ ქართულ ნასოფლარებში, სადაც კიდევ იყვნენ დარჩენილი კანტიკუნტად ქართული მოსახლეობა, რომლებიც შემდგომ აიყარნენ და ახლა მთლიანად ოსებს დაუთმეს თავიანთი მოზომილი ნადელები: დათაშვილებმა, თვალიაშვილებმა, ცვარაძეებმა და სხვებმა. ეს ნასოფლარები არიან თავიანთ შესანიშნავი თლილი ქვის წარწერებით, ძველი ხუცური წარწერებით, რომელთაც ასე ემტერებიან ოსების მასწავლებლები”203.
100
ავტორის თქმით, თავდაპირველად ყველაფერი რიგიანად მიდიოდა. ქართული ენისა და კულტურის გავლენით გადმოსახლებული ოსები ქართველდებოდნენ, ამიტომაც დღესდღეობით ბევრ ოსს ქართულ ეროვნულ საბჭოსა და სხვადსხვა პოლიტიკურ პარტიაშიც კი შეხვდებითო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთიდან გამოგზავნილმა მასწავლებლებმა, სასულიერო პირებმა და აგიტატორებმა ერთიანი ოსეთის, ანუ ჩრდილოეთ ოსეთთან სამაჩაბლოს მიერთების, იდეის პოპულარიზაცია დაიწყეს, ყველაფერი შეიცვლა. მათი შეგონებით ოსებმა ქართველი ქალების ცოლად მოყვანასა და საკუთარი ქალიშვილების ქართველ კაცებზე ქორწინება შეაჩერეს. გარდა ამისა, რუსული პოლიტიკის გამო ბევრი ეთნიკურად არაოსი დღეს ოსადაა ჩაწერილი,
რადგან 1900-იანი წლებიდან მეფის რუსეთის გადაწყვეტილებით მიწები მხოლოდ
ეთნიკურ ოსებს ურიგდებოდათ. ამდენად ოსად ეწერებოდა ისიც, ვინც ოსი არ იყო,
მაგრამ მიწა სჭირდებოდაო. ავტორი სტატიის ბოლოს ქართველთა წინააღმდეგ ოსთა შეთქმულებაზეც კი საუბრობს. “ოსების აგენტები ქურდულად ყველა ქართულ დაწესებულებაში არიან ასევე ოჯახებში, მეზობლებში და ამრიგად, დღეს საშინელი ოსების მუხრუჭში იმყოფება მთელი ქართლი...”204.

1918 წლის მარტში ოსთა აჯანყებას, მოჰყვა დუშეთის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყება, რომელშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღოდათ ჩრდილოეთ ოსეთის ძალებს. თუმცა, დუშეთის მაზრის აჯანყებას ჩვენ მაინც არ განვიხილვთ, რადგან ეს არ იყო გამოვეთილად ერთი ეროვნული უმცირესობის _ ოსების _ მიერ ორგანიზებული გამოსვლა. ეს, ჩვენი აზრით, ბოლშევიკების ინსპირირებით სოციალურ ნიადაგზე წარმოქმნილი ბუნტი იყო, რომელშიც ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა.
დუშეთის ჯანყი სულ ახალბედა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დროულად ჩააქრო. თუმცა, ოსები, როგორც აჯანყების კერა, არ ცხრებოდნენ. 1918 წლის ივნისში, ახლა უკვე სამაჩაბლოს სასაზღვრო სოფელ საჩხერეში მოხდა აჯანყება. ეს აჯანყება სამაჩაბლოელი ოსების მიერ, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში განხორციელდა.
101
3. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში საქართველოს  დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლები სამაჩაბლოს ოსებს ესტუმრნენ. საინფორმაციო შენიშვნაში, რომელიც გაზეთ “საქართველოს” 1918 წლის 110-ე ნომერში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: “4 ივნისს სოფელ ჯავაში გაიმართა ოსთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ მენშევიკები (ი. რამიშვლი) ბოლშევიკები (ფ.მახარაძე), აგრეთვე ჩრდილოკავკასიის ერთა წარმომადგენლები. ბოლშევიკები და ესერები სიტყვით არ გამოსულან, ხოლო ის.რამიშვილმა სტყვით გამოსვლისას აღნიშნა: ”ანარქისტებმა და კონტრრევოლუციონერებმა დაღუპეს რუსეთის რევოლუციაო”.
შემდეგ რამიშვილი შეეხო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის
გამოცხადებას და იმედი გამოსთქვა, რომ ოსები არ გაჰყვებიან რევოუციონერებს
უკან და მხარს დაუჭერენ ახალგაზრდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას”205.
პუბლიკაციიდან იმასაც ვგებულობთ, რომ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიის ოსთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი მ.ზორიევი. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიას საფრთხე მიოელოდა ბოლშევიკებისაგან. მანვე იმედი
გამოსთქვა, რომ: “სამხრეთელი ოსები მხარს დაუჭერენ ჩრდილოელებს”206. (ხაზი
ჩვენია. მ. მ.)

1918 წლის ოსთა მომდევნო ეროვნული ყრილობა გაიმართა. ამჯერად სოფელ წუნარში. ამ ყრილობას მენშევიკური მთავრობის გამოჩენილი წევრი ირაკლი წერეთელი დაესწრო. ყრილობის შესახებ საინფორმაციო მასალა გაზეთ “საქართველოს” არ გამოუქვეყნებია. თუმცა სარედაქციო წერილიდან, რომელიც გერონტი ქიქოძის ავტორობით დაიბეჭდა, ვგებულობთ, რომ “ოსეთის საქართველოსთან შემოერთება”, რაც ირაკლი წერეთელის მიზანი იყო, არ შემდგარა.

გერონტი ქიქოძე წერს: რუსულ მენშევიკურ გაზეთ “ბორბაში” გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ოსთა ეროვნულ ყრილობას მიეძღვნა, ადასტურებს, რომ “ირაკლი წერეთლის მიერ წარდგენილი რეზოლუცია უარყოფილ იქნა ყველა ხმების უმრავლესობით სამის წინააღმდეგ. მიღებულ იქნა სოც.რევოლუციონერების მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის საკითხი მიღებულ უნდა იქნეს შემდეგ 102 ყრილობაზე, რაიცა 6 კვირაში გაიმართება. ამ საკითხში სამხრეთ ოსეთი
ჩრდილოეთ ოსეთს უნდა შეუთანხმდეს, საქართველოს რესპუბლიკას უნდა ეთხოვოს,
რომ კონსტიტუციის შემუშავებისას ოსეთის საკითხი ღია დარჩეს”207.

ამის შემდეგ გერონტი ქიქოძე საქართველოს მენშევიკურ მთავრობას აშარჟებს. მისი ხუმრობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ ოსთა შემდგომ ყრილობაზე საკუთარ წარმომადგენლად გენერალ ვალიკო ჯუღელის გაგზავნა გადაწყვიტა. სწორედ ჯუღელმა აღკვეთა 1918 წლის მარტის აჯანყება და, სავარაუდოდ, მისი პიროვნებისადმი ოსებს რიდი უნდა ჰქონოდათ. “ჯუღელი, როგორც ცნობილია, თვით ყრილობებსა და პარლამენტის სხდომებს მაუზერის პისტოლეტითა და სამხედრო ბინოკლით აღჭურვილი ესწრება”208, წერს ქიქოძე და იქვე ასკვნის: მთავრობის ეს გადაწყვეტილება, ალბათ, იმან განაპირობა, რომ ხმები დადის ოსები კვლავ აპირებენ შეიარაღებულ აჯანყებასო.

გერონტი ქიქოძე აღშფოთებული იმ ფაქტით, რომ სამაჩაბლოს ეთნიკურად
ოს მოსახლეობას დროს სჭირდებოდა მოსაფიქრებლად, თუ რა ფორმით შესულიყო დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში, ან საერთოდ _ შესულიყო, თუ არა. ქიქოძე მიიჩნევდა, რომ სამაჩაბლო იყო ისტორიული საქართველო, მეტიც, საქართველოს შუაგული და ამ ტერიტორიის ავტონომია იყო პოლიტიკური სიმახინჯე. საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საქმე და კერძოდ სამაჩაბლოს ადგილი ამ ტერიტორიაზე ეთნიკურმა ოსებმა კი არა, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ უნდა გადაწყვიტოსო, მიიჩნევდა პუბლიცისტი.
“ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი ვრცელდება მთელს ჩვენს
ისტორიულ ტერიტორიაზე. ჯავის ხეობის ოსები ისევე შედიან ამ ტერიტორიაში,
როგორც სოხუმის ოლქის აფხაზები, ბორჩალოს მაზრის თათრები, ან  საქართველოს ოლქის ჭრელ-დუხელები ... ჯავის ხეობელ ოსებს აქვთ თავიანთი ენა, მაგრამ არა აქვთ ლიტერატურა და ეროვნული კულტურა. ამიტომ, შეუძლებელია ოსურ კულტურულ, ან ტერიტორიულ ავტონომიაზე საუბარი. მით უმეტეს შეუძლებელია, რომ ცალკე ოსური სახელმწიფო მოეწყოს, რომელიც ჯაველ და წუნერელ ფანტაზიორების გეგმით საქართველოს რესპუბლიკას უნდა შეუერთდეს ფედერატიულად209”, წერდა გერონტი ქიქოძე. აღსანიშნავია, რომ იგი ზოგადად ოს ხალხს არაფერში ადანაშაულებდა. მისი სამიზნეები იყვნენ “ჯაველი ბოლშევიკები და სოციალისტ 103 რევოლუციონერები”, რომლებიც შეგნებით, თუ შეუგნებლად საქართველოში რუსულ იმპერიულ პოლიტიკას ახორციელებდნენ.
“ეს ელემენტები (იგულისხმება ბოლშევიკები და ესერები მ.მ) ჩვენში
სახელმწიფო დამრღვევის როლს ასრულებენ და ისინი სასტიკად უნა დაისაჯონ,
როგორც უდიდესი სახელმწიფო დამნაშავეები... თუკი 200 პრობლემატური აზნაური ჩამოღრჩობის, ან დახვრეტის ღირსნი არიან პრობლემატური დანაშაულობის გულისათვის, ნუთუ აშკარა სახელმწიფო მოღალატეებს საჩუქრად რიტორიკის ყვავილები უნდა მიერთვას?210”
ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია და მისი პერიოდული ორგანო “საქართველო” მუდმივად ითხოვდა იმ პირთა მკაცრ დასჯას, ვინც სახემწიფო გადატრიალების, ნეისმიერი ბუნტისა და ჯანყის საქმეში ღებულობდა მონაწლეობას. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობა ლიბერალური პოლიტიკის მოომხრე იყო და უკიდურეს ზომებს (ციხეში ჩასმას) შედარებით იშვიათად მიმართავდა. ასე მაგალითად, 1918 წლის მარტის ოსთა აჯანყების მოაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლებრივ პასუხისმგებლობას ასცდა.
შედეგმაც შესაფერისი იყო. ცხინვალი კვლავ აჯანყებულთა მმართველობის ქვეშ გადავიდა. “საქართველოს” კორესპონდენტი წერს: ოსებმა, რომლებიც ბოლშევიზმის სახელით მოქმედებდნენ და შეიარაღებული აკონტროლებდნენ ცხინვალის ქუჩებს, მაჩაბლები და ვეზირიშვილები თავიანთ მამულებში არ შეუშვეს. “არც ერთი მემამულე ოსების ტერიტორიაზეო”211.
საქართველოს” ჟურნალისტი კი ამბობს, რომ ეს ადამიანები უკვე დიდი
ხანია მემამულეები აღარ არიან. “მათ შერჩათ თითო-ოროლა დღის ბაღ-ვენახი,
რომელიც თავიანთი ხელით გაუკეთებიათ.” მამაპაპეული მიწები კი ახლა
ალიხანოვს, ათარბეგოვს, ფირალოვს, ჟირნოვოს აქვთ მფლობელობაშიო.
“ვინ არის მაინცამაინც ამ ქვეყნის წესრიგის ყურისმგდებელი, _ ოსების ეროვნული საბჭო, თუ კომისარი საქართველოს რესპუბლიკისა. უფრო კი _ პირველი. ხალხი თხოულობს გარკვეულ მდგომარეობას. ხალხს შიშის ზარსა სცემს უკვე გაგონილი და განცდილი ჰაეროპლანების კრიალი, ზარბაზნების გრიალი და ვინტოვკების ტკაცა-ტკუცი.
104 ეშინიათ, ეშინიათ, რომ მეორედ აღარ განმეორდეს და დამფრთხლები ერთმანეთს ეფარებიან. მიეშველეთ ხალხს, საწყალ ამ ხეობის ხალხს. გაიერთგულეთ, ჩაიყენეთ ამ ხეობიდანაც რაიმე ქვეყნის სამსახურში. აგრძნობინეთ, რომ ეს კუთხე და ხალხიც უპატრონო არ არის და მაშინ თვით ქართველი ხალხი აღუდგება წინ მოძალადეს და დაეხმარება თავის მთავრობას, გაუმაგრებს მდგომარეობას”212, წერდა “საქართველოს” ჟურნალისტი.
მაშასადამე, ეთნიკური ქართველები მენშევიკური მთავრობისაგან მეტ
ყურადრებას ითხოვდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მთავრობა დასჯიდა აჯანყებულთა გათავხედებულ ბრბოს. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და 1918 წლის ივნისში ამჯერად საჩხერეს დაესხა თავს ოს ბოლშევიკთა არმია.

No comments: