2.06.2012

თანამედროვე ევროპული ტრადიციონალიზმი-სალონური კულტურის აღორძინება:




http://www.dw.de/dw/article/0,,2230715,00.html




                თანამედროვე გერმანიაში ისევ მოდაშია სალონური კულტურა.
სალონური კულტურა ბერლინში ყვაოდა მე-18 საუკუნეში,ეხლა ის ისევ აღორძინების გზაზეა. ბრუნდება კერძო ექსკლუზიური საღამოების მოწყობის ჩვევა. 


Kiki Bohemia ზის პატარა ორღანოსთან ბავშვთა ოთახში გამავალ კარებსა და ტელევიზორს შორის. მუქ კაბაში გამოწყობილი გამხდარი ქალი მღერის მის მიერვე დაწერილ სიმღერებს. 
40-ოდე სტუმარი ზის ფერად დასაკეც სკამზე ან მიყუდებიან კაბინეტის კარს. 
ზოგჯერ მათ სახეს გადაუვლის ჩაფიქრებული ღიმილი. სიჩუმეა,ადამიანები უბრალოდ უსმენენ. "სწორედ ესაა ბინის კონცერტის მთავარი იდეა",ამბობს ორგანიზატორი (Elena Brückner.  დამსწრეებს აერთიანებს მუსიკა. 


 თავიდან იდეა მოვიდა ჰოლანდიიდან.    Elena Brückner-მა ის გაიგო თავისი მეგობრისგან.  წლევანდელი მარტის დასაწყისიდან ის აწყობს ბინის კონცერტებს ბერლინში. ცალკეული ნომრების სესასრულებლად ის იწვევს ცალკეულ მუსიკოსებს ან ანსამბლებს. კონცერტის მოსასმენად ეწერება 40-მდე ადამიანი. 


             ასეთია სალონური ტრადიცია. არის საღამოს დიასახლისიც რომელიც ადამიანებს ეხმარება საერთო ენის გამონახვაში. 


                       თაობათა შეხვედრები: 


Britta Ganseboom  ერთმანეთს ახვედრებს ერთი და იგივე ინტერესების მქონე ადამიანებს.


მისი მთავარი  ინტერესია ლიტერატურა. 1995 წელს მან ნაცნობი მხატვრის სახელოსნოში დააარსა თავისი პირველი ლიტერატურული სალონი. მაშინ თავისი ნაწარმოებების კითხვის და საზოგადოებასთან შეხვედრის მსურველ ახალგაზრდა ავტორებს არ ყოფნიდათ აუდიტორიები და ბრიტას იდეა წარმატებული აღმოჩნდა. 


             უკვე 11 წელია რაც ის ყოველ კვირა აწყობს ლიტერატურულ სალონს რომელიმე კაბარეში. "სალონი" მოძველებული ცნებაა,მაგრამ ის შეიძლება შეივსოს ახალი შინაარსით. 


           პირველ რიგში ესაა მხატვრებისა და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანთა შეხვედრა.
მნიშვნელოვანია ისიც რომ აქ ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. 


                                       თანამოზრეთა შორის:




   ბერლინის "მომავლის სალონის" დიასახლისია  Bettina Pohle. იქ წელიწადში 8-ჯერ იწვევენ ხელოვნების სფეროების ხალხს,პოლიტიკოსებს,
ჟურნალისტებს,ეკონომისტებს,მეცნიერებს.50-ოდე სტუმარის მიღების შემდეგ დგება სადილის და მომავლის შესახებ კამათის დრო.


       თავისი სალონის განმასხვავებელ ნიშნად ბეტინას თვლის პერსონალურ დამოკიდებულებას ყოველი სტუმრის


ადმი. ყოველი სტუმარი არის გარკვეულ თემაზე საუბრით დაინტერესებული პიროვნება. 


            "მომავლის სალონი" არსებობს 1999 წლიდან. მას ალბათ ყველაზე მეტად უხდება ქალაქი ბერლინი. ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია დედაქალაქის ისტორიასთან. 


          ყოველთვის არის საინტერესო თემები,ყოველთვის არის ყოველდღიური ზუზუნისაგან ვიწრო, მაგრამ ყველაფერი ახლისთვის გახსნილი წრისთვის თავის შეფარების მოთხოვნილება. 


          შესასვლელი ბილეთით თუ პირადი მოსაწვევით სალონში თავს გრძნობ თანამოაზრეთა შორის,ასე ვთქვათ ექსკლუზიურად ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. 
ბიანკა ფონ დერ O





    მოვა დრო როდესაც თბილისელებიც გაიხსენებენ დავით სარაჯიშვილის სალონს. საქართველოს სხვა ქალაქებს სხვა მსგავსი რამ ახსოვთ. იმედია რომ მალე გაიხსენებენ ვიდრე ქართველებს სულ არ
გადავიწყებიათ არც ისე
შორეულ წარსულში გულუხვი და დიდსულოვანი
ქართველების არსებობა...

არაა ცუდი სახელმწიფოსგან
მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი კულტურული თვითმომსახურებაც...



No comments: