2.08.2012

აფხაზეთზე-3


აფხაზეთში მენშევიკური მთავრობის
პოლიტიკის კრიტიკა
გაზეთ ¡§საქართველოში¡¨, როგორც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის ბეჭდვით ორგანოში, სისტემატურად იბეჭდებოდა მასალები, რომელიც
სოციალისტური პარტიების, განსაკუთრებით მენშევიკური ფრთის პოლიტიკას
აკრიტიკებდა.
სოციალიზმის კრიტიკა აფხაზეთზე გამოქვეყნებულ საგაზეთო მასალებშიც
დროდადრო გვხვდება. გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ კორესპონდენტები აკრიტიკებდნენ
ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის, ხოლო შემდეგ _ საქართველოს
ეროვნული მთავრობის პოლიტიკას აფხაზეთში. კერძოდ, მათ უკმაყოფილებას
იწვევდა მენშევიკური მთავრობის საკადრო და საარჩევნო პოლიტიკა; აგრეთვე
ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს მთავრობას უფრო ეფექტურად უნდა
ებრძოლა ქ. სოჭის შენარჩუნებისაათვის და უნდა ჰქონოდა პრეტენზია ამ
ქალაქაზე, მით უფრო, რომ საამისო საფუძველი არსებობდა. გარდა ამისა,
¡§საქართველომ¡¨ გააკრიტიკა აფხაზეთში მიწების გადანაწილების საკითხი.
3.1. მენშევიკური მთავრობის საკადრო და საარჩევნო
პოლიტიკის კრიტიკა
73
¡§საქართველოს¡¨ ერთი-ერთი კორესპონდენტის (ფსევდონიმი ინ-რი) კრიტიკა
დაიმსახურა მენშევიკმა გენერალმა ვალიკო ჯუღელმა. ერთ-ერთ წერილში153
გატარებული მოსაზრების თანახმად, სწორედ გენერალ ჯუღელის მიერ
დანიშნულმა რუსმა მოხელეებმა მოახდინეს პროვოცირება იმისა, რომ აფხაზებმა
თურქეთს დახმარება სთხოვეს.
1918 წლის თებერვალში აფხაზეთზე ბოლშევიკთა პირველი შეიარაღებული
აგრესია რომ მოიგერია, გენერალმა ჯუღელმა სოხუმის სამხედრო მმართველობა
ჩააბარა ასევე სოცილატებს, ეროვნებით რუს ტუგაევს (ქალაქის კომენდანტი) და
ნოვიკოვს (შტაბის უფროსი).
ივნისში საქართველოს მთავრობამ გერმანიის საჯარისო ნაწილებს ქ.
სოხუმში შესვლა სთხოვა. მთავრობის თხოვნა განპირობებული იყო მოარული
ხმებით, რომ ადგილობრივი სეპარატისტები აპირებდნენ თურქეთისათვის სამხედრო
დახმარების თხოვნას და აფხაზეთში თურქული დესანტის გადმოსხმა იგეგმებოდა.
საქართველოს მთავრობის გათვლით, ეს გეგმა ჩაიშლებოდა, თუკი სოხუმში
გერმანიის სამხედრო ნაწილები შევიდოდა. გათვლა მარტივ ლოგიკას ეფუძნებოდა
_ გერმანია პირველ მსოფლიო ომში თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო
პარტნიორი იყო, ამდენად თურქეთი ვერ გაბედავდა იმ ტერიტორიის ანექსიას,
სადაც მისი პოლიტიკური პარტნიორის, გერმანიის სამხედრო ნაწილები იქნებოდა
გამაგრებული.
გერმანელებმა თხოვნა შეგვისრულეს,Qქ. სოხუმის პორტსა და საკრებულოს
შენობის თავზე გერმანული დროშა აფრიალდა. ¡§საქართველოს¡¨ კორესპონდენტის
თქმით, ამან ძალიან გააბრაზა ადგილობრივი რუსები, რომელთაც მხარი აუბეს
ჯუღელის მიერ დანიშნულმა ტუგაევმა და ნოვიკოვმა. მათ მასხრად აიგდეს
გერმანელი მაღალჩინოსანი სამხედროები. სოხუმის საკრებულოში შესულ
გერმანელებს მოასმენინეს მარსელიოზა და ამ დროს ფეხზე ადგომაც კი
აიძულეს
ƒხ
.
პირველად გერმანელმა სამხედროებმა ეს მოითმინეს, მეორედ კი ყველაფერი
საკუთარ ელჩს შეატყობინეს, მოხსნეს თავიანთი დროშა და სოხუმი დატოვეს.
ƒხ
საფრანგეთი პირველ მსოფლიო ომში გერმანია-თურქეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ბუნებრივია,
კაიზერული გერმანიის სამხედრო პირები ღრმად შეურაცხყოფილად იგრძნობდნენ თავს, როდესაც
აიძულეს ფეხზე ადგომა და თავიანთი მტრის, საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის (თანაც
სოციალისტურის) მარსელიოზას მოსმენა .
74
მართალია, სოხუმელ რუსებს ეს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ გერმანელების
წასვლამ თურქებს გზა გაუხსნა. ერთ კვირაში აფხაზი თავადი ალ. მარშანია
გუდაუთაში გამაგრებულ ბოლშევიკებთან ბრძოლის ეგიდით აფხაზეთში 600
კაციან თურქულ დესანტს შემოუძღვა. ეს ფაქტი, ¡§საქართველოს¡¨ კორესპონდენტის
თქმით, ჯუღელის მიერ დანიშნული კადრების უტაქტო პოლიტიკის შედეგი იყო.154
რედაქციის გულისწყრომას საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ
ქართველი ჯარისკაცების არსათანადო დაფასებაც იწვევდა. გაზეთ
¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტმა ნიკო თავდგირიძემ ერთ-ერთ სტატიაში ქართული
საჯარისო ნაწილებისა და ქართველი ჯარისკაცებისადმი უღირსი
დამოკიდებულებაში დაადანაშაულა მენშევიკური მთავრობის მიერ სოხუმში
სამოქალაქო თავმჯდომარედ დანიშნული გიზო ანჯაფარიძე
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1918 წელს აფხაზეთში სამი ბოლშევიკური
გამოსვლა ჯერ ამიერკავკასიის, შემდეგ კი, დამოუკიდებელი საქართველოს
საჯარისო ნაწილებმა ჩაახშეს. საომარი მოქმედებების დროს ქართველმა
ჯარისკაცებმა ცნობილი სარდლების მეთურობით აფხაზეთის საზღვარი
გააფართოვეს და ქ. ტუაფსეც კი დაიჭირეს.
¡§საქართველო¡¨ წერდა: ¡§გენერალ მაზნიაშვილის ოპერაციებმა სოხუმის
ოლქსა და შავი ზღვის გუბერნიაში აღადგინეს ქართული იარაღის პრესტიჟი,
რომელიც შეიბღალა ბათუმის ოლქში
ƒხ
. Aამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს
ეროვნული თვითცნობიერების განმტკიცებისათვის. Kკიდევ უფრო დიდი
მნიშვნელობა აქვს უცხოელებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ
დარწმუნებულან, შეგვიძლიან, თუ არა საკუთარი ძალებით სახელმწიფოს
აშენება¡¨155.
ბუნებრივია, რომ ქართველი ჯარისკაცები რედაქციამ გმირებად მონათლა
და საკადრისი ხოტბაც შეასხა. თუმცა, თავდგირიძის თქმით, სოხუმში მენშევიკ
საჯარო მოხელეს გიზო ანჯაფარიძეს აუთვალწუნებია ქართველი ოფიცრები
იაშვილი, ჭკადუა, დუნდუა. ისინი სასტუმროში ქეიფისას ანჯაფარიძეს
გაულანძღავს კიდეც: ¡§იცით მე ვინ ვარ! მე შემიძლია თქვენი გაუბედურება და
გასალდათება¡¨. მეტიც, ოფიცერი დუნდუა ანჯაფარიძემ დააჭერინა კიდეც156.
ƒხ
1918 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში თურქეთმა დაიპყრო აჭარა, აიღო ქ. ბათუმი და
ბრძოლები ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში გადმოიტანა. ახალშექმნილ ქართულ არმიას უჭირდა
თურქეთის ძლიერ სამხედრო ძალასთან დაპირისპირება.
75
სტატიის ავტორი მკითხველს აფხაზეთში ანჯაფარიძის მუშაობიდან კიდევ
ორ ფაქტს აწვდის. პირველი ისაა, რომ ანჯაფარიძემ სოხუმში დააბრუნა ორი
ბოლშევიკი, რომლებიც გენერალმა მაზნიაშვილმა ანტისახელმწიფოებრივი
მოქმედებების გამო აფხაზეთიდან გააძევა. (მათ აფხაზეთიდან განდევნილ
ბოლშევიკური არმიის ნაწილებისათვის 2 მლნ სახელმწიფო ფული გაუტანებიათ).
მეორე ფაქტი კი ის იყო, რომ ანჯაფარიძემ ტუაფსეს რუსი მოსახლეობა შეკრიბა
და განუცხადა, საქართველოს რესპუბლიკას ტუაფსეს აღება არ სურდა, უბრალოდ
ბოლშევიკებთან ბრძოლის გამო მოუხდა ამ ქალაქის აღება. რუსეთში
ბოლშევიკების დამარცხებისა და დამფუძნებელი კრების არჩევნების შემდეგ
ქართული ჯარი ტუაფსესაც და, რაც უფრ მნიშვნელოვანია, სოჭსაც დატოვებსო157.
ანჯაფარიძის საქციელი სტატიის ავტორმა ანტიქართულ პოლიტიკად
შეაფასა: ¡§საჭიროა ჩვენმა მთავრობამ მეტი დაკვირვება და წინდახედულება
გამოიჩინოს, როდესაც განაპირა რეგიონებში აგზავნის სპეციალურ
რწმუნებულებს¡¨158, წერდა თავდგირიძე.
ამავე წერილში ნიკო თავდგირიძე აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით მთავრობამ დააკავა
ცნობილი, პატივსაცემი და, რაც მთავარია, ქართველებისადმი ერთგულებით
გამორჩეული აფხაზი თავადი დიმიტრი მარშანია. მისი ერთადერთი ვაჟი, თურმე,
ქართულ ჯარში იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა კიდეც. დიმიტრი მარშანია
მენშევიკურ მთავრობას ჯერ თბილისში გადაუსახლებია, მოგვიანებით კი
უდანაშაულოდ უცვნია და სოხუმში დაუბრუნებია. ¡§ამნაერი მოპყრობის გამო
ყველა ის აფხაზი, რომელიც ჩვენთვის თავს დადებდა სამსხვერპლოდ, ჩვენი
წინააღმდეგი შეიქნა¡¨159, წერდა თავდგირიძე.
ნიკო თავდგირიძე მენშევიკური მთავრობის მიერ სანდო პირად მიჩნეულ
აფხაზ ჯოტო შერვაშიძეს აკრიტიკებს. აფხაზეთის სახალხო საბჭოს
თავმჯდომრეს, ჯოტო შერვაშიძეს საქართველოს მენშევიკური მთავრობისათვის
წაუყენებია მოთხოვნა, რომ ქართულმა ჯარებმა აფხაზეთი სასწრაფოდ დატოვონო.
ამის გამო თავდგირიძემ შერვაშიძე ¡§ვითომ ჩვენიანად¡¨ მოიხსენია.
¡§ის ჯარი, რომელმაც განსაცდელისაგან იხსნა მთელი აფხაზეთი,
რომელმაც საარაკო გაბედულება და მამაცობა გამოიჩინა ბოლშევიკებთან
ბრძოლაში, ეს ჯარი უნდა განიდევნოს აფხაზეთიდან? რას მოასწავებს დევნა,
76
დამცირება, ჩაგვრა და ლანძღვა გენერალის მაზნიაშვილისა, რომელმაც აღადგინა
უცხოელ ერთა თვალში ქართველ მეომართა სახელი?¡¨, წერდა თავდგირიძე.
Dდაბოლოს, თავდგირიძის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია იმ
ფაქტმა, რომ პირველი გადატრიალების მცდელობის შემდეგ, როდესაც
საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის სახალხო საბჭო დაშლილად გამოაცხადა,
არჩევნების გარეშე შეიქმნა დროებითი სახალხო საბჭო. ეს საბჭო თითქმის
მთლიანად სოციალისტი ხმოსნებით დაკომპლექტდა, ხოლო თავმჯდომარის
თანაშემწედ და ფაქტობრივად ყველა საქმის წარმმართველად დაინიშნა რუსი
დემიანოვი.
თავდგირიძე წერდა: ¡§თუ სამართლიანობის აღდგენა გვინდოდა,
კონსტიტუციონური წესის თანახმად უნდა მოვქცეულიყავით: დაგვეთხოვა საბჭოს
მთელი შემადგენლობა და ახალი, წესიერი არჩევნები მოგვეხდინა. ჩვენ
გაგვეხარდა, რომ ერთმა ნაწილმა საბჭოისამ ძალით გარეკა მეორე,
სრულუფლებიანი წევრი საბჭოისა, მაგრამ რა მოვიგეთ ამით? იცის, თუ არა
მთავრობამ, რომ ეხლანდელი, ვითომდა ჩვენი მომხრე აფხაზეთის საბჭოს
თავმჯდომარის თანაშემწედ და ფაქტიურად საქმეების გამგედ მოწვეულია
კერენსკის კაბინეტში ყოფილი მინისტრის თანაშემწე დემიანოვიჩი. ეს დემიანოვიჩი
არის მომხრე, თანამგრძნობელი და მესაიდუმლე იმ რუსი მოღვაწეებისა: ტომარაზახაროვებისა
და კომპანიისა, რომელნიც დაუძინებელი მტერნი არიან
ქართველობისა და ყოველს საშუალებას ხმარობენ, რომ ქართველებს აფხაზეთში
ნიადაგი მოუსპონ¡¨160, წერდა ნიკო თავდგირიძე.
A ამ სტრიქონების დაწერიდან 2 თვეში აფხაზეთში მოხდა პოლიტიკური
გადატრიალების მეორე მცდელობა, ამჯერად თეთრგვარდიული რუსეთის
ინსპირირებით. გამართლდა ნიკო თავდგირიძის ეჭვი იმის შესახებ, რომ დემიანოვი
რუსეთის ინტერსების გამტარებელი იყო. როგორც ისტორიკოს მერი გაბედავა
წერს, დემიანოვი აფხაზეთის საზღვართან, ქ. ეკატერინოდარში გამაგრებულ
თეთრგვარდიელი სარდლის ალექსეევის კადრი გახლდათ. მოვლენათა
განვითარებამ დაადასტურა, რომ სოციალისტი დემიანოვი რუსეთის მონარქისტული
მიზნების განხორციელებისათვის იღვწოდა.
მეტიც, რუსი დემიანოვი 1919 წლის თებერვალში აფხაზეთში
გამართული პირველი არჩევნების შემდეგაც დარჩა. მან გარს შემოიკრიბა საბჭოს
კიდევ 7 წევრი და აფხაზეთის სახალხო საბჭოში შეიქმნა სეპარატისტულად
77
განწყობილ ხმოსანთა ჯგუფი. ჩვენი აზრით, აფხაზეთის სახალხო საბჭოში
საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგეეთა მოხვედრა იყო შედეგი 1918 წლის
დეკემბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და საქართველოს მთავრობის მიერ
მიღებული საარჩევნო დებულებისა.
დებულებამ აფხაზეთში მაცხოვრებელ საქართველოს არამოქალაქე, ანუ სხვა
ქვეყნის მოქალაქე პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაუმტკიცა.
საარჩევნო დებულების მე-2 მუხლში ჩაიწერა: ¡§აფხაზეთის სახალხო საბჭოს
წევრთა არჩევნების უფლება აქვს განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და
სარწმუნოებისა აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, რომელსაც საარჩევნო
სიების შედგენამდე შესრულებია ოცი წელიწადი და რომელსაც აფხაზეთში
ბინადრობა ჰქონია 1914 წლის ივლისის 19-მდე¡¨161.
ჯერ კიდევ საარჩევნო დებულების მიღებამდე გაზეთ ¡§საქართველოს¡¨
კორესპონდენტი (ფსევდონომით ¡§რიონელი¡¨
ƒხ
) ითხოვდა, რომ საქართველოს
პარლამენტს ეს დებულება არ დაემტკიცებინა. ¡§ნუთუ, ამ პატივცემულმა პირებმა
არ უწყიან, რას ნიშნავს ასეთი დებულება? ნუთუ, მათ არ ესმით, თუ რა დიდ
საფრთხეს უმზადებს ასეთი დებულება როგორც თვით აფხაზეთს, ისე
საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას? ნუთუ, მათ არ იციან, აფხაზეთში დღეს
ბინადრობს 60 ათასი რუსი და 30 000 სომეხი, რომელთა დიდი უმრავლესობა
უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომია და ამიტომ მათი მისწრაფება, ეჭვი არ არის,
იქნება უცხოეთისკენ და არა საქართველოსკენ?
და თუ ესმით, რას ნიშნავს ყოველივე ეს, მაშ რას ნიშნავს ასეთი
პოლიტიკური შეცდომა? ვგონებ, დრო არის მოვშორდეთ ვიწრო პარტიულ ბურუსს,
ვიმოქმედოთ სახელმწიფოებრივი გეზით და ვაწარმოოთ რეალური პოლიტიკა¡¨,
წერდა ¡§საქართველოს¡¨ კორესპონდენტი162.
მისი უკმაყოფილების მეორე მიზეზი იყო ის, რომ აფხაზეთის
სახალხო საბჭოს არჩევნებისათვის შექმნილ კომისიაში, რომელიც უხუცესი
ƒხ
ჩვენი აზრით აღნიშნული სტატიის ავტორი შეიძლება იყოს ნიკო ნიკოლაძე, რადგან
ფსევდონიმი ¡§რიონელი¡¨ ერთ-ერთია მისი ფსევდონიმებისაგან. თანაც, სტატია, მართალია,
აფხაზეთს ეძღვნება, მაგრამ ფაქტობრივად სოციალისტური და ეროვნული მსოფლ მხედველობის
დაპირისპირებას ასახავს.
78
მენშევიკის ისიდორე რამიშვილის თავმჯდომარეობითEშეიქმნა, აფხაზი ეროვნების
ერთი წევრიც კი ვერ მოხვდა. ¡§ამრიგად, გამოდის, რომ ცენტრალური საარჩევნო
კომისია სწყვეტს აფხაზების ბედს თვით აფხაზების დაუსწრებლად163¡¨, ასკვნის
¡§საქართველოს¡¨ კორესპონდენტი.
ისიდორე რამიშვილის პასუხმა, რომ ჩვენ ვიწვევთ აფხაზებს, მაგრამ ისინი
არ მოდიანო, კორესპონდენტი ვერ დააკამყოფილა. ¡§სიმართლე გვითხრათ, ასეთი
პასუხი არ გვაკმაყოფილებს. ასეთი პასიური მოქცევა მავნებელია როგორც თვით
აფხაზებისათვის, ისე საქართველოს რესპუბლიკისათვის. საჭროა ბატონმა
რამიშვილმა გამოიკვლიოს აფხაზთა მოუსვლელობის მიზეზი, მიიღოს ენერგიული
ზომები და დააინტერესოს ამ მომავალ არჩევნებით აფხაზი ხალხი. გვწამს, რომ
აფხაზთა დაუსწრებლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოჰყვება მავნე და
უსიამოვნო შედეგები164¡¨, წერდა ¡§საქართველოს¡¨ ჟურნალისტი.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს შემადგენლობა მართლაც ჭრელი გამოდგა. ეს
ორგანო მუდმივი ურთიერთდაპირისპირების ფონზე მუშაობდა. პირველსავე
სხდომაზე მოხდა კონფლიქტი დემიანოვის ჯგუფსა და საბჭოს დანარჩენ წევრებს
შორის. ¡§საქართველოს¡¨ კორესპონდენტის თქმით, ¡§პარლამენტში (იგულისხმება
აფხაზეთის სახალხო საბჭო მ. მ.) ორი მიმდინარეობაა: უმრავლესობა _
დემოკრატიული; მეორე ჯგუფი კი (სულ 8 კაცი) დენიკინის რუსეთის მომხრენი165¡¨.
ამავე კორესპონდენტის ინფორმციით, სხდომაზე გინებამდე (სეპარატისტმა
ცაგურიამ შეგინა მთელ საბჭოს) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მენშევიკები და
მენშევიკთა უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფი (ანუ, აფხაზი სეპარატისტები).
ხმოსანმა კაკუბავამ თქვა, რომ ¡§საქართველოს დემოკრატიამ ცეცხლით და
მახვილით, სიკვდილით დასჯით და ძალდატანებით, რომელიც არ ნახულა
ნიკოლოზ მე-2 დროსაც, დაიმორჩილა აფხაზეთი¡¨166.
საბჭომ მიიღო რეზოლუცია, (ალბათ, იგულისხმება ¡§აქტი ავტონომიის
შესახებ¡¨, რომლის ძალითაც აფხაზეთი გამოცხადდა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიურ ერთეულად.). Dკორესპონდენციიდან
ვგებულობთ, რომ ამ პროცესს დემიანოვი შეეწინააღმდეგა. მისი აზრით, საბჭო არ
იყო უფლებამოსილი ემსჯელა, შედიოდა თუ, არა აფხაზეთი საქართველოს
რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური ერთეული.
79
თუმცა, კენჭისყრით გადაწყდა, რომ საბჭოს ამის უფლებამოსილება გააჩდა.
დემიანოვმა ამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.167.
ამრიგად, გაზეთი ¡§საქართველო¡¨ აკრიტიკებდა აფხაზეთში მენშევიკური
ცენტრალური მთავრობის საკადრო და საარჩევნო პოლიტიკას. რედაქციას არც
სოციალისტური მთავრობის მიერ დანიშნული ასევე სოციალისტი კადრები
მოსწონდა და არც ის _ თუ როგორ ჩატარდა აფხაზეთში სახალხო საბჭოს
არჩევნები.
3.2 სოჭის შენარჩუნებისათავის არასათანადო ბრძოლა
არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ქართულმა არმიამ 1918 წელს აიღო ქალაქები
გაგრა, სოჭი, ტუაფსე. ტუაფსე რამდენიმე კვირაში დავთმეთ. თუმცა,
თეთრგვარდიელი გენერალი ალექსეევი მოითხოვდა, რომ ქართულ არმიას ქ.
სოჭიც დაეცალა. 1918 წლის აგვისტო და სექტემბერი საქართველოს საგარეო
მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ქ. ეკარტერინოდარში ალექსეევის
წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაში გაატარა.
მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო, როდესაც გაზეთ
¡§საქართველოში¡¨ ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ
გამოაქვეყნა სტატია ¡§შავი ზღვის სანაპიროსათვის¡¨168. სტატიაში იგი აღნიშნავს,
რომ ტუაფსე დაკარგულია და ევ. გეგეჭკორს ბედად ხვდა ამ დანაკარგის
ოფიციალურად დადასტურება. თუმცა, მეორე ქალაქი სოჭი, არავითარ შემთხვევაში
არ უნდა დავთმოთ, რადგან ამ ქალაქში ქართველი მოსახლეობა ანგარიშგასაწევ
ძალას წარმოადგენს და გარდა ამისა, ეს ქალაქი ისტორიულად ძველქართული
ქალაქიაო. ბოლოს, ს. კაკაბაძე სოჭის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც მიუთითებს.
¡§... შავი ზღვის სანაპიროზედ ჩვენი მიჯნის მოგვარების საქმეში ჩვენ მხარს
აღარავინ დაგვიჭერს. საქართველოს დემოკრატიამ უნდა იზრუნოს საკუთარი
ძალით ამ საკითხის გადასაწყვეტად და ენერგიულად უნდა შეუდგეს, სანამ
დაკარგულის დაბრუნება შესაძლებელი იქნება, იმის შენარჩუნებას მაინც, რაც
ჩვენს ხელთ არის. შავი ზღვის სანაპიროზედ ჩვენი საზღვრები უნდა
უზრუნველყოფილ იქმნას. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავალი
და მისი ინტერესები¡¨169.
80
მენშევიკური მთავრობა ტუაფსესა და სოჭის შენარჩუნებას დიდი
მნიშვნელობის ამოცანად არ მიიჩნევდა. ნიკო თავდგირიძე გაზეთ ¡§საქართველოში¡¨
გამოქვეყენებულ წერილში ამბობს, რომ მან საქართველოს მთავრობასთან
შესახვედრად თბილისში ჩერქეზების წარმომადგენელი ჩამოიყვანა.
შეხვედრის მიზანი იყო, რომ ქ. ტუაფსეში მაცხოვრებელი ეთნიკურ
ჩერქეზებს ტუაფსეს შენარჩუნების საქმეში საქართველოს მთავრობისათვის მხარი
დაეჭირათ. თავდგირიძე შავი ზღვის ქალაქების შენარჩუნების აუცილებლობას ასე
ასაბუთებდა: ¡§ტუაპსე ჩვენი სანაპიროების და საზღვრების გასამაგრებლად
ისეთივე აუცილებელია, როგორც დარიალის ხეობა. თუ ტუაპსე ჩვენ
განკარგულებაში არ იქნა, ზღვის სანაპიროების დცვას და შენარჩუნებას ჩვენ ვერ
შევძლებთ¡¨170. თუმცა, საქართველოს მთავრობის წარმომადგნებლები ჩერქეზების
წარმომადგენელს არც კი შეხვედრიან.
¡§ბატონმა ჩვენმა საგანგებო რწუნებულმა ევგენი გეგეჭკორმა მე თვითონ
მითხრა: რას ვეჩრებით ჩვენ ტუაფსესა და სოჭში, როცა სამეგრელო ვერ
დაგვიმშვიდებიაო. შეიძლება ეს მართალი განცხადებაც იყოს, მაგრამ ამგვარი
განწყობით ჩვენ გენერალ ალექსეევს ვერაფერს გამოვრჩებით...¡¨171, წერდა ნ.
თავდგირიძე.
მოგვიანებით, როდესაც ამიერკავკასიაში გერმანიის ჯარები ბრიტანეთის
გაერთიანებული სამეფოს ჯარებმა ჩაანაცვლეს, საქართველოს მთავრობის
პოზიცია ასეთი იყო: ¡§სოჭის ოლქი ქართველი ჯარის მიერ დაჭერილია დროებით,
თვით ადგილობრივ მცხოვრებლების სურვილის მიხედვით და ეს ტერიტორია
რუსეთს დაუბრუნდება, როცა თვით რუსეთში ნორმალური სახელმწიფოებრივი
ცხოვრება დამყარდება...¡¨,172¡¨
გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ ჟურნალისტი არ ეთანხმებოდა საქართველოს
მთავრობის პოზიციას: ¡§ჩვენი მთავრობის პრეტენზიები არ სცილდება ე.წ. გაგრის
ჭიშკარს, რომელიც ბ. ნ. ჟორდანიას სიტყვით საქართველოს ისტორიულ და
სტრატეგიულ საზღვარს წარმოადგენს... სოჭის ოლქი სრულიადაც რუსეთის უდავო
კუთვნილებას არ წარმოადგენს. როგორც უკანასკნელმა გამოკვლევებმა
დაამტკიცა, არათუ სოჭის, არამედ თვით ახლანდელი ტუაფსეს ოლქი
საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში შედიოდა.
81
რასაკვირველია, დღეს ჩვენს პრეტენზიებს მარტო თამარ მეფის დროინდელი
სიგელებით ვერ დავიცავთ, მაგრამ როგორც ვიცით, საქართველოს რესპუბლიკა
მემკვიდრეა არამარტო ბაგრატიონების საქართველოსი, არამედ ამიერკავკასიის
ადმინისტრატიული და პოლიტიკური ერთეულისა, რომელშიც ყოველთვის მთელი
შავი ზღვის გუბერნია შედიოდა.
სოჭის ოლქში დაახლოებით სამოცდაათი ათასი სული ცხოვრობს და აქედან
რუსობა მხოლოდ ნახევარი, ე.ი. ოცდათხუთმეტი ათასია. ყველაზე ჩქარის ტემპით
ქართველი მოსახლეობა იზრდება და ეს გასაკვირველი არც არის, რადგან ოლქს
მჭიდროდ დასახლებული ქართული პროვინციები აკრავს და ძველი ჯიქეთი
კლიმატური პირობებით სამეგრელოს და აფხაზეთის გაგრძელებას
წარმოადგენს¡¨173.
მაშასადამე, სოციალისტური მთავრობის კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი
მთავრობის მიერ ქ. სოჭის შენარჩუნებისათვის არასათანადო ბრძოლა იქცა.
3.3 აფხაზეთში მიწების გადანაწილების პოლიტიკის კრიტიკა
აფხაზეთში მიწის პოლიტიკა კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გაზეთ
¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტებმა მენშევიკური მთავრობა გააკრიტიკეს.
1918 წლის გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ მე-6 ნომერში გამოქვეყნებულია
საინფორმაციო შენიშვნა, რომ გლეხთა დაჟინებული მოთხოვნის გამო აფხაზეთის
სახალხო საბჭომ დაადგინა ¡§სახაზინო, საკაბინეტო, სუფლისწულო, საეკლესიო,
სამონასტრო და მსხვილ მესაკუთრეთა ტყეები და მთები უნდა გადავიდეს
აბხაზების და აბხაზეთის მიწა-წყალზე მოსახლე სხვა ერთა სათემო
წყობილებაში¡¨174.
მიწის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება ის უმტკივნეულესი თემა იყო,
რაც აფხაზი თავად-აზნაურობის ანტიქართულ განწყობას კიდევ უფრო
ამძაფრებდა. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დამხობამდე მეგრელი მოიჯარადე
გლეხების სოციალისტურმა მოთხოვნებმა, მიწაზე მათმა პრეტენზიებმა აფხაზი
თავადაზნაურობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ის, რომ მეგრელი მოიჯარადე
გლეხების სოციალისტური განწყობა აფხაზების გაბრაზების მიზეზი ხდებოდა _
ჯერ კიდევ 1917 წელს გაზეთ ¡§საქართველოში¡¨ ნიკო თავდგირიძემ აღნიშნა (იხ:
¡§საქართველო¡¨; 1917წ; #171; გვ:2.). ამის შესახებ ჩვენ ამ თავის შესავალშიც
ვისაუბრეთ.
82
მოგვიანებით, საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ გამოსცა მიწის
დეკრეტი და ფაქტობრივად მიწა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. ამის
შესახებ გაზეთ ¡§საქართველოში¡¨ ზაქარია ედილი წერდა: ¡§[მიწის დეკრეტი]
აფხაზეთისათვის მეტად ნაადრევი იყო, ვისაც უნახავს აფხაზეთი, იმას ისიც
ეცოდინება, რომ აფხაზეთში დღემდის თითქმის სისრულით შენახული იყო
ფეოდალური წესწყობილება. ის პატივისცემა, ის თავაზი, რაც 60 წლის წინად იყო
ჩვენში, აფხაზეთში შეუცვლელად არის დარჩენილი. დღემდის თავადიშვილის
სიტყვა მათთვის თითქმის წმინდათა წმინდა იყო¡¨175.
ხოლო ნიკო თავდგირიძე, რომელიც თავდაპირველად მეგრელ მოიჯარადეთა
სოციალისტურ განწყობას აკრიტიკებდა, შემდგომშ მენშევიკურ მთავრობას
მოუწოდებდა ამჯერად მეგრელი მოიჯარადეები არ გაებრაზებინა. მოიჯარადე
მეგრელები, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში მიწები სახელმწიფო საკუთრებად
გამოცხადდა, კვლავინდებურად უმიწოდ დარჩნენ. საქართველოს მთავრობა მათი
მიწით დაკმაყოფილების საკითხს არც კი განიხილავდა, თუმცა, გაჩნდა მოსაზრება,
რომ ჩამორთმეულ მიწებზე თურქეთში გადასხალებული მუჰაჯირები უნდა
დაებრუნებინათ. ასეთი პერსპექტივა იწვევდა მოიჯარადე მეგრელების
უკმაყოფილებას და მათი ¡§გაბოლშევიკების¡¨ პროცესს უწყობდა ხელს.
¡§უმიწო და საპატრონო ჩვენებური მოიჯარადე გლეხებია, ესენი არიან
ფაქტიური მემკვიდრენი აზნაურების მამულის. ჩვენი სოციალისტები კი ჩვენ
გლეხებს ართმევენ ოფლით და ტანჯვით გაწმენდილ-დამშვენებულ მიწებს და
სათათრეთში გაქცეულ მუჰაჯირებს აძლევენ. ჩვენებურმა გლეხმა ვეღარ გაიგო:
ვინ არის მისი მტერი და ვინ _ მოყვარე. მენშევიკები ართმევენ მიწას და
ბოლშევიკები კი აძლევენ¡¨176, წერდა ნიკო თავდგირიძე. (ხაზი ჩვენია. მ. მ.)
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ საფუძველს არ იყო
მოკლებული აფხაზი სეპარატისტების შიში _ ¡§საქართველოს ავტონომია თუ
გამოცხადდა, ჩვენც იმაში მოგვათავსებენ და რადგანაც ჩვენში ბევრი მამულია,
ქართველები მოვლენ და ჩამოგვისახლდებიანო¡¨. ჩვენ მიერ განხილული ორი
სტატია მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში მცირემიწიანობით დატანჯული
მეგრელი გლეხების ჩასახლება საქართველოსათვის (ყოველ შემთხვევაში
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისათვის)
სასურველ პერსპექტივად განიხილებოდა.
83
პირველი სტატიის ავტორი წერდა_ ¡§თუ შავი ზღვის გუბერნია
საქართველომ შემოიერთა, ხელოვნურად ამართული ყორეები მოიშლება და
სოჭისა და ტუაფსეს მიდამოების გაქართულება რამდენიმე წელში მოხდება. ეს
საბოლოოდ დააშოშმინებს სამეგრელოსაც, რომელიც დიდ სივიწროვეს განიცდის
თავისუფალი მიწის უქონლობით177¡¨ ხოლო ნიკო თავდგირიძე წერდა: ¡§უმიწო და
საპატრონო ჩვენებური მოიჯარადე გლეხებია, ესენი არიან ფაქტიური მემკვიდრენი
აზნაურების მამულის...¡¨ (ორივეგან ხაზი ჩვენია).
მაშასადამე, ჩვენი დაკვირვებით გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტები
აფხაზეთში მიწების) სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებას ( და საერთოდაც
მთელა საქართველოში კერძო საკუთრების ჩამორთმევას ეწინააღმდეგებოდნენ.
თუმცა, თუ ხელისუფლება მიწებს სახელმწიფო საკუთრებად მაინც აცხადებდა,
¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტთა აზრით, სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებული
აფხაზეთის მიწები ეროვნებით ქართველ/მეგრელ გლეხებზე უნდა
გადანაწილებუილიყო. თუ ეს ასე არ მოხდებოდა, უმიწო მეგრელები ბოლშევიკური
რუსეთის მეკავშირედ იქცეოდნენ.
4. აფხაზეთის შესახებ გამოქვეყნებული
პუბლიკაციების სტატისტიკა; დასკვნები
სტატისტიკა, ავტორები, ფსევდონიმები. გაზეთ ¡§საქართველოში¡¨ 1915-21
წლებში აფხაზეთზე გამოქვეყნებული ყველა პუბლიკაცია იმ მიზეზის გამო ვერ
აღვწერეთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული
კოლექცია საკმაოდ ნაკლულია.
აფხაზეთის შესახებ გამოქვეყნებული და ჩვენ მიერ მოპოვებულდამუშავებული
პუბლიკაციების საერთო რაოდენობა შეადგენს 218-ს. აქედან დიდი
ნაწილი საინფორმაციო შენიშვნებს უკავიათ. საინფორმაციო შენიშვნები გაზეთ
¡§საქართველოს¡¨ ხან მეორე, ხანაც მესამე გვერდზე ქვეყნდებოდა რუბრიკით
¡§ქრონიკა¡¨.

ელი
პუბლიკაციების
ჯამური ოდენობა
84
1
915
28
1
916
35
1
917
44
1
918
34
1
919
33
1
920
32
1
921
12

ულ
218
საინფორმაციო შენიშვნები, საინფორმაციო კორესპონდენციების დიდი
ნაწილი და ზოგიერთი სარედაქციო სტატია (სარედაქციო სტატიებს ეთმობოდა
გაზეთის პირველი, ან მეორე გვერდი) ავტორის ხელმოწერის გარეშე ქვეყნდებოდა.
ხელმოწერა აქვთ მხოლოდ ანალიტიკურ სტატიებს, რომლებიც გაზეთის
შუაგულში, მეორე და მესამე გვერდზე ქვეყნდებოდა. იშვიათ შემთხვევაში ავტორი
ხელს აწერდა სარედაქციო, ანუ პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციასაც.
აფხაზეთის თემატიკას ყველაზე უფრო ინტენსიურად აშუქებდნენ ზაქარია
ედილი და ნიკო თავდგირიძე. თუმცა, საინტერესო ანალიტიკური სტატიები
გამოაქვეყნეს _ სპირიდონ კედიამ, გრიგოლ ვეშაპელმა, არქიმანდრიტმა ამბროსი
ხელაიამ. რამდენიმე ლიტერატურულ-პუბლიცისტური ნარკვევი კი, გრიგოლ
რობაქიძის კალამს ეკუთვნის.
აფხაზეთზე მომუშავე ჟურნალისტების ჩვენ მიერ აღნუსხული ფსევდონიმებია:
ამ-ბერი; გალიუს; გლეხიშვილი; ი-ლე-ბაღათურელი; ილორელი; ინ-რი; ირაკლი; კაი;
მეგობარი; რიონელი; სალი; ს. ფ. ; ჭახრაკი; ჯუანშერ; ი.ჯ. ; ჯავახი.
ფსევდონიმების უმრავლესობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ
ფსევდონიმი ამ-ბერი ეკუთვნის ამბროსი ხელაიას. ამის შესახებ წერს მისი
მოღვაწეობის მკვლევარი ნ. პაპუაშვილი ჩვენ მიერ არაერთგზის მითითებულ
85
წიგნში ¡§ამბროსი (ხელაია) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში¡¨;
თბ; 2005წ. წიგნის ავტორი კაათოლოკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის
მოგონებებზე (¡§ჩემი მოგონებები¡¨; თბილისი 2001 წელი) დაყრდნობით აცხადებს,
რომ ამბროსი ხელაიას პუბლიცისტური ფსევდონიმებიდან ცნობილია რამდენიმე:
¡§ამბერი¡¨¡¦ ¡§ქორინბედიელი¡¨; ¡§სამურზაყანოელი¡¨. (იხ, დასახ ნაშრომი გვ: 42).
რაც შეეხება ფსევდონიმებს _ ი.ჯ. და ჯავახი _ ისინი, ჩვენი ვარაუდით,
ეკითვნის ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტს იასონ ჯავახიშვილს, რომელმაც საკუთარი
გვარ-სახელითაც გამოაქვეყნა რამდენიმე პუბლიკაცია აფხაზეთზე. სამწუხაროდ,
იასონ ჯავახიშვილის ბიოგრაფია, ან სხვა რაიმე ფაქტი მისი მოღვაწეობიდან,
ჩვენთვის უცნობია. ამიტომაც, იგი შესავალში გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ ე.წ.
ნაკლებად ცნობილ პუბლიცისტებს მივაკუთვნეთ.
კიდევ ერთი ფსევდონიმი ¡§რიონელი¡¨, სავარაუდოდ ნიკო ნიკოლაძეს
ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფსევდონიმი ე.წ. გაშფრულ ფსევდონიმთა
რიგს მიეკუთვნება, საკმარისად არ მიგვაჩნია, რადგან იგი შეიძლება იმერეთში მდ.
რიონის დაბა-სოფლებსა და ქ. ქუთაისში მაცხოვრებელ სხვა პუბლიცისტსაც აეღო.
თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წერილი წარმოადგენს
აფხაზეთში მენშევიკური მთავრობის საარჩევნო პოლიტკის კრიტიკას, აგრეთვე,
წერის სტილისა და არგუმენტების დამაჯერებლობის გამო ვფიქრობთ, რომ
აღნიშნული სტატიის
ƒხ
ავტორი, ფსევდონიმით ¡§რიონელი¡¨ შეიძლება იყოს ნიკო
ნიკოლაძე.
დასკვნები. ამრიგად, გაზეთ ¡§საქართველოში¡¨ ხუთი წლის განმავლობაში
შუქდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისის აფხაზეთის ცხოვრება. აფხაზეთის შესახებ
გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს შორის ჭარბობს საინფორმაციო ხასიათის
მასალები. ანალიტიკური მასალათა რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა
საკმარისია, რათა გავიგოთ რედაქციის პოზიცია, შეხედულება ამ მეტად რთულ და
თავისებურ რეგიონში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.
აფხაზეთისადმი მიძღვნილი საგაზეთო მასალების ანალიზისას ჩვენ ვცადეთ
გამოგვეკვეთა ის ფაქტები, რომლებნაც აღწერეს რეგიონში არსებული
სეპარტისტული მოძრაობისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. კერძოდ,
ƒხ
¡§აფხაზეთის არჩევნები¡¨; ¡§საქართველო¡¨; 1918 წ; # 241; გვ: 3 ¡V 4.
86
1. ქართული ენის დევნა. აფხაზეთში ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დამხობამდე
იდევნებოდა ქართული ენა. ენა იდევნებოდა სკოლებიდან, ეკლესიიდან,
ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებიდანაც კი. მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ სხვა
რეგიონებისგან განსხვავებით, აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი
(მათ შორის ეთნიკური აფხაზები) არ მიესალმა სკოლებში ქართულ ენაზე
სწავლების შემოღებას.
ქართული ენის ეკლესიებში დაბრუნებაც დიდ დაბრკოლებებს გადააწყდა.
გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ ცნობით, სოხუმის საკათედრო ტაძარში 1919 წელს, ანუ
დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის არსებობიდან წლინახევრის შემდეგაც
წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.
რაც შეეხება აფხაზურ ენას, ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც გაზეთი
¡§საქართველო¡¨ წარმოადგენდა მიიჩნევდა, რომ აფხაზური ენა, ისევე როგორც
აფხაზური კულტურა მთლიანად, განსაკუთრებული მოფრთხილების საგნად უნდა
ქცეულიყო.
2. აფხაზეთის მართლმადიდებური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. გაზეთ
¡§საქართველოში¡¨ გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით ვასკვნით, რომ მე-20
საუკუნის დასაწყისში ეთნიკურ აფხაზებს შორის იყო ორი ჯგუფი. ერთ მათგანს
სურდა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია და ეს სურვილი საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესის ავტოკეფალიის აღდგენისთანავე დააფიქსირეს.
სავარაუდოდ სწორედ ამ ჯგუფის მოთხოვნით, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის
დროს (1916 წელს) დღის წესრიგში დადგა აფხაზეთის ეკლესიის საქართველოს
საეგზარქოსოდან გამიჯნვის საკითხი. ამ პერსპექტივას შეეწინააღმდეგა ეთნიკურ
აფხაზთა პროქართული ჯგუფი. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ, შეხვდნენ ეგზარქოს
პლატონს და ამიერკავკასიის მეფისნაცვალს დიდ მთავარს ნიკოლოზ ნიკოლოზის
ძეს. მათი თხოვნა იყო, რომ აფხაზეთის ეკლესია არ გამოსცალკავებოდა
საქართველოს საეგზარქოსოს.
გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტები ცდილობდნენ განემარტათ, რომ
ისტორიულად აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის კი არა,
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელი ნაწილი იყო.
ზაქარია ედილიც კი, რომელიც აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის
ავტოკეფალიის მოთხოვნას იგი ისტორიულად გამართლებულ მოთხოვნად
მიიჩნევდა, წერდა:
87
¡§ახალგაზრდა აფხაზი სამღვდელოება რუსიფიკატორების ხელშია
აღზრდილი. რუსიფიკატორებმა აფხაზი სამღვდელოება ქართველებისადმი
მტრულად გაწვრთნესო და მათგან განდგომის მეტს არაფერს უნდა მოელოდეთო,
მითხრეს სოხუმელებმა¡¨. (ხაზი ჩვენია მ.მ.) სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ავტოკეფალიის მოთხოვნა, ზოგადად ქართული სახელმწიფოებრივი და
სარწმუნოებრივი სივრციდან სეპარაციის სურვილი, გაზეთ ¡§საქართველოს¡¨
პუბლიცისტთა აზრით, შედეგი იყო ასწლიანი რუსიფიკატორული პოლიტიკისა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რუსიფიკატორული პოლიტიკის მხილებას
მიეძღვნა გაზეთ ¡§საქართველოში¡¨ გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაცია.
გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტები აფხაზეთის მართლმადიდებლური
ეკლესიის თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთ გზად მის ისტორიულ წიაღში,
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნებას მიიჩნევდნენ. ჭყონდიდელი
მიტროპოლიტის ამბროსი ხელაის ქადაგებაში აფხაზ მართლმადიდებლებს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ატყობინებდა: ¡§არც ძველად...
როდესაც ჩვენი ეკლესია თვით განაგებდა თავის ბედს, არ უწარმოებია და არც
ახლა, რასაკვირველია, არ აწარმოებს მასზე მცირერიცხოვანი ერების ეკლესიურად
შთანთქმის პოლიტიკას, პირიქით, ყოველთვის ხელს უწყობდა სხვა თანამორწმუნე
ხალხთა ეკლესიის ნაციონალიზაციას...¡¨ ¡V წმინდა ამბროსის ეს მიმართვა სწორედ
გაზეთმა ¡§საქართველომ¡¨ შემოგვინახა.
3. აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობის გაშუქება. რთულ საგარეო
მდგომარეობას აფხაზი სეპარატისტების ჯგუფი შიდა დაძაბულობის
ინიცირებისათვის იყენებდა. მათ ჯერ კავკასიის მთიელთა კავშირის დახმარებით
სურდათ საქართველოსგან განცალკავება, შემდეგ _ თურქეთის დახმარებით,
ბოლოს კი _ თეთრგვარდიული რუსეთის.
ეს პროცესები, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები და დენიკინის
არმიასთან ბრძოლა გაზეთმა ¡§საქართველომაც¡¨ გააშუქა. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ სეპარატისტულად განწყობილი აფხაზები რედაქციას არ დაუდანაშაულებია.
მათი დამუნათება, შერცხვენა-დანამუსება გაზეთის არც ერთ ნომერში არ გვხვდება.
ყველაზე უფრო მძაფრი შეფასება, რომელსაც ჩვენ აფხაზეთში მიმდინარე
სეპარატისტული მოძრაობის შეფასებისას გაზეთ ¡§საქართველოში¡¨ გადავაწყდით,
ასეთია: ¡§... სომხებისა და რუსების ფულითა და ჩაგონებით გაბრიყვებული,
თანამედროვე პირობებით უკმაყოფილო ნაწილი ჩვენი ისტორიულად მოძმე
აფხაზებისა ფარულ და ცბიერ პოლიტიკას აწარმოებენ: ერთი ნაწლი გვემხრობოდა
88
და მეორე ნაწილი ზურგში დასაცემად იარაღს ისხამდა და ოსმალეთის ჯარის
გადმოსასხმელად ემზადებოდა¡¨178 _ ეს მკაცრი შეფასება, რომელიც ნიკო
თავდგირიძეს ეკუთვნის გამონაკლისია, სხვა მსგავსი შეფასება ჩვენ გაზეთ
¡§საქართველოში¡¨ არ შეგვხვედრია.
გაზეთში გაშუქდა აფხაზეთში განხორციელებული ბოლშევიკური სამხედრო
აგრესიებიც. თუმცა, ეს გამოსვლები ადგილობრივი სეპარატისტულად განწყობილი
აფხაზების მხარდაჭრით არ სარგებლობდნენ. მას მხარს უჭერდნენ უმიწოდ
დარჩენილი აფხაზეთში მკვიდრი ქართველი, სომეხი, ბერძენი და, რაც მთავარია,
რუსი მოსახლეობა. შეაბამისად, ეს სხვანაერი მხოლოდ სოციალური მოტივით
ნასაზრდოვები სეპარატიზმი იყო, რაც სწორედ ასეთად შეაფასა კიდეც გაზეთ
¡§საქართველოს¡¨ რედაქციამ.
3. აფხაზების დაფასება-გამოქომაგება. გაზეთ ¡§საქართველოში¡¨
გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებშიც ჟურნალისტებმა პატივი მიაგეს
ღირსეულ და პატრიოტ აფხაზებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის
უკანასკნელი მთავრის ვაჟის, აფხაზეთისა და საქართველოს გულმხურვალე
მამულიშვილის გიორგი შერვაშიძისადმი მიძღვნილი პუბლიკაცია, რომლის
ავტორიც გრიგოლ რობაქიძეა.
გარდა ამისა, გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ ფურცლებზე შემონახულია აფხაზი
პატრიოტის ანდრია ლაკერბაიას სახელი. გაზეთის რედაქცია გამოექომაგა აფხაზი
ერის ღირსებას, როდესაც აფხაზებს რუსულ პრესაში იგი რუსეთის იმპერიისადმი
ღალატის ბრალი დასდეს.
ჩვენი ვარაუდით, ასეთი პუბლიკაციების მიზანი ქართულ-აფხაზური
ურთიერთობების დათბობა და დარეგულირება იყო.
4. მენშევიკური მთავრობის პოლიტიკის კრიტიკა. გაზეთ ¡¥საქართველოში¡¨
გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ერთ ნაწილში გაკრიტიკებულია მენშევიკური
მთავრობის პოლიტიკა აფხაზეთში. კრიტიკას იმსახურებდა
ა) არასწორი საკადრო პოლიტიკა _ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე
პირთა პარტიული ნიშნით დანიშნვა. გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტთა აზრით,
სწორედ სოციალისტი ჩინოვნიკები ართულებდნენ ქართულ-აფხაზურ
ურთიერთობებს. წახალისებულნი იყვნენ ზიანის მომტანი პირები, ხოლო დევნას
განიცდიდნენ აფხაზი და ქართველი პატრიოტები. მაგალითად, აფხაზი თავადი
დიმიტრი შერვაშიძე, რომელიც უსამართლოდ დაადანაშაულეს და დაიჭირეს, ასევე
უდიერად მოეპყრნენ ქართული არმიის სანაქებო ჯარისკაცებს.
89
ბ) სოჭის შენარჩუნებისათვის არასათანადო ბრძოლა. გაზეთ ¡§საქართველოს¡¨
არაერთი სარედაქციო წერილში გააკრიტიკეს მენშევიკური მთავრობის მიერ ქ.
სოჭის შენარჩუნებისათვის გაწეული ძალისხმევა. პუბლიცისტების აზირით,
მენშევიკური მთავრობა არასათანადოდ იბრძოდა ამ ქალაქისათვის. მით უფრო, რომ
სოჭი საქართველოს მხოლოდ შუა საუკუნეების ისტორიის საფუძველზე კი არა,
უახლესი ისტორიის საფუძველზეც ეკუთვნისო. მეფის რუსეთის დაშლისა და
ამიერკავკასიის ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შემდეგ შავი ზღვის
გუბერნია (რომელშიც ქ. სოჭიც) შედიოდა საქართველოს ნაწილად გამოცხადდა.
გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტების აზრით, სოჭის დაკარგვა სამხრეთდასავლეთის
კარიბჭის მოშლასა და მტრისთვის ქვეყნის საზღვრების გახსნას
ნიშნავდა.
გ) მიწის პოლიტიკა აფხაზეთში _ გაზეთ ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტების
აზრით, აფხაზეთში მიწების სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება არ უნდა
მომხდარიყო, რადგან პატრიარქალურ, ფეოდალურ ურთიერთობების მქონე
რეგიონში ეს ნაბიჯი მტრულ ნაბიჯად იქნებოდა აღქმული და აფხაზების
ანტიქართულ განწყობას კიდევ უფრო გაამძაფრებდა.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში მიწებს სახელმწიფო
საკუთრებად მაინც აცხადებდა, ¡§საქართველოს¡¨ პუბლიცისტთა აზრით,
სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებული აფხაზეთის მიწები ეროვნებით
ქართველ/მეგრელ გლეხებზე უნდა გადანაწილებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში
უმიწო მეგრელები ბოლშევიკური რუსეთის მეკავშირედ იქცეოდნენ.
მაშასადამე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოველდღიურმა გაზეთმა
¡§საქართველომ¡¨ 1915-21 წლებში გააშუქა საქართველოს ერთ-ერთი ურთულესი
რეგიონის, აფხაზეთის ყოფა-ცხოვრება; ასახა ის მრავალფეროვანი და რთული
პროცესები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობდა. გაზეთ ¡§საქართველოს¡¨
ფურცლებზე შემონახულ საგაზეთო მასალებში შეხვდებით არაერთ საგულისხმო
ფაქტს, რომელიც შეიძლება ძლიერ სასარგებლო იყოს აფხაზურ-ქართული
კონფლიქტის შესწავლით დაინტერესებული სპეციალისტების კვლევებისათვის.

No comments: