ფრიდრიხ რატცელი |
ფრიდრიხ რატცელის (1844-1904) ნაშრომი დაიწერა მაშინ როდესაც გერმანია ავლენდა არაჩვეულებრივ დინამიზმს. 1871-1914 წლებში გერმანიის მოსახლეობის რაოდენობა 41 მილიონიდან იზრდება 68 მილიონ ადამიანამდე. გერმანია დაეწია ინგლისს მრეწველობის ტრადიციულ დარგებში და გაბატონდა ქიმიისა და ელექტრული მასალის პიონერულ სფეროებში. ის უკვე წარმოადგენს მსოფლიო წარმოების 15%-ს,რაც მნიშვნელოვანია.
გამრავლდა კომუნიკაციის გზები: 60000 კილომეტრი რკინიგზა 1912 წელს (თითქმის უზომო რუსეთის ხელა), რაინის კეთილმოწყობა სტრასბურგამდე და კოლოსალური არხები ჩრდილოეთში,მაგ კილის არხი(1895). გერმანული ფლოტი ამ წლებში ხდება მსოფლიოს მეორე ფლოტი. მაგრამ პირველი პლანის ინდუსტრიულ სახელმწიფოდ ქცეული გერმანია ამიერიდან დეფიციტურია სოფლის მეურნეობის პლანში. მისი დემოგრაფიული და მატერიალური ზრდა ასუსტებს უსაფრთხოებას საკვების თვალსაზრისით. იგრძნობა ახალი მიწების აუცილებლობა.
რატცელის აზრი,მაშ, არ ჩნდება უკმაყოფილების ან რევანშის კონტექსტში,როგორც ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. რატცელზე მოქმედებს მისი ხალხის ვიტალური, სასიცოცხლო სწრაფვა და ხალხის მსოფლიოში გაშლის დიდი მოძრაობა.
ამავე დროს მისი აზრი გამოხატავს დიდი დაბრკოლებებისკენ მიმავალი ქვეყნის რეალისტურ ღელვას.
გერმანიის განვითარება გულისხმობს ახალ საჭიროებებს და მოთხოვნილებებს რომლებსაც მისი ხანის დარვინიზმში ამოვლებული რატცელი პასუხობს ორგანული სახელმწიფოს თეორიით.
ნაშრომში «პოლიტიკური გეოგრაფია»(1897) გეოგრაფოსმა შეიმუშავა თეორია სახელმწიფოსი რომელიც მისი განსაზღვრების თანახმად არის «მიწის ნაწილზე კაცობრიობის ნაწილის გამაერთიანებელი ორგანიზმი».
ყოველ სივრცეს აქვს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა,ღირებულება, რომელიც დამოკიდებულია ისეთ დიდ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ თვისებებზე როგორებიცაა მდებარეობა,განფენილობა და საზღვარი.
გეოგრაფიული მდებარეობა არის მუდმივა მიწისა რომელიც მსჭვალავს ისტორიის მიძრაობას. დედამიწის გარკვეულ ადგილას არსებული და მცხოვრები სახელმწიფოები და ხალხები განიცდიან ამ ადგილის გავლენას. მთავარი ფაქტორია ზედაპირიც. შემდეგ მოდის საზღვრის ცნება,ნიადაგის ტიპის, მორწყვის,მაგრამ აგრეთვე დანარჩენ მიწასთან,მიმდებარე ზღვებთან და დაუსახლებელ მიწებთან ურთიერთობა.
რატცელის მთავარი წვლილი გეოპოლიტიკის დისციპლინის შექმნაში უეჭველად არის მისი ყურადღება ნიადაგის ინვარიანტების მიმართ.
გეოპოლიტიკა უპირველეს ყოვლისა არის ისტორიის ახსნა გრძელვადიანი გეოგრაფიით,ხალხთა და ნიადაგთა გეოგრაფიით.
რატცელის სახელმწიფო ორგანულია,მაგრამ ის ასევე არის სულიერი და მორალური ერთეული.
გეომორფოლოგია მნიშვნელოვანია,მაგრამ ის ემორჩილება პოლიტიკოსის ნებას.
რატცელის აზრის დაყვანა დეტერმინიზმზე იმ გაგებით რომ გეოგრაფია ერთხელ და სამუდამოდ უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფოთა ქცევას რატცელის აზრის დამახინჯება იქნება.
რატცელთან გეოგრაფიული წარმოდგენები,რელიგიური და ეროვნული წარმოდგენები გადამწყვეტ გავლენას ახდენენ სახელმწიფოთა ზრდაზე, მაგრამ ისინი არ კეტავენ ისტორიას ფატალისტურ დეტერმინიზმში.
მიუხედავად ამისა მძიმე ტენდენციებს აქვს მათი სახელი.
თავის ერთ-ერთ მთავარ წიგნში «სასიცოცხლო სივრცე» (1901) რატცელი აჩვენებს რომ აუცილებლობა და გადარჩენის იმპერატივი გერმანულ ორგანიზმს უბიძგებს განვითარებისკენ გეოგრაფიული პირობებით უფრო ახლო რეგიონებისკენ.
Lebensraum-ის (სასიცოცხლო სივრცის) პოლიტიკა გაჩნდა, მაგრამ ის უფრო მიწის საჭიროებითაა გამართლებული ვიდრე სისხლის ყიჟინა-მოწოდებით.
რატცელი გადმოსცემს სახელმწიფოთა სივრცობრივი ექსპანსიის 6 უნივერსალურ კანონს:
1. სახელმწიფოთა სივრცობრივ ზრდას თან ახლავს მათი კულტურის,ეკონომიკის,იდეოლოგიის განვითარება.
2. სახელმწიფოები იზრდებიან ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეულების ასიმილაციით,შთანთქმით.
3. საზღვარი არის ცოცხალი ორგანიზმი,რომლის მდებარეობაც ახდენს სახელმწიფოს დინამიზმის მატერიალიზაციას ისტორიის მოცემულ მომენტში ( სხვა სიტყვებით საზღვრების გადაადგილება ბუნებრივია).
4. სივრცობრივი ექსპანსიის პროცესში ჭარბობს გეოგრაფიული ლოღიკა ვინაიდან სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა შთანთქავს მისი ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობის განმამტკიცებელ რეგიონებს: ზღვის სანაპიროს,მდინარეთა ხეობებს, და უფრო ზოგადად, უფრო მდიდარ ტერიტორიებს.
5. სახელმწიფოს ექსპანსიისკენ ბუნებრივად უბიძგებს მის პერიფერიაზე მასზე უფრო დაბალი ცივილიზაციის არსებობა( ალბათ თავდაცვის უფრო სუსტი უნარის მქონე ცივილიზაციის,გ.მ.).
6. უფრო სუსტი ერების შთანთქმის პროცესი უწყვეტია, სახელმწიფოს ზრდასთან ერთად უძლიერდება კიდევ უფრო მეტად ზრდის სურვილი.
გეოპოლიტიკის ამ კანონებში სახელმწიფოთა ტერიტორიულ ექსპანსიას ახალისებს ლიანდაგი. რკინიგზა სახელმწიფოს აძლევს ვებერთელა ტერიტორიების დაპყრობა-ათვისების საშუალებას.
1850-1914 წლებში რკინიგზათა სიგრძე ევროპაში 30-ჯერ გაიზარდა. 1880 წელს მატარებლებს გადაყავთ და გდააქვთ 18 მილიონი მოგზაური,4,5 მილიონი ტონა ფრეტი. 1913 წელს კი 547 მილიონი ადამიანი და 173 მილიონი ტონა ფრეტი.
დიდი ომის დაწყებამდე გერმანიაში,ინგლისში და საფრანგეთში ყოველწლიურად მატარებლით მოგზაურობს 6 მილიარდი ადამიანი.
1914 წლამდე მსოფლიო არ ყოფილა ერთმანეთისგან ყრუდ გამოყოფილ ეროვნულ ეგოიზმთა მსოფლიო. პირიქით, ეს იყო ვაჭრობისა და ურთიერთობათა სამყარო რომელიც თავისი გახსნილობის მიუხედავად პატივს სცემდა მეობას და ავტორიტეტს. ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია იმ დროისთვის გაძლიერდა...
ევროპელ მეწარმეებს ჰქონდათ საერთო ინტერესები. საწარმოები მუშაობდნენ საფრანგეთის,გერმანიის,ბელგიის საზღვრების აქეთ-იქით. საღებავების მრავალი გერმანული ქარხანა დამკვიდრდა საფრანგეთში. ფრანგული და გერმანული საწარმოები განვითარდნენ რუსეთში.
რატცელის გეოპოლიტიკას ( «პოლიტიკური სივრცეების კვლევა»,1885, «პოლიტიკური გეოგრაფია»,1897) აჯადოებს და ხიბლავს სახელმწიფო-კონტინენტების უზომო სიდიდე. რატცელმა ეს განიცადა 1873 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას.
რატცელმა მაშინ იფიქრა რომ მომავალი ექნებათ გიგანტური ტერიტორიის და რესურსების მქონე სახელმწიფოებს.
სწორედ ასე გაჩნდა პროექტი ევროპისა რომლის ცენტრალური ძრავა უნდა იყოს გერმანია.
XIX საუკუნის დასასრულის გერმანიის მატერიალური უპირატესობა განა არ შეედრება გასული საუკუნის საფრანგეთის ძალას? განა გერმანიის სამხედრო მანქანა არაა ორჯერ დიდი მეზობელი რესპუბლიკის სამხედრო მანქანაზე?
ესაა ძლიერი ევროპის ინტუიცია და სწორედ ის ემუქრება ანგლო-საქსთა მსოფლიოზე ბატონობის პროექტს რომელიც ესოდენ კარგად გამოთქვა მაკინდერმა.
რკინიგზის რევოლუცია შესაძლებელს ხდის ინგლისელი გეოპოლიტიკოსი მაკინდერის მიერ მოხაზულ გერმანულ-სლავური Heartland (გულის ქვეყნის) ირგვლივ გაერთიანებულ ევრაზიას რომელმაც შეიძლება ბოლო მოუღოს ანგლო-საქსური თალასოკრატიების განუყოფელ ბატონობას ზღვებზე.
გერმანიიდან ყველაფერი ემუქრება ანგლო-საქსურ უპირატესობას, ამერიკის შეერთებული შტატების პანამერიკანიზმის და რუსული პანსლავიზმის სარკე პანგერმანიზმი, მაგრამ აგრეთვე რწმენა «გერმანელ ბატონთა რასისა», თვალსაჩინო ამერიკული ბედის სარკე.
თუ კი გერმანიის განვითარება იქცევა საფრანგეთიდან რუსეთამდე ევროპის განვითარების ძრავად მაშინ ბოლო მოეღება ამ ანგლო-საქსურ დომინაციას.
ეს დაინახეს ლონდონის და ნიუ იორკის კაპიტალისტებმა და მათ ხელი შეუწყვეს კონტინენტურ (ფრანგულ,რუსულ,გერმანულ) ნაციონალიზმთა გაძლიერებას. ამის ერთადერთი მიზანი იყო ევროპული პროექტის მოსპობა.
საფრთხე ანგლო-საქსებისთვის მით უფრო დიდი იყო რომ გერმანული ამბიცია არ შემოიფარგლებოდა ევროპული კონტინენტით.
რატცელის გეოპოლიტიკაში მოიხაზა მსოფლიო როლი გერმანული ძრავის მიერ გაერთიანებული ევროპული სახელმწიფო-კონტინენტისთვის.
მაგრამ საქმე იმაშია რომ იმ დროისთვის როდესაც რატცელი წერდა თავის პროგრამებს გერმანიამ უკვე ხელიდან გაუშვა მსოფლიო პოლიტიკაში(«ველტპოლიტიკ») ჩართვის მრავალი შესაძლებლობა.
გერმანიამ უარი თქვა კალიფორნიაზე რომელსაც მას 1842 წელს სთავაზობდა მექსიკა. გერმანიამ უარი თქვა ტეხასის კოლონიზაციაზე მაშინ როდესაც მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა. და ელზას-ლორენის ანექსია საზარალო იყო ევროპული ერთიანობის დიდი პოლიტიკისთვის.
პარიზის მოსკოვისგან ჩამოსაშორებლად ლონდონმა შექმნა გულითადი თანხმობა (Entente cordiale ).
რატცელის აზრით გერმანიას დარჩა მარტო კოლონიალური არჩევანი.
1890 წელს პანგერმანისტულ ლიგაში ჩაბმული რატცელი ამავე დროს არის კოლონიალიზმის გააფთრებული დამცველი.
ის არის 1882 წელს დაარსებული კოლონიალური კომიტეტის («კოლონიალვერაინ») დამფუძნებელი წევრი.
ის უპირისპირდება ბისმარკის ვიწროდ კონტინენტურ ხედვას.
10 წლით ადრე ბისმარკს ერჩივნა რომ საფრანგეთი კონცენტრირებული ყოფილიყო საზღვაო დაპყრობებზე და არა ელზას-ლორენის დაბრუნებაზე და ის არ ემხრობობდა აფრიკაში ფრანგებთან და ბრიტანელებთან გაჯიბრებას.
რატცელს სწამს რომ გერმანიას რომელსაც არ ძალუძს მსოფლიოში წამყვანი ადგილის დაკავება უნდა ჰქონდეს კოლონიალური იმპერია.
გეოგრაფმა რატცელმა თავისი წვლილი შეიტანა იმ დროისთვის ცუდად ცნობილი აფრიკის რუკის შედგენაში. მან დაწერა მრავალი წერილი გერმანული კოლონიალური საკითხის შესახებ. ეს განსაკუთრებით ხდებოდა 1885 წლისთვის, როდესაც ბერლინის კონგრესმა გადაწყვიტა აფრიკის დანაწილება ევროპულ სახელმწიფოებს შორის.
რატცელმა დაასკვნა რომ ინგლისი მსოფლიოს უდიდეს ძალად იქცა ყველა ოკეანეში და ყველა კონტინეტზე გასვლით და მსოფლიო ვაჭრობის საკვანძო ადგილების (გიბრალტარი,სუეცი,კაპი, ადენი,სინგაპური, ჰონკონგი) დახურვით და მოუმზადა ნიადაგი ადმირალი ტირპიცის გერმანულ პროგრამას.
რატცელმა დაინახა რომ ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას წინ გაუსწრეს ზღვათა გაყოფაში და აუცილებლად ჩათვალა გერმანიის დაკავშირება აზიასთან,განსაკუთრებით შორეულ აღმოსავლეთთან (იაპონიასთან).
გერმანია-აზიის კავშირის რატცელის აზრი აიტაცა დიდმა გერმანელმა გეოპოლიტიკოსმა კარლ ჰაუსჰოფერმა და მათ დაეთანხმა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიაც ( აქ არაა ნათქვამი რომ ბოლშევიკურ რუსეთსაც ჰქონდა აზიასთან შეკვრის გეგმა რაც გამოიხატა მხატვარი რერიხის მიერ ინდოეთში მოგზაურობიდან «მახატმების» წერილის ჩატანაში და ლენინის მახატმად გამოცხადებაში, გ.მ.).
მრავალი სწავლულის მსგავსად რატცელზეც გავლენა მოახდინა მისმა ხანამ. ისაა პირველ რიგში ბისმარკის ( 1862-1890) და შემდეგ კიდევ უფრო ვილჰელმის (1888-1918), ბისმარკის დროს ევროპაში პირველობაზე და ვილჰელმ მეორის დროს მსოფლიოში პირველობაზე მეოცნებე ღრმად ნიცშეანური გერმანიების პროდუქტი.
XIX საუკუნის ბოლოს ყველა მეცნიერის მსგავსად რატცელსაც სურდა სოციალურ მეცნიერებებში ზუსტი მეცნიერებების პროგრესის შეტანა.
რატცელის ნაშრომები ხაზს უსვამენ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას გეოპოლიტიკისთვის ანგარიშის გაწევის აუცილებლობას. აქედან გამომდინარეობს ე.წ. რეალპოლიტიკ რომელიც მასში ხედავს სახელმწიფოს უმაღლეს მიზანს: სახელმწიფომ ხალხს უნდა მისცეს მიწა რომელიც საჭიროა ხალხის განვითარებისთვის.
რატცელმა ნიადაგი მოუმზადა კარლ ჰაუსჰოფერის კიდევ უფრო განსრულებულ გეოპოლიტიკას რომელმაც პასუხი გასცა მაკინდერის მონდიალისტურ და ანგლო-საქსურ პროექტს
( ფრანგი გეოპოლიტიკოსი აიმერიკ შოპრადის ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში « ისტორიის ახალი ჟურნალი», საგანგებო ნომერი «სახელმწიფო დანაშაულები,პოლიტიკური სკანდალები», 2012 წლის მარტი-აპრილი, გვ.32-34).
No comments:
Post a Comment