2.28.2012

გენია და სიგიჟე -1:

ფილიპ ბრენო, გენია და სიგიჟე (Philipe Brenot,Le Génie et la Folie,Odile Jacob,2011).
წიგნი "სიგიჟის სახეები"
შ ე ს ა ვ ა ლ ი:
«მაშ თქვენ აზრით,დოქტორ, ყველა მწერალს, მამაკაცებსაც და ქალებსაც ნევროზი სჭირთ?», სვავს კითხვას ანდრე მორუა «აღთქმულ მიწაში». 
«უფრო ზუსტად,პასუხობს ის, ყველას მათ დაემართებოთად ნევროზი მწერლები რომ არ იყვნენ....
ნევროზი ქმნის შემოქმედს და ხელოვნება კურნავს ნევროზს.»
გენიას და სიგიჟეს დიდი საიდუმლო მოარულ აზრად ჩანს ანდრე მრუასთან რომელმაც გამოაქვეყნა პოეტების და მწერლების ბიოგრაფიების დიდი სერია (შელი,დიზრაელი,ბაირონი,პრუსტი,ჟორჟ სანდი,ჰიუგო და ბალზაკი). მისი როგორც ისტორიკოსის და ლიტერატორის მზერისთვის ცხადია შემოქმედთა ნევროზიც და შემოქმედებითი დემარშის ორიგინალობაც.

გენიის, სიგიჟის და შემოქმედებითობის ურთიერთობათა საკითხი ძველია.

არისტოტელე შეეხომ მას თავის სახელგანთქმულ ტექსტში «პრობლემა XXX»,ტექსტში რომელსაც ასევე ჰქვია «გენიოსი და მელანქოლია».
რატომ არიან ესოდენ ხშირად მელანქოლიურები გამორჩეული ადამიანები?

მელანქოლია არისტოტელესთვის არის შემოქმედის ხატთან დაკავშირებული მეოცნებე ნაღველი, ის შემოქმედებითი ნოსტალგია რომელსაც ვხედავთ აღორძინების ხანაში და შემდეგ რომანტიკოსთა სპლინში. არისტოტელემ დაინახა რომ შემოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს გუნება-განწყობის,ხასიათის ცვალებადობასთან.
შემდეგ დიდრომ განაცხადა რომ გენია ახლოსაა სიგიჟესთან,რაც გადაიქცა მოარულ აზრად და რაზეც იკამათებენ XIX საუკუნეში პირველი ფსიქიატრები.

დიდად გავრცელდა აზრი რომ გამორჩეულ ადამიანებს უნდა ახასიათებდეთ სიგიჟე.

შემოქმედი არის ორიგინალი, არასტაბილური,თავისი ქმნილებით ატანილი და უკიდურეს შემთხვევაში ლამის გიჟი არსება. 

მაშინ გვიჩნდება მრავალი კითხვა: რა არის გენია? რა არის სიგიჟე?

როგორ წარმოგვიდგენია გენიოსი? გმირი რომელსაც ვცემთ თაყვანს? ღვთაებრივი ძღვენით დაჯილდოებული და შინაგანი უნარების მქონე ადამიანი?

როგორ წარმოგვიდგენია გიჟი? მოძალადე,შეშლილი,ჰალუცინაციებით და დეპრესიით შეპყრობილი არსება? და რატომ უნდა იყოს სიგიჟე შემოქმედებითი?

  კულტურის თვალსაზრისის მედიცინის თვალსაზრისთან შეერთებისას არ ვენდოთ ექიმებს რომლებიც ავადმყოფებს ხედავენ ყველგან.

მე ეხლახანს ვნახე ძალიან სერიოზული გამოკვლევები დიდ ადამიანთა პათოლოგიაზე რომლებიც გაგვაცინებდა თუ ამ ადამიანთა სახეს დავიყვანდით ჯანმრთელობის ამ შემთხვევითობებზე.

მე ვფიქრობ მოცარტის ნეფრიტზე,კრისტოფერ კოლუმბის რევმატიზმებზე,ჯონ მილტონის სიბრმავეზე, ლუთერის თავბრუსხვევებზე,ჰიტლერის პარკინსონზე,სენეკას ასთმაზე,კაფკას ანორექსიაზე,სვიფტის ალცჰეიმერზე,დიკენსის დისლექსიაზე...

  ყველა ამ ავადმყოფობას აქვს თავისი საფუძველი,მაგრამ ისინი ვერ ხსნიან ვერც შემოქმედებას და ვერც ცხოვრებას.

იგივე კრიტიკა უნდა მიუდგეს მენტალური სფეროს ავადმყოფობებსაც.

ქმნილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიხსნება პათოლოგიით.

ხელოვნებას და გენიას აქვს მრავალი კომპონენტი და დარწმუნებული ვარ რომ ისინი ყოველთვის შეინარჩუნებენ გარკვეულ საიდუმლოს.

მიუხედავად ამისა გენიას და სიგიჟის ნათესაობის ეს ძველი იდეა პასუხის ელემენტებს პოულობს შემოქმედებითი მოძრაობის ფსიქოანალიტიკური წაკითხვის გამამდიდრებელ და შემოქმედებითობის ბუნების განმმარტებელ ხასიათის,გუნების აშლილობათა( troubles de l'humeur) თანამედროვე კონცეფციაში.

 თანამედროვე ფსიქიატრია ხასიათს და პიროვნებას არჩევს ერთმანეთისგან როგორც ადამიანის სირთულის ორ ღერძს.

პიროვნება აგებულია ანალიზის თერაპიებისთვის მისაწვდომი პიროვნული ისტორიის მიერ,მაშინ როდესაც ხასიათი,განწყობა და მათი აშლილობები მეტად კონსტიტუციონალურია.

 მანიაკო-დეპრესიული ვარიაციები,რომლებსაც ადრე უწოდებდნენ განწყობის ორპოლუსიან სნეულებას, და რომლებიც ახასიათებთ მხატვრებს და შემოქმედებს, თანამედროვე მეცნიერების აზრით მჭიდროდაა დაკავშირებული გენეტიკურ ფაქტორებთან. 

ისინი შეადგენენ ნაწილს ადამიანური ფაქტორისა რომელიც ჩემის აზრით მოქმედებდა კაცობრიობის ყველა დიდ მომენტში,რევოლუციებისა და დიდი აღმოჩენების დროს, ტექნიკის თუ ელიგიათა საფუძვლებში.

 ქმნილება ასე შეიძლება გაჩნდეს არსებობის სირთულისა და კონსტიტუციური ენერგეტიკული პრინციპის რთული ნაერთისგან, რომელიც შთააგონებს ყველა შემოქმედს და ყველა ავანტურისტს, პოეტებს,ჯადოსნებს,წინასწარმეტყველებს,მხატვრებს,გამომგონებლებს,მუსიკოსებს,
პოლიტიკოსებს...რემბოს,შუმანს,გოეთეს,ვან გოგს,მოცარტს,ჰემინგუეის,ბალზაკს,ფლობერს,ნიცშეს,მიქელანჯელოს,რუსოს,სიმენონს,პიკასოს...

ბიოგრაფიები,ავტობიოგრაფიები და პათობიოგრაფიები წარმოგვიდგენენ არისტოტელეს ინტუიციის დამადასტურებელ უშუალო მოწმობებს,ფსიქიატრიულ ანალიზებს და შეხედულებებს.

შემოქმედებითი გზნება ძალიან ახლოა დეპრესიის დასთან,მანიის ასულთან და როდესაც ქმნილება ვეღარ აკავებს ყველა სნეულებას სიგიჟის ახლო ნათესავ მელანქოლიასთან. 
გარიკი მეფე ლირის როლში



მაგრამ გამორჩეულ ხვედრთა ეს ახლებური წაკითხვა იძლევა საოცარ დასკვნებს: შემოქმედის გენიალური განწყობა არათანაბრადაა განაწილებული სიტყვის ხელოვნებებს (პოეზია,მწერლობა) და არასიტყვიერ ხელოვნებებს (სახვითი ხელოვნება და მუსიკა) შორის.

პოეზია და მწერლობა ძალიან ახლოსაა ფსიქიურ ავადმყოფობებთან, მისი მექანიზმია დეპრესია და ციკლოთიმია. მწერალი გრძნობს ამას და იღებს ფსევდონიმს. 


მხატვრები და მუსიკოსები ნაკლებად ახლოს არიან სიგიჟესთან. საოცარია იმის დანახვა რომ პრაქტიკულად არც ერთ კლასიკოს მხატვარს თუ მუსიკოსს არ აუღია ფსევდონიმი. 


ლიტერატურა ეხება აკრძალულ ხილს თუ თვალი და ყური იცავენ სიგიჟისგან?...

 I. იდეის ისტორია:
«ოჰ! რა ახლოს არიან ერთმანეთთან გენია და სიგიჟე, გვეუბნება დარწმუნებით. ცის მიერ გამორჩეულებს მეტ-ნაკლებად აქვთ ამის სიმპტომები. ჩვენ მათ,მეტ-ნაკლებად გიჟებს შევხვედრივართ. მათ ან კოჭავენ და ამწყვდევენ ან მათ უდგავენ ძეგლებს.», «დიდი ადამიანების ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს უნდა წერდნენ მათი ექიმები», ამბობდა სტენდალი.
-----------------------------------------------------------------------------------------
«გენიოსობა თუ სიგიჟე: ერთი მედლის 2 მხარე?

ბეთჰოვენი, ნიუტონი, ბატიუშკოვი, ჯოისი- რა აერთიანებთ ისტორიის განმსაზღველ ადამიანებს?

გენიოსი მუდამ უნდა სცდებოდეს ფარგლებს, თავისი დროის კონტექსტს, უნდა აკეთებდეს ისეთ რამეს რაც უარყოფს სტერეოტიპებს დქ ყოფის არსებულ ფორმებს.

«ბეთჰოვენი მუსიკალური ნაწარმოებების წერისას და ნიუტონი ამოცანების გადაწყვეტისას ისე ერთობოდნენ რომ ავიწყდებოდათ ჭამის აუცილებლობა და ლანძღავდნენ მათთვის საჭმლის მიმტან მსახურებს, უმტკიცებდნენ მათ რომ უკვე ისადილეს».

იტალიელ ექიმ-ფსიქიატრ ჩეზარე ლომბროზოს თავის წიგნში «გენიალობა და სიგიჟე» მოჰყავს ბევრი ასეთი მაგალითი.
«დიდრო იბარებდა მეეტლეებს და ავიწყდებოდა მათი გაშვება და მას უხდებოდა ფულის გადახდა იმ დღეებისთვის მეეტლეები უქმად რომ ატარებდნენ მის სახლთან»,წერს ის ( ამიტომ თვლიდა თვითონ დირო ალბათ რომ გენიოსი,ესე იგი თვითონ ის, გიჟია).

XIX საუკუნის შუა ხანებში გამოქვეყნებულ ამ წიგნში ლომბროზო ამტკიცებდა რომ დიდ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სტანჯავდა ფსიქიური ავადმყოფობები. ეს თეორია უდამ იწვევდა კამათს.

გენიოსი მუდამ უნდა სცდებოდეს საზღვრებს,თავისი დროის კონტექსტს, აკეთებდეს ისეთ რამეს რაც უარყოფს სტერეოტიპებს და ყოფის არსებულ ფორმებს.

«სწორედ ამიტომ სიგიჟის ცნება თავიდან არ იყო დაკავშირებული მედიცინასთან», ამტკიცებს ფსიქოანალიტიკოსი,ფსიქოანალიზის ევროპული სკოლის წევრ-კორესპონდენტი მიხაილ სტრახოვი.  


მისი აზრით ფსიქიატრია გაჩნდა როგორც საზოგადოების გარკვეული დაკვეთა იმიტომ ჩნდებოდნენ ადამიანები რომლებსაც არ სურდათ ან არ ძალუძდათ ყველა დანარჩენის მსგავსად ცხოვრება. 


წმინდა სიგიჟე:

ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს სამყარო არის ერთადერთი მათთვის ცნობილი სამყარო. შეშლილისთვის ეს სამყარო იმთავითვე არის უცხო,რთული და სწორედ ამიტომ უარყოფს ის მას.

მაგალითად მათი ხანისთვის კოპერნიკის და გალილეის აღმოჩენები მეტისმეტად «უხერხული» იყო და ისინი არაფრით არ ეწერებოდა სამყაროზე წარმოდგენათა ჩამოყალიბებულ სისტემაში.
მათი თანამედროვეების აზრით ისინი გიჟები იყვნენ.

«მარტო გიჟი თუ დაეჭვდება იმაში რომ ყველაფერი ბრუნავს დედამიწის გარშემო»,-ხსნის იმ ხანის ლოღიკას სტრახოვი.

«ან, მაგალითად, ჯეიმს ჯოისი,სრული გიჟი,რომელიც,რომ არ გამოეცათ შექსპირი, უცნობი დარჩებოდა მსოფლიოსთვის და რომლის ნაწარმოებებიც ჩარჩებოდა ფსიქიატრიის ანალებში»,-მოყავს მას სხვა მეორე მაგალითი.

ფსიქიური ავადმყოფობა არსებობს ან რეალურია ზუსტად იმავე მნიშვნელობით როგორც არსებობდნენ და რეალურები იყვნენ კუდიანები.

თავის ნაშრომში «სიგიჟის ისტორია კლასიკურ ხანაში» ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო დასავლეთოვროპულ ცივილიზაციას, მათ შორის თანამედროვე ცივილიზაციას აღწერს როგორც სიგიჟესთან ურთიერთობის ისტორიას.

ხელოვნებასთან დაკავშირებულ სიგიჟეზე წარმოდგენა მოდის პლატონიდან რომელიც წერდა «წმინდა სიგიჟეზე» პოეტურ შემოქმედებაში,ამბობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის უცხოური ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი ალეკსანდრა ზინოვიევა.

შუა საუკუნეებში გიჟებს უფრო შემწყნარებლად უყურებდნენ,მათ თვლიდნენ ღვთის ხმად, ხოლო მათთან ურთიერთობა მიაჩნდათ ჭეშმარიტებასთან მიახლოების შესაძლებლობად. 


XVII საუკუნეში აღწერენ დრამას ადამიანებისა რომლებიც ცდილობენ ღვთაებრივი რწმენის აბსოლუტისგან განდგომას და საკუთარი ინდივიდუალობის პოვნას, მაგრამ კარგავენ გონებას. იხსენოთ ქრესტომატიული სახეები, 


«საკმარისია რწმენის) არამყარი საფარველის მოშორება და სამყარო ჩნდება მთელი თავისი დაუფარავი საშინელებით,-ხსნის ზინოვიევა, -ამაზე ყვებიან შექსპირის დრამები. გავიხსენოთ მეფე ლირის ან ოფელიას ქრესტომატიული სახეები.


რომანტიკოსთა ავადმყოფობა:

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სიგიჟე ხდება რომანტიული ცნობიერების ნაწილი.

«არიან რომანტიზმის დიდი შეშლილები: რუსულ ლიტერატურაში ეს ალბათ არის კონსტანტინ ბატიუშკოვი. გერმანიაში უზომოდ საინტერესო ფიგურა რა თქმა უნდა არის ფრიდრიხ ჰიოლდერლინი»-ყვება ზინოვიევა.


მათთვის სიგიჟე,უმატებს ის, « პირველ რიგში დაკავშირებული იყო რომანტიკულ წარმოდგენასთან ინტუიტიური შეხების შესახებ. იმაზე რომ ჭეშმარიტების წვდომა შეიძლება ირაციონალური  გზით,შემოქმედებით გამოცხადებაში». 


მაგრამ პოეტებს ანათესავებს ერთმანეთთან როგორც მსგავსი დამოკიდებულება შემოქმედებისადმი ისე მათი მტანჯველი ფსიქიური ავადმყოფობა. 

არაა იოლი დიაგნოზის დასმა 200 წლის შემდეგ,მაგრამ სხვადასხვა,მათ შორის ბატიუშკოვის მკურნალი ექიმების მოწმობათა თანახმად პოეტს სტანჯავდა შიზოფრენია.

როდესაც 33 წლის იყო,მისი ავადმყოფობა შეუქცევადი გახდა და უკურნებელად ავადმყოფმა,მან თავისი ცხოვრების მეორე ნაწილი გაატარა მსოფლიოსგან სიგიჟის შავი ფარდით გამოყოფილმა.

1830 წელს ის ნახა ალეკსანდრ პუშკინმა და ბატიუშკოვმა ის ვერ იცნო. იმავე წელს პუშკინმა დაწერა: «ღმერთო არ გამაგიჟო...»

ბატიუშკოვის მეგობარმა პიოტრ ვიაზემსკიმ თავის ჩანაწერებში აღნიშნა ბატიუშკოვის ერთ-ერთი ბოლო გამოთქმა თავის შემოქმედებაზე: « რა უნდა ვწერო და რა უნდა ვთქვა ჩემს ლექსებზე!... მე ვგავარ ადამიანს რომელიც ვერ მივიდა თავის მიზნამდე, რომელსაც თავზე დადგმული მიჰქონდა რაღაცით სავსე ლამაზი ჭურჭელი. ჭურჭელი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. მიდი და გაიგე ეხლა თუ რა იყო მასში!»

ბატიუშკოვი ყოველთვის ამბობდა რომ პოეტი განსაკუთრებული არსებაა, რომ ის ერთდროულად ცხოვრობს როგორც ყოველდღიურ ისე ოცნების სამყაროებში.

30-ან წლებში ბატიუშკოვის მკურნალი ექიმი ანტონ დიტრიხი თვლიდა რომ პოეტის ფსიქიური დაავადების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ «ფანტაზიამ აჯობა გონებას». «ბატიუშკოვის ემოციურობა კარგი მასალა იყო მასში ფსიქიური დაავადების განსავითარებლად»,თქვა ექიმმა.

 ცნობიერების ნაკადი.

დეკადანსის ხანა,XIX-XX საუკუნეების მიჯნა ბევრი რამითაა დაკავშირებული ფრიდრიც ნიცშეს ფიგურასთან. ამ დროს სიგიჟე სტოვებს სამედიცინო პათოლოგიის სფერის და იქცევა ხელოვნების განსაკუთრებულ ფილოსოფიად.

«ფოლკნერის სახელგანთქმული რომანი «ხმაური და მრისხანება» იხსნება გონებრივად ჩამორჩენილი ბენჯის ცნობიერების ნაკადით,აღ,ოჩნდება რომ ის უფრო ახლოსაა არსებობის სისავსესთან ვიდრე,ვთქვათ,მისი ძმა კვენტინი,ჰარვარდის სტუდენტი»,ამბობს ზინოვიევა.

 ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი მოთხრობაში «ორშაბათი თუ სამშაბათი...» ხშირად იმეორებს სიტყვას «ჭეშმარიტება». ჭეშმარიტება თავისი ცვალებადი და მოუხელთებელი ბუნებით მისი აზრით ეწინააღმდეგება რაციონალურ ანალიზს. « მე მინდა სიცოცხლის და სიკვდილის, გონების და სიგიჟის ჩვენება,მე მსურს სოციალური სისტემის გაკრიტიკება, მისი ჩვენება მოქმედებაში»,-წერდა ის რომანში « მისის დელოუეი».

მაგრამ მის შემთხვევაშიც ლიტერატურულ ნიჭს თან ახლდა ფსიქიური ავადმყოფობები.

უკვე თავის პირველ დიდ რომანში « მოგზაურობა გარეთ» ის გაკვრით წერს თუ რა ძნელია იყო სხვებისგან განსხვავებული: 
«ლონდონის ქვაფენილებზე სილამაზეს არავინ აფასებს,მაგრამ არაჩვეულებრივობას,განსხვავებულობას აქვს შედეგები,ამიტომ ჯობია არ იყო მეტისმეტად მაღალი,არ ატარო გრძელი ლურჯი ლაბადა და არ აქნიო ჰაერში მარცხენა ხელი».

1941 წლის მარტის ერთ დღეს ის გავიდა სასეირნოდ სასექსის თავისი სახლიდან და არ დაბრუნებულა. მისი სხეული იპოვეს მდინარეში. მან ჯიბეები აივსო ქვებით და გადავარდა მდინარეში. 

XX საუკუნე, ლიტერატურათმცოდნე ზინოვიევას თქმით ადრე მხოლოდ შემოქმედთა პროვილეგიად მიჩნეული სიგიჟის კატეგორიას ავრცელებს ყველა ადამიანზე:

«თუ კი, მაგალითად,ნიცშე ხელს აწერდა « ჯვარცმული მარტო», გერმანელი პოეტი-ექსპრესიონისტები ამას უკეთებდნენ მთელ თაობას. მათთან კუმირთა მწუხრს განიცდის მთელი კაცობრიობა.»

გიჟდებოდა შექსპირის პიესების მრავალი გმირი.

ანტიფსიქიატრია მკურნალობის წინააღმდეგ:

ასე მოხდა რომ პოეტებმა და მწერლებმა,რომლებმაც სიგიჟის კატეგორია აღმოაჩინეს როგორც მათ გარდა ყველა დანარჩენისთვის მიუწვდომელი გამოცხადება თანდათანობით გიჯებად ჩათვალეს ყველა დანარჩენი ადამიანიც.

ამ იდეების თავისებურ გაგრძელებად იქცა 1960-ან წლებში ქშშ-ში გაჩენილი მოძრაობა რომელსაც უწოდეს ანტიფსიქიატრია.

სწორედ მაშინ დასვეს კითხვა თუ ვინ და რა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს ნორმას და აქვს თუ არა მას ამის
უფლება.

«ანტიფსიქიატრიის ერთ-ერთი იდეა,რომელსაც აქვს გქრკვეული ფილოსოფიური საფუძველი მდგომარეობს იმაში რომ თვითონ ფსიქიატრიული სისტემა არის სიმპტომი და საზოგადოების სიმპტომი», ყვება მიხაილ სტრახოვი.

აკტიფსიქიატრიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე,ამერიკელი ფსიქიატრი ტომას სასი თავის ნაშრომში «მითი ფსიქიური დაავადების შესახებ» ამბობს რომ ფსიქიური ავადმყოფობა ჩვენი კულტურის მიერ შემუშავებული ცნებაა და არა რეალური მოვლენა.

    მისი აზრით «ფსიქიური ავადმყოფობა არსებობს და რეალურია იმდენად რამდენადაც არსებობდნენ და რეალურები იყვნენ კუდიანები».

იმ დროისთვის აღიწერა ისეთი მოვლენაც როგორიცაა ჰოსპიტალიზმი როდესაც ადამიანი ვერ გამოდის საგიჟეთიდან იმიტომ რომ მიეჩვია მას,გახდა მასზე დამოკიდებული.

ანტიფსიქიატრიული მოძრაობა დიდად პოპულარული გახდა სტუდენტური მღელვარებებით მოცულ ევროპაში. მაგრამ რეალური ცვლილებები მოხდა მხოლოდ იტალიაში სადაც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეს ყველა დიდი საგიჟეთის დაკეტვა.

«ამ საგიჟეთების დაკეტვის შემდეგ გაიხსნა მრავალი პატარა ცენტრი და აქცენტი გაკეთდა ამბულატორულ მკურნალობაზე როდესაც ავადმყოფი არაა მუდამ საავადმყოფოში და მიდის ხოლმე იქ რაღაც კონსულტაციებისთვის.  ფსიქიატრიულ სამსახურს ასე გაუჩნდა ადამიანის სასწრაფოდ გაშვების მოტივაცია»,ამბობს სტრახოვი.

ეს რეფორმა მისი თქმით აღმოჩნდა წარმოუდგენლად ძვირი,მაგრამ ბევრი ქვეყანა მიუყვება ამ გზას.


. bbcrussian.com   13:54, 14.10.2009
ბიბისის რუსული რედაქცია,14.10.2009

 მთარგმნელს დარჩა იმის თქმა რომ ევროპელთა მოწმობით დასავლეთის ქალაქების უსახლკაროთა დიდ პროცენტს შეადგენენ ანტიფსიქიატრების მიერ გაშვებული და უპატრონოდ დარჩენილი ბეჩავი ტანჯული ადამიანები...

No comments: