2.08.2012

აფხაზეთზე-2



2.3 საომარი მოქმედებები და პოლიტიკური გადატრიალებების
მცდელობები აფხაზეთში
1918-19 წლები აფხაზეთისათვის პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზედ
დაძაბული იყო. მხოლოდ 1918 წელს რეგიონმა ბოლშევიკთა სამი შეიარღებული
აგრესია და პოლიტიკური გადატრიალების ორი მცდელობა გადაიტანა. 1919 წელს
კი, აფხაზეთი თეთრგვარდიელი სარდლის დენიკინის მოხალისეთა არმიასა და
საქართველოს რესპუბლიკის ჯარს შორის გაჩაღებული ომის ასპარეზად იქცა.
მოხალისეებმა 1919 წელს დაიპყრეს სოჭა და გაგრა, ანუ ზუსტად ის ქალაქები,
რომლებიც 1918 წელს ბოლშევიკებთან ბრძოლის შემდეგ ქართველმა გენერლებმა
(ჯერ ვალიკო ჯუღელმა, შემდეგ კი გიორგი მაზნიაშვილმა) აიღეს.
Aაფხაზეთში არეულობას იწვევდა სამი დიდი გარეშე ძალა _ თურქეთი,
თეთრგვარდიული რუსეთი და ბოლშევიკური რუსეთი. მათგან პირველ ორს _
თურქეთსა და თეთრგვარდიულ რუსეთს, აფხაზი სეპარატისტების სახით, საიმედო
დასაყრდენი ჰყავდა.
53
სეპარატიზმის გაძლიერება აფხაზეთში პირველი მსოფლიო ომის
დაწყებისთანავე აღინიშნა. მცირე ექსკურსის სახით გთავაზობთ იმ რამდენიმე
საგაზეთო მასალის ანალიზს, რომელიც გაზეთ “საქართველოში” 1918 წლამდე
გამოქვეყნდა და ასახა რეგიონში სეპარტიზმის გაძლიერების ნიშნები.
სეპარატიზმი აფხაზეთში 1918 წლმდე. ერთ-ერთ სარედაქციო
წერილში107, რომელიც “საქართველოს” რედაქტორმა გრიგოლ ვეშაპელმა 1917
წელს გამოაქვეყნა მიმოხილულია აფხაზი ერის უმძიმესი ისტორია, მათი დაპყრობა
ჯერ თურქეთის, შემდეგ კი _ რუსეთის მიერ. აფხაზეთის სიმდიდრე ჯერ
თურქეთმა გაზიდა, 1810 წლიდან ახალმა დამპყრობელმა რუსეთმა მრავალი ათასი
“დესეტინა” აფხაზური მიწა იქ ჩასახლებულ რუს მოსახლეობას დაურიგა, მიწის
ნამდვილი მესაკუთრეები, ეთნიკური აფხაზები კი, თურქეთში გადაასახლა. მანვე
ჩამოაჭრა აფხაზეთს სოჭის ოლქი და ჩერქეზეთის ძვლებზე აშენებულ
ჩერნოგორიის გუბერნიას შეუერთაო.
მრავალსაუკუნოვანი Dდაპყრობისა და იერიშების გამო აფხაზეთის
მოსახლეობა, ბუნებრივია, დაბნეულია და ყველას ეჭვის თვალით უყურებს, წერდა
გრიგოლ ვეშაპელი, მაგრამ “მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ტომითაც და ენითაც
ქართველებს ენათესავებიან... [მათი] ხალხური კულტურა ყოველთვის ქართული
ენით, ქართული წიგნით ვითარდებოდა”. რუსი ცდილობს აფხაზები წაჰკიდოს
ქართველებს, მათ ყურში ჩასჩურჩულებს: “აფხაზეთი არასოდეს საქართველო არ
ყოფილა, მეგრელები მუდამ თქვენი მტრები იყვნენ. თუU საქართველოს ავტონომია
ექმნა და თქვენ მის ფარგლებში შეხვალთ, სრული განადგურება მოგელითო.
პირიქით, თუ საქართველოს ჩამოშორდებით, მეტი ფასი გექნებათო”108.
1916 წელს, ანუ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დამხობამდე, აფხაზეთში
სეპარატისტული განწყობა იმ გარემოებამ გაამწვავა, რომ საქართველოს რუსეთის
იმპერიის ფარგლებში ერობის (ავტონომიის) მიღების პერსპექტივა გაუჩნდა.
რუსეთის მიერ დაპყრობილი ჩვენი ქვეყნა ერობის შემოღებას 1870-იანი
წლებიდან ითხოვდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ცარისტული რუსეთი
აიძულა დაპყრობილი ერების ნაციონალური მისწრაფებებისათვის ანგარიში
გაეწია, ერობის მინიჭების შესახებ პირობა საქართველომაც მიიღო.
განიხილებოდა ერობის რამდენიმე მოდელი, მათგან ეროვნულდემოკრატიული
მიმართულების მოღვაწეები 1890 წლის მოდელს უჭერდნენ მხარს.
54
ხოლო ის ძალები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესებით არ
ხელმძღვანელობდნენ, 1890 წლის მოდელის წინააღმდეგნი იყვნენ. Eერთ-ერთი
ასეთი ძალა სოხუმის ქალაქის თვითმმართველობაშიც მუშაობდა.
გაზეთი “საქართველო” გვატყობინებდა, რომ სოხუმის თვითმმართველობის
“ჭეშმარიტ რუსად” ცნობილ ხმოსანს ტომარა (გვარია. Mმ.მ.) წინადადება
შემოუტანია, აფხაზეთი არ შეუერთდეს ქართველთა მოთხოვნას ერობის 1890 წლის
მოდელის შემოღების თაობაზეო. ამის მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ ეს
მოდელი წოდებრივი პრინციპზეა დაფუძნებული, მაშასადამე,
არასოციალისტურიაო. ტომარას წინადადება ჩავარდა (ათმა ხმოსანმა დაუჭირა
მხარი და 22 წინააღმდეგი წავიდა)109. თუმცა, “საქართველოს” 1916 წლის 138-ე
ნომერში ვკითხულობთ, რომ ტომარამ ეროვნებით რუსი და ბერძენი ათამდე
თანამოაზრის ხელმოწერით კვლავ შეიტანა საპროტესტო განცხადება.
საქართველოს შესაძლო ავტონომიამ ეთნიკური აფხაზების სეპრატისტული
ნაწილი რომ დააფრთხო, ამაზე ზემოთ მოტანილი ფაქტიც მეტყველებს. კერძოდ კი
ის, რომ სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზებმა სასწრაფოდ მოითხოვეს
აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია და ეს ასე დაასაბუთეს: “... საქართველოს
ეკლესიასთან რომ შევერთდეთ, მაშინ საქართველოს ავტონომია თუ გამოცხადდა,
ჩვენც იმაში მოგვათავსებენ და რადგანაც ჩვენში ბევრი მამულია, ქართველები
მოვლენ და ჩამოგვისახლდებიანო...”110. (ხაზი ჩვენია, მ. მ.)
აფხაზეთის საქართველოსაგან განცალკავების კიდევ ერთი მცდელობა 1917
წლის ნოემბერში სოხუმში გამართულ აფხაზეთის პირველ სახალხო ყრილობაზე
შედგა. ყრილობაზე მიღებული დეკლარაციის ოთხპუნქტიან ტექსტს, რომელიც
გაზეთმა “საქართველომ” გამოაქვეყნა, სრულად გთავაზობთ.
“აფხაზეთის სახალხო საბჭოს მოვალეობაა:
1. რევოლუციის მოპოვებათა დაცვა და განმტკიცება, ხალხის
პოლიტიკური აღზრდა და ორგანიზაცია;
2. აფხაზეთის სახალხო საბჭომ უნდა დაიცვას, აგრეთვე,
აფხაზეთის ეროვნული და კულტურულ-ეკონომიური უფლებები მათი
ყოველგვარი შელახვის ცდისგან, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს
იგი;
55
3. აფხაზეთის სახალხო საბჭოს უმთავრესი საზრუნავია იმუშავოს
აფხაზეთის ხალხის თვითგამოსარკვევად;
4. აფხაზეთის ხალხი შედის ჩრდილოეთ კავკასიის, დაღესტნის,
და აფხაზეთის შეერთებულ მთიელთა კავშირში, და რასაკვირველია, ის
საჭიროებს მჭიდრო კავშირი იქონიოს მთიელ ძმებთან. აფხაზეთის
სახალხო საბჭო იქნება ის ორგანო, რომელიც შეაერთებს აფხაზებს
მთიელთა კავშირთან და გაატარებს ცხოვრებაში კავშირის პოლიტიკურ
ლოზუნგებსა და დადგენილებებს”111.
როგორც ვხედავთ, დეკლარაცია (კერძოდ კი, მე-4 პუნქტი) არის
სეპარატისტული და სახავს საქართველოსაგან აფხაზეთის განცალკავების მიზანს.
აფხაზეთისადმი მიძღვნილ პირველ ქვეთავში (იხ: “პოლიტიკური სიტუაცია”)
აღვნიშნეთ, რომ სახალხო საბჭოს დეკლარაციის მიღებამდეც (1917 წლის 20
ოქტომბერს) სეპარატისტული მოძრაობის მაშინდელი ლიდერი ა.გ. შერვაშიძე
იმყოფებოდა ჩრდილოეთ ოსეთში მთიელთა კავშირის ერთ-ერთ შეკრებაზე და მან
აფხაზეთის შესვლას მთიელთა კავშირში ხელი მოაწერა “აფხაზეთის ხალხის”
სახელით

. ორ კვირაში მიღებულ იქნა ჩვენ მიერ ციტირებული დეკლარაცია,
რომელმაც ა. გ.შერვაშიძის თვითნებურ ქმედებას იურიდიული საფუძველი მისცა.
გაზეთმა “საქართველომ” სეპარატიზმის ეს გამოვლენა შეფასების გარეშე
დატოვა და მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების კონსტატაციით შემოიფარგლა.
ჩვენი აზრით, საკითხის გაშუქებისადმი ასეთი მიდგომა განაპირობა რედაქციის
სამოქალაქო პასუხისმგებლობამ, აფხაზურ-ქართული ურთიერთობის არგამწვავების
სურვილმა.
ჩვენი ვარაუდით, რედაქციის “სიჩუმე” განპირობებული იყო იმ ფაქტითაც,
რომ “საქართველოს” ჟურნალისტებმა ამ დროისათვის უკვე იცოდნენ _ მთიელთა
კავშირი ანგარიშს უწევდა ამიერკავკასიის მთავრობას, სადაც ქართველ
პოლიტიკოსებს დიდი გავლენა ჰქონდათ. ამიტომ, თხოვნის მიუხედავად, მთიელთა
კავშირი აფხაზეთს არ შეიერთებდა.

კერძოდ, ა.გ. შერვაშიძემ ხელი მოაწერა მთიელთა კავშირში “სოხუმის ოლქის მთიელი ხალხის
(აფხაზების)” შესვლას. აფხაზეთის მოსახლეობა ვერ დაასახელა, რადგან იცოდა, რომ აფხაზეთის
მოსახლეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ იყო. ამის შესახებ იხ: “ჩიტაია
დავით; აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში”; თბ; 2006წ; გვ: 112
56
ამის შესახებ ცნობა (ახალი ამბის, საინფორმაციო შენიშვნის სახით)
გამოქვეყნებულია გაზეთის იმავე გვერდზე, რომელზეც აფხაზთა სახალხო საბჭოს
დეკლარაციაა განთავსებული. კერძოდ, მთიელთა კავშირის განცხადებით, ისინი
აფხაზი ხალხის სურვილს მხოლოდ ამიერკავკასიის მთავრობის ნებართვის
შემთხვევაში გაივალისწინებდნენ112. Eეს მართლაც ასე მოხდა, მთიელთა კავშირის
“სახელმწიფო ხელისუფლება სოხუმის ოლქზე არ განუხორციელებია. ამ კავშირის
ხელისუფლება აფხაზეთზე მხოლოდ “ეროვნული, კულტურული და პოლიტიკური
კომპეტენციით” შემოიფარგლა”113.
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების შემდეგ,
აფხაზთა სეპარატისტულად განწყობილმა ნაწილმა საკუთარი მიზნების
მისაღწევად აგრესიული გზა აირჩია. 1918 წელს მათ სახელმწიფო გადატრიალების
ორი მცდელობა განახორციელეს. Eპირველად 1918 წლის აგვისტოში თურქეთის
პოლიტიკური მხარდაჭერით; მეორე კი ოქტომბერში _ თეთრგვარდიული რუსეთის
ინსპირირებით. გადატრიალებების ეს მცდელობები გაზეთმა “საქართველომაც”
გააშუქა.
თურქეთი და აფხაზური სეპარატიზმი. 1918 წლის აპრილ-მაისში
ბოლშევიკური წითელი არმია შეიჭრას სოხუმში, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა
ამიერკავკასიის მათავრობის მხრიდან

. მათ შესაჩერებლად გაგზავნილ იქნა
ამიერკავკასიის საჯარისო ნაწილები გენერალ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით

.
საბოლოოდ ბოლშევიკები აფხაზეთიდან განდევნილ იქნენ, მაგრამ მათი შემოჭრის
ფაქტი საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენეს აფხაზმა სეპარატისტებმა, რომლებმაც
საშველად თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილებს მოუხმეს. თურქული
დესანტი აფხაზეთში გადმოჯდა, ასე რომ ჯუღელს ერთი ხელით ბოლშევიკებთან
ბრძოლა მოუხდა, ხოლო მეორე ხელით _ თურქულ დესნტთან.
ამის შესახებ “საქართველო” წერდა: “აფხაზეთის სახალხო საბჭომ სასტიკი
პროტესტი განაცხადა მტრის დესანტის გადმოსხმის გამო და ოსმალთა სარდალს
განუცხადა, რომ აბხაზთა ტერიტორიაზე მოქმედობენ აფხაზთა რაზმები

ბოლშევიკებთან საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში საქართველომ
დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული მთავრობა,
რომელმაც გააგრძელა აფხაზეთის ბოლშევიკებისაგან დაცვის საქმე.

1918 წელს ბოლშევიკების მიერ აფხაზეთზე განხორციელებული სამივე სამხედრო
აგრესია ძირითადად მოკლე საინფორმაციო შენიშვნებისა და სამთავრობო ანგარიშების ფორმით
გაშუქდა “საქართველოს” 1918 წლის შემდეგ ნომრებში: 44; 70; 86; 96; 97; 98; 100;106; 126.
57
საქართველოს რესპუბლიკის ჯარებთან ერთად”114. საქართველოს მთავრობამ
აფხაზეთში თურქი დესანტის უკანონო გადმოსხმის გამო პროტესტი განუცხადა
თურქეთის პოლიტიკურ მეკავშირეს _ გერმანიას, რომლის სამხედრო დანაყოფები
მაშინ ამიერკავკასიაში იმყოფებოდნენ. “გერმანიის წარმომადგენლებმა
[საქართველოს მთავრობას] აღუთქვეს, ამის შესახებ ოსმალეთის მთავრობას
მოველაპარაკებითო”115, წერს “საქართველო”.
გაზეთ “საქართველოდან” ვგებულობთ იმასაც, რომ თურქულმა დესანტმა
აფხაზეთი სწორედ გერმანელების მოთხოვნით დატოვა. “გენერალმა ფონ კრესმა
განუცხადა ოსმალეთს, რომ ოსმალეთის გადადგმული ნაბიჯი სრულიად
ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებს და იმ მოვალეობას, რომელიც
გერმანიამ იკისრა საქართველოს რესპუბლიკის მიმართ”116.
წარუმატებლად დამთავრებულ თურქული დესანტის პირველი ლაშქრობას
ორ თვეში დესანტის მეორედ გადმოსხმაც მოჰყვა. 1918 წლის 9 აგვისტოს ამჯერად
აფხაზი აზნაურის ტ.მარშანიას მამულში გადმოსხმულ იქნა თურქული დესანტი,
რომელიც შეუდგა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აფხაზი და
ადგილობრივი თურქი პლანტატორების მობილიზაციას117.
რამდენიმე დღეში თურქებისა და ქართველების სამხედრო დანაყოფებს
შორის შეტაკება მოხდა ახალ ათონთან. გაზეთ “საქართველოში” ამის თაობაზე
ქართული გვარდიის რაზმის უფროსის შეტყობინება გამოქვეყნდა” “18 აგვისტოს
ახალი ათონის მონასტერში გამაგრებული ქართული გვარდიის ნაწილს თავს
დაესხა ოსმალოთა და აფხაზთა გაერთიანებული რაზმი 1000 კაცამდე, ჩვენებმა
გაიმარჯვეს, თუმცა 55 კაცი მოუკვდათ ქართველებს”118.
ბრძოლის დღესვე, დილის 9 სთ-ზე, როდესაც აფხაზეთის ეროვნული საბჭოს
სხდომა უნდა გახსნილიყო, ოპოზიციამ ვ.ა. შარვაშიძის მეთაურობით და მისმა
მომხრეებმა შეიარაღებული ძალებით ალყა შემოარტყა სახალხო საბჭოს
შენობას”119. ეს ფაქტი, ანუ აფხაზეთში პირველი პოლიტიკური გადატრიალების
მცდელობა გაზეთ “საქართველოს” არ გაუშუქებია. ერთადერთი წერილი120,
რომელიც აღნიშნულ მოვლენას ეხმიანება ეკუთვნის ნიკო თავდგირიძეს. ეს
პუბლიკაცია თავისი შინაარსით სოციალისტური პოლიტიკის კრიტიკაა, ავტორი
საქართველოს მენშევიკურ მთავრობას საყვედურობდა იმ აფხაზების დაჭერის
გამო, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი არ
ჰქონდათ. ამ მიზეზის გამო სტატიისს შინაარსს სხვა ქვეთავში განვიხილავთ.
58
აფხაზეთში თურქეთის პოლიტიკაზე საუბარს დავამთავრებთ გაზეთ
“საქართველოში” გამოქვეყენებული იმ სტატიის შინაარსით, როელიც 1919 წელს
თურქულ გაზეთ “კაეტში”, სავარაუდოდ აფხაზმა ავტორებმა გამოაქვეყნეს და
რომელიც აზერბაიჯანულმა გაზეთმა (“აზერბაიჯანში”) გამოქვეყნა. სტატიის
ავტორი აფხაზეთში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკას აფხაზი
ერის გენოციდად მიიჩნევს:
“ქართველებს გერმანელთა მხარდაჭერით აფხაზების ჟლეტა არ ეყოთ და
ახლა წითელი არმიის (იგულისხმება საქართველოს რესპუბლიკის არმია. Mმ. მ.)
დახმარებით ჟლეტენ აფხაზებს. ... უბედური აფხაზები, რომელთაც დღემდე
შეინარჩუნეს თავის ხალხოსნობა და რომელთაც ვერა დააკლო რა თვით რუსეთის
დევნამაც, იღუპებიან დღეს სამუდამოთ... აფხაზთა დარბეულ სოფლებში დაძრწიან
ქართველი აგენტები, რომლებიც ძალით აწერინებენ მათ ხელს ქვეშევრდომობაზე
ამ რიგად ქართველებს სურთ თავის ძალადობა დააკანონ საზავო კონფერენციის
წინაშეც, მაგრამ მათ ამაზე ამაო იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
მდიდარი და მშვენიერი აფხაზეთი, რომელმაც საშნელი მადა აღუძრა
საქართველოს, დღეს ცრემლისა და დარდის არეს წარმოადგენს. სიამოვნებით
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ტანჯვა-წამება მხოლოდ სომხებმა შეისმინეს,
მხოლოდ მათ აღიმაღლეს ხმა და აფხაზეთში ხალხი მიენდო ამ კეთილშობილურ
ძალას”121.
როგორც ჩანს, თურქეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის წარუმატებელი
მცდელობების შემდეგ საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებათა ასპარეზად
თურქული პრესა იქცა.
დენიკინის მოხალისეთა არმია. თურქეთის დახმარებით პოლიტიკური
გადატრიალების მცდელობა რომ კრახით დასრულდა, სეპარატისტთა ჯგუფმა გეზი
იმ დროისთვის გაძლიერებული თეთრგვარდიული რუსეთისაკენ აიღო. ერთ დროს
თურქოფილი სეპარატისტის ა. გ. შერვაშიძის მეთაურობით აფხაზთა დელეგაცია
თეთრგვარდიელ გენერალ ალექსეევს 1918 წლის სექტემბერში ქ. სოჭში შეხვდა.
დელეგაციის წევრებმა გენერალს “სთხოვეს გაენთავისუფლებინა აფხაზეთი
საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან...” თხოვნა გენერალმა ალექსეევმა
ხელსაყრელ საბაბად გამოიყენა დაკარგული მიწების (იგულისხმება სოჭი და
გაგრა. მ.მ. ) რუსეთის მფლობელობაში დასაბრუნებლად122.
59
Aაგვისტო-სექტემბერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი
გეგეჭკორმა ყუბანში, ქ. ეკატერინოდარში გენერალ ალექსეევთან მოლაპარაკებებს
მოანდომა. მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა. საქართველომ დათმო ქ.
ტუაფსე, მაგრამ თეთრგვარდიელები მოითხოვდნენ ქართული საჯარისო ნაწილების
გაყვანას ქ. სოჭიდან და ქ. გაგრიდანაც. გაზეთ “საქართველოში” ისტორიკოსი
სარგის კაკაბაძე წერდა: “ტუაფსეს ოლქი ამჟამად დაკარგულია ჩვენთვის და ევ.
გეგეჭკორს ბედად ხვდა ეს ოფიციალურად დაკარგული დაედასტურებინა
ეკატერინოდარში გამართული მოლაპარაკებების დროს...
ბოლშევიკებთან ბრძოლაში გარჯვებული გენერალი ალექსეევი მაინც ცალი
თვალით სამხრეთისკენ იყურება და საქართველოს მის ბუნებრივ მიჯნას
(იგულისხმება გაგრა და სოჭი მ. მ.) ეცილება. ეს ცხადი მაჩვენებელია იმისი, რომ
აგრესიული რუსული ნაციონალიზმი, რომელსაც ჩვენ აქ გაბოროტებული რუსული
აფიცრობისა და ჩინოვნიკობის სახით ვხედავთ, ყუბანის ოლქში რეალურ ძალად
იქცა და ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებას არ დააყოვნებს, თუკი ვითარებამ ხელი
შეუწყო”123.
Mმას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გენერალ ალექსეევის მოთხოვნა
არ შეასრულა და არ დათმო ქალაქები – სოჭი და გაგრა, აფხაზეთში შიდა
ანტიქართული ძალები ამოქმედდნენ. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ნაწილმა 1918
წლის 9 ოქტომბერს მეორე პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა
განახორციელა. აფხაზეთის სახალხო საბჭოს შენობას ალყა შემოარტყა აფხაზთა
შეიარღებულმა რაზმებმა. ამ ოპერაციას თაოსნობდნენ აფხაზეთის საოლქო
კომისარი ივ. მარღანია, აფხაზეთის საქმეთა მინისტრი რ.ჩქოტუა. სახალხო საბჭოს
ანტიქართულად განწყობილმა ფრთამ (ხმოსნები დ.ალანია; ს.აშხაცავა და სხვები)
სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს მენშევიკ ექიმს ვ. შერვაშიძეს თანამდებობის
დატოვება მოსთხოვა. მათ ამ თანამდებობაზე ს. აშხაცავას დანიშნვა სურდათ.
ვ.შერვაშიძის მხარდამჭერმა ჯგუფმა მოახერხა საქართველოს მთავრობასთან
დაკავშირება. სახალხო საბჭოში გამოცხადდნენ სანაპირო ფრონტის შტაბის
უფროსი პოდპოლკოვნიკი თუხარელი და პოლკოვნიკი წერეთელი. გადატრიალების
მეორე მცდელობაც მარცხით დამთავრდა 124.
გაზეთი “საქართველო” ამ ფაქტს მხოლოდ მთავრობის მიერ გავრცელებული
ოფიციალური ცნობით გამოეხმაურა: “ოლქის კომისრის მარღანიასა და აფხაზეთის
საქმეთა მინისტრის პოლკოვნიკ ჩხოტუას მეთაურობით შედგა გადატრიალების
60
მცდელობა. მათი მეთურობით აფხაზეთის ცხენოსანი ასეული და აფხაზეთის
მილიცია გარს შემოერტყა აფხაზეთის სახალხო საბჭოს შენობას. შენობაში
შევიდნენ შეიარღებული პირები, ხოლო გარეთ ტყვიამფრქვევლები გამაგრდნენ”125.
აჯანყების მარცხით დამთავრების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაშლილად
გამოაცხადა აფხაზთის სახალხო საბჭო და ახალი არჩევნები დანიშნა.
“ საარჩევნო კომისიაში დასახელებულ იქნენ ვარლამ შერვაშიძე, ისიდორე
რამიშვილი, ვასილ გურჯუა, ექიმი პაშალიდი და გირგი შანშიევი. გარდა ამისა,
სოხუმის კომისრად დასახელდა ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც ამავდროულად
ქუთაისის გუბერნატორია”126.
აფხაზეთში 1919 წელს სახალხო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. მენშევიკთა
შემუშავებული საარჩევნო დებულების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა
აფხაზეთში მაცხოვრებელ იმ პირებსაც მიეცათ, რომლებიც არ იყვნენ
საქართველოს მოქალაქეები. სწორედ ამიტომ ის ძალა, რომელმაც 1918 წლის 9
ოქტომბრის პოლიტიკური გადატრიალება დაგეგმა ( დენიკინის გამოგზავნილი
რუსი დემიანოვი და მის გარშემო გაერთიანებული სეპარატისტული ხმოსნები)
აფხაზეთის სახალხო საბჭოში დარჩა.
1919 წელი აფხაზეთში თეთრგვარდიელების სამხედრო აგრესიის წელი იყო.
ამიერკავკასიდან გერმანიის წასვლისა და თეთრგვარდიული რუსეთის მეკავშირის
– ინგლისის შემოსვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მთავრობა დენიკინისა
და მისი თანამებრძოლების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა.
1919 წლის გაზეთ “საქართველოს” ნომრები გაჯერებულია
თეთრგვარდიელებსა და საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ნაწლებს შორის
მიმდინარე საომარი დაპირისპირების ამსახველი მასალებით. გაზეთმა გამოაქვეყნა
სოჭში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მიხა ხოჭოლავას სატელეფონო
(პირდაპირი მავთულით) შეტყობინება.
შეტყობინების თანახმად, ქართველი გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი
წერეთელი და პეტრიევი მოხალისეთა არმიას ტყვედ აუყვანია. მოხალისეთა არმიამ
სოჭზე იერიში მიიტანა 24 იანვარს გამთენიისას. მათ ეხმარებოდნენ “ბანდები”,
რომლებიც სომხებისაგან იყო დაკომპლექტებულიო. “სომხებსა და ქართველებს
შორის მომხდარ უთანხმოებაში მუშაობს ვიღაცის უცხო ხელი, რომელიც სთესავს
პროვოკაციას”127, ატყობინებდა საქართველოს მთავრობას მიხა ხოჭოლავა.
61
თეთრგვარდიელებმა ქართველი სამხედროები გამოუშვეს, მაგრამ ტუაპსის
რაზმის გენერალმა ბურნევიჩმა კონიევის შეკითხვებს ულტიმატუმით უპასუხა: “მე
მივიღე ბრძანება ჩემი მთავრობის მიერ დავიკავო სოჭის ოლქი იმ ცარცვაგლეჯისა
და ძალმომრეობის გამო, რომელიც ხსენებულ ოლქში ხდება. ამიტომ,
თქვენო აღმატებულებავ, სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად წინადადებას
გაძლევთ, დაჰყაროთ იარაღი და ჩაგვაბაროთ მთელი სამხედრო მასალა. ყველა
ქართველი მეომარი და ადმინისტრაციი მოსამსახურენი, იარაღის ჩაბარების
შემდეგ განთავისუფლებულნი იქნებიან და შეუძლიანთ წავიდნენ საქართველოში”.
კონიაშვილი საქართველოს მთავრობას ატყობინებდა: “მდგომარეობა მძიმეა,
ფრონტზედ მრავალი დაჭრილი და დახოცილია. ხოსტში “მოხალისეთ” ზურგში
გადმოგვისხეს დესანტი. ზღვაში ნაღმოსანი სდგას და ნიშანს ელის. ველი თქვენს
კატეგორიულს ბრძანებას”128.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრმა ევგენი გეგეჭკორმა ეს ამბავი
შეატყობინა ინგლისის წარმომადგენლობას. გაზეთმა “საქართველომ”
ინგლისელებისადმი მიწერილი საპროტესტო ნოტის სრული ტექსტი გამოაქვეყნა:
“საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მომანდო განვუცხადო თქვენს
აღმატებულებას სასტიკი პროტესტი მოხალისეთა არმიის ასეთი გამოსვლის
წინააღმდეგ და განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა ურთიერთშორისი
გავლენის მოხდენის პრინციპით მიიღებს ყველა ზომებს თავისი ინტერესების
დასაცავად და იარაღით ხელში დაიცავს თავის ტერიტორიების ხელშეუხებლობას
და მის ხალხის უფლებებს და ინტერესებს”129, წერდა საქართველოს საგარეო
მინისტრი.
საპროტესტო ნოტისა და ინგლისის წარმომადგენელთა მოთხოვნის
მიუხედავად დენიკინის მოხალისეთა არმიამ საომარი მოქმედებები არ შეაჩერა.
ერთმანეთის მიყოლებით აიღეს ქალაქები სოჭი და გაგრა. გაზეთ “საქართველოს”
ერთ-ერთი სარედაქციო წერილი კავკასიაში დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას
აკრიტიკებს.
“ჩვენმა ჯარმა სოჭის ოლქში ინგლისელების რჩევით დაიჭრა ის ხაზი,
რომელიც ჩვენთვის ნაკლებ ხელსაყრელი იყო სტრატეგიულად. ეს შეცდომა
ძვირად დაგვიჯდა. მტერი ღია კარებში შემოგვეჭრა, მოწინავე რაზმები
გაგვიჟლიტა და ჩვენ მთავარ ძალას ხოსტში უკან დასახევი გზა გადაუჭრა...
ინგლისის მთავარსარდალი აშოშმინებს ჩვენს მთავრობას და არწმუნებს, მას, რომ
62
თუ მოხალისეთა რაზმმა საქართველოს საზღვრები გადმოლახა, თვით ინგლისი
ამას ომის საბაბად მიიჩნევს და საქართველოს ტერიტორიის ხელუხლებლობას
დაიცავს. როგორ შეიძლება, რომ რომელიმე კავკასიელ ერს მოკრძალება ჰქონდეს
დიდი ბრიტანეთის ძლიერების წინაშე, თუკი მის სიტყვას დენიკინის რაზმებიც კი
არაფრად აგდებენ?130” წერდა “საქართველოს” კორესპონდენტი.
თეთრგვარდიელთა ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ქ. გაგრის აღებით
დასრულდა.
ბოლშევიკური რუსეთი აფხაზეთში. გაზეთმა “საქართველომ”
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აფხაზეთში ბოლშევიკების მიერ
განხორცილებეული სამხედრო აგრესიის ფაქტების გაშუქებას. პირველი
ბოლშევიკური გამოსვლა 1918 წლის თებერვალში, ქ. სოხუმში მოხდა.
1918 წლის 15 თებერვალს სოხუმის პორტში შემოვიდა რუსეთის
შავიზღვისპირეთის ფრონტის სამხედრო ესკადრის კრეისერი “დაკია”. 16
თებერვალს ერთ-ერთმა მეზღვაურმა შეურაცხყოფა მიაყენა პორუჩიკ ნ.ემხვარს,
რომელმაც მეზღვაურს არ აპატია და იგი მოკლა. მეზღვაურებმა მთელი რიგი
მოთხოვნები წაუყენეს ქალაქის ხელმძღვანელობას მათ შორის უმნიშვნელოვანესი
იყო სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის შექმნა. ხელისუფლება იძულებული
გახდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები. Kკრეისერი “დაკია” ჯავშნოსანმა
“დერზკიმ” შეცვალა. დრანდის მოსახლეობამ შეიპყრო ემხვარი და მისი ძუძუმტე,
რომელიც გადასცეს “დერზკის” ეკიპაჟს, რუსმა მეზღვაურებმა აფხაზები წამებით
მოკლეს

. Aამან საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია
აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაუყოვნებლოვ დატოვა სოხუმი და კოდორის
მოსახლეობასთან ერთად სამხედრო სამზადისი დაიწყო. მათ მოსთხოვეს
მეზღვაურებს დაეშალათ სამხედრო რევოლუციური კომიტეტი, ამ მოთხოვნაზე
უარი მიიღეს. ბოლშევიკებმა ციხეებიდან გაათავისუფლეს პატიმრები, მათ შორის
ყაჩაღები, დაურიგეს მათ იარაღი და ბრძოლაში ჩართეს. სოხუმი ორი დღის
განმავლობაში იბომბებოდა რუსული ჯავშნოსანის “კაროლ კარლის” მიერ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ 20 თებერვალს მოხერხა სოხუმის
დაბრუნება.131
 ეს ამბავი ლეო ქიაჩელმა საკუთარი ნოველის “ჰაკი აძბას” ფაბულად გამოიყენა.
63
ეს ბოლშევიკური გამოსვლა გაზეთმა “საქართველომ” მხოლოდ ერთი
საინფორმაციო შენიშვნით, მას შემდეგ გააშუქა, რაც სოხუმში კვლავ
ამიერკავკასიის კომისარიატის მმართველობა აღდგა. კომისარიატის მიერ ქალაქის
თავად დანიშნული მენშევიკი ბენია ჩხიკვიშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ
ბოლშევიკების მიერ განთავისუფლებულმა პატიმრებმა ტყეებს შეაფარეს თავიო:
“მდგომარეობა სასოწარკვეთილებამდე მიდის, ჩვენ არ გვიჯერებენ და მტრულად
გვიცქერიან. დრანდის მეგრელები და აფხაზები, რომლებსაც ჩვენთან კარგი
დამოკიდებულება აქვთ, სასოწარკვეთილებაში არიან შექმნილი მდგომარეობის
გამო და შესაძლებელია ოსმალეთის დესანტს გადმოსხმა სთხოვონ წესრიგის
დასამყარებლად, თუ დროზე შესაფერისი ღონისძიება არ ვიხმარეთ...132” _
ატყობინებდა მთავრობას ჩხიკვიშვილი.
მდგომარეობა ორ თვეში კვლავ დაიძაბა. თავდაპირველად ბოლშევიკური
გამოსვლები დაიწყო გაგრაში, სადაც ადამიანთა მცირე ჯგუფმა შექმნა
აღმასრულებელი კომიტეტი და გაგრაში გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლების
დამყარება. 7 აპრილს მათ ალყა შემოარტყეს სოხუმს, დაიკავეს ფოსტა,
ტელეგრაფი და სხვა სასიცოცხლო პუნქტები. შეიქმნა სამხედრო რევოლუციური
კომიტეტები, მუშათა და გლეხთა აღმასრულებელი კომიტეტები შეიქმნა
გუდაუთასა და სამურზაყანოშიც.133
გაზეთ “საქართველოს” კორესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად ბოლშევიკების მიერ შექმნილი სამხედრო რევოლუციური კომიტეტები
ითხოვდნენ, რომ აფხაზეთის ყველა საბოქაულოს, მათ შორის ქ. სოხუმს ეცნო
სახალხო კომისრების, ანუ ბოლშევიკური მთავრობის ძალაუფლება. სოხუმის
მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ მეგრელებისა და სომხების
დახმარებით გაძლიერებულმა ბოლშევიკებმა იერიში მიიტანეს სოხუმზე, აიღეს იგი
და ქალაქს 2 მლნ მანეთის კონტრიბუციაც დააკისრესო. “სენაკში ბოლშევიკებმა
გაგზავნეს დეპეშა: სოხუმი ავიღეთ და განზრხვა გვაქვს ფოთზე გამოვილაშქროთო.
ბოლშევიკებს აქვთ იარაღი და ფული. ბოლშევიკი ჯარისკაცი დღე-ღამეში 2 თუმან
ფულს ღებულობს”134, იტყობინებოდა გაზეთ “საქართველოს” კორესპონდენტი.
სოხუმის მოსახლეობის ბოლშევიკურად განწყობილ ნაწილს ამიერკავკასიის
მთავრობის წევრმა აკაკი ჩხენკელმა სპეციალური შეტყობინებაც გაუგზავნა: “მე
გთხოვთ, ყოველგვარი ზომები მიიღოთ დაუყოვნებლივ ანარქიის შესაჩერებლად.
მოიწვიეთ სახალხო ყრილობა და გამოაგზავნეთ თბილისში თქვენ თქვენი
64
წარმომადგენლები, რათა ჩვენთან ერთად და ჩრდილო კავკასიელ მთიელთა
წარმომადგენლებთან ერთად, შეერთებულის ძალით, გამოვიმუშავოთ კონსტიტუცია,
განვსაზღვროთ და დავადგინოთ სახელმწიფოებრივი სწორი მიჯნები, რათა
თქვენმა ხალხმა მთელმა აფხაზობამ და სამურზაყანოელებმა, მასში ჰპოვონ
თავიანთი იმედებისა და სურვილების ახდენა, ფართო გულითადი გამოძახილი,
რომ სავსებით, როგორც კავკასიის ფედერაციის სრულუფლებიან წევრს
თანასწორივე მზრუნველობა და ყურადღება მიეცეს ყოველისფერის
დასაკმაყოფილებლად”135.
თუმცა, მშვიდობისმოყვარეობისაკენ მოწოდებამ ბოლშევიკური ამბოხება ვერ
ჩაახშო. მათი დამარცხება ამიერკავკასიის სეიმის მიერ გაგზავნილმა სამხედრო
არმიამ შესძლო, რომელსაც გენერალი ვალიკო ჯუღელი და პოლკოვნიკი
კონიაშვილი მეთურობდნენ. “საქართველოში” გამოქვეყნდა მოკლე შინაარსი იმ
ანგარიშისა, რომლითაც ვალიკო ჯუღელი 1918 წლის 29 მაისს უკვე
დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის
წინაშე წარსდგა.
ჯუღელის თქმით, მან საომარი მოქმედებების დაწყებამდე თურქეთსა და
ამიერკავკასიის მთავრობებს შორის ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოლაპარაკებებზე
გააგზავნა აფხაზ მუშათა და გლეხთა წარმომადგენლები და თურქეთის
მთავრობას გადასცა, რომ ის აფხაზები, რომლებმაც თურქული დესანტი
აფხაზეთში ბოლშევიკებთან საბრძოლველად მიიწვიეს, სინამდვილეში არ
გამოხატავდნენ აფხაზი ხალხის უმრავლესობის ნებას (ხაზი ჩვენია).
ამის შემდეგ იგი კოდორის ხეობაში გამაგრებულ ბოლშევიკებთან
საბრძოლველად გაემგზავრა, თავდაპირველად მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკება
სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლშევიკებმა დაყარეს ჭორი, რომ ჯუღელის რაზმი
თავადაზნაურებისაგან შედგებოდა და აფხაზეთში კონტრ რევოლუციისათვის
ჩავიდა. ამან რომ არ გასჭრა, ახალი ჭორი მოიფიქრეს, ვითომ ჯუღელის რაზმი
აფხაზეთში სომეხი ეროვნების მოსახლეობის ამოსაჟლეტად იყო ჩასული, ამანაც
რომ არ გაჭრა, ხმები დაყარეს, ჯუღელი აფხაზეთის დასაპყრობად არის
ჩამოსულიო.
ჭორებმა არ გაამართლა და ბოლშევიკები სამხედრო დაპირისპირებაზე
გადავიდნენ, პირველი ყუმბარა მათ გაისროლეს. იღბალი თავიდან მათ მხარეს იყო,
მაგრამ შემდეგ ქართულმა არტილერიამ ძალიან ზუსტი იერიში მიიტანა
65
ბოლშევიკთა ბანაკზე და ისინი ოჩამჩირიდან გაგრამდე, შემდეგ კი სოჭამდეც
განდევნაო. “ბოლშევიკებს თანაუგრძნობდნენ მოიჯარადე მეგრელები, მოიჯარადე
და პლანტატორი სომხები და აფხაზები. კოდორის აფხაზები ჩვენ მხარეს იყვნენ,
გუდაუთისა, კი _ ბოლშევიკების მხარეს136”, ასეთი ინფორმაცია მიაწოდა
მთავრობას გენერალმა ჯუღელმა.
მისივე თქმით, იმ ხამოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც ბოლშევიკები
აფხაზეთში მმართველობდნენ, მოასწრეს ეროვნული შუღლის გაღვივება ჯერ
ბერძნებსა და მეგრელებს, ხოლო შემდეგ სომხებსა და ბერძნებს შორის.
მაშასადამე 1918 წლის მაისში გენერალ ვალიკო ჯუღელის მეთურობით
ბოლშევიკები აფხაზეთიდან განდევნილ იქნენ.
მეორე ბოლშევიკური თავდასხმა აფხაზეთზე 1918 წლის ივნისში
განხორციელდა. “მათ წინააღმდეგ საბრძოლველაად სოხუმში გადასროლილ იქნა
ქართული სამხედრო რაზმები გენერალ გ.მაზნიაშვილი ხელმძღვანელობით.
ქართულმა შეიარღებულმა ძალებმა სოჭის ბოლშევიკური რაზმები, რომლებიც
ზურგს უმაგრებდნენ აფხაზეთის ბოლშევიკებს, დაამარცხეს, ისინი აიძულეს უკან
დაეხიათ და დაეტოვებინათ გაგრა. საომარი ოპერაციები გადატანილ იქნა სოჭის
ოლქის ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით გენერალმა
მაზნიაშვილმა გააგრძელა ბოლშევიკების დევნა. ქართულმა ჯარმა 3 ივლისს
დაიკავა ადლერი, ხოლო 27 ივლისს - სოჭი137”.
მაზნიაშვილის სამხედრო ექსპედიციის შესახებ გაზეთი “საქართველო”
წერდა: “გენერალ მაზნიაშვილის ჯარს მიზნად აქვს დასახული სულ მოკლე ხანში
გაწმინდოს სოხუმის ოლქი ბოლშევიკებისგან და იარაღი აჰყაროს არასაიმედო
ელემენტებს, რასაც ძალიან დიდი თანაგრძნობით ეკიდება აფხაზების
უმრავლესობა”138.
მაზნიაშვილმა, არათუ სოხუმი გაანთავისუფლა, არამედ გაგრა, სოჭი და
ტუაფსეც კი აიღო. ქართული არმიის ამ ხანმოკლე წარმატებამ გაზეთ
“საქართველოს” კორესპონდენტებს ახალი იმედები ჩაუსახა: “თუ შავი ზღვის
გუბერნია საქართველომ შემოიერთა, ხელოვნურად ამართული ყორეები მოიშლება
და სოჭისა და ტუაფსეს მიდამოების გაქართულება რამდენიმე წელში მოხდება. ეს
საბოლოოდ დააშოშმინებს სამეგრელოსაც, რომელიც დიდ სივიწროვეს განიცდის
თავისუფალი მიწის უქონლობით139”, წერდა “საქართველოს” კორესპონდენტი.
66
სხვაგან გაზეთ “საქართველოს” პუბლიცისტი ნიკო თავდგირიძე ქართული
არმიის საომარ მოქმედბებს ასე აფასებდა: “ხშირად როცა ხალხის განწყობა
სურთ აამაღლონ, რაიმე სახალისო მოვლენას განგებ გამოიგონებენ. აქ კი თვით
ჩვენივე მოძმეების საგმირო საქმეები უცხოელებს იპყრობს, იმონებს და ქედს
ახრევინებს ჩვენი ძლიერების წინაშე”140. 300-400 კაციანი რაზმით სოჭისა და
ტუაფსეს აღება და ბოლშევიკური არმიის განდევნა არის წარმოუდგენელი
გმირობა, რასაც გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობითა და ქართველი
ჯარისკაცების გამბედაობით მივაღწიეთო, წერდა ნიკო თავდგირიძე.
“რამდენადაც შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე მტერთან შეტაკებამ
სახელი გაუტეხა ქართულს ლაშქარს(იგულისხმება ბათუმის დაპყრობა თურქეთის
მიერ. მ.მ.) და მწარე გრძნობით აღავსო ყოველი ჭეშმარიტი მამულიშვილი,
იმდენად უკანასკნელი ოპერაცია (იგულისხმება მაზნიაშვილის მიერ აფხაზეთიდან
ბოლშევიკების განდევნა მ.მ.) ისტორიულად დამსახურებულს სახელს უბრუნებს
მთელს ქართულ მხედრობას და აიმედოვნებს მოქალაქეებს, რომ დამოუკიდებელი
საქართველოს ბედი ამიერიდან უზრუნველყოფილ იქნება მუხანათურ მტრის
შემოსავისაგან”,141 წერდა გაზეთ “საქართველოს” კიდევ ერთი უცნობი
პუბლიცისტი.
“საქართველოს” პუბლიცისტთა სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან
ქალაქი ტუაფსე დაახლოებით ერთ თვეში დავთმეთ, ხოლო ქალაქები _ სოჭი და
გაგრა 1919 წელს ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრო თეთრგვარდიული რუსეთის
მოხალისეთა რაზმებმა.
1920 წელს შავი ზღვის გუბერნიაში გლეხები აჯანყდნენ, მათ დენიკინის
რაზმები გააძევეს სოფლებიდან _ ხოსტა, პლასტუნკა, ადლერი. მარტის თვისათვის
მთელი შავი ზღვის გუბერნია ბოლშევიკური ორგანიზციების მმართველობის ქვეშ
მოექცა. ისტორიკოს მერი გაბედავას თქმით, 1920 წლის მაის-ივნისში რუსეთის
წაქეზებითა და დახმარებით ბოლშევიკური მოძრაობის ინსპირირებას ადგილი
ჰქონდა სამაჩაბლოელ ოსებში. პარალელურად ბოლშევიკებმა თავი წამოყვეს
აფხაზეთშიც, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახერხა ეს მოძრაობა
ძირშივე ჩაეხშო. “აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული
ღონისძიებების შედეგად 1920 წლის მეორე ნახევრიდან აფხაზეთში ფაქტობრივად
შეწყდა ბოლშევიკური საქმიანობა”142.
67
აქვე უნდა ვთქვათ, რომ 1920 წლის მაის-ივნისში, როდესაც აფხაზეთში
ბოლშევკთა მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია განხორციელდა, გაზეთი
“საქართველო” არა გამოდიოდა. შესაბამისად ამ მოვლენებს გაზეთი ვერ
გააშუქებდა.
აფხაზეთში ბოლშევიკების უკანსაკნელი შემოტევა 1921 წლის თებრვლის
ბოლოს განხორციელდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის 6
მიმართულებიან გეგმაში, ერთ-ერთი მიმართულება სწორედ გაგრა-სოხუმის
მიმართულება გახლდათ. აფხაზეთზე საბჭოთა რუსეთის მე-9 არმიის შემოტევა 19
თებერვალს დაიწყო. ამავე დღეს გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნდა
კორესპონდენცია “აფხაზეთში”. ავტორის თქმით, სოხუმში შეკრებილა ეროვნულდემოკრატიული
პარტიის წევრთა საერთო ყრილობა.
“მთავრობის მოწოდებამ ქვეყნის დასაცავად ძალთა მობილიზაციის შესახებ
დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ყრილობამ დაადგინა: მიიღოს ყოველგვარი
ზომები ქვეყნის დასაცავად. დგება მოხალისეთა რაზმები ... ყრილობა ღრმად
დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი კვლავ გაიმარჯვებს მტერზე, რომელიც
საქართველოს ველურათ დაესხა თავს”143.
მეორე დღეს, გაზეთი “საქართველო” სულ ორი წინადადებით იუწყებოდა,
რომ გაგრის მიმართულებით მტრის შემოტევა შეჩერებულია144. თუმცა, ამ საიმედო
ინფორმაციას რეალური საფუძველი არ გააჩნდა, 22 თებერვალს საბჭოთა ჯარებმა
აიღეს გაგრა, 3 მარტს კი ქალაქი _ სოხუმი. ამ დროისათვის გაზეთი
“საქართველო” დახურული იყო, დედაქალაქში საბჭოთა რუსეთის დროშა
ფრიალებდა.
ამრიგად, გაზეთ “საქართველოში” აისახა აფხაზეთში 1915-18 წლებში
არსებული სეპარატისტული მოძრაობის ტენდენციები _ კერძოდ კი ის, რომ
აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს _ როგორც სოხუმის ქალაქის საბჭოს რუს,
ბერძენ და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, ასევე, ეთნიკური აფხაზების ერთ
ჯგუფსაც _ არ სურდა საქართველოს ავტონომია, მათ ეშინოდათ, რომ
“ქართველები ჩაუსახლდებოდნენ”, ეს კი ჩვენთვის სასურველი არ არისო.
1918 წლის შემდეგ აფხაზეთში არსებული შიდა სეპარატიზმი იკვებებოდა
ჯერ თურქეთის, შემდეგ კი თეთრი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით.
მოგვიანებით ეს გარეშე ძალა ჩაანაცვლა საბჭოთა რუსეთმა, რომელიც აფხაზთა
68
ეროვნული თვითმყოფადობის მოტივაციით კი არა, სოციალური სამართლიანობის
დემაგოგიური ლოზუნგით მოქმედებდა. სწორედ ამიტომ, რეგიონს შიგნით
ბოლშევიკურ გამოსვლებს ეთნიკური აფხაზებზე მეტად მოიჯარადე გლეხები
(როგორც ქართველები_ მეგრელები, ასევე სომხები, ბერძნები, რუსები) უჭერდნენ
მხარს.
ამ ისტორიული კონტექსტის ფონზე გაზეთმა “საქართველომ” 1918 წელს
ასახა აფხაზეთში სამი ბოლშევიკური გამოსვლა, თურქული დესანტის ორჯერ
გადმოსხმის ფაქტი, პოლიტიკური გადატრიალების მცდელობები; 1919 წელს _
დენიკინის მოხალისეთა არმიასთან სამხედრო დაპირისპირება; 1920 წელს _ შავი
ზღვის გუბერნიაში გლეხთა აჯანყებები და თეთრგვარდიული რუსეთის
დამარცხება; დაბოლოს, 1921 წელს გაზეთის უსაფუძვლო ოპტიმიზმის მიღმა
გამოიკვეთა გასაბჭოების, მათ შორის გაგრა-სოხუმის მხრიდან წამოსული ანექსიის
გარდუვალი პერსპექტივა.
2.4.G”საქართველო” პატრიოტი აფხაზების შესახებ
გაზეთ “საქართველოში” აფხაზეთის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს
შორის განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსად მიგვაჩნია ის ჟურნალისტური
მასალები, რომელშიც აფხაზებისადმი მხარდაჭერა, მოწონება და სიყვარულია
გამოხატული.
განსაკუთრებული სიყვარულით რედაქციამ აფხაზეთის უკანსკნელი მთავრის
უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ ბეის) ვაჟის გიორგი
შერვაშიძის (ზოგან შარვაშიძედ არის მოხსენიებული) გამოხატა. აფხაზი მამისა და
ქართველი დედის ალექსანდრა (ცუცუ, კესარია) დადიანის ვაჟი, გიორგი
ენციკლოპედიურ წყაროებში მოხსენიებულია აფხაზ და ქართველი პოეტად,
დრამატურგად, პუბლიცისტად და საზოგადო მოღვაწედ, ქართველ
თერგდალეულთა თანამოაზრედ. იგი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების
მანძილზე აფხაზთა და ქართველთა შორის ურთიერთობის გამყარებისათვის,
აფხაზეთის პროქართული ორიენტაციისათვის იბრძოდა.
გიორგი შერვაშიძე ისევე, როგორც მამამისი, რუსეთის იმპერიის მიერ
არაერთგზის იქნა რეპრესირებული. 1866 წელს საგლეხო რეფორმის გატარების
გამო აჯანყებულმა აფხაზებმა სცადეს 1864 წელს გაუქმებული აფხაზთა
69
სამთავროს აღდგენა და მთავრად გიორგის დასმა. თუმცა, ამ აჯანყებას, რომელიც
რუსეთმა სისხლში ჩაახშო, მოჰყვა მუჰაჯირობის პირველი ტალღა, 20 წლის
გიორგი შერვაშიძე კი, რუსეთში გადაასახლეს. მართალია, 9 წლის შემდეგ იგი
უდანაშაულოდ სცნეს და საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს, მაგრამ
1905 წლამდე აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს.
Gგიორგი შერვაშიძის პიროვნების აღსაწერად მოვიხმობთ იმ ნაწყვეტს,
რომელიც ისტორიკოსმა დ.ჩიტაიამ თავის წიგნში145 მოიტანა. ეს მოგონება
ასახავს 1917 წელს ქ. სოხუმში გამართულ აფხაზთა პირველ ყრილობას,
რომელზეც ჩამოყალიბდა აფხაზთა სახალხო საბჭო, მიღებულ იქნა აფხაზეთის
კონსტიტუცია და დეკლარაცია. Mმოგონების პირველწყაროა 1931 წელს ბერლინში
გამომავალი ქართული ჟურნალის “თეთრი გიორგის” ფურცლებზე გამოქვეყნებული
სტატია “გაუცხოების დასაწყისი”.
“კრების დღეა. სოხუმის ქუჩები გადაჭედილია ხალხით. აფხაზების
ყრილობაზე თავადობა და გლეხობა ერთად იყრის თავს, ერთად ბჭობენ, თანაც
ყოველ წევრი თანასწორუფლებიანია. კრების დარბაზში შემობრძანდა მთავრის ძე
გიორგი შარვაშიძე. ყველა ფეხზე დაუდგა. გიორგიმ აფხაზურ ენაზე მიმართა
დამსწრე საზოგადოებას.Aაუხსნა რუსეთის მდგომარეობა, მიულოცა თავისუფლების
მოახლოება და დაასკვნა: თქვენ უფროს ძმებს მიჰყევით. (გულისხმობდა
ქართველებს. დავით ჩიტაია), მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ
თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ
მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისკენ იყურებიან, მე კი –
თბილისისკენ. სხვა გზა არც არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისთვის,
გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად
ჭირში და ლხინში”. ამის შემდეგ ავტორი ასკვნის, რომ ეს იყო მათრახი
რუსოფილებისათვის. “გაათავა გიორგიმ და გამობრძანდა დარბაზიდან”146.
ზემოთაც ვთქვით, რომ ამ ყრილობაზე მაინც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
აფხაზეთის კავკასიის მთიელთა რესპუბლიკაში გაწევრიანების შესახებ.
გ.შერვაშიძე 1918 წლის თებერვალში სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც
სოხუმს რუსეთის შავიზღვისპირეთის ფრონტის სამხედრო ესკადრის ჯავშნოსანი
გემი “კაროლ კარლი” ბომბავდა. Qქალაქის მთავრობა კოდორში იყო გახიზნული
და ბოლშევიკების მიერ სოხუმზე მიტანილი შეიარაღებული აგრესიის
ჩახშობისთვის ემზადებოდა. გარდაცვლილი უხმაუროდ და უფერულად დაკრძალეს
70
მოქვის საგვარეულო ტაძარში. აფხაზეთს გიორგი შერვაშიძის გლოვისთვის არ
ეცალა.
მისი დაღუპვა გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებული ჩანახატით აღნიშნა
ქართველმა მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ. რობაქიძისეული ტექსტი, ბუნებრივია,
მხატვრულ-ლიტერტურული უფროა, ვიდრე _ პუბლიცისტური. ავტორმა გაიხსენა,
თუ როგორ გაიცნო გიორგი შერვაშიძე: “იგი ცხენით მოდიოდა სოხუმის ქუჩაში.
გადმოხტა, გავიცანი: გიორგი შერვაშიძე შვილი აფხაზეთის უკანასკნელი
მთავრისა. რა შესანიშნავად ადგას ჩოხა! ტანი მაღლათ არის აყვანილი სილაღით
კიდევ, _ თუმცა ეტყობა ექვს ათეულს გადასცილებია, ასეთი მოხდენილი
ჩაცმულობა არავიზე მინახავს საქართველოში: აქ იყო ესთეტიკა ოსკარ უაილდის
ყელსახვევისა, ქართული ყაიდა ჩაცმულობისა, მკაცრი სტილით ჩამოკვეთილი:
სადა და ამასთანავე მეტად რჩეული...
სილამაზე ივერიული: ხაზების სისწორე და სირბილე, სწორუპოვარი
პროფილი: _ აქაც სისადავე და რჩეულობა თან. მთელი საუკუნოებია საჭირო, რომ
ბიოლოგიურმა შერჩევამ ასეთი სრული ტიპი წარმოშობოს. უბრალო მიმოხვრაც
მოწმობს მისი, რომ მის გვარში ასი წლობით ყოფილა შეუცნობელი ფიქრი
ბიოლოგიური რჩეულობისა. არაფერში ეტყობა ძალდატანება: მოძრაობა, თავის
დაჭერა, სიარული, ბაასი _ თავისუფალი მეტად და ამასთანავე ძალზედ
წარჩინებული. რაც უნდა მოიმოქმედოს, ყველაფერი ლამაზი გამოუვა _ გიელვებთ
ფიქრი”147.
შემდგომში მწერალი გიორგი შერვაშიძეს სოხუმის ქალაქის თავის, ნიკო
თავდგირიძის მიერ გამართულ ვახშამზე შეხვდა. ამჯერად შერვაშიძეს ევროპულად
ეცვა და არანაკლებ დახვეწილად გამოიყურებოდა. რობაქიძემ განსაკუთრებით
აღნიშნა ის გარემოება, რომ გიორგი შერვაშიძე თავისუფლად საუბრობდა
ფრანგულად, რუსულად, ქართულად და აფხაზურად. აგრეთვე, იცოდა გერმანული
და ინგლისური ენები. ზედმიწევნით იცოდა “ვეფხისტყაოსანი” და “თვითონაც
მწიგნობრობდა”.
“ბაასის საგანი ხშირად საქართველოა. გაბედულება მისი საკითხის
გადაწყვეტაში, არავითარი კომპრომისი, სრული თავისუფლება _ აი მისი ფიქრის
ხვეული. ხოლო აქაც ნელი, რბილი, უღელვებელი. ხანდახან ოსმალეთსაც
ჩააყენებს საქართველოს საკითხში და ეს იმ დროს, როდესაც თუთუნს მოახვევს,
საგანგებოდ უგზავნის სტ71
მისი სიკვდილისა, მოგვშორდა ქართული რასის ნამდვილი ვაჟი”148, წერდა
გრიგოლ რობაქიძე.
Gგიორგი შერვაშიძის ხსოვნას აფხაზეთში პატივი მხოლოდ
გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მიაგეს. ამ დროს საქართველო უკვე
დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო. ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა ამბროსიმ (ხელაიამ)
სოხუმში გიორგი შერვაშიძის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.
კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი შერვაშიძის ანდერძი: “საქართველო
უაფხაზეთოდ არ ვარგა და აფხაზეთი უსაქართველოდ”149.
გაზეთ “საქართველოს” არც სხვა აფხაზების ღვაწლი დაუტოვებია
ყურადღების გარეშე. მაგალითად, გაზეთმა აღნიშნა აფხაზ ანდრია ლაკერბაიას
გარდაცვალებაც. “საქართველოს” კორესპონდენტის თქმით, გარდაცვლილმა უარი
თქვა სამხედრო სამსახურზე, პოლკოვნიკობაზე და მომრიგებელი მოსამართლის
ნაკლებად საპატიო თანამდებობა აირჩია. მისი აარჩევანი განპირობებული იყო
საკუთარ პატარა ერთან სიახლოვის, მისი ჭირისა და ლხინის გაზიარების
სურვილით.
ანდრია ლაკერბაია არაერთხელ გამოჰქომაგებია თავის მცირერიცხოვან ერს,
დაუცვია მისი ღირსება, მაშინ, როდესაც აფხაზების შესახებ რუსის მთავრობასთან
და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლებთან არასწორი ინფორმაცია
მიჰქონდათ ავის მოსურნეებსო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეფის
კანცელარიაში დაუტოვებია მოხსენება “სიმართლე აფხაზეთზე”. პირადულზე წინ
ყოველთვის საზოგადო საქმე ეყენა და ამიტომაც მთელი აფხაზეთი დასტირისო,
წერდა გაზეთ “საქართველოს” ჟურნალისტი.150
Aაქვე ორიოდე სიტყვით შევეხებით იმ გარემოებას, რომ მაშინ როდესაც
აფხაზი ერის რეპუტაციასა და ღირსებას ლახავდნენ, გაზეთი “საქართველო” მისი
ქომაგობის ტვირთს კისრულობდა. 1916 წელს აფხაზეთში მომსახურე ერთ რუს
ჩინოვნიკს რუსულ გაზეთში გამოუქვეყნებია სტატია, რომელშიც წერდა, რომ
აფხაზეთში მცხოვრები რუსები 1916 წლიდან შიშით ელოდნენ აფხაზებისა და
თურქების ერთობლივ აჯანყებას და სწორედ ამიტომ გარბოდნენ აფხაზეთიდანო151.
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ XX საუკუნის დასწყისში აფხაზთა
პროთურქულად განწყობილმა ნაწილმა მართლაც მოაწყო წარუმატებული
შეიარაღებული გადატრიალებები, ოღონდ არა 1916, არამედ 1918 წლებში. სხვა
72
სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი ჩინოვნიკის ინფორმაციაში სიმართლის წილი
არცთუ მცირე იყო.
Aთუმცა გაზეთმა “საქართველომ” ამ ბრალდებას პროვოკაცია უწოდა და
მეფის მთავრობის წინაშე აფხაზთა რეპუტაცია ასე დაიცვა: “სინამდვილეში კი
აფხაზები შველოდნენ, ეხმარებოდნენ, უმასპინძლდებოდნენ იმ რუს მცხოვრებთ,
რომელნიც სოხუმს სტოვებდნენ და მთებში იხიზნებოდნენ”, რუსმა გენერალმა
ზაპინსკიმ აფხაზებს ნამდვილი პატრიოტები უწოდა. მაბეზღარა რუსი მოხელეც
სიცრუეს აფხაზთა ღალატზე, ალბათ, მაშინ შეთხზავდა, როცა რომელიმე
აფხაზის სუფრასთან იჯდაო152, აღნიშნა გაზეთის კორესპონდენტმა.
შეჯამებისას ვიტყვით, რომ აფხაზი პატრიოტების ამაგის დაფასებით და
მათი საქმის პოპულარიზაციით, აგრეთვე, აფხაზი ერის ღირსების ქომაგობითა და
დაცვით გაზეთ საქართველოს” ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დათბობამოგვარების
საქმეში საკუთარი, გამოკვეთილად დადებითი წვლილი შეჰქონდა.

No comments: